გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.03.2019
საქმის ნომერი
110210018002657316
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
22.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210018002657316

№ 2/874-2018 წელი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 მარტი 2019 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე - შპს „ მ--------“;

წარმომადგენელი - ს---------------;

მოპასუხე - ნ----------------;

დავის საგანი - თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ნ----------------ს შპს „ მ--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 300 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 150 ლარს, სარგებელი - 0 ლარს, პირგასამტეხლო -50 ლარს (შემცირებული), გამარტივებული წარმოების საფასური-100 ლარს. ასევე მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელის გარემოებები:

 

2016 წლის 12 ოქტომბერს მოპასუხე ნ----------------სა და შპს ,, K-------ს შორის გაფორმდა ელექტრონული (ო--–--ნ) ხელშეკრულება ნომერი L-------- რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაიცა თანხა 150 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 150 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 0 ლარი დაებრუნებინა 30 დღის ვადაში, 2016 წლის 11 ნოემბერს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა სესხის გადახდა. მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, მსესხებელს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1% -ის პროცენტის ოდენობით, რამაც შეადგინა 1561 ლარი, 669 ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2017 წლის 7 აპრილს შპს ,, K-------- და შპს ,, მ--------ს'' შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს ,,მ--------ი'' გახდა კრედიტორი- მოთხოვნის მფლობელი აღნიშნულო სესხზე.

 

მსესეხებლის მიერ დაწყებული იყო საქმე აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების სამსახურში და გადახდილ იქნა საფასური 100 ლარი, მაგრამ საქმე შეწყდა, რადგან ვერ მოხდა მოპასუხე მხარისათვის შეტყობინების ჩაბარება.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან მას წარმოდგენილი აქვს ისეთი მტკიცებულებები, რომელიც ცალმხრივად აქვს შექმნილი. ნ----------------ს არავითარი სესხი არ აუღია, არც ერთ დოკუმენტზე არ არის მისი ნება და თანხმობა გამოხატული, არც ერთ დოკუნტით არ ხდება ნ----------------- იდენტიფიცირება. თანხა ჩაირიცხა ს----------–--------–- ნ----------------- ანგარიშზე და იმავე დღესვე გადაირიცხა სხვა პირის ანგარიშზე, ანუ სესხის თანხა მიითვისა და მიიღო ვიღაც სხვა პიროვნებამ. ნ----------------- სახელით, მისი მონაცემებით მოახდინეს შეღწევა სს ,,ს----------–-----------'' მის კუთვნილ ანგარიშზე, რაზეც კიდეც მიმართა მოპასუხემ პოლიციას და დაწყებულია გამოძიება. ამდენად, ნ----------------ს არ აუღია სესხი და მოსარჩელესთან არავითარი სახელშეკრულებო ურთიერთობა არ ჰქონია. აქ საქმე გვაქვს დანაშაულთან, კერძოდ ნ----------------- მონაცემებით ისარგებლა სხვს პირმა და მიითვისა თანხა.

 

3.საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. 2016 წლის 12 ოქტომბერს მოპასუხე ნ----------------სა და შპს ,, K-------ს შორის გაფორმდა ელექტრონული (ო--–--ნ) ხელშეკრულება ნომერი L-------- რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაიცა თანხა 150 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1% -ის პროცენტის ოდენობით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-მსეხებლის მიერ შევსებული ელექტრონული განაცხადის ფორმა, ინტერნეტ (ო--–--ნ) ხელშეკრულება; მსესხებლის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ქვითარი.

 

3.2. 2016 წლის 12 ოქტომბერს ნ----------------მ ს----------–--------–- გახსნილი თავისი ანგარიშიდან, შპს ,, K-------ს ანგარიშზე გადარიცხა სიმბოლურად 1 თეთრი, რითაც დაადასტურა ხელშეკრულების პირობებისადმი თანხმობა და გამოხატა თანხმობა ხელშეკრულების დადებაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-მსეხებლის მიერ შევსებული ელექტრონული განაცხადის ფორმა, ინტერნეტ (ო--–--ნ) ხელშეკრულება; ნ. მ-–--------- საბანკო ანგარიშის ამონაწერი .

 

3.3. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 150 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 0 ლარი დაებრუნებინა 30 დღის ვადაში, 2016 წლის 11 ნოემბერს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა სესხის გადახდა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

2017 წლის 20 დეკემბრის შეტყობინება, 2018 წლის 25 სექტემბრის ცნობა დავალიანების შესახებ.

 

3.4. ნ----------------- დავალიანებამ სარჩელის შემოტანის დროისათვის შეადგინა 550 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 150 ლარი, საკომისიო -0 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო იყო 1561 ლარი, რაც მოსარჩელემ შეამცირა სარჩელშივე და მიუთითა 300 ლარი, გამარტივებული საქმის წარმოების საფასური 100 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-ცნობა დავალიანების შესახებ.

 

3.5.2017 წლის 7 აპრილს შპს ,, K-------- და შპს ,, მ--------ს'' შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს ,,მ--------ი'' გახდა კრედიტორი- მოთხოვნის მფლობელი აღნიშნულო სესხზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება.

 

3.6. მსესხებლის მიერ დაწყებული იყო საქმე აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების სამსახურში, მაგრამ საქმე შეწყდა, იმ მოტივით, რომ ვერ მოხდა მოპასუხე მხარისათვის შეტყობინების ჩაბარება. აღსრულების ბიუროში გამარტივებული საქმის წარმოებისათვის მოსარჩელემ გადაიხა 100 ლარი, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ ნ----------------ს რაიმე სახით ეცნობა აღსრულების ეროვნულ ბიუროში მის მიმართ გამარტივებული საქმის წარმოების თაობაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარს, საქმის მთლიან მასალებს.

 

3.7. 2016 წლის 6 დეკემბერს ნ----------------მ მიმართა საგამოძიებო ორგანოს სს ,,ს----------–----------'' მის კუთვნილ ანგარიშზე უნებართვოდ შეღწევისა და თანხების მართლსაწინააღმდეგოდ ფარულად დაუფლების მოტივით. მისი განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' და სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ''ქვეპუნქტით, თუმცა გამოძიება დღემდე დასრულებული არ არის, არ არის დადგენილი რაიმე კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედება და ბრალეული პირი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს პოლიციის დეპარტამენტის მე-5 განყოფილების 2019 წლის 11 მარტის N2---------- ცნობას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ შპს ,,მ--------ის'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე,317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 624-ე, 625-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სესხის ო--–--ნ ხელშეკრულების პირველი წინადადების თანახმად, სესხის ხელშეკრულება განსაზღვრავს სესხის მიღების, სარგებლობის და გადახდის პირობებს და არეგულირებს სესხით სარგებლობისას მხარეთა უფლება-მოვალეობებს. მსეხებელი ვალდებულია გაეცნოს წინამდებარე ხელშეკრულებას, სრულად შეავსოს და ელექტრონულად დაეთანხმოს განაცხადს, რითაც იმავდროულად ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს წინამდებარე ხელშეკრულებას და ეთანხმება მას.

 

ამავე ხელშეკრულების პირველი ნაწილის ,,ო''ქვეპუნქტის თანახმად, იდენტიფიკაცია არის მესესხებლის მიერ სასესხო განაცხადის შევსების შემდგომ გამსესხებლის ანგარიშზე სომბლურად თანხის 1 თეთრის გადარიცხვა, ან გამსესხებლის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით გადამოწმება, მათ შორის ტელეფონით, რომლის მიზანია მსესხებლისა და მისი ანაგიშსწორების ანგარიშის იდენტიფიკაცია (გადამოწმება).

 

ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, სესხის მისაღებად მსესხებლი გამსესხებლის ვებგვერდის გამოყენებით ავსებს სესხის განაცხადს, რომელშიც მითითებულია სასურველი სესხის ოდენობა და ვადა. სესხის განაცხადის შევსებით და ველი ,,ვადასტურებს, რომ გავეცანი კომპანია შპს ,,K------- ხელშეკრულებას და ვეთანხმების '' მონიშვნით მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულებისა და გამსესხებლის ვებგვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს, ეს პირობები მისთვის მისაღებია და იგი ავლენს სესხის ხელშეკრულების დადების ნებას ამ პირობებით (აკეთებს ოფერტს).

 

ამავე ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, სასესხო განაცხადის შევსების შემდგომ ხდება იდენტიფიკაცია, მსესხებელის და მისი ანგარიშსწორების ანგარიშის იდენტიფიცირების მიზნით მსესხებელი ახდენს გამსესხებლის ანგარიშზე სიმბოლური თანხის ( 1თეთრის) გადარიცხვას, ან ხდება გამსესხებლის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით გადმოწმება. ამასთან, მსესხებლის მიერ გამსესხებლის ანგარიშზე სიმბოლური თანხის (1 თეთრის) გადარიცხვით მსესხებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს 3.1 პუნქტის მიხედვით მის მიერ სესხის განაცხადში არსებული ველის მონიშვნას: ,, ვადასტურებ, რომ გავეცანი კომპანია ,,k-------- ხელშეკრულებას და ვეთანხმების მას.''

 

თავად მოპასუხე ნ----------------- მიერ წარმოდგენილი ამონაწერით თავისი პირადი ანგარიშიდან დგინდება, რომ 2016 წლის 12 ოქტომბერს ნ----------------მ ს----------–--------–- გახსნილი თავისი ანგარიშიდან, შპს ,, K-------ს ანგარიშზე გადარიცხა სიმბოლურად 1 თეთრი, რითაც დაადასტურა ხელშეკრულების პირობებისადმი თანხმობა და გამოხატა თანხმობა ხელშეკრულების დადებაზე.

 

დადგენილია ასევე, რომ იმავე თარიღით, იმავე ანგარიშზე შპს ,, K-------მ ნ----------------ს ჩაურიცხა 150 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ მითითებულ საპროცესო ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ.

 

მხარის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოების დასადასტურებლად საჭირო მტკიცებულების შერჩევა მხარის არა მხოლოდ უფლება, არამედ საპროცესო მოვალეობაცაა. სწორედ აღნიშნული მოვალეობის სამართლებრივად სწორად შესრულებაზეა დამოკიდებული დავის საბოლოო ბედი.

 

მოპასუხის პოზიციაა, რომ რომ მას სესხი არ აუღია და მოსარჩელესთან არავითარი სახელშეკრულებო ურთიერთობა არ ჰქონია, რომ საქმე გვაქვს დანაშაულთან, კერძოდ მისი მონაცემებით ისარგებლა სხვა პირმა, შეაღწია სს ,,ს----------–-----------'' მის კუთვნილ ანგარიშზე, რაზეც კიდეც მიმართა პოლიციას და დაწყებულია გამოძიება.

 

მართალია, დადგენილია, რომ 2016 წლის 6 დეკემბერს ნ----------------მ მიმართა საგამოძიებო ორგანოს სს ,,ს----------–----------'' მის კუთვნილ ანგარიშზე უნებართვოდ შეღწევისა და თანხების მართლსაწინააღმდეგოდ ფარულად დაუფლების მოტივით და მისი განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' და სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ''ქვეპუნქტით, თუმცა გამოძიება დღემდე დასრულებული არ არის, არ არის დადგენილი რაიმე კონკრეტული გარემოება, დანაშაულებრივი ქმედება და ბრალეული პირი.

 

ამდენად, ნ----------------მ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, რომ მისი მონაცემებით სხვა პირმა ისარგებლა ბოროტად და საბანკო ანგარიშის გამოყენებით მიითვისა სესხის თანხა. შესაბამისად, ნ----------------- პოზიცია სრულიად დაუსაბუთებელია და მას სასამართლო ვერ გაიზიარებს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 12 ოქტომბერს მოპასუხე ნ----------------სა და შპს ,, K-------ს შორის გაფორმდა ელექტრონული (ო--–--ნ) ხელშეკრულება ნომერი L-------- რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაიცა თანხა 150 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1% -ის პროცენტის ოდენობით.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 150 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 0 ლარი დაებრუნებინა 30 დღის ვადაში, 2016 წლის 11 ნოემბერს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა სესხის თანხის გადახდა.

 

6.3.საქართველოს სკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

დადგენილია, ასევე, რომ მოსარჩელემ პირგასამტეხლო შეამცირა გონივრულ ოდენობამდე -50 ლარამდე, შესაბამისად ამ ნაწილშიც მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამდენად, ნ----------------მ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა და შპს მონალინის'' სარჩელი ძირი თანხისა და პირგასამტეხლოს თანხის დაკისრების ნაწილში საფუძლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. რაც შეეხება მოპასუხისათვის გამარტივებული საქმის წარმოების 100 ლარის დაკისრებას, აღნიშნულს ვერ გაიზირებს სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო ნორმების მე-4, 102-ე, 103-ე, 105- ე მუხლების საფუძველზე, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი მკიცებულება, რომ მოსარჩელემ ნ----------------ს გაუგზავნა შეტყობინება და რაიმე სახით აცნობა, რომ მის მიმართ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წარმოების სამსახურში შეტანილია განაცხადი და დაწყებულია წარმოება.

 

ამდენად, მოპასუხისათვის აღნიშნული გარემოების თაობაზე არ ყოფილა ცნობილი და გამარტივებული საქმის წარმოებისათვის გადახდილი თანხა მას ვერ დაეკისრება.

 

7. საპროცესო ხარჯები.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,, მ--------ის“ (ს/კ 4---------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ნ----------------ს (პ/ნ 1-------------ოსარჩელე შპს ,, მ--------ის“ (ს/კ 4--------- სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის 150 (ას ორმოცდაათი) ლარისა და პირგასამტეხლოს 50 (ორმოცდაათი) ლარის, სულ 200 (ორასი) ლარის გადახდა.

 

3. შპს ,, მ--------ს“ (ს/კ 4---------- უარი ეთქვას მოპასუხეზე გამარტივებული საქმის წარმოებისათვის გადახდილი 100 (ასი) ლარის დაკისრებაზე.

 

4.მოპასუხე ნ----------------ს (პ/ნ 1--------------ოსარჩელე შპს ,, მ--------ის“ (ს/კ 4--------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

7.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: შოთა ნიკურაძე