გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/17151-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - შპს „ის-----–------------–-----------–--------–---------–---------–-------ი“
წარმომადგენელი - შმ-----------ე
მოპასუხე - ემ---------------ე
წარმომადგენელი - ბა------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ემ---------------ეს შპს „ის-----–------------–-----------–--------–---------–---------–-------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 3 054.88 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2018 წლის 13 მარტს შპს „ის-----–------------–-----------–--------–--------–---------–-------ში“ გეგმიურ რეჟიმში შევიდა პაციენტი ემ---------------ე, რომელსაც 14 მარტს ჩაუტარდა კარდიოქირურგიული ოპერაცია (აორტალური სარქველის შეცვლა მექანიკური პროთეზით), რომლის ღირებულებამაც შეადგინა - 17 400 ლარი. აღნიშნული ღირებულებიდან 8 557.50 ლარი დაფინანსდა საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, 1 833.75 ლარი აჭ----------------------–--------------–---–---------–---------------ოს მიერ, ხოლო პაციენტმა დაფარა სამედიცინო მომსახურების ღირებულება - 3 953.87 ლარის ოდენობით (პაციენტმა დამატებით, ასევე დაფარა გულმკერდის კორსეტის ღირებულება - 120 ლარი, ფილტვების სავარჯიშო მოწყობილობის ღირებულება - 30 ლარი და სტაციონარული კვების ღირებულება - 49 ლარი, რომელთა ღირებულება არ შედის სამედიცინო მომსახურების ღირებულებაში), შესაბამისად, გადასახდელი დარჩა 3 054.88 ლარი, რომელიც 2018 წლის 13 მარტს დადებული №5-- ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, უნდა დაეფარა არაუგვიანეს კლიკინიდან გაწერამდე ე.ი. 2018 წლის 19 მარტამდე (გაწერა დაფიქსირებულია ფორმა №4----/ა-ში), რაც მისი მხრიდან დღემდე არ შესრულებულა.
2018 წლის 30 აპრილს მოპასუხეს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი, რომელიც ჩაბარდა მის მეუღლეს ი----------–-----ს 2018 წლის 10 მაისს. აღნიშნული წერილით მოსარჩელე ითხოვდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას წერილის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, თუმცა უშედეგოდ. მოპასუხემ კვლავ თავი აარიდა ვალდებულების შესრულებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ემ---------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისთვის ჩატარებული ოპერაცია სრულად იქნა დაფინანსებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული დაფინანსების გარეშე, კლინიკა ოპერაციას არ ჩაატარებდა. მისთვის ოპერაციამდე ცნობილი იყო, რომ ოპერაცია სრულად იყო დაფინასებული, თუმცა ოპერაციის გაკეთების შემდგომ, მას წარუდგინეს რაღაც დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც თითქოს მას დარჩა დავალიანება გადასახდელი, რასაც არ ეთანხმება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 13 მარტს შპს „ის-----–------------–-----------–--------–--------–---------–-------სა“ და ემ---------------ეს შორის გაფორმდა №5-- ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზეც ემ---------------ეს 2018 წლის 14 მარტს ჩაუტარდა გეგმიური კარდიოქირურგიული ოპერაცია (აორტალური სარქველის შეცვლა მექანიკური პროთეზით).
ხელშეკრულების 3.1.-3.3. პუნქტების თანახმად, გეგმიური ინტერვენციული ჩარევების და გეგმიური ქირურგიული ოპერაციების შემთხვევაში, საფასურის გადახდა/საგარანტიო წერილის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს მკურნალობის დაწყებამდე, კლინიკაში არსებული სტანდარტების შესაბამისად; პაციენტის ან/და პაციენტის წარმომადგენლის მიერ კლინიკაში სტაციონარული მკურნალობის გადახდა ხორციელდება ყოველდღიურად, კერძოდ რეგისტრაციის დღიდან გაწერამდე; გადაუდებელი ინტერვენციული ჩარევების და ქირურგიული ოპერაციების შემთხვევაში, საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს სამედიცინო მომსახურების გაწევიდან 24 საათში. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ან/და პაციენტის წარმომადგენელი ვერ უზრუნველყოფენ ამ პუნქტში მითითებული თანხის 24 საათში გადახდას, ან სრულად გადახდას, მომსახურების ღირებულების (დარჩენილი ნაწილის) გადახდა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს პაციენტის კლინიკიდან გაწერამდე, კლინიკის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე.
ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, მესამე პირთა (სადაზღვევო კომპანია, სახელმწიფო ან სხვა) მიერ მომსახურების საფასურის ნაწილის დაფინანსების შემთხვევაში, პაციენტი ან/და პაციენტის წარმომადგენელი მკურნალობის ღირებულების შესაბამის ნაწილს თანაგადახდის წესით იხდის 3.1., 3.2. და 3.3. პუნქტების შესაბამისად.
ხელშეკრულების 4.2.5. პუნქტის თანახმად, პაციენტი/პაციენტის წარმომადგენელი ვალდებულია გაეცნოს კლინიკაში არსებულ მომსახურების ტარიფებს, ჩატარებული მკურნალობის ფინანსურ მხარეს და დაადასტუროს აღნიშნული ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით. სამედიცინო მომსახურების გაცნობაზე და ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი არ ათავისუფლებს პაციენტს/პაციენტის წარმომადგენელს უკვე გაწეული მკურნალობის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
ხელშეკრულების 4.3.6. პუნქტის თანახმად, პაციენტის მკურნალობის მესამე პირთა მიერ (სადაზღვევო კომპანია, სახელმწიფო ან სხვა) დაფინასების შემთხვევაში, კლინიკა უფლებამოსილია პაციენტის მხრიდან რაიმე დამატებითი თანხმობის გარეშე მიაწოდოს ამ მესამე პირებს პაციენტის მკურნალობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.
ხელშეკრულების 4.4.4. პუნქტის თანახმად, კლინიკა ვალდებულია პაციენტს/პაციენტის წარმომადგენელს მიაწოდოს მურნალობასთან დაკავშირებული ინფორმაცია კანონმდებლობით გათვალისწინბული ფორმითა და მოცულობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 13.03.2018წ. №5-- ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების შესახებ (იხ. ს.ფ. 15-16);
- 19.03.2018წ. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (იხ. ს.ფ. 17-25);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.2. ემ---------------ისათვის შპს „ის-----–------------–-----------–--------–--------–---------–-------ში“ გაწეულმა სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა ჯამში - 17 400 ლარი, საიდანაც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა - 8 557.50 ლარი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ანაზღაურდა - 1833.75 ლარი და პაციენტის მიერ გადახდილ იქნა - 3 953.87 ლარი (პაციენტმა დამატებით, ასევე დაფარა გულმკერდის კორსეტის ღირებულება - 120 ლარი, ფილტვების სავარჯიშო მოწყობილობის ღირებულება - 30 ლარი და სტაციონარული კვების ღირებულება - 49 ლარი, რომელთა ღირებულება არ შედის სამედიცინო მომსახურების ღირებულებაში).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიმართვა №1------ (იხ. ს.ფ. 26-27);
- ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) №11473 (იხ. ს.ფ. 28);
- კალკულაცია (იხ. ს.ფ. 29);
- სალაროს შემოსავლის ორდერი (იხ. ს.ფ. 30-31);
- სამედიცინო ვაუჩერი (იხ. ს.ფ. 84);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.3. შპს „ის-----–------------–-----------–--------–--------–---------–-------ში“ ემ---------------ისათვის გეგმიური კარდიოქირურგიული ოპერაციის დაწყებამდე, ჩასატარებელი ოპერაცია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, განისაზღვრა შემდეგი კოდით: №1------, რომლის თანახმადაც ოპერაციის ჯამური ღირებულება შეადგენდა - 19 270 ლარს, საიდანაც პროგრამის ფარგლებში უნდა ანაზღაურებულიყო - 12 489.75 ლარი. თუმცა, ოპერაციის მიმდინარეობისას, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩატარდა განსხვავებული სახის ოპერაცია, რის შედეგადაც შეიცვალა ოპერაციის კოდი საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად და განისაზღვრა შემდეგი: №1------, რომლის თანახმადაც ოპერაციის ჯამური ღირებულება შეადგენდა - 17 400 ლარს, საიდანაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდებოდა - 8 557.50 ლარი.
ზემოთ აღნიშნულის შესახებ, ოპერაციის შემდგომ ეცნობა პაციენტს, თუმცა უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ ამასთან დაკავშირებით არანაირი დამატებითი შეთანხმება არ გაფორმებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიმართვები №1------ და №1------ (იხ. ს.ფ. 26, 85);
- 19.03.2018წ. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (იხ. ს.ფ. 17-25);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.4. 2018 წლის 30 აპრილს შპს „ის-----–------------–-----------–--------–---------–---------–-------ის“ მიერ წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა ემ---------------ეს, რომლითაც ამ უკანასკნელს ეცნობა აღნიშნულ კლინიკაში 2018 წლის 13-19 მარტს გაწეული სამედიცინო მომსახურების დავალიანების შესახებ და განესაზღვრა დამატებით, წერილის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადა დარჩენილი დავალიანების - 3 054.88 ლარის გადასახდელად, თუმცა უშედეგოდ.
აღნიშნული წერილობითი შეტყობინება ემ---------------ეს ჩაბარდა 2018 წლის 10 მაისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილი და უკუგზავნილი (იხ. ს.ფ. 32-33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო ადგენს, რომ ემ---------------ის მიერ სრულად არ არის გადახდილი შპს „ის-----–------------–-----------–--------–--------–---------–-------ში“ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ღირებულება და მისი დავალიანება კლინიკის მიმართ შეადგენს - 3 054.88 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
შესაბამისად, ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:
1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადება - რაც სადავო არ არის;
2. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს გარემოება, რომელიც გამორიცხავს მის მიერ თანხის გადახდის ვალდებულებას;
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 13 მარტს შპს „ის-----–------------–-----------–--------–--------–---------–-------სა“ და ემ---------------ეს შორის გაფორმდა №5-- ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზეც ემ---------------ეს 2018 წლის 14 მარტს ჩაუტარდა გეგმიური კარდიოქირურგიული ოპერაცია (აორტალური სარქველის შეცვლა მექანიკური პროთეზით). დადგენილია, ასევე, რომ გაწეულმა სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა ჯამში - 17 400 ლარი, საიდანაც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა - 8 557.50 ლარი, აჭ----------------------–--------------–---–---------–---------------ოს მიერ ანაზღაურდა - 1 833.75 ლარი და პაციენტის მიერ გადახდილ იქნა - 3 953.87 ლარი. ჯამში სამედიცინო მომსახურების ღირებულებიდან ანაზღაურებულ იქნა - 14 345.12 ლარი. ამასთან, უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ ემ---------------ისათვის გეგმიური კარდიოქირურგიული ოპერაციის დაწყებამდე, ჩასატარებელი ოპერაცია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, განისაზღვრა შემდეგი კოდით: №1------, რომლის თანახმადაც ოპერაციის ჯამური თანხა შეადგენდა - 19 270 ლარს, საიდანაც პროგრამის ფარგლებში უნდა ანაზღაურებულიყო - 12 489.75 ლარი. სწორედ ეს ინფორმაცია იყო ცნობილი ემ---------------ისათვის ოპერაციის დაწყებამდე. თუმცა, ოპერაციის მიმდინარეობისას, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა განსხვავებული სახის ოპერაციის ჩატარება, რის შედეგადაც, ასევე შეიცვალა ოპერაციის კოდი საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად და განისაზღვრა შემდეგი: №1------, რომლის თანახმადაც ოპერაციის ჯამური თანხა შეადგენდა - 17 400 ლარს, საიდანაც პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდებოდა - 8 557.50 ლარი. აღნიშნულის თაობაზე პაციენტი ინფორმირებულ იქნა ოპერაციის ჩატარების შემდგომ.
მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ ოპერაციის ჩატარებამდე კლინიკის მხრიდან არ მომხდარა პაციენტის გაფრთხილება ჩასატარებელი ოპერაციის კოდის, შესაბამისად მისი ღირებულების ცვლილებისა და პაციენტის მიერ დამატებით ასანაზღაურებელი თანხის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში პაციენტი დიდი ალბათობით აღარ გააგრძელებდა მკურნალობას შესაბამისი ფულადი რესურსის არ არსებობის გამო. პაციენტისათვის ცნობილი იყო, რომ ჯადაცვის საყოველთაო პროგრამის, აჭ----------------------–--------------–---–---------–---------------ოს მიერ ანაზღაურებული და მის მიერ გადახდილი თანხები სრულად ფარავდა ჩასატარებელი სამედიცინო მომსახურების ღირებულებას. გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით ემ---------------ეს კლინიკასთან არანაირი ხელშეკრულება არ გაუფორმებია.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს: მხარეთა შორის 2018 წლის 13 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების 4.4.4. პუნქტის თანახმად, კლინიკა ვალდებულია პაციენტს/პაციენტის წარმომადგენელს მიაწოდოს მურნალობასთან დაკავშირებული ინფორმაცია კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმითა და მოცულობით. აღნიშნული უფლება-მოვალეობა, ასევე განმტკიცებულია პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი ნაწილით. თუმცა, ხელშეკრულებისა და კანონის აღნიშნული დანაწესი არ გულისხმობს კლინიკის მხრიდან ამ ინფორმაციის უპირობოდ მიწოდების ვალდებულებას, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც შესაძლოა გამორიცხული იყოს გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. შესაბამისად, ის გარემოება, რომ გაწეული სამედიცინო მომსახურბის თაობაზე არ ყოფილა მხარეთა წინასწარი შეთანხმება და მოპასუხისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის პროცესში არ იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ გაწეული მომსახურების ღირებულება სცდებოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში და აჭ----------------------–--------------–---–---------–---------------ოს მიერ დაფინანსებული, ასევე პაციენტის მიერ გადახდილი თანხის ზღვრულ ოდენობას, ვერ იქნება გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების გამომრიცხველი გარემოება. მით უფრო იმ პირობებში, რომ მოსარჩელის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი არ წარმოადგენს სადავო გარემოებას. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოს შესრულება, კი მენარდის მხრიდან ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას წარმოშობს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სწორედ ოპერაციის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ პაციენტს რეალურად ესაჭიროებოდა არა იმ ოპერაციის ჩატარება, რაც მის დაწყებამდე იყო განსაზღვრული და დაფინანსებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, არამედ განსხვავებული.
აქვე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედი კანონის ცოდნის პრეზუმფციიდან გამომდინარე (სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი) თითოეული მხარე მიიჩნევა კანონის მცოდნედ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რთულია დადგინდეს ჩარჩო რომელშიც კანონის არცოდნა საპატიოდ მიიჩნევა. ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე სამოქალაქო ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი რისკის მატარებელია, რომელიც მოქმედებს სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რაც ამავდროულად, კონტრაჰენტის შერჩევის თავისუფლებასაც გულისხმობს. შესაბამისად, მხარეები ამყარებენ რა ერთმანეთთან სხვადასხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებს ივარაუდება რომ მათ იციან ამ ურთიერთობიდან წარმოშობილი საკუთარი უფლება-მოვალეობების შესახებ.
მხარეთა შორის 2018 წლის 13 მარტს დადებული ხელშეკრულების 3.2.-3.3 პუნქტების თანახმად, პაციენტის ან/და პაციენტის წარმომადგენლის მიერ კლინიკაში სტაციონარული მკურნალობის გადახდა ხორციელდება ყოველდღიურად, კერძოდ რეგისტრაციის დღიდან გაწერამდე; გადაუდებელი ინტერვენციული ჩარევების და ქირურგიული ოპერაციების შემთხვევაში, საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს სამედიცინო მომსახურების გაწევიდან 24 საათში. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ან/და პაციენტის წარმომადგენელი ვერ უზრუნველყოფენ ამ პუნქტში მითითებული თანხის 24 საათში გადახდას ან სრულად გადახდას, მომსახურების ღირებულების (დარჩენილი ნაწილის) გადახდა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს პაციენტის კლინიკიდან გაწერამდე, კლინიკის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე. ამავე ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, კი მესამე პირთა (სადაზღვევო კომპანია, სახელმწიფო ან სხვა) მიერ მომსახურების საფასურის ნაწილის დაფინანსების შემთხვევაში, პაციენტი ან/და პაციენტის წარმომადგენელი მკურნალობის ღირებულების შესაბამის ნაწილს თანაგადახდის წესით იხდის 3.1., 3.2. და 3.3. პუნქტების შესაბამისად.
ამდენად, ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ადგენს, რომ ემ---------------ის დავალიანება კლინიკის მიმართ შეადგენს - 3 054.88 ლარს და აღნიშნული დავალიანების გადახდის ვალდებულება მას ეკისრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 13.03.2018წ. №5-- ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების შესახებ (იხ. ს.ფ. 15-16);
- 19.03.2018წ. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (იხ. ს.ფ. 17-25);
- სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიმართვა №1------ (იხ. ს.ფ. 26-27);
- ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) №11473 (იხ. ს.ფ. 28);
- კალკულაცია (იხ. ს.ფ. 29);
- სალაროს შემოსავლის ორდერი (იხ. ს.ფ. 30-31);
- სამედიცინო ვაუჩერი (იხ. ს.ფ. 84);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ის-----–------------–-----------–--------–---------–---------–-------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 629-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. ნარდობის ხელშეკრულებასთან ახლოს დგას მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე მომსახურებას უწევს მეორე მხარეს სათანადო ანაზღაურების მიღებით. მომსახურების ხელშეკრულებაში მომსახურების საგანს საქმიანობის გაწევა წარმოადგენს.
დადგენილია, რომ 2018 წლის 13 მარტს შპს „ის-----–------------–-----------–--------–--------–---------–-------სა“ და ემ---------------ეს შორის გაფორმდა №5-- ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზეც ემ---------------ეს 2018 წლის 14 მარტს ჩაუტარდა გეგმიური კარდიოქირურგიული ოპერაცია (აორტალური სარქველის შეცვლა მექანიკური პროთეზით). ამდენად, სახეზეა მომსახურების (ნარდობის) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების გადაუხდელი ღირებულების ანაზღაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ემ---------------ეს ჩაუტარდა კარდიოქირურგიული ოპერაცია შპს „ის-----–------------–-----------–--------–--------–---------–-------ში“. სადავო არაა არც ის, რომ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებიდან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა - 8 557.50 ლარი, აჭ----------------------–--------------–---–---------–---------------ოს მიერ ანაზღაურდა - 1833.75 ლარი, ხოლო პაციენტის მიერ გადახდილ იქნა - 3 953.87 ლარი, ჯამში - 14 345.12 ლარის ოდენობით. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს „ის-----–------------–-----------–--------–--------–---------–-------იში“ გაწეული სამედიცინო მომსახურების დარჩენილი ღირებულების - 3054.88 ლარის გადახდის ვალდებულება ეკისრება მოპასუხე ემ---------------ეს, რომელიც გაფრთხილების მიუხედავად, დღემდე ანაზღაურებული არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება: ა) თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ის-----–------------–-----------–--------–---------–---------–-------ის“ სარჩელი მოპასუხე ემ---------------ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების 3 054.88 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 100
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს. ამავე კოდექსის
ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე ემ---------------ეს მოსარჩელე შპს „ის-----–------------–-----------–--------–---------–---------–-------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა - 50 ლარის ოდენობით.
ამასთან, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს, ზემოთ აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს - 50 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე ზედმეტად გადახდილი თანხა - 50 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 38-38-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „ის-----–------------–-----------–--------–---------–---------–-------ის“ სარჩელი ემ---------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ემ---------------ეს შპს „ის-----–------------–-----------–--------–---------–---------–-------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 3 054.88 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ემ---------------ეს შპს „ის-----–------------–-----------–--------–---------–---------–-------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 50 ლარის გადახდა.
4. შპს „ის-----–------------–-----------–--------–---------–---------–-------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს შმ-----------ის მიერ 2018 წლის 11 ივნისს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 ლარიდან - 50 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 3--------,5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხდდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე