განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2019
საქმის ნომერი
030100118002678105
თარიღი
02.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030100118002678105

№ 1/303-2018

განაჩენი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

14 მარტი, 2018 წელი ქ.ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ე---–---- ბ------

დაცვის მხარე:

ადვოკატები: მ----–-- კ--------, ა-–---------- ნ--------

ბრალდებული: გ------- თ-------

მამის სახელი: ზ-------

დაბადებული: 1--------- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო, ფ-----

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ა---------–---------–---

ოჯახური მდგომარეობა: იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში

პირადი ნომერი: 4----------

ნასამართლეობა: არ მქონე,მცხოვრები: საქართველო, ქ--------- მ--------–---–-ს ქ.N--

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,140-ე მუხლის პირველი ნაწილით - სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

1. გ------- თ-------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:

 

201--–ლის 21 იანვარს სრულწლოვანმა გ------- თ-------მ ცოლად შეირთო წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ხ----- კ---------, რომელთანაც ნებაყოფლობით დაამყარა სქესობრივი კავშირი და თანაცხოვრების პერიოდში 2--- წლის 0- მ-----ს შეეძინათ შვილი.

 

2018 წლის ივლისის თვეში, დილის საათებში (ზუსტი თარიღი დაუდგენელია) გ------- თ-------მ ქ.ფ----–-- მ--------–---–-ს ქუჩა N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ არასრულწლოვან მეუღლეს - ხ----- კ---------ს, რამდენჯერმე დაარტყა ხელი მარცხენა ლოყასა და ხელზე, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 11 საათზე, გ------- თ-------მ ქ.ფ----–-- მ--–------ს უბანში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ არასრულწლოვან მეუღლეს - ხ----- კ---------ს, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 06 აგვისტოს, დაახლოებით 11 საათზე, გ------- თ-------მ ქ.ფ----–-- მ--–------ს უბანში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ხ----- კ---------ს მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, იმ მოტივით, რომ ცემის შესახებ არ განეცხადებინა პოლიციაში, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით - ყელის გამოჭრით, რა დროსაც ხ----- კ---------ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ გააანალიზა რა წარმოდგენილი და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ ბრალდებული გ------- თ------- ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,140-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებები, რომლითაც სასამართლო მივიდა ასეთ დასკვნამდე:

 

სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ გ------- თ-------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,140-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენას, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. რაც საფუძვლად უნდა დაედოს დასკვნას, ჩადენილია თუ არა დანაშაულებრივი ქმედება, მისი ჩადენის ადგილი, დრო, ხერხი, მოტივი, მიზანი და შედეგი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.

 

ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებენ ან უარყოფენ ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია კიდევ ერთხელ აღნიშნოს, რომ ყოველი მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, უნდა შეფასდეს მისი რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ჩვენების, როგორც მტკიცებულების უტყუარობაში ეჭვის შეტანა და მისი უარყოფა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის დაინტერესებულ მოწმეს ეკუთვნის იქნება ეს ბრალდების თუ დაცვის მხარე. მოწმის მიერ მიცემულ ჩვენების უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი უნდა იყოს კანონისმიერი, მაგალითად საქმის სხვა გარემოებებთან ურთიერთშეთანხმებულობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 133 2, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−144 3, 149-ე−151 1, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 381 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის შესაბამისად, სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია 1--–ელს მიუღწეველი პირის სქესობრივი ხელშეუხებლობა, მისი ნორმალური ზნეობრივი და ფიზიკური განვითარება.

 

ობიექტური მხრივ 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ, ნებაყოფლობით სქესობრივ კავშირში.

 

ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია ქმედება ჩადენილი იყოს წინასწარი შეცნობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დასჯადია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, თუ პირს, რომელსაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო იგივე დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენისას ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ამ მუხლთან ერთად მე-111 მუხლზე მითითება, რაც ცხადყოფს, რომ სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით განხორციელებული ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

2018 წლის 23 ოქტომბრის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებათა ჩამონათვალის დამტკიცებისა და მათი საქმის არსებით განხილვაზე დაშვების თაობაზე დაკმაყოფილდა, დამტკიცდა ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა ჩამონათვალი და ისინი დაშვებულ იქნა საქმის არსებით განხილვაზე, სასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ განცხადებული მოცულობით, აღნიშნული მტკიცებულებები დაშვებულ იქნა, მაგრამ მიჩნეულ იქნა სადავოდ.

 

3.1. შპს ქ------------------–--------------–ის 2--- წლის 09 მ-----ის N75 მიმართვის საფუძველზე, შსს ს-----------–--- ს--------–---- და ზ---- ს-------- პ---–-–--- დ--------------ს ფ-----ს ს-----------–--- უფროსს ეცნობა, რომ შპს ,,ქ------------------–--------------–ში“ 2--- წლის 0- მ-----ს იმშობიარა ხ----- კ---------მ, რომელსაც შეეძინა ცოცხალი მამრობითი სქესის ბავშვი ზ---- კ---------. ხ----- კ---------მ განაცხადა, რომ არის მარტოხელა დედა. ის იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ახალშობილი გატარდა დედის გვარზე - კ---------ზე.

 

3.2. მოწმე ხ----- კ---------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მან და გ------- თ-------მ ერთმანეთი გაიცნეს სოციალური ქსელის მეშვეობით. ხობის რაიონის პ------- ფ----–-- საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა გ-თ-------ს ნათესავი, სადაც ის მიდიოდა და ნახულობდა. მას გ-თ-------სთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ იყო 1--–ლის. გ-თ-------მ არ იცოდა მისი ნამდვილი ასაკი. მან გაიგო მაშინ, როდესაც ბავშვი დაიბადა და ეს გახდა მათ შორის კონფლიქტის მიზეზი. გ-თ-------მ უსაყვედურა მას ასაკის დამალვისათვის. ამ კონფლიქტს შეესწრო ხ-----ს მამა ჯ------- კ---------, რომელმაც ხ----- და ბავშვი წაიყვანა სოფელ პ------- ფ----–-- თავის საცხოვრებელ სახლში. მამამ მისი წამოყვანის მიზეზად, განუცხადა, რომ ის გ-------სთან არ უნდა გაჩერებულიყო, და ეჩივლა მისთვის. მამამ ის დააშინა და წაიყვანა საჩივლელად, გამომძიებელთან მამა ლაპარაკობდა მის ნაცვლად, თვითონ ისე იყო დაშინებული, რომ რასაც მამა გამომძიებელს უყვებოდა ყველაფერს ეთანხმებოდა. სინამდვილეში, რასაც მამა ყვებოდა იყო სიცრუე. შემდეგ ის (ხ----- კ---------) დაფიქრდა იმაზე, რაც გამომძიებელს იძულებით განუცხადა, სცადა მამასთან დალაპარაკება იმის თაობაზე, რომ გ-თ------- იყო უდანაშაულო და რატომ უნდა წასულიყო ციხეში. ამაზე გაბრაზებულმა ჯ------- კ---------მ ის შვილთან ერთად გააგდო სახლიდან, რის შემდეგ ბავშვთან ერთად ერთი თვე ცხოვრობდა ნათესავის სახლში, საიდანაც გ-თ-------მ წაიყვანა სახლში ბავშვთან ერთად. ჯ-------ი კ---------ს, დედას და ბებიას არ უნდოდათ, რომ ის ყოფილიყო გ-თ-------სთან და ყოველთვის ცდილობდნენ. დედა წერდა მესიჯებს, ბებია ურეკავდა ტელეფონზე და ორივე ერთად ურჩევდნენ წამოსულიყო გ-თ-------საგან. ზუსტად ეს მესიჯები და დარეკვები იყო ხშირად გ-თ-------სთან კონფლიქტის მიზეზი. მან სოფელში დაიბარა გ-თ-------ს ადვოკატი, რათა დალაპარაკებოდა მამას და დაერწმუნებინა, რომ გ-თ-------სთან უნდოდა ცხოვრება და ხელი არ შეეშალა. მან ადვოკატს დაახვედრა მის მიერ შედგენილი განცხადება, რომლის ტექსტი არ ახსოვს. ის განმარტავს, რომ სოფელში ჩასვლისას მას არანაირი ჩალურჯებები და დაზიანებები არ ჰქონდა, უბრალოდ ხელზე ქონდა პატარა ნაკაწრი. მისი განმარტებით მამას ნათესავმა რ--- დ--------–--ემ მისცა ცრუ ჩვენება ჯ------- კ---------ს დავალებით. დ--------–--ეს ის ნაცემი არსოდეს არ უნახავს. ხ-კ---------ს მშობლები არანაირ ყურადღებას არ აქცევენ, პირიქით მამამ გაბრაზებულზე ისიც კი თქვა ბავშვი უპატრონო ბავშთა სახლში ჩავაბაროთო. მისი განმარტებით ბავშვთან ერთად ცხოვრობს გ-თ-------სთან და მომავალშიც აპირებს მასთან ერთად ცხოვრებას.

 

იხ.19.12.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.3. მოწმე თ------ კ---------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის გ------- თ-------ს ნათლია, მეზობელი და ბავშვობიდან თ--------ის ოჯახთან აქვს კარგი ურთიერთობა. გ-------მ ხ-----, რომ შეირთო ცოლად წაიყვანა ქ-------------ში. მან, როგორც ოჯახის ახლობელმა საკუთარი მანქანით გ-------ს მშობლები ქ-------------ში წაიყვანა. მათი ქ-------------ში ჩასვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში მივიდნენ ხ-----ს მშობლები, რომლებსაც უკმაყოფილების არაფერი ეტყობოდათ. ხ-----ს მამა სახლში შიგნით არ შემოსულა, მაგრამ მილოცვას ღებულობდა. ასაკზე ყურადღება არავის გაუმახვილებია უბრალოდ ითქვა, რომ სკოლას ამთავრებდა. ხ----- ფიზიკურად სკოლადამთავრებულს ჰგავდა. ხ-----ს მშობლები ძალიან კმაყოფილები იყვნენ გ-------ს ოჯახით. განსაკუთრებით მამა, თითქმის სულ თ--------ის ოჯახში იყო. კონფლიქტი საიდან და როდის დაიწყო არ იცის, მაგრამ არ ახსენდება, რომ ხ-----ს მასთან დაეწუწუნოს გ-------ს ცუდად მოქცევის გამო და არც დაზიანებები შეუმჩნევია მასზე არასოდეს. მან ჰკითხა ხ-----ს მამას რა ხდებოდა, მან კი უპასუხა, რომ თუ ხ----- აპატიებდა გ-------ს, ის არასოდეს აპატიებდა და ციხეში ჩასვამდა. ხ-----საგან იცის, რომ ჯ-------ი კ---------მ და ხ-----მ საჩივარი რომ შეიტანეს პოლიციაში. ხ-----ს მასთან არ უთქვამს, რომ მამამ აიძულა საჩივრის შეტანა. მისთვის უცნობია გ-------მ იცოდა თუ არა ხ-----ს ასაკი როცა მასზე იქორწინა.

 

იხ.21.02.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.4. მოწმე თ----- ლ--------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მეგობრობს თ--------ის ოჯახთან. მან დაინახა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ როგორ ჩაჯდა მანქანაში გ------- თ------- და მაშინ მისთვის უცნობი გოგო ანუ ხ-----. მან დაინახა გ------- და ხ----- ვიღაც ქალმა გააცილა და ეს ქალი როგორც შემდგომ გაარკვია აღმოჩნდა ხ-----ს ბებია. ის გ-------ს მშობლებს გაყვა ზ----------ში, სადაც გ-------ს ყავდა წაყვანილი ხ----- დაქორწინების დღეს. მათი მისვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში მოვიდნენ ზ----------ში ხ-----ს მშობლები და ბებია. ხ-----ს ასაკზე იქ საუბარი არ ყოფილა. მან ხ-----საგან იცის როგორ გამოაგდო ის მამამ წვიმაში ბავშვთან ერთად სახლიდან. ის არასდროს შესწრებია რაიმე კონფლიქტს თ--------ის ოჯახში და არც რაიმე დაზიანებები შეუმჩნევია ხ-----ზე. მისთვის უცნობია თუ რა კონფლიქტი არსებობდა ხ-----სა და მამას შორის, თუმცა ხ-----მ მასთან საუბარში აღნიშნა, რომ მამას დააჭერინებდა იმ მიზეზით, რომ მან სახლიდან გამოაგდო ბავშვთან ერთად, ხელი გაარტყა და გ-------ს დაჭერაც უნდოდა. მისთვის ცნობილია გ-------სა და ხ-----ს შორის უთანხმოება ხ-----ს მიერ ვიღაცისათვის მოკლეტექსტური შეტყობინებების მიწერა. მოწმის განმარტებით ამ კონფლიქტის გამო ხ----- რამდენიმეჯერ იყო წასული მამის სახლში, მაგრამ შემდგომ გ------- და ხ----- შერიგდნენ და ახლაც შერიგებულები არიან.

 

იხ.21.02.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.5. მოწმე ე---------- ბ----–--–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გ------- თ------- არის მისი მეზობელი, ხოლო ხ-----ს იცნობს იმ დღიდან რაც გახდა გ------- თ-------ს მეუღლე. რომელ წელს დაქორწინდნენ ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ ახსოვს გ-------მ ხ-----, რომ მოიყვანა ცოლად მაშინ გადაყვანილი ყავდა ქ-------------ში და გ-------ს მშობლებს თვითონაც გაყვა ზ----------ში. მათი მისვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში მივიდნენ ხ-----ს მშობლები, რომელთაც არავითარი უკმაყოფილება არ გამოუხატავთ. ხ----- ისეთი დიდი ჩანდა, რომ არც უფიქრია არასრულწლოვანი თუ იყო. ის შეესწრო ფაქტს, როდესაც ჯ-------ი კ---------, გაიწია ხ-----ს გასალახად და ჩადგა შუაში მამა-შვილს შორის. ჯ------- კ--------- თითქმის სულ თ--------ის სახლში იყო. მას ხ----- ნაცემი არასოდეს არ უნახავს და ვერც იმ ფაქტს იხსენებს, რომ ხ-----ს ოდესმე დაეჩივლოს მასთან ამის შესახებ. გ-თ------- და ხ-კ--------- დღესაც ერთად ცხოვრობენ. ხ----- მამის სახლიდან იყო უკმაყოფილოდ წამოსული ბავშვთან ერთად, ბინდდებოდა, როცა საკუთარ სახლთან დაინახა ხ----- ბავშვთან ერთად. გარეთ ციოდა და შეიყვანა სახლში, როცა კითხა თუ რაში იყო საქმე ხ-----მ უპასუხა, რომ მამაზე იყო გაბრაზებული, რადგან მამამ ბავშვზე საშინელი რაღაცეები ილაპარაკა და ამის გამო უნდოდა ის დაეჭირათ, ამ ფაქტს შეესწრნენ მეზობლებიც. მას არასოდეს არ გაუგია და არც შესწრებია გ-------ს მხრიდან ხ-----ზე ძალადობის ფაქტს და არც რაიმე დაზიანებები შეუმჩნევია ხ-----ზე.

 

იხ.21.02.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.6. მოწმე მ--- გ----–---მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თ--------თან მეზობლობის გარდა აკავშირებს ნათლია-მირონობა. ხ----- და გ------- რომელ წელს დაქორწინდნენ ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ კარგად ახსოვს ხ-----ს მშობლების მისვლა თ--------ის ოჯახში. მისი განმარტებით ხ-----ს მშობლებს არავითარი უკმაყოფილება არ ეტყობოდათ, პირიქით ხ-----ს ბებია არიგებდა, რომ ახალ ოჯახში იყო და არავის შეპასუხებოდა ზედმეტად. ხშირად იყო თ--------ის ოჯახში და არასდროს არ შესწრებია ყვირილს ან რაიმე ძალადობის ფაქტს. მან არ იცის თუ რამდენი წლის იყო ხ----- და სურვილიც არ გასჩენია ეკითხა, ვინაიდან ხ----- ისეთი დიდი იყო ფიზიკურად, რომ 1--–ლის ეგონებოდა ადამიანს. ხ----- მასთან ხშირად დადიოდა, მაგრამ არასოდეს უთქვამს, რომ უთანხმოება ჰქონდა გ-------სთან, პირიქით ყოველთვის აღნიშნავდა თუ რა თბილი დამოკიდებულება ჰქონდა თ--------ის ოჯახს მის მიმართ. მან ხ-----სგან იცის, რომ მოუვიდა მამასთან კონფლიქტი რადგან მამის მოქნეული ხელი მოხვდა ბავშვს და ხ----- ბავშვთან ერთად ჯ------- კ---------მ გამოაგდო სახლიდან, გ-------მ კი თავისი ცოლშვილი წაიყვანა სახლში. ხ----- აპირებდა ეჩივლა მამისთვის. ხ-----სგან იცის, რომ მისი მამა იმუქრებოდა გ-------ს დაჭერით. ხ-----ს მამა დღე არ გავიდოდა არ მისულიყო თ--------ის ოჯახში. კონფლიქტს არასოდეს შესწრებია და არც დაზიანებები უნახავს ხ-----ს სხეულზე. გ------- მიყვებოდა ხ-----ს პოლიციაში, თავის მამაზე საჩივლელად, თვითონაც მათთან ერთად იყო.

 

იხ.21.02.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.7. მოწმე ლ----- კ--------მ განმარტა, რომ ხ----- 1---–ლის იყო, როდესაც გ------- თ-------ს ცოლად გაჰყვა. მას არ უნდოდა ამ ასაკში გათხოვილიყო ხ----- და ამ თემაზე სალაპარაკოდ მივიდა გ-------სთან. მან სთხოვა გ-------ს, რომ ხ-----ს სკოლის დამთავრებამდე დაეცადა და მერე მოეყვანა ცოლად. ივლისის თვე იყო, როდესაც ხ----- ბავშვთან ერთად მოვიდა მათთან სახლში. მან ხ-----ს სახეზე შეამჩნია ჩალურჯებები, ხოლო ხელზე ჭრილობა, როცა კითხა თუ რა მოუვიდა ხ-----მ უპასუხა, რომ გ-------მ სცემა და თეფში ესროლა. გ------- სულ სცემდა ხ-----ს და თან ემუქრებოდა, რომ ამის შესახებ არავისთვის ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყელს გამოჭრიდა, ამის შესახებ მას თვითონ ხ-----მ მოუყვა. გ------- თ-------მ ხ-----ს მამას, რომელიც ამ პერიოდში საზღვარგარეთ იყო, ტელეფონზე მიწერა მოკლეტექსტური შეტყობინება, სადაც აღნიშნავდა, რომ ხ----- მას ღალატობდა. ხ-----, როდესაც მათთან იყო სახლში მოაკითხეს ადვოკატმა და მისთვის უცნობმა პიროვნებამ, რომლებმაც ხ-----ს რაღაც საბუთზე მოაწერინეს ხელი. მან ხ-----ს და ამ უცხო პიროვნების საუბარს მოჰკრა ყური, კერძოდ, ხ----- ეუბნებოდა, რომ ბებია ამაზე არ დათანხმდებოდა. მან ამ საბუთის ნახვა, რომ მოინდომა არ აჩვენეს. ადვოკატის და მისთვის უცნობი პიროვნების წასვლის შემდეგ ხ-----მ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მან როგორც იცის ხ----- და გ------- დღესაც ერთად ცხოვრობენ.

 

იხ.19.12.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.8. მოწმე ჯ------- კ---------მ განმარტა, რომ 2018 წლის ივლისის თვე იყო, როდესაც მას გ------- თ-------მ ტელეფონზე გამოუგზავნა პიროვნების სურათი და უთხრა, რომ მას ხ----- ამ პიროვნებასთან ღალატობდა. მან გ-------ს უპასუხა, რომ იმყოფებოდა საზღვარგარეთ, სამ დღეში ჩამოვიდოდა, დალოდებოდა და ყველაფერს გაარკვევდა. საზღვარგარეთ ყოფნისას მას ხ-----მ გაუგზავნა ტელეფონზე თავისი სურათი, სადაც თვალები და სახე აქვს ჩალურჯებული. უცხოეთიდან, რომ ჩამოვიდა, მას ხ----- დახვდა ნათესავის სახლში, ის იყო ნაცემი, მან ის და თავისი შვილიშვილი წაიყვანა საკუთარ სახლში. ხ-----ს, რომ ცოტა დაესვენა ამ ყველაფრისგან, მან ის შვილიშვილთან ერთად ქ------–---ში თავის ნათესავთან გაუშვა, მაგრამ გ------- იქაც არ ეშვებოდა და ამის გამო, მან ისევ დააბრუნა ხ----- და ბავშვი სახლში. გ-------სა და ხ-----ს შორის სულ კონფლიქტი იყო. მან რამდენიმეჯერ წამოიყვანა ნაცემ მდგომარეობაში მყოფი ხ----- თ--------ის სახლიდან, მიუხედავად ამისა, როცა ის სამსახურში იყო, გ------- მიდიოდა და მოტყუებით თუ დაშინებით ხ-----ს უკან აბრუნებდა. ხ-----, როდესაც გათხოვდა იყო 1--–ლის. გ-------ს ხ----- ჰყავდა გადაყვანილი ზ----------ში, სადაც მიაკითხა მან, მაგრამ შვილი მას ბოლო წუთამდე არავინ აჩვენა. მისთვის დაქორწინებამდე ხ-----სა და გ-------ს ურთიერთობის შესახებ არფერი იცოდა. გ------- თ-------მ იცოდა, რომ ხ----- არასრულწლოვანი იყო. გ-------სა და ხ-----ს შორის იყო სულ კონფლიქტი, ხ-----მ სთხოვა გაყოლოდა პოლიციაში რათა ეჩივლა გ-------სათვის. მან ხ-----ს უთხრა, რომ დაფიქრებულიყო და ამის შემდეგ მიეღო გადაწვეტილება, მაგრამ ხ-----მ უპასუხა, რომ თუ თვითონ არ წაიყვანდა პოლიციაში მარტო წავიდოდა და მაინც უჩივლებდა გ-------ს. მასსა და გ-------ს შორისაც იყო კონფლიქტი. კონფლიქტი იყო აგრეთვე ხ-----სა და ბებიას შორის იმის გამო, რომ ბებიამ ხ-----ს უსაყვედურა ჩაცმულობის გამო, რაც იუკადრისა ხ-----მ და ბებიას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

იხ.03.12.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.9. მოწმე ქ--------- კ---------მ განმარტა, რომ ხ-----მ და გ------- ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი. მან ხ-----საგან და მეზობლებისგან იცის, რომ გ-------სათვის და გ-------ს მშობლებისათვის ცნობილი იყო ხ-----ს ასაკი. მისი განმარტებით ხ----- და გ------- დაქორწინდნენ 2----–ელს და მაშინ ხ----- იყო 1--–ლის, ხოლო შვილი, რომ შეეძინათ, ხ----- იყო 1--–ლის. გ------- და ხ-----ს ხელი არ ჰქონდათ მოწერილი ვინაიდან ხ----- იყო არასრულწლოვანი. ხ----- და გ-------ს შორის სულ იყო კონფლიქტი, ხოლო კონფლიქტის მიზეზი მისთვის უცნობია. 2018 წლის ივლისის თვე იყო, როდესაც ხ----- მათთან სოფელში ჩავიდა, მას თვალები ჰქონდა ჩალურჯებული, ხელები კი დასერილი, რომ კითხა თუ რა მოუვიდა, ხ-----მ უპასუხა, რომ გ-------სთან იჩხუბა. ის, როდესაც ჩადიოდა თ--------თან სტუმრად ხშირად შესწრებია ხ-----სა და გ-------ს შორის კონფლიქტს. ხ-----მ პოლიციაში უჩივლა გ-------ს და ეს იყო მისი გადაწყვეტილება, არავის არ დაუძალებია. ხ-----სთან აქვს ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ არ ახსოვს ბოლოს როდის ნახა.

 

იხ.11.02.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.10. მოწმე ი------ ხ------მ განმარტა, რომ ხ----- არის მისი კლასელი და გ------- გააცნო მას ხ-----მ. ხ----- და გ-------, რომ დაქორწინდნენ ხ----- იყო 1--–ლის. მისთვის უცნობია გ-------მ იცოდა თუ არა ხ-----ს ასაკი. ის ხშირად დადიოდა გ-------ს ოჯახში და არასდროს არ შეუმჩნევია, რომ ჩხუბი, ძალადობა ან რაიმე კონფლიქტი ყოფილიყო და არც ხ-----სგან სმენია, რომ გ-------ს მხრიდან რაიმე ძალადობას ან ცუდ მოპყრობას ქონოდა მის მიმართ ადგილი. მისთვის ცნობილია, რომ გ-------ს მიმართ იყო გამოცემული შემაკავებელი ორდერი, მაგრამ უცნობია რა შემთხვევის გამო.

 

იხ.30.01.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.11. მოწმე ლ--–- ნ-----–--–---–მა განმარტა, რომ არის გამომძიებელი და 2018 წლის 10 აგვისტოს დაეწერა ხ----- კ---------ს განცხადება მასზედ, რომ ხ----- კ---------ს ემუქრებოდა მეუღლე გ------- თ-------. გაირკვა, რომ ხ----- კ--------- იყო არასრულწლოვანი და ამიტომ ის გამოკითხულ იქნა მამის ჯ-------ი კ---------ს თანდასწრებით. გამოკითხვისას ხ----- აღნიშნავდა, რომ მეუღლე გ------- თ------- მასზე ძალადობდა. ხ-----ს გამოკითხვა მოხდა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მოხდა გ------- თ-------ს დაკავება საკუთარ საცხოვრებელ სახლში და დაკავების ოქმი შედგენილ იქნა მის მიერ. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

 

იხ.28.01.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.12. მოწმე ნ--- გ---–---მ განმარტა, რომ ის არის იმ უ---- ი------------------------–-, სადაც ცხოვრობს გ------- თ-------. ის განმარტავს, რომ 2018 წლის 09 აგვისტოს დაეწერა ხ----- კ---------ს განცხადება მასზედ, რომ მეუღლე გ------- თ------- აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცყოფას. ამ ფაქტთან დაკავშირებით მის მიერ გამოკითხულ იქნა მსხვერპლი ხ----- კ---------, რომელიც ითხოვდა, რომ გ------- თ------- არ გაკარებოდა მის სიახლოვეს. ამ განცხადების და მსხვერპლის გამოკითხვის საფუძველზე მის მიერ შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით. მისი განმარტებით 2018 წლის 10 აგვისტოს დაეწერა ხ----- კ---------ს მეორე განცხადება მასზედ, რომ მეუღლემ გ------- თ-------მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მან მონაწილეობა მიიღო გ------- თ-------ს დაკავებასა და პირად ჩხრეკაში. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

იხ.16.01.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.13. მოწმე რ--- დ--------–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის ივლისის თვეში ხ----- ბავშვთან ერთად, რომ მოვიდა მასთან ხ----- იყო უხასიათოდ, რომ კითხა მიზეზი არაფერი არ უპასუხა, თუმცა მარჯვენა თვალზე სილურჯე ეტყობოდა, ხოლო ხელზე ნაკაწრები. ხ----- ისე წავიდა მისგან, რომ არაფერი უთქვამს, მან შემდგომ მეზობლებისგან გაიგო, რომ მეუღლემ გ------- თ-------მ სცემა და ამ მიზეზით ხ----- ბავშვთან ერთად წავიდა სახლიდან. დაზიანებებთან დაკავშირებით ხ----- მამას ანუ ჯ------- კ---------ს წაყვანილი ჰყავდა ქ-------–ი ექსპერტიზაზე. თვითონაც მიყვებოდა ექსპერტიზაზე, მაგრამ ექსპერტთან შესულები იყვნენ ხ----- და ჯ-------ი კ---------, აქედან გამომდინარე მისთვის უცნობია თუ რა უთხრა მათ ექსპერტმა. ხ----- გ-------სთან წაჩხუბებული რომ იყო ხშირად დადიოდა მასთან და ინტერნეტით ეკონტაქტებოდა გ-------ს. მის შეკითხვაზე თუ რატომ ეკონტაქტებოდა იმ ადამიანს, რომელიც ესე ცუდად ექცეოდა, ხ----- არაფერს პასუხობდა. ის განმარტავს, რომ ამ ყველაფრის მერე შერიგდნენ გ------- და ხ----- და ბავშთან ერთად გადავიდნენ ცალკე საცხოვრებლად. მან მეზობლებისგან იცის, რომ ცალკე ცხოვრების დროს ხ-----ს გ-------მ ტელეფონზე მოწერა, რომ სამსახურადან დაბრუნებულს სახლში არ დამხვდეო. თუ რატომ დაემუქრა გ------- მისთვის უცნობია.

 

იხ.16.01.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.14. მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა გ------- თ-------მ განმარტა, რომ 2016 წელს გაიცნო ხ-----. მისი ხ-----სთან ურთიერთობის შესახებ ცნობილი იყო ხ-----ს დედისთვის, დისთვის და ბებიასთვის. მასთან შესახვედრად, რომ მოდიოდა ხ----- ბევრჯერ გამოყოლია დედა ან ბებია. მას ხ-----ს ბებია ეუბნებოდა, რომ ეცლია ხ-----სთვის სკოლის დამთავრება და მერე მისი ხელით ჩააბარებდა. მიუხედავად იმისა, რომ არ დაუჯერა ხ-----ს ბებიას და სკოლის დამთავრებამდე მოიყვანა ხ----- ცოლად, ბებიამ მაინც ურჩ სასიძოს თვითონ ჩამოუყვანა ხ----- ქ.ფ----–ი და მისი ხელით ჩააბარა. ხ----- მან წაიყვანა ზ----------ში თავის მამიდაშვილის ოჯახში, სადაც ჩამოვიდნენ მშობლები, ნათესავები, მათი ჩამოსვლიდან ცოტა ხანში მოვიდნენ ხ-----ს მშობლები და ხ-----ს ბებია. მათ არანაირი უკმაყოფილება არ გამოუხატავთ, პირიქით დალოცეს ხ-----სთან ერთად და წავიდნენ. ის განმარტავს, რომ ხ-----ს ცოლად შერთვისას არ იცოდა მისი ასაკი, რომ სცოდნოდა არ მოიყვანდა და დაელოდებოდა. მან ხ-----ს ასაკი გაიგო მაშინ, როცა ბავშვი შეეძინათ და პოლიციაში დაიბარეს თვითონ, ხ----- და ხ-----ს მამა ჯ-------ი კ---------. მისი განმარტებით სწორედ ეგ ფაქტი იყო ხ-----სთან კონფლიქტის მიზეზი, თუმცა ამას სერიოზული არაფერი მოჰყოლია. მისი განმარტებით ხ-----ს მამა იყო სულ მათთან, ერთხელ ხ-----ს, რომ შესწორება მისცა ეს არ მოეწონა ჯ-------ის და შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, შეაგინა დედაზე, რაზეც თვითონაც ანალოგიურად მოიქცა და შეაგინა ჯ-------ს. მისი ჯ-------ის ამ კონფლიქტის შემდეგ გაბრაზებული მამა, რომ დაემშვიდებინა ხ-----ს გაყვა ბავშვთან ერთად სახლში. გაბრაზებულმა ჯ-------მა წაართვა ტელეფონი ხ-----ს და ბავშვთან ერთად ოთახში ჩაკეტა. მისი განმარტებით ხ----- რამდენიმე ხანი, რომ არ დაბრუნდა გაუბრაზდა, მაგრამ ხ-----მ, აუხსნა თუ როგორ მოექცა მამა, მიხვდა, რომ ხ----- არფერ შუაში იყო და კონფლიქტიც ამოიწურა. მას არასოდეს არ უძალადია ხ-----ზე და არც იკადრებდა ამას. ხ-----ს მამა ჯ-------ი არ პატიობს, რომ შეაგინა და ამის გამო სულ ემუქრება, რომ მის თავს დააჭერინებდა. ჯ-------ი კ--------- სცემდა ხ-----ს და თვითონაც რამდენიმეჯერ ჩადგა მათ შუა, რომ გაეშველებინა. ის დღესაც ხ-----სთან ერთად ცხოვრობს და მეორე შვილს ელოდებიან.

 

3.15. 2018 წლის 06 სექტემბრის N5005670818 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხ----- კ---------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა ნაწიბური მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში) რომელიც უნდა წარმოადგენდეს აღნიშნულ მიდამოში არსებული სწორკიდეებიანი ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დადგენილებაში და შესამოწმებელი პირის მიერ მითითებულ თარიღს. აღნიშნული მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა გ--------------ემ.

 

4. მხარეთა პოზიციები:

 

4.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა შერაცხულ ბრალდებებში.

 

4.2. დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

5. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის შეჯიბრებითობა, თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.

 

თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

 

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.

 

რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ------- თ-------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,140-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენას. ბრალდების მხარის მიერ მაშინ, როდესაც არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ხ-კ---------მ უარყო გ-თ-------ს მიმართ ყველა ბრალდების მაკვალიფიცირებელი ნიშნების რეალურად არსებობა, წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ დაედება საფუძვლად ბრალდებულ გ------- თ-------ს დამნაშავედ ცნობას, რადგან სახეზე არ არის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ამ ფაქტს პირდაპირ და უტყუარად ადასტურებს.

 

გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლოზე წარმოდგენილი/გამოკვლეული მტკიცებულების ძალის, სანდოობის, ავთენტურობისა და რელევანტურობის შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ამ სახისა და სტანდარტის მტკიცებულება საქმის არსებითი განხილვისას შეკრებილი არ არის.

 

მტკიცების ტვირთის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ უნდა დაამტკიცოს დანაშაულის თითოეული ელემენტი გონივრულ ეჭვს მიღმა.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/548 გადაწყვეტილება).

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამრიგად, ბრალდებული გ------- თ------- უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,140-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებებში.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სასამართლო აფასებს და ანალიზს უკეთებს რა ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულ გ------- თ-------ს მიმართ წარმოდგენილ და განხილულ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ ვერ დგინდება გ------- თ-------ს მიერ დანაშაულის ჩადენა:

 

კერძოდ, ვერ დგინდება, რომ გ------- თ-------ს მიერ განხორციელებული იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 111,140-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებები.

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ გ------- კ---------მ წინასწარი შეცნობით განახორციელა სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. ხ----- კ---------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მან და გ------- თ-------მ ერთმანეთი გაიცნეს სოციალური ქსელის მეშვეობით, სოფელ პ------- ფ----–ი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა გ-თ-------ს ნათესავი, სადაც მიდიოდა და ნახულობდა. მისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ იყო 1--–ლის. სხვა მტკიცებულებებით ვერ დადგინდა უტყუარად, რომ გ-თ-------მ იცოდა მისი რეალური ასაკი.

 

შპს ქ--------- N-----–--------- სახლის 2--- წლის 09 მ-----ის N75 მიმართვის საფუძველზე, შსს ს-----------–--- ს--------–---- და ზ---- ს-------- პ---–-–--- დ--------------ს ფ-----ს ს-----------–--- უფროსს ეცნობა, რომ შპს ,,ქ------------------–--------------–ში“ 2--- წლის 0- მ-----ს იმშობიარა ხ----- კ---------მ, რომელსაც შეეძინა ცოცხალი მამრობითი სქესის ბავშვი ზ---- კ---------. ხ----- კ---------მ განაცხადა, რომ არის მარტოხელა დედა. ის იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ახალშობილი გატარდა დედის გვარზე - კ---------ზე.

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ გ------- თ-------ს მიერ განხორციელებული იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებები, რამეთუ დაზარალებულმა ხ----- კ---------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მამამ ის დაშინებით წაიყვანა საჩივლელად, გამომძიებელთან მამა ლაპარაკობდა მის ნაცვლად, თვითონ ისე იყო დაშინებული, რომ რასაც მამა გამომძიებელს უყვებოდა ყველაფერს ეთანხმებოდა. სინამდვილეში, ის, რასაც მამა ყვებოდა იყო სიცრუე.

 

საქმეზე სხვა პირდაპირი მტკიცებულება გ-თ-------ს ბრალდებებთან დაკავშირებით არ არსებობს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის შესაბამისად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება (დაზარალებული იკითხება მოწმის წესით) არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებთან მიმართებაში, რომელიც წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობა, ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის მსჯავრდების შესაძლებლობას გამორიცხავს. სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნას მიჩნეული. ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. რაც შეეხება ირიბ ჩვენებას ის დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენება სხვა მტკიცებულებებით არის გამყარებული. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტს, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”. იმავე შინაარსისაა ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა”. სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.” შესაბამისად, ბრალდებული გ------- თ------- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,140-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული გ------- თ------- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,140-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. გ------- თ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, გაუქმდეს და რ----–-- დ----------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, ქ--------- კ--------ს ჩ------ში მდებარე 798 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ს/კ N 0-----------, მოეხსნას ყადაღა.

 

3. გამართლებულ გ------- თ-------ს განემარტოს, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

4. გ------- თ-------ს, ზ---- კ---------ს, ხ----- კ---------ს ნერწყვის ნიმუშები, რომელიც საქმეს თან ერთვის, დაერთოს საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე