განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002624991
საქმე №1/347-18 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
“13 “ თებერვალი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა
მანანა შოთაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - მიხეილ ბერიაშვილის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ე---------- მელქონაშვილის,ბრალდებულ გ------- ბ----–-–---–-ს
მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
გ------- ი------ს-ძე ბ----–-–---–-ს (დაბადებული 1--- წლის 1---------------, პ/ნ 5----------, საქართველოს მოქა-ლაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამარ-თლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები გორის რაიონის სოფელ ქ--------–ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 28 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, ე---------- ბ----–-–---–-ს მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნ-ქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების მიხედვით.
2018 წლის 29 ივლისს, სისხლის სამართლის №0----------- საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის №0----------- საქმე, გ------- ბ----–-–---–-ს მიერ, არას-რულწლოვნების თანდასწრებით, პაპის - ვ------- ბ----–-–---–-ს მიმართ ოჯახში ძალა-დობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნებით და, ამ დანაშაულთა სავარაუდო ჩადენისათვის, გ------- ბ----–-–---–- ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2018 წლის 29 ივლისს. 2018 წლის 31 ივლისს გ------- ბ----–-–---–ს წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული ბრალდება და, გორის რაიონული სასამართლოს განჩინებით, აღკვე-თის ღონისძიებად შეერჩა გირაო 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, პატიმ-რობით უზრუნველყოფით. გირაოს შეტანის შემდეგ - 2018 წლის 01 აგვისტოს - გ------- ბ----–-–---–- გათავისუფლდა პატიმრობიდან.
კერძოდ, გ------- ბ----–-–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალა-დობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მასვე ბრა-ლი დაედო, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოც-ხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციე-ლების საფუძვლიანი შიში;
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------- ბ----–-–---–-ს ქმედებები გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:
- 2018 წლის ივნისის თვეში, გორის რაიონის სოფელ ქ--------–ში მდებარე მათი საც-ხოვრებელი სახლის ეზოში გ------- ბ----–-–---–მა განახორციელა ოჯახში ძალა-დობა პაპის - ვ------- ბ----–-–---–-ს მიმართ. კერძოდ, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი შელაპარაკებისას გ------- ბ----–-–---–მა ხელი მოუჭირა ყელში და მიაწვა შუბლზე ვ------- ბ----–-–---–ს, რის შედეგად ვ------- ბ----–-–---–მა განი-ცადა ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული ქმედებების სავარაუდო ჩადენის გამო გ------- ბ----–-–---–ს წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული ბრალდება;
- 2018 წლის ივნისის თვეში, გორის რაიონის სოფლ ქ--------–ში მდებარე მათი საც-ხოვრებელი სახლის ეზოში გ------- ბ----–-–---–- პაპას - ვ------- ბ----–-–---–ს და-ემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ვ------- ბ----–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ამ მოქმედების სავარაუდო ჩადენისათვის გ------- ბ----–-–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
წინასწარი გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში საქმის განხილვისას გ------- ბ----–-–----–მა წარდგენილი ბრალდების არც ერთ ნაწილში ცნო თავი დამნაშავედ. მან ასევე უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე და გამოიყენა დუმილის უფლება.
მტკიცებულებათა გამოკვლევის დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მიხეილ ბერიაშვილმა განმარტა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული, ასევე მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, კერძოდ - სასამართლოში მოწმის სახით დაკით-ხვისას ა-–----------------–---–-ს მიერ მიცემული ჩვენება, მოწმეების: ჯ---–---------------–---–-ს, ლ---–--–-–---–---–ის, ნ-----–----------–---–--ა და ლ---–--–---–---ის გამო-კითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედი-ცინო ექსპერტიზის დასკვნა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, გ------- ბ----–-–---–-ს დაკავების ოქმი და სხვა წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც ერთობლიობაში აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტსა და საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს, ოჯახში ჩადენილი დანაშაულის თავისებუ-რებისა და ხასიათის გათვალისწინებით, საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა დასკვნი-სათვის, რომ გ------- ბ----–-–---–მა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინე-ბული დანაშაულები, რაშიც იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ და განესაზღვროს სამართლიანი სასჯელი, (2019 წლის 13 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 14:09:57-14:23:31; რეპლიკა: 14:34:49-14:39:13)
დაცვის მხარის დასკვნით სიტყვაში ბრალდებულის ადვოკატმა ე---------- მელქონაშ-ვილმა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცე-ბულებები არის არადამაჯერებელი და არასაკმარისი ობიექტური პირის მიერ გონივ-რულ ეჭვს მიღმა დასკვნისათვის, რომ გ------- ბ----–-–---–მა ჩაიდინა ბრალად წარდ-გენილი დანაშაულები, ვინაიდან ბრალდების მხარის ვარაუდი გ------- ბ----–-–---–-ს დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით აგებულია მხოლოდ ჯ---–----- ჯ------–---–-ს ურთიერთსაწინააღმდეგო გამოკითხვის ოქმებსა და გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ არაპირდაპირ მტკიცებულებებზე. ადვოკატის განმარტებით, როგორც დაცვის მხარის მიერ მოპოვებული, ასევე ბრალდების მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა, რომ გ------- და ვ------- ბ----–-–---–ებს შორის კონფლიქტს არასდროს ჰქონია ადგილი, მათ აქვთ კარგი ურთიერთდამოკიდებულება, ცხოვრობენ ერთად და ეწევიან საერთო სამეურნეო საქმიანობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატმა ით-ხოვა გ------- ბ----–-–---–-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, რასაც დაე-თანხმა ბრალდებულიც, (2019 წლის 13 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 14:23:34-14:34:28; რეპლიკა - 14:39:16-14:40:38)
სასამართლომ შეაფასა რა გ------- ბ----–-–---–-ს ბრალდების საქმის არსებითი განხილ-ვის სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებუ-ლებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ერთობლიობაში ისინი არასაკმარისია წარდგენილი ბრალდებების მიხედვით გ------- ბ----–-–---–-ს დამნაშავედ ცნობისთვის და იგი უდა-ნაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
გ------- ბ----–-–---–-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასა და მისი ბრალდების საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფას საფუძვლად დაედო ოჯახში კონფლიქ-ტისა და ძალადობის შესახებ 2018 წლის 29 ივლისის შეტყობინება, რა დროსაც შეტყო-ბინების ინიციატორი იყო დაზარალებულის შვილი - ჯ---–----- ჯ------–---–-, რომლის გამოკითხვის ოქმები მხარეთა მიერ წინასასამართლო სხდომის ეტაპზე მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებებად, (იხ. შეტყობინება, ს.ფ. 32)
თავდაპირველად მოწმე - ჯ---–----- ჯ------–---–- გამოიკითხა 2018 წლის 29 ივლისს, რა დროსაც მან გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გ------- ბ----–-–---–მა პაპის - ვ------- ბ----–-–---–-ს მიმართ ძალადობა ჩაიდინა და მასვე სიცოცხლის მოს-პობით დაემუქრა 2018 წლის 17 ივლისს. კერძოდ, მოწმის განმარტებით, ამ დღეს იგი იმყოფებოდა მშობლების - ვ------- და ვ------ ბ----–-–---–ების საცხოვრებელი სახლის ეზოში, რა დროსაც დაინახა, რომ გ------- ბ----–-–---–მა ვ------- ბ----–-–---–ს ყელში მოუჭირა ხელი და მასვე, ხელის მიწოლით, დაუზიანა სათვალე, რა დროსაც იქვე იმყო-ფებოდნენ ვ------ ბ----–-–---–-, ი--- ბ----–-–---–-, ე---------- ბ----–-–---–- და ნ---- ბ----–-–---–-, აგრეთვე არასრულწლოვანები - ცამეტი წლის ნ------ ბ----–-–---–-, ათი წლის ლ---- ბ----–-–---–-, ცხრა წლის ე---------- ბ----–-–---–- და ხუთი წლის ვ------- ბ----–-–---–-. გაშველების შემდეგ, გ------- ბ----–-–---–- წავიდა თავისი ოთახის მი-მართულებით და განაცხადა, რომ აიღებდა თოფს და მოკლავდა ვ------- ბ----–-–---–ს, მაგრამ იგი შეაკავეს, კერძოდ კი - ხელით დაიჭირეს ი---, ე---------- და ნ---- ბ----–--–---–-ბმა, ხოლო თვითონ ჯ---–----- ჯ------–---–მა მშობლები შეიყვანა მათ ოთახში და გარეთ აღარ გამოსულან, (ს.ფ. 33-35)
მოწმე ჯ---–----- ჯ------–---–- დამატებით გამოიკითხა 2018 წლის 30 ივლისს, გ------- ბ----–-–---–-ს ბრალდებულად დაკავების შემდეგ, რა დროსაც განმარტა, რომ გ------- ბ----–-–---–მა ვ------- ბ----–-–---–ს ყელში ხელი მოუჭირა, მას სათვალე დაუზიანა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არა 2018 წლის 17 ივლისს, არამედ - ივნისის თვეში (ზუსტი თარიღი არ აღსოვს) და 2018 წლის 29 ივლისს, გამოკითხვისას, მან თარიღი - 17 ივლისი - შეცდომით მიუთითა. სხვა ნაწილში ჯ---–----- ჯ------–---–მა დაადასტურა 2018 წლის 29 ივლისს მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორე, (ს.ფ. 81-83)
სასამართლოში დაკითხვის მიზნით გამოცხადებულმა დაზარალებულმა ვ------- ბ-----–-–---–მა და მოწმეებმა - ვ------ და ი----- ბ----–-–---–ებმა უარი განაცხადეს ბრალ-დებულის, როგორც ახლო ნათესავის, მიმართ ჩვენების მიცემაზე, (2018 წლის 13 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:18:55-15:24:14; 15:25:27-15:27:29; 2018 წლის 16 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:41:13-15:43:28;).
მოწმეების - ი--- ბ----–-–---–-ს (ს.ფ. 88-90), ნ---- ბ----–-–---–-ს (ს.ფ. 91-93), ნ------ ბ-----–-–---–ის (ს.ფ. 100-102), ე---------- ბ----–-–---–-ს (ს.ფ. 181-183) და ლ---- ბ----–-–---–-ს (ს.ფ. 186-188) გამოკითხვის ოქმებით არ დასტურდება ჯ---–----- ჯ------–---–-ს გამოკით-ხვის ოქმში ასახული ფაქტები და გარემოებები. კერძოდ, ამ მოწმეთა განმარტებით, გ------- ბ----–-–---–-ს მიერ ვ------- ბ----–-–---–-ს ფიზიკური შეურაცხყოფისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს ისინი არ შესწრებიან და, აგრეთვე, არაფერი სმე-ნიათ მათ შორის კონფლიქტის არსებობის შესახებ.
მოწმეების - ნ-----–----------–---–--ა და ლ---–--–---–---ის გამოკითხვის ოქმებით დად-გენილია, რომ გამოძიების ეტაპზე ისინი, როგორც გარეშე პირები, მონაწილეობდნენ ვ-------- და ვ------ ბ----–-–---–ების გამოკითხვაში, რომლებსაც აქვთ მხედველობის პრობ-ლემა. კერძოდ, ნ-----–----------–---–--ა და ლ---–--–---–---ის განმარტებით, ვ------- და ვ------ ბ----–-–---–ების მიერ გამოძიებისათვის მიწოდებულ იქნა ის ინფორმაცია, რაც ასახულია მათ გამოკითხვის ოქმებში, (ს.ფ. 115-117; 124-126).
სასამართლოში დაკითხვისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმარ-თველოს პოლიციის N4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა - ა-–----------- ჯ---–---–მა აჩვენა, რომ 2018 წლის 29 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება ი----- ბ----–-–---–-ს მიმართ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტზე. გამოძიების მსვლელობისას გამოკითხულ იქნა ჯ---–----- ჯ------–---–-, რომელმაც თავისი ძმისშვილი - გ------- ბ----–-–---–- ამხილა ვ------- ბ----–-–---–-ს მიმართ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქა-რის ჩადენაში, რის გამოც გ------- ბ----–-–---–-ს მიმართ ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე და ამ ფაქტზე მან გამოკითხა დაზარალებული ვ------- ბ-----–-–---–ი, მოწმეები - ჯ---–----- ჯ------–---–- და ვ------ ბ----–-–---–-, რომლებმაც გამოკითხვისას დაადასტურეს, რომ გ------- ბ----–-–---–მა ვ------- ბ----–-–---–ს მია-ყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, (2019 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 13:51:48-14:25:47)
მოწმე ლ---–--–-–---–---–ის გამოკითხვის ოქმით მიხედვით, მან ვ------- ბ----–-–----–-სგან შეიტყო, რომ 2018 წლის ივნისში მისმა ძმისშვილმა - გ------- ბ----–-–---–მა ვ------- ბ----–-–---–ს ხელი მოუჭირა ყელის არეში, შემდეგ ხელით მიაწვა შუბლზე, გაუტეხა სათვალე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, (ს.ფ. 194-196)
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ 2018 წლის 29 ივლისს, 22:55 საათიდან 23:55 საათამდე, გამომძიებელ ა-–----------------–---–-ს მიერ, ექსპერტების - დ-----------–--–---–-------------–---------------ს მონაწილეობით, ასევე ვ------- ბ----–-–---–-ს და ნ---- ბ----–-–---–-ს თანხმობითა და მონაწილეობით დათ-ვალიერდა მათი საცხოვრებელი სახლი და მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც ვ------- ბ----–-–---–მა მიუთითა ადგილზე, სადაც გ------- ბ----–-–---–მა მიაყენა მას ფიზი-კური შეურაცხყოფა. ვ------- ბ----–-–---–მა მიუთითა აგრეთვე მისაღებ ოთახში ჩამო-კიდებულ სათვალეზე, რომელიც ამოღებულ იქნა გამომძიებლის მიერ. გ------- ბ-----–-–---–ის საძინებელი ოთახიდან ასევე ამოღებულ იქნა სანადირო თოფი, (ს.ფ. 63-76)
ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ვ------- ბ----–-–---–-ს მხედველობის სათვალეს რაიმე სახის მექანიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნება და მისი დაზიანებით გამოწვეული მატერიალური ზარალი არ დამდგარა, (ს.ფ. 166-169)
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, “..ვ------- ბ----–-–---–ს პირადი გასინჯვისას სხეულზე, ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშ-ნება... როგორც ირკვევა დადგენილებიდან და შესამოწმებლის გადმოცემით - 2018 წლის 20 ივნისს, გორის რაიონის სოფელ ქ--------–ში შვილიშვილმა გ------- ბ----–-–---–მა კისერში წაუჭირა ხელი და შუბლის მიდამოზე დაარტყა ხელი...“ (ს.ფ. 171-173).
ამდენად დადგენილია, რომ ჯ---–----- ჯ------–---–-ს გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაცია არის ერთადერთი, რომელიც არ ეფუძნება მხოლოდ სხვა პირთა მიერ მიწო-დებულ ინფორმაციას, მაგრამ ჯ---–----- ჯ------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით თავის-თავად არ დასტურდება, რომ თუნდაც სავარაუდო ძალადობის შედეგად ვ------- ბ-----–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი ან/და მას გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფაქ-ტობრივ გარემოებებთან მიმართებაშიც ჯ---–----- ჯ------–---–-ს გამოკითხვის ოქმები არის ურთიერთსაწინააღმდეგო, არ დასტურდება სხვა მოწმეთა მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციით და, ამდენად, ისინი არის არასარწმუნო და არასაკმარისი ცალკე ან საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ამასთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა უარი განაც-ხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, ჯ---–----- ჯ------–---–-ს, აგრეთვე - ნ-----–----------–---–--ა და ლ---–--–---–---ის გამოკითხვის ოქმების უტყუარობისა და სარწმუ-ნოობის თვალსაზრისით შეფასების მიზნით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია გაამახვილოს ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 29 ივლისისა და 30 ივლისის ვ------- ბ----–-–---–-ს გამოკითხვის ოქმებში აღნიშნული ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულის ჩადენის თარიღის შეცდომით მითითებასთან დაკავშირებით, იდენტურია იგივე თარიღებით შედგენილ ჯ---–----- ჯ------–---–-ს გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაციისა.
ამასთანავე, სავარაუდო დანაშაულის შესახებ სხვა მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში ასა-ხული ინფორმაცია და სასამართლოში დაკითხული მოწმის ჩვენება ეფუძნება მხოლოდ იმ პირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლებმაც სასამართლოში თვითონ უარი განაცხადეს ახლო ნათესავის დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენების მიცე-მაზე. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენებები და გამოკითხვის ოქმები წარმოადგენს მოწმეთა ირიბ ჩვენებებს ან/და არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის (მეორე წინადადება) შესაბამისად, ”გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხო-ლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობ-ლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვე-ტილებით, საქართველოს კონსტიტუციის (ძველი რედაქცია) მე-40 მუხლის მე-3 პუნქ-ტთან მიმართებაში არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მითითებული ნორმის ის ნორ-მატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას;
საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების (სამოტივაციო ნაწილი) მიხედვით, სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრა-ვალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია, ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობაში, შეამოწმოს ინფორმაციის გამავრცელებელი პირის განწყობა, მისი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისსამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადე-ბულიყო;
დამნაშავედ პირის ცნობისათვის აუცილებელია შინაარსობრივად ერთმანეთთან შეთან-ხმებულ და უთიერთთავსებად მტკიცებულებათა ერთობლიობის არსებობა, რომლებიც არ იწვევს რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ. მოცემულ შემ-თხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებები წარმოადგენს არასარწმუნო მტკიცებულებებს, მათ შორის - მოწმეთა ირიბ ჩვენებებს იმ პირის (ან პირების) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე მითითებით, რომელმაც თვითონ სასამართლოსათვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა.
ერთობლიობაში ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ამ მტკიცებულებებით დადგენილია ხშირ შემთხვევაში ურთი-ერთგამომრიცხავი ფაქტები და გარემოებები და არც ერთი წარმოადგენს ისეთ პირდაპირ მტკიცებულებას, რითაც უტყუარად დასტურდება გ------- ბ----–-–---–-ს ბრალეუ-ლობა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეჯერებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდებოდა გ------- ბ----–-–---–-ს ბრალეუ-ლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, რის გამოც გ------- ბ----–-–---–- უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 258-ე, 259-ე, 260-ე, 268-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- ი------ს-ძე ბ----–-–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
2. გ------- ბ----–-–---–-სათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქ-მდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს დაუბრუნ-დეს გირაოს სახით შეტანილი თანხა;
3. ნივთიერი მტკიცებულებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამო-ღებული სათვალე, სანადირო თოფი და თოფის სარეგისტრაციო მოწმობა, რომლე-ბიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პო-ლიციის მე-4 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღე-ბის შემდეგ;
4. გ------- ბ----–-–---–ს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფ-ლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიო-ნული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ნიკოლოზ მარსაგიშვილი