განაჩენი

სისხლის სამართლის 01.04.2019
საქმის ნომერი
010100118002771585
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
01.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002771585

საქმეN1-1098/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

01.04. 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ალ------------------ძე

 

დაცვის მხარე

1. ბრალდებული: ჯა---–-–--–-ძე

მამის სახელი: ზუ-----

დაბადებული: 1--09.1990 წელი

პირადი ნომერი: 6---------9

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ნასამართლობა: მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

მისამართი: შუახევის რაიონი სოფელი და-------ბი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

ბრალდებულის დამცველი - ირ---–-----–-ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171161118003

 

1.ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1.1 ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო მ დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

2018 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. ბათუმში პუ–----ს ტ. აბ---------------------ში საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯა---–-–--–-ძემ სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მა------–-----ს - პირს, რომელთანაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2. ქ მ ე დ ე ბ ი ს ს ა მ ა რ თ ლ ე ბ რ ი ვ ი ა ღ წ ე რ ა;

 

საქმის განხილვისას დაზარალებულმა მა------–-----მ განაცხადა, რომ ჯა---–-–--–-ძესთან ერთად ცხოვრობდა ორ წელზე მეტი, ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, თავად მუშაობდა კაფე ბარში მიმტანის პოზიციაზე; ძირითადად კამათი მათ შორის არსებობდა ავტომანქანასთან დაკავშირებით, ის სარგებლობდა მისი კუთვნილი ავტომანქანით BMW; იმ დღესაც, 2018 წლის ნოემბრის თვის შუა რიცხვები იყო, ზუსტად არ ახსოვს, როცა აპირებდა სამსახურში წასვლას საღამოს, ნახა, რომ მისი მანქანა წაყვანილი ყავდა ჯა---–-–--–-ძეს, მას თან არ აქვს მართვის უფლება და აფრთხილებდა რომ მანქანა არ ეტარებინა ქალაქში; როცა ღამით გვიან დაბრუნდა მოუხდათ შელაპარაკება ამ საკითხზე; მის საყვედურზე ჯა---–-–--–-ძე გაბრაზდა, წამოწოლილი იყო საწოლზე , მივარდა და დაუწყო ხელებით ცემა; კიოდა და ცდილობდა მისგან გათავისუფლებას; ის ურტყამდა სახის არეში, მარჯვენა თვალის არეში, და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე; როგორღაც მოახერხა, გავიდა აივანზე და კიოდა, რომ ვიღაცას ხმა გაეგონა და მიშველებოდა, თუმცა არავინ არ გამოჩნდა; აივანზეც მიაყენა რამდენჯერმე ფიზიკური შეურაცხყოფა და თან აგინებდა; ბინაში მოახერხა შემოსვლა და გაიქცა გარეთ დერეფანში, რომ ვინმე მიშველებოდა , ჯ--ამ დაიჭირა და იქაც დაარტყა ხელი; სადარბაზოში ამ დროს გამოცნდა მისთვის უცხო ქალბატონები და ჯ--ას დაუყვირეს, თუ რას შვრებოდა და, რომ დაუკავშირდებოდნენ პოლიციას; მოახერხა დავის დაღწევა გაიქცა დაბლა, გავარდა ქუჩაში, სადაც კვლავ მოსდევდა, იქაც დაეწია და დაარტყა რამდენჯერმე, მის ყვირილზე ქუჩაში მივარდა ჯ--ას ორი მისთვის უცნობი ახალგაზრდა ბიჭი და მოაშორეს მას; ამ დროს გააჩერა ტაქსი და წავიდა მის მეგობართან; რომელიც იმ დროს ცხოვრობდა მაზნიაშვილის ქუჩაზე; ტანსაცმელი შემოხეული ჰქონდა და იქ ჩააცვა მისმა მეგობარმა , შემდეგ განაცხადა პოლიციაში ამის თაობაზე; ჯა---–-–--–-ძის მიერ მიყენებული დაზიანების შედეგად განიცდიდა ძლიერ ტკივილს; მას დაზიანებები ეტყობოდა სხეულის სხვადასხვა არეში; ადრეც ჰქონდა მისგან შეურაცხყოფების მიყენებას ადგილი, მაგრამ მას არ განუცხადებია პოლიციის განყოფილებაში ამის თაობაზე, მოითხოვს ბრალდებულის დასჯას კანონის შესაბამისად; (იხ ოქმი 14.03.2019 წ )

 

მოწმის სახით დაკითხვისას ნა-------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობდა მა------–-----სთან ერთად, მეგობრები არიან; 2018 წლის 16 ნოემბერი იყო, ღამის საათები, მა------–-----მ დაურეკა და მიაკითხა სამუშაოზე ტაქსით; დაინახა, რომ სახეზე ჰქონდა დაზიანებები, ტიროდა, მისი განმარტებით დაზიანებები ჰქონდა სევე წელის არეშიც, მუცელზეც და მუხლზეც; დააწყნარა, წაიყვანა სახლში, დაამშვიდა, გაიგო, რომ ის ცემა ჯა---–-–--–-ძემ, რომელთანახც მეგობრობდა მ--- , იცის რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა და ადრეც მიუყენებია მას ფიზიკური შეურაცხყოფა; ადასტურებს, რომ მა------–-----ს დაზიანებები ჰქონდა და ეტყობოდა ვიზუალურად სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, ის განიცდიდა ტკივილს; როგორც მ---მ მას უთხრა, შელაპარაკება მოუვიდათ ავტომანქანასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჯ--ას არ ჰქონდა მართვის უფლება, მ---ს არ უნდოდა, რომ ეტარებინა მისი ავტომანქანა; (იხოქმი 14.03.2019წ);

 

მოწმის სახით დაკითხვისას შო-------------ძემ განაცხადა, რომ მუშაობს პოლიციის პირველ განყოფილებაში უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე, 2018 წლის 16 ნოემბერს მან გარეგნულად დაათვალიერა მა------–-----, მას ვიზუალურად სხეულის სხვადასხვა ნაწილზე აღენიშნებოდა დაზიანებები; შეადგინა დათვალიერების ოქმი, დეტალურად აღწერა დაზიანებები და მათი მდებარეობა, დაასურათა დაზიანებები ; შეადგინა დათვალიერების ოქმი და მას დაურთო ფოტოსურათები; (იხ ოქმი 04.02.2019წ)

 

დათვალიერების ოქმით 16.22.2018წ დადგენილია, რომ გამომძიებლის შო-------------ძის მიერ, მოწმის მა------–-----ს მონაწილოებით, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, დათვალიერებული იქნა მოწმე მა------–-----ს სხეული, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნებოდა სიწითლეები და სისხლნაჟღენთები, დასურათებული იქნა, რაც დაერთო ფოტოცხრილის სახით დათვალიერების ოქმს; (იხ. ს/ფ 14-20);

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N 0--------, 17.12.2018წ დადგენილია, რომ პირადი შემოწმების მონაცემებით (მა------–-----ს აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში; არსებული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად; დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს; (იხ ს.ფ. 10-12) ;

 

საქმის განხილვისას ექსპერტმა მა----------------–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე; (იხ ოქმი 28.02.2019წ);

 

2018 წლის 17 ნოემბრის ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებლის ჯა-----–-----ძის მიერ, უბნის ისპექტორ გამომძიებლების ზა-------------ის, რამინ ჩხაიძის, თორნიკე ვეშაგურის მონაწილეობით, 2018 წლის 17 ნოემბერს, 17:55 საათზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ჯა---–-–--–-ძე. (იხ. ს/ფ 34-39);

 

2018 წლის 17 ნოემბრის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებლის ჯა-----–-----ძის მიერ, მოწმე მა------–-----ს მონაწილეობით, 2018 წლის 17 ნოემბერს, 11:50 საათიდან 12:20 საათამდე, ქ. ბათუმში, ტ. აბ-----–----------აში, მესაკუთრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე ჩატარებული იქნა საცხოვრებელი სახლის დათვალიერება. საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოღებული იქნა ჯა---–-–--–-ძის ტანსაცმელი - ორი ცალი მაისური, შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, ორი ცალი შორტი, ჯაგრისი, კბილის პასტა, ცეპი ჯვრით. ამოღებული ნივთები დაილუქა. დათვალიერების შემდგომ დასურათდა და გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები. (იხ. ს/ფ 58-67);

 

2018 წლის 16 ნოემბერს საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორის ზა-------------ის მიერ შედგენილი იქნა შემ---ვებელი ორდერი. (იხ. ს/ფ 72-78);

 

სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივი თანაშემწე-გამომძიებლები - ჯა-----–-----ძე, გი-----------ძე ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ -გამომძიებლები ზა-------------ე და რა----------------------–-----------------------------------–------ი, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებებში და საპროცესო იძულების ღონისძიებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ღონისძიებების კანონშესაბამისად ჩატარების თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ; (იხ სხდომის ოქმი 04.02.2019წ; 28.02.2019წ);

 

საქმის სასამართლო განხილვისას დროს დასკვნით ეტაპზე ჯა---–-–--–-ძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ;

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უდავოდ იქნა მიჩნეული ბრალდების მხარის მიერ.

 

გარდა იმისა, რომ ბრალდებული თავს სრულად ცნობს დამნაშავედ, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ და გამოკვლეულ არაერთ პირდაპირ მტკიცებულებას, რომელთა შეფასებით უდავოდაა დადასტურებული ჯა---–-–--–-ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება კერძოდ, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით მა------–-----ს აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში; ასევე, დაზარალებულ მა------–-----ს სხეულის დათვალიერების ოქმი და დაზარალებულ მა------–-----ს ჩვენება;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატური შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქმეში არსებული მონაცემებით დადგენილია, რომ ჯა---–-–--–-ძე და მა------–----- მუდმივად ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არაერთი პირდაპირი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ჯა---–-–--–-ძის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ მა------–-----ზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

 

3.2. სასამართლომ საქმის განხილვისას თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ჯა---–-–--–-ძემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ჯა---–-–--–-ძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასჯელის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეული ზიანი და შედეგი, ასევე ბრალდებულების პიროვნული მახასიათებლები;

 

ბრალდებული ჯა---–-–--–-ძე წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, მათ შორის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაულისთვის და სასჯელის სახედ და ზომად მის მიმართ გამოყენებული იყო თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ქონდა პირობით მსჯავრად, თუმცა ეს ვერ გახდა ბრალდებულისთვის შემ---ვებელი, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიმართ დანიშნული სასჯელი არ უნდა იყოს მსუბუქი და ის უნდა განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთის სახით; რაც შეეხება სასჯელის ზომას სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში Olsson v. Sweden სასამართლომ დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება;

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჯა---–-–--–-ძე გასამართლებულია ბათუმის საქალაქო სასმართლოს მიერ 2016 წლის 20 აპრილს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 03 დეკემბრის განაჩენით საქ. სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი 03 (სამი) წელი თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ჯა---–-–--–-ძეს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით;

 

პრობაციის ბიუროს მომართვით დასტურდება, რომ განაჩენი დამატებითი სასჯელის ნაწილში სრულად აღსრულებულია; კერძოდ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ჯა---–-–--–-ძემ დაასრულა 2016 წლის 18 ნოემბერს; (იხ მომართვა 1--11.2018წ)

 

სასამართლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

სასაბოლოო სასჯელის განსაზღვრისას მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ ჯა---–-–--–-ძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 აპრილის განაჩენით იმყოფებოდა აღრიცხვაზე აჭარის პრობაციის ბიუროში; სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი;

 

ამდენად, ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულს უნდა შეეფარდოს სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა ისეთი ზომით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

6.1. მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ჯა---–-–--–-ძის ტანისამოსი, ორი ცალი მაისური, შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, ორი ცალი შორტი, ჯაგრისი, კბილის პასტა და ყელსაბამი ჯვრით, რომელიც დალუქული ინახება, საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ჯა---–-–--–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი პირობითი მსჯავრი 05 წელი.

 

საქართველოს სსკ -ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) თვის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ ჯა---–-–--–-ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით.

მსჯავრდებულ ჯა---–-–--–-ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ჯა---–-–--–-ძეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 ნოემბრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ჯა---–-–--–-ძის ტანისამოსი, ორი ცალი მაისური, შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, ორი ცალი შორტი, ჯაგრისი, კბილის პასტა და ყელსაბამი ჯვრით, რომელიც დალუქული ინახება, საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით;

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებას;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე