გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.03.2019
საქმის ნომერი
080210015001119759
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
04.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080210015001119759

N2/1827-15

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

6 მარტი 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი ია დვალიშვილი

მოსარჩელე - ერ------ სა------ე;

წარმომადგენელი - თა---- სა------ე, ი----ა ად--–---–ი;

მოპასუხე - შ--–-ა აბ-–--ე, მ--- აბ-–--ე, ან------ მა-------–---–ი, ლ---- უგ------–--ე;

მოპასუხეების წარმომადგენელი - ხ------ა უ---ე;

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2013 წლის 09 აგვისტოს შ--–-ა აბ-–--ეს და მ--- აბ-–--ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება 600 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. წ---–--უბო ა---–--ნის სა----------- ქუჩა N16, ს.კ. 2-----------.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2013 წლის 27 სექტემბერს მ--- აბ-–--ეს და ან------ მა-------–---–ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება 600 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. წ---–--უბო ა---–--ნის სა----------- ქუჩა N16, ს.კ. 2-----------.

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 13 ივნისს ან------ მა-------–---–ს და ლ---- უგ------–--ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება 600 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. წ---–--უბო ა---–--ნის სა----------- ქუჩა N16, ს.კ. 2-----------.

მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ გარემოებებზე: წ---–--უბოს სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 30 ნოემბრის №564 გადაწყვეტილებით, ერ------ სა------ეს ინდივიდუალური ბინათსარგებლობისათვის გამოეყო საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 600 კვ.მ. ნორმის ფარგლებში, ქალაქის თავისუფალი ფონდის მიწებიდან, ა---–--ნის ქუჩა №10-ში. სამოსახლო მიწა იყო ფერდობი ადგილი, რომელიც გაასწორა მოსარჩელემ შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით, გაასუფთავა და შემოღობა მავთულბადით, ასევე ეზოში ჩადგა პატარა ხის ფიცრული სახლი. შემდგომში, არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებით, მოამზადა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა. იმის გამო, რომ ერ------ სა------ე ხშირად ავადმყოფობდა, რასაც დაერთო 90-იანი წლების ეკონომიკური კრიზისი, სახლის აშენება ვერ მოახერხა, თუმცა ამუშავებდა და უვლიდა მიწის ნაკვეთს. 2015 წლის 27 მაისს ერ------ სა------ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წ---–--უბოს სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია, თუმცა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. როგორც გაირკვა, მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი 2013 წლის 05 აგვისტოს უკანონოდ დაირეგისტრირა შ--–-ა აბ-–--ემ და იმავე წლის 9 აგვისტოს გაასხვისა მ--- აბ-–--ეზე. ამ უკანასკნელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2013 წლის 27 აგვისტოს, ამავე წლის 27 სექტემბერს კი ახალმა მესაკუთრემ მითითებული უძრავი ქონება გაასხვისა ან------ მა-------–---–ზე, რომლის საკუთრების უფლებაც დარეგისტრირდა 2013 წლის 03 ოქტომბერს. რეალურად, შ--–-ა აბ-–--ეს წ---–--უბოს სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ გამოყოფილი ჰქონდა მიწის ნაკვეთი წ---–--უბოში, ა---–--ნის სა----------- ქუჩა N16-ში, თუმცა საკადასტრო რუკა შეადგინა და საკუთრების უფლება დაირეგისტრირა ერ------ სა------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. 2015 წლის 25 ოქტომბერს ერ------ სა------ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეთა მხრიდან საკუთრების უფლების უკანონო რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა და ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის სამსახურის 2013 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, ს.კ. 2-----------, შ--–-ა აბ-–--ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. 2016 წლის 7 ნოემბერს, საჯარო რეესტრის სააგენტოს წ---–--უბოს სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრით, ერ------ სა------ისათვის ცნობილი გახდა, რომ ან------ მა-------–---–ს 2016 წლის 13 ივნისს გაუყიდია სადავო მიწის ნაკვეთი მოპასუხე ლ---- უგ------–--ეზე. მოპასუხე შ--–-ა აბ-–--ემ თავიდანვე კარგად იცოდა თავისი მიწის ნაკვეთის მდებარეობა, მითუმეტეს, რომ მასზედ შედგენილი აქვს საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტი. ასევე აღნიშნული იცოდა მისმა მეუღლე მ--- აბ-–--ემაც, მიუხედავად ამისა, მოპასუხე შ--–-ა აბ-–--ემ, მიზანმიმართულად, მ--- აბ-–--ის რწმუნებულებით დაირეგისტრირა საკუთრების უფლება და შემდგომში, ისევე მ--- აბ-–--ის რწმუნებულებით, გაასხვისა მიწა ან------ მა-------–---–ზე. თავის მხრივ, ამ უკანასკნელმაც იცოდა, რომ მიწა ეკუთვნოდა ერ------ სა------ეს, რადგან მას იგივე ქუჩაზე N4-ში და N12-ში აქვს მიწის ნაკვეთები. შესაბამისად, ამ გარიგებით ეძლეოდა ორი ნაკვეთის გაერთიანების შესაძლებლობა. ის, რომ ან------ მა-------–---–ი არ არის კეთილსინდისიერ შემძენი, ადასტურებს ის გარემოებაც, რომ პირველივე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ გაასხვისა მიწის ნაკვეთი მის ახლობელზე ლ---- უგ------–--ეზე, რომელმაც თავის მხრივ, ასევე კარგად იცოდა, რომ მიწის ნაკვეთი იყო სადავო. ზემოთმითითებული ხელშეკრულებები არის თვალთმაქცური, რამაც ზიანი მიაყენა მოსარჩელეს და არ მისცა მას შესაძლებლობა, დაერეგისტრირებინა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ უძრავი ქონება, რომელიც გაყიდა შ--–-ა აბ-–--ემ ეკუთნოდა მას, შესაბამისად კანონიერად გაასხვისა როგორც მან, ასევე შემდგომმა მესაკუთრეებმა. მათივე განმარტებით, ერ------ სა------ეს არასოდეს დაუმუშავებია სადავო მიწის ნაკვეთი და არც რაიმე პრეტენზია განუცხადებია აღნიშნულთან დაკავშირებით. პირიქით, 2006-2007 წლებში შ--–-ა აბ-–--ის ოჯახი ასუფთავებდა ამ მიწის ნაკვეთს, დარგო მსხმოიარე ხეები და შეადგინა პროექტი სახლის ასაშენებლად.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 08 სექტემბერს ერ------ სა------ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წ---–--უბოს სარეგისტრაციო სამსახურის, შ--–-ა აბ-–--ის, მ--- აბ-–--ისა და ან------ მა-------–---–ის წინააღმდეგ, მოსარჩელემ მოითხოვა 1) ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 05 აგვისტოს №882013362592-03 გადაწყვეტილება შ--–-ა აბ-–--ეზე (ს/კ 2-----------) მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ; 2) ბათილად იქნას ცნობილი 2013 წლის 09 აგვისტოს რწმუნებულების საფუძველზე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება მოპასუხე შ--–-ა აბ-–--ისა და მ--- აბ-–--ეს შორის მიწის ნაკვეთზე (ს/კ 2-----------) დაზუსტებული ფართობი 600 კვ. მეტრი; 3) ბათილად იქნას ცნობილი 2013 წლის 17 სექტემბრის მოპასუხე მ--- აბ-–--ესა და მოპასუხე ან------ მა-------–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება მიწის ნაკვეთზე (ს/კ 2-----------) დაზუსტებული ფართობის 600 კვ. მეტრი.

სასამართლოს 2015 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი საქმიდან №3/3315-15წ, ცალკე წარმოებად გამოეყო მოსარჩელე ერ------ სა------ის მოთხოვნა 2013 წლის 09 აგვისტოს რწმუნებულების საფუძველზე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების (მოპასუხე შ--–-ა აბ-–--ისა და მ--- აბ-–--ეს შორის მიწის ნაკვეთზე (ს/კ 2-----------) დაზუსტებული ფართობი 600 კვ. მეტრი) და 2013 წლის 17 სექტემბრის მოპასუხე მ--- აბ-–--ესა და მოპასუხე ან------ მა-------–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების (მიწის ნაკვეთზე (ს/კ 2-----------) დაზუსტებული ფართობის 600 კვ. მეტრი) ბათილად ცნობის თაობაზე, მისი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვის მიზნით.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით, ერ------ სა------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წ---–--უბოს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 5 აგვისტოს №882013361592-03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც უძრავი ნივთი მდებარე ქ. წ---–--უბო, ა---–--ნის ქუჩა, დაზუსტებული ფართობი 600 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდით №2-----------, საკუთრების უფლებით აღირიცხა შ--–-ა აბ-–--ის სახელზე.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინება.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: წ---–--უბოს სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 30 ნოემბრის №564 გადაწყვეტილებით, ერ------ არჩილის ძე სა------ეს ქ. წ---–--უბოში ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის გამოეყო საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ქალაქის თავისუფალი ფონდის მიწებიდან, ა---–--ნის სა----------- ქუჩა №10. 1990 წლის 3 იანვარს ერ------ სა------ესა და წ---–--უბოს სახალხო დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის არქიტექტურულ-დაგეგმარებით განყოფილებას შორის გაფორმდა ხელშეკრულება პირადი საკუთრების უფლების საფუძველზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, უვადო სარგებლობაში მიწის ნაკვეთის მიცემის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, წ---–--უბოს სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 30 ნოემბრის №564 გადაწყვეტილების საფუძველზე, ერ------ სა------ეს გამოყოფილი აქვს მიწის ნაკვეთი მდებარე წ---–--უბო, ა---–--ნის სა----------- ქუჩა №10, ფართობით 600 კვ. მეტრი, შემდეგ საზღვრებში: ჩრდილოეთით - ნაკვეთი №13; სამხრეთით - ა---–--ნის სა----------- გზა; აღმოსავლეთით - ნაკვეთი №8; დასავლეთით - ნაკვეთი №12. 1990 წლის 19 იანვარს გაიცა ხარჯთაღრიცხვა ქ. წ---–--უბო, ა---–--ნის ქუჩა, ნაკვეთი №10-ში მოქალაქე ერ------ არჩილის ძე სა------ის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე. ხარჯთაღრიცხვის მასალებში წარმოდგენილია ცნობა, რომლის თანახმად ერ------ არჩილის ძე სა------ის სახელზე მომზადებულია ქ. წ---–--უბოში, ა---–--ნის ნაკვეთი №10-ში ინდივიდუალური ბინათმშენებლობის პროექტი სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით 23144 მანეთი. განმარტებითი ბარათის თანახმად, ხარჯთაღრიცხვა შედგენილია 1989 წლის 30 ნოემბრის №564 გადაწყვეტილების საფუძველზე. 2013 წლის 30 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წ---–--უბოს სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა შ--–-ა აბ-–--ის წარმომადგენელმა მ--- აბ-–--ემ და მოითხოვა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე წ---–--უბო, ა---–--ნის ქუჩა, ადგილი №16, საკუთრების უფლების რეგისტრაცია. უფლების დამდგენ დოკუმენტად სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იქნა წ---–--უბოს სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 30 ნოემბრის №564 გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად შ--–-ა აბ-–--ეს ქ. წ---–--უბოში ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის გამოეყო საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ნორმის ფარგლებში ქალაქის თავისუფალი ფონდის მიწებიდან, ა---–--ნის სა----------- ქუჩა №16. ასევე წარდგენილი იქნა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტი შეთანხმებული წ---–--უბოს მთავარ არქიტექტორთან 1991 წლის 13 ივნისს. პროექტის თანახმად სა----------- ობიექტი მდებარეობს ქ. წ---–--უბო ა---–--ნის ქუჩა №16. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წ---–--უბოს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 5 აგვისტოს №882013361592-03 გადაწყვეტილებით მ--- აბ-–--ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და უძრავი ნივთი მდებარე ქ. წ---–--უბო, ა---–--ნის ქუჩა, დაზუსტებული ფართობი 600 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდით №2-----------, საკუთრების უფლებით აღირიცხა შ--–-ა აბ-–--ის სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტებია - წ---–--უბოს სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 30 ნოემბრის №564 გადაწყვეტილება და საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტი შეთანხმებული წ---–--უბოს მთავარ არქიტექტორთან 1991 წლის 13 ივნისს. 2013 წლის 9 აგვისტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წ---–--უბოს სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა მ--- აბ-–--ემ და მოითხოვა მასსა და შ--–-ა აბ-–--ეს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე წ---–--უბო, ა---–--ნის ქუჩა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წ---–--უბოს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 27 აგვისტოს №882013381911-06 გადაწყვეტილებით მ--- აბ-–--ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და უძრავი ნივთი მდებარე ქ. წ---–--უბო, ა---–--ნის ქუჩა, დაზუსტებული ფართობი 600 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდით №2-----------, საკუთრების უფლებით აღირიცხა მ--- აბ-–--ის სახელზე. 2013 წლის 27 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წ---–--უბოს სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ან------ მა-------–---–მა და მოითხოვა მასსა და მ--- აბ-–--ეს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე წ---–--უბო, ა---–--ნის ქუჩა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წ---–--უბოს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 3 ოქტომბრის №882013470122-03 გადაწყვეტილებით ან------ მა-------–---–ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და უძრავი ნივთი მდებარე ქ. წ---–--უბო, ა---–--ნის ქუჩა, დაზუსტებული ფართობი 600 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდით №2-----------, საკუთრების უფლებით აღირიცხა ან------ მა-------–---–ის სახელზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წ---–--უბოს სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 23 ივნისის №882015288922-05 გადაწყვეტილებით, ერ------ სა------ის განცხადებაზე, რომლითაც იგი ითხოვდა უძრავი ნივთის რეგისტრაციას მისამართზე ქ. წ---–--უბო, ა---–--ნის სა----------- ქუჩა №10, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. აღნიშნულის საფუძველი გახდა ზედდების არსებობა რეგისტრირებულ მონაცემებთან საკადასტრო კოდით 2-----------. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 14 აგვისტოს №201307 გადაწყვეტილებით, ერ------ სა------ეს უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვდა №2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ყველა უფლების ბათილად ცნობას. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წ---–--უბოს სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 23 ივნისის №882015288922-05 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ წ---–--უბოს სარეგისტრაციო სამსახურმა 2013 წლის 5 აგვისტოს №882013361592-03 გადაწყვეტილებით შ--–-ა აბ-–--ის სახელზე, როგორც მართლზომიერ მფლობელზე, საკუთრების უფლებით აღრიცხა უძრავი ნივთი მდებარე ქ. წ---–--უბო, ა---–--ნის ქუჩა, დაზუსტებული ფართობი 600 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდით №2-----------, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სარეგისტრაციოდ წარდგენილი არ ყოფილა. ამავე დროს, საქმის განხილვის შედეგად დასტურდება, რომ ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი - წ---–--უბოს სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 30 ნოემბრის №564 გადაწყვეტილება და 1990 წლის 3 იანვარს ერ------ სა------ესა და წ---–--უბოს სახალხო დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის არქიტექტურულ-დაგეგმარებით განყოფილებას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, პირადი საკუთრების უფლების საფუძველზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, უვადო სარგებლობაში მიწის ნაკვეთის მიცემის შესახებ, გაცემულია მოსარჩელე ერ------ სა------ის სახელზე.

მტკიცებულება:

-ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 165-177);

-ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინება (იხ.ს.ფ. 346-353);

-საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განჩინება (იხ.ს.ფ. 371-373);

3.1.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 13 ივნისს ლ---- უგ------–--ეს და ან------ მა-------–---–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით №2-----------. საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2016 წლის 16 ივნისს.

მტკიცებულება:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 179-180);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ. 181-182);

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ყველა მყიდველმა, რომლებთანაც დადებულია სადავო ხელშეკრულებები, იცოდა გამყიდველის საკუთრების უფლების ნაკლის თაობაზე, კერძოდ, მათთვის ცნობილი იყო, რომ მიწის ნაკვეთი არ ეკუთვნოდა გამყიდველს, მიუხედავად ამისა, მაინც გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულებები, შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ არაკეთილსინდისიერ შემძენებს. აღნიშნული დასტურდება პირველ რიგში მოწმეთა ჩვენებებით, მოსარჩელის მოწმე ჟორა აკობიძის განმარტებით, მან და ერ------ სა------ემ ერთდროულად მიიღეს მიწის ნაკვეთი. მან ააშენა სახლი, ხოლო სა------ემ მოასწორა კუთვნილი ტერიტორია და დადგა პატარა ხის „კუხნა“. იქ ვინც ცხოვრობდა ყველამ, მათ შორის ან------ მა-------–---–მაც იცოდა, რომ ნაკვეთი ეკუთნოდა სა------ეს და ამ ნაკვეთზე სხვა პიროვნება არც არავის უნახავს, მ--- და შ--–-ა აბ-–--ეებს კი არ იცნობს.

მოსარჩელის მოწმე დარეჯან ჯიქიძის ჩვენებით, იგი არის სადავო ტერიტორიაზე მიწის მესაკუთრე, რომელსაც მარცხენა მხარეს ესაზღვრებოდა ჟორა აკობიძე, მარჯვნივ ერ------ სა------ე. მან და მოსარჩელემ მიწის ნაკვეთზე ჩადგეს პატარა „კუხნა“ და ტუალეტი მუშებისათვის. აკობიძეების გვერდით ცხოვრობდა ბელა მა-------–---–ი, რომლის შვილიც არის ან------ მა-------–---–ი. მოსარჩელე ერ------ სა------ის მიწის ნაკვეთზე დადიოდა მისი ძმა თა---- სა------ე და უვლიდა, ან------ მა-------–---–ი კი იქ არასოდეს დაუნახავს. მ--- და შ--–-ა აბ-–--ეებს, ასევე ლ---- უგ------–--ეს საერთოდ არ იცნობს.

მოსარჩელის მოწმეთა ჩვენებას მოპასუხე მხარემ დაუპირისპირა თავისი მოწმეების ჩვენებები, რომლებმაც განმარტეს შემდეგი: მოწმე მამუკა ქუთათელაძის ჩვენებით, მ--- აბ-–--ემ როცა შეიძინა მიწის ნაკვეთი, სთხოვა დახმარება დასუფთავებაში, ერთი დღე ეხმარებოდა, რა დროსაც ორი მხარე (გვერდითი და ქვედა) შემოღობეს მავთულბადით. აღნიშნულ ნაკვეთზე შენობა არ იდგა.

მოპასუხის მოწმე მთვარისა ხაჭაპურიძის ჩვენებით, მ--- აბ-–--ე არის მისი მული, რომელიც ხშირად უტოვებდა ბავშვებს და მეუღლესთან ერთად მიდიოდა მიწის ნაკვეთის გასასუფთავებლად. ერთხელ თავადაც ახლდა და ნახა, რომ ნაკვეთი მდებარეობდა ბაზრის უკან. შემდგომში, როდესაც მ---ს შვილმა ჩააბარა უნივერსიტეტში, დასჭირდა თანხა და ნაკვეთი გაყიდა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეთა ჩვენებები დამაჯერებლობასაა მოკლებული, რადგან მ--- აბ-–--ეს სადავო ტერიტორიაზე თავადაც ჰქონდა მიწის ნაკვეთი და რომელი ტერიტორია დაასუფთავა მამუკა ქუთათელაძემ, ან სად იმყოფებოდა მთვარისა ხაჭაპურიძე, იდენტიფიცირება შეუძლებელია, ამასთან, ისინი ვერ უთითებენ ზუსტ დროს თუ როდის ეხმარებოდნენ მ--- აბ-–--ეს. რაც შეეხება მოსარჩელის მოწმეებს, ისინი მიწის ნაკვეთებს ფლობენ უშუალოდ სადავო ტერიტორიის მეზობლად, ზუსტად იციან, ვინ, სად და რომელი ნომერი მიწის ნაკვეთი მიიღო, შესაბამისად მათი ჩვენებები სარწმუნოდ უნდა იქნას მიჩნეული. ასევე დადასტურებულია და მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ შ--–-ა აბ-–--ე და მ--- აბ-–--ე არიან ცოლ-ქმარი და მათ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა შ--–-ა აბ-–--ის მიერ მ--- აბ-–--ის სახელზე გაცემული რწმუნებულების საფუძველზე, ასევე დადასტურებულია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ან------ მა-------–---–ი არის ერ------ სა------ის მეზობელი, რომელმაც მას შემდეგ რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 5 მაისს გამოიტანა გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა ერ------ სა------ის სარჩელი, 2016 წლის 18 ივნისს გაყიდა სადავო მიწის ნაკვეთი ლ---- უგ------–--ეზე (პ.ნ.6----------), რომელიც იყო ან------ მა-------–---–ის წარმომადგენელი ადმინისტრაციული სარჩელთან დაკავშირებით (საქმე 3/3315) 2015 წლის 29 ოქტომბერს შეტანილ შესაგებელზე.

მტკიცებულებები:

- მოწმეთა ჩვენებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

- ან------ მა-------–---–ის შესაგებელი (იხ.ს.ფ.355);

-

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ერ------ სა------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხეები არ არიან კეთილსინდისიერი შემძენები და სახეზეა მოჩვენებითი გარიგება.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 185-ე, 312-ე, 477- მუხლებით,6. სამართლებრივი შეფასება

6.1. ერ------ სა------ის სარჩელის საფუძვლიანობის შეფასებისათვის აუცილებელია ნასყიდობის გარიგების მეორე მხარის (მყიდველის) კეთილსინდისიერების ფაქტის დადგენა ქონების შეძენის მიმართ და ხელშეკრულებების მოჩვენებითი ბუნების განსაზღვრა.

პირველი სადავო ხელშეკრულება გაფორმდა 2013 წლის 09 აგვისტოს შ--–-ა აბ-–--ეს და მ--- აბ-–--ეს შორის და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ გამყიდველი და მყიდველი არიან ცოლ-ქმარი. მეორე ხელშეკრულება გაფორმებულია 2013 წლის 27 სექტემბერს, მ--- აბ-–--ეს და ან------ მა-------–---–ს შორის, ამ შემთხვევაში შემძენი არის ერ------ სა------ის მეზობელი, რომელსაც თავად ჰქონდა მიწის ნაკვეთი სადავო ტერიტორიის მიმდებარედ, რაც შეეხება ლ---- უგრხელიძეს, რომელთანაც ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო 2016 წლის 13 ივნისს, იყო ან------ მა-------–---–ის წარმომადგენელი, მის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების არასწორად რეგისტრაციის შესახებ წარმოებულ სასამართლო დავაში.

 

კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების დაცვის საკითხს სამოქალაქო კოდექსი წყვეტს სამოქალაქო ბრუნვის სიმყარისა და სტაბილურობის ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლით, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. (არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, „გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში“, იმ შემთხვევაში, როდესაც რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი და ეს ფაქტი შემძენისათვის ცნობილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება 17.10.2017. №3/4/550).

 

კეთილსინდისიერი შემძენის ასეთი უფლებრივი მდგომარეობა გამოწვეულია საჯარო რეესტრის სპეციფიკური დანიშნულებით სამოქალაქო ბრუნვის მექანიზმში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. ბრუნვის კეთილსინდისიერება ამ ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერებაა, ეს კი გულისხმობს ბრუნვის მონაწილეებისადმი სანდოობას. ასეთი ურთიერთდამოკიდებულება გამარტივებული და ცოცხალი სამოქალაქო ბრუნვის აუცილებელი წინაპირობაა. ეს სრულიადაც არ ნიშნავს ურთიერთობის მონაწილეთა მხრიდან ერთმანეთის მიმართ თვალდახუჭულ ნდობას. იგი აუცილებლად გულისხმობს წინდახედულობის გონივრულ მასშტაბს, რისი გარანტიც საჯარო რეესტრი და მისი ჩანაწერებია. ამასთან, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შემძენის შესაძლებლობანი რეესტრის არასწორი ჩანაწერის ცოდნასთან მიმართებით, ანუ უნდა გაირკვეს, შემძენს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შეეძლო და უნდა სცოდნოდა თუ არა სადავო ფაქტი. სწორედ ამ გარემოებათა გამოკვლევას უნდა ეფუძნებოდეს დასკვნა შენაძენის ნამდვილობისა და მისი დაცვის მიზანშეწონილობის თაობაზე.

მოცემულ შემთხვევაში, 2013 წლის 30 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წ---–--უბოს სარეგისტრაციო სამსახურს მ--- აბ-–--ემ, როგორც შ--–-ა აბ-–--ის წარმომადგენელმა მიმართა განცხადებით და მოითხოვა უძრავ ნივთზე, მდებარე წ---–--უბო, ა---–--ნის ქუჩა, ადგილი №16, საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო შემდეგ, 2013 წლის 9 აგვისტოს შ--–-ა აბ-–--ისაგან შეიძინა მიწის ნაკვეთი და ხელშეკრულებაში თავად იყო გამსხვისებლის წარმომადგენელი. მოპასუხეებმა ვერ აუხსნეს სასამართლოს და ვერც შესაბამისი მტკიცებულება წარმოადგინეს, თუ რა აუცილებლობით იყო განპირობებული ერთი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისება მეორე მეუღლეზე, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როცა ზუსტად საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში მ--- აბ-–--ემ იგივე ნაკვეთი გაასხვისა მეზობელ ან------ მა-------–---–ზე. ყოველივე აღნიშნული ადასტურებს, რომ მ--- აბ-–--ე არის არაკეთილსინდისერი შემძენი, რომელმაც კარგად იცოდა, რომ მისი მეუღლის სახელზე, მის მიერვე რეგისტრირებული უძრავი ქონება არ ეკუთვნოდა შ--–-ა აბ-–--ეს. რაც შეეხება ან------ მა-------–---–ს, მისთვის როგორც ერ------ სა------ის მეზობლისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ის გარემოება, რომ მის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთი არ ეკუთვნოდა მ--- აბ-–--ეს, რადგან ნაკვეთზე მცირე ზომის სახლი ჩადგმული ჰქონდა სწორედ სა------ეებს და ამის შესახებ, როგორც მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, იცოდა ყველა მეზობელმა, რომლებსაც აბ-–--ეები ამ ნაკვეთზე არასოდეს უნახავთ.

ლ---- უგ------–--ის, როგორც შემძენის კეთილსინდისერების საკითხის გამორკვევისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ერ------ სა------ემ სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ რეესტრის ჩანაწერის გაუქმების მოთხოვნით აღძრა 2015 წლის 08 სექტემბერს, იმ დროისათვის სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ რეგისტრირებული ან------ მა-------–---–ის წარმომადგენელი შესაგებლის მიხედვით, იყო ლ---- უგ------–--ე, რომელმაც ცხადია იცოდა, რომ სადავოდ იყო გამხდარი საკუთრების უფლება და მას შემდეგ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი, მაინც გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება მარწმუნებელთან, ანუ ან------ მა-------–---–თან, რაც ცალსახად გამორიცხავს როგორც შემძენის, ასევე გამსხვისებლის კეთილსინდისიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამავე კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა 2013 წლის 01 ივლისის N ას-1347-1272-2012 განჩინებაში განმარტავს, რომ ,,მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფაქტიურ გარიგებასა და ნების მიმღების ადრესატის თანხმობას შორის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა ,,ურთიერთშეთანხმება“, ,,გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან, (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ.). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ,,ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

ხელშეკრულების მოჩვენებით გარიგებად მიჩნევისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გარიგების მიზნის დადგენა, არამედ გამოკვლევა იმისა, სადავო გარიგებას მოჰყვა თუ არა შესაბამისი სამართლებრივი შედეგი. საქარველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით განსაზღვრული გარემოებების მოჩვენებითობა რომ არ დადგინდეს, აუცილებელია ამ ნორმის შემადგენელი ელემენტების არსებობის დადასტურება მოწინააღმდეგე მხარის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამდენად, მყიდველის ვალდებულებაა დაადასტუროს, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება გადაუხადა მყიდველს, მას გადაეცა საკუთრების უფლება ნასყიდობის საგანზე და სამაგიეროდ მიიღო უძრავი ნივთი ანუ დაეუფლას მას.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებული არ არის მყიდველების მიერ გამყიდველისათვის, ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდის ფაქტი და გარდა ამისა, არ დასტურდება, რომ რომელიმე მოპასუხე ნასყიდობის საგანს ფაქტობრივად დაეუფლა. შესაბამისად, სახეზე არ არის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობისათვის აუცილებელი რამდენიმე არსებითი ნიშანი. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ მხარეებს არ სურდათ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის დადგომა, რაც სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელე უნდა დარეგისტრირდეს შესაბამისი უძრავი ქონების მესაკუთრედ.

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სადავო მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენს 2000 ლარს, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟი 50 ლარი სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მ--- აბ-–--ეს, შ--–-ა აბ-–--ეს, ან------ მა-------–---–ს და ლ---- უგ------–--ეს.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ერ------ სა------ის წარმომადგენლის მოთხოვნა და ყადაღა დაედო ლ---- უგ------–--ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. წ---–--უბო ა---–--ნის სა----------- ქუჩა N16, ს.კ. 2-----------. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე, 39-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ერ------ სა------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2013 წლის 09 აგვისტოს შ--–-ა აბ-–--ეს და მ--- აბ-–--ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება 600 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. წ---–--უბო ა---–--ნის სა----------- ქუჩა N16, ს.კ. 2-----------.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2013 წლის 27 სექტემბერს მ--- აბ-–--ეს და ან------ მა-------–---–ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება 600 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. წ---–--უბო ა---–--ნის სა----------- ქუჩა N16, ს.კ. 2-----------.

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 13 ივნისს ან------ მა-------–---–ს და ლ---- უგ------–--ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება 600 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. წ---–--უბო ა---–--ნის სა----------- ქუჩა N16, ს.კ. 2-----------.

1.4. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს.კ. 2-----------. აღირიცხოს ერ------ სა------ის საკუთრებად.

2. მოპასუხეებს მ--- აბ-–--ეს, შ--–-ა აბ-–--ეს, ან------ მა-------–---–ს და ლ---- უგ------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

3. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ლ---- უგ------–--ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. წ---–--უბო ა---–--ნის სა----------- ქუჩა N16, ს.კ. 2-----------, დარჩეს უცვლელი.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე