გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.03.2019
საქმის ნომერი
330310019002821695
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----------------

საქმე№3/616-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

15 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი გიორგი ჩიქოვანი

მოსარჩელე - ზ-------------–--ე

წარმომადგენელი - ი------ი

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - თ-----------ა

მესამე პირი - ჯ------------------ს სახელობის ქ. თ---–--------------–-------ე----------------------------

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 16 იანვრის №M---------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ-------------–--ის კუთვნილი დიპლომის დ------------ (სარეგ. ნომერი 9-----) ბაკალავრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების ნაწილში;

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პროფესორ ჯ------------------ს სახელობის თ---–--------------–-------------------ს ინსტიტუტის მიერ ზ-------------–--ის სახელზე გაცემული დიპლომის დ------------ (სარეგ. ნომერი 9-----) მ---------ს აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებულად დადასტურების თაობაზე;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირს სარჩელთან დაკავშირებით პოზიცია არ წარმოუდგენია.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. საქართველოს განათლების სამინისტროს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 1991 წლის 21 ოქტომბერს შპს ,,პროფესორ ჯ------------------ს სახელობის ს--------–-სა და ე----------ს ინსტიტუტზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0------------ ლიცენზია. ლიცენზიის საფუძველზე ნება დაერთო საქართველოს თავისუფალი პროფკავშირების კონფერენციას და საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმს რეგისტრაციაში გაეტარებინათ აღნიშნული ინსტიტუტი, როგორც ფასიანი უმაღლესი სასწავლებელი.

 

ქ. თბილისის კრწანისის რაიონული სასამარტლოს 1996 წლის 29 აგვისტოს დადგენილებით (სარეგისტრაციო მოწმობა N--------) რეგისტრაციაში გატარდა შპს ს--------–-სა და ე----------ს ინსტიტუტი.

 

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამარტლოს 1999 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებით აღნიშნულ იურიდიულ პირს ეწოდა შპს პროფესორ ჯ------------------ს სახელობის სამარტლის და ე----------ს ინსტიტუტი.

 

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამარტლოს 2003 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით აღნიშნულ იურიდიულ პირს ეწოდა შპს ს--------–-ს და სოციალურ მეცნიერებათა სამხედრო ინსტიტუტი.

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტები აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 20 დეკემბრის N----------------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 62-63).

 

4.2. 1995 წლის 31 ივლისს ,,პროფესორ ჯ------------------ს სახელობის თ---–--------------–-------------------ს ინსტიტუტის” მიერ ზ-------------–--ეზე გაიცა დიპლომი დუ №0----- (სარეგ. ნომერი 9-----). დიპლომის თანახმად, ზ-------------–--ემ 1995 წელს დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტის სრული კურსი სამართალმცოდნისა და ეკონომისტის სპეციალობით. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1995 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით, მას მიენიჭა იურისტის, ეკონომისტის კვალიფიკაცია. ამავე დიიპლომში აღნიშნულია, რომ დიპლომი იძლევა ყველა სამუშაოს დამოუკიდებლად შესრულების უფლებას მიღებული კვალიფიკაციისა და სპეციალობის მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დიპლომი დუ №0----- (სარეგისტრაციო №9-----) (ს.ფ. 66-68).

 

4.3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 16 იანვრის M----------------- გადაწყვეტილებით დადასტურებულ იქნა ზ-------------–--ის სახელზე ,,პროფესორ ჯ------------------ს სახელობის თ---–--------------–-------------------ს ინსტიტუტის” მიერ გაცემული დ----- №0----- (სარეგ. ნომერი 9-----) დიპლომის ნამდვილობა. ამავე გადაწყვეტილებით უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით, აღნიშნული დიპლომით დადასტურებული განათლება გათანაბრებულ იქნა ბაკალავრის აკადემიურ ხარისხთან. ამასთან, დადგინდა, რომ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, დ----- №0----- (სარეგ. ნომერი 9-----) დიპლომის მფლობელ პირს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლა გააგრძელოს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე - მაგისტრატურაში. ამავე მუხლის გამომდინარე, დაუშვებელია სპეციალობის შეცვლის მიზნით სწავლის გაგრძელება სხვა რეგულირებად სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე. ამავე გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-102 პუნქტის თანახმად, დ----- №0----- (სარეგ. ნომერი 9-----) დიპლომის მფლობელ პირს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების საფეხურზე - დ------------------ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 16 იანვრის M----------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 64-65).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზ-------------–--ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის პირველი დამატებითი ოქმი; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი”; საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 14 ივნისის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკაში ფასიანი სასწავლებლების შესახებ დებულება.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო ს--------–-ს საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი ს--------–-თ. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციების შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.

 

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების უფლებას. ისინი თანახმა არიან, რომ განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრულ განვითარებას და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. შემდეგ ისინი თანახმა არიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უნდა უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობას მშვიდობის შენარჩუნებისათვის. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება განმარტებული იყოს ისე, რომ დაკნინდეს ცალკეულ პირთა და დაწესებულებათა თავისუფლება შექმნან სასწავლებლები და უხელმძღვანელონ მათ იმ უცვლელი პირობით, რომ დაიცავენ ამ მუხლის 1 პუნქტში ჩამოყალიბებულ პრინციპებს და მოთხოვნას, რომ ასეთ სასწავლებლებში მიღებული განათლება შეესაბამებოდეს მოთხოვნების იმ მინიმუმს, რომელიც შეიძლება დააწესოს სახელმწიფომ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს ყოველი პირისათვის მათ შორის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ე----------ს პრინციპებს.

 

7.2. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო ს--------–-ს იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი), ხოლო მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო ს--------–-ს იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრი ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს; უფლებამოსილია საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები;

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და ს--------–-ანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.

 

7.3. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით, შპს ,,პროფესორ ჯ------------------ს სახელობის ს--------–-სა და ე----------ს ინსტიტუტი“ წარმოადგენდა ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.

 

ამდენად, დადგენილია და აღნიშნულს არც მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ხდის სადავოდ, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტები, მათ შორის შპს ,,პროფესორ ჯ------------------ს სახელობის ს--------–-სა და ე----------ს ინსტიტუტის“ მიერ გაცემული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.

 

სასამართლო მიუთითებს ასევე იმ გარემოებაზეც, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს 2004 წლის კანონით განისაზღვრა უმაღლესი განათლების საფეხურთა განსხვავებული კლასიფიკაცია, განსხვავებით მანამდე მოქმედი სისტემისა, რამაც დღის წესრიგში დააყენა აღნიშნულ სისტემაზე გადასვლამდე მიღებული განათლების გათანაბრების საკითხის დადგენა. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს 2004 წლის კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურებია: ა) პირველი საფეხური (ბაკალავრიატი); ბ) მეორე საფეხური (მაგისტრატურა) და გ) მესამე საფეხური (დ-----------------ა). ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის, მის მიერ ,,პროფესორ ჯ------------------ს სახელობის თ---–--------------–-------------------ს ინსტიტუტში” მიღებული განათლების მ---------ს საფეხურთან გათანაბრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე შეესაბამება სადავო სფეროში მოქმედ კანონმდებლობას. ამდენად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის მიზნით მიუთითოს შემდეგ გარემოებებზე:

 

მითითებულ პერიოდში მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 14 ივნისის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკაში ფასიანი სასწავლებლების შესახებ დებულების პირველი პუნქტით ნებადართულად განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკაში ფასიანი სასწავლებლების დაარსება, სახელმწიფოს მიერ აღიარებული სათანადო კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის (დიპლომი, ატესტატი) გაცემის უფლებით. ამავე დებულების მე-3 პუნქტის შესაბამისად, ფასიანი სასწავლებელი რეგისტრაციაში ტარდებოდა არსებული კანონმდებლობისა და განათლების სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის (ლიცენზიის) საფუძველზე. ამავე დებულების მე-4 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მიღებისათვის აუცილებელი იყო, რომ ფასიანი სასწავლებლის სასწავლო გეგმას, პროგრამას, პედაგოგიურ პერსონალს და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას დაეკმაყოფილებინა სახელმწიფოს მიერ დადგენილი მოთხოვნები. მე-5 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, ფასიან სასწავლებელს უფლება ჰქონდა საგამოცდო კომისიის წარმატებით გავლის შემთხვევაში სასწავლებლის კურსდამთავრებულისთვის მიენიჭებინა სათანადო კვალიფიკაცია და გაეცა შესაბამისი მოწმობა.

 

საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 1991 წლის 21 ოქტომბერს შპს ,,პროფესორ ჯ------------------ს სახელობის ს--------–-სა და ე----------ს ინსტიტუტზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0------------ ლიცენზია. ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ ნება დართო საქართველოს თავისუფალი პროფკავშირების კონფერენციას და საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმს რეგისტრაციაში გაეტარებინათ აღნიშნული ინსტიტუტი, როგორც ფასიანი უმაღლესი სასწავლებელი.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დასტურდება, რომ შპს ,,პროფესორ ჯ------------------ს სახელობის ს--------–-სა და ე----------ს ინსტიტუტზე“ ლიცენზიის გაცემით სახელმწიფომ დაადასტურა სასწავლებლის სასწავლო გეგმის, პროგრამის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაბამისობა იმ პერიოდში სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებთან, რომლის შესაბამისადაც გაიარა მოსარჩელემ ,,პროფესორ ჯ------------------ს სახელობის ს--------–-სა და ე----------ს ინსტიტუტში“ ოთხწლიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა.

 

ამასთან, სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია მიუთითოს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლზეც, რომლის მე-8 პუნქტის თანახმად, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მ---------ს დიპლომთან. 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმის განსახილველ ურთიერთობაზე გავრცელებით, მოხდება დასრულებულ ურთიერთობაზე ამჟამად მოქმედი კანონის გავრცელება, რაც დამდგარი სამართლებრივი შედეგის შეცვლას და მოსარჩელის საუარესოდ მის შემობრუნებას გამოიწვევს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საერთო წესის თანახმად, კანონს არ აქვს უკუძალა. ამ წესიდან გამონაკლისი გათვალისწინებული უნდა იყოს თვითონ კანონში. არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას. კანონის უკუძალის აკრძალვა, კანონთა დროში მოქმედების ერთ-ერთი განმსაზღვრელი გარემოებაა და ამით მოქალაქე დაცულია ს--------–-ს ნეგატიური ზემოქმედებისგან. კანონის დროში ასეთი წესით მოქმედების პრინციპის მთავარი მიზანი, დანიშნულება არის კანონის განსაზღვრულობის უზრუნველყოფა, რაც გამომდინარეობს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპიდან, პირს კანონის მიხედვით უნდა შეეძლოს მისი განჭვრეტა, იმისათვის რომ შეძლოს თავიდან აიცილოს უარყოფითი სამართლებრივი შედეგი. უკუძალის აკრძალვის პრინციპის დაუცველობის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მარტო ცალკეული ადამიანის კონსტიტუციური უფლებები, არამედ ღირებულებათა წესრიგი, სამართლებრივი უსაფრთხოება.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ნორმა, რომელიც აშკარად აუარესებს მოსარჩელის მდგომარეობას, ვერ გავრცელდება ,,პროფესორ ჯ------------------ს სახელობის ს--------–-სა და ე----------ს ინსტიტუტის“ მიერ მოსარჩელეზე 1995 წელს გაცემულ დიპლომზე. მოსარჩელეს ჰქონდა კანონიერი ნდობა აღნიშნული დიპლომის მიმართ და დიპლომი გაცემული იყო სახელმწიფო ლიცენზიის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. ამავე დიპლომის საფუძველზე მოსარჩელეს უფლება ჰქონდა სწავლა გაეგრძელებინა ასპირანტურაში, ხოლო ამავე დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია საშუალებას აძლევდა ემუშავა მინიჭებული კვალიფიკაციის შესაბამისად.

 

აღსანიშნავია, რომ ,,პროფესორ ჯ------------------ს სახელობის ს--------–-სა და ე----------ს ინსტიტუტის“ მიერ გაცემულ დიპლომთან საკითხის ამგვარი განმარტება დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2016 წლის 25 მაისის განჩინებით (საქმე ბს-303-301 (კ-16)).

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს 2004 წლის კანონის ამოქმედებამდე, ,,პროფესორ ჯ------------------ს სახელობის ს--------–-სა და ე----------ს ინსტიტუტის“ მიერ მოსარჩელეზე 1995 წელს გაცემული დიპლომი მფლობელ პირს აღჭურვავდა უფლებით რაიმე შეზღუდვის, ან დამატებითი კვალიფიკაციის მიღების გარეშე განეხორციელებინა შრომითი საქმიანობა დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაციის შესაბამისად. რაც შეეხება ასპირანტურაში სწავლის გაგრძელების უფლებას, ეს უკანასკნელი სამომავლო სამეცნიერო წინსვლის განმაპირობებელი იყო და მას სხვა პრაქტიკულ შრომით საქმიანობასთან აუცილებელი კავშირი არ ჰქონდა.

 

შესაბამისად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 16 იანვრის №M---------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ზ-------------–--ის კუთვნილი დიპლომის დ------------ (სარეგ. ნომერი 9-----) ბაკალავრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრება, ასევე მიღებული განათლების დიფერენცირება პრაქტიკული გამოყენებისა და თეორიული წინსვლის მიზნებისათვის, ეწინააღმდეგება უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის ზოგად დანაწესს. ნორმათა ამგვარი გამოყენება იწვევს პირის მიერ მიღებული განათლებით დადასტურებული კვალიფიკაციის სხვადასხვაგვარ დიფერენცირებას სხვადასხვა მიზნითვის, რაც უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის სიტყვა-სიტყვითი განმარტების შედეგია. აღნიშნული ნორმა განხილულ უნდა იქნეს სისტემურად, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის ზოგადი სულისკვეთების გათვალისწინებით. ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ამავე კანონის მიღების პროცესში არსებული კანონპროექტის განმარტებითი ბარათი. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი ქმნის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში გაერთიანების საფუძველს. აღნიშნული ბარათის სულისკვეთება არ გულისხმობს უკვე მიღებული განათლების ერთი კვალიფიკაციის გახლეჩას სხვადასხვა მიზნებისთვის, არამედ ზოგადად ადგენს უმაღლესი განათლების სისტემის ინტეგრაციის პროცესის გაადვილების ფორმალურ პრინციპებს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 16 იანვრის №M---------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ზ-------------–--ის კუთვნილი დიპლომის დ------------ (სარეგ. ნომერი 9-----) ბაკალავრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრება წინააღმდეგობაში მოდის ამავე აქტში ასახულ კანონისმიერ დანაწესთან, რომ დიპლომის მფლობელ პირს აქვს დ-----------------აში სწავლის გაგრძელების უფლება, კერძოდ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მიხედვით დ-----------------აში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მ---------ს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ის ფაქტი, რომ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მიღებული განათლებით პირი უფლებამოსილი იყო სწავლა გაეგრძელებინა ასპირანტურაში, იმთავითვე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პირის მიერ მიღებული განათლება უთანაბრდება მ---------ს ხარისხს, რომლის გარეშეც, სადღეისოდ, დაუშვებელია სწავლის გაგრძელება დ-----------------აში.

 

7.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული საქმიანობის უფლება, იურისტის კვალიფიკაციით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, აღმჭურველი აქტით მინიჭებული უფლების დაცვის განსაკუთრებულ გარანტიას წარმოადგენს კანონიერი ნდობა.

 

ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განმტკიცებული კანონიერი ნდობის ინსტიტუტის მოცემულ შემთხვევაში გამოყენების წინაპირობა არის ის გარემოება, რომ დიპლომი, რომელიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ ,,პროფესორ ჯ------------------ს სახელობის თ---–--------------–-------------------ს ინსტიტუტში” მიღებული უმაღლესი განათლების მიღების ფაქტს, სახელმწიფოს მიერ მინიჭებული ლიცენზიის საფუძველზე იქნა გაცემული მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რაც სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერი ნდობის კანონით დადგენილი პრინციპის ამოქმედების აუცილებლობას წარმოქმნის. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აქტის გაუქმების რამდენიმე შემთხვევას იცნობს, თუმცა, კოდექსის სიტყვა-სიტყვითი განმარტების საფუძველზე, კანონიერი ნდობის პრინციპი ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აქტს აუქმებს საკუთარი ინიციატივით. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია არა დიპლომის ბათილად ცნობა, არამედ მიღებული განათლების აღიარებაზე უარი, რაც, სასამართლოს რწმენით, განსახილველი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დანაწესი, რომ კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას (როგორც აღინიშნა, დიპლომი აქტი არ არის), ვერ დააბრკოლებს სასამართლოს, რომ კანონი განმარტოს გონივრულად, ს--------–-ანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადექვატურად. სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით; ანუ, მოცემულ შემთხვევაში დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც; დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს; ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლოს ღრმა რწმენით, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (ზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები), იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.

 

აქვე, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა.

 

სახეზე არ არის აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. საქმეზე დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ენდობოდა სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული ინსტიტუტის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და დიპლომით მინიჭებულ უფლებამოსილებას, შრომითი საქმიანობა განეხორციელებინა იმავე საფეხურის შესაბამისად, რომელ საფეხურსაც უთანაბრდება მიღებული განათლებით დადასტურებული კვალიფიკაცია უმაღლესი განათლების სისტემის ფარგლებში. მოსარჩელის ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ ზღუდავს დიპლომით დადგენილი უფლების ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში ზღუდავს მოპასუხეს - ,,პროფესორ ჯ------------------ს სახელობის თ---–--------------–-------------------ს ინსტიტუტში” მიღებული განათლება გაუთანაბროს ბაკალავრის ხარისხს.

 

აღსანიშნავია, რომ ძირითადად სწორედ ამგვარადაა განმარტებული კანონიერი ნდობის პრინციპი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერაც (საქმე ბს-1153-1142(კ-11)).

 

7.4.. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ-------------–--ის სარჩელი საფუძვლიანია, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული განათლების ბუნებითი უფლების, აგრეთვე შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 16 იანვრის №M---------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ-------------–--ის კუთვნილი დიპლომის დ------------ (სარეგ. ნომერი 9-----) ბაკალავრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების ნაწილში. მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, გამოსცეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პროფესორ ჯ------------------ს სახელობის თ---–--------------–-------------------ს ინსტიტუტის მიერ ზ-------------–--ის სახელზე გაცემული დიპლომის დ------------ (სარეგ. ნომერი 9-----) მ---------ს აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების თაობაზე;

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელის - ზ-------------–--ის სასარგებლოდ ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ-------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 16 იანვრის №M---------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ-------------–--ის კუთვნილი დიპლომის დ----- №0----- (სარეგ. ნომერი 9-----) ბაკალავრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების ნაწილში;

 

3. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პროფესორ ჯ------------------ს სახელობის თ---–--------------–-------------------ს ინსტიტუტის მიერ ზ-------------–--ის სახელზე გაცემული დიპლომით დ------------ (სარეგ. ნომერი 9-----) დადასტურებული განათლების მ---------ს აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების თაობაზე;

 

4. მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ზ-------------–--ის სასარგებლოდ ანაზღაურება;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე