გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/898-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
05 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - რა–-------------ი
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - რ---------------–------
მესამე პირი - სსიპ საქართველოს შ------------
წარმომადგენელი - ბ--------–---ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი რა–-------------ის სახელზე გაცემული SH----------- (სარეგისტრაციო №0-----) დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 23 ი------- №MES 4------------ გადაწყვეტილება.
1.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს რა–-------------ის სასარგებლოდ გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის SH----------- (სარეგისტრაციო №0-----) დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
2. მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ის უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ფორმალური და მატერიალური კანონიერება, იგი გამოცემულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. მან მიუთითა, რომ მოპასუხემ აქტის გამოცემისას იხელმძღვანელა ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონით, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ'' საქართველოს კანონითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის’’ შესაბამისად.
2.2. მესამე პირის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას, განმარტა, რომ სარჩელი საფუძვლიანია და შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. რა–-------------მა 2018 წლის 24 დ--------- №1------ განცხადებით მიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა მის სახელზე, საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის - საქართველოს შ----------------------------------------- მიერ 2--- წელს გაცემული უმაღლესი განათლების SH----------- (სარეგისტრაციო №0-----) დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-2018 წლის 24 დ--------- განცხადება დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე (ს.ფ. 152-153);
-დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 23 ი------- №MES 4------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 15-19);
3.1.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2018 წლის 2- დ--------- MES 0------------ წერილით მიმართა საქართველოს შ------------------------------------------ დანართის სახით წარუდგინა საქართველოს შ----------------------------------------- მიერ რა–-------------ის სახელზე გაცემული დიპლომის ასლი და სთხოვა, რომ კორესპონდენციის მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, მიეწოდებინა ინფორმაცია დიპლომის მფლობელის სწავლის (საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან მისი დასრულების ჩათვლით) პერიოდის და მის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ დიპლომის მფლობელს საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ გაუვლია აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აკადემიას ეთხოვა ინფორმაციაში მიეთითებინა როდის და რომელი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოვიდა იგი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 2- დ--------- MES 0------------ წერილი (ს.ფ. 165)
3.1.3. სსიპ საქართველოს შ------------- რექტორმა 2018 წლის 2- დ--------- MES 0------------ წერილის პასუხად, 2018 წლის 28 დ--------- MIA 8------------ წერილით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და აცნობა, რომ რა–-------------მა 2--- წელს ნამდვილად დაამთავრა საქართველოს შ------------, მიენიჭა ს---------–-–----------- დიპლომირებული სპეციალისტის ხარისხი და მასზე გაიცა დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი SH----------- (სარეგისტრაციო №0-----).
ამავე წერილით დასტურდება, რომ რა–------------------------ი საქართველოს შ------------- 2003 წლის 2- ი--–---- N-- ბრძანების შესაბამისად, ჩარიცხული იქნა საქართველოს შ------------ში ს---------–-–----------- სპეციალობის დასწრებულ სწავლებაზე. 200- წლის 08 ი--–---- N--- ბრძანებით იგი გადაყვანილ იქნა მე-2 კურსზე, 2--- წლის 05 თ-------–-ს N- ბრძანებით მე-3 კურსზე, ხოლო 2--- წლის 21 ი--–---- N1-- ბრძანებით მე-4 კურსზე.
სწავლება საქართველოს შ------------- რექტორის 200- წლის 1-------------- N2-- ბრძანების შესაბამისად წარიმართა შეზღუდული პროგრამით.
საქართველოს შ------------- 2--- წლის 19 დ--------- N205 და 2--- წლის 22 მაისის N--- ბრძანების შესაბამისად, რა–------------------------ი დაშვებული იქნა სახელმწიფო-საკვალიფიკაციო გამოცდაზე. 2--- წლის 12 ივნისის N-0 ბრძანებით კი მას, როგორც 2--- წლის დ--------- თვის კურსდამთავრებულს მიენიჭა ს---------–-–----------- დიპლომირებული სპეციალისტის ხარისხი და იურისტის კვალიფიკაცია.
ამასთან, მოპასუხეს ეცნობა, რომ საქართველოს შ------------ში საგანმანათლებლო პროგრამა (დასწრებული სწავლება) მოიცავდა 4 (ოთხი) წელს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ საქართველოს შ------------- რექტორის 2018 წლის 28 დ--------- MIA 8------------ წერილი (ს.ფ. 168);
3.1.4. საქართველოს პრეზიდენტის 2--- წლის 06 ნ--------- №--- ბრძანებულებით დამტკიცებული წესდების მიხედვით, ს----------–----–-------------------------------------------------–----- საქართველოს შ------------------------------ სტრუქტურაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად - უმაღლესი სპეციალური საგანმანათლებლო - სამეცნიერო დაწესებულებად. აკადემია ჩაითვალა ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ,,სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 23 ი------- №MES 4------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 15-19);
3.1.5. 2003 წლის 31 დ--------- შინაგან საქმეთა მინისტრის №4-- ბრძანებით შეიქმნა შ------------------------------ სისტემის რეფორმების ჯგუფი. 200- წლიდან დაიწყო რეფორმები ს----------–----–-----------------------------–-. შ------------ში მიმდინარე რეფორმების შედეგად დაიგეგმა აკადემიისთვის სტატუსის შეცვლა, კერძოდ, იგი აღარ იქნებოდა უმაღლესი სასწავლებელი, მისი ფუნქცია იქნებოდა მხოლოდ პოლიციელთა პროფესიული სწავლება. რაც შეეხება დარჩენილ კონტინგენტს, რომელიც სწავლებას გადიოდა ს---------–-–----------- პროგრამით, აღინიშნა, რომ მათზე გაიცემოდა დადგენილი ფორმის დიპლომის დანართი. აკადემიაში დაიწყო შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები და აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო სპეციალობებზე უკვე მიღებული სტუდენტები გადაყვანილ იქნენ სწავლების განსხვავებულ ფორმაზე.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-,,საქართველოს შ------------------------------ სისტემის რეფორმების ჯგუფის შექმნის შესახებ” შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 31 დ--------- №4-- ბრძანება (ს.ფ. 188-189);
-საქართველოს შ----------------------------------------- 09.02.2--- წლის №4------- წერილი (ს.ფ. 193);
-საქართველოს შ------------- კურსანტთა და მსმენელთა სწავლების განსხვავებულ ფორმაზე გადაყვანასთან დაკავშირებით” შ----------------------------------------- რექტორის 200- წლის 1-------------- №2-- ბრძანება (ს.ფ. 197-198);
3.1.6. 200- წლიდან სსიპ საქართველოს შ------------მ მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით შეწყვიტა საგანმანათლებლო სპეციალობებზე სტუდენტთა მიღება. რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა შსს აკადემიის ასპირანტურა და დოქტორანტურა. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2- მაისის ბრძანებულებით ცვლილება შევიდა საქართველოს პრეზიდენტის 2--- წლის 06 ნ--------- №--- ბრძანებულებაში ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შ----------------------------------------- შექმნის შესახებ”. ცვლილებების თანახმად, საქართველოს ში--------------------------------------- გახდა საქართველოს შ------------------------------ სტრუქტურაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ს--–---–-------------------–--------------–---–------–-------–---.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს შ----------------------------------------- რექტორის 200- წლის №--------, №--------, №--------- წერილები (ს.ფ. 190-192);
-საქართველოს შ----------------------------------------- რექტორის 2--- წლის 27 ი------- №-------- წერილი (ს.ფ. 196);
-საქართველოს შ----------------------------------------- 2--- წლის 10 თ-------–-ს №-------- და №-------- წერილები (ს.ფ. 194-195);
-მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.7. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2018 წლის 24 დ--------- შესული N1------ განცხადების პასუხად რა–-------------ს 2019 წლის 23 ი------- №MES 4------------ გადაწყვეტილებით უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. გადაწყვეტილებაში ცენტრმა მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2--- წლის 06 ნ--------- №--- ბრძანებულებით ს----------–----–-------------------------------------------------–----- საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და დამტკიცდა მისი წესდება. წესდების თანხმად საქართველოს შ------------------------------ აკადემია, წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინიტროს სტრუქტურაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - უმაღლეს სპეციალურ საგანმანათლებლო - სამეცნიერო დაწესებულებას. „სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აკადემია ჩაითვალა ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად. ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11-ე პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, მათ შორის სსიპ-საქართველოს შ----------------------------------------- მიერ, 2----2--- სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (განსახილველ პერიოდში მოქმედი რედაქცია) 63-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. საქართველოს ში---------------------------------------ს არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსათვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად. ამავე დროს იგი არ წარმოადგენდა ზემოხსენებული ნორმის შესაბამისად, ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. შესაბამისად, არ არსებობს 2----2--- სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხემ მიიჩნია, რომ სსიპ საქართველოს ში---------------------------------------ში 2----2--- სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის 2--- წლის ჩათვლით რა–-------------ის სწავლის პერიოდი და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის SH----------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის, ნამდვილობის დადასტურების წესის მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტის, მე-7 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და მე-8 პუნქტის საფუძველზე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა უარი თქვა რა–-------------ის SH----------- (სარეგისტრაციო №0-----) დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 23 ი------- №MES 4------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 15-19).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რა–-------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის პირველი დამატებითი ოქმი; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ, სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და იგი შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის - რა–-------------ის უფლებებსა და მოვალეობებს. შესაბამისად, დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 23 ი------- №MES 4------------ გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესთან“, ასევე, - სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის’’ პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი'' არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების და ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების პირობებსა და პროცედურებს.
მითითებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან - საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან თანამშრომლობით. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ, ცენტრს ჰქონდა სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის როგორც საგნობრივი, ასევე ტერიტორიული უფლებამოსილება. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტები, მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის’’ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი.
მოცემული მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უზუსტობა საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაციის ფორმულირებაში, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ იწვევს სწავლის შედეგისა და მინიჭებულ კვალიფიკაციის შეუსაბამობას, ცენტრი ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე.
ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.
6.3. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის შეიძლება ეთქვას უარი განათლების უფლებაზე. ნებისმიერი ფუნქციის განხორციელებისას, რომელსაც სახელმწიფო კისრულობს განათლებასა და სწავლებასთან დაკავშირებით, ის პატივს სცემს მშობელთა უფლებას, უზრუნველყონ თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის შესაბამის განათლება და სწავლება.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების უფლებას. განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრულ განვითარებას და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. განათლებამ ყველას უნდა მისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უნდა უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობას მშვიდობის შენარჩუნებისათვის. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება განმარტებული იყოს ისე, რომ დაკნინდეს ცალკეულ პირთა და დაწესებულებათა თავისუფლება შექმნან სასწავლებლები და უხელმძღვანელონ მათ იმ უცვლელი პირობით, რომ დაიცავენ ამ მუხლის 1 პუნქტში ჩამოყალიბებულ პრინციპებს და მოთხოვნას, რომ ასეთ სასწავლებლებში მიღებული განათლება შეესაბამებოდეს მოთხოვნების იმ მინიმუმს, რომელიც შეიძლება დააწესოს სახელმწიფომ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებულია განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს, ყოველი პირისათვის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას. აგრეთვე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ პუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ რა–-------------მა 2--- წელს ნამდვილად დაამთავრა საქართველოს შ------------, მიენიჭა ს---------–-–----------- დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი და მასზე გაიცა დიპლომი SH----------- (სარეგისტრაციო №0-----).
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე დაეთანხმა ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას, მან სადავო საკითხი სრულყოფილად არ გამოიკვლია, კომპლექსურად არ გააანალიზა და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება არ მისცა ადმინისტრაციული წარმოების დროს მოპოვებულ მტკიცებულებებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ აქტში, სსიპ საქართველოს შ------------- მიერ მოსარჩელე - რა–-------------ის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების უარის თქმის საფუძვლად მითითებული გარემოება - სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული საგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლის ფაქტის დაუდგენლობა, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლისა და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობა - არ შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ, დოკუმენტურად დადასტურებულ გარემოებებს.
6.5. მოპასუხე მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელის კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში (2--- წელი) მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირს – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებას ავალდებულებდა სახელმწიფო ინსტიტუციურ აკრედიტაციას და მხოლოდ მათ მიერ გაცემულ დიპლომს ცნობდა სახელმწიფო, სსიპ საქართველოს ში---------------------------------------ს კი 2----2--- სასწავლო წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის, აკრედიტაციის გავლის მოთხოვნით, არ მიუმართავს.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შ----------------------------------------- შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2--- წლის 6 ნ--------- №--- ბრძანებულების 2007 წლის 2- მაისამდე მოქმედი რედაქციის თანახმად, ს----------–----–-------------------------------------------------–----- საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და დამტკიცდა მისი წესდება. ხსენებული წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ში--------------------------------------- (შემდგომში - აკადემია) წარმოადგენდა საქართველოს შ------------------------------ სტრუქტურაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირს, უმაღლესი სპეციალური საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულებას. მითითებულ ბრძანებაში 2007 წლის 2- მაისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით კი, საქართველოს შ------------ ჩამოყალიბდა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სახით.
საქართველოს შ----------------------------------------- საქართველოს პრეზიდენტის 2--- წლის 06 ნ--------- №--- ბრძანებულებით დამტკიცებული წესდების მიხედვით, ჩამოყალიბდა საქართველოს შ------------------------------ სტრუქტურაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად - უმაღლესი სპეციალური საგანმანათლებლო - სამეცნიერო დაწესებულებად. აკადემია ჩაითვალა ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ,,სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2---–2--- სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2003 წლის 31 დ--------- შინაგან საქმეთა მინისტრის №4-- ბრძანებით შეიქმნა შ------------------------------ სისტემის რეფორმების ჯგუფი. 200- წლიდან დაიწყო რეფორმები ს----------–----–-----------------------------–-. შ------------ში მიმდინარე რეფორმების შედეგად დაიგეგმა აკადემიისთვის სტატუსის შეცვლა, კერძოდ, იგი აღარ იქნებოდა უმაღლესი სასწავლებელი, მისი ფუნქციას იქნებოდა მხოლოდ პოლიციელთა პროფესიული სწავლება. რაც შეეხება დარჩენილ კონტინგენტს, რომელიც სწავლებას გადიოდა ს---------–-–----------- პროგრამით, აღნიშნა, რომ მათზე გაიცემოდა დადგენილი ფორმის დიპლომის დანართი. აკადემიაში დაიწყო შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები და აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო სპეციალობებზე უკვე მიღებული სტუდენტები გადაყვანილ იქნენ სწავლების განსხვავებულ ფორმაზე. 200- წლიდან სსიპ - საქართველოს შ------------მ მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით შეწყვიტა საგანმანათლებლო სპეციალობებზე სტუდენტთა მიღება. რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა შ------------- ადიუნქტურა, აკადემიის ასპირანტურა და დოქტორანტურა. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2- მაისის ბრძანებულებით ცვლილება შევიდა საქართველოს პრეზიდენტის 2--- წლის 06 ნ--------- №--- ბრძანებულებაში ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შ----------------------------------------- შექმნის შესახებ”. ცვლილებების თანახმად საქართველოს ში--------------------------------------- გახდა საქართველოს შ------------------------------ სტრუქტურაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ს--–---–-------------------–--------------–---–------–-------–---.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დადასტურებულია რა გარემოება იმის შესახებ, რომ საქართველოს შ------------მ 200- წლის სასწავლო წლიდან შეწყვიტა სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღება და ახორციელებდა რეფორმას, რომლითაც საქართველოს შ------------ს აღარ ექნებოდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და გარდაიქმნებოდა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებად, საფუძველს მოკლებულია მოპასუხის მოსაზრება მასზედ, რომ შ------------ ვალდებული იყო მიემართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის სახელმწიფო ინსტიტუციური აკრედიტაციის მოთხოვნით.
გარდა ამისა, მოპასუხე მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ცენტრს არ შეუზღუდავს მოსარჩელისთვის უმაღლესი განათლების მიღების უფლება და არც წარსულში მიღებული სწავლების შედეგები გაუბათილებია. ცენტრმა მხოლოდ კანონმდებლობის და ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების სრული დაცვით გამოსცა აქტი, რომლითაც არ გააუქმა მოსარჩელის მიერ მიღწეული სწავლის შედეგები, არამედ მოახდინა მხოლოდ მათი ფიქსაცია და სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სასამართლო განმარტავს, რომ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმა წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ, პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელეს იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებები, შესაბამისად უარის თქმით, ფაქტობრივად ხდება წარსულში მიღებული სწავლების შედეგების გაბათილება.
6.6. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის; ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ, დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა იგი, რაც მას არ განუხორციელებია.
სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდამხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.
აქვე, სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mürsel Eren v. Turkey), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ, იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება).
გარდა ყოველივე აღნიშნულისა, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტიც (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) აღიარებს განათლების უფლებას; კერძოდ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „C“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი განათლება უნდა გახდეს ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის თითოეულის ნიჭის საფუძველზე, ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელების, და კერძოდ, უფასო განათლების თანდათან შემოღების გზით.
გაერთიანებული ერების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კომიტეტის აღნიშნული მუხლის 1999 წლის ზოგადი კომენტარის თანახმად, განათლების უფლება, როგორც ადამიანის ყველა სხვა დანარჩენი უფლება, სახელმწიფოს აკისრებს სამი სახის ვალდებულებას: ვალდებულებას - პატივი სცეს, ვალდებულებას - დაიცვას და ვალდებულებას - განახორციელოს განათლების უფლება. განხორციელების ვალდებულება კი, თავის მხრივ, მოიცავს ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის ვალდებულებებს.
პატივისცემის ვალდებულება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ იმ ღონისძიებებისაგან თავის შეკავებას, რომლებიც ხელს უშლის ან აბრკოლებს განათლების უფლების რეალიზაციას. დაცვის ვალდებულება სახელმწიფოსგან მოითხოვს ყველა იმ ღონისძიების გატარებას, რომელიც ხელს უშლის მესამე პირების მიერ უფლების დარღვევას. განხორციელების (ხელშეწყობის) ვალდებულების ძალით, სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქმედითი ღონისძიებები, რათა ინდივიდებმა და საზოგადოებამ შეძლონ და გაუადვილდეთ განათლების უფლების რეალიზაცია. განხორციელების (უზრუნველყოფის) ვალდებულება გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს განათლების უფლების რეალიზაცია მაშინ, როცა, მათი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ცალკეულ ინდივიდებსა თუ საზოგადოებას არ შეუძლია განათლების უფლების თავად რეალიზაცია მათ ხელთ არსებული რესურსების მეშვეობით.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა ემოქმედა არამარტო ეროვნული კანონმდებლობის ვიწრო გაგების, არამედ ზემოთ მითითებული საერთაშორისო აქტების, მათი გამოყენების პრაქტიკის საფუძველზეც; სწორედ ზემოაღნიშნული მიდგომისა და სულისკვეთების შესაბამისად მართებდა მას სადავო საკითხზე რეაგირება, რათა გაუმართლებლად არ დარღვეულიყო პირის კანონით დაცული ინტერესები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეულია კანონიერი ნდობის პრინციპი, სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემისას, არ იქნა დაცული მისი მატერიალური კანონიერება.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება, შესაბამისად სასამართლო არაა უფლებამოსილი იხელმძღვანელოს სასკ-ის 33-ე მუხლის მეორე ნაწილით და თავისი განჩინებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 23 ი------- №MES 4------------ გადაწყვეტილება - რა–-------------ის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მისი ბათილად ცნობის დღიდან და მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - რა–-------------ის სასარგებლოდ SH----------- (სარეგისტრაციო №0-----) დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს - რა–-------------ის სარჩელთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რა–-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 23 ი------- №MES 4------------ გადაწყვეტილება რა–-------------ის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.
3. დაევალოს მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - რა–-------------ის სასარგებლოდ დიპლომირებული სპეციალისტის SH----------- (სარეგისტრაციო №0-----) დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.
4. დაეკისროს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მოსარჩელის - რა–-------------ის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე - თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მეშვეობით, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე მერი გულუაშვილი