გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/30342-1-
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
1- თებერვალი, 2--9 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ზოია კვარაცხელია
სხდომის მდივანი ქეთევან ლაზარაშვილი
მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)- ოქ----------–--ა
წარმომადგენელი - და-------------–---–ი
მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) -ფო---------–--ი
წარმომადგენლები -ვა---–----------ე, ელ-------–----ა
დაინტერესებული პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ი--------------- სოციალური მომსახურების ცენტრი
წარმომადგენელი - მა------–-----ე
დავის საგანი (ძირითად სარჩელში)- ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება
დავის საგანი (შეგებებულ სარჩელში) - შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა ძირითად სარჩელში
1.1 ქორწინების შეწყვეტა ოქ----------–--ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 1--------- წ.) და ფო---------–--ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 1--------- წ.) შორის რეგისტრირებული 20---–-–---------სს, სააქტო ჩანაწერი №------------.
2.2 მოპასუხე ფო---------–--ისთვის (პ/ნ 0----------) ოქ----------–--ას(პ/ნ 0----------) სასარგებლოდ, ალ----------------–--ას (პ/ნ 0----------) რჩენა - აღზრდის მიზნით ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის დაკისრება, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 20---–-–----- ო----------დან, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.
სასარჩელო მოთხოვნა შეგებებულ სარჩელში
1.2. შვილთან, 2----–-–-------------ს დაბადებულ, ალ----------------–--ასთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა, შემდეგი სახით, ყოველ პარასკევ დღეს წაყვანის და კვირა დღეს დაბრუნების უფლებით. არდადეგების ნახევარის მამასთან - ფო---------–--ასთან გატარების პირობით.
სარჩელის საფუძვლები:
ოქ----------–--ა და ფო---------–--ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 20-- წლის დ--------- თვიდან, ხოლო 2----–-–--------------იდან გატარდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 20---–-–-------------ს, შეეძინათ შვილი - ალ----------------–--ა. ბოლო წლების განმავლობაში მათი ოჯახური ურთიერთობა დაიძაბა, ორი წელია რაც მხარეებმა შეწყვიტეს თანაცხოვრება. ალ----------------–--ა ცხოვრობს დედასთან, მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ ხარჯებს იღებს ოქ----------–--ა. ბავშვი ემზადება ი---–----------–-----------------------------------------------–------- კურსებზე, ასევე გადის მკურნალობის კურსს, რადგან დაავადებულია ას-------------თ. მოსარჩელის განმარტებით ყოველივე დაკავშირებულია საკმაოდ დიდი ოდენობის ხარჯებთან, გარდა ამისა, ოქ----------–--ას მზრუნველობის ქვეშ იმყოფება მოხუცებული დედა.
შეგებებული სარჩელის საფუძვლები:
ოქ----------–--ას და ფო---------–--ს ჰყავთ ერთი შვილი, 2----–-–-------------ს დაბადებული ალ----------------–--ა. მხარეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია, არასრულწლოვანი - ალ----------------–--ა ცხოვრობს დედასთან ერთად. ფო---------–--ის განმარტებით, ოქ----------–--ა უზღუდავს შვილთან ურთიერთობის უფლებას. ფაქტიურად არ აჩვენებს მამას - შვილს, ემუქრება საპატრულო პოლიციის გამოძახებით. ბავშვს განაწყობს მამის საწინააღმდეგოდ. ფო---------–--ს სურს მამა - შვილური, თბილი დამოკიდებულების ჩამოყალიბება ალ----------------–--ასთან, რასაც ეწინააღმდეგება ოქ----------–--ა.
2. მოპასუხის პოზიცია ძირითად სარჩელზე
2.1. ფო---------–--მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას, ქორწინების შეწყვეტის ნაწილში. ყოველთვიურად ალიმენტის - 300 (სამასი) ლარის ოდენობით დაკისრებას არ ეთანხმება, რადგან მას აქვს არა ერთი საბანკო სესხი და მეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. გარდა ამისა მას ჰყავს ასაკოვანი დედა, რომელზეც ზრუნავს. ესმის შვილის რჩენა-აღზრდისათვის საჭირო ხარჯების გაღების აუცილებლობა, მაგრამ, მხოლოდ, საარსებო მინიმუმის ნახევარის გადახდა შეუძლია, ალიმენტის სახით, რაც შეადგენს 75 ლარს.
მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე
2.1. მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, თუმცა აღნიშნავს, რომ ალ----------------–--ა სისტემატიურად დადის მამის სახლში, სადაც ნახულობს და ურთიერთობა აქვს ბებიასთან, მაგრამ მამას თითქმის ვერ ხვდება, რადაგან ამ დროისთვის ის არ იმყოფება სახლში. ღამით დარჩენას რაც შეეხება, ფო---------–--ა ასაკოვან დედასთან ერთად ცხოვრობს ერთ ოთახიან ბინაში, სადაც არის ორი საწოლი, ბუნერივია, რომ ფიზიკურად ვერ მოთავსება ა-–---------- ღამით იქ. ასევე პარასკევი დღიდან - კვირა დღის ჩათვლით წაყვანა, გულისხმობს, ბავშვის ამოვარდნას იმ რეჟიმიდან, რომლის მიხედვითაც ეწევა განათლების მიღებას, ფიზიკურ დატვირთვას და ა.შ. მამას შეუძლია შვილი მოინახულოს შაბთი დღის 16:00 საათიდან კვირა დღის - 16:00 საათამდე, გარდა ამისა, მხარეები ცხოვრობენ მეზობლად და არ წარმოადგენს პრობელმას, ბავშვის ღამით დედასთან დაბრუნება.
მეურვების და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
სოციალურმა მუშაკმა განახორციელა ვიზიტი მოსარჩელე მხარესთან, მისამართზე: ქ------–-------------------------------------------- და წარმოადგინა შესაბამისი დასკვნა. საცხოვრებელი სახლი არის ოჯახის საკუთრება, სადაც დედა-შვილთან ერთად ცხოვრობს ბებია - ვ--–---------------------. საცხოვრებელში გამოყოფილია ბავშვის სამეცადინო კუთხე, საწოლი. ოჯახი თბება გაზის გამათბობლის მეშვეობით. ბინა უზრუნველყოფილია ცხელი წყლით, აბაზანა - ტუალეტით. ალ----------------–--ა აღირიცხება №-------–---–---კაში, განათლებას იღებს - №--- საჯარო სკოლის, მ----- კლასში. დედა სათანადოდ ზრუნავს შვილის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე. ა-–---------- დადის ცურვაზე, ემზადება: ი---–-------------------------------ის საგნებში. ოქ----------–--ა დასაქმებულია კაზინო-სამორინე ი------–- და მის თვიურ შემოსავალი წარმოადგენს 2000 (ორი ათას) ლარს.
მოსარჩელის განცხადებით, იგი 7 წელია რაც მეუღლესთან აღარ ცხოვრობს, თუმცა რაღაც პერიოდი რიგდებობდნენ, დღეის მდგომარეობით, კი 2 წელია რაც შეწყვიტეს თანაცხოვრება. იგი მიიჩნევს, რომ ბავშვს უნდა გააჩნდეს ერთი ძირითადი საცხოვრებელი, მამის ნახვა კი შეეძლოს სურვილისამებრ, თუმცა არ მიიჩნევს აუცილებლად, რომ მამასთან ა-–---------- ღამით დარჩეს.
ბავშვთან გასაუბრების შემდგომ, ნათელი გახდა, რომ ალ----------------–--ას სურს დედასთან ცხოვრება, მაგრამ უარს არ ამბობს მამის ნახვაზე.
სოციალურმა მუშაკმა განახორციელა ვიზიტი არასრულწლოვანის მამასთან - ფო---------–--თან, რომელიც ცხოვრობს: ქ------–-------------------------------------------------------. აღნიშნული ბინა არის ოჯახის საკუთრება და არის ერთოთახიანი, სახლი არის მოწესრიგებული, აკმაყოფილებს ჰიგიენურ ნორმებს, გათბობა ხდება გაზის გამათბობლის მეშვეობით, უზრუნველყოფილია ცხელი წყლით, აბაზანით და ტუალეტით. ბატონი ფოტი ვერ ასახელებს მეუღლესთან დაშორების მიზეზს. მისი განცხადებით, შვილს ნახულობს კვირაში ერთხელ ან ორჯერ, მისი სურვილია, რომ შვილი წამოიყვანოს დასვენების დღეებში, ღამით დარჩენით. ფო---------–--ი დასაქმებულია სს ,,თ---–-----–--–-“, მის ყოველთვიურ შემოსავალი წარმოადგენს 700 (შვიდას) ლარს. სოციალური მუშაკის დაკვირვებით, გარემო არ არის ბავშვისთვის საფრთხის შემცვლელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ოქ----------–--ა (პ/ნ 0----------, დაბადებული 1--------- წ.) და ფო---------–--ა (პ/ნ 0----------, დაბადებული 1--------- წ.) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–--------------იდან, სააქტო ჩანაწერი #----------- .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქორწინების მოწმობა №----------- (ი.ხ. ს.ფ.14).
3.1.2. ალ----------------–--ა დაიბადა 2----–-–-------------ს, ქალაქ თბილისში, სააქტო ჩანაწერი N-----------,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა # ნრ N-----1. (ი.ხ.ს.ფ.15)
3.1.3. ს----------–------------–--------–---ს №------------- სკოლის 0--------- წლის ცნობის თანახმად, ა-–-----------------–--- (პ/ნ 0----------) სწავლობს სსიპ ქალაქ თბილისის №------------- სკოლის მ--- კლასში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს----------–------------–--------–---ს №------------- სკოლი დან გაცემული ცნობა(იხ.ს.ფ.20).
3.1.4. 0--------- წელს შპს „ო------–----ს მიერ გაცემული, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა № IV-100/ა -ის თანახმად, ალ----------------–--ას აღენიშნება ორივე თვალის სუსტი ხარისხის ჰი-----------------–- ას-------------, ამ--–-----ა, მარჯვენა თვალის ნაწილობრივი აკ--------–-----ი შიგმითა სიელმე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 0--------- წელს შპს „ო------–-“-ის მიერ გაცემული, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა № IV-100/ა (იხ.ს.ფ 21)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 19/11/2--- წ. სს,,ს----------–---------დან“ გაცემული ამონაწერის მიხედვით ფო---------–--ს თანამდებობრივი სარგოს სახით 04-------8წ. ჩაერიცხა - 657.60 ლარი, 0---------წ. ჩაერიცხა - 642.78 ლარი, 03.07.2---წ. ჩაერიცხა - 607.93 ლარი, 0--0-.2---წ. ჩაერიცხა - 575.78 ლარი, 0---------წ.ჩაერიცხა - 624.00 ლარი, 0---------წ. ჩაერიცხა - 43.81 ლარი, 02--------წ. ჩაერიცხა - 462.17 ლარი, 02--------წ. ჩაერიცხა - 543.48 ლარი, 07.1--2---წ. ჩაერიცხა - 30.00 ლარი.
3.2.2. სს „ს----------–---------ს“ 1--1--2--- წელს გაცემული ამონაწერით დგინდება, რომ ფო---------–--ს საკრედიტო ვალდებულება 0--------- წლიდან შეადგენდა - 1500,00 ლარს, რომლის დაფარვის ვადა ამოიწურა 15.1--2--- წელს.
ასევე გააჩნდა სასესხო ვალდებულება (სესხის #3------), 1--------- წლიდან - 02-------- წლამდე და სასესხო ვალდებულება (სესხის # 5------- 08-------- წლიდან - 0--------- წლამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს,,ს----------–---------ს“ 1--1--2--- წლის ამონაწერი. (იხ.ს.ფ 60)
- სესხების დაფარვის გრაფიკები (იხ.ს.ფ. 61-62)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან არ გამოიკვეთა მხარეთა ორმხრივი ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, სარჩელი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების, ასევე შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვის რჩენა-აღზრდის საჭიროებების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ხოლო, არასრულწლოვანის საუკეთესო, უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით შეგებებული სარჩელის მოთხოვნა არასრულწლოვანი შვილის ნახვის დღეების განსაზღვრის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11-2-ე, 11-7-ე, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1”-ის მე-5 მუხლი, ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის “ 23-ე მუხლიმ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1198-ე, 1-1--ე, 1-13-ე, 1-14-ე, 1-22-ე, 1-34-ე, 1197-ე, 1-00-ე, 1-02-ე, 115-ე მუხლები.“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მ---, მე-1-, 27-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11-2-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ოქ----------–--ა და მოპასუხე ფო---------–--ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–--------------იდან
სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ამავე კოდექსის 11-7-ე მუხლის თანახმად: 1.განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ოქ----------–--ა და მოპასუხე ფო---------–--ს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მ--- მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ფო---------–--მა სარჩელი ცნო ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს სარჩელის დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, სარჩელი ოქ----------–--ას და ფო---------–--ს შორის განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–-------------ს დაბადებული ალ----------------–--ა, რომელიც მეორე მშობლისაგან ასევე, მატერიალურ დახმარებას საჭიროებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1-1--ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1-13-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ოქ----------–--ა და ფო---------–--ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მხარეებს შორის ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია. ბავშვის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დედის საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინოს არასრულწლოვანი შვილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-14-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მ--- მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-1- მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დ--------- სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესია“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა.
აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები.
,, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი“ (იხ.სუსგ ას-307-294-2--5, 3.06.2--5 წელი)
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას, მათთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდათ მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილების უფლება მიიღონ მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნონ არასრულწლოვან შვილებზე.
აღნიშნული ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილების რჩენის ვალდებულებისგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინონ არასრულწლოვანი შვილები, არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე არის შრომისუნარიანი პირი. იგი დასაქმებულია სს ,,თ---–-----–--–-“, შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ალიმენტვალდებული პირის სამუშაო გამოცდილებისა და შრომისუნარიანობის შესახებ, იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ მოპასუხეს აქვს შესაძლებლობა იყოს დასაქმებული და ჰქონდეს შემოსავალი. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებსაც, რომ მხარეთა საერთო შვილი ცხოვრობს დედასთან, რომელიც უზრუნველყოფს მის აღზრდა-განვითარების ხარჯებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვი საჭიროებს მშობლის დახმარებას, ალ----------------–--ი არის საჯარო სკოლის მოსწავლე. შესაბამისად, მისი აღზრდა-განვითარების, ჯანმრთელობის და ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, განათლების მიღებისა და უკეთ განვითარებისათვის, მხოლოდ დედის დახმარება არ არის საკმარისი. მშობლებმა უპირველესად უნდა გაითვალისწინონ შვილების საჭიროებები. მამა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილის რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ბავშვის საარსებო მოთხოვნილებები.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას აქვს ფინანსური ვალდებულებები ბანკების წინაშე, ვერ შეძლებს მის მიერ მითითებულზე მეტი თანხის გადახდას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1-14-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. მოპასუხეს ფინანსური ვალდებულება აღებული აქვს გარკვეული ვადით, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1-1--ე, 1-34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვის სრულწლოვანებამდე. ამასთან, საკრედიტო ხელშეკრულების დადება მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მ----- პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მის კმაყოფაზე მყოფი დედის ყოფნის ფაქტი, ვინაიდან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისას სარჩენ პირთა წრე განისაზღვრება არა სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმით და მასში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირები, რომელთა რჩენა პირის კანონისმიერი ვალდებულება და რომლებსაც სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ (არიან ქმდუუნაროები, არ ეძლევათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება პენსიის ან სხვა გასაცემელის სახით).
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი ა-–---------- დ---–--- მოთხოვნილებები, მისი ასაკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე სპეციფიურია, ხოლო არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება ბავშვისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას ასაკის ზრდასთან ერთად მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის მატებასთან ერთად გაზრდილია არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
სასამართლო მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2--9 წლის თებერვლის თვისათვის - 179.1 ლარს და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, სახელმწიფოში დადგენილი საარსებო მინიმუმის მიხედვით, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2--- წლის 1- ო----------დან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით თვეში 200 (ორასი) ლარის გადახდა ბავშვის სრულწლოვანებამდე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ ხოლო ამავე მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-00-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-00-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს ისეთ ქცევის წესს, რომ მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ალ----------------–--ა არის ოქ----------–--ას და ფო---------–--ის შვილი, რომელიც დაიბადა 2----–-–-------------ს. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ხოლო არასრულწლოვანი ალ----------------–--ა ცხოვრობს და იზრდება დედასთან ერთად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-02-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დავაში მონაწილე თითოეულმა მხარემ, მათთვის კანონით მინიჭებული უფლების, კონკრეტულ შემთხვევაში მშობლის უფლების განხორციელებისას, უნდა დაიცვას კეთილსინდისიერება და მართლზომიერება სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, რომელიც კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ავალდებულებს მონაწილე სუბიექტებს უფლებები ბოროტად არ გამოიყენონ. ეს უკანასკნელი მათი ზნეობრივი მოვალეობაცაა. აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამოდინარე მოპასუხე ოქ----------–--ამ მისთვის მინიჭებული მშობლის უფლება არ უნდა გამოიყენოს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს მეორე მშობლის, ფო---------–--ის უფლებას, ურთიერთობა იქონიოს თავის შვილთან.
სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.
საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი -„ბავშვის უფლებათა კონვენცია“ ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.
კონვენციის მე-1- მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება.
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის შესაბამისად „ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.“
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მ--- მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
აღნიშნული ნორმის შესახებ ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი #14 (2--3 წ.) მითითებულია ბავშვის უფლების შესახებ, მის საუკეთესო ინტერესებს დაეთმოს უპირველესი ყურადღება (მ--- მუხლის პირველი პუნქტი)*#, მე-60 პუნქტის მე-2 წინადადებაში მიუთითებს, რომ ერთ ან ორივე მშობელთან დაცილებული ბავშვი უფლებამოსილია, „რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს“ (მე-9 მუხლის მ--- პუნქტი).
ბავშვის საუკეთესო ინტერესები, კონვენციის მიხედვით, გულისხმობს მისი ფსიქიკური, გონებრივი, ემოციური, ფიზიკური განვითარების ინტერესს. ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საუკეთესო ინტერესი და მისი შინაარსი უნდა შეფასდეს კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე.
ზემოხსენებული სამართლებრივი რეგულაციების განმარტებიდან გამომდინარე, მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესს.
მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილი, საერთაშორისოდ აღიარებული უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით. ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული ,,ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.
ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მშობელთან ურთიერთობის წესის დადგენისას სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ჰქონდეს მას ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. ,,ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ, როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები“. (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, 31-ე სესია, რეკომნდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 04.10.1979წ)
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v.Poland, no. 17254/11, 15 april 2--4)
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში ზავადკა პოლონეთის წინააღმდეგ (Zawadka v. Poland, No 48542/99, 23.06.2005, საბოლოო გახდა 1-.10.2005წ), კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია ეროვნული სასამართლოების უმოქმედობა, გადაედგათ ნაბიჯები, რათა მომხდარიყო მომჩივნის - მამის უფლების რეალიზება, იძულებით აღსრულება, ენახა საკუთარი შვილი, როდესაც დედამ უარი განაცხადა დამორჩილებოდა მშობლებს შორის ადრე მიღწეულ შეთანხმებას. საბოლოოდ, მომჩივანმა, დაჰკარგა მუდმივი კონტაქტი ბავშვთან, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ მისი უნარები, ყოფილიყო მშობელი.
ამრიგად, ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს, შემცირდეს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. შესაბამისად აღნიშნული უფლების შემცირების, შეზღუდვის ან გამორიცხვისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს შემდეგი გარემოებები: 1. არსებობს თუ არა საკითხის გადაწყვეტის უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალება; 2. არის თუ არა უფლების შესაძლო შეზღუდვა, შემცირება ან გამორიცხვა პროპორციული ზომა და 3. არის თუ არა უფლების შეზღუდვის, შემცირების ან გამორიცხვის აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული.
შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალსწინებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შემოწმების საგანია არის თუ არა არასრულწლოვანი ალ----------------–--ას საუკეთესო ინტერესებში მამასთან დედის თანდასწრების გარეშე ყოფნა. კვლევის საგანია საკითხი იმის თაობაზე, თუ მამის უფლების განხორციელება მოთხოვნილი ოდენობით რამდენად შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. გადასაწყვეტია საკითხი, როგორ უნდა განისაზღვროს მოსარჩელის ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, ისე, რომ ამ ურთიერთობამ არ შელახოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები.
ბავშვის, ალ----------------–--ას ჭეშმარიტი ინტერესის დადგენისათვის, მშობლის ბავშვთან გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს.
სასამართლო ეთანხმება შეგებებული სარჩელით მოპასუხე ოქ----------–--ას წარმომადგენლის და მეურვეობის და მზრუნველობის წარმომადგენლის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, იმგავარად უნდა განისაზღვროს მამასთან - ფო---------–--თან ურთიერთობის წესი, რომ იმ აქტივობებში გამოცხადებას, რომელშიც მონაწილეობას იღებს არასრულწლოვანი არ უნდა შეუშალოს ხელი.
შესაბამისად, არასრულწლოვანი ალ----------------–--ას ნორმალური განვითარებისათვის, მიზანშეწონილია, მას ურთიერთობა ჰქონდეს როგორც ბიოლოგიურ დედასთან, ასევე ბიოლოგიურ მამასთან.
მამასა და შვილს შორის სისტემატიური ურთიერთობის არქონამ, მისმა გახანგრძლივებამ მამასთან დიდი ხნით დაშორების გამო, მოსალოდნელია გამოიწვიოს ალ----------------–--ას გაუცხოება მამის მიმართ, რაც უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქო-ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე.
შესაბამისად, სასამართლო ბავშვის, ალ----------------–--ას საუკეთესო ინტერესისა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების, იქონიოს მამასთან კონტაქტი, მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ფო---------–--ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, სასამართლოს მოსაზრებით, მამა-შვილს შორის ურთიერთობა უნდა მოხდეს შემდეგი წესის მიხედვით: ფო---------–--ს განესაზღვროს შვილთან, არასრულწლოვან ალ----------------–--ასთან ურთიერთობის შემდეგი წესი:
ყოველი კვირის ოთხშაბათი დღის 1- საათიდან არასრულწლოვანის შვილის, ალ----------------–--ას, წაყვანის უფლებით და 20 საათზე დედასთან დაბრუნების ვალდებულებით; ყოველი კვირის პარასკევს 1- საათიდან, არასრულწლოვანი შვილის, ალ----------------–--ას, თავისთან სახლში წაყვნის (ღამით დარჩენის უფლებით) და შაბათ საღამოს, 20 საათზე, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით; ყოველი წლის ზაფხულის არდადეგებზე (მამის შვებულების გათვალისწინებით) არასრულწლოვანი შვილის, ალ----------------–--ას,ორი კვირით, წაყვანის უფლებით და ორი კვირის შემდეგ დედასთან დაბრუნების ვალდებულებით;ყოველი წლის ზამთრის არდადეგების მეორე ნაწილში არასრულწლოვანი შვილის, ალ----------------–--ას, თავისთან წაყვანის უფლებით და არდადეგების დამთავრებისთანავე, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით;
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე ოქ----------–--ას მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა ქორწინების შეწყვეტის შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით. (ს.ფ. 29);
მოპასუხე მხარემ სარჩელი განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ოქ----------–--ას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ლ-------–--–---–- განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ოქ----------–--ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად არსებობს მოპასუხე ფო---------–--ისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრების საფუძველი.
7.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს - 100 ლარს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე ფო---------–--ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით. ( ს.ფ. 86); ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არსებობს ფო---------–--ისათვის ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მ---, 38-39-ე, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
გადაწყვიტა
1. მოსარჩელე ოქ----------–--ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს ქორწინება ოქ----------–--ას (პ/ნ 0----------, დაბადებული 1--------- წელს, ქორწინებამდელი გვარი-დ-----------) და ფო---------–--ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 1--------- წელს) შორის, რეგისტრირებული 2----–-–---------------- (ქორწინების მოწმობა #-----------, სააქტო ჩანაწერი #-----------);
3. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით;
4. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;
5. განქორწინების ნააწილში მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
6. დაუბრუნდეს ოქ----------–--ას (პ/ნ 0----------) და-------------–---–ის (პ/ნ #0----------) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი, რომელიც გადახდილია 04/0-/2--- წელს, სს ,,თ----------–ი“, სახაზინო კოდი 30--73150.
7. ფო---------–--ს (პ/ნ 0----------) ოქ----------–--ას (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ, დაეკისროს ალ----------------–--ას (პ/ნ 0---------- დაბადებული 1--------- წელს) რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით, 200 (ორასი) ლარის გადახდა, სარჩელის შემოტანიდან, 20---–-–----- ო----------დან, ყოველთვიურად, მის სრულწლოვანებამდე ან გარემოებების შეცვლამდე;
8. ფო---------–--ს (პ/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
9. ფო---------–--ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
10. ფო---------–--ს (პ/ნ 0----------) განესაზღვროს შვილთან, არასრულწლოვან ალ----------------–--ასთან (პ/ნ 0---------- დაბადებული 1--------- წელს) ურთიერთობის შემდეგი წესი:
10.1. ყოველი კვირის ოთხშაბათი დღის 1- საათიდან არასრულწლოვანის შვილის, ალ----------------–--ას, წაყვანის უფლებით და 20 საათზე დედასთან დაბრუნების ვალდებულებით;
10.2. ყოველი კვირის პარასკევს 1- საათიდან , არასრულწლოვანი შვილის, ალ----------------–--ას, თავისთან სახლში წაყვნის (ღამით დარჩენის უფლებით) და შაბათ საღამოს, 20 საათზე, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით;
10.3. ყოველი წლის ზაფხულის არდადეგებზე (მამის შვებულების გათვალისწინებით) არასრულწლოვანი შვილის, ალ----------------–--ას,ორი კვირით, წაყვანის უფლებით და ორი კვირის შემდეგ დედასთან დაბრუნების ვალდებულებით; ყოველი წლის ზამთრის არდადეგების მეორე ნაწილში არასრულწლოვანი შვილის, ალ----------------–--ას, თავისთან წაყვანის უფლებით და არდადეგების დამთავრებისთანავე, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით;
1-- ოქ----------–--ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის სახით 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა;
1-. ფო---------–--ს (პ/ნ 0----------) დაუბრუნდეს ვა---–----------ის(პ.ნ 5----------)მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის ანგარიშში ჩარიცხული თანხ 100 ლარი, რომელიც გადახდილია 2------01- წელს, სს ,,თ----------–ი“, სახაზინო კოდი 30--73150;
13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
14. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზოია კვარაცხელია