გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7173-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელეები:
1. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ წევრები: ზ-------------–---–ი
2. ნ--------------–---–ი
3. გ--------------ე
წარმომადგენელი - ქ--------------–---–ი
4. ი------------------ე
მოპასუხეები:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ნ---------------–---–ი
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
წარმომადგენელი - გ--------------------ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის №------ დადგენილება;
1.2 ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მერის მოადგილის 2015 წლის 09 ოქტომბრის №--- ბრძანება.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
2.2. მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ მიმართ, 2014 წლის 8 ოქტომბერს შედგენილი იქნა მითითება №------, რომლის თანახმად ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ მიერ განხორციელდა მშენებარე ობიექტის (მდებარე - ქ. თბილისი, შ-------ას ქუჩა N--) დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება. კერძოდ, საძირკველი და ქვაბული დაცული უნდა ყოფილიყო ფერდების ჩამოქცევის, ასევე ატმოსფერული ნალექებისა და წყლის დაგროვებისაგან, არ იყო მოწყობილი საინფორმაციო დაფა, არ იყო უზრუნველყოფილი სამშენებლო მოედანზე უცხო პირთა შეუღწევლობა (უსაფრთხოების ღობე, ჩაკეტილი ჭიშკარი) და სხვა. შესაბამისად, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–-----------------–--ს“ დაევალა ობიექტის კონსერვაცია ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 90-ე მუხლის შესაბამისად და შესაბამისი კონსერვაციის აქტის წარმოდგენა. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–-----------------–--ს“ დარღვევის გამოსწორების მიზნით განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა.
ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 8 ოქტომბრის N------ მითითება პირდაპირი წესით ვერ ჩაბარდა ადრესატს, რადგან ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ თავმჯდომარემ ადგილზე არ წარმოადგინა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 8 ოქტომბრის N------ მითითება განთავსდა ობიექტის დროებით შემომფარგვლელ ღობეზე 2014 წლის 13 ოქტომბერს.
ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მერიას და მოითხოვა ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 8 ოქტომბრის N------ მითითების გაუქმება, ვინაიდან მითითება არ ასახავდა მშენებარე ობიექტზე არსებულ რეალობას.
ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 13 ნოემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №------ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ მიმართ, რომლის თანახმად, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ მიერ არ იქნა შესრულებული 2014 წლის 8 ოქტომბრის №------ მითითების პირობები.
ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 13 ნოემბრის №------ შემოწმების აქტი პირდაპირი წესით ვერ ჩაბარდა ადრესატს, რადგან ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ თავმჯდომარემ ადგილზე ვერ წარმოადგინა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 13 ნოემბრის №------ შემოწმების აქტი განთავსდა ობიექტის ღობეზე 2014 წლის 13 ნოემბერს.
ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 13 ნოემბრის №------ შემოწმების აქტის გაუქმება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 28 ნოემბრის N------- წერილით, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ წარმომადგენელს - ქ--------------–---–ს 2014 წლის 31 ოქტომბრის საჩივართან დაკავშირებით ეცნობა, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 8 ოქტომბრის N------ მითითება წარმოადგენდა შუალედურ აქტს, რომელიც გამოიცემა ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით და წარმოადგენს დადგენილების მიღების სამართლებრივ საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო მითითება არ განიხილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებად და არ ექვემდებარება დადგენილებისაგან დამოუკიდებლად გასაჩივრებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა 2014 წლის 31 ოქტომბრის საჩივარი, რადგან მისი კანონიერების საკითხის შესწავლა ვერ გახდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობის საგანი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 16 დეკემბერს მიღებულ იქნა №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ და საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“, საქართველოს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის, 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ა“ პუნქტის, 25-ე მუხლის მე-18 ნაწილის, 25-ე მუხლის 21-ე ნაწილის, 25-ე მუხლის 22-ე ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 50-ე მუხლის ,,ა“ პუნქტის საფუძველზე, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ი“ დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, შ-------ას ქუჩა N---ში მრავალფუნქციური შენობის მშენებლობის დადგენილი წესების დარღვევით მიტოვებისათვის; ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ს“ დაევალა ქ. თბილისში, შ-------ას ქუჩა N---ში მდებარე ობიექტზე, სამსახურის N------ 08.10.2014 წლის მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის №------ დადგენილება პირდაპირი წესით ვერ ჩაბარდა ადრესატს, რადგან ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ადგილზე არ იმყოფებოდა. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის №------ დადგენილება განთავსდა ობიექტის სამშენებლო ღობეზე 2014 წლის 18 დეკემბერს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 19 დეკემბრის N------- წერილით, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ წარმომადგენელს - ქ--------------–---–ს 2014 წლის 28 ნოემბერს წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით ეცნობა, რომ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 13 ნოემბრის №------ შემოწმების აქტი შედგენილია ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით და წარმოადგენს დადგენილების მიღების სამართლებრივ საფუძველს. შემოწმების აქტი არ განიხილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებად და არ ექვემდებარება დადგენილებისაგან დამოუკიდებლად გასაჩივრებას. ამასთან, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება - დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა 2014 წლის 28 ნოემბრის საჩივარი, რადგან მისი კანონიერების საკითხის შესწავლა ვერ გახდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობის საგანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 8 ოქტომბრის N------ მითითება (ტ. I, ს.ფ. 229-230);
- 2014 წლის 13 ოქტომბრის ოქმი ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ და ფოტომოსალა (ტ. I, ს.ფ. 231-233);
- ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ წარმომადგენლის საჩივარი (ტ. I, ს.ფ. 275);
- ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 13 ნოემბრის №------ შემოწმების აქტი (ტ. I, ს.ფ. 234-235);
- 2014 წლის 13 ნოემბრის ოქმი ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ და ფოტომოსალა (ტ.I, ს.ფ. 236-238);
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 28 ნოემბრის N------- წერილი (ტ.I, ს.ფ. 292-293);
- ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ წარმომადგენლის საჩივარი (ტ.I, ს.ფ. 279-280);
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის №------ დადგენილება (ტ.I, ს.ფ. 226-228);
- 2014 წლის 18 დეკემბრის ოქმი ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ (ტ.I, ს.ფ. 239);
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 19 დეკემბრის N------- წერილი (ტ.I ს.ფ. 270-271).
3.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის №------ დადგენილების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 22 ივნისს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ისათვის“ დაკისრებული ჯარიმის გადახდევინების ნაწილში დადგენილების აღსრულების მიზნით, ხოლო 2015 წლის 22 ივნისს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ მიერ ქ. თბილისში, შ-------ას ქუჩა N---ში მდებარე ობიექტზე, სამსახურის 2014 წლის 8 ოქტომბრის N------ მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვასთან დაკავშირებით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 3 ივლისის A------------ შეტყობინებით, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ს“ ეცნობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 22 ივნისის N-------------- სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე შესასრულებელი ვალდებულების ნებაყოფლობით 7 დღის ვადაში შესრულების შესაძლებლობის შესახებ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 6 ივლისის A---------------- შეტყობინებით, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ს“ ეცნობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე (ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ მიერ ქ. თბილისში, შ-------ას ქუჩა N---ში მდებარე ობიექტზე, სამსახურის 2014 წლის 8 ოქტომბრის N------ მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვასთან დაკავშირებით) შესასრულებელი ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესაძლებლობის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 22 ივნისის N-------------- სააღსრულებო ფურცელი (ტ.I, ს.ფ. 320-321);
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 22 ივნისის N-------------- სააღსრულებო ფურცელი (ტ.I, ს.ფ. 322-323);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 3 ივლისის A------------ შეტყობინება (ტ.I, ს.ფ.256-260);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 6 ივლისის A---------------- შეტყობინება (ტ.I ს.ფ. 262-264).
3.4. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 13 ნოემბრის №------ შემოწმების აქტის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის №------ დადგენილების გაუქმება.
ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ წარმომადგენელის საჩივარი ,------------------- ჩაბარდა 2015 წლის 21 ივლისს, ხოლო 2015 წლის 24 ივლისს გზავნილი (საჩივარი) ჩაბარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას.
ქალაქ თბილისის მერის მოადგილის 2015 წლის 09 ოქტომბრის №--- ბრძანებით, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ წარმომადგენელის - ქ--------------–---–ის 2015 წლის 24 ივლისის N------------- ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველად დარჩა, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისათვის დადგენილი 15 დღიანი ვადის დარღვევით გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ წარმომადგენლის საჩივარი (ტ.I, ს.ფ. 250-252);
- შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ (ტ.I, ს.ფ. 240);
- ქალაქ თბილისის მერის მოადგილის 2015 წლის 09 ოქტომბრის №--- ბრძანება (ტ.I, ს.ფ. 222-225).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ წევრების: ზ-------------–---–ის, ნ--------------–---–ის, ი------------------ის და გ--------------ის მიერ აღძრული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება; საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის ან წყვეტს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტად მიიჩნევა ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამისილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის №------ დადგენილება და ქალაქ თბილისის მერის მოადგილის 2015 წლის 09 ოქტომბრის №--- ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.4. სასამართლო მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, მითითებული აქტი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
დადგენილების მე-3 მუხლის მე-60 პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამუშაო წარმოადგენს მოქმედებათა ერთობლიობას, რომელიც ხორციელდება სამშენებლო მოედნის მომზადების, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, დემონტაჟის, კონსერვაციის ან/და შეკეთების დროს.
ამავე დადგენილების მე-20 მუხლით განსაზღვრულია დამკვეთის უფლება-მოვალეობები. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების შეჩერებისას მოახდინოს მშენებარე ობიექტის კონსერვაცია ამ დადგენილების 90-ე მუხლის შესაბამისად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების XX თავში რეგლამენტირებულია მშენებლობის კონსერვაციის წესი და პირობები.
დადგენილების 90-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამკვეთის მიერ მშენებლობის პროცესის 6 თვეზე მეტ ხანს შეჩერების შემთხვევაში უნდა მოხდეს მშენებარე ობიექტის კონსერვაცია, რის შესახებაც უნდა ეცნობოს მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონსერვაცია გულისხმობს ობიექტის მდგრადობის, უსაფრთხოებისა და სანიტარიული ნორმების დაცვას, მისი კონსტრუქციული ელემენტების დაუზიანებლად შენარჩუნებას, რაც უზრუნველყოფს სამშენებლო ღონისძიებათა შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობას, ამასთან, მოსაზღვრე შენობებისა და ტერიტორიების უსაფრთხოებას. მე-3 პუნქტის თანახმად, მშენებარე ობიექტის კონსერვაციის პროცესი მოიცავს: ა) სანებართვო პირობებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების შეჩერებას; ბ) კონსერვაციის პირობების განსაზღვრას და კონსერვაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას; გ) დამკვეთის მიერ ობიექტის პერიოდულ დათვალიერებას უსაფრთხოების მიზნით.
დადგენილების 90-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ობიექტის კონსერვაცია ისე უნდა განხორციელდეს, რომ არ მოხდეს მისი ფიზიკური ცვეთა, კერძოდ: ა) ობიექტიდან გატანილი უნდა იქნეს ნაგავი და სამშენებლო ნარჩენები; ბ) ობიექტი უნდა მოწესრიგდეს ისე, რომ არ მოხდეს ლითონის კონსტრუქციების, ნაკეთობებისა და ელემენტების კოროზია; რკინა-ბეტონის კვანძები ბეტონით უნდა დაიფაროს; გ) საძირკველი და ქვაბული დაცული უნდა იქნეს ფერდების ჩამოქცევის, ასევე ატმოსფერული ნალექებისა და წყლის დაგროვებისაგან; დ) ობიექტსა და სამშენებლო მოედანზე დაცული უნდა იქნეს უსაფრთხოების მოთხოვნები; ე) ყოველგვარი მასალა (ფიცრები, ყალიბები, ცემენტი, გაჯი და სხვ.) ისე უნდა დასაწყობდეს, რომ არ მოხდეს მათი ჩამოვარდნა, ჩამოცვენა, გაფრქვევა, მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურება ან დაზიანება, არ მოჰყვეს სხვა გაუთვალისწინებელი შედეგები; ვ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამშენებლო მოედანზე უცხო პირთა შეუღწევლობა (უსაფრთხოების ღობე, ჩაკეტილი ჭიშკარი); ზ) მშენებარე ობიექტი არ უნდა იქნეს გამოყენებული საწყობად, სათავსად, დროებით საცხოვრებლად, სხვა დანიშნულებით; თ) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამშენებლო მოედანზე დაშვებულ პირთა უსაფრთხოება; ი) ამწე-მექანიზმები მოყვანილი უნდა იქნეს ისეთ მდგომარეობაში, რაც უზრუნველყოფს უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებას ნებისმიერი ამინდის პირობებში; კ) საინფორმაციო დაფაზე გაკეთდეს თვალსაჩინო აღნიშვნა ობიექტის კონსერვაციის შესახებ; ლ) ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ ადგილებსა და შემთხვევებში ობიექტი უნდა შეიფუთოს დამცავი ბადით. ცვეთის შესაბამისად, პერიოდულად, უნდა მოხდეს დამცავი ბადის განახლება-გამოცვლა, ასევე – უსაფრთხოების ღობის განახლება-გადაღებვა; მ) ნებართვის მფლობელმა/დამკვეთმა რეგულარულად, დადგენილი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად საჭირო პერიოდულობით უნდა შეამოწმოს დაკონსერვებული ობიექტი.
დადგენილების 90-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დამკვეთის მიერ მშენებარე ობიექტის კონსერვაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსადმი შეტყობინებაში უნდა განისაზღვროს მშენებარე ობიექტის კონსერვაციისათვის მოთხოვნილი ვადა და შესაბამისი სამშენებლო რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვით განსაზღვრული ობიექტის კონსერვაციის პირობები. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის კონსერვაციის რეჟიმში გადაყვანისას დგება კონსერვაციის აქტი, რომელსაც ხელს აწერს ნებართვის მფლობელი/დამკვეთი და კონკრეტული ობიექტისათვის სახელმწიფო ზედამხედველობის პასუხისმგებელი პირ(ებ)ი. მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში კონსერვაციის ოქმი დგება დამკვეთის მიერ, რომელიც ძალაშია მისი არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოში წარდგენისთანავე.
სასამართლო მითითებული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე განმარტავს, რომ 6 თვეზე მეტი ხნით სანებართვო პირობებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების შეჩერების პირობებში, დამკვეთი ვალდებულია მოახდინოს მშენებარე ობიექტის კონსერვაცია, რომლის მიზანია სამშენებლო ღონისძიებათა შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობისათვის ობიექტის მდგრადობის, უსაფრთხოებისა და სანიტარიული ნორმების დაცვა, მისი კონსტრუქციული ელემენტების დაუზიანებლად შენარჩუნება. ამასთან, ობიექტის კონსერვაცია უზრუნველყოფს მოსაზღვრე შენობებისა და ტერიტორიების უსაფრთხოებას. დამკვეთი ვალდებულია ამ პროცესის დაწყების თაობაზე აცნობოს სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს, განსაზღვროს მშენებარე ობიექტის კონსერვაციის პირობები, ვადა და აწარმოოს კონსერვაციის აქტი ორგანოში წარსადგენად.
6.3. სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსზე, რომლის მე-4 თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის.
კოდექსის 14.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
ამავე კანონის 15-ე მუხლის ,,ი’’ პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენდა და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნებოდა სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება.
,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
სასამართლო ხსენებული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია კონკრეტული სამართალურთიერთობა მოაწესრიგოს იმ სამართლებრივი ფორმის გამოყენების გზით, რომელიც მისივე აზრით უფრო ეფექტურია. ადმინისტრაციულ ორგანოს მხრიდან საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის ვალდებულების დაწესება კი პირს შესაძლებლობას აძლევს, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება საბოლოოდ განაპირობებს საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების როგორც კანონიერებასა და დასაბუთებულობას, ასევე მის მიზანშეწონილობას.
საქმის მასალების თანახმად, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ მიმართ, 2014 წლის 8 ოქტომბერს შედგენილი იქნა მითითება №------, რომლის თანახმად ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ მიერ განხორციელდა მშენებარე ობიექტის (მდებარე - ქ. თბილისი, შ-------ას ქუჩა N--) დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება. კერძოდ, საძირკველი და ქვაბული დაცული უნდა ყოფილიყო ფერდების ჩამოქცევის, ასევე ატმოსფერული ნალექებისა და წყლის დაგროვებისაგან. არ იყო მოწყობილი საინფორმაციო დაფა, არ იყო უზრუნველყოფილი სამშენებლო მოედანზე უცხო პირთა შეუღწევლობა (უსაფრთხოების ღობე, ჩაკეტილი ჭიშკარი) და სხვა. შესაბამისად, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–-----------------–--ს“ დაევალა ობიექტის კონსერვაცია ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 90-ე მუხლის შესაბამისად და შესაბამისი კონსერვაციის აქტის წარმოდგენა. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–-----------------–--ს“ დარღვევის გამოსწორების მიზნით განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 13 ნოემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №------ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ მიმართ, რომლის თანახმად ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ მიერ არ იქნა შესრულებული 2014 წლის 8 ოქტომბრის №------ მითითების პირობები.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 50-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარით.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 16 დეკემბერს მიღებულ იქნა №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ი“ დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, შ-------ას ქუჩა N---ში მრავალფუნქციური შენობის მშენებლობის დადგენილი წესების დარღვევით მიტოვებისათვის; ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ს“ დაევალა ქ. თბილისში, შ-------ას ქუჩა N---ში მდებარე ობიექტზე, სამსახურის N------ 08.10.2014 წლის მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვა.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.1 მუხლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი ქმედებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემას.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, ერთჯერადად, ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ წარმომადგენლის - ქ--------------–---–ის მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 9 ოქტომბრის №--- ბრძანებით, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ წარმომადგენლის - ქ--------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად.
მოსარჩელე მხარის ერთი-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სწორედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოადგილის 2015 წლის 9 ოქტომბრის №--- ბრძანების ბათილად ცნობა. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ირკვევა, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ წარმომადგენლის ქ--------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ გასული იყო სადავო დადგენილების (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის №------ დადგენილება) გასაჩივრების 15 დღიანი ვადა.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ 25-ე მუხლის 22 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში. ამასთანავე, გასაჩივრება არ აჩერებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილება №------ მიღებული იქნა 2014 წლის 16 დეკემბერს, ხოლო საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 18 დეკემბრის ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ ოქმით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის №------ დადგენილების პირდაპირი წესით ჩაბარება ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ისათვის“ ვერ მოხერხდა, რის გამოც დადგენილება განთავსდა ობიექტის სამშენებლო ღობეზე. გასაჩივრებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 9 ოქტომბრისს №--- ბრძანებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ წარმომადგენლის ქ--------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ სადავო დადგენილება ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ს“ ჩაბარდა დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის სამშენებლო ღობეზე განთავსების გზით 2014 წლის 18 დეკემბერს, ადმინისტრაციული საჩივარი კი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოტანილია 2015 წლის 24 ივლისს, გზავნილი (საჩივარი) ,------------------- ჩაბარდა 2015 წლის 21 ივლისს, შესაბამისად, გასულია გასაჩივრების 15 დღიანი ვადა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმების საფუძველზე, სწორედ მოპასუხე მხარეები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია არიან ვალდებულნი დაამტკიცონ, რომ ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მათი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტები ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მათ მართლზომიერებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ წარმომადგენლის ქ--------------–---–ის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული საქმისათვის განმსაზღვრელი არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ:
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-19 ნაწილის თანახმად, თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით) ვერ ხერხდება, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებითი განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე. ამავე მუხლის მე-20 ნაწილით დადგენილია, რომ ამ მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული თვალსაჩინო ადგილების არარსებობისას თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება მშენებლობის ობიექტის ფასადი, ხოლო თუ მშენებარე ობიექტი მრავალბინიანი სახლია-ბინის მთავარი შესასვლელი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-19 ნაწილი არეგულირებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში შექმნილი მთელი რიგი წერილობითი დოკუმენტების ადრესატისათვის გადაცემის საკითხებს და ადგენს, რომ წერილობითი დოკუმენტი (მათ შორის დადგენილება) ადრესატს უნდა გაეცნოს ამ დადგენილების მისთვის პირადად ჩაბარების გზით, ხოლო ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წერილობითი დოკუმენტის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება/გამოკვრა უტოლდება ამ წერილობითი დოკუმენტის ადრესატისათვის გაცნობის იურიდიულ ფაქტს. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნული ნორმით დაკისრებული ვალდებულებები/მოქმედებები უნდა შეასრულოს სწორედ იმ თანმიმდევრულობით, როგორი თანმიმდევრულობითაც არის ეს წესები ასახული ნორმაში, კერძოდ, წერილობითი დოკუმენტის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება/გამოკვრა არის როგორც საგამონაკლისო ნორმა და აღნიშნული მხოლოდ იმ შემთხვევაში არის დასაშვები, თუკი ადმინისტრაციული ორგანოს მცდელობა, გააცნოს დადგენილება ადრესატს ამ დადგენილების მისთვის პირადად გადაცემის გზით აღმოჩნდება უშედეგო. საკითხი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ადრესატისათვის დადგენილების გაცნობა ამ დოკუმენტის მისთვის პირადად ჩაბარების გზით, მოწესრიგებულია როგორც საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’, ასევე, თავის მხრივ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის, გამოქვეყნების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიუღებლობის შემთხვევაში პირს უფლება აქვს მისი ასლი მიიღოს ადმინისტრაციულ ორგანოში. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცემისათვის რაიმე გადასახდელი არ გადაიხდევინება.
საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 18 დეკემბრის ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ ოქმით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის №------ დადგენილება პირდაპირი წესით ვერ ჩაბარდა ადრესატს, რადგან ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ადგილზე არ იმყოფებოდა. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის №------ დადგენილება განთავსდა ობიექტის სამშენებლო ღობეზე 2014 წლის 18 დეკემბერს. სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტული დროის მონაკვეთში უფლებამოსილი პირის ადგილზე არყოფნა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს იმ გარემოებად, რომ დოკუმენტის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება. სასამართლოს მოსაზრებით, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გამოეყენებინა სხვა გზა, მაგ: გაეგზავნა დოკუმენტი ადრესატისათვის მითითებულ მისამართზე (საჭიროების შემთხვევაში განმეორებით), ესარგებლა ალტერნატიული მისამართით და ა.შ, ხოლო საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-19 ნაწილით განსაზღვრული წესი - დადგენილების თვალსაჩინო ადგილზე განთავსება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა ადმინისტრაციულ ორგანოს, როდესაც დადგენილების გაცნობა ადრესატისათვის სხვაგვარად ვერ მოხერხდებოდა.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებების შედეგად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის №------ დადგენილების ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ისათვის“ 2014 წლის 18 დეკემბერს ჩაბარების თაობაზე და დასკვნის სახით მიუთითებს, რომ მოცემულ სადავო შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის მოთხოვნები, არ დაიცვა საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 25-ე მუხლის მე-19 ნაწილის დანაწესი, არ ამოწურა დადგენილების ადრესატისათვის პირადად გადაცემის ყველა შესაძლებლობა, ხერხი და გზა. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური არ იყო უფლებამოსილი, რომ სადავო დადგენილება განეთავსებინა ობიექტის სამშენებლო ღობეზე. აღნიშნულის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ იყო უფლებამოსილი, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ წარმომადგენლის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის №------ დადგენილების ობიექტის სამშენებლო ღობეზე განთავსება 2014 წლის 18 დეკემბერს ჩაეთვალა ამ დადგენილების ადრესატისათვის გაცნობის იურიდიულ ფაქტად და გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 15 დღიანი ვადის დარღვევად, მითუფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება გააჩნია მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ წევრების: ზ-------------–---–ის, ნ--------------–---–ის, ი------------------ის და გ--------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 09 ოქტომბრის №--- ბრძანება ,,ო-–------------------–--ის“ წარმომადგენლის - ქ--------------–---–ის 2015 წლის 24 ივლისის N------------- ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს ,,ო-–------------------–--ის“ წარმომადგენლის ქ--------------–---–ის 2015 წლის 24 ივლისის N------------- ადმინისტრაციული საჩივრის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის N------ დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე) არსებითად განხილვის შედეგად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
6.6. ამასთან, რაც შეეხება ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ წევრების: ზ-------------–---–ის, ნ--------------–---–ის, ი------------------ის და გ--------------ის სარჩელს, რომლითაც ისინი ითხოვენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის №------ დადგენილების ბათილად ცნობას, სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ერთჯერადად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში აღნიშნულ დადგენილებაზე არსებითად არ უმსჯელია, არამედ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ წარმომადგენლის - ქ--------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი დატოვა განუხილველი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საქმეზე გამოსაკვლევი და შესაფასებელია რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთაც განმსაზღვრელი მნიშვნელობა გააჩნია ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე საკითხის არსებითად მსჯელობისათვის, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის №------ დადგენილება გამოცემული არის თუ არა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის’’ საქართველოს კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ წევრების: ზ-------------–---–ის, ნ--------------–---–ის, ი------------------ის და გ--------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით; გადახდის თარიღი - 2015 წლის 14 დეკემბერი; საგადახდო დავალება №-; გადამხდელი - ნ--------------–---–ი; გადამხდელის ბანკი - ს---------------–----------; გადამხდელის ანგარიში - G---------------------; ბანკის კოდი - B-------; მიმღები ბანკის კოდი - T-------; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 3--------.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე - ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ წევრების: ზ-------------–---–ის, ნ--------------–---–ის, ი------------------ის და გ--------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარი, ხოლო 50 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ამასთან, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი მოსარჩელე - ,,ო-–------------------–--ის“ წევრებს: ზ-------------–---–ს, ნ--------------–---–ს, ი------------------ეს და გ--------------ეს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ წევრების: ზ-------------–---–ის, ნ--------------–---–ის, ი------------------ის და გ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 09 ოქტომბრის №--- ბრძანება ,,ო-–------------------–--ის“ წარმომადგენლის - ქ--------------–---–ის 2015 წლის 24 ივლისის N------------- ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე;
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ,,ო-–------------------–--ის“ წარმომადგენლის - ქ--------------–---–ის 2015 წლის 24 ივლისის N------------- ადმინისტრაციული საჩივრის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის N------ დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე) არსებითად განხილვის შედეგად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
4. დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 16 დეკემბრის N------ დადგენილების ბათილად ცნობა) ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ წევრების: ზ-------------–---–ის, ნ--------------–---–ის, ი------------------ის და გ--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე - ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ წევრების: ზ-------------–---–ის, ნ--------------–---–ის, ი------------------ის და გ--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 (ორმოცდაათი) ლარი;
6. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-–------------------–--ის“ წევრების: ზ-------------–---–ის, ნ--------------–---–ის, ი------------------ის და გ--------------ის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
7. სარჩელზე 2015 წლის 14 დეკემბერს №- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (გადახდილია 150 ლარი; გადამხდელი ნ--------------–---–ი; გადამხდელის ბანკი ს---------------–----------; გადამხდელის ანგარიში G---------------------; ბანკის კოდი B-------; მიმღები ბანკის კოდი T-------; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 3--------) 50 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი მოსარჩელე - ,,ო-–------------------–--ის“ წევრებს: ზ-------------–---–ს, ნ--------------–---–ს, ი------------------ეს და გ--------------ეს დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე