განაჩენი

სისხლის სამართლის 21.03.2019
საქმის ნომერი
330100117001909767
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2----17

(#0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 მარტი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების _ დ------–----–---–--------------------–---–----------------–---–----------–---–---–-------------–------–---–-ს,ბრალდებულ _ რ----- ჯ----–---–ის,ადვოკატ _ ი---------------ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ რ----- ვ----–-- ძე ჯ----–---–ის (დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თ---–--–-, კ----- ქუჩის N--ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-, ჟ---–------- ქუჩის N--ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებების გამო,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმავე სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 2013 წლის 13 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ასევე იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა რ----- ჯ----–---–მა, 20---–-–----------------–ს, საღამოს საათებში, საცხოვრებელი სახლის ფანჯრის გაღების გზით, უკანონოდ შეაღწია თ---–--–-, ლ---- ქუჩის N---ში მდებარე ხ------- ლ-----ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ანგარების მოტივით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა „ვესტელის“ ფირმის, 55- ლარად ღირებულ ტელევიზორს, 80 ლარად ღირებულ ქალის ბიჟუტერიის ორ ოქროსფერ სამაჯურს, 3- ლარად ღირებულ ქალის „როლექსის“ ფირმის მაჯის საათს და 3- ლარად ღირებულ, ხ------- ლ-----ის მეუღლის - მ------ მ------–---–ის მაჯის საათს. აღნიშნული ქმედებით ხ------- ლ-----ეს მიადგა 660 ლარის, ხოლო მ------ მ------–---–ს 3- ლარის მატერიალური ზიანი.

2----–-–------------ს, საღამოს საათებში, კარზე ჩამოკიდებული ბოქლომის გატეხვის გზით, რ----- ჯ----–---–მა უკანონოდ შეაღწია თ---–--–-, მ------–---–-- ქუჩის N5--ში მდებარე, N1--ე ბინაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ანგარების მოტივით, ფარულად დაეუფლა ს------- შ--–--------ის კუთვნილ, 5-0 ლარად ღირებულ „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორს და ე.წ. „პულტს“, ასევე 45 ლარად ღირებულ, ქალის სამ ვერცხლისფერ ბიჟუტერიის ბეჭედს. აღნიშნული ქმედებით ს------- შ--–--------ს მიადგა 545 ლარის მატერიალური ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით:

 

დაზარალებულ ხ------- ლ-----ის ჩვენებით, ცხოვრობს თ---–--–-, ლ---- ქუჩის N---ში მეუღლესთან და შვილებთან ერთად. 20---–-–----------------–ს, საღამოს, დაახლოებით 20:15 საათზე, ოჯახის წევრებთან ერთად წავიდა სტუმრად, საიდანაც დაბრუნდა 00:05 საათზე. სახლში დაბრუნებისას ნახა, რომ ტელევიზორი აღარ იდო თავის ადგილზე. სახლიდან ასევე წაღებული იყო მისი პირადი ნივთები, კერძოდ, ბიჟუტერიის სამკაულები. მომხდარის შესახებ შეატყობინა პოლიციას, რომლებიც მალევე მივიდნენ ადგილზე და ექსპეტ-კრიმინალისტებთან და კინოლოგებთან ერთად დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. მისივე ჩვენებით, სახლში შესასვლელი კარი იყო დაკეტილ მდგომარეობაში, თუმცა არ იკეტებოდა ეზოში შესასვლელი კარი. ერთ-ერთი ოთახის ფანჯარა იყო მიხურულ მდგომარეობაში. მომხდარი ფაქტიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, ბრალდებულ რ----- ჯ----–---–ის მონაწილეობით, გამომძიებლის მიერ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც რ----- ჯ----–---–მა მიუთითა ის ადგილები, საიდანაც აიღო ტელევიზორი და მისი კუთვნილი ბიჟუტერიის სამკაულები.

დაზარალებულ მ------ მ------–---–ის ჩვენებით, ცხოვრობს თ---–--–-, ლ---- ქუჩის N---ში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. 20---–-–----------------–ს გაქურდეს მისი საცხოვრებელი სახლი, საიდანაც წაიღეს ტელევიზორი, მეუღლის სამკაულები და მისი კუთვნილი 3- ლარად ღირებული მაჯის საათი. მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღეში, პოლიციის თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით მასთან სახლში მიიყვანეს ბრალდებული რ----- ჯ----–---–ი, რომელმაც პოლიციის თანამშრომლებს ნებაყოფლობით მიუთითა ის ადგილები, საიდანაც აიღო ტელევიზორი და სამკაულები.

დაზარალებულ ს------- შ--–--------ის ჩვენებით, 2----–-–------------ს, ცხოვრობდა თ---–--–-, მ------–---–-- ქუჩის N5--ის ბინა N1--ში, შვილთან ნ----- შ--–--------თან ერთად. აღნიშნულ დღეს, სამსახურიდან სახლში დაბრუნდა დაახლოებით 21:00 საათზე, რა დროსაც შენიშნა, რომ სახლის კარს არ ეკეთა ბოქლომი და იყო ღია მდგომარეობაში. სახლში შესვლისას ნახა, რომ მოპარული იყო ტელევიზორი, ხოლო მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ტელევიზორთან ერთად სახლიდან წაღებული იყო მისი სამკაულები, მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობა პოლიციას, რომლებმაც ექსპერტ-კრიმინალისტებთან და კინოლოგებთან ერთად დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი და მოახდინეს მისი დასურათება. მომხდარი ფაქტიდან ორ დღეში, ბრალდებულ რ----- ჯ----–---–ის მონაწილეობით, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ბრალდებულმა აღიარა ქურდობის ფაქტი და ყოველგვარი იძულების გარეშე, ნებაყოფლობით მიუთითა ის ადგილები, საიდანაც აიღო მისი კუთვნილი ტელევიზორი და სამკაულები. გამოძიების პროცესში მისი მონაწილეობით ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო მისი კუთვნილი ტელევიზორი, რომელსაც უკანა მხარეს ამოტვიფრული ჰქონდა ასო „ს“.

მოწმე ი-----–- გ-----–---–ის ჩვენებით, 2----–-–---------------ლს გამოძიება დაიწყო თ---–--–-, ლ---- ქუჩაზე განხორციელებული ქურდობის ფაქტზე და მოწმის სახით გამოკითხა დაზარალებული ხ------- ლ-----ე.

მოწმე თ-------- კ------ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეადგინა ოქმი ბრალდებულ რ----- ჯ----–---–ისგან სუნის ნიმუშის აღების თაობაზე და დანიშნა ოდოროლოგიური ექსპერტიზა.

მოწმე ნ-----–---- ა-------ს ჩვენებით, 2----–-–--------რტს, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გამოცხადდა გ-–----–- მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში, საიდანაც ამოიღო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ტელევიზორი თავისივე ე.წ. „პულტთან“ ერთად და სალომბარდე ხელშეკრულება, ასევე მოწმის სახით გამოკითხა ლომბარდის თანამშრომელი და დაათვალიერა ამოღებული ნივთები.

მოწმე დ--- გ---------ის ჩვენებით, 2----–-–------------ს, გამოძიება დაიწყო ს------- შ--–--------ის ბინის ქურდობის ფაქტზე. დაზარალებულის და ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ექსპერტებმა ამოიღეს ხელის კვლები, ხოლო კინოლოგებმა - სუნის ნიმუში, რაზეც გაუშვეს სამძებრო ძაღლი, რომელიც გავიდა კორპუსის უკანა მხარეს და გაჩერდა. მოწმის ჩვენებით, რ----- ჯ----–---–ი გამოავლინეს ძველი თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს გარკვეული ნივთები, რასაც ბრალდებული დაუფლებული იყო ხ------ ლ-----ის ბინის ქურდობისას. ჩხრეკის შედეგად ასევე ამოიღეს სალომბარდე ხელშეკრულება, რომლის თანახმად, რ----- ჯ----–---–ს ს------- შ--–--------ის სახლიდან მოპარული ტელევიზორი ჩაბარებული ჰქონდა გ-–----–- მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში. მანვე ჩაატარა ამოცნობა, რა დროსაც დაზარალებულებმა ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნეს მათი კუთვნილი ტელევიზორი და სამკაულები.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ბ--------- ი-----ის ჩვენებით, 2----–-–------------ს, მან გასცა ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4-------- დასკვნა, რომლის თანახმად, თ---–--–-, ლ---- ქუჩის N---ში მდებარე ხ------- ლ-----ის საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, საძინებელ ოთახში ფანჯრის წინ მეტლახის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუში იდენტურია 1----–-–------------------ დაბადებულ, რ----- ვ----–-- ძე ჯ----–---–ისგან აღებული სუნის კვლის ნიმუშის.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ლ---- ხ--–-–---–ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8-ე პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული რ----- ჯ----–---–ისგან აიღო სუნის ნიმუში, რაც შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით, დალუქული სახით გადასცა გამომძიებელს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისი, მ------–---–-- ქუჩის N5--ის ბინა N1--ში. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს სუნის კვლის ნიმუშები ერთ ქილად. სუნის კვალზე გაუშვეს სამძებრო ძაღლი, რომელიც გავიდა ოთახიდან, ჩავიდა პირველ სართულზე, გავიდა სადარბაზოდან, წავიდა ხელმარცხნივ, შემოუარა ამავე კორპუსს, შევიდა უკანა ცენტრალურ სადარბაზოში და გაჩერდა. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დაქტილოსკოპიური ფხვნილით დამუშავება, რა დროსაც ამოიღეს ხელის კვლები სამ დაქტილოფირზე.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თ---–--–-, მე-3 ლ---- ქუჩის N---ში, რაც წარმოადგენს ხ------- ლ-----ის საცხოვრებელ სახლს. დაზარალებულის განმარტებით, კომოდზე განთავსებული ჰქონდა შავი პლაზმური „ვესტელის“ ფირმის ტელევიზორი, რომელიც აღარ დახვდა სახლში დაბრუნებისას. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ სპეციალური ფხვნილით დამუშავდა შემთხვევის ადგილზე არსებული საგნები, საიდანაც აიღეს ხელის კვლები ოთხ დაქტილოფირზე. საგამოძიებო მოქმედებისას, კინოლოგიის სამსახურის ექსპერტებმა, შემთხვევის ადგილიდან აიღეს სუნის კვლის ნიმუში ერთ ქილად. სამძებრო ძაღლი გაუშვეს სუნის კვალზე, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გავიდა ბინის ეზოდან, წავიდა ხელმარცხნივ არსებული ჩიხისკენ, ჩავიდა რკინიგზის ლიანდაგებთან, რომელიც გადაკვეთა, შემდეგ ისევ წავიდა ხელმარცხნივ არსებული ჩიხისკენ, გაიარა დაახლოებით სამასი მეტრი და გაჩერდა ა-------------–-- ქუჩის N--თან.

დათვალიერების ოქმის შესაბამისად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ს------- შ--–--------ის მიერ წარდგენილი მისი საცხოვრებელი სახლიდან მოპარული ტელევიზორის და საგარანტიო ტალონის ასლი, რომელსაც ზედა მარცხენა კუთხეში ლათინური ასოებით აწერია „SAMSUNG”, მის ქვედა ნაწილში ასევე ლათინური ასოებით აწერია „Warranty card”, მარჯვენა ზედა კუთხეში ციფრებითა და ლათინური ასოებით გამოსახულია ტელევიზორის IMEI კოდი, კერძოდ, „B-------“. მას, შუა მარჯვენა ნაწილში, ხელით მიწერილი აქვს ასევე ტელევიზორის მოდელი „LE 32 E420 E 2 W”, სერიული ნომერი „ZVUZ3MJD204055M” და შეძენის თარიღი 16.08.2013.

დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ტელევიზორი, ე.წ. „პულტი“ და სალომბარდე ხელშეკრულება. კერძოდ, ტელევიზორს აქვს წარწერა „S------------------------------- W”. ტელევიზორს უკანა შუა ნაწილში აღენიშნება ამოკაწრული ქართულ ასო „ს“. დაათვალიერეს ასევე ტელევიზორის ე.წ. „პულტი“ და სალომბარდე ხელშეკრულება, რომელიც არის ერთ ფურცლად, სადაც აღნიშნულია თარიღი 06.03.2017 წელი. ხელშეკრულება დადებულია შპს „ლოტს“ და რ----- ჯ----–---–ს შორის, პირადი ნომრით: 0----------. დაგირავებულია „სამსუნგის“ ფირმის ერთი ტელევიზორი, რაშიც ლომბარდი დამგირავებელზე გასცემს 120 ლარს. საპროცენტო განაკვეთი 8%. სესხის დაბრუნების თარიღად მითითებულია 15.03.2017 წელი. ხელშეკრულებაში ასევე აღნიშნულია ლომბარდის მისამართი: ხ------–---–-- ქუჩის N-0.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ექსპერტ-კრიმინალისტების და ბრალდებულ რ----- ჯ----–---–ის მონაწილეობით, რა დროსაც ბრალდებულის მითითებით გასვლა მოხდა თ---–--–-, მ------–---–-- ქუჩის N5--თან მდებარე სახლთან. რ----- ჯ----–---–მა მიუთითა აღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მდებარე N1- ბინაზე. ს------- შ--–--------ის თანხმობით მოხდა აღნიშნულ ბინაში შესვლა, სადაც ბრალდებულმა მიუთითა შესასვლელიდან მარცხენა მხარეს მდებარე კომოდის თავზე არსებულ ზარდახშაზე და განმარტა, რომ 2----–-–------------ს, იგი აღნიშნული ზარდახშიდან დაეუფლა იმ სამთვლიან ბეჭედს, რაც პოლიციის თანამშრომლებმა ამოუღეს პირადი ჩხრეკისას. მისივე განმარტებით, აღნიშნული ბინიდან იგი ასევე ფარულად დაეუფლა პლაზმურ ტელევიზორს. რ----- ჯ----–---–ის მითითებით გასვლა მოხდა მ------–---–-- და პ----–---–-- ქუჩების კვეთასთან, სადაც მისი განმარტებით მან გააჩერა ტაქსი, მივიდა თ---–--–-, ხ------–---–-- ქუჩის N-0-ში არსებულ ლომბარდში და 120 ლარად დაალომბარდა ნაქურდალი ნივთი.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შესაბამისად, ექსპერტ-კრიმინალისტების და ბრალდებულ რ----- ჯ----–---–ის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც რ----- ჯ----–---–მა მიუთითა ლ---- ქუჩის შესახვევისკენ და განმარტა, რომ 20---–-–----------------–ს, ხ------- ლ-----ის საცხოვრებელი სახლიდან ფარულად დაეუფლა ტელევიზორს და ბიჟუტერიის სამკაულებს.

პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, რ----- ჯ----–---–ის ქურთუკის გარე მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ვერცხლისფერი ოთხკუთხედი ფორმის ორი საყურე, ვერცხლისფერი ჯაჭვი, ვერცხლისფერი ორი საყურე მოლურჯო ფერის თვლით, ოქროსფერი ორი ბეჭედი, სამი ვერცხლისფერი თვლიანი ბეჭედი და ორი ოქროსფერი სამაჯური. ქურთუკის გარე მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ვერცხლისფერ კორპუსიანი საათისმაგვარი ტელეფონი, რომლის სამაჯური არის მოწითალო ფერის რეზინი.

ნივთის ამოცნობის ოქმის მიხედვით, ამომცნობმა ს------- შ--–--------მა ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო ტელევიზორი და ე.წ. „პულტი“, რომლებიც დაზარალებულის განმარტებით, არის სწორედ ის ნივთები, რაც მოჰპარეს 2----–-–------------ს. ს.შ--–--------მა ტელევიზორი ამოიცნო ზომით, ოვალური ფორმის ფეხიანი დასადგამით, ფორმით და უკანა მხარეს, მის მიერ ამოკაწრული თავისი სახელის პირველი ასო „ს“-ით.

ნივთის ამოცნობის ოქმის შესაბამისად, ხ------- ლ-----ემ ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო სამაჯური, რომელიც მოჰპარეს 20---–-–----------------–ს სახლიდან. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული სამაჯური ამოიცნო ზომით, ფორმით, მისი ზედაპირის ფორმისა და მასზე თვლების განლაგების მიხედვით.

ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ხ------- ლ-----ემ ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო სამაჯური, რომელიც მოჰპარეს 20---–-–----------------–ს სახლიდან. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული სამაჯური ამოიცნო ზომით, რკალისებრი ფორმის, ბრტყელი ზამბარისმაგვარი დეტალებით, რომლითაც გაკეთებულია წნული, ასევე მის ბოლოებში არსებული მართკუთხა დეტალებით, მასზე არსებული ცვეთის კვალის მიხედვით.

ნივთის ამოცნობის ოქმის მიხედვით, ს------- შ--–--------მა ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო ბეჭედი, რომელიც მოჰპარეს 2----–-–------------ს საცხოვრებელი სახლიდან. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული ბეჭედი ამოიცნო ზომით, გრეხილი ფორმით, თვლის განლაგებით და მის ქვედა გარე ზედაპირზე არსებული ცვეთის კვალის მიხედვით.

ნივთის ამოცნობის ოქმის შესაბამისად, ს------- შ--–--------მა ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო ბეჭედი, რომელიც მოჰპარეს 2----–-–------------ს საცხოვრებელი სახლიდან. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული ბეჭედი ამოიცნო ზომით, ფორმით, თვლების განლაგებით და გვირგვინისებური ფორმებით, რაშიც თვლებია ჩასმული.

ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ს------- შ--–--------მა ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო ბეჭედი, რომელიც მოჰპარეს 2----–-–------------ს საცხოვრებელი სახლიდან. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული ბეჭედი ამოიცნო ზომით, თვალისმაგვარი ბურთულით და მის ზედა მხარეს არსებული ორნამენტებით.

 

ქმედების ჩადენა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:

 

დაზარალებულ ხ------- ლ-----ის ჩვენებით, 20---–-–----------------–ს, მისი საცხოვრებელი სახლის ქურდობის შედეგად მიადგა, დაახლოებით 600 ლარის ზიანი.

დაზარალებულ ს------- შ--–--------ის ჩვენებით, 2----–-–------------ს, მან თავისი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის შედეგად განიცადა 550 ლარის მატერიალური ზიანი.

 

ქმედების ჩადენა იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 მაისის განაჩენით, რ----- ჯ----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით, რ----- ჯ----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 04 (ოთხი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით, მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ----- ჯ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის, 09 (ცხრა) თვისა და 07 (შვიდი) დღის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 სექტემბრის განაჩენით, რ----- ჯ----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

რ----- ჯ----–---–ი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 06 (ექვსი) წლის ვადით, შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ----- ჯ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 5--ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან“. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, რ----- ჯ----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეების: გ----------------–--ის და ნ----- შ--–--------ის გამოკითხვის ოქმები და საქმეზე დართული საგნები და ნივთები მხარეთა მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად სხდომაზე გამოკვლევის გარეშე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელ----ტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რ----- ჯ----–---–ის ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

სასამართლო სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.

სასამართლო განმარტავს, რომ რ----- ჯ----–---–ის ქმედება შეიცავს დანაშაულის, კერძოდ, ქურდობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა რ----- ჯ----–---–ის მიერ ფარულად სხვისი ქონების დაუფლებაში და ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულთა საკუთრების უფლებას.

რ----- ჯ----–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტი, გარდა ბრალდებულის აღიარებისა სრულად დასტურდება როგორც დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, ისე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების: ხ------- ლ-----ის და მ------ მ------–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 20---–-–----------------–ს, საღამოს საათებში, სახლში დაბრუნებისას ნახეს, რომ სახლიდან მოპარული იყო ტელევიზორი და ბიჟუტერიის სამკაულები, ასევე სახლიდან წაღებული იყო მ------ მ------–---–ის კუთვნილი მაჯის საათი. დაზარალებულთა ჩვენებებით, მართალია ისინი უშუალოდ ქურდობის ფაქტს არ შესწრებიან, თუმცა დარწმუნებით აღნიშნეს, რომ სწორედ ბრალდებული რ----- ჯ----–---–ი იყო ის პიროვნება, რომელიც მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღეში, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომელმაც მათი თანდასწრებით აღიარა ქურდობის ჩადენის ფაქტი და დეტალურად მიუთითა ის ადგილები, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ტელევიზორს და ბიჟუტერიის სამკაულებს, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 600 ლარს. რაც შეეხება ბრალდებულ რ----- ჯ----–---–ის მიერ, თ---–--–-, მ------–---–-- ქუჩის N5--ის ბინა N1--დან ტელევიზორის და სამკაულების ქურდობის ფაქტს, აღნიშნული სრულად დადასტურდა დაზარალებულ ს------- შ--–--------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ 2----–-–------------ს, სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს, სახლის კარი დახვდა ღია მდგომარეობაში, ხოლო სახლიდან წაღებული იყო ტელევიზორი და მისი კუთვნილი სამკაულები. დაზარალებულის განმარტებით, მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღეში, მის საცხოვრებელ სახლში პოლიციის თანამშრომლების მიერ ბრალდებულ რ----- ჯ----–---–ის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც რ----- ჯ----–---–მა აღიარა ქურდობის ფაქტი და მიუთითა ის ადგილები, საიდანაც ფარულად დაეუფლა სამკაულებს და ტელევიზორს, რომლის უკანა მხარეს ამოკაწრული ჰქონდა საკუთარი სახელის პირველი ასო „ს“, რითაც შემდგომ შეძლო მისი ამოცნობა.

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული რ----- ჯ----–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ რ----- ჯ----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა დაზარალებულების: ხ------- ლ-----ის და ს------- შ--–--------ის საცხოვრებელი სახლიდან ფარულად დაუფლებული სამაჯურები და ბეჭდები, ხოლო თ---–--–-, ხ------–---–-- ქუჩის N-0-ში მდებარე შპს „ლოტიდან“ ამოღებული ტელევიზორის, ე.წ. „პულტის“ და სალომბადე ხელშეკრულების დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ტელევიზორს აქვს წარწერა „S------------------------------- W”, რომელსაც უკანა შუა ნაწილში აღენიშნება ამოკაწრული ქართულ ასო „ს“. საქმეში წარმოდგენილი სალომბარდე ხელშეკრულებით კი დასტურდება, რომ 2----–-–------------ს, ანუ სწორედ იმ დღეს, როდესაც რ----- ჯ----–---–ი ფარულად დაეუფლა ს------- შ--–--------ის კუთვნილ ტელევიზორს, მიიტანა იგი ხ------–---–-- ქუჩის N-0-ში მდებარე ლომბარდში - შპს „ლოტში“, სადაც საკუთარი პირადობის მოწმობის მონაცემების გამოყენებით, გააფორმა სალომბარდე ხელშეკრულება და 120 ლარად დაალომბარდა ს------- შ--–--------ის კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორი.

რ----- ჯ----–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმში და ლომბარდიდან ამოღებული ნივთების დათვალიერების ოქმში მითითებული ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია მოწმეების: ნ-----–---- ა-------- და დ--- გ---------ის ჩვენებებთან, რომელთა მიხედვითაც, 2----–-–--------რტს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გ-–----–- მდებარე ერთ-ერთი ლომბარდიდან ამოღებულ იქნა რ----- ჯ----–---–ის მიერ დალომბარდებული, დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ტელევიზორი ე.წ. „პულტთან“ ერთად და სალომბარდე ხელშეკრულება. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ რ----- ჯ----–---–ი გამოავლინეს ძველი თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ის სამკაულები, რასაც ბრალდებული დაეუფლა ხ------- ლ-----ის და ს------- შ--–--------ის ბინების ქურდობისას. ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულ იქნა სალომბარდე ხელშეკრულება, რომლის თანახმად, რ----- ჯ----–---–ს ს------- შ--–--------ის სახლიდან მოპარული ტელევიზორი დალომბარდებული ჰქონდა გ-–----–- მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ იმ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებზე, რითაც დადგენილია, რომ ბრალდებულმა რ----- ჯ----–---–მა ყოველგვარი იძულების გარეშე, ნებაყოფლობით მიუთითა ლ---- ქუჩის N---ში და მ------–---–-- ქუჩა N5--ის ბინა N1--ში მდებარე ს------- შ--–--------ის და ხ------- ლ-----ის საცხოვრებელ სახლებზე, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა იქ არსებულ „სამსუნგის“ და „ვესტელის“ ფირმის ტელევიზორებს და დაზარალებულთა კუთვნილ სამკაულებს, რომლის ნაწილიც ამოიღეს ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ხოლო ს------- შ--–--------ის კუთვნილი, „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორი ამოიღეს თ---–--–-, ხ------–---–-- ქუჩის N-0-ში მდებარე ლომბარდიდან.

რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ნივთის ამოცნობის ოქმებს, დადგენილია, რომ დაზარალებულებმა: ს------- შ--–--------მა და ხ------- ლ-----ემ, ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ზომის, ფორმის და სხვა ნიშნების მიხედვით ამოიცნეს მათი კუთვნილი სამკაულები. ს------- შ--–--------მა ამოიცნო ტელევიზორი თავისივე ე.წ. „პულტთან“ ერთად, რომლის უკანა მხარეს ამოკაწრული ჰქონდა საკუთარი სახელის პირველი ასო „ს“.

დაზარალებულ ხ------- ლ-----ის საცხოვრებელ სახლში ბრალდებულ რ----- ჯ----–---–ის ყოფნის ფაქტი ასევე დასტურდება სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ბ--------- ი-----ის ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2----–-–------------ს გაცემული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, თ---–--–-, მე-3 ლ---- ქუჩის N---ში მდებარე ხ------- ლ-----ის საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, საძინებელ ოთახში ფანჯრის წინ მეტლახის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუში იდენტურია 1----–-–------------------ დაბადებულ - რ----- ვ----–-- ძე ჯ----–---–ისაგან აღებული სუნის კვლის ნიმუშის.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ სწორედ ბრალდებული რ----- ჯ----–---–ი იმყოფებოდა ხ------- ლ-----ის და ს------- შ--–--------ის საცხოვრებელ ბინებში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ორ ტელევიზორს და ბიჟუტერიის სამკაულებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

განსახილველ შემთხვევაში იმისთვის, რომ მოცემული დანაშაულის შემადგენლობა გვქონდეს სახეზე, მის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ნივთის მესაკუთრისთვის ან სხვა კანონიერი მფლობელისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებით, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 15- ლარს ზევით.

იმის შესაფასებლად, რ----- ჯ----–---–ის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულებს ნამდვილად მიადგათ თუ არა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, სასამართლო ითვალისწინებს თავად დაზარალებულ ხ------- ლ-----ის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც იგი განმარტავს, რომ 20---–-–----------------–ს, მისი საცხოვრებელი სახლის ქურდობის შედეგად მიადგა 600 ლარის ზიანი, ხოლო დაზარალებულ ს------- შ--–--------ის ჩვენებით, მან თავისი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის შედეგად განიცადა 55- ლარის მატერიალური ზიანი. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ რ----- ჯ----–---–ის დანაშაულებრივმა ქმედებებმა, დაზარალებულ ხ------- ლ-----ის შემთხვევაში გამოიწვია 600 ლარის, ხოლო ს------- შ--–--------ის შემთხვევაში 55- ლარის მატერიალური ზიანი, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ რ----- ჯ----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ვინაიდან დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანის ოდენობები მნიშვნელოვნად აღემატება ამავე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ 15- ლარს.

 

რაც შეეხება ქმედების ჩადენას იმ პირის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, სასამართლო განმარტავს, რომ პირის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია სახეზე გვქონდეს პირის ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლობა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნასამართლობა გაქარწყლდება მძიმე დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა, სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ.

ვინაიდან, რ----- ჯ----–---–ს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით, მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით, რასაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის, 09 (ცხრა) თვისა და 07 (შვიდი) დღის ვადით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 სექტემბრის განაჩენით, რ----- ჯ----–---–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ასევე იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 5--ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 02 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი, რისთვისაც მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კვლავ 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს - 20---–-–----------------–ს და 06 მარტს, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ----- ჯ----–---–მა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ და მეტჯერ ნასამართლობის პირობებში, ვინაიდან დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს არ იყო გასული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის ნასამართლობის გაქარწყლების ექვსწლიანი ვადა. ამასთან, წინათ ჩადენილი დანაშაულებისთვის იგი გათავისუფლებული არ ყოფილა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და არც ნასამართლობა ჰქონია მოხსნილი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულ რ----- ჯ----–---–ის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტს.

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა რ----- ჯ----–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, ჩადენილი იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის (02 ეპიზოდი).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულ რ----- ჯ----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარეს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, ჩადენილი იმ პირის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ათ წლამდე ვადით.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელების დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, დანაშაულთა ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ რ----- ჯ----–---–ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, მას სასჯელები უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით. საბოლოო სასჯელი კი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით დადგენილი წესით, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით, რ----- ჯ----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, მითითებული მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ორი ოქროსფერი სამაჯური, სამი თვლიანი ბეჭედი, ერთი ხელშეკრულება და „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორი, ე.წ. „პულტით“, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;

ორი სუნის კვალი, ორი სუნის ნიმუში და დაქტილოფირები, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტომასალა, გადატანილი ოთხ კომპაქტ დისკზე, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ----- ჯ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 1- თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

რ----- ჯ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2----–-–------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2----–-–------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 07 (შვიდი) წლის ვადით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 1- თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ----- ჯ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით, შთანთქოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი), დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ დანიშნული თანაბარი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;

საბოლოოდ, რ----- ჯ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ რ----- ჯ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2----–-–--------რტიდან.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ორი ოქროსფერი სამაჯური, სამი თვლიანი ბეჭედი, ერთი ხელშეკრულება და „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორი, ე.წ. „პულტით“, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;

ორი სუნის კვალი, ორი სუნის ნიმუში და დაქტილოფირები, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტომასალა, გადატანილი ოთხ კომპაქტ დისკზე, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე