განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002731234
საქმე N1-1016/18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10.04.2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გე-–-------ძე
დაცვის მხარე
1. ბრალდებული: ას-----------ვ
მამის სახელი: გა-----------–ი
დაბადებული: 2--05.1963 წელი
მოქალაქეობა: რუსეთი ფედერაციის მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრაციის/ფაქტობრივი მისამართი: რუსეთის ფედერაცია, ქალაქი კრასნაიარსკი, სავ------ს რაიონი, მო-–------------------------
ადვოკატები - ალ-------------ძე, ლე-----------ძე
თარჯიმანი - ზი----------------ნი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი;
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №075241018001
1.აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 24 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ას-------------მა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----ში მდებარე სასაზღვრო-გამტარ პუნქტ ,,ს-----ში’’, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე სა-----–------ის სახელზე გაცემული A 3------- ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და შემოვიდა თურქეთის რესპუბლიკიდან.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის
უკანონოდ გადაკვეთა;
ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება;
2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს ( იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3 თავად ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება, რომ 2018 წლის 24 ოქტომბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----ში მდებარე სასაზღვრო-გამტარ პუნქტ ,,ს-----ში’’, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის სა-----–------ის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთას თურქეთის რესპუბლიკიდან.
2.4. დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით №დ-------, 26.10.2018წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი SAE---------I სახელზე გაცემული ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის A 3------- პასპორტი (გარდა ბიომონაცემთა გვერდისა) დამზადებულიან სატამბური წესით და შეესაბამება ანალოგიური სახის ნამდვილ დოკუმენტს.
ზემოთ მითითებული პასპორტის მე-2 ბიომონაცემთა გვერდი შეცვლილია და დამზადებულია არა სტამბური წესით, არამედ კუსტარულად, ფერადი სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით.
2.5. დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით №დ------, 25.10.2018წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი SAE---------I სახელზე გაცემული მართვის მოწმობა სერიიტა და ნომრით 1------5 დამზადებულია არა სტამბური წესით, არამედ კუსტარულად, ფერადი სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არა აქვს ნამდვილი დოკუმენტის მახასიათებელი ნიშნები. მასში რაიმე სახის ცვლილებები შეტანილი არ არის.
2.4 ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (შეტყობინება დანაშაულის შესახებ, დათვალიერების ოქმი, განჩინებები საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ, ცნობა საზღვრის კვეთის შესახებ, რადიოგრამა, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, მოწმე რო---------------------------ს გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა) - სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ას-----------ვმა, ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ას-----------ვმა, მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2018 წლის 24 ოქტომბერს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის სა-----–------ის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;
როგორც ზემოთ აღინიშნა გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
ბრალდებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას; ინანიებს და ითხოვს პატიებას;
დაცვიუს მხარე შუამ,დგომლობს ას-----------ვს თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის დანიშვნის შემთხვევაში გადაუვადდეს სასჯელის აღსრულება მის გამოჯანმრთლებამდე, რის საფუძველსაც წარმოდგენს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის შედეგად გაცემული დასკვნა;
დაცვის მხარის მიერ საქმის განხილვისას წარმოდგენილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის მიერ გაცემული დასკვნით, სადაც შესწავლილია ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა აღნიშნულია, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის და ექსპერტიზის წარმოების პროცესში ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური გამოკვლევების მონაცემებიდან გამომდინარე ბრალდებულ ას-----------ვის დიაგნოზია: გულის იშემიური დაავადება. გულის უსიმპტომო იშემია (I25.6), ჰიპერქოლესტერინემია (E78.0) არტერიული ჰიპერტენზია II სტადია (JNC VII) (I10) , გულის უკმარისობა II ფუნ. კლ. (NYHA) (I50.9) , ბრონქიალური ასთმა დაუზუსტებელი (J45,9) . შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 (2012წ) (E11.0). ინსომია (F51.0). სომატოფორმული ავტონომიური (ვეგეტატიური) დისფუნქცია (F45.3). ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა (G45.0). ოსტეოქონდროზი (M42). ქრონიკული ქოლეცისტიტი (K81.9), მეტეორიზმი (R14).
ას-----------ვის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. იგი ქრონიკული და პროგნოზულად მძიმე ავადმყოფია, სრული განკურნების პერსპექტივის გარეშე.
ას-----------ვს ესაჭიროება მაღალკვალიფიციური მულტიპროფილური (კარიოლოგი, ალერგოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნერვოლოგი) საექიმო მეთვალყურეობა და ადექვატური კომპლექსური მკურნალობა; გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის მხრივ, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის და მისგან გამოწვეული მძიმე გართულებების პრევენციის მიზნით, ნაჩვენებია სპეციალიზირებული კარდიოლოგიური კლინიკის პირობებში გაღრმავებული გამოკვლევების (დატვირთვის ტექსტი და კორონაროგრაფია) ჩატარება. ....ბრონქულ ასთმასთან მიმართებაში აუცილებელია გაღრმავდეს კვლევები ბრონქული ასთმის გამომწვევი ფაქტორის (ალერგენის ვერიფიკაცია) დადგენის მიზნით და ამ მონაცემებზე დაყრდნობით ზუსტად შეირჩეს სამკურნალო მედიკამენტების დასახელება და დოზები. შაქრიან დიაბეტთან დაკავშირებით ესაჭიროება სათანადო ლაბორატორიული გამოკვლევები (გლიკემიური პროფილის ხშირი მონიტორინგი, სამ თვეში ერთხელ გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა) და მიღებული შედეგების გათვალისწინებით მკურნალობის ადექვატური ტაქტიკის შერჩევა; ნევროლოგიური პროფილით მედიკამენტური თერაპია მოიცავს: სედატიურ და საძილე საშუალებებს, ქონდოპროტექტორებს, ანთების საწინააღმდეგო არატეროიდულ და ბეტაჰისტამინის პრეპარატებს, კალციუმის პრეპარატებს. მედიკამენტურ თერაპიასთან კომპლექსში ნაჩვენებია ფიზიოპროცედურები და სამკურნალო მასაჟი. ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში 08.02.19წ ფსიქიატრის კონსულტაციით არსებული მონაცემებიდან და ექსპერტიზის წარმოების პროცესში ჩატარებული ნარკოლოგიური გამოკვლევების შედეგებიდან გამომდინარე, ას-----------ვს ფსიქიატრიული პროფილის ჯანმრთელობის პრობლემატიკა არ აღენიშნება. ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში ას-----------ვს არ უტარდება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი სრულფასოვანი ადექვატური სამედიცინო დახმარება. არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ას-----------ვის იზოლაციაში ყოფნა ( პანიტენციური დაწესებულება) სამედიცინო თვალსაზრისით ნეგატიურად იმოქმედებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შესაბამისად ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას. (იხ დასკვნა)
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს შრომის ჯანმრთლეობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის #01-6/ნ ბრძანებით დამტკიცებულია იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალი, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების, ან სასჯელის აღსრულების გადავადების საფუძველს;
ზემოთ მითითებული დასკვნით კი დადგენილია, რომ ას-----------ვი წარმოადგენს ქრონიკულ და პროგნოზულად მძიმე ავადმყოფს და სასჯელის მოხდა მასზე იმოქმდებს ნეგატიურად, ექსპერტის დასკვნით წარმოდგენილია რეკომენდაციები მკურნალობის კურსთან დაკავშირებით, ექსპერტის დასკვნაში არ არის ცალსახად მითითებული, რომ შეუძლებელია ასეთი სახის ჯანმრთელობის მდგომარეობით სასჯელის მოხდა, უფრო მეტიც, დასკვნით არ არის დადგენილი დაავადებები რომელთა არსებობისას აქვს სასამართლოს შესაძლებლობა მოახდინოს დადგენილი და დანიშნული სასჯელის აღსრულების გადავადება; დასკვნით მითითება, რომ სასჯელის მოხდა ნეგატიურად იმოქმედებს ჯანმრთლეობის მდგომარეობაზე, დადგენილია ამ მოცემულობით, თუმცა იგივე დასკვნის მიხედვით, ჯეროვანი მკურნალობის კურსით ამის აღმოფხვრის შეუძლებლობა დადგენილი არ არის; (იხ დასკვნითი ნაწილი);
ამდენად, სასამართლოს არ უდასტურდება სასჯელის აღსრულების გადავადების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი;
სასამართლო მიიჩნევს, ას-----------ვს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ას-----------ვის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, სასჯელის ზომის განსაზღვრისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის აღიარება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში Olsson v. Sweden სასამართლომ დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“
იმის დადგენა, კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება;
ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ას-----------ვის მიმართ სასჯელის ზომად განსაზღვროს მოცემული მუხლის სანქციით დადგენილი თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადა;
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთიერი მტკიცებულება - SAE---------I სახელზე გაცემული მართვის მოწმობა სერიითა და ნომრით 1------5, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - თურქული ბინადრობის მოწმობა დოკუმენტი სერიითა და ნომრით B N------, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ნივთიერი მტკიცებულება - ას-----------ვის (A-----------), სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქის N71-------- პასპორტი, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ნივთიერი მტკიცებულება - ას-----------ვის (A-----------), სახელზე გაცემული მართვის მოწმობა სერიითა და ნომრით N24 2--------, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ნივთიერი მტკიცებულება - SAE---------I სახელზე გაცემული ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის A 3------- პასპორტი, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ას-----------ვ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და მას:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ას-----------ვს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ას-----------ვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ას-----------ვს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 24 ოქტომბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - SAE---------I სახელზე გაცემული მართვის მოწმობა სერიითა და ნომრით 1------5, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - თურქული ბინადრობის მოწმობა დოკუმენტი სერიითა და ნომრით B N------, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ნივთიერი მტკიცებულება - ას-----------ვის (A-----------), სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქის N71-------- პასპორტი, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ნივთიერი მტკიცებულება - ას-----------ვის (G-----------), სახელზე გაცემული მართვის მოწმობა სერიითა და ნომრით N24 2--------, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ნივთიერი მტკიცებულება - SAE---------I სახელზე გაცემული ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის A 3------- პასპორტი, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე