გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.03.2019
საქმის ნომერი
330210018002387015
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
05.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/28315-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

05.03.2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე

 

მოსარჩელე - სს,,ს--–-----ი“

წარმომადგენელი - ნ-----–------------–-–---–ი

 

მოპასუხე - შპს ,,ე--------------ი“

წარმომადგენელი - ნ--–----------–---–ი, დ--–----------ა

 

სარჩელის დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ე------------ს“ მოსარჩელე სს ,,ს--–-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 3448.84 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

შპს ,,ს----------–---------------–ს“ (უფლებამონაცვლე სს ,,ს--–-----ი“) და შპს ,,ე------------ს“ შორის 2014 წლის 20 დეკემბერს გაფორმდა სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულება #20.1-.1-.01. მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა მომსახურების რაობა და მოცულობა, ასევე ხელშეკრულების საფასური, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს 1880 აშშ დოლარს. ამასთან, ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე შპს ,,ს----------–---------------–მა“ განახორციელა 3180.27 აშშ დოლარის ღირებულების მომსახურება შპს ,,ე------------ის“ სასარგებლოდ.

შპს ,,ე------------ი“ თავს არიდებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რის თაობაზეც არაერთხელ იქნა გაფრთხილებული. ვინაიდან დღეის მდგომარეობით შპს ,,გლ-----–---------------ს“ არ აქვს დაფარული შპს ,,ს----------–---------------–ის“ უფლებამონაცვლის, სს ,,ს--–-----ის“ მიმართ არსებული დავალიანება 3448.84 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, სს ,,ს--–-----მა“ მომართა სასამართლოს სარჩელით და მოითხოვა თანხის შპს ,,ე------------ისთვის“ დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ,,ე------------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ 8163,77 ლარის ნაწილში ცნო და მიუთითა, რომ შპს ,,ს----------–---------------–მა“ ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, მართლაც გაუწია შპს ,,ე------------ს“ სარეკლამო მომსახურება, მაგრამ არა 3180.27 აშშ დოლარის, არამედ 7658.29 ლარის ღირებულების ოდენობით, და არა შპს ,,ე------------ის“ სასარგებლოდ, არამედ ბრენდზე ,,ბ-----------ი 1882“.

შპს ,,ე------------ს“ ნამდვილად გააჩნია დავალიანება, მაგრამ არა 3448.84 აშშ დოლარის, არამედ 8163.77 ლარის ოდენობით.

შპს ,,ს----------–---------------–სა“ და შპს ,,ე------------ს“ შორის 2014 წლის 20 დეკემბერს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებით განისაზღვრა ჯამური ღირებულება 1880 აშშ დოლარის ოდენობით, რომელმაც ლარში შეადგინა 3508.54 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, სააგენტო ახორციელებს გადახდას შემსრულებლის მიერ წარდგენილი ინვოისის საფუძველზე. სწორედ წარდგენილ ინვოისებში მოსარჩელემ განსაზღვრა გადასახდელი თანხები ლარებში, რომელიც 2014 წლის დეკემბრის თვისთვის შეადგენს 3003.06 ლარს, ხოლო იანვრის თვისთვის - 505.48 ლარს. აღნიშნულიდან 2015 წლის 18 თებერვალს გადარიცხულია დეკემბრის დავალიანება სრულად 3003.06 ლარის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარჩენილია დავალიანება 505.48 ლარი.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 20 დეკემბერს, შპს ,,ე------------ს“ და შპს ,,ს----------–---------------–ს“ შორის დაიდო #20.1-.1-.01 ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, სააგენტო უკვეთავდა, ხოლო შემსრულებელი ახორციელებდა სარეკლამო მომსახურებას ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ,,ტელეარხების“ ეთერში.

ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, სააგენტო ვალდებული იყო შემსრულებლისთვის დაეკვეთა სარეკლამო მომსახურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით ტელეარხების ეთერში. 3.2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს არაუგვიანეს ყოველი თვის 10 რიცხვისა მოეხდინა წინა თვის განმავლობაში განხორციელებული მომსახურების სრული ანაზღაურება.

ხელშეკრულების 3.5 პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებული იყო გაეწია სააგენტოსთვის მომსახურება, არაუგვიანეს ყოველი თვის 4 რიცხვისა სააგენტოსთვის გამოეწერა წინა თვეში გაწეული მომსახურების შესაბამისი ინვოისი (შემსრულებლის მხრიდან სააგენტოსთვის ინვოისის გამოწერის დაგვიანების შემთხვევაში შესაბამისი ვადით გადაიწევს ,,სააგენტოს“ მიერ 3.2 მუხლში მითითებული თანხის გადახდის ვადა).

ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, ყოველი კონკრეტული სარეკლამო მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ხელშეკრულების შესაბამისი დანართით, რომელიც გაფორმდება ყოველი კონკრეტული შეკვეთისას. დანართ(ებ)ი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. 5.2 პუნქტის თანახმად, საანგარიშსწორებო თვის დასრულების შემდეგ არაუგვიანეს მომდევნო თვის 4 რიცხვისა შემსრულებელი მიაწვდის სააგენტოს ინვოისს და მიღება-ჩაბარების აქტს, რომლის საფუძველზეც სააგენტო ახორციელებს ანგარიშსწორებას პუნქტი 3.2-ის შესაბამისად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 20 დეკემბრის ხელშეკრულება (ს.ფ. 1--18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. ხელშეკრულების #1 დანართის თანახმად, შპს ,,ე------------მა“ შპს ,,ს----------–---------------–ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სააგენტო უკვეთავდა, ხოლო შემსრულებელი ახორციელებდა სარეკლამო მომსახურებას შემდეგი პირობებით: დამკვეთი: ,,ბ-----------ი“, მომსახურების სახე: განთავსება ეკონომპაკეტი მაქსის პრინციპით, სარეკლამო რგოლის ხანგრძლივობა: 21-მდე, განთავსების პერიოდი: 20.1-.2014-02.01.2015 წელი, განთავსების ხანგრძლივობა 1- დღე, ტელეარხები: ,,ს--–- სპორტ 1“, ,,ს--–- სპორტ 2“, ,,ს--–- სპორტ 3“, ,,ს--–- სპორტ 4“, ,,ს--–- კინოკლასიკა“, ,,ს--–- კინოჰოლივუდი“ და ,,ს--–- კინოკოლექცია“, განთავსების სქემა - 1- დღე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დანართი #1 (ს.ფ. 19);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დასტურდება, რომ შპს ,,ს----------–---------------–მა“ სს ,,ს--–-----ს“ გაუწია სარეკლამო მომსახურება, რომლის ღირებულებამ მთლიანობაში შეადგინა 11166.83 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ს.ფ. 20-23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. წარმოდგენილი საგადახდო დავალების თანახმად, შპს ,,ს----------–---------------–ის“ მიერ შპს ,,ე------------ის“ ანგარიშზე ჩაირიცხა გაწეული სარეკლამო მომსახურების საფასური 3003.06 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალება (ს.ფ. 89);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს ,,ე------------ის“ მიერ სს ,,ს--–-----ის“ მიმართ შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 8163.77 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოდ წარმოადგენს თუ რა ფულადი ერთეულით უნდა განხორციელებულიყო, გაწეული მომსახურების ანაზღაურება მოპასუხე კომპანიის მიერ. მოსარჩელემ განმარტა, რომ მომსახურების ხელშეკრულების თანახმად, გადახდა უნდა განხორციელებულიყო აშშ დოლარში. მოპასუხე მხარემ აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით წარმოადგინა პრეტენზია და მიუთითა, რომ გაწეული სარეკლამო მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდებოდა მოსარჩელე კომპანიის მიერ წარდგენილი ინვოისების საფუძველზე, სადაც თანხა ყოველთვის ლარში იყო აღნიშნული, შესაბამისად, მოპასუხე კომპანიაც ვალდებულებას ასრულებდა ლარში.

მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სარეკლამო მომსახურება ნამდვილად მიიღო შპს ,,ე------------მა“ და გაწეული მომსახურების საფასური შეადგენს 8163.77 ლარს. შესაბამისად, ვალდებულების შესრულებაც უნდა მოხდეს ლარში.

სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და განმარტავს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ხელშეკრულების მე-5 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის წესს. აღნიშნულ მუხლში ვკითხულობთ, რომ ყოველი კონკრეტული სარეკლამო მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ხელშეკრულების შესაბამისი დანართით, რომელიც გაფორმდება ყოველი კონკრეტული შეკვეთისას. დანართ(ებ)ი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. 5.2 პუნქტის თანახმად, საანგარიშსწორებო თვის დასრულების შემდეგ არაუგვიანეს მომდევნო თვის 4 რიცხვისა შემსრულებელი მიაწვდის სააგენტოს ინვოისს და მიღება-ჩაბარების აქტს, რომლის საფუძველზეც სააგენტო ახორციელებს ანგარიშსწორებას პუნქტი 3.2-ის შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ე------------ისადმი“ სს ,,ს--–-----ის“ მიერ მიწერილი წერილი, სადაც მითითებულია, რომ 2015 წლის 24 დეკემბრიდან 2016 წლის 06 იანვრის ჩათვლით პერიოდში, შპს ,,ე------------ის“ დაკვეთით, ტელეარხებზე ,,ს--–- სპორტ 1“, ს--–- სპორტ 2“, ,,ს--–- სპორტი 3“, ,,ს--–- უნივერსალი“, ,,ს--–- კლასიკა“ და ,,ს--–- ჰოლივუდი“ გადიოდა ,,ბ-----------ი 1882“-ის სარეკლამო რგოლები (სულ ჯამში 690 განთავსება ეკონომ პაკეტის პრინციპით). ამასთან, საქმეში წარმოდგენილია #A0-- ინვოისი, რომელშიც ,,ბ-----------ი 1882“-სთვის იანვრის თვეში გაწეული სარეკლამო მომსახურების საფასური 268.57$, რომელიც დამკვეთს უნდა გადაეხადა 02.01.2015 წლის კურსით ლარში, რაც შეადგენდა 505.48 ლარს. #ეა----------4 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დასტურდება, რომ გაწეული მომსახურება იქნა დამკვეთის მიერ დადასტურებული, სადაც მომსახურების ღირებულების გრაფაში ასევე მითითებულია 5050.48 ლარი.

შესაბამისად, სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის ფაულდი ვალდებულების გადახდა, ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო კონკრეტული თარიღში ხდა არსებული მომენტისათვის ფულადი ვალდებულების მოცულობის გამოთვლა უნდა მოხდეს სწორედ აღნიშნული ფულადი თანხების ჯამით. კურსთაშორისი სხვაობას გარემოება ვერ გახდება ფულადი ვალდებულების შესრულების სასარჩელო მოთხოვნის განხილვისას მსჯელობის საგანი და შესაძლებელია შეფასდეს სხვა ფაქტობრივი საფუძვლებით სხვა სასარჩელო წარმოების ფარგლებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოპასუხე კომპანიის პოზიციას გაწეული სარეკლამო მომსახურების ლარში ანაზღაურების თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 29.08.2017 წლის წერილი (ს.ფ. 74);

- #A0-- ინვოისი (ს.ფ. 75);

- 18/02/2015 წლის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ს.ფ. 76);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე და 629-ე მუხლები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე შპს ,,ე------------მა“ სასარჩელო მოთხოვნა 8 163.77 ლარის ნაწილში ცნო. შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2014 წლის 20 დეკემბერს, შპს ,,ე------------ს“ და შპს ,,ს----------–---------------–ს“ შორის დაიდო #20.1-.1-.01 ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, სააგენტო უკვეთავდა, ხოლო შემსრულებელი ახორციელებდა სარეკლამო მომსახურებას ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ,,ტელეარხების“ ეთერში. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, სააგენტო ვალდებული იყო შემსრულებლისთვის დაეკვეთა სარეკლამო მომსახურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით ტელეარხების ეთერში. 3.2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს არაუგვიანეს ყოველი თვის 10 რიცხვისა უნდა მოეხდინა წინა თვის განმავლობაში განხორციელებული მომსახურების სრული ანაზღაურება. ხელშეკრულების 3.5 პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებული იყო გაეწია სააგენტოსთვის მომსახურება, არაუგვიანეს ყოველი თვის 4 რიცხვისა სააგენტოსთვის გამოეწერა წინა თვეში გაწეული მომსახურების შესაბამისი ინვოისი (შემსრულებლის მხრიდან სააგენტოსთვის ინვოისის გამოწერის დაგვიანების შემთხვევაში შესაბამისი ვადით გადაიწევს ,,სააგენტოს“ მიერ 3.2 მუხლში მითითებული თანხის გადახდის ვადა).

წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დასტურდება, რომ შპს ,,ს----------–---------------–მა“ სს ,,ს--–-----ს“ გაუწია სარეკლამო მომსახურება, რომლის ღირებულებამ მთლიანობაში შეადგინა 11166.83 ლარი.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, შპს ,,ე------------ს“ სს ,,ს--–-----ის“ მიმართ, გაწეული სარეკლამო მომსახურების ღირებულება უნდა აენაზღაურებინა ლარში, რამაც მთლიანობაში შეადგინა 8163.77 ლარი.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,ე------------ის“ მიერ სს ,,ს--–-----ის“ მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, ფულადი ვალდებულება შესრულებული არ აქვს.

შესაბამისად, სს ,,ს--–-----ის“ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხე მხარემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 258.24 ლარის ნაწილი 246.17 ლარის ოდენობით, ხოლო 1-.07 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს,,ს--–-----ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. შპს ,,ე--------------ის“-ს სს,,ს--–-----ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 8163.77 ლარის გადახდა.

 

3. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს ,,ს--–-----ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2017 წლის 13 ოქტომებრს სს თიბისი ბანკის მეშვეობით N15-------1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 258.24 ლარის ნაწილი 246.17 ლარი (მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე