გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.04.2019
საქმის ნომერი
240310016001653663
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
08.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240310016001653663

№3/90-2016

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

8 აპრილი, 2019 წელი სენაკი

 

შესავალი ნაწილი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი ვასილ გოგინავა

 

მოსარჩელე - აპ---–--- გა-------ა;

წარმომადგენლები- მი----- მა----–--ე, ჯე---– ჭკ------;

მოპასუხე- სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო;

წარმომადგენელი ბა----- ძა-----;

მესამე პირები : სენაკის მუნიციპალიტეტის მერია (წარმომადგენელი ს----- მო-----–-ა;)

ან-------ა ხუ-----ა (წარმომადგენელი მე---- მი--–----–--ა); გო----ა ოდ-–----ა; რ---- კუ-----–---–ი; მ---- მა-----–-ა; ლ-–- ჩვ-----ა ირ---–ი კუ-----–---–ი

 

დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

(დაზუსტებული) 1.1. ქ. სენაკში, ი. ჭა----------------ში მდებარე 49 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N4--0--3--6--) პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის უფლებით, ი/მ ან-------ა ხუ-----ასათვის სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 ნოემბრის N48-ე განკარგულების ბათილად ცნობა. მოსარჩელის განმარტებით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 ნოემბრის N48-ე განკარგულებით სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიეცა თანხმობა, ქ. სენაკში ი. ჭა---------------ა-ში მდებარე 49 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N4--0--3--6--) უსასყიდლო აღნაგობის ფორმით 30 წლის ვადით ი/მ ან-------ა ხუ-----ასათვის სარგებლობაში გადაცემის შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა პარკის ტერიტორიას, ე.ი. მოსახლეობის დასასვენებელ სარეკრეაციო ზონას. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა მოსახლეობის ინტერესები, არ მოუსმინა და არ დაინტერესდა მათი მოსაზრებებით, არ გამოიკვლევია საჯარო და კერძო ინტერესები, უგულებელყო მოქალაქეთა ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელმა სარჩელის მოთხოვნა არ ცნო. მიუთითა, რომ სადავო აქტი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოიცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სადავო გადაწყვეტილებით მოსარჩელის ან სხვა პირების კანონით გათვალისწინებული ინტერესი არ შელახულა.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1.მესამე პირის- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ასევე არ ცნო სარჩელი იმ საფუძვლით, რომ ან-------ა ხუ-----ას განაცხადზე საფუძვლიანად იქნა შესწავლილი მიწის ნაკვეთის მისთვის გადაცემის საკითხი, რის შემდეგაც სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კანონიერად გასცა თანხმობა ან-------ა ხუ-----ასათვის აღნაგობის უფლებით მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ. 3.2.მესამე პირმა ან-------ა ხუ-----ამ და მისმა წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ან-------ა ხუ-----ას ქ. სენაკში ი. ჭა---------------ა-ში საკუთრებაში გააჩნია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებული აქვს კლინიკა- „სე--------ი“. სადავო განკარგულებით აღნაგობის უფლებით გადაეცა კლინიკის უკანა მხარეს მდებარე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 49 კვ/მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მისსა და სხვა კერძო პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს შორის იყო მოქცეული. აღნიშნული ნაკვეთი მას სჭირდება კლინიკის გაფართოების მიზნით, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას. მიწის ნაკვეთის მისთვის აღნაგობის უფლებით გადაცემა განხორციელდა საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და ყველა სამართლებრივი პროცედურის დაცვით, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნას უარი უნდა ეთქვას უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით. 3.3. მესამე პირები (მოსარჩელის მხარეს)-რ---- კუ-----–---–ი, ირ---–ი კუ-----–---–ი, მ---- მა-----–-ა და ლ-–- ჩვ-----ა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან და მათი პოზიცია სასამართლოსთვის უცნობია, ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა გო----ა ოდ-–----ამ მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას სარჩელში მითითებული საფუძვლით.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 4.1.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ საქმეზე დადგენილი არ არის. 4.2.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. ქ. სენაკში ჭავჭავაძის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 2660 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N4--0--3--229) 2011 წლის 21 ივნისიდან, რეგისტრირებულია სსიპ თვითმმართველი თემის, სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; 4.2.2. რკინიგზის სადგურის ტერიტორიის მიმდებარედ, ქ.სენაკში ჭა---------------ში, მესამე პირს-ან-------ა ხუ-----ას საკუთრებაში გააჩნია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით-4--0--3--4--, მისსავე საკუთრებაში არსებული, კაპიტალური ორსართულიანი შენობით, სადაც განთავსებულია სტომატოლოგიური კლინიკა „სე--------ი“. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; -მხარეთა განმარტებები; 4.2.3. ან-------ა ხუ-----ამ 2016 წლის 30 სექტემბერს განცხადებით მიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ითხოვა სტომატოლოგიური კლინიკა „სე--------ი“-ს უკან მდებარე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 49 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N4--0--3--6--) აღნაგობის ფორმით 60 წლის ვადით სარგებლობაში გადაცემა. განცხადებაში მიუთითა, რომ სტომატოლოგიური კლინიკა „სე--------ი“ სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით. მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, განზრახული აქვს სტომატოლოგიური კლინიკის გაფართოება, პარადონტოლოგიის, ქირურგიის, ბავშვთა სტომატოლოგიური კაბინეტების მოწყობა, რისთვისაც არასაკმარისია კლინიკის შენობა. მის და სხვა კერძო პირის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებს შორის მოქცეულია სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 49 კვ/მ მიწის ნაკვეთი, რომლის გამოყენება, ადგილმდებარეობის გამო, სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ, შეუძლებელია, ხოლო მისი მიზნების მისაღწევად, საკმარისი. 4.2.4.აღნიშნული განცხადების საფუძველზე სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2016 წლის 2 ნოემბერს N3973 მომართვით მიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გადაუგზავნა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული , ქ. სენაკში ი. ჭა---------------ა-ში,მდებარე 49 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N4--0--3--6--) ი/მ ან-------ა ხუ-----ასათვის პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის ფორმით 30 წლის ვადით სარგებლობაში გადაცემის შესახებ განკარგულების პროექტი. 4.2.5. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 2 ნოემბრის N3973 მომართვის საფუძველზე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2016 წლის 3 ნოემბრის N307 ბრძანებით ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მიზნით დაიწო ადმინისტრაციული წარმოება და საკითხის განხილვის მიზნით 2016 წლის 22 ნოემბერს დაინიშნა საკრებულოს სხდომა. 4.2.6. 2016 წლის 22 ნოემბრის სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე რომელსაც ესწრებოდა მოსარჩელე აპ---–--- გა-------აც, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება (16 მომხრე და 2 წინააღმდეგი) ქ. სენაკში ი. ჭა---------------ა-ში, კლინიკა „სე--------ი“-ს უკანა მხარეს მდებარე 49 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N4--0--3--6--) ი/მ ან-------ა ხუ-----ასათვის პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის ფორმით 30 წლის ვადით სარგებლობაში გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე. 4.2.7.აღნიშნულის შემდეგ,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 ნოემბრის N48-ე განკარგულებით სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიეცა თანხმობა, ქ. სენაკში ი. ჭა---------------ა-ში, კლინიკა „სე--------ი“-ს უკანა მხარეს მდებარე 49 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N4--0--3--6--) ი/მ ან-------ა ხუ-----ასათვის პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის ფორმით 30 წლის ვადით სარგებლობაში გადაცემის შესახებ. იმავე ბრძანების შესაბამისად, სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების წლიური ქირის საფასური განისაზღვრა 1500 ლარით. აღნიშნული შეფასებულია აუდიტის სამსახურის მიერ. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: -ან-------ა ხუ-----ას განცხადება; -სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის N11 ოქმი (22.11.2016 წ); -სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის N48-ე განკარგულება (22.11.2016 წ); -აუდიტის დასკვნა; 4.2.8. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 29 ნოემბრის N1399 ბრძანებით ი/მ ან-------ა ხუ-----ას სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 49 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N4--0--3--6--) სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით აღნაგობის ფორმით, 30 წლის ვადით გადაეცა ი/მ ან-------ა ხუ-----ას კლინიკის გაფართოების მიზნით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: -სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის N1399 ბრძანება (29.11.2016 წ); 4.2.9.საქმეზე წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საიდანაც ირკვევა, რომ ქ. სენაკში, ჭა---------------ა-ში,მდებარე 49 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით-4--0--3--6--) რეგისტრირებულია აღნაგობის უფლება ი/მ ან-------ა ხუ-----ას სასარგებლოდ. უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია N17 აღნაგობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი-06.12.2016 წ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; 4.2.10. ან-------ა ხუ-----ამ განცხადებით მიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელს და მოითხოვა ქ. სენაკში ი. ჭა---------------ში მდებარე მის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 4--0--3--4--) განთავსებულ ორსართულიანი კაპიტალური სტომატოლოგური კლინიკის შენობაზე და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 49 კვ/მ აღნაგობის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით-4--0--3--6--) მდებარე ჭა---------------ა-ში, მიშენება-რეკონსტრუქციის სამუშაოებზე ნებართვა წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტების საფუძველზე. ან-------ა ხუ-----ას მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას წარედგინა მიშენება-რეკონსტრუქციის სამუშაოების კორექტირებული პროექტი. 4.2.11.სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 დეკემბრის N1573 ბრძანებით შეთანხმებულ იქნა ან-------ა ხუ-----ას მიერ ქ. სენაკში ი. ჭა---------------ში მდებარე მის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 4--0--3--4--) განთავსებულ ორსართულიანი კაპიტალური სტომატოლოგური კლინიკის შენობაზე და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 49 კვ/მ აღნაგობის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით-4--0--3--6--) მდებარე ჭა---------------ა-ში, მიშენება-რეკონსტრუქციის სამუშაოების წარმოდგენილი პროექტი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: -სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის N1573 ბრძანება (28.12.2016 წ); 4.2.12.იმავე დღეს,2016 წლის 28 დეკემბერს,სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის N1574 ბრძანებით, ან-------ა ხუ-----ას ნება დაერთო მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ4--0--3--4--) განთავსებულ ორსართულიანი კაპიტალური სტომატოლოგური კლინიკის შენობას ჩაუტაროს მიშენება-რეკონსტრუქციის სამუშაოები გვერდით მდებარე (ჭა---------------ა),სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 49 კვ/მ აღნაგობის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით-4--0--3--6--). სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: -სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის N1574 ბრძანება (28.12.2016 წ); 4.2.13.აღნიშნულის საფუძველზე სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის უფროსის მიერ 2016 წლის 28 დეკემბერს გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა, რის საფუძველზეც ან-------ა ხუ-----ამ განახორციელა სამშენებლო სამუშაოები. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: -მშენებლობის სანებართვო მოწმობა N61. (28.12.2016 წ); - მხარეთა ახსნა-განმარტებები; 4.2.14.ი/მ ან-------ა ხუ-----ამ პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის ფორმით 49 კვ/მ მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემის შემდეგ, დადო შრომითი ხელშეკრულებები დასაქმებულ პირებთან, ასევე, გააფორმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმები სხვადასხვა სკოლებთან, რომლის მიხედვით, სკოლის აღსაზრდელებს უწევს უფასო სამედიცინო-სტომატოლოგიურ-პროფილაქტიკურ მომსახურებას. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: -საკრედიტო ხელშეკრულებები; -შრომითი ხელშეკრულებები; -ურთიერთშეთანხმების მემორანდუმები;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მათი წარმომადგენლების სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ აპ---–--- გა-------ას სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ორგანული კანონი ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”; საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. იმავე კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო 33-ე მუხლის (ამავე კოდექსის) თანახმად, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს. მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. კანონის მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტი- სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 ნოემბრის N48-ე განკარგულება სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. სენაკში, ი. ჭა---------------ა-ში მდებარე 49 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N4--0--3--6--) პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის უფლებით, ი/მ ან-------ა ხუ-----ასათვის სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ, აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, აქტის კანონიერების შემოწმება მისი მხოლოდ ფორმალური შემოწმების კუთხით შეფასებას არ გულისხმობს. აქტი ასევე, მატერიალურად კანონიერი უნდა იყოს, ანუ შინაარსობრივად უნდა შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს, უნდა იკვეთებოდეს, თუ რა გარემოებებმა მოახდინეს გავლენა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე. მოსარჩელე აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სადავო აქტით თანხმობა მისცა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას პარკის ტერიტორიას მიკუთვნებული ნაკვეთის აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაცემაზე. მოსარჩელის მოსაზრებით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვეტილება მიიღო საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესწავლისა და შეფასების გარეშე, არ დაინტერესებულა მოსახლეობის მოსაზრებებით, რითაც ხელყოფილ იქნა ჯანსაღ გარემოში მოქალაქეთა ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. სადავო გადაწყვეტილების მიღებისას სამართლებრივი ნორმების მოთხოვნათა დაცვის საკითხს სასამართლო შეამოწმებს ყველა იმ საფუძვლების მიხედვით, რომელთა შესახებაც აპელირებს მოსარჩელე მხარე. უპირველესად, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის იმ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თანხმობა გასცა პარკის ტერიტორიის ან-------ა ხუ-----ასათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გადაცემის შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება რა დისპოზიციურობის პრინციპს, განსაზღვრავს, მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, ასევე, ვალდებულებას, მათ მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ამტკიცონ ამა თუ იმ ფაქტის არსებობა, თუ არარსებობა, ვინაიდან ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება წარმოიშვას, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების, ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა გარკვეულ იურიდიულ შედეგს უკავშირებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული (მე-17 მ) და სამოქალაქო საპროცესო (მე-4 მ) კანონმდებლობა ადგენს მხარეთა ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით უზრუნველყონ მათ მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება. სასამართლო მიიჩნევს,რომ მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა საკმარისი მტკიცებულებები და მისი წილი მტკიცების ფარგლებში ვერ შეძლო დაესაბუთებინა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ სადავო ნაკვეთი წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს მიკუთვნებული ტერიტორიის ნაწილს, პარკს, ან განეკუთვნება სახელმწიფოს მიერ ისტორიის, ბუნებისა და კულტურის ძეგლებად მიჩნეულ სახელმწიფო საკუთრების ნაგებობების დაცვითი ზონების მიწას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს ტექნიკურ რეგლამენტზე - ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების’’ 3.12. მუხლზე და აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი სივრცე მოიცავს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში მდებარე ქუჩას, მოედანს, ხიდს, სკვერს, პარკს, ბაღს, წყლის ზედაპირსა და მის სანაპირო ზოლს, ბუნებრივ ან ხელოვნურ ლანდშაფტს, მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელსა და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეებს. იგივე დებულების 12.3. მუხლის მიხედვით კი, სარეკრეაციო ზონა წარმოადგენს ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ.: პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი), ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს, სადაც შესაძლებელია სარეკრეაციო ზონის (რზ)-ის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად. მითითებული ნორმის შესაბამისად, სარეკრეაციო ზონად მიიჩნევა გამწვანებული, ან სხვა მსგავსი ტიპის ტერიტორია, რომელიც მოქცეულია განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, საკადასტრო გეგმა-ნახაზებით, ფოტოსურათებით, დგინდება, რომ ან-------ა ხუ-----ასათვის სადავო გადაწყვეტილებით შეთანხმებული და შემდგომში აღნაგობის უფლებით გადაცემული 49 კვ/მ მიწის ნაკვეთი, მდებარეობს ან-------ა ხუ-----ასვე საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების-მიწის ნაკვეთისა და ორსართულიანი შენობის, სადაც განთავსებულია სტომატოლოგიური კლინიკა „სე--------ი“, უკან. მოსარჩელეს ასევე სადავოდ არ გაუხდია ის გარემოებაც, რომ სადავო მიწის ნაკვეთს ესაზღვრება სხვა, კერძო პირის საკუთრებაში არსებული ქონება, შესაბამისად, სადავო 49 კვ/მ მიწის ნაკვეთი, განთავსებულია კერძო პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის, რაც გამორიცხავს მისი პარკის ტერიტორიის ნაწილად მიჩნევის შესაძლებლობას. ან-------ა ხუ-----ასათვის აღნაგობის უფლებით გადაცემული 49 კვ/მ მიწის ნაკვეთი, მართალია, ესაზღვრება განაშენიანებულ ტერიტორიას, მაგრამ იგი არ მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში, რაც აუცილებელი წინაპირობაა ტერიტორიის სარეკრეაციო ზონად მიჩნევისათვის. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სს კოდექსის 105-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ამ ნორმით დადგენილია სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მითითებული სტანდარტით მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს პარკის ტერიტორიის ნაწილს, ასევე, სახელმწიფოს მიერ ისტორიის, ბუნებისა და კულტურის ძეგლებად მიჩნეულ სახელმწიფო საკუთრების ნაგებობების დაცვითი ზონების მიწას. მოსარჩელემ ასევე, მიუთითა სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების დარღვევებზე, თუმცა ამ თვალსაზრისითაც, დარღვევა ვერ დადასტურდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ის სამართლებრივი საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ექვემდებარება ბათილად ცნობას. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი, ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და შესაბამისად მოცემულ საკითხზე იქნებოდა მიღებული სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. საქმიანობის ამ პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა, რომლებიც თავმოყრილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის vI თავში და მოქმედებს ადმინისტრაციული წარმოების ყველა სახისათვის. სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ამ სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა იმგვარად დარღვევის ფაქტი, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად აქტის ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლება გახდეს, სასამართლო სხდომაზე არ გამოვლენილა. საქმის გამოკვლევის შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო აქტი გამოცემულია კანონის არსებითი მოთხოვნის დარღვევის გარეშე. კერძოდ: საქართველოს ორგანული კანონის ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მე-5.1.მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია“, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. საქართველოს კონსტიტუციის 1012.1 მუხლის (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან) მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები გამიჯნულია სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებებისაგან. თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებანი, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებათა განსაზღვრის ძირითადი პრინციპები და უფლებამოსილებანი დგინდება ორგანული კანონით. ხოლო 1012.2.მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. ორგანული კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებანი ექსკლუზიურია. საქართველოს ორგანული კანონის ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 106-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური სიკეთე, ხოლო იგივე კანონის მე-16.2 (ბ) მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებაა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის ერთ-ერთი ფორმა, საქართველოს ორგანული კანონის ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის”122.1.(ა)-ე მუხლის შესაბამისად, არის აღნაგობა, ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა ხდება აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით...მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. დადგენილია, რომ ან-------ა ხუ-----ამ განცხადებით მიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ითხოვა სტომატოლოგიური კლინიკა „სე--------ი“-ს უკან მდებარე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 49 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N4--0--3--6--) აღნაგობის ფორმით 60 წლის ვადით სარგებლობაში გადაცემა. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. წინამდებარე გადაწყვეტილების 4.2.3-4.2.8 პუნქტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, რაც მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოკვლეულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილებაც მიღებულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საქართველოს ორგანული კანონის ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” შესაბამისი ნორმების მოთხოვნათა დაცვით. კერძოდ, ან-------ა ხუ-----ას განცხადებაზე სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაეგზავნა ი/მ ან-------ა ხუ-----ასათვის პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის ფორმით 30 წლის ვადით სარგებლობაში გადაცემის შესახებ განკარგულების პროექტი, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2016 წლის 3 ნოემბრის N307 ბრძანებით ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მიზნით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და საკითხის განხილვის მიზნით 2016 წლის 22 ნოემბერს დაინიშნა საკრებულოს სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება (16 მომხრე და 2 წინააღმდეგი) ქ. სენაკში ი. ჭა----------------ში, კლინიკა „სე--------ი“-ს უკანა მხარეს მდებარე 49 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N4--0--3--6--) ი/მ ან-------ა ხუ-----ასათვის პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის ფორმით 30 წლის ვადით სარგებლობაში გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე, რის საფუძველზეც საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემულ იქნა სადავო განკარგულება. აღნიშნული დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას რაიმე პროცედურულ დარღვევას ადგილი არ ქონია და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამ სფეროს მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების დაცვით. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე (თანხმობის გაცემამდე), ადმინისტრაციულ ორგანოს მოსახლეობის აზრი არ მოუსმენია და არ შეუჯერებია კერძო და საჯარო ინტერესი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ”ბ” ქვეპუნქტზე, რომელიც განმარტავს დაინტერესებული მხარის სტატუსს, კერძოდ, დაინტერესებული მხარეა ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში. იმავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით. დადგენილია, რომ 2016 წლის 22 ნოემბრის სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას, სადაც სადავო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ესწრებოდა მოსარჩელე აპ---–--- გა-------აც, რაც მიუთითებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეთა ინფორმირებაზე. სხდომის ოქმიდან არ იკვეთება აპ---–--- გა-------ას მხრიდან მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა, თუმცა ასეც რომ არ იყოს, კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში, კანონმდებელი უშვებს გამონაკლისს, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. მითითებული მუხლის მიხედვით, აღმჭურველი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის ”კანონიერების პრინციპი”, რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. ამ მნიშვნელოვან პრინციპს უპირისპირდება, კანონმდებლის მიერ ასევე, აღიარებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ”დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპი”. ორივე პრინციპი კონსტიტუციური რანგისაა და გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან. შესაბამისად, პრობლემის ცალსახად გადაწყვეტა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სამართალწარმოების ამოცანაა კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისას მოახდინოს ამ ორი პრინციპის შეპირისპირება და თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღება. სასამართლო აღნიშნავს, რომ მმართველობის კანონიერ პრინციპსა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპს შორის შეპირისპირების დროს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს აღმჭურველი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადებით ადრესატისადმი მიყენებული ზიანის და ამ აქტის ბათილად გამოუცხადებლობით სხვა პირისადმი ან საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის შეპირისპირება (შეფარდება), კანონიერი ნდობის ხარისხი, აქტის უკანონობის სიმძიმე, მიყენებული ზიანი, აქტის გამოცემის შემდეგ გასული დრო... ამ თვალსაზრისითაც დაუშვებელია სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ვინაიდან ან-------ა ხუ-----ას აქვს კანონიერი ნდობა სადავო გადაწყვეტილების მიმართ, მან ამ აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები, კერძოდ, უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, მიიღო მშენებლობის სანებართვო მოწმობა და განახორციელა მიშენება-რეკონსტრუქციის სამუშაოები, და შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც, ან-------ა ხუ-----ას ნდობა სადავო აქტისადმი არის დაცვის ღირსი, ვინაიდან ამ აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება გარკვეული ზიანი. გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია, ასევე ის გარემოებაც, რომ ი/მ ან-------ა ხუ-----ამ პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის ფორმით 49 კვ/მ მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემის შემდეგ, დადო შრომითი ხელშეკრულებები დასაქმებულ პირებთან, ასევე, გააფორმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმები სხვადასხვა სკოლებთან, რომლის მიხედვით, სკოლის აღსაზრდელებს უწევს უფასო სამედიცინო-სტომატოლოგიურ-პროფილაქტიკურ მომსახურებას. ამდენად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გასაჩივრებული აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ამასთან, ამ აქტების მომზადების ან გამოცემის წესის არსებითად დარღვევის ფაქტი, რაც გამოიწვევდა მოცემულ საქმეზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას, არ დადგენილა, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ყველა ზემოთ აღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. 7. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი -100 ლარი, უნდა დარჩეს იმავე ანგარიშზე. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, მე-13, მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1. უარი ეთქვას მოსარჩელე აპ---–--- გა-------ას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 ნოემბრის N48-ე განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. 2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს იმავე ანგარიშზე. 3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუ პორტის ქუჩა 32) სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სენაკი, შოთა რუსთაველის ქუჩა 247) 14 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია