გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210018002679039
#2/3442-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07.03.2019 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - შპს „მ-----„წარმომადგენელი - მ----------------ე;
მოპასუხე - ლ--–--------ა;
წარმომადგენელი- დ----------–--ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ლ--–--------ას მოსარჩელე შპს „მ-----„-ს სასარგებლოდ დაეკისროს 6718.32 ლარის გადახდა.
1.1. მოპასუხე ლ--–--------ს მოსარჩელე შპს „მ-----„-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2018 წლის 05 იანვარს ლ--–--------ას და შპს „მ-----„-ს შორის გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება #L05012018/0374, რომლის საფუძველზე შპს „მ-----„-მ მოპასუხისათვის გადასაცემად შეიძინა ავტოსატრანსპორტო საშუალება MERCES BENZ CLS500, რეგისტრაციის ნომერი SV558AN, 17 000 ლარად. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება იმავე დღეს გადაეცა მოპასუხე ლ--–--------ას მფლობელობაში, სარგებლობის უფლებით. ხელშეკრულების თანახმად, ლიზინგის თანხა განისაზღვრა 17 000 ლარის ოდენობით, თვეში 3.50%-ის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 05 იანვრამდე. ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიური 837.83 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. მოპასუხემ დაარღვია ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 05 აპრილს და არაერთი გაფრთხილების მიუხედვად არ შეასრულა თანხის გადახდის ვალდებულება. 2018 წლის 07 მაისს შპს „მ-----„-მ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. ხელშეკრულების 14.7 პუნქტის მიხედვით 2018 წლის 06 აგვისტოს მოხდა ავტომანქანის გასხვისება ს----------–--ეზე 12 700 ლარად. 2018 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შპს „მ-----„-ს მიმართ შეადგენს 6718.32 ლარს. (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ლ--–--------ამ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს „მ-----„-ს მიმართ არ გააჩნია დავალიანება. სესხი უზრუნველყოფილი იყო სწორედ იმ ავტომანქანით, რომელიც კომპანიის მიერ შეფასებული იქნა 17 000 ლარად. შპს „მ-----„-მ ხელშეკრულების გაფორმებამდე გადაამოწმა მისი ფინანსური მდგომარეობა, როგორც ხელშეკრულების გაფორმების დროს, ასევე ამჟამად გააჩნია სხვა ფინანსური ვალდებულებები და შესაბამისად ამ ოდენობის ვალდებულებას ვერ აიღებდა, რომ არა ავტომანქანით უზრუნველყოფა. როგორც კი გაუჩნდა ფინანსური კრიზისი დაუბრუნა ავტომანქანა და კომპანიის წარმომადგენელმა განუმარტა, რომ მას არანაირი ვალდებულება აღარ გააჩნდა შპს „მ-----„-ს მიმართ. (იხ. შესაგებელი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 05 იანვარს შპს „მ-----„-ს და ლ--–--------ას შორის გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება #L05012018/0374. ხელშეკრულების საფუძველზე შპს „მ-----„-მ მოპასუხისათვის გადასაცემად შეიძინა ავტოსატრანსპორტო საშუალება MERCES BENZ CLS500, რეგისტრაციის ნომერი SV558AN 17 000 ლარად. ლიზინგის თანხა განისაზღვრა 17 000 ლარის ოდენობით, თვეში 3.50%-ის დარიცხვით. ავტომობილი შეფასებული იქნა 17 000 ლარად. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 05 იანვრამდე. ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიური 837.83 ლარის გადახდით ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება #L05012018/0374;
-გადახდის გრაფიკი;
- 05.01.2018წ ავტომობილის გადაცემის ხელშეკრულება;
-ავტომობილის შეფასების აქტი;
3.1.2. სატრანსპორტო საშუალება გადაეცა მოპასუხე ლ--–--------ას მფლობელობაში, სარგებლობის უფლებით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება #L05012018/0374;
3.1.3. ლ--–--------ას მიერ გრაფიკის მიხედვით განახორციელა ორი გადახდა 960 ლარის და 838 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სალაროს შემოსავლის ორდერები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ლ--–--------ამ 2018 წლის 05 აპრილიდან დაარღვია ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, 2018 წლის 07 მაისიდან შპს „მ-----„-მ ცალმხრივად შეწვიტა ხელშეკრულება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
-28.05.2018 წ შეტყობინება;
3.2.2. ბუღალტრული განაცხადის მიხედვით ლ--–--------ას დავალიანება საერთო ჯამში შეადგენდა 19418,19 ლარს. საიდანაც ძირითადი დავალიანება შეადგენდა 16505,84 ლარს, დაგროვებული ჯარიმა 246,13 ლარს, დარიცხული პროცენტი 54,11 ლარი, ხელშეკრულების შეწყვეტისათვის გათვალისწინებული ჯარიმა 825,29 ლარს, ვადაგადაცილებული სარგებელი 1145,96 ლარს. შპს მ-----ს მიერ გაწეული იქნა გასაყიდი მანქანის შენახვის ხარჯი, ვულკანიზაციის, საპატრულო ჯარიმის ადმინისტრაციული საკომისიო, წერილის და მოყვანის ხარჯი, სულ 640,86 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბუღალტრული განაცხადი;
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.2.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 15 მაისის წერილით ლ--–--------ას ეცნობა, რომ მისი დავალიანება შპს მ-----ს მიმართ შეადგენდა 18977,33 ლარს. ამასთან გაფრთხილებული იქნა, რომ დაებრუნებინა ლიზინგის საგანი (ავტომანქანა). წინააღმდეგ შემთხვევაში განხორციელდებოდა სატრანსპორტო საშუალებაზე ძებნის გამოცხადების პროცედურა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
-შეტყობინება/გაფრთხილება;
3.2.4. დადგენილია, რომ ლიზინგის საგანი- სატრანსპორტო საშუალება MERCES BENZ CLS500, რეგისტრაციის ნომერი SV558AN, 2018 წლის 25 მაისს გადაეცა შპს მ-----ს. ხოლო ავტომობილის გადაცემის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ავტომობილი გასხვისდა 2018 წლის 06 აგვისტოს 12700 ლარად და გადაეცა შემძენს ს----------–--ეს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
-ავტომობილის გადაცემის ხელშეკრულება;
-საგადასახადო დავალება;
-მიღება ჩაბარების აქტი;
3.2.5. 2018 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით ლ--–--------ას დავალიანება შპს „მ-----„-ს მიმართ შეადგენს 6718.32 ლარს;
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ;
3.2.6. მოპასუხე განმარტავს, რომ შპს „მ-----„-ს მიმართ არ გააჩნია დავალიანება. სესხი უზრუნველყოფილი იყო სწორედ იმ ავტომანქანით, რომელიც კომპანიის მიერ შეფასებული იქნა 17 000 ლარად. შპს „მ-----„-მ ხელშეკრულების გაფორმებამდე გადაამოწმა მისი ფინანსური მდგომარეობა, როგორც ხელშეკრულების გაფორმების დროს, ასევე ამჟამად გააჩნია სხვა ფინანსური ვალდებულებები და შესაბამისად ამ ოდენობის ვალდებულებას ვერ აიღებდა, რომ არა ავტომანქანით უზრუნველყოფა. როგორც კი გაუჩნდა ფინანსური კრიზისი დაბრუნა ავტომანქანა და კომპანიის წარმომადგენელმა განუმარტა, რომ მას არანაირი ვალდებულება აღარ გააჩნდა შპს „მ-----„-ს მიმართ. ავტომანქანის რეალიზაციის დროს არ მიეცა შესაძლებლობა მიეღო მონაწილეობა ავტომანქანის რეალიზაციაში, ამასთან მისი რეალიზაცია განხორცილედა ნაკლებ ფასად. სასამართლო მოპასუხის ამგვარ მოსაზრებას არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
2018 წლის 28 მაისის წერილით ლ--–--------ას ეცნობა, რომ შეტყობინების მიღებიდან 3 დღის ვადაში უზრუნველეყო დავალიანების სრულად დაფარვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერ ფასად გასხვისება.
ხელშეკრულების 14.7 პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების მოქმედება ვადამდე წყდება ან მ----- ცალმხრივად გადის ხელშეკრულებიდან, მ-----ს გააჩნია სრული უფლება გაასხვისოს სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად. სატრანსპორტო საშუალების გასხვისებით მიღებული თანხა მიმართული იქნება ლიზინგის მიმღების დავალიანების დასაფარად და იმ ხარჯების დასაფარად, რაც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების ამოღებასთან, დანაკლისის და/ან დაზიანების აღმოფხვრასთან. შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 5 დღის განმავლობაში ლიზინგის მიმღები ვალდებული იყო დაეფარა განსხვავება ლიზინგის მიმღების დავალიანებასა და ხარჯების საერთო ოდენობის, რაც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების დანაკლისების და/ან დაზიანების აღმოფხვრასთან და გასხვისებასთან და იმ ფასს შორის, რომლის ოდენობითაც ”მ-----” თანახმა იყო გაესხვისებინა სატრანსპორტო საშუალება მესამე პირზე.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 06 აგვისტოს ბუღალტრული განაცხადის მიხედვით, შეფასების აქტით და სალაროს შემოსავლის ორდერით დგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება MERCEDES BENZ CLS 500, სარეგისტრაციო ნომრით ZZ817QZ შეფასებული იქნა 17000 ლარად.
ბუღალტრული განაცხადის მიხედვით ლ--–--------ას ძირითადი დავალიანება შეადგენს 16505,84 ლარს, დაგროვებული ჯარიმა 246,13 ლარს, დარიცხული პროცენტი 54,11 ლარს, ხელშეკრულების შეწყვეტისათვის გათვალისწინებული ჯარიმა 825,29 ლარს, ვადაგადაცილებული სარგებელი შეადგენდა 1145,96 ლარს.
შპს მ-----ს მიერ გაწეული იქნა გასაყიდი მანქანის შენახვის ხარჯი, ვულკანიზაციის, საპატრულ ჯარიმის ადმინისტრაციული საკომისო, წერილის და მოყვანის ხარჯი სულ 640,86 ლარის ოდენობით. საერთო ჯამში ლ--–--------ას დავალიანებამ შეადგენა 19418,19 ლარი. ავტომანქანის რეალიზაცია განხორციელდა 2018 წლის 06 აგვისტოს 12700 ლარად.
2018 წლის 10 ოქტომბრის დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად, ლ--–--------ას ფინანსური ლიზინგის #L05012018/0374 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 6718,32 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დაწესებულია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და ემყარება წერილობით მტკიცებულებებს. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, იგი ამ შემთხვევაში ვერ ადასტურებს გარემოებებს, რომლებზეც ამყარებს შესაგებელს და შესაბამისად, ვერ აქარწყლებს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას. მოპასუხე შემოიფარგლება მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითებებით. ამდენად, მის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება, ჩაითვალოს დადასტურებულად.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „მ-----„-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 317-ე, 361-ე, 400-ე, 576-ე, 5805-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
2018 წლის 05 იანვარს შპს ,,მ-----სა” და ლ--–--------ას შორის გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576.1. მუხლის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს.
განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებიდან. კერძოდ, შპს ,,მ-----სა’’ და ლ--–--------ას შორის 2018 წლის 05 იანვარს გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, რის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა ლიზინგის (კრედიტის) თანხა 17 000 ლარის ოდენობით, თვეში 3,50% დარიცხვით, კრედიტის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 05 იანვრამდე, ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიური - 837,83 ლარის გადახდით, მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის შეწყდა 2018 წლის 05 იანვარს გაფორმებული ფინანსური ლიზინგის #L05012018/0374 ხელშეკრულება, ხელშეკრულების შესაბამისად თუ მოპასუხე არ დაფარავდა მოსარჩელის მიმართ არსებულ დავალიანებას, შესაბამისად შპს ,,მ-----” უფლებამოსილი იყო გაესხვისებინა სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად. ხოლო ავტომანქანის გასხვისებით მიღებული თანხა მიმართული იქნებოდა ლიზინგის მიმღების დავალიანების დასაფარად და იმ ხარჯების დასაფარად, რაც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების ამოღებასთან, დანაკლისის და/ან დაზიანების აღმოფხვრასთან.
მოცემულ შემთხვევაში, ლ--–--------ამ დაარღვია ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის გრაფიკი, რის გამოც მოსარჩელემ მას ცალმხრივად შეუწყვიტა ხელშეკრულება.
ბუღალტრული განაცხადის მიხედვით ლ--–--------ას დავალიანება სულ შეადგენდა 19418,19 ლარს, საიდანაც ძირითადი დავალიანება შეადგენს 16505,84 ლარს, დაგროვებული ჯარიმა 246,13 ლარს, დარიცხული პროცენტი 54,11 ლარი, ხელშეკრულების შეწყვეტისათვის გათვალისწინებული ჯარიმა 825,29 ლარი, ვადაგადაცილებული სარგებელი შეადგენდა 1145,96 ლარს.
შპს მ-----ს მიერ გაწეული იქნა გასაყიდი მანქანის შენახვის ხარჯი, ვულკანიზაციის, საპატრულ ჯარიმის ადმინისტრაციული საკომისო, საპატრულო ჯარიმის, წერილის და მოყვანის ხარჯი სულ 640,86 ლარის ოდენობით. 2018 წლის 06 აგვისტოს მოხდა ავტომანქანის რეალიზაცია ს----------–--ეზე 12 700 ლარად.
შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია დავალიანება 6718,32 ლარის ოდენობით, რომელიც არის სწორედ არსებული დავალიანებისა და გასხვისებული ავტომობილის ღირებულების სხვაობა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ლ--–--------ამ სარჩელი არ ცნო. მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 201,54 ლარის ოდენობით. ამდენად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 201,54 ლარის გადახდა.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „მ-----„-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ლ--–--------ას - შპს „მ-----„-ს სასარგებლოდ დაეკისროს 6718 ლარის და 32 თეთრის გადახდა.
3. ლ--–--------ას - შპს „მ-----„-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 201,54 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე