განაჩენი

სისხლის სამართლის 03.04.2019
საქმის ნომერი
160100119002863796
დავის ტიპი
177 3 ა , 177 2 ა
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 160100119002863796

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/84-19 3 აპრილი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031180219001)

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზაზა ცქვიტარია

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: სამველ ჩობანიანი

 

ბრალდებული: ე-–---- მ--------ი

მამის სახელი : ეიტიბარ

დაბადებული: 28.09.1989 წელი

პირადი ნომერი: 2----------

განათლება : არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა :დაოჯახებული

ნასამართლეობა: ნასამართლეობის მქონე

რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. მარნეული, სოფელი არაფლო

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: სულეიმან ისმაილოვი

 

ბრალდებული: ე-–---- გ----------ი

მამის სახელი : ბაბაქიში

დაბადებული: 12.08.1991 წელი

პირადი ნომერი: 2----------

განათლება : საშუალო

ოჯახური მდგომარეობა :დაოჯახებული

ნასამართლეობა: ნასამართლეობის არ მქონე

რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. მარნეული, სოფელი არაფლო

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი;

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

 

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, ე-–---- მ--------ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 16 თებერვალს დაახლოებით 17.00 საათზე ე-–---- მ--------მა და ე-–---- გ----------მა წინასწარი შეთანხმებით, მარნეულის რაიონის სოფელ არაფლოში მოჭრეს და ე-–---- გ----------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა "ფორდ-ტრანზიტით" მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ შპს "ქციას" კუთვნილ 300 მმ დიამეტრის 5 მეტრი სიგრძის რკინის მილს, რითაც შპს "ქციას" მიაყენეს 800 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.’’

 

1.2. დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, ე-–---- გ----------ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 16 თებერვალს დაახლოებით 17.00 საათზე ე-–---- გ----------მა და ე-–---- მ--------მა წინასწარი შეთანხმებით, მარნეულის რაიონის სოფელ არაფლოში მოჭრეს და ე-–---- გ----------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა "ფორდ-ტრანზიტით" მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ შპს "ქციას" კუთვნილ 300 მმ დიამეტრის 5 მეტრი სიგრძის რკინის მილს, რითაც შპს "ქციას" მიაყენეს 800 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი’’.

 

საპროცესო შეთანხმების თანახმად სახელმწიფო ბრალმდებელი შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე ე-–---- მ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი- თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ჩაეთვალოს პირობითად;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლით 11 (თერთმეტი) თვით და 17 (ჩვიდმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა;

 

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ ე-–---- მ--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

 

ე-–---- გ----------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით სსკ-ის 55 მუხლის შესაბამისად განესაზღვროს შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრება ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.

 

საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილესთან.

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებელმა ზაზა ცქვიტარიამ, ბრალდებულებმა ე-–---- მ--------მა და ე-–---- გ----------მა და მათმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - სამველ ჩობანინმა და სულეიმან ისმაილოვმა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

საქართველოს სსსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ განიხილა რა საქმის მასალები, მიაჩნია, რომ ე-–---- მ--------ის და ე-–---- გ----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დასაბუთებული და საფუძვლიანია, მათი დანაშაულებრივი ქმედება, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით კერძოდ, ე-–---- მ--------ის, ე-–---- გ----------ის, სოხბატ კარაჯაევის, ირაკლი გეგიძის, ე-–---- გ----------ის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 18 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, 2019 წლის 18 თებერვლის დთვალიერების ოქმი, 2019 წლის 18 თებერვლის ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება, რომელიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ე-–---- მ--------მა და ე-–---- გ----------მა ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმის, ქმედების მართლწინააღმდეგობის, ბრალეულობის ხარისხის და იმის გათვალისწინებით, რომ ე-–---- მ--------ი და ე-–---- გ----------ი აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს, ამასთან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად, გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო შეთანხმება სასჯელზე გარიგების ფორმით.

 

სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედებათ ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ისინი აღიარებენ. ბრალდებულთათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ისინი მიაწოდებენ სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. ბრალდებულთათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მათი კონსტიტუციური უფლებების შესახებ. საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულების იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს. ბრალდებულთა და პროკურორს შორის არსებული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე განხილვისას. ამასთან, ბრალდებულები და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატებიც სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულების მიმართ პოლიციელების ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულს განემარტა, რომ მათ მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

მხარეთა პოზიციების მოსმენის, საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ბრალის აღიარება ნებაყოფლობითია, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი, კი - კანონიერი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და პირველი ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 209-210-ე, 212-213-ე, 215-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

დაკმაყოფილდეს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას შუამდგომლობა.

 

დამტკიცდეს პროკურორ ზაზა ცქვიტარიასა და ბრალდებულ ე-–---- მ--------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ე-–---- მ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი- თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ჩაეთვალოს პირობითად;

 

ე-–---- მ--------ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლით 11 (თერთმეტი) თვით და 17 (ჩვიდმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა;

 

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ ე-–---- მ--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი;

 

ე-–---- მ--------ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

 

ე-–---- მ--------ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვალა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 18 თებერვლიდან.

 

ე-–---- მ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულის - ე-–---- მ--------ის - ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ჯარიმის გადახადზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელია ადგილის მიხედვით.

 

დამტკიცდეს პროკურორ ზაზა ცქვიტარიასა და ბრალდებულ ე-–---- გ----------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ე-–---- გ----------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით სსკ-ის 55 მუხლის შესაბამისად განესაზღვროს შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ე-–---- გ----------ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრება ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ე-–---- გ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულის - ე-–---- გ----------ის - ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ჯარიმის გადახადზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელია ადგილის მიხედვით.

 

საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე დართული ნივთმტკიცების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

საქმეზე ამოღებული რკინის მილი დაუბრუნდეს დაზარალებულს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი არ გასაჩივრდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

 

მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალიწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე