გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6192-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
30 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივნები: თამილა ახვლედიანი, გვანცა გერმანიშვილი
მოსარჩელე - ლ--–-----------–---–ი
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - მ---------–---–---–ი
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
წარმომადგენელი - თ-----------–----ა
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 7 სექტემბრის №0--------/გ გადაწყვეტილება;
1.2 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 17 აგვისტოს №0----------- გადაწყვეტილება;
1.3 დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ლ--–-----------–---–ის სახელზე არსებულ დაბადების სააქტო ჩანაწერში ლ--–-----------–---–ის დაბადების თარიღის შესწორების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2. მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სარჩელი არ სცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. გორის მმაჩის - ბიუროს მიერ 1----–-–-------------ერს რეგისტრირებულ № 9-- დაბადების აქტის ჩანაწერში დედის მონაცემები ფიქსირდება ლ--–----------------–----------–---–ი დაბადებული 1----–-–---------–--ს.
გორის მმაჩის განყოფილების მიერ 1----–-–-------------ს რეგისტრირებულ №-- განქორწინების აქტის ჩანაწერში ქალის გრაფაში ფიქსირდება შემდეგი მონაცემები: ლ--–----------–---–ი, განქორწინების შემდეგ -კ------ა, დაბადების თარიღი - 1----–-–---------–--ი.
1----–-–-----------ტოს რეგისტრირებულ №---- დაბადების აქტის ჩანაწერში დედის მონაცემები ფიქსირდება ლ--–-----------–---–ი დაბადებული 1----–-–---------–--ს.
გორის №- მმაჩის განყოფილების მიერ 1----–-–-----------რს რეგისტრირებულ №--- ქორწინების აქტის ჩანაწერში საცოლის მონაცემები ფიქსირდება ლ--–---------ა ქორწინების შემდგომი გვარი - გ--------–---–ი, დაბადების თარიღი - 1----–-–---------–--ი. დაბადების ადგილი - ცხინვალი.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 17 დეკემბრის № 2-------- წერილის თანახმად, სასამართლოს ეცნობა, რომ გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევის სამშობიარო სახლის დოკუმენტები გორის არქივში სახელმწიფო დაცვაზე არ შესულა, რის გამოც ვერ ადასტურებენ მოქალაქე ლ--–-------------------------ის) დაბადების ფაქტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების აქტის ჩანაწერი (ს.ფ. 81);
- განქორწინების აქტის ჩანაწერი (ს.ფ. 82);
- დაბადების აქტის ჩანაწერი (ს.ფ. 87);
- ქორწინების აქტის ჩანაწერი (ს.ფ. 86);
- საქართველოს ეროვნული არქივის წერილი (ს.ფ. 152)
3.2. ლ--–----------------–---------ის სახელზე გაცემული საშუალო განათლების ატესტატში დაბადების თარიღად მითითებულია 1----–-–---------–--ი. განმარტებულია, რომ ლ--–---------ამ 1--- წელს დაამთავრა საქ. ს--------------------------------–----–------–-- რაიონის სოფ. ა--–-------–-------–-- სრული კურსი.
სსიპ ქალაქ გორის №- საჯარო სკოლის 2017 წლის 2 მარტის M---------------- წერილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეცნობა რომ სკოლაში მოიძებნა დირექტორის 1972 წლის 6 მაისის №-- ბრძანება, რომლის თანახმადაც მ----------–----------–---------ი ამოირიცხა გორის №- საშუალო სკოლის მ--- კლასიდან ა--–---- საშუალო სკოლაში გადასვლის გამო. სხვა რაიმე დოკუმენტი სკოლაში ვერ მოიძებნა.
სსიპ ქალაქ გორის №- საჯარო სკოლის 2018 წლის 25 სექტემბრის MES 5 1---------- ცნობის თანახმად, მ--------------ი ნამდვილად სწავლობდა გორის №- საშუალო სკოლის მ--- კლასში 1969 წელს.
ლ--–----------------–---------ას სახელზე 1977 წლის 10 ივნისს გაცემულ კომკავშირულ №-------- ბილეთში დაბადების თარიღად მითითებულია 1956 წლის აგვისტო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საშუალო განათლების ატესტატი (ს.ფ. 24);
- სსიპ ქალაქ გორის №- საჯარო სკოლის 2017 წლის 2 მარტის M---------------- წერილი (ს.ფ. 21);
- სსიპ ქალაქ გორის №- საჯარო სკოლის 2018 წლის 25 სექტემბრის MES 5 1---------- ცნობა (ს.ფ.22);
- კომკავშირული ბილეთი (ს.ფ. 36)
3.3. სსრკ პასპორტის X----------- განცხადება - ანკეტის მიხედვით ირკვევა, რომ ლ--–----------------–---------ი დაიბადა 1----–-–---------–--ს ცხინვალის რაიონში. დედა - კ--------------ი, მამა - ა-------------------ი.
ლ--–-----------–---–ის პირადობის მოწმობის განცხადება - ანკეტის თანახმად ლ--–----------------–-----------–---–ი დაიბადა 1----–-–---------–--ს ცხინვალის რაიონის სოფელ ა--–--–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსრკ პასპორტის X----------- განცხადება - ანკეტა (ს.ფ. 110);
- პირადობის განცხადება-ანკეტა (ს.ფ. 110-111);
3.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 2---------- № 0----------- გადაწყვეტილებით დადგინდა ლ--–---------ას დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი. აღნიშნული გადაწყვეტილებით ლ--–---------ას დაბადების თარიღად განისაზღვრა 1----–-–---------–--ი.
სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 2---------- № 0----------- გადაწყვეტილების საფუძველზე 2017 წლის 1------- დარეგისტრირდა ლ--–---------ას სახელზე დაბადების აქტის ჩანაწერი №0----------, სადაც ბავშვის დაბადების თარიღი მითითებულია - 1----–-–---------–--ი.
სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 22 თებერვალს გაცემული № 0------------ საინფორმაციო ბარათის თანახმად ლ--–----------------–-----------–---–ი დაბადებულია 1----–-–---------–--ს ცხინვალის რაიონის სოფელ ა--–--–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 2---------- №0----------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 77-80);
- საინფორმაციო ბარათ № 0------------ (ს.ფ. 114-116);
3.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №3/4----17) ლ--–-----------–---–ის სარჩელი მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით (საქმე №3ბ/2--1-17) ლ--–-----------–---–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინება (ს.ფ. 31-33);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება (ს.ფ. 34-38);
3.6. 2018 წლის 19 ივლისს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს წარედგინა ლ--–-----------–---–ის (პ.ნ 5----------) №0----------- განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა 20171 წლის 1------- მის სახელზე რეგისტრირებული №0---------- დაბადების აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა. კერძოდ, ბავშვის დაბადების თარიღის შესწორება.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 7 აგვისტოს №0----------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ--–-----------–---–ის (პ/ნ 5----------) 2018 წლის 19 ივლისის №0----------- განცხადება მის სახელზე რეგისტრირებული №0---------- დაბადების აქტის ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (ს.ფ. 85);
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 7 აგვისტოს №0----------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 71-73);
3.7. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს 2018 წლის 8 აგვისტოს №------ ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც საჩივრის ავტორი ითხოვდა მის სახელზე რეგისტრირებული №0---------- დაბადების აქტის ჩანაწერის ნაწილობრივ, კერძოდ დაბადების თარიღის ნაწილში, ბათილად ცნობას.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 7 სექტემბრის №0--------/გ გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ლ--–-----------–---–ის 2018 წლის 8 აგვისტოს №------ ადმინისტრაციული საჩივარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 69-70);
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 17-20).
სამოტივაციო ნაწილი
4. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის და გაანალიზების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლ--–-----------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №-- ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესი“;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებს და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგი მოჰყვეს.
6.2. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სამოქალაქო აქტის ჩანაწერი წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს. ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში გულისხმობს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლას.
ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებებია: დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია; სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა.
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლით განსაზღვრულია სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძვლები. კერძოდ, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურის სახით, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადასტურების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს მიერ, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტის მიზნით, გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სასამართლო კვლევის საგანს წარმოადგენს ზემოაღნიშნული აქტის გამოცემის პროცედურული, მატერიალური და სამართლებრივი საფუძვლები, მისი შესაბამისობა იმ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან, რომლებიც არეგულირებს კონკრეტულ სამართალურთიერთობას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №-- ბრძანებით დამტკიცებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანის წინაპირობის აღმოჩენის შემთხვევაში, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო თავისი ინიციატივით იწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ივლისს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს წარედგინა ლ--–-----------–---–ის (პ.ნ 5----------) №0----------- განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა 20171 წლის 1------- მის სახელზე რეგისტრირებული №0---------- დაბადების აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა. კერძოდ, ბავშვის დაბადების თარიღის შესწორება. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 7 აგვისტოს №0----------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ--–-----------–---–ის (პ/ნ 5----------) 2018 წლის 19 ივლისის №0----------- განცხადება მის სახელზე რეგისტრირებული №0---------- დაბადების აქტის ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს 2018 წლის 8 აგვისტოს №------ ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც საჩივრის ავტორი ითხოვდა მის სახელზე რეგისტრირებული №0---------- დაბადების აქტის ჩანაწერის ნაწილობრივ, კერძოდ დაბადების თარიღის ნაწილში, ბათილად ცნობას. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 7 სექტემბრის №0--------/გ გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ლ--–-----------–---–ის 2018 წლის 8 აგვისტოს №------ ადმინისტრაციული საჩივარი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გორის მმაჩის - ბიუროს მიერ 1----–-–-------------ერს რეგისტრირებულ № 9-- დაბადების აქტის ჩანაწერში დედის მონაცემები ფიქსირდება ლ--–----------------–----------–---–ი დაბადებული 1----–-–---------–--ს. გორის მმაჩის განყოფილების მიერ 1----–-–-------------ს რეგისტრირებულ №-- განქორწინების აქტის ჩანაწერში ქალის გრაფაში ფიქსირდება შემდეგი მონაცემები: ლ--–----------–---–ი, განქორწინების შემდეგ -კ------ა, დაბადების თარიღი - 1----–-–---------–--ი. 1----–-–-----------ტოს რეგისტრირებულ №---- დაბადების აქტის ჩანაწერში დედის მონაცემები ფიქსირდება ლ--–-----------–---–ი დაბადებული 1----–-–---------–--ს. გორის №- მმაჩის განყოფილების მიერ 1----–-–-----------რს რეგისტრირებულ №--- ქორწინების აქტის ჩანაწერში საცოლის მონაცემები ფიქსირდება ლ--–---------ა ქორწინების შემდგომი გვარი - გ--------–---–ი, დაბადების თარიღი - 1----–-–---------–--ი. დაბადების ადგილი - ცხინვალი. ლ--–----------------–---------ის სახელზე გაცემული საშუალო განათლების ატესტატში დაბადების თარიღად მითითებულია 1----–-–---------–--ი. განმარტებულია, რომ ლ--–---------ამ 1--- წელს დაამთავრა საქ. ს--------------------------------–----–------–-- რაიონის სოფ. ა--–-------–-------–-- სრული კურსი. სსიპ ქალაქ გორის №- საჯარო სკოლის 2017 წლის 2 მარტის M---------------- წერილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეცნობა რომ სკოლაში მოიძებნა დირექტორის 1972 წლის 6------- №-- ბრძანება, რომლის თანახმადაც მ----------–----------–---------ი ამოირიცხა გორის №- საშუალო სკოლის მ--- კლასიდან ა--–---- საშუალო სკოლაში გადასვლის გამო. სხვა რაიმე დოკუმენტი სკოლაში ვერ მოიძებნა. სსიპ ქალაქ გორის №- საჯარო სკოლის 2018 წლის 25 სექტემბრის MES 5 1---------- ცნობის თანახმად, მ--------------ი ნამდვილად სწავლობდა გორის №- საშუალო სკოლის მ--- კლასში 1969 წელს. ლ--–----------------–---------ას სახელზე 1977 წლის 10 ივნისს გაცემულ კომკავშირულ №-------- ბილეთში დაბადების თარიღად მითითებულია 1956 წლის აგვისტო. სსრკ პასპორტის X----------- განცხადება - ანკეტის მიხედვით ირკვევა, რომ ლ--–----------------–---------ი დაიბადა 1----–-–---------–--ს ცხინვალის რაიონში. დედა - კ--------------ი, მამა - ა-------------------ი. ლ--–-----------–---–ის პირადობის მოწმობის განცხადება - ანკეტის თანახმად ლ--–----------------–-----------–---–ი დაიბადა 1----–-–---------–--ს ცხინვალის რაიონის სოფელ ა--–--–ი.
სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. განსახილველ შემთხვევაში, ლ--–-----------–---–ის მიმართ არსებული აქტების ჩანაწერები რეგისტრირებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, არ დგინდება დაბადების თარიღის არასწორად მითითების ფაქტი. შესაბამისად, განმცხადებლის მიმართ გაცემული ყველა დოკუმენტი უნდა შეესაბამებოდეს დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებულ მონაცემს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 2---------- № 0----------- გადაწყვეტილებით დადგინდა ლ--–---------ას დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი. აღნიშნული გადაწყვეტილებით ლ--–---------ას დაბადების თარიღად განისაზღვრა 1----–-–---------–--ი. სასამართლომ გამოიკვლია რა საქმის გარემოებები, გამოითხოვა საარქივო მასალა, აღნიშნული დადგენილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის საწინააღმდეგო გარემოება ვერ იქნა დადგენილი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლით განსაზღვრულია სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძვლები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ მის მიერ სადავოდ გამხდარი სამართალურთიერთობის კანონშეუსაბამობას, რის გამოც სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ?? ???????? VI ????? გათვალისწინებული დებულებანი.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 7 სექტემბრის №0--------/გ გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ლ--–-----------–---–ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გარდა თავად ლ--–-----------–---–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა, მოძიებული და შესწავლილ იქნა საარქივო დოკუმენტაცია სხვადასხვა დაწესებულებებიდან. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვერ იქნა მოძიებული რაიმე ისეთი დოკუმენტი, რაც ლ--–-----------–---–ის სახელზე არსებულ დაბადების სააქტო ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველი გახდებოდა.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით, ხოლო ამავე კოდექსის 23-ე მუხლით სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად, არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური ნორმების სრული დაცვით. შესაბამისად, არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მ---, 55-ე, 243-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ლ--–-----------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელი;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა).
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე