გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/16024-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 მარტი, 2019 წელი თ---–--ი
შესავალი ნაწილი
თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი - ანა მეშველიანი
მოსარჩელე - შ-- „ფ---------- მ-------- ჯ-----ი“
წარმომადგენელი - დ----- მ–------ე
მოპასუხე - შ-- „ე--------- თ---–--ი“
წარმომადგენლები - ვ--–---- უ----–---–ი, ი----- დ-------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაეკისროს შ-- "ე--------- თ---–--ს" (ს/კ 4--------) შ-- "ფ---------- მ-------- ჯ-----ის" (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 2565.76 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს 2016 წლის პირველ ივნისს შ-- "ფ---------- მ-------- ჯ-----სა" და შ-- "ე--------- თ---–--ს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე (№------------) საკონსულტაციო და ბუღალტრულ მომსახურებაზე, რომლის საფუძველზე 2016 წლის ივნისიდან 2017 წლის 1 მარტამდე მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა გაეწია ბუღალტრული და საკონსულტაციო მომსახურება, ხოლო, თავის მხრივ, მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა შ-- "ფ---------- მ-------- ჯ-----ისათვის" გაწეული მომსახურების ღირებულება.
მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და მაღალკვალიფიციურად, რაც დასტურდება კიდეც დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით №----- 1------, №----- 2------, №----- 2------, №----- 3------, №----- 3------, №----- 4------, №----- 4------, №----- 5------ და №----- 6------.
წინამდებარე სარჩელის შემოტანის მომენტისათვის მოპასუხის დავალიანება შ-- "ფ---------- მ-------- ჯ-----ის" მიმართ, ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და კომპანიის საბუღალტრო ამონაწერის მიხედვით, შეადგენს 2565.76 აშშ დოლარს. მოსარჩელემ სიტყვიერად არაერთხელ გააფრთხილა მოპასუხე და დამატებითი ვადა განუსაზღვრა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ, მოვალის მხრიდან გაფრთხილებას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, მას დავალიანება არ დაუფარავს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ 2017 წლის 1 მარტამდე პერიოდის ბუღალტრულ ჩანაწერებში დაფიქსირებულია ფაქტები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს ამ პერიოდში ბუღალტრული მომსახურების კვალიფიციურად შესრულებას. ამასთან, კომპანია დაჯარიმდა შემოსავლების სამსახურის მიერ, რაც ადასტურებს მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ხარვეზიანობას.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 1 ივნისს შ-- "ფ---------- მ-------- ჯ-----სა" (შემსრულებელი) და შ-- "ე--------- თ---–--ს" (დამკვეთი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება №------------ საკონსულტაციო და ბუღალტრულ მომსახურების შესახებ, რომლის თანახმად, შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება გაეწია დამკვეთისათვის 2016 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე საკონსულტაციო მომსახურება, ხოლო 2016 წლის 1 აგვისტოდან 2017 წლის 1 მარტამდე - ბუღალტრული მომსახურება; შემსრულებელი ვალდებული იყო გაეწია დამკვეთისათვის 2016 წლის 1 აგვისტოდან მის სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის საკითხებზე, საგადასახადო დეკლარაციებისა და წლიური ბალანსის შედგენისა და თანმხლები კონსულტაციების გაწევის ჩათვლით.
ხელშეკრულების (3.1. პუნქტი) თანახმად, შემსრულებლის საკონსულტაციო მომსახურების ღირებულება შეადგენდა თვეში 180 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში დღგ-ის ჩათვლით, ხოლო ბუღალტრული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა თვეში 1000,00 აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში დღგ-ის გარეშე.
ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი წარუდგენდა დამკვეთს საგადასახადო ანგარიშფაქტურას ყოველი თვის დამთავრებისთანავე, რაც წარმოადგენდა ანგარიშსწორების საფუძველს. დამკვეთი ვალდებული იყო დროულად და სრულად აენაზღაურებინა შემსრულებლისათვის გაწეული მომსახურების საფასური (2.4 პუნქტი).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება №------------ საკონსულტაციო და ბუღალტრულ მომსახურების შესახებ (ს.ფ. 18-19).
3.1.2. შ-- "ფ---------- მ-------- ჯ-----ის“ მიერ დამკვეთისათვის გაწეული მომსახურების ასანაზღაურებელი ღირებულება შეადგენს 2565,76 აშშ დოლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-6).
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ, 2019 წლის 21 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:44:40).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. არ დგინდება შ-- "ფ---------- მ-------- ჯ-----ის“ მიერ 2016 წლის 1 ივნისს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით (№------------ საკონსულტაციო და ბუღალტრულ მომსახურების შესახებ) ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისა და საბუღალტრო მომსახურების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის 2565,76 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას, რაც მოიცავს როგორც საკონსულტაცო, ასევე საბუღალტრო მომსახურების გაწევის ღირებულებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ საკონსულტაციო მომსახურების გაწევის ნაწილში დამკვეთს პრეტენზია არ გააჩნია, მოპასუხის მითითება სამუშაოს არაჯეროვნად შესრულებაზე უკავშირდება საბუღალტრო მომსახურების გაწევას (იხ, 2019 წლის 21 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:44:54).
მოსარჩელე მხარეს მომსახურების გაწევისა და შესაბამისი ღირებულების დასადასტურებლად, წარმოდგენილი აქვს მხარეებს შორის 2016 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება, დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები და შ-- "ფ---------- მ-------- ჯ-----ის“ ბუღალტრული აღრიცხვის ბარათი.
მოპასუხის წარმომადგენელმა სადავოდ გახადა მომსახურების ჯეროვნად შესრულების ფაქტი, თუმცა სადავოდ არ გაუხდია გაწეული მომსახურების ოდენობა (იხ, 2019 წლის 21 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:44:40).
სსსკ-ის 102-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მომსახურების გაწევის ეტაზე შეინიშნებოდა შემსრულებლის მიერ გაწეული მომსახურების ხარვეზები, რაზეც ეცნობა მოსარჩელეს. მოსარჩელის წარმომადგენელმა სადავოდ გახადა ფაქტი, იმის შესახებ, რომ დამკვეთს შემსრულებლისათვის არ უცნობებია წერილობით ნაკლიანი შესრულების ან/და გაწეული მომსახურების ხარვეზების შესახებ (იხ, 2019 წლის 21 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:52:37). თუმცა, ამასთან სადავო არაა, რომ დამკვეთს ხელშეკრულება არ შეუწყვეტია ((იხ, 2019 წლის 21 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:58:36).
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საქმეში ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, დამკვეთის მიერ შემსრულებლისათვის პრეტენზიითა და ნაკლის აღმოფხვრის მიზნით მიმართვას ან/და დამატებითი შესრულების მოთხოვნის განხორციელებას და სსკ-ის 642-644-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი წინაპირობებს არსებობას.
რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ აუდიტის დეპარტამენტის №---- 2--- წლის 06 დეკემბრის ბრძანებას „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს მტკიცებულება არ ათავისუფლებს მოპასუხეს მიღებული მომსახურების ანაზღაურების ვალდებულებისაგან. აღნიშნული ბრძანების მიხედვით შპს „ე--------- თ---–--ს“ ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 24142 ლარი: ძირითადი გადასახადი - 13 829 ლარი, ჯარიმა - 10 313 ლარი. სადავო არ არის, რომ ბრძანება გასაჩივრებულია მოპასუხის მიერ და ჯერ აღსრულებული არ არის.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2.6 პუნქტზე, რომლის თანახმად - თუ ხელშეკრულების მიხედვით მომსახურების გაწევისას მოხდება დამკვეთის დაჯარიმება ან დაზარალება შემსრულებლის მიზეზით, მაშინ დამკვეთს უფლება აქვს მოითხოვოს შემსრულებლისაგან ფაქტობრივად მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ოღონდ არაუმეტეს დამკვეთის მიერ შემსრულებლისათვის ერთი თვის საბუღალტრო მომსახურებაში გადახდილი თანხის (დღგ-ის გარეშე) სამმაგი ოდენობისა ყოველ საანგარიშო წელიწადზე.
შესაბამისად, მხარეებმა ხელშეკრულებაში გაითვალისწინეს გარკვეული რეგულაციები დაჯარიმების შემთხვევებზე. თუმცა განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაზე ეს ვერ მოახდენს გავლენას, ვინაიდან ბრძანება კანონიერ ძალაში არ არის შესული და მოსარჩელეც სადავოდ ხდის მის ბრალეულობას დაჯარიმებასთან მიმართებაში. შესაბამისად, ეს ცალკე დავის საგანია და მოცემული დავის ფარგლებში ვერ იქნება შეფასებული.
საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნა - 2 565,76 აშშ დოლარის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და ემყარება წერილობით მტკიცებულებებს. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, მან ამ შემთხვევაში ვერ დაადასტურა გარემოებები, რომლებზეც ამყარებს შესაგებელს და შესაბამისად, ვერ გააქარწყლა მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. მოპასუხე შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითებებით და სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, მის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება ჩაითვალოს დადასტურებულად.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველო სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 639-ე, 641-ე, 642-ე, 643-ე, 644-ე, 645-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება ნარდობის ხელშეკრულებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოწესრიგებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შ-- "ფ---------- მ-------- ჯ-----მა" (შემსრულებელი) იკისრა ვალდებულება გაეწია დამკვეთისათვის (შ-- "ე--------- თ---–--ი“) 2016 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე საკონსულტაციო მომსახურება, ხოლო 2016 წლის 1 აგვისტოდან 2017 წლის 1 მარტამდე - ბუღალტრული მომსახურება; შემსრულებელი ვალდებული იყო გაეწია დამკვეთისათვის 2016 წლის 1 აგვისტოდან მის სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის საკითხებზე, საგადასახადო დეკლარაციებისა და წლიური ბალანსის შედგენისა და თანმხლები კონსულტაციების გაწევის ჩათვლით. ხელშეკრულების 3.1. და 3.2 პუნქტებით მხარეები შეთანხმდნენ მომსახურების ღირებულებასა და მომსახურების ანაზღაურების წესზე.
დადგენილია, რომ შ-- "ფ---------- მ-------- ჯ-----ის“ მიერ დამკვეთისათვის გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 2565,76 აშშ დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა ნაკლიანი მომსახურების გაწევის ფაქტზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 642-ე მუხლის თანახმად, თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა. დამატებითი შესრულების მიზნით მენარდე ვალდებულია გასწიოს აუცილებელი ხარჯები, მათ შორის, ტრანსპორტის, სამუშაოსა და მასალების ხარჯები. მენარდეს შეუძლია უარი თქვას დამატებით შესრულებაზე, თუ იგი მოითხოვს არათანაზომიერ ხარჯებს. თუ მენარდე დაამზადებს ახალ ნაკეთობას, მას შეუძლია შემკვეთს მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნაკეთობის უკან დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 643-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ მენარდე არათანაზომიერი ხარჯების გამო უარს კი არ იტყვის დამატებით შესრულებაზე, მაგრამ ნაკეთობის ნაკლის გამო დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გავიდა, მაშინ შემკვეთს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება. დამატებითი ვადის განსაზღვრა საჭირო არ არის 405-? ?????? ??-2 ??????? გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 645-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას.
სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებელი ადგენს გარკვეულ რეგულაციებს ნივთის ნაკლის გამო სსკ 642-645-ე მუხლებით. კერძოდ, შემკვეთს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს დამატებითი შესრულება (სსკ 642-ე მუხლი), ასევე შემკვეთს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე სსკ 405-ე მუხლის მიხედვით (სსკ 644-ე მუხლი). ასევე, თუ შემკვეთი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას მენარდისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მას შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას (სსკ 645-ე მუხლი).
სასამართლო მიუთითებს, რომ მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის მანძილზე შემკვეთს - შ-- "ე--------- თ---–--ს“ არ გამოუყენებია ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული უფლებები. ხელშეკრულების მთელი პერიოდის განმავლობაში მიიღო მიწოდებული მომსახურება და მხოლოდ სამართალწარმოების ეტაპზე განაცხადა პრეტენზია მიწოდებული ნივთის შესაბამისობაზე სახელშეკრულებო პირობებთან. სასამართლო მიუთითებს, რომ ამ ეტაპზე ნაკლზე მითითება, ვერ გაათავისუფლებს შემკვეთს მენარდისათვის საზღაურის გადახდის ვალდებულებისაგან, ვინაიდან მომსახურება უკვე მიღებული აქვს. ასევე, არ არის წარმოდგენილი მტკიცება მასზედ, თუ რამდენად ნაკლიანი იყო მომსახურება და რა თანხით შეამცირა ნაკლმა მომსახურების ღირებულება (სსკ 645-ე მუხლი). რაც ასევე ვერ იქნება შეფასებული სასამართლოს ინიციატივით.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის რეალიზება და სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მოპასუხის მხრიდან ნაკლიანი შესრულების ფაქტი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ ნარდობის საგანი მოცემულ შემთხვევაში იყო ბუღალტრული მომსახურების გაწევა. შესაბამისად, მხოლოდ ზეპირსიტყვიერად, სათანადო სპეციალისტის მიერ ჩატარებული კვლევის გარეშე შეუძლებელია გაწეული მომსახურების ნაკლზე აპელირება.
რამდენადაც დადგენილია, რომ შემსრულებელს ხელშეკრულება არ დაურღვევია და მოპასუხემ ვერ დაადასტურა მოსარჩელის მიერ ნაკლიანი მომსახურების გაწევის ფაქტი, მოსარჩელეს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და სსკ-ის 629-ე მუხლის შესაბამისად, უფლება აქვს მოითხოვოს გაწეული მომსახურების ანაზღაურება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია გადაუხადოს მოსარჩელეს - 2 565,76 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ მოითხოვა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურება. მოპასუხემ მოსარჩელეს სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად უნდა აუნაზღაუროს - 253,84 ლარი.
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 190,40 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 268-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ-- „ფ---------- მ-------- ჯ-----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შ-- „ე--------- თ---–--ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს - 2 565,76 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით - 190,40 ლარის გადახდა.
4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის - 253,84 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–--ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე