გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/6697-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - სს ”სა---------–--------ი”
წარმომადგენელი - და-------------–ი
მოპასუხეები - ნი---–-------ა, კო--------–-ა, ნო----------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეების ნი---–-------ას, კო--------–-ასა და ნო----------–---–ისათვის სს ”სა---------–--------ის” სასარგებლოდ 7159,84 აშშ დოლარის გადახდის სოლიდარულად დაკისრება, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა 6402,16 აშშ დოლარი, სარგებელი - 757,68 აშშ დოლარი.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სს „სა---------–--------სა" და ნი---–-------ას შორის 2013 წლის 29 ნოემბერს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი 500 000,00 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარი, ევრო) ოდენობით, 10 წლის ვადით, საპროცენტო სარგებელი 0,5% დან- 42 % მდე.
საკრედიტო ხაზისა და მის ფარგლებში მოქმედ საკრედიტო ხელშეკრულებათა უზრუნველსაყოფად, სს „სა---------–--------სა" და კო--------–-ას შორის 2013 წლის 29 ნოემბერს დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც კო--------–-ამ სრული პასუხისმგებლობა აიღო ნი---–-------ას მიერ ბანკის მიმართ ვალდებულებების შესრულებაზე; საკრედიტო ხაზისა და მის ფარგლებში მოქმედ საკრედიტო ხელშეკრულებათა უზრუნველსაყოფად, სს „სა---------–--------სა" და ნო----------–---–ს შორის 2013 წლის 29 ნოემბერს დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ნო----------–---–მა სრული პასუხისმგებლობა აიღო ნი---–-------ას მიერ ბანკის მიმართ ვალდებულებების შესრულებაზე.
2014 წლის 29 სექტემბერს სს „სა---------–--------ს" და ნი---–-------ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიცა სესხი 25 000,00 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი 16%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჩამორჩენილი თანხის 0,5%. მოპასუხეებს ეცნობათ დავალიანების შესახებ.
ნი---–-------ას სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რაც მას არ შეუსრულებია. მსესხებლის დავალიანება სარჩელის შეტანის დროისათვის შეადგენდა 24816,92 აშშ დოლარს (მათ შორის ძირი: 22409,24 აშშ დოლარი;; სესხის პროცენტი - 1495,82 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 911,86 დოლარი).
მოსარჩელის წარმომადგენელმა 2019 წლის 13 თებერვლის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და განსაზღვრა 7 159,84 აშშ დოლარით, საიდანაც ძირი თანხაა 6 402,16 აშშ დოლარი, სარგებელი - 757,68 აშშ დოლარი, ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენელმა მოხსნა სარჩელით განსაზღვრული მეორე სასარჩელო მოთხვონა იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ, მიუთითა რა იპოთეკის საგნის რეალიზაციისა და კრედიტორის მიერ მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტების შესახებ (იხ. 2019 წლის 13 თებერვლის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი, 13:57:54).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ნო----------–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
მოპასუხეები ნი---–-------ა და კო--------–-ა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით დაეთანხმნენ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. მოპასუხეები ნი---–-------ა და კო--------–-ა სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე არ გამოცხადებულან. მოპასუხეებს სხდომის თარიღის შესახებ ეცნობათ სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2013 წლის 29 ნოემბერს სს „სა---------–--------სა" და ნი---–-------ას შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება №0-----, რომლის თანახმად გენერალური საკრედიტო ხაზის მოცულობა განისაზღვრა 500 000,00 აშშ დოლარით ან ექვივალენტით სხვა ვალუტაში, საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადა - 120 თვე, საპროცენტო სარგებელი 0,5% დან- 48 %-მდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-6).
გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება №0----- (ს.ფ. 13-23).
3.1.2. 2013 წლის 29 ნოემბერს სს „სა---------–--------სა" და კო--------–-ას შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ №0------გ ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ №0----- ხელშეკრულება (ძირითადი ხელშეკრულება) და ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებები.
სოლიდარული თავდებობის შესახებ №0------გ ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა შეადგენდა 500 000,00 აშშ დოლარს, ან ექვივალენტს სხვა ვალუტაში ბანკში დადგენილი კომერციული კურსით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-6).
სოლიდარული თავდებობის შესახებ №0------გ ხელშეკრულება (ს.ფ. 34-38).
3.1.3. 2014 წლის 29 სექტემბერს სს „სა---------–--------ს" და ნი---–-------ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №0------2------, რომლის საფუძველზე ნი---–-------ას სახელზე გაიცა სესხი 25 000,00 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი - 16%.
სესხი უნდა დაფარულიყო შეთანხმებული გრაფიკის თანახმად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-6).
საკრედიტო ხელშეკრულება №0------2------ (ს.ფ. 45-48).
3.1.4. ნი---–-------ას დავალიანება №0------2------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 7 159,84 აშშ დოლარის, საიდანაც ძირი თანხაა 6 402,16 აშშ დოლარი, სარგებელი - 757,68 აშშ დოლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ, 2019 წლის 13 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, 10:22:51).
დავალიანების შესახებ 18/12/2015 (ს.ფ. 49).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2013 წლის 29 ნოემბერს ნო----------–---–მა მიმართა სს „სა---------–--------ს“ სოლიდარული თავდებობის შესახებ განცხადებით, რომლითაც იკისრა ვალდებულება სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ მსესხებელს დადგომოდა თავდებად გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ №0----- ხელშეკრულებიდან (ძირითადი ხელშეკრულება) და ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებიდა გამომდინარე.
2013 წლის 29 ნოემბერს სს „სა---------–--------სა" და ნო----------–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ №0------ბ ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ №0----- ხელშეკრულება (ძირითადი ხელშეკრულება) და ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებები.
სოლიდარული თავდებობის შესახებ №0------ბ ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა შეადგენდა 500 000,00 აშშ დოლარს, ან ექვივალენტს სხვა ვალუტაში ბანკში დადგენილი კომერციული კურსით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-6).
სოლიდარული თავდებობის შესახებ №0------ბ ხელშეკრულება (ს.ფ. 40-44).
სოლიდარული თავდებობის შესახებ განცხადება (ს.ფ. 39).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ სს ”სა---------–--------ის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ კრედიტის ძირითადი თანხის - 6 402,16 აშშ დოლარისა და პროცენტის 757,68 აშშ დოლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე, 464-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია რომ მხარეებს ნი---–-------ასა და სს ”სა---------–--------ს” შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების (გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება და საკრედიტო ხელშეკრულება №0------2------) საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში. დადგენილია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 25 000,00 აშშ დოლარის ოდენობით, რაც მსესხებელმა ნი---–-------ამ აითვისა. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს კრედიტის ძირითადი თანხის 6 402,16 აშშ დოლარის მსესხებლის მიერ გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მხარეებს შორის გაფორმებული №0------2------ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კრედიტით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდევინება, ამ ვალდებულების შესასრულებლად მოვალე ნი---–-------ას სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის 757,68 აშშ დოლარის გადახდა.
ნი---–-------ასა და სს „სა---------–--------ს” შორის დადებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებები უზრუნველყოფილი იქნა თავდებობის ხელშეკრულებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „სა---------–--------სა“ და კო--------–-ასა და ბანკსა და ნო----------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, თავდებებმა კრედიტორის წინაშე იკისრეს მსესხებლის ნი---–-------ას მიერ გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებითა და №0------2------ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. თავდების თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 500 000,00 აშშ დოლარით.
დადგენილია, რომ მსესხებელმა ნი---–-------ამ არ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება და ერიცხება დავალიანება 7 159,84 აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად, სს „სა---------–--------ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებისათვის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება, ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად ეკისრებათ აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის გადახდა, მათ შორის, თავდებებს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრულ ოდენობის, 500 000,00 აშშ დოლარის ფარგლებში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს, სასარჩელო მოთხოვნის შემცირების (17 657,08 აშშ დოლარით) გამო, უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 1231 ლარი, ამასთან, 499.2 ლარი მოპასუხეებმა უნდა აუნაზღაურონ მოსარჩელეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულია.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „სა---------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. მოპასუხეებს ნი---–-------ას, კო--------–-ას და ნო----------–---–ს სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 7 159,84 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 6 402,16 აშშ დოლარი, სარგებელი - 757,68 აშშ დოლარი.
2. მოპასუხეებს ნი---–-------ას, კო--------–-ას და ნო----------–---–ს სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 499.2 ლარის ანაზღაურება.
3. მოსარჩელე სს „სა---------–--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 17 მარტს №--- საგადახდო დავალებით გადახდილი 1 214.60 ლარი, ასევე, 2015 წლის 29 დეკემბერს სს „სა---------–--------ში“ მის მიერვე №- საგადახდო დავალებით გადახდილი 515.60 ლარიდან 16.4 ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე