გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.04.2019
საქმის ნომერი
240210018002546720
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
02.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240210018002546720 (2/640-2019)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02.04.2019 წელი, ქ. სენაკი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია

 

მოსარჩელე - სს ,,სა---------–--------ი“

წარმომადგენელი- თა----------–--ა

 

მოპასუხე - ნა---------–--ა

მოპასუხე - კა--------------–---–ი

 

წარმომადგენელი - რო----------–-ა

წარმომადგენელი - გუ------------ა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1 მოპასუხე - ნა---------–--ასათვის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე 15 208,50 (თხუთმეტი ათას ორას რვა აშშ დოლარის და ორმოცდაათი ცენტი) დოლარის დაკისრება;

 

1.2. 2013 წლის 29 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე ნა---------–--ას დაეკისროს დავალიანების ძირ თანხაზე 1 0014.43 აშშ დოლარზე სარჩელის მომზადების დღიდან 17.07.2018 წ.-დან საპროცენტო სარგებლის წლიური 19%-ი და ყოველდღიურად პირგასამტეხლოს 0,5%-ის დარიცხვა გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე.

1.3. დავალიანების გადახდევინების მიზნით, კა--------------–---–ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული ქ.------ი, ნი---–---–-ს ქუჩა №1--ში მდებარე, უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი - 4-.--.3-.1--.) რეალიზაცია და ნა---------–--ას (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული ქ.------ი, ნი---–---–-ს ქუჩა №1--ში მდებარე, უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი - 4-.--.3-.2--.) რეალიზაცია. თუ იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების მთლიანად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება მოხდეს მოპასუხე ნა---------–--ას საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

 

1.4. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ნა---------–--ამ და მისმა წარმომადგენელებმა გუ------------ამ და რო----------–-ამ სარჩელის მოთხოვნა ცნეს ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.(იხ. შესაგებელი; სხდომის ოქმი)

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტორივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2010 წლის 24 თებერვალს სს ”პრ----------------სა” და ნა---------–--ას შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება №10.1.3---, რომლის სააფუძველზე მოპასუხე ნა---------–--აზე გაიხსნა იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ლიმიტი 300 000 (სამასი ათასი) დოლარის ოდენობით,2013 წლის 29 მაისს სს ”პრ----------------სა” და ნა---------–--ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №10.3--- რომლის სააფუძველზე მოპასუხე ნა---------–--აზე გაიცა კრედიტი - 16 730 დოლარის ოდენობით, 80 (ოთხმოცი) თვის ვადით, წლიური 19%-ის სარგებლის დარიცხვით. მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, შემგეგი პირობებით: - პირველი ათი დღის განმავლობაში შესაბამისი გადასახდელი თანხის არაუმეტეს 2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაილებულ დღეზე, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ დავალიანების 0,5 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება

- საკრედიტო ხელშეკრულება, გრაფიკი

 

3.2.2. 2010 წლის 24 თებერვალს საკრედიტო ხელშეკრულების №10.1.3--- უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს ბანკსა და ნა---------–--ას შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №10.1.3---. რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ნა---------–--ას (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე ქ.------ი, ნი---–---–-ს ქუჩა №1--ში, საკადასტრო კოდით - 4-.--.05.1--. რომლის ამჟამინდელი საკადასტრო კოდია - 4-.--.05.1--. ამ უკანასკნელი უძრავი ქონების დაყოფის შედეგად წარმოიშვა ორი უძრავი ქონება საკადასტრო კოდით - 4-.--.05.1-- რომელიც რეგისტრირებულია კა--------------–---–ის (პ/ნ 3----------) სახელზე და უძრავი ქონება საკადასტრო კოდით - 4-.--.05.1-- რომელიც რეგისტრირებულია ნა---------–--ას (პ/ნ 3----------) სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- იპოთეკის ხელშეკრულება;

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

 

3.2.3. 2010 წლის 24 თებერვალს საკრედიტო ხელშეკრულების №10.1.3--- უზრუნველყოფის მიზნით, ბესიკ დადიანთან გაფორმდა თავდებობის ხელშკრულება, რომლითაც ბესიკ დადიანმა, იკისრა სოლიდარული ვალდებულება ნა---------–--ასთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, სრული მოცულობით.

 

2018 წლის 16 ნოემბერს სს ”სა---------–--------ის” წარმომადგენელმა თა----------–--ამ ბესიკ დადიანის მიმართ საქართველოს 831 მუხლით მინიჭებული უფლებით, ბესიკ დადიანის გარდაცვალების გამო გაიხმო სასარჩელო მოთხოვნა მის ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- თავდებობის ხელშეკრულება;

- განცხადება სარჩელის ნაწილობრივ გამოხმობის შესახებ;

- გარდაცვალების მოწმობა;

- ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან;

 

3.2.4. 2016 წლის 12 დეკემბერს სს ”პრ----------------სა” და სს ”სა---------–--------ს” შორის გაფორმდა ცესიის ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად სს ,,პრ----------------მა’’ როგორც ცედენტმა გადასცა ცესიონერს სს,,სა---------–--------ს’’ თავისი სამართლებრივი და ბენეფიციური უფლებები, საკუთრების უფლება და სარგებელი სესხზე და უზრუნველყოფებზე, სასესხო ხელშეკრულებებიდან, უზრუნველყოფის ხელშეკრულებებიდან, საბანკო გარანტიის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნა და აღნიშნული მოთხოვნასთან დაკავშირებული უფლებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- 2016 წლის 12 დეკემბრის ცესიის ხელშეკრულება;

 

3.2.5. 2017 წლის 29 ივნისს სს ”სა---------–--------ს” და ნა---------–--ას შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება დავალიანების რესტრუქტურიზაციის და ახალი გრაფიკით დაფარვის შესახებ შემდეგი პირობებით: №4------- სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო შემცირდეს 150 დოლარამდე, რესტრუქტურიზაციამდე მსესხებელმა დაფაროს დარჩენილი პირგასამტეხლო. სესხის ვადა 32 თვე. გრაფიკის ტიპი - არასტანდარტული საპროცენტო განაკვეთი დარჩეს უცვლელი. ვადამდელი და ვადაგადაცილებული პროცენტი გადანაწილდეს დარჩენილ ვადაზე თანაბარწილად. ყოველთვიური გადასახადი განისაზღვროს 2-- დოლარი გარდა დეკემბრისა, ყოველი წლის დეკემბრის თვეში გადასახდელად დაუწესდეს 2 2-- დოლარი. თანხით დაიფაროს დარიცხული, გადანაწილებული პროცენტი და ძირის ნაწილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- 2017 წლის 29 ივნისის დამატებითი შეთანხმება;

- სესხის გადახდის გრაფიკი

 

3.2.6. 2018 წლის 10 ივლისის მდგომარეობით, 2013 წლის 29 მაისის №10.3--- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეთა საკრედიტო დავალიანებამ მოსარჩელის მიმართ შეადგინა 15 208,50 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 10 01-,43 აშშ დოლარი, პროცენტი -1 825,50 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 3 3-8,57 აშშ დოლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრობითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების მოვალეობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხე მხარე სარჩელის მოთხოვნას ცნობს ნაწილობრივ, მხოლოდ კრედიტის ძირი თანხის და სარგებლის ნაწილში, მაგრამ იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ მათზე დარიცხული დავალიანება როგორც, ასევე პირგასამტეხლოს ნაწილში, დაანგარიშებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს, გარდა მისივე განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს, ხოლო რაც შეეხება მოპასუხე მხარის მტკიცებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზე მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „სა---------–--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ძირითადი თანხისა და სარგებელის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, პირგასამტეხლო კი უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 867-ე, 463-464-ე, 873-ე, 902-ე,3-1-ე, 286-ე, 301-ემუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს - ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ეს დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს მოდავე მხარეების კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ,,პრ----------------მა’’ ნა---------–--აზე გასცა კრედიტი, განსაზღვრული პირობებით. ნა---------–--ამ თანხმობა განაცხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით კრედიტის მიღებაზე და მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა კრედიტის დაფარვის შესახებ სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეასრულა და სესხად მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა. მოსარჩელეს, ბუნებრივია, უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით აღძრას სარჩელი და მოითხოვოს თანხის დაბრუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის არსებობს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა.

 

მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია, რომ 2013 წლის 29 მაისს სს ”პრ----------------სა” და ნა---------–--ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №10.3--- - რომლის საფუძველზე ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მოთხოვნები ნა---------–--ამ დაარღვია არაერთხელ და გაფრთხილების მიუხედავად, არ უზრუნველყო კრედიტის დაფარვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რის გამოც 2018 წლის 10 ივლისის მდგომარეობით მდგომარეობით მას დაერიცხა დავალიანება. 15 208,50 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 10 01-,43 აშშ დოლარი, პროცენტი - 1 825,50 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 3 3-8,57 აშშ დოლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-1-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

უდავოა, რომ მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, ნა---------–--ასაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. თავის მხრივ, ნა---------–--ა ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველო სკ-ის 3-1-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად. ნა---------–--ას მიერ ნაკისრი ვალდებულება კი მოიცავდა კრედიტის სახით მიღებული თანხის დაბრუნებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული პირობებით და დათქმულ დროში.

 

მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და კრედიტის სახით მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა, შეთანხმებული პირობებით, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე, მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.

 

მოპასუხის ეს ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მან დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს, სკ-ის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ნა---------–--ა ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს კრედიტით მიღებული თანხა, როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან, ასევე, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

საქართველოს სკ-ის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებას, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვის აუცილებელია ორკვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ნა---------–--ამ სს ”სა---------–--------ისაგან” მიიღო კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო კრედიტის სახით მიღებული თანხა დაეფარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ოდენობითა და ვადებით. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებათა პირობები. მან საერთოდ შეწყვიტა კრედიტის დაფარვა და დავალიანების დარჩენილი თანხა არ გადაიხადა. ნა---------–--ამ პერიოდული შენატანების ვადას გადააცილა ზედიზედ ორჯერ და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ უზრუნველყო ვალდებულების შესრულება, რაც მოსარჩელეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლისა და დავალიანების ანაზღაურების დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ძირი თანხის ნაწილში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს 10 01-,43 აშშ დოლარს, რომელის ანაზღაურების ვალდებულება ნა---------–--ას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ თავად ნა---------–--ა მოსარჩელის მოთხოვნას ძირითადი დავალიანების ნაწილში ცნობს, რაც სსკ-ის 131-ე, 208-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეებს ხელშეკრულებებით განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. სესხის ხელშეკრულების 1.4. პუნქტის თანახმად: - ‘’მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს ბანკს საპროცენტო სარგებელი ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობითა და პირობებით, თანდართული გრაფიკის მიხედვით’’ სახელშეკრულებო პირობების მიხედვით მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებებით. შესაბამისად, სარგებელის გადახდის ვალდებულებაც ნა---------–--ას უნდა შეესრულებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-1-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვით. როგორც ზემოთ აღინიშნა მოპასუხემ შეწყვიტა, როგორც ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს დარიცხული სარგებელი, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რაც საკრედიტო ხელშეკრულების შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის მომენტიდან 2018 წლის 10 ივლისის მდგომარეობამდე (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემამდე) შეადგენს - 1 825,50 დოლარს, რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს. აღსანიშნავია, რომ თავად ნა---------–--ა მოსარჩელის მოთხოვნას ძირითადი დავალიანების ნაწილში ცნობს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 208-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ეს გარემოება მხარეთა შორის დავას არ იწვევს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევის გამო ის ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლოს თანხაც. ამასთან აუცილებელია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს გონივრული ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე 2013 წლის 29 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, მოითხოვს 2018 წლის 10 ივლისამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურებას 3 3-8,57 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე, 2018 წლის 10 ივლისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) ძირ თანხაზე 10 01-,43 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0,5 %-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 50,07 აშშ დოლარს.)

 

სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს და შესატყვისად უნდა შემცირდეს კონკრეტულ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობაც.

 

სასამართლო, მხარეთა თანასწორობის, სამართლიანობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე, მხარეთა ინტერესების შესაბამისად, მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა და 2013 წლის 29 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განისაზღვროს 1 001.4- აშშ დოლარით (ნაცვლად - 3 3-8,57 დოლარისა) 2018 წლის 10 ივლისამდე პერიოდისათვის, ხოლო 2018 წლის 10 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე - ძირი თანხის - 10 01-,43 აშშ დოლარის 0,1%-ის ოდენობით, ანუ 1,00 (ერთი) აშშ დოლარის ოდენობით (ნაცვლად 50,07 აშშ დოლარსა), ყოველდღიურად, 2018 წლის 10 ივლისიდან გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე.

 

6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელე ასევე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებას 2018 წლის 10 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, საბანკო კრედიტის სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სარგებლის იმ ოდენობით, რასაც მოსარჩელე მიიღებდა მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. იგი გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან და გულისხმობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას. თვით ვალდებულებით სამართალში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევა. დადგენილია, რომ მოპასუხემ თავისი ვალდებულება დაარღვია და დათქმულ დროს მოსარჩელეს არ გადაუხადა ის თანხა, რაც მას ერგებოდა. შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

 

საქართველო სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალს წარმოადგენს, მაგრამ მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებული იქნას თუ რამდენად შესაძლებელი იყო მისი მიღება. მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში ემყარება იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს მიღებული ქონდა სასყიდლიანი სესხი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა გადაეხადა სარგებელი ხელშეკრულებებით შეთანხმებული ოდენობით. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე ბუნებრივია კარგავს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული სარგებლის მიღების შესაძლებლობას.

 

აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 41--ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას.

 

დადგენილია, რომ ნა---------–--ას 2013 წლის 29 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეესრულებინა 2020 წლის 29 იანვრის ჩათვლით. მოპასუხის მიერ ვალდებულების სისტემატურად შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა ვადამდე შეეწყვიტა ხელშეკრულება. შესაბამისად, უდავოა, რომ მოპასუხე ვერ იღებს იმ სარგებელს რომლის მიღების შესაძლებლობა მას გააჩნდა 2020 წლის 29 იანვრამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, საბანკო ბაზარზე არსებული საბანკო საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს მინიმუმ წლიურ 19,00%-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 10 01-,43 აშშ დოლარზე, 2018 წლის 10 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური -19%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 5,22 აშშ დოლარს, მაგრამ არაუმეტეს 2020 წლის 29 იანვრამდე;

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,1. უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იპოთეკა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული”.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ 2010 წლის 24 თებერვალს საკრედიტო ხელშეკრულების №10.1.3--- უზრუნველყოფის მიზნით, ბანკსა და ნა---------–--ას შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ნა---------–--ას (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე ქ.------ი, ნი---–---–-ს ქუჩა №1--ში, საკადასტრო კოდით - 4-.--.05.1--. რომლის ამჟამინდელი საკადასტრო კოდია - 4-.--.05.1--, ამ უკანასკნელი უძრავი ქონების დაყოფის შედეგად წარმოიშვა ორი უძრავი ქონება საკადასტრო კოდით - 4-.--.05.1-- რომელიც რეგისტრირებულია კა--------------–---–ის (პ/ნ 3---------- სახელზე და უძრავი ქონება საკადასტრო კოდით - 4-.--.05.1-- რომელიც რეგისტრირებულია ნა---------–--ას (პ/ნ 3----------) სახელზე. იპოთეკის შინაარსიდან გამომდინარე მოსარჩელეს უპირატესი უფლება აქვს იპოთეკის საგნით დაიკმაყოფილოს უფლება.

 

სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მიხედვით თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი”.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ბანკის მიმართ ვადებულება ჯეროვნად არ შეასრულეს. გადააცილეს კრედიტის დაფარვის გრაფიკს, რამაც ბანკს უფლება მისცა გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს ვალდებულების სრული შესრულება. ბანკის ხელშეკრულებიდან გასვლას უნდა მოყვეს ვალდებულების მთლიანი შესრულება. ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, შესაბამისად მას უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება.

 

7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, ასეთ შემთხვევაში არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.

 

ხოლო ამავე კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

ხელშეკრულების მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად

 

მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული შეთანხმების საწინააღმდეგოდ მოპასუხეს რაიმე სარწმუნო არგუმენტზე არ მიუთითებია, ხოლო შეთანხმების არსებობა საკმარისი საფუძველია მოსარჩელის შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად. მოპასუხე მხარის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს დაუყოვნებლივ აღსრულების შესრულებას.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმავე კოდექსის 49.2-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამასთან, მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხის და სარგებლის ნაწილში, რაც შეადგენს 11839,93 აშშ დოლარი = 28 915,47 ლარს (სახ. ბაჟი გადახდილია 11.07.2018 წელს, ეროვნული ბანკის კურსი 1 აშშ = 2,4-22 ლარი). შესაბამისად, მოპასუხე მხარე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების პროპორციულად - 847,46 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ის ნაწილი, რომლის გადახდისაგან მხარეები გათავისუფლდნენ სსკ-ის 49.2-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მის მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს 173,43 ლარს. 93,38 ლარი კი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-24--ე, 247-249-ე, 3-4-3-5-ე, 3-7-ე, 3-9-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს ”სა---------–--------ის” მოთხოვნა, მოპასუხეების ნა---------–--ასა და კა--------------–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

 

2. მოპასუხე ნა---------–--ას (პ/ნ 3----------) მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ, 2013 წლის 29 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს:

 

ა) დავალიანების 12 841,37 (თორმეტი ათას რვაას ორმოცდაერთი დოლარი და 37 ცენტი) აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) გადახდა, საიდანაც 10 01-.43 აშშ დოლარი არის ძირი თანხა, 1 825.50 აშშ დოლარი არის პროცენტი, ხოლო 1 001.4- აშშ დოლარი არის პირგასამტეხლო;

 

ბ) მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, 2013 წლის 29 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირ თანხაზე - 10 014,43 აშშ დოლარზე, 2018 წლის 10 ივლისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური -19%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 5,22 აშშ დოლარს, (ექვივალენტი ლარში) მაგრამ არაუმეტეს 2020 წლის 29 იანვრამდე;

 

გ) პირგასამტეხლოს ანაზღაურება, 2015 წლის 02 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 10 014,43 აშშ დოლარის 0,1%-ის ოდენობით, ანუ 1,00 (ერთი) აშშ დოლარის ოდენობით, ყოველდღიურად, 2018 წლის 10 ივლისიდან გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე..

 

3. დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული შემდეგი უძრავი ქონებები:

 

ა) კა--------------–---–ის (პ/ნ 3----------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ.------ი, ნი---–---–-ს ქუჩა №1-, საკადასტრო კოდით 4-.--.3-.1--;

 

ბ) ნა---------–--ას (პ/ნ 3---------- ) კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ.------ი, ნი---–---–-ს ქუჩა №1-, საკადასტრო კოდით 4-.--.3-.2--;

 

4. იმ შემთხვევაში, თუ კი უზრუნველყოფის საგანი საკმარისი არ აღმოჩნდება მოთხოვნის სრულად დასაფარად, დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოს მიექცეს ნა---------–--ას (პ/ნ 3----------) კუთვნილი სხვა ქონება.

 

5. მოსარჩელე სს ”სა---------–--------ს” სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ, 11.07.2018 წელს, №708 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 114,27 ლარიდან - 867.46 ლარი. რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300373150

 

6. მოპასუხეებს ნა---------–--ას (პ/ნ 3----------) სს ,,სა---------–--------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 173.43 ლარის ოდენობით.

7. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება გადაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.(მის. სენაკი რუსთაველის ქუჩა №247).

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე