გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.04.2019
საქმის ნომერი
411310017002039015
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 411310017002039015

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03.04.2019 წელი ქ. გურჯაანი

 

ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი

სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი

მოსარჩელე ნი-- ლი-------ვა

წარმომადაგენელი ა-–-------------–---–-

მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა-------ის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი ზ--------–---–-----

 

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა-------ის რაიონულ განყოფილებას ნი-- ლი-------ვას სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 01 თებერვლამდე პენსიის შეწყვეტით მიყენებული ზიანის- 800 ლარის ანაზღაურება

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნი-- ლი-------ვას სახელმწიფო პენსია შეუწყდა პირადი განცხადების საფუძველზე, კანონიერად, ამიტომ სარჩელის დაკმაყოფილების და პენსიის უკანონოდ შეწყვეტის გამო ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი არ არსებობს ;

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1 ნი-- ლი-------ვა საქართველოს მოქალაქეა. მას 2012 წლის აგვისტოდან დანიშნული აქვს სახელმწიფო პენსია - ასაკის გამო .

3.1.2. 2015 წელს ნი-- ლი-------ვა დროებით, შვილის ოჯახის მოსანახულებლად გაემგზავრა რუ----ის ფედერაციაში, სტ----------–ის ოლქის კა--------ის რაიონში, სადაც მიიღო დროებითი ბინადრობის ნებართვა. აღნიშნული პროცედურის პარალელურად, სოციალური საკითხის უზრუნველყოფის მიზნით მოხდა ნი-- ლი-------ვას რეგისტრაცია ამავე რაიონის საპენსიო ფონდში .

3.1.3. საპენსიო საკითხზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების დროს, რუ----ის საპენსიო ფონდმა შვეიცარიის საელჩოს რუ----ის ფედერაციის ინტერესების სექციის შუამდგომლობით, საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტიდან მოითხოვა ნი-- ლი-------ვას საპენსიო საქმის დამოწმებული ასლების გადაგზავნა, პენსიის გაგრძელების მიზნით .

3.1.4. თავის მხრივ, საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა, 2015 წლის 12 აგვისტოს #04/601-- წერილით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა-------ის რაიონული განყოფილებიდან ნი-- ლი-------ვას პირადი საქმის დამოწმებული ასლები გამოითხოვა და რუ----ის საპენსიო ფონდს გადაუგზავნა

3.1.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა-------ის რაიონულმა განყოფილებამ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2015 წლის 12 აგვისტოს #04/601-- წერილის საფუძველზე ნი-- ლი-------ვას შეუწყვიტა დანიშნული სახელმწიფო პენსია- 2015 წლის 01 სექტემბრიდან.

3.1.6. ნი-- ლი-------ვა საქართველოში დაბრუნდა 2016 წლის იანვარში, რა დროსაც შეიტყო დანიშნული პენსიის შეწყვეტის თაობაზე. მან 2016 წლის 18 იანვარს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა-------ის რაიონული განყოფილებას და პენსიის შეწყვეტის დღიდან-2015 წლის 01 სექტემბრიდან მისი აღდგენა მოითხოვა.

3.1.7. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა-------ის რაიონულმა განყოფილებამ ნი-- ლი-------ვას განუსაზღვრა 3 თვე, რათა წარმოედგი-- ცნობა რუ----ის ფედერაციის საპენსიო ფონდიდან, რომ იგი რუ----ის ფედერაციაში არ იყო არანაირი პენსიის მიმღები.

3.1.8. ნი-- ლი-------ვამ 23.02.2016 წელს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა-------ის რაიონულ განყოფილებაში წარადგინა რუ----ის ფედერაციის საპენსიო ფონდის #06/08-102- ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ სტ----------–ის ოლქის კობუჩეევსკის რაიონში ნი-- ლი-------ვა, როგორც პენსიის ან სხვა სოციალური დახმარების მიმღები, აღრიცხვაზე არ ყოფილა, მას პენსია/დახმარება არ დანიშვნია და არც მიუღია.

3.1.9 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა-------ის რაიონული განყოფილების მოთხოვნის საფუძველზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა წერილით მიმართა რუ----ის საპენსიო ფონდს და მათ მიერ ორ სხვადასხვა შინაარსის ცნობებში მითითებულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციის წარმოდგენა მოითხოვა .

3.1.10 რუ----ის ფედერაციის საპენსიო ფონდის სტ----------–ის ოლქის კობუჩეევსკის რაიონის 08.06.2016 წლის # 07-07/594- წერილით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დამატებით ეცნობა, რომ სტ----------–ის ოლქის კობუჩეევსკის რაიონში ნი-- ლი-------ვა, როგორც პენსიის ან სხვა სოციალური დახმარების მიმღები, აღრიცხვაზე არ ყოფილა, მას პენსია/დახმარება არ დანიშვნია და არც მიუღია.

3.1.11. ნი-- ლი-------ვას შეწყვეტილი პენსია აღუდგა 2016 წლის თებერვლიდან, ე.ი. განცხადებით მიმართვის მომდევნო თვიდან, ხოლო 2015 წლის 01 სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლამდე პერიოდის პენსიის აღდგენა/გადახდაზე ეთქვა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ პერიოდში მას პენსია შეწყვეტილი ჰქონდა პირადი განცხადების საფუძველზე .

3.12. მოსარჩელემ სარჩელით მომართა ლაგოდეხის მაგისტრატ სასამართლოს და პენსიის უკანონოდ შეწყვეტის გამო 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 01 თებერვლამდე მატერიალური ზიანის- 800 ლარის ანაზღაურება მოითხოვა (შემცირებული მოთხოვნა)

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებს:

- გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების შესახებ

-ნი-- ლი-------ვას განცხადება

-რუ----ის ფედერაციის სტ----------–ის ოლქის კობუჩეევსკის რაიონის საპენსიო ფონდის წერილები

-სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე მოითხოვს სახელმწიფო გასაცემლის -პენსიის შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1-ე ნაწილის ,,გ“ პუნქტით სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე;

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 1. პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან

ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის უფლებამოსილებას განეკუთვნება პენსიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება;

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნი-- ლი-------ვას 2012 წლის აგვისტოდან დანიშნული აქვს სახელმწიფო პენსია - ასაკის გამო. დადგენილია, რომ 2015 წლის 01 სექტემბრიდან 2016 წლის 01 თებერვლამდე ნი-- ლი-------ვას შეუწყდა პენსია , შეწყვეტის საფუძველია - პირადი განცხადება

,,სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის 17. მუხლით, 1. პენსია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული:

ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში;

გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, – პენსიის შეჩერების დღიდან;

დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; ე) პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; ვ) პენსიონერის გარდაცვალებისას;

ზ) პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ; თ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.

საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და მხარის ახსნა-განმარტებით ირკვევა, ნი-- ლი-------ვას პენსიის შეწყვეტის თაობაზე საქართველოს კომპეტენტური ორგანოსთვის არ მიუმართია, მას ასეთი ნება არ გამოუხატია, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი მოპასუხეს სასამართლოში არ წარმოუდგენია. დადგენილია, რომ მოსარჩელე 2015 წელს რუ----ის ფედერაციაში, სტ----------–ის ოლქის კა--------ის რაიონში, გაემგზავრა დროებით, სადაც მიიღო დროებითი ბინადრობის ნებართვა. აღნიშნული პროცედურის პარალელურად, სოციალური საკითხის უზრუნველყოფის მიზნით მოხდა ნი-- ლი-------ვას რეგისტრაცია ამავე რაიონის საპენსიო ფონდში , თუმცა იგი რუ----ის ფედერაციის სტ----------–ის ოლქის კობუჩევსკის რაიონში, როგორც პენსიის ან სხვა სოციალური დახმარების მიმღები, აღრიცხვაზე არ ყოფილა, პენსია/დახმარება არ დანიშვნია და არც მიუღია, რაც დადასტურებულია რუ----ის ფედერაციის საპენსიო ფონდის მიერ გადმოგზავნილი დოკუმენტაციით. ამიტომ სასამართლოს მიაჩნია, რომ 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის სახით მოსარჩელემ განიცადა ზიანი, ზიანის ოდენობა განსაზღვრულია ამ პერიოდში მისაღები პენსიის ოდენობით, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, 24-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ნი-- ლი-------ვას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა-------ის რაიონულ განყოფილებას ნი-- ლი-------ვას მიმართ დაეკისროს 800 ლარის ანაზღაურება

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: ნანა ჩალათაშვილი