გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.03.2019
საქმის ნომერი
330210018002549343
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
06.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/21----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

6 მარტი 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თი-ათი- ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი

მოსარჩელე- დი--------–-----–-ძე

წარმომადგენელი -ამ----------------–ი

მოპასუხე - ნი--- ჟო-------ა

წარმომადგენელი- შო--------------ე

დავის საგანი სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 10 აგვისტოს დი--------–-----–-ძეს და ნი--- ჟო-------ას შორის დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელე არის სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი - მეორე ჯგუფის ი-ვალიდი. ასევე დაავადებულია ეპილეფსიით.

 

მისი გადმოცემით მეზობლად მცხოვრებ ოჯახში გაიცნო დედა-შვილი მა--------------–--ლი და თა------------ძე, რომლებმაც სთხოვეს საკუთრებაში არსებული ბი-ის იპოთეკით დატვირთვა, რასაც არ დაეთანხმა. თუმცა მისი ნების საწი-ააღმდეგოდ მაი-ც მიიყვანეს ნოტარიუსთან ხელშეკრულების გასაფორმებლად.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2016 წლის 10 აგვისტოს ჰქონდა თავბრუსხვევა, იყო ავად და არ ახსოვს როგორ მოაწერა ხელი ხელშეკრულებას. მას სესხის თანხა არ მიუღია.

 

მოსარჩელე დამატებით აღნიშნავს, რომ ვი-აიდან ხელშეკრულებას ხელს არ აწერდა, თა------------ძემ შესთავაზა მათ შორის გაფორმებულიყო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით გამსესხებელი იქნებოდა მოსარჩელე.

 

მოპასუხემ ისარგებლა მისი ავადმყოფობით და ცდილობს ქონების მისაკუთრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნი--- ჟო-------ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2016 წლის 10 აგვისტოს მხარეებს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. გარიგების მერვე პუნქტის მიხედვით იპოთეკის საგანი დატვირთულია ჟე-------------ის სასარგებლოდ, რომლის გაუქმების შესახებ შეთანხმება გაფორმდა იმავე დღეს.

 

მოპასუხე განმარტავს, რომ მის მიერ გადაცემული თანხის ნაწილით მოსარჩელემ მოახდი-ა არსებული ხელშეკრულების გაუქმება, ხოლო დარჩენილი თანხა როგორ განკარგა, გადასცა თუ არა ვი-მეს ეს ფაქტი მისთვის უცნობია. დამატებით აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების გაფორმების მომენტშივე მიიღო შეთანხმებით გათვალისწი-ებული სამი თვის სარგებელი. მოპასუხეს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოკვეთილა.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 10 აგვისტოს ნოტარიუს ნი--- სა-–--ის სანოტარო ბიუროში დი--------–-----–-ძეს (მსესხებელი) და ნი--- ჟო-------ას (გამსესხებელი) შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 3 თვის ვადით - 2016 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით მსესხებელს სესხის სახით გადაეცა 12 000 აშშ დოლარი, სესხის არის სარგებლიანი და ყოველთვიურად შეადგენს 3%-ს. მხარეთა განცხადებით სამი თვის სარგებელი წი-ასწარ გადახდილია.

 

3.2.2. სესხი უზრუნველყოფილია მსესხებლის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით მდებარე: თბილისი, წი-ა--------–---–ის #4----, ს/კოდით 01--------------------2. აქვე აღნიშნულია, რომ იპოთეკის საგანი დატვირთულია იპოთეკარი - ჟე-------------ის სასარგებლოდ, რომლის გაუქმების შესახებ შეთანხმება გაფორმდა მხარეებს შორის 2016 წლის 10 აგვისტოს და რომელსაც წარადგენენ ვალდებულების გასაუქმებლად წი-ამდებარე ხელშეკრულების წარდგენისთანავე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 17-20)

- სესხის და იპოთეკის გაუქმება (ს.ფ 112-113)

 

3.2.3. კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე 2016 წლის 14 დეკემბერს იმავე ნოტარიუსის მიერ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა 12000 აშშ დოლარი, რასაც ემატება სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 124.36 ლარი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მიექცა აღსასრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ 14-16)

 

3.2.4. ირკვევა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაწყებულია 2016 წლის 14 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით სააღსრულებო წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- წი-ადადება გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ (ს.ფ 21-23)

 

3.2.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის 3-ე პუნქტის თანახმად, გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მითითებული ნორმის დეფი-იციის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ 2016 წლის 10 აგვისტოს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადების მომენტში არ ჰქონდა ვითარების რეალურად აღქმის უნარი და გარიგება დაიდო მისი ნების საწი-ააღმდეგოდ.

 

მოსარჩელე სადავოდ მიიჩნევს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებას და მიუთითებს, რომ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდი-არე მას არ ჰქონდა უნარი სრულფასოვნად აღექვა საკუთარი ქმედების მნიშვნელობა. მტკიცებულებად მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა #100-ს, რომლის ში-აარსიდან ირკვევა, რომ დი--------–-----–-ძე აღენიშნება დაუზუსტებელი ეპილეფსია.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწი-ააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, ძილში, ჰიპნოზურ მდგომარეობაში გამოხატული ნება და ა.შ.

 

საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების გამორკვევის მიზნით, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნენ ლი-------------ძე და სო------------–-–--ლი.

 

მოწმე ლი-------------ძის ჩვენებიდან ირკვევა, რომ აქვს საბროკერო კომპანია და მისი უშუალო მონაწილეობით მოხდა მხარეთა დაკავშირება და შემდგომში სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება.

 

მოწმემ განმარტა, რომ ვიდრე შედგება მხარეთა შორის მოლაპარაკება ყოველთვის არკვევს მსესხებელთან ხომ არ არსებობს საშიშროება სესხის დაბრუნებასთან დაკავშირებით. როდესაც მივიდა მოსარჩელის ბი-აში, მასთან ერთად იმყოფებოდნენ ერთი ქალბატონო და ახალგაზრდა გოგო. ბი-აში მიმდი-არეობდა სარემონტო სამუშაოები.

 

გაირკვა, რომ ბი-ა იყო იპოთეკით დატვირთული, საიდანაც მიღებული თანხით ბი-აში უნდა ჩატარებულიყო რემონტი. მოწმის ჩვენებით, ბი-აში მყოფი ახალგაზრდა გოგო მოსარჩელის განმარტებით იყო მისი შვილობილი, რომელსაც მზრუნველობა უნდა გაეწვია მისთვის.

 

მოწმის ჩვენებით მეორე დღეს მოპასუხესთან ერთად მივიდა ბი-ის სანახავად. იმავე დღეს სანოტარო ბიუროში მოხდა მხარეთა შეხვედრა და ხელშეკრულების გაფორმება. აქვე იმყოფებოდა წი-ა იპოთეკარი, რომელსაც გადაეცა დაახლოებით 5000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა მიიღო მოსარჩელემ.

 

მოწმემ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს სანოტარო ბიუროში თან ახლდა ორი ქალბატონი. მათგან ახალგზარდა გოგოს იქვე გაუფორმა მი-დობილობა ან სესხის ხელშეკრულება (ზუსტად არ ახსოვს) და გადასცა ეს თანხა. როდესაც ჰკითხა რატომ გადასცემდა ამ თანხას მოსარჩელემ განუმარტა, რომ თანხით მათ უნდა შეეძი-ათ ბი-ის გასარემონტებლად საჭირო მასალა. ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის და არც მანამდე მოსარჩელეს არ ეტყობოდა, რომ ჰქონდა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

მოწმე სო------------–-–--ლის ჩვენებით, ნი--- ჟო-------ასთან აკავშირებს დიდი ხნის მეგობრობა. საპროკერო კომპანიასთან მოპასუხე დააკავშირა მან, ვი-აიდან ლი-------------ძე არის მისი მეგობრის დედა.

 

მოწმის განმარტებით, მოპასუხის თხოვნით მასთან ერთად იმყოფებოდა მოსარჩელის სახლში და სანოტარო ბიუროში. ბი-აზე მისვლისას დი--------–-----–-ძის გარდა, იქ იმყოფებოდნენ სხვა ქალბატონები. მხარეთა გასაუბრებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ სანოტარო წესით გაფორმდა ხელშეკრულება. იქვე იმყოფებოდა წი-ა იპოთეკარი, რომელსაც მოპასუხისგან მიღებული თანხიდან გადაეცა დაახლოებით 5000 აშშ დოლარი და გაუქმდა მის სასარგებლოდ დატვირთული იპოთეკა. მოწმემ აღნიშნა, რომ ადრე დაკავებული იყო ამ საქმიანობით და მსგავს საკითხებში კარგად ერკვევა.

 

კონკრეტული ფაქტების არსებობის ან არ არსებობის სანდოობისათვის და შემდგომ მისი დადასტურებისათვის აუცილებელია მათ შორის საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებების შეფასება. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებების შეფასების შედეგად დადასტურებულად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის შედგენილი გარიგება გამოხატავს მოსარჩელის ნამდვილ ნებას და მოსარჩელეს მოცემული დროისათვის თავისუფლად შეეძლო აღექვა მოვლენათა განვითარება. მოწმეთა ჩვენებების შედეგად ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხისგან მიიღო 12 000 აშშ დოლარი , საიდანაც თანხის ნაწილი გადაეცა ჟე-------------ს, რის შემდგომაც გაუქმდა 2015 წლის 7 აპრილს ჟე-------------ს და დი--------–-----–-ძეს შორის დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება.

 

ჟე--------------თან გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გარდა, საქმეში ასევე მოთავსებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ ნაწილობრივ განკარგა საკუთარი ქონება. წარმოდგენილი გარიგებები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ადექვატურად აღიქვამს მის მიერ გამოვლენილი ნებას და შესაბამისი ხელმოწერით ადასტურებს მათ ნამდვილობას. დასახელებული ფაქტები მეტყველებენ, რომ არ არსებობს მის ქმედუნარი---ბაში ეჭვის შეტანის საფუძველი. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულება მისი ავადმყოფობის შესახებ, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მოვლენათა რეალურად აღქმაზე.

 

სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს „ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქ/პუნქტზე რომლის თანახმად, ნოტარიუსი კანონით დადგენილ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით ადასტურებს გარიგებებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სანოტარო მოქმედებებთან დაკავშირებით ნოტარიუსი სამართლებრივ კონსულტაციას უწევს პირებს და მათი თხოვნით ადგენს დოკუმენტების პროექტებს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამართლაში მოქმედ ე.წ პრეზუმფციებზე, ანუ ვარაუდზე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ და განმარტავს, რომ გარიგების დადებაზე ნების ნოტარიუსთან გამოვლენის დროს, საწი-ააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ მოწმდება ნების გამომვლენი პირის ქმედუნარიანობა, უფლებამოსილება და ნების ნამდვილობა. ნების გამომვლენს ნოტარიუსი უმარტავს გარიგების ში-აარსს და მის თანამდევ შედეგებს.

 

განსახილველ შემთხვევაში თავად სადავო აქტში მითითებულია, რომ ხელშეკრულების გაფორმების მიზნით სანოტარო ბიუროს მიმართეს მხარეებმა, მათ გამოხატეს ერთმანეთს შორის სესხისა და მისი შესრულების უზრუნველყოფის იპოთეკის შესახებ ხელშეკრულების დადების ნება. ნოტარიუსმა დაადგი-ა მათი ქმედუნარიანობა და ადასტურებს, რომ მათ ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონია. მხარეებს იქვე განემარტათ ხელშეკრულების დადების სამართლებრივი შედეგები და მათი ნების გამოვლენის საფუძველზე შეადგი-ა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება.

 

შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ დადგენილ იქნა როგორც დი--------–-----–-ძის ნების გამოვლენის ნამდვილობა, ასევე მისი ქმედუნარიანობა.

 

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების და სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობაში განხილვის შედეგად არ დგი-დება, რომ დი--------–-----–-ძეს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას ჰქონდა ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნიდა განცდას, რომ ჯანმრთელობის გამო შეიძლებოდა ვერ გაეაზრები-ა გარიგების ში-აარსი ან ნოტარიუსის განმარტება. ამასთან, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია მოსარჩელის მხრიდან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწი-ებული თანხის მიღების ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებები (ს.ფ 17-20; 106-111)

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ 114-115)

- მოწმეთა ჩვენებები; (სხდომის ოქმი)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ დი--------–-----–-ძის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე, 327-ე მუხლები; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწი-არეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდი-არეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგი---ს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი (მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა). მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წი-აპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისი-ი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით (სუსგ №ას-53-49-2017)

 

სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში მოსარჩელე უთითებს, რომ მას თვალთმაქცური გარიგების დადების საფუძველზე დაადები-ეს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაში- გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული თვალთმაქცური გარიგება ნების ნაკლის მქონე ბათილი გარიგების ერთ-ერთი სახეა. ამ ტიპის გარიგებების ნაკლი ისაა, რომ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება მათ რეალურ განზრახვას არ შეესაბამება.

 

შესაბამისად, გარიგების თვალთმაქცურად კვალიფიკაციისთვის აუცილებელია იმ გარემოებათა არსებობის დადასტურება, რომლებიც ცალსახად მიუთითებენ ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მხარეთა მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. თვალთმაქცური გარიგების დადების დროს მხარეები აცნობიერებენ, რომ მათ მიერ დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ სხვა გარიგების დასაფარად, ამასთან მხარეებს სურთ სხვა გარიგების შესრულება. გარიგების თვალთმაქცურ ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების ში-აარსიდან გამომდი-არე იურიდიულ შედეგს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდი-არე, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს თვალთმაქცურ გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ურთიერთშეთანხმებაზე, მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე - რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწი-ეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგი-ა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობად სადავო ხელშეკრულება დაეკვალიფიცირები-ა თვალთმაქცურ გარიგებად. შესაბამისად, საქმის მასალებიდან გამომდი-არეობს, რომ მოსარჩელის ნება გაეფორმები-ა სადავო ხელშეკრულება, რომლიც მან გამოხატა ნოტარიუსის წი-აშე და დაადასტურა თავისივე ხელმოწერით. სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო გარიგება ნამდვილია და არ არსებობს ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად დადებული გარიგების ბათილობის საფუძველი.

 

მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წი-აპირობას მოიცავს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს ყველა იმ გარემოების არსებობა, რომელიც თვალთმაქცური გარიგების შემადგენლობას ქმნის, ხოლო დასკვნა იმის შესახებ ჩაითვალოს თუ არა თვალთმაქცურად გარიგება, უნდა გამოიტანოს სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე. მოწმეთა ჩვენებით ხდება არა გარიგების თვალთმაქცურობის დადასტურება ან უარყოფა, არამედ – იმ გარემოებებისა, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ შესაბამისი დასკვნა უნდა გააკეთოს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწი-ებული ფორმით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა მათი ში-აგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისი-ი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ ში-აგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვი-აიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ასევე ვერ დაადასტურა იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული თვალთმაქცური გარიგების კვალიფიკაციისათვის. განვითარებული მსჯელობის გათვალისწი-ებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების ნორმების დაცვით, მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდი-არე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკმარისი იყო იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ სადავო გარიგება არ წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია და ვი-აიდან სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც გასაჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. გამომდი-არე იქიდან, რომ რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩი-ებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ნი--- სა-–--ის მიერ 2016 წლის 14 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის N16------- საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების მოქმედება, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. დი--------–-----–-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩი-ება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ნი--- სა-–--ის მიერ 2016 წლის 14 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის N16------- საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების მოქმედება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწი-ებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წი-ააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თი-ათი- ეცადაშვილი