გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 4-----------------
N2/9-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04.04.2019 წ. ქ. ყვარელი
შესავალი ნაწილი
ყვარლის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი გვანცა სოლოღაშვილი
მოსარჩელე - თი------ ში-–----–-–--ლი;
წარმომადგენელი -ვა--- ბო------ძე;
მოპასუხე - შო--- ზა----–--ლი;
წარმომადგენელი - გი------ ბე----–--ლი;
დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შო--- ზა----–--ლს დაევალოს მიწის ნაკვეთის ს/კ 5-.0--5-.2-- მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მიზნით მავთულბადის, ბოძების და კარების დაბრუნება, აღდგენა/მონტაჟი და ნაგვის გატანა. სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები: სარჩელში მითითებულია, რომ თი------ ში-–----–-–--ლის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე: ყვარლის რაიონის სოფელ ენ----––ი საკადასტრო კოდი 5-.0--5-.2--. აღნიშნული ქონება თი------ ში-–----–-–--ლმა დროებით სარგებლობაში გადასცა მოპასუხეს, საბოსტნედ, სადაც ერთი პერიოდი მოპასუხეს მოჰყავდა სხვადასხვა ბაღჩეული. მოპასუხემ მიწის ნაკვეთს შემოხსნა მავთულბადე და დაყარა ნაგავი. მოპასუხეს აქვს სასადილო და ამ მიწის ნაკვეთს იყენებდა ავტოსადგომად. მოსარჩელე ვეღარ სარგებლობს მიწის ნაკვეთით, რადგან იქ თავისუფლად შედის შინაური ცხოველი და ავტომანქანები. მოსარჩელემ მოსთხოვა მოპასუხეს დაყრილი ნაგვის გატანა და აღებული მავთულბადის აღდგენა, რაზედაც მიიღო უარი.
2.მოპასუხის პოზიცია მოპასუხემ შო--- ზა----–--ლმა სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ეკუთვნის სახელმწიფოს და მას სურს, რომ თავის საკუთრებაში გაიფორმოს. მოსარჩელემ მიწის ნაკვეთი მიისაკუთრა უკანონოდ. მართალია მავთულბადე მოხსნა, მაგრამ განმარტა, რომ მავთულბადე იყო ძველი, ეკალბარდებით შემოხვეული და უვარგისი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1. უძრავი ქონება, მდებარე: ყვარლის რაიონის სოფელ ენ----––ი ს/კ 5-.0--5-.2-- საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელე თი------ ში-–----–-–--ლის სახელზე 2017 წლის 13 ოქტომბრიდან. მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. საქმე) 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.2.1. მიწის ნაკვეთი ს/კ 5-.0--5-.2-- , რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელეზე დროებით სარგებლობაში გადასცა მოსარჩელემ მოპასუხეს, ნაგავი არის მაგრამ ეს არის ძველი ნაწისქვილარის დაშლილი სამშენებლო მასალა. ნაგავი ვისი დაყრილია არ არის ცნობილი. მიწის ნაკვეთი დროებით სარგებლობაში ჰქონდა მოპასუხეს. მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მოწმეების გი-- გო---–---–--, თე----- არ------–---–--, სო--- ბზ-------- ბო---- ლა--–---–--- ზა--- თა---–---–-- ჩვენებები(იხ. ოქმი) 3.2.2. მიწის ნაკვეთს ს/კ 5-.0--5-.2-- , მავთულბადე 2015 წელს შემოხსნა მოპასუხემ. მტკიცებულება: მოპასუხე შო--- ზა----–--ლის აღიარება (იხ. ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ თი------ ში-–----–-–--ლის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-312-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე ყვარლის რაიონის სოფელ ენ----––ი ს/კ 5-.0--5-.2-- საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელე თი------ ში-–----–-–--ლის სახელზე 2017 წლის 13 ოქტომბრიდან. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ მოსარჩელემ დროებით სარგებლობაში გადასცა მიწის ნაკვეთი, მაგრამ ამ ეტაპზე აღარ არსებობს არც ზეპირი და არც წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ გადაცემის დროს მოსარჩელემ ნება მისცა მოპასუხეს მოეხსნა მავთულბადე და მიწის ნაკვეთი გამოეყენებინა მანქანების სადგომად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მოითხოვა დაუბრუნდეს მისი საკუთრება, რომელიც დროებით, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ჰქონდა გადაცემული მოპასუხეზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და 2-ე ნაწილების თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო სხდომაზე მოწვეულმა მოწმეებმა, როგორც მოსარჩელის ისე მოპასუხის მხრიდან დაადასტურეს, რომ სადაო მიწის ნაკვეთს ფლობდა წლების განმავლობაში მოსარჩელე თი------ ში-–----–-–--ლის მამამთილი და მასზე განთავსებული ჰქონდა წისქვილი, იყო მავთულბადით შემოღობილი. ამავე მოწმეების განმარტებით მათთვის უცნობია, ვინ მოხსნა მავთულბადე, მაგრამ ცნობილია, რომ რაღაც პერიოდი თი------ ში-–----–-–--ლმა მიწის ნაკვეთი ათხოვა შო--- ზა----–--ლს და მოპასუხეს მასზე მოჰყავდა ბაღჩეული. ამ ეტაპზე მიწის ნაკვეთი არის ღობის გარეშე, მაზე ავტომანქანების გაჩერება ხდება სასადილოში მომსვლელი სტუმრების მიერ, ხოლო ნაგავი არის ხევში, ნაწისქვილარის ნაშალი და ვისი დაყრილია მოწმეებისათვის უცნობია. სასამართლო თავისი შინაგანი რწმენით, საქმის მასალებით და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მიზნით დაევალოს მოპასუხეს მავთულბადის, ბოძების და კარების აღდგენა/მონტაჟი, ხოლო ნაგვის გატანაზე უარი უნდა თქვას, რადგან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ვის მიერ არის ნაგავი დაყრილი, ხოლო მოპასუხემ უარყო მის მიერ ნაგვის დაყრა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 1. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს:
ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ , „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3 %-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამ ავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა ;
ამავე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქმეზე მოსარჩელეს გადახდილი აქვს 120 ლარი, აქედან მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 60 ლარი, 30 ლარი დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო 30 ლარი დარჩეს ხაზინაში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე თი------ ში-–----–-–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდს ნაწილობრივ.
2. დაევალოს მოპასუხე შო--- ზა----–--ლს (პ/ნ 4----------)მიწის ნაკვეთზე ს/კ 5-.0--5-.2-- მის მიერ მოხსნილი მავთულბადის, ბოძების და კარების დაბრუნება.
3. მოსარჩელე თი------ ში-–----–-–--ლს (პ/ნ 4----------) სასარჩელო მოთხოვნაზე შო--- ზა----–--ლის (პ/ნ 4----------) მიმართ, მიწის ნაკვეთიდან ს/კ 5-.0--5-.2-- ნაგვის გატანის თაობაზე ეთქვას უარი უსაფუძვლობის გამო.
4. მოსარჩელეს დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 (სამოცო ლარი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ( გადახდილი 2019 წლის 30 იანვარს საგადასახადო დავალება N0, გადამხდელი ვა--- ბო------ძე პ/ნ 4----------, სახაზინო კოდი 3--------).
5. მოპასუხე შო--- ზა----–--ლს (პ/ნ 4----------) დაეკისროს მოსარჩელე თი------ ში-–----–-–--ლის (პ/ნ 4----------) სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 30 (ოცდაათი ლარი) ლარის ანაზღაურება.
6.მოსარჩელე თი------ ში-–----–-–--ლის (პ/ნ 4----------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 30 (ოცდაათ) ლარი დარჩეს ხაზინაში გადახდილად.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს (ქ. ყვარელი ილ. ჭავჭავაძის ქ. N7ა)) მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ყვარლის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე