გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2/2-776 - 18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
2- მარტი, 2--- წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი მაისურაძე
სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) მა----მ სო---–-ა
წარმომადგენელი თე--------–---–ი
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) თ-------- ყი-----ი
წარმომადგენელი ლა–- ჯა------–---–ი
მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)
წარმომადგენელი ნა------------–---–ი
დავის საგანი თავადაპირველი სარჩელით ალიმენტის გადახდის დაკისრება
დავის საგანი შეგებებული სარჩელით არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სასარჩელო მოთხოვნა თავდაპირველი სარჩელით
1.1.1. მოპასუხე თ-------- ყი-----ისათვის არასრულწლოვანი შვილების, ლა-----ე ყი-----ის (დაბადებული 2--- წლის 0- ოქტომბერს), ნი-- ყი-----ის (დაბადებული 2--- წლის 0--------–-) და ქე-----ნ ყი-----ის (დაბადებული 2--- წლის 3- ნოემბერს) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 500-500 ლარის, სულ 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრიდან - 2--- წლის 25 აპრილიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
მა----მ სო---–-ა და თ-------- ყი-----ი დაქორწინდნენ 2--- წლის 0- მარტს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ს--- შვილი: ლა-----ე ყი-----ი (დაბადებული 2--- წლის 0- ოქტომბერს), ნი-- ყი-----ი (დაბადებული 2--- წლის 0--------–-) და ქე-----ნ ყი-----ი (დაბადებული 2--- წლის 3- ნოემბერს). მხარეები 2--- წლის 0- ნოემბრის თვიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელე მა----მ სო---–-ა არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ქ. ზ--------ში მშობლების კუთვნილ სახლში. მოპასუხე თ-------- ყი-----ი პროფესიით არის მუსიკოსი, 2--- წელს მან მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა ტელეკომპანია ,,რ----------“-ის შოუში ,,X-----------ი“. მოსარჩელე მა----მ სო---–-ამ 2--- წელს დაამთავრა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი და მიენიჭა დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი. სწავლის დასრულებამდე მას არსად უმუშავია. 2--- -2--- წლებში მოსარჩელე არ მუშაობდა, რადგან გარკვეულ დრომდე არ გააჩნდა სრულყოფილი პროფესიული განათლება და იმავდროულად უვლიდა ორ მცირეწლოვან შვილს. მა----მ სო---–-ამ 2--- წლის 1--------- დაიწყო მუშაობა სს ,,ს---------------------------------–-ს“ პირველადი ჯანდაცვის მართვის განყოფილებაში პერსონალური ექიმის ასისტენტის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 300 ლარს, თუმცა მესამე შვილზე ფეხმძიმობის გამო 2--- წლის ნოემბრის თვეში გავიდა დეკრეტულ შვებულებაში. მოსარჩელეს მესამე შვილი - ქე-----ნ ყი-----ი შეეძინა 2--- წლის 3- ნოემბერს. 2--- წლის 1---აისს მა----მ სო---–-ას და დამსაქმებელს შორის შეწყდა შრომითი ურთიერთობა. დღეის მდგომარეობით, ლა-----ე ყი-----ი სწავლობს ქალაქ ზ--------ში მ. კ---------------–-------- საჯარო სკოლაში. ნი-- ყი-----ი სწავლობს ქ. ზ--------ში ა--–-------–-ს სახელობის N- საჯარო სკოლაში, ხოლო უმცროსი შვილი ქე-----ნ ყი-----ი 2--- წლის დეკემბრის თვიდან დადის ქალაქ ზ--------ში კერძო ბაგა-ბაღში ,,----------, სადაც ყოველთვიური გადასახადია 1-0 (ასი) ლარი. ბავშვების რჩენა-აღზრდისათვის დაკავშირებულ ხარჯებს, რაც დაკავშირებულია მათ კვებასთან, ჩაცმასთან, სწავლასთან, ჯანმრთელობის დაცვასთან, უზრუნველყოფს მოსარჩელე მხარე მშობლების დახმარებით. მოპასუხე არ მონაწილეობს ამ ხარჯების დაფარვაში.
(სარჩელი, სასამართლოს სხდომის ოქმები).
1.2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით
1.2.1. არასრულწლოვანი ბავშვების, ლა-----ე ყი-----ის (დაბადებული 2--- წლის 0- ოქტომბერს), ნი-- ყი-----ის (დაბადებული 2--- წლის 0--------–-) და ქე-----ნ ყი-----ის (დაბადებული 2--- წლის 3- ნოემბერს) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის, თ-------- ყი-----ის საცხოვრებელი ადგილი;
მხარეები, თ-------- ყი-----ი და მა----მ სო---–-ა 2--- წლის 0- მარტიდან იმყოფებოდნენ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ს--- შვილი: ლა-----ე ყი-----ი, ნი-- ყი-----ი და ქე-----ნ ყი-----ი. ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში, მა----მ სო---–-ა ავლენდა მძიმე ხასიათს. იგი არის კონფლიქტური, თამაშობდა ა-----ტულ თამაშებს, ბავშვებს არ აქცევდა სათანადო ყურადღებას. არასრულწლოვანი ბავშვები ძირითადად სკოლაში და ბაღში დაყავდა მოსარჩელე თ-------- ყი-----ს ან მის მშობლებს. მოსარჩელის მშობლები და და უვლიდნენ ძირითადად ბავშვებს. მა----მ სო---–-ას ა-----ტული თამაშების გამო ჰქონდა სასესხო ვალდებულებებიც, რაც არაერთხელ დაფარა მოსარჩელის მშობლებმა მთლიანად. მოპასუხე 2--- წელს მოულოდნელად წავიდა თავის მშობლებთან ზ--------ში და მას მერე ბავშვებს არ ანახებს თ-------- ყი-----ს. როდესაც ბავშვების მამა ზ--------ში იყო ჩასული ბავშვების სანახავად, მას დასჭირდა საპატრულო პოლიციის გამოძახება თავისი შვილები რომ ენახა. მოპასუხე მხარე დღემდე მანიპულირებს ბავშვებით. იგი მოსარჩელე მხარეს არ აძლევს ბავშვებთან კომუნიკაციის საშუალებას. აღნიშნულის გამო, მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას, რომ იზრუნოს ბავშვებზე, უზრუნველყოს ისინი საკვებით, ტანსაცმლით და სხვა საჭირო ნივთებით. თ-------- ყი-----ი მიიჩნევს, რომ მის ოჯახში არის შექმნილი მზრუნველი და უსაფრთხო გარემო პირობები, სადაც დროულად იქნება ბავშვების ყველა საჭიროება დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხის მა----მ სო---–-ას სახლში ბავშვის ნორმალურად აღზრდის პირობები შექმნილი არ არის. არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე, ბავშვების საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი, სადაც ბავშვები ცხოვრობდნენ წლების განმავლობაში. მამის საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანი ბავშვები იქნებიან მშვიდ, მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში.
2.1. მოპასუხის პოზიცია
2.1.1. მოპასუხე ნაწილობრივ ეთანხმება მოთხოვნას ალიმენტის გადახდის თაობაზე და თანახმაა ყოველთვიურად თითოეული არასრულწლოვანი ბავშვის სასრაგებლოდ ალიმენტის სახით გადაიხადოს 1-0-1-0 (ას-ასი) ლარი, სულ 300 (სამასი) ლარი. სიმართლეს არ შეესაბამება მოსარჩელის მ---- მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვან შვილებს მხოლოდ ის უვლიდა. ბავშვების მოვლაზე ზრუნავდა ორივე მშობელი. ასევე, ბავშვებს უვლიდნენ თ-------- ყი-----ის მშობლები და დები. მოპასუხე მაქსიმალურად ზრუნავდა თავის ოჯახზე და უზრუნველყოფდა მატერიალურად თავისი შესაძლებლობის ფარგლებში. მოპასუხე თ-------- ყი-----ი პროფესიით არის ინჟი--რი (და არა მუსიკოსი) და მისი საქმიანობაც ძირითადად მის პროფესიასთანაა დაკავშირებული. მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტზე არის სრულიად გაუმართლებელი. მოპასუხე ბავშვებზე ზრუნვას თავს არ არიდებს და მისი მხრიდან ბავშვები მომავალშიც იქნებიან უზრუნველყოფილნი ყველა საჭიროებით. ამასთან, თ-------- ყი-----ს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსარჩელე ალიმენტის სახით მიღებულ თანხას გამოიყენებს პირადი მიზნებისათვის და ეს თანხები არ იქნება გამოყენებული ბავშვების რჩენა-აღზრდის მიზნით.
2.2. მოპასუხე შეგებებულ სარჩელით მოთხოვნას ეთანხმება ნაწილობრივ.
მოპასუხე მა----მ სო---–-ა არ ეთანხმება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე. გაურკვეველია მოსარჩელე თ-------- ყი-----ის პოზიცია ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან იგი ერთის მხრივ მოითხოვს ბავშვების აღსაზრდელად გადაცემას, თუმცა ამავდროულად სოციალურ მუშაკთან საუბრისას აღნიშნავს, რო მისი სურვილია სასამართლოს მ---- განესაზღვროს ბავშვებთან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი. არასრულწლოვან შვილებზე ყოველთვის ზრუნავდა და დღემდე ზრუნავს მა----მ სო---–-ა. იგი წარმართავს ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებას მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ბავშვები ა----ნ ბედნიერები და თავს კომფორტულად გრძნობენ მა----მ სო---–-ასთან მისი მშობლების საცხოვრებელ სახლში, ქ. ზ--------ში. მოპასუხე არ თამაშობს ა-----ტულ თამაშებს. მა----მ სო---–-ას მიზანია არასრულწლოვანი შვილების ინტერესების საუკეთესოდ დაცვა და მათი უზრუნველყოფა აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებებით. ამასთან, მოპასუხე მა----მ სო---–-ა არ არის წინააღმდეგი თ-------- ყი-----ს ჰქონდეს სტაბილური ურთიერთობა არასრულწლოვან შვილებთან, მათ შორის კონკრეტული დროით წაიყვანოს თავის საცხოვრებელ ადგილას თბილისში და ასევე, ზაფხულის და ზამთრის პერიოდში გარკვეული პერიოდი ბავშვებმა გაატარონ მამასთან.
(შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები).
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვების სრულყოფილი განვითარებისათვის და მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია მათ ურთიერთობა ჰქონდეთ ორივე მშობელთან. ორივე მათგანს შექმნილი აქვს ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები. ორივე ოჯახი ვალდებულია იზრუნოს და შეუქმნას მათ განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო. ბავშვების უპირატესი ინტერესების და მათი კანონიერი უფლებების გათვალისწი--ბით, აუცილებელია, ბავშვებს ურთიერთობა ჰქონდეს როგორც მამასთან, ასევე დედასთან. მოცემულ საქმეზე არ გამოიკვეთა არასრულწლოვანი ბავშვების ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზანშეწონილობა. ბავშვები ცხოვრობენ დედასთან მათთვის მისაღებ, მზრუნველ და უსაფრთხო გარეშემო. არასრულწლოვან ბავშვებს ორივე მშობლის მიმართ აქვთ მიჯაჭვულობა და თბილი დამოკიდებულება. ბავშვების დედა არ არის წინააღმდეგი მამას ჰქონდეს სტაბილური ურთიერთობა ბავშვებთან, რაც აუცილებელია მათი სრულფასოვნად განვითარებისათვის. განსახილველ დავაზე, მშობელსა და ბავშვებს შორის ურთიერთობისათვის პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხარეები ცხოვრობენ სხვადასხვა ქალაქში და ამ ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული ხშირი მგზავრობა. შესაბამისად, სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწი--ბით. ბავშვებთან ურთიერთობის წესი უნდა დადგინდეს ბავშვების დღის ჩვეული რეჟიმის გათვალისწი--ბით ისე, რომ მათ ფსიქიკას არ მიადგეს ზიანი, რომელმაც შესაძლებელია მომავალში მათ გონებრივ განვითარებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მა----მ სო---–-ა და თ-------- ყი-----ი დაქორწინდნენ 2--- წლის 0- მარტს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ს--- შვილი: ლა-----ე ყი-----ი (დაბადებული 2--- წლის 0- ოქტომბერს), ნი-- ყი-----ი (დაბადებული 2--- წლის 0--------–-) და ქე-----ნ ყი-----ი (დაბადებული 2--- წლის 3- ნოემბერს);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N 0---------- (ტომი 1, ს.ფ. 27);
_ დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N 0---------- (ტომი 1, ს.ფ. 28);
_დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ტომი 1, ს.ფ. 29).
3.1.2. მა----მ სო---–-ა და თ-------- ყი-----ი განქორწინდნენ 2--- წლის 1------------–-. არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან, მა----მ სო---–-ასთან ერთად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_განქორწი--ბის მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 3-);
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.1.3. მოსარჩელე მა----მ სო---–-ა მუშაობდა სს ,,ს--------------------------------“-ში პირველადი ჯანდაცვის მართვის განყოფილებაში 2--- წლის 16 მარტიდან 2--- წლის 1---აისამდე პერსონალური ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.
სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით მა----მ სო---–-ას მ---- 0-.0-.2--- წლიდან 1--0--2--- წლის ჩათვლით მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება;
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული მონაცემებით, მა----მ სო---–-ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ასევე, საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, მოსარჩელის სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ ფიქსირდება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სს ,,ს--------------------------------“-ის მიერ 26-0-.2--- წელს გაცემული ცნობა (ტომი 1, ს ფ. 38);
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 1--0--2--- წელს გაცემული ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 83);
_საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 1--0--2--- წელს გაცემული ცნობა N16---- (ტომი 1, ს.ფ. 82);
_სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა ს---ნისტროს მიერ 2-.0--2--- წელს გაცემული ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 81).
3.1.4. მა----მ სო---–-ა 2--- წლის თებერვლის თვიდან მუშაობს სსიპ ქალაქ ზ--------ის N- საჯარო სკოლის ექიმად და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 395 ლარს; გარდა ამისა, მოსარჩელე დასაქმებულია ,,ევ----ს“ კლინიკაში უმცროსი ექიმის პოზიციაზე და მისი ხელფასი შეადგენს თვეში დაახლოებით 1-00 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ ქ. ზ--------ის N- საჯარო სკოლის მ---- 27.0-.2--- წელს გაცემული ცნობა (ტომი 2, ს.ფ. 16);
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.1.5. ს--------–------------------ს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის მ---- ვიზიტი განხორციელდა მა----მ სო---–-ას საცხოვრებელ მისამართზე და იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც ირიცხებიან არასრულწლოვანი შვილები. არასრულწლოვანი ბავშვები, ლა-----ე ყი-----ი, ნი-- ყი-----ი და ქე-----ნ ყი-----ი დედასთან, მა----მ სო---–-ასთან ერთად ცხოვრობენ ბებიას-ბაბუის ოჯახში (დედის მხრიდან) მისამართზე ზ--------ი, გამარჯვების 1. N-0--ში. ბავშვების სამედიცინო განვითარების ბარათები გახსნილია ქ. თბილისში, კლინიკა ,,მ----------“-ში. ბავშვებს გაკეთებული აქვთ ასაკობრივი აცრები. მათი ფიზიკური და კოგნიტური მონაცემები შეესაბამება მათ ასაკს. არასრულწლოვანი ქე-----ნ ყი-----ი საბავშვო ბაღის ,,ბ---------“ აღსაზრდელია, სადაც ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 1-0 (ასი) ლარს. ნი-- ყი-----ი ირიცხება ზ--------ის N- საჯარო სკოლაში, ლა-----ე ყი-----ი კი სწავლობს ზ--------ის N- საჯარო სკოლაში. სკოლებისა და საბავშვო ბაღის ადმინისტრაციისაგან მიღებული ინფორმაციით, ბავშვები სისტემატურად ესწრებიან საგაკვეთილო პროცესებს, მათ აქვთ კარგი აკადემიური მოსწრება. ბავშვები ა----ნ კომუნიკაბელურები, არ უჭირთ ურთიერთობა გარშემომყოფებთან.
სახლი, სადაც ბავშვები იზრდებიან, ორსართულიანი კაპიტალური საცხოვრებელია, რომელიც ცხრა ოთახისგან შედგება, ოთახებში განლაგებულია ყველა საჭირო ავეჯი, მოწესრიგებულია ჰიგიენური მდგომარეობა. ვიზიტისას ბავშვები იყვნენ სუფთად ჩაცმულები და მოწესრიგებულად გამოიყურებოდნენ. არასრულწლოვანს შექმნილი აქვს უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები. საცხოვრებელში გამართულია ელექტროგაყვანილობა და აბაზანა განთავსებულია სახლში. ბავშვები უზრუნველყოფილი ა----ნ მათთვის საჭირო და სასარგებლოდ სრულფასოვანი საკვებით. მათ აქვთ საკუთარი საწოლი, საკუთარი კუთხე და სასწავლო ნივთები, ასაკის შესაბამისი სათამაშოები და ლიტერატურა. მა----მ სო---–-ას მშობლები ა----ნ დასაქმებულები და თვეში აქვთ შემოსავალი 2-00 ლარი, რაც იძლევა ბავშვების მინიმალური მოთხოვნილებებით დაკმაყოფილების საშუალებას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ს--------–------------------ს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2--- წლის 1- სექტემბრის დასკვნა N3--- (ტომი 1, ს.ფ. 2-3);
_26-0-.2--- წლის შემოსავლის ორდერი (ტომი 1, ს.ფ. 39).
3.1.6- მოსარჩელე თ-------- ყი-----ის (შეგებებული სარჩელით) ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენს ქ. თბილისი, გრ----------------------------. მისი გადმოცემით, მა----მ სო---–-ასთან თანაცხოვრების პერიოდში, ისინი ცხოვრობდნენ თ-------- ყი-----ის მშობლების კუთვნილ სახლში მისამართზე ქ. თბილისი, კ-------------–----ვ. მათ ბავშვების გაზრდაში ეხმარებოდნენ როგორც მისი ასევე მა----მ სო---–-ას მშობლები. თ-------- ყი-----ის ინფორმაციით, მა----მ სო---–-ას აქვს მძიმე ხასიათი, მას კონფლიქტი ჰქონდა თ--------ს მშობლებთან, რის გამოც ისინი ბავშვებთან ერთად გადავიდნენ მოპასუხის თ-------- ყი-----ის დედის კუთვნილ ბინაში მისამართზე, ქ. თბილისი, გრ----------------------------. აღნიშნული ბინა არის სამ ოთახიანი. სახლში არის ძველი რემონტი, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღნიშნულ მისამართზე თ-------- ყი-----ი ცხოვრობს მარტო. თ-------- ყი-----ი პროფესიით არის არქიტექტორი. ის სატელევიზიო კონკურსის ,,X------------ს“ გამარჯვებულია. ჰყავს ჯგუფი ,,რე-----–ი“. მისივე ინფორმაციით აღნიშნულ კონკურსში მიღებული ფულადი საჩუქარი და მანქანა მოახმარა ოჯახის საჭიროებებს. იგი აღნიშნავს, რომ მათი თანაცხოვრებისას მა----მი თამაშობდა ა-----ტულ თამაშებს, რის გამოც მძიმე ხასიათი ჰქონდა და ბავშვებს სათანადოდ ვერ აქცევდა ყურადღებას. თ-------- ყი-----ი აქტიურად იყო ჩართული ბავშვების მოვლაში. ბავშვები ძირითადად ბაღში და სკოლაში დაჰყავდა თ--------ს და მის მშობელს, ასევე მის დას, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული მათზე ზრუნვაში. ბავშვების მამას მიაჩნია, რომ საცხოვრებელი გარემოს, სკოლის, საბავშვო ბაღის შეცვლამ, თბილისიდან ზ--------ში გადაყვანამ, არასრულწლოვან ბავშვების ემოციურ მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. თავდაპირველად ბავშვები გამოხატავდნენ მის მიმართ მონატრებას, პასუხობდნენ მას სოციალური ქსელის მეშვეობით, რაც თანდათან შენელდა, რასაც ბავშვების მამა უკავშირებს იმ ფაქტს, რომ მა----მ სო---–-ა ბავშვებს ამყოფებს სტრესულ მდგომარეობაში, უშლის მამასთან ურთიერთობას. მან გაიხსენა, რომ ზ--------ში ბავშვების სანახავად ჩასულს დასჭირდა საპატრულო პოლიციის გამოძახება იმისათვის, რომ შვილები ენახა. თ-------- ყი-----ი 2--- წლის 9-------–- ჩავიდა ზ--------ში არასრულწლოვანი ნი-- ყი-----ის დაბადების დღის აღსანიშნავად, მაგრამ მას არ მიეცა საშუალება ბავშვებთან ყოფნის და მხოლოდ რამდენიმე წუთი გაატარა მათთან. მისი ინფორმაციით, ის შეგნებულად არიდებს თავს ალიმენტის გადახდას, რადგან დარწმუნებულია, რომ მის ყოფილ მეუღლეს ეს თანხა სჭირდება ა-----ული თამაშებისათვის. თ--------სთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ მისი არასრულწლოვანი შვილები იზრდებოდნენ თბილისში, მან აღნიშნა, რომ მის ყოფილ მეუღლეს აქვს ბინა თბილისში ნუ–--------ე და შეუძლია იქ ცხოვრება. მას შემდეგ რაც ბავშვები გადმოვლენ თბილისში, მისი სურვილია სასამართლოს მიერ განისაზღვროს ბავშვების ნახვის და მამასთან ურთიერთობის წესი. საყურადღებოა, რომ მამის ოჯახში ბავშვებისათვის არის მშობლიური გარემო, სადაც გაიზარდნენ ისინი. თ-------- ყი-----ი და მისი მშობლები მზად ა----ნ იზრუნონ არასრულწლოვან ბავშვებზე და დააკმაყოფილონ მათი საჭიროებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_თბილისის სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2--- წლის 16 აგვისტოს დასკვნა N----- (ტომი 1, ს.ფ. 2---2-2).
3.1.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, თ-------- ყი-----ის მ---- 2--- წლის იანვრიდან 2--- წლის აგვისტოს ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 1-00 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 2-0 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 1-.1-.2--- წელს გაცემული ცნობა N------------ (ტომი 1, ს.ფ. 228).
3.1.8. მხარეებს, მა----მ სო---–-ას და თ-------- ყი-----ს შორის არ არის ჰარმონიული ურთიერთობა. 2--- წლის 2--------------- გამოვლენილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე თ-------- ყი-----ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი 3- დღის ვადით.
თ-------- ყი-----მა 2--- წლის 2------------–- ქალაქ ზ--------ში ყოფნის დროს გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რათა კონფლიქტის გარეშე ენახა არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ დედასთან, მა----მ სო---–-ასთან ერთად ქალაქ ზ--------ში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_---1-.2--- წლის შემაკავებელი ორდერი (ტომი 1, ს.ფ. 245);
_ზ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორის მ---- 2--- წლის 2------------–- შედგენილი გამოკითხვის ოქმები (ტომი 1, ს.ფ. 289-290);
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე თ-------- ყი-----ის განმარტებით, იგი ამ ეტაპზე დასაქმებული არ არის და სტაბილური მატერიალური შემოსავალი არ გააჩნია. მას თავის მუსიკალურ ჯგუფთან ერთად აქვს პერიოდულად კონცერტები სხავდასხვა ბარში, ე.წ. კლუბებში, საიდანაც თითოეული კონცერტიდან იღებს შემოსავალს, საშუალოდ 100 ლარს. ამასთან, ამგვარი სახის კონცერტები სტაბილურად არ ტარდება. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხე მხარის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება მდებარე დ--–----- რაიონის სოფელ კ--–-------–- ,,მთ------–-–---ე“. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს აღნიშნული საცხოვრებელი ბინის გაქირავებით აქვს შემოსავალი, თუმცა საქმის მასალებით, თ-------- ყი-----ის მ---- ბინის გაქირავებით დამატებითი შემოსავლის მიღების ფაქტი არ დადასტურდა. მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ კომპანია ,,რ----------“ დამოუკიდებლად ხდებოდა ბინის გაქირავება როგორც მა----მ სო---–-ასთან თანაცხოვრების პერიოდში, ასევე მას შემდეგ. ოჯახური თანაცხოვრების დროს, საცხოვრებელი ბინის გაქირავება და თანხის მიღება ხდებოდა მა----მ სო---–-ას მიერ.
საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა სახის მტკიცებულება, რაც თ-------- ყი-----ის მიერ სტაბილური დასაქმებისა და შესაბამისად, რეგულარული შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 2--1-.2--- წელი (ტომი 1, ს.ფ. 44-45);
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.2.2. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდის ინტერესებს. საქმეში არსებული მასალებით არ გამოიკვეთა არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის ყოველთვიურად მამის მხრიდან თითოეულისათვის 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით ხარჯის გაწევის აუცილებლობა. მოსარჩელე მხარეს არც გარემოებანი მიუთითებია, რომელიც ამ ოდენობით თანხის აუცილებლობაზე იმეტყველებდა. მოპასუხე მხარე (შეგებებული სარჩელით) არ არიდებს თავს ბავშვების რჩენის ვალდებულების შესრულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1-----–---- განჩი--ბით
არასრულწლოვანი ბავშვების, ლა-----ე ყი-----ის, ნი-- ყი-----ის და ქე-----ნ ყი-----ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის, მათი მშობლებთან მიჯაჭვულობის ხარისხის დასადგენად მოცემულ საქმეზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების ცენტრს, როგორც მეურვეობის და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოს დაევალა ფსიქოლოგის ჩართვა.
თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის მ---- ჩატარებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ლა-----ე ყი-----ი და ნი-- ყი-----ი ა----ნ ფიზიკურად და კოგნიტურად განვითარებული ბავშვები. ლა-----ე ყი-----ს აქვს ასაკის შესაბამისი ინტერესები, კითხვებს პასუხობს გაბედულად, თვალით ამყარებს კონტაქტს ფსიქოლოგთან. ორივე ვიზიტისას ლა-----ე არის გაბედული. არასრულწლოვანი ნი-- ყი-----ი კითხვებს პასუხობდა გაუბედავად, აქვს თვალით ცუდი კონტაქტი, თუმცა მას აქვს მიმღებლობა უცხო გარემოს მიმართ. ლა-----ე და ნი-- ხატავენ მშობლებს და თავიანთ თავებს, რაც მიანიშნებს ორივე მშობლის მიმართ ემოციურ კეთილგანწყობას. დაკვირვებიდან და ინტერვიურების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ბავშვების სურვილია კვირის დღეებიდან მეტი დრო გაატარონ დედასთან სახლში, თუმცა მამაზე ბრაზობენ, რომ ხშირად მამა ვერ ახერხებს ჩამოსვლას მათ სანახავად. ბავშვები ცდილობენ დიპლომატიურად შეარიგონ მშობლები. განსაკუთრებულ ინიციატივას იჩენდა ლა-----ე ყი-----ი. მამასთან ორივე შეხვედრის დროს მამას მიმართავდნენ თხოვნით, რომ მამა წამოსულიყო მათთან სახლში ქ. ზ--------ში. არასრულწლოვან ქე-----ნ ყი-----ს ფსიქოლოგთან ვიზიტის დროს ხშირად ეცვლება გუნება-განწყობილება. ქე-----ნი გამოიყურება სუფთად, მოწესრულგებულად. იგი კოხტად ჩაცმულია. ფსიქოლოგთან ურთიერთობის დასაწყისში ავლენს დადებით ემოციებს, ფსიქოლოგის ოთახში განთავსებულ სათამაშოებს უყურადღებოდ არ ტოვებს, ავლენს ინიციატივას ითამაშოს. ფსიქოლოგთან ყოფნის ოთახიდან დედის გასვლისას არ ტირის და არ მიყვება მას, რაც თავისთავად მიუთითებს ბავშვის მხრიდან დედასთან უსაფრთხო ემოციურ კავშირზე. დაკვირვების შედეგად, გამოვლინდა დების და ძმის შორის თბილი მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა. ბავშვების ლექსიკური მარაგი და ზოგადი ცოდნის დონე შეესაბამება მათ ასაკობრივ მაჩვენებლებს. ემოციური მდგომარეობის შეფასების კუთხით, ბავშვებში შეინიშნებოდა ემოციური ტრავმები, რისი მიზეზიც შესაძლებელია იყოს მშობლების დაშორების ფაქტი.
არასრულწლოვანი ბავშვები მეტად მიჯაჭვულები ა----ნ დედაზე, აქვთ ემოციური კავშირი მამის მიმართ და მძაფრი მონატრება. არასრულწლოვნებს ორივე მშობლის მიმართ აქვთ თბილი დამოკიდებულება, უყვართ ორივე მშობელი. ბავშვების დედ-მამას აქვს განვითარებული მზრუნველობითი უნარ-ჩვევები. ორივე მშობელს შესწევს უნარი ბავშვის სრულფასოვანი აღზრდის, განათლებისა და განვითარების, ბავშვები დადებითი ემოციებით შეხვდნენ მამის მხრიდან ბებია-პაპას. ასევე, ბავშვები დადებითად ახსენებდნენ დედის ოჯახს, სადაც ამჟამად იმყოფებიან. ბავშვები მუდმივარ ა----ნ მამის მოლოდინში, თუმცა დედასთან ცხოვრებას ანიჭებენ უპირატესობას. ორივე მშობლის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას ავლენენ, თუმცა მამასთან მიმართებაში მეტი მონატრება აკავშირებთ. ფსიქოლოგის მ---- ჩატარებული კვლევის დროს არ გამოვლენილა დედის მხრიდან უარყოფითი ზეგავლენა მამის მიმართ და მამის მხრიდან ბებია-პაპაზე. ბავშვები სიხარულით ელოდებოდნენ მამასთან პირველ და მეორე შეხვედრას, დიდი სიყვარულით ეგებებოდნენ მამას, რასაც აღნიშნავდა ბავშვების ბიოლოგიური დედაც. აუცილებელია ორივე მშობლის აქტიური ჩართულობა შვილების აღზრდა-განვითარების კუთხით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს--------–------------------ს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2--- წლის 28 იანვრის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები (ტომი 1, ს.ფ. 310-312).
3.2.4. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნებიდან, ასევე, ფსიქოლოგიური გამოკვლევიდან შედეგებიდან გამომდინარე, არ გამოიკვეთა მოსარჩელე თ-------- ყი-----თან არასრულწლოვანი ბავშვებთან, ლა-----ე ყი-----თან, ნი-- ყი-----თან და ქე-----ნ ყი-----თან მიმართებით ურთიერთობისა და კონტაქტის ხელისშემშლელი გარემოება, რაც ზიანის მომტანი იქნება ბავშვებისათვის. ამასთან, არასრულწლოვანი ბავშვების უპირატესი ინტერესების გათვალისწი--ბით, არ გამოიკვეთა მათი ამჟამინდელი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის აუცილებლობა, თუმცა ბავშვების სამომავლო კეთილდღეობისა და ინტერესების დასაცავად, მათ ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მამასთან თ-------- ყი-----თან, რომელიც ცხოვრობს სხვა ქალაქში (თბილისში), რაც ართულებს მამასა და შვილებს შორის რეგულარული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული დავის ფარგლებში არ გამოიკვეთა თ-------- ყი-----ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიზანშეწონილობა და ბავშვები საცხოვრებლად უნდა დარჩნენ დედის, მა----მ სო---–-ას საცხოვრებელ ადგილას, სადაც შექმნილია მათი აღზრდა-განვითარების შესაბამისი კეთილსაიმედო, უსაფრთხო და მზრუნველი გარემო. სოციალური სამსახურის განმარტებით, აღნიშნული არ გულისხმობს რაიმე სახით თ-------- ყი-----ისათვის არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის ხელშეშლას და დაბრკოლებას. ბავშვების დედა თანახმაა მამამ ნებისმ---- დროს ნახოს არასრულწლოვანი შვილები ქალაქ ზ--------ში, ასევე, დედა არ არის წინააღმდეგო, თ-------- ყი-----მა პერიოდულად წაიყვანოს ბავშვები თავის საცხოვრებელ ადგილას თბილისში და ასევე, დასასვენებლად ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების დროს კონკრეტული დროით. არასრულწლოვან ბავშვებს მამის მიმართ გააჩნიათ პოზიტიური მიჯაჭვულობა და აუცილებელია გაუცხოვების თავიდან აცილების მიზნით, მშობელს და შვილებს შორის იყოს სტაბილური ურთიერთობები, რაც უნდა შეესაბამებოდეს ბავშვების ჩვეულ რეჟიმს და ხელს არ უშლიდეს სასწავლო პროცესში ბავშვების ჩართულობას. თავად შეგებებული სარჩელის ავტორი - თ-------- ყი-----ი მიუთითებს, რომ თანახმაა იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვების საცხოვრებელი ადგილი იქნება დედის საცხოვრებელი, მას, როგორც მშობელს განესაზღვროს არასრულწლოვან შვილებთან, ლა-----ე ყი-----თან, ნი-- ყი-----თან და ქე-----ნ ყი-----თან ურთიერთობის წესი, რაც შეესაბამება არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებს და არსობრივად არ ეწინააღმდეგება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას. ამდენად, სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ითვალისწი--ბს არასრულწლოვანი ბავშვების ასაკობრივ მაჩვენებლებს, მათ ცხოვრების რეჟიმს და სპეციალურ მოთხოვნილებებს, რაც ასაკის შესაბამისად უნდა იქნეს დაკმაყოფილებული. ბავშვებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნებთან და მოსაზრებებთან ერთად, აუცილებელია გათვალისწი--ბული იქნეს შვილების მიმართ ორივე მშობლის საჭიროება და თანასწორუფლებიანობა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ს--------–------------------ს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2--- წლის 28 იანვრის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები (ტომი 1, ს.ფ. 3---312).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
- მესამე პირის წარმომადგენლის განმარტება (სხდომის ოქმი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევი--ბა მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნთა ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილების რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწი--ბით, ალიმენტის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4.2. სასამართლომ განიხილა თ-------- ყი-----ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ შეგებებული სარჩელი არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და ამავდროულად მამას, თ-------- ყი-----ს უნდა განესაზღვროს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესი, რაც გამომდინარეობს არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებიდან და შეესაბამება მშობელთა და შვილთა ურთიერთდამოკიდებულების მართებულობას.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა:
- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-5, მე-8, მე-9, მე-18-ე და 27-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 12-2-ე, 12-3-ე, 12-4-ე, 1230-ე; 1234-ე მუხლები.
6- სამართლებრივი შეფასება
6-1. მოსარჩელე მა----მ სო---–-ამ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები ლა-----ე ყი-----ი, ნი-- ყი-----ი და ქე-----ნ ყი-----ი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწი--ბულნი ა----ნ ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12-2-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი ა----ნ არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 12-3-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
სამოქალაქო კოდექსის 12-4-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
მოცემულ საქმეზე, დადგენილია, რომ მა----მ სო---–-ა და თ-------- ყი-----ი დაქორწინდნენ 2--- წლის 0- მარტს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: ლა-----ე ყი-----ი (დაბადებული 2--- წლის 0- ოქტომბერს), ნი-- ყი-----ი (დაბადებული 2--- წლის 0--------–-) და ქე-----ნ ყი-----ი (დაბადებული 2--- წლის 3- ნოემბერს). მხარეები განქორწინდნენ 2--- წლის 1------------–-. არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან, მა----მ სო---–-ასთან ერთად.
ალიმენტის გადახდევი--ბა მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწი--ბს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე, მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. ამდენად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით.
მოცემულ საქმეზე, დადგენილია, რომ მოსარჩელე მა----მ სო---–-ა მუშაობდა სს ,,ს--------------------------------“-ში პირველადი ჯანდაცვის მართვის განყოფილებაში 2--- წლის 16 მარტიდან 2--- წლის 1---აისამდე პერსონალური ექიმის ასისტენტის პოზიციაზე. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით მა----მ სო---–-ას მ---- 0-.0-.2--- წლიდან 1--0--2--- წლის ჩათვლით მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. მოსარჩელე მხარის სახელზე საკუთრების უფლებით უძრავი ქონება ან სატრანსპორტო საშუალება არ ირიცხება.
დადგენილია, რომ ამჟამად, მა----მ სო---–-ა დასაქმებულია. კერძოდ, იგი 2--- წლის თებერვლის თვიდან მუშაობს სსიპ ქალაქ ზ--------ის N- საჯარო სკოლის ექიმად და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 395 ლარს; გარდა ამისა, მოსარჩელე დასაქმებულია ,,ევ----ს“ კლინიკაში უმცროსი ექიმის პოზიციაზე და მისი ხელფასი შეადგენს თვეში დაახლოებით 1000 ლარს. გარდა ამისა, მხარის განმარტებით, მას მატერიალურად ეხმარებიან მშობლები. მოსარჩელის მამა ეწევა კერძო სამეწარმეო საქმიანობას და აქვს მატერიალური შემოსავალი.
სასამართლომ ასევე შეისწავლა მოპასუხე თ-------- ყი-----ის მატერიალური მდგომარეობაც. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, თ-------- ყი-----ის მ---- 2--- წლის იანვრიდან 2--- წლის აგვისტოს ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 1000 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 200 ლარს. მოპასუხე თ-------- ყი-----ის განმარტებით, იგი ამ ეტაპზე დასაქმებული არ არის და სტაბილური მატერიალური შემოსავალი არ გააჩნია. მას თავის მუსიკალურ ჯგუფთან ერთად აქვს პერიოდულად კონცერტები ბარში, ე.წ. კლუბებში და იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში. თითოეული კონცერტიდან მოპასუხე იღებს შემოსავალს საშუალოდ 100 ლარს. ამასთან, ამგვარი სახის კონცერტები სტაბილურად არ ტარდება. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხე მხარის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება მდებარე დ--–----- რაიონის სოფელ კ--–-------–- ,,მთ------–-–---ე“. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს აღნიშნული საცხოვრებელი ბინის გაქირავებით აქვს შემოსავალი, თუმცა საქმის მასალებით, თ-------- ყი-----ის მ---- ბინის გაქირავებით დამატებითი შემოსავლის მიღების ფაქტი არ დადასტურდა. მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ კომპანია ,,რ----------“ დამოუკიდებლად ხდებოდა ბინის გაქირავება როგორც მა----მ სო---–-ასთან თანაცხოვრების პერიოდში, ასევე მას შემდეგ. ოჯახური თანაცხოვრების დროს, საცხოვრებელი ბინის გაქირავება და თანხის მიღება ხდებოდა მა----მ სო---–-ას მ----. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო და უტყუარი მტკიცებულება, რაც თ-------- ყი-----ის მიერ სტაბილური დასაქმებისა და შესაბამისად, რეგულარული შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა.
ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მათი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ასაკის ზრდასთან ერთად კი იზრდება ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მოცემულ საქმეზე, დადგენილია, რომ ბავშვების ფიზიკური და კოგნიტური მონაცემები შეესაბამება მათ ასაკს. არასრულწლოვანი ქე-----ნ ყი-----ი საბავშვო ბაღის ,,ბ---------“ აღსაზრდელია, სადაც ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 100 (ასი) ლარს. ნი-- ყი-----ი ირიცხება ზ--------ის N- საჯარო სკოლაში, ლა-----ე ყი-----ი კი სწავლობს ზ--------ის N- საჯარო სკოლაში. მოპასუხე თ-------- ყი-----ი თავს არ არიდებს ბავშვების კანონით დადგენილ რჩენის ვალდებულების შესრულებას და განმარტავს, რომ ამ ეტაპზე თანახმაა ალიმენტის სახით თითოეული არასრულწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ გადაიხადოს 100 (ასი) ლარი, სულ 300 (სამასი) ლარი. ამასთან, მხარე მიუთითებს, რომ ის და მისი მშობლები შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის დაეხმარებიან მატერიალური თვალსაზრისით არასრულწლოვნებს და უზრუნველყოფენ მათ შესაბამისი საჭიროებებით. მოპასუხე მხარის მოსაზრებით, მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტი არაგონივრულია. თავის მხრივ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც თითოეული არასრულწლოვანისათვის სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით თანხის საჭიროებას დაადასტურებდა. ამასთან, სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ მშობლებს აქვთ თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის. ალიმენტის, როგორც რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ამასთან, გასათვალისწი--ბელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვნები ყოველი თვისა თუ არდადეგების კონკრეტულ პერიოდს გაატარებენ მამასთან და ამ უკანასკნელის მხრიდან იქნებიან უზრუნველყოფილი რჩენა-აღზრდისათვის შესაბამისი საჭიროებებით. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას.
სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას მისი მოთხოვნილებების გათვალისწი--ბით, თუმცა ამავდროულად, მშობელთა მხრიდან ბავშვებზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალის და არასრულწლოვანი ბავშვების მდგომარეობის გათვალისწი--ბით. გამომდინარე აღნიშნულიდან, მხარეთა ოჯახური და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწი--ბით არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ იქნება თვეში თითოეული არასრულწლოვანისათვის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარი, სულ 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარი.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევი--ბა, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
გამომდინარე აღნიშნულიდან, მა----მ სო---–-ას სასარჩელო მოთხოვნა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის გადახდის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6-2. მოსარჩელე თ-------- ყი-----მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა არასრულწლოვანი შვილების, არასრულწლოვანი ბავშვების, ლა-----ე ყი-----ის (დაბადებული 2--- წლის 0- ოქტომბერს), ნი-- ყი-----ის (დაბადებული 2--- წლის 0--------–-) და ქე-----ნ ყი-----ის (დაბადებული 2--- წლის 3- ნოემბერს) საცხოვრებელ ადგილად მამის, თ-------- ყი-----ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი ა----ნ აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწი--ბით.
სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ლა-----ე ყი-----ი (დაბადებული 2--- წლის 0- ოქტომბერს), ნი-- ყი-----ი (დაბადებული 2--- წლის 0--------–-) და ქე-----ნ ყი-----ი (დაბადებული 2--- წლის 3- ნოემბერს) წარმოადგენენ თ-------- ყი-----ის და მა----მ სო---–-ას საერთო შვილებს. მხარეები 2--- წლის ნოემბრის თვიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მითითებული პერიოდიდან არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან, მა----მ სო---–-ასთან ერთად.
სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის საცხოვრებელი ადგილი.
სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, 1. თუ განქორწი--ბის გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწი--ბით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეები ვერ შეთანხმდნენ არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელ ადგილზე. დადგენილია, რომ მოსარჩელე თ-------- ყი-----ი ფაქტობრივად ცხოვრობს მისამართზე. ქ. თბილისი, გრიბოედოვის ქ. N--, ხოლო მოპასუხე მა----მ სო---–-ას ამჟამინდელი მისამართია - ქ. ზ--------ი, გა-------------------. სოციალური სამსახურის მიერ შემოწმდა ორივე მხარის საცხოვრებელი პირობები. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნების მიხედვით, არასრულწლოვანი ბავშვები, ლა-----ე ყი-----ი, ნი-- ყი-----ი და ქე-----ნ ყი-----ი დედასთან, მა----მ სო---–-ასთან ერთად ცხოვრობენ ბებიას-ბაბუის ოჯახში (დედის მხრიდან) მისამართზე ზ--------ში ზემოთხსენებულ მისამართზე. სახლი, სადაც ბავშვები იზრდებიან, ორსართულიანი კაპიტალური საცხოვრებელია, რომელიც ცხრა ოთახისგან შედგება, ოთახებში განლაგებულია ყველა საჭირო ავეჯი, მოწესრიგებულია ჰიგიენური მდგომარეობა. ვიზიტისას ბავშვები იყვნენ სუფთად ჩაცმულები და მოწესრიგებულად გამოიყურებოდნენ. არასრულწლოვნებს შექმნილი აქვთ უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები. საცხოვრებელში გამართულია ელექტროგაყვანილობა და აბაზანა განთავსებულია სახლში. ბავშვები უზრუნველყოფილი ა----ნ მათთვის საჭირო და სასარგებლოდ სრულფასოვანი საკვებით. მათ აქვთ საკუთარი საწოლი, საკუთარი კუთხე და სასწავლო ნივთები, ასაკის შესაბამისი სათამაშოები და ლიტერატურა. სოციალური მუშაკის დაკვირვებით, არასრულწლოვანი ბავშვების ფიზიკური და კოგნიტური მონაცემები შეესაბამება მათ ასაკს. ბავშვები ა----ნ კომუნიკაბელურები, არ უჭირთ ურთიერთობა გარშემომყოფებთან. მოპოვებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ქე-----ნ ყი-----ი საბავშვო ბაღის ,,ბ---------“ აღსაზრდელია, სადაც ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 100 (ასი) ლარს. ნი-- ყი-----ი ირიცხება ზ--------ის N- საჯარო სკოლაში, ლა-----ე ყი-----ი კი სწავლობს ზ--------ის N- საჯარო სკოლაში. სკოლებისა და საბავშვო ბაღის ადმინისტრაციისაგან მიღებული ინფორმაციით, ბავშვები სისტემატურად ესწრებიან საგაკვეთილო პროცესებს, მათ აქვთ კარგი აკადემიური მოსწრება. ბავშვების მამა თ-------- ყი-----ი ცხოვრობს მისამართზე ქ. თბილისში, გრ----------------------------. აღნიშნული ბინა არის სამ ოთახიანი, ძველი რემონტით, სადაც სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღნიშნულ მისამართზე თ-------- ყი-----ი ცხოვრობს მარტო. თ-------- ყი-----ი პროფესიით არის არქიტექტორი. ის სატელევიზიო კონკურსის ,,X------------ს“ გამარჯვებულია. ჰყავს ჯგუფი ,,რე-----–ი“. მისივე ინფორმაციით აღნიშნულ კონკურსში მიღებული ფულადი საჩუქარი და მანქანა მოახმარა ოჯახის საჭიროებებს. თ-------- ყი-----ი აქტიურად იყო ჩართული ბავშვების მოვლაში. ბავშვები ძირითადად ბაღში და სკოლაში დაჰყავდა თ--------ს და მის მშობელს, ასევე მის დას, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული მათზე ზრუნვაში, რასაც მოპასუხე მა----მ სო---–-ა არ უარყოფს. ბავშვების მამას მიაჩნია, რომ საცხოვრებელი გარემოს, სკოლის, საბავშვო ბაღის შეცვლამ, თბილისიდან ზ--------ში გადაყვანამ, არასრულწლოვან ბავშვების ემოციურ მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. საყურადღებოა, რომ მამის ოჯახში ბავშვებისათვის არის მშობლიური გარემო, სადაც გაიზარდნენ ისინი. თ-------- ყი-----ი და მისი მშობლები მზად ა----ნ იზრუნონ არასრულწლოვან ბავშვებზე და დააკმაყოფილონ მათი საჭიროებები.
არასრულწლოვანთა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის დროს სასამართლომ უნდა დაიცვას ორივე მშობლის ინტერესი, მაგრამ უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვების ინტერესებს. ბავშვების ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებების კონვენცია, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვების ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
მოცემულ დავაზე, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საკითხი, განსაზღვროს თუ არა ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილი და ბავშვთა უფლებებთან მიმართებით ამგვარი გადაწყვეტილების მიღება რამდენად შეესაბამება ინდივიდუალურად ლა-----ე ყი-----ის, ნი-- ყი-----ის და ქე-----ნ ყი-----ის უპირატეს ინტერესებს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ საკითხის მსჯელობისას მნიშვნელოვანია თავად ბავშვების დამოკიდებულება გადასაწყვეტი საკითხის მიმართ. მოცემული საქმის განხილვისას, სასამართლო დავის საგანთან დაკავშირებით გაესაუბრა არასრულწლოვან ლა-----ე ყი-----ს და ნინო ყი-----ს. სასამართლოს 2--- წლის 3---------- განჩი--ბით არასრულწლოვანთა გასაუბრების ჩანაწერი მათივე საუკეთესო ინტერესების გათვალისწი--ბით გასაიდუმლოვდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი ბავშვების უფლებებისა და ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე აფიქსირებს მათ პოზიციას საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. ბავშვებს აქვთ მიჯაჭვულობა დედასთან, სურთ ცხოვრობდნენ დედასთან, თუმცა ასევე, პოზიტიურ დამოკიდებულებას გამოხატავენ მამის მიმართ.
ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობის, მათი ემოციური ფონის და მშობლებთან ურთიერთდამოკიდებულების დადგენის მიზნით საქმეში ჩაბმულ იქნა სოციალური სამსახურის ფსიქოლოგი. ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით, არასრულწლოვანი ბავშვები მეტად მიჯაჭვულები ა----ნ დედაზე, აქვთ ემოციური კავშირი მამის მიმართ და მძაფრი მონატრება. არასრულწლოვნებს ორივე მშობლის მიმართ აქვთ თბილი დამოკიდებულება, უყვართ ორივე მშობელი. ბავშვების დედ-მამას აქვს განვითარებული მზრუნველობითი უნარ-ჩვევები. ორივე მშობელს შესწევს უნარი ბავშვის სრულფასოვანი აღზრდის, განათლებისა და განვითარების, ბავშვები დადებითი ემოციებით შეხვდნენ მამის მხრიდან ბებია-პაპას. ასევე, ბავშვები დადებითად ახსენებდნენ დედის ოჯახს, სადაც ამჟამად იმყოფებიან. ბავშვები მუდმივად ა----ნ მამის მოლოდინში, თუმცა დედასთან ცხოვრებას ანიჭებენ უპირატესობას. ორივე მშობლის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას ავლენენ, თუმცა მამასთან მიმართებაში მეტი მონატრება აკავშირებთ. ფსიქოლოგის მიერ ჩატარებული კვლევის დროს არ გამოვლენილა დედის მხრიდან უარყოფითი ზეგავლენა მამის მიმართ და მამის მხრიდან ბებია-პაპაზე. ბავშვები სიხარულით ელოდებოდნენ მამასთან პირველ და მეორე შეხვედრას, დიდი სიყვარულით ეგებებოდნენ მამას, რასაც აღნიშნავდა ბავშვების ბიოლოგიური დედაც. ფსიქოლოგის მიერ მომზადებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ზოგადად ოჯახის დანგრევის ფაქტი ბავშვისათვის ძლიერი ტრავმული მოვლენაა, რის მიმართაც თავს უსუსურად გრძნობს. მაშინ როცა ბავშვს ესმის კონფლიქტში მონაწილე მხარეებისაგან ერთმანეთის მიმართ მკვეთრი, ნეგატიური შეფასებები, თავად მას უჭირს დამოუკიდებლად შეაფასოს მოვლენები. ეს იწვევს ემოციურ გახლეჩვას. ბავშვს დედასა და მამას შორის არჩევანის გაკეთება უხდება, რაც შფოთვის და დაძაბულობის წინაპირობას ქმნის, უკარგავს მას უსაფრთხოების განცდას. მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ბავშვები ვერ ეგუებიან მშობლების დაშორების ფაქტს, რაც მათში შფოთვას და გაორებულ მდგომარეობას იწვევს. მნიშვნელოვანია მშობლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ურთიერთობების კუთხით, საერთო მიზნების დაგეგმვა და განხორიცელება შვილების აღზრდა-განვითარებაში, რაც მათ მომავალ კეთილდღეობას ეხება. აუცილებელია ორივე მშობლის აქტიური ჩართულობა შვილების აღზრდა-განვითარების კუთხით.
არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესია ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. ბავშვებს ორივე მშობლის სითბო, სიყვარული და მზრუნველობა სჭირდებათ. მშობლებმა თანაბრად უნდა გაინაწილონ თავიანთი მოვალეობები, რათა ხელი შეეწყოს მათი შვილების ჯანსაღ ფსიქო-ემოციურ და სრულფასოვან განვითარებას. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული დავის ფარგლებში არ გამოიკვეთა თ-------- ყი-----ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიზანშეწონილობა და ბავშვები საცხოვრებლად უნდა დარჩნენ დედის, მა----მ სო---–-ას საცხოვრებელ ადგილას, სადაც შექმნილია მათი აღზრდა-განვითარების შესაბამისი კეთილსაიმედო, უსაფრთხო და მზრუნველი გარემო. სოციალური სამსახურის განმარტებით, აღნიშნული არ გულისხმობს რაიმე სახით თ-------- ყი-----ისათვის არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის ხელშეშლას და დაბრკოლებას. ბავშვების დედა თანახმაა მამამ ნებისმიერ დროს ნახოს არასრულწლოვანი შვილები მათ საცხოვრებელ ადგილას, ქალაქ ზ--------ში, ასევე, დედა არ არის წინააღმდეგო, თ-------- ყი-----მა პერიოდულად წაიყვანოს ბავშვები თავის საცხოვრებელ ადგილას თბილისში და ასევე, დასასვენებლად ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების დროს კონკრეტული დროით. არასრულწლოვან ბავშვებს მამის მიმართ გააჩნიათ პოზიტიური მიჯაჭვულობა და აუცილებელია გაუცხოვების თავიდან აცილების მიზნით, მშობელს და შვილებს შორის იყოს სტაბილური ურთიერთობები, რაც უნდა შეესაბამებოდეს ბავშვების ჩვეულ რეჟიმს და ხელს არ უშლიდეს სასწავლო პროცესში ბავშვების ჩართულობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილი დარჩეს უცვლელი, თუმცა ამავდროულად, ბავშვების მამას, თ-------- ყი-----ს უნდა განესაზღვროს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესი. თ-------- ყი-----ი თავად მიუთითებს, რომ თანახმაა იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვების საცხოვრებელი ადგილი იქნება დედის საცხოვრებელი, მას, როგორც მშობელს განესაზღვროს არასრულწლოვან შვილებთან, ლა-----ე ყი-----თან, ნი-- ყი-----თან და ქე-----ნ ყი-----თან ურთიერთობის წესი. აღნიშნული შეესაბამება არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებს და ამავდროულად, არსობრივად არ ეწინააღმდეგება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას. ამდენად, სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ითვალისწი--ბს არასრულწლოვანი ბავშვების ასაკობრივ მაჩვენებლებს, მათ ცხოვრების რეჟიმს და სპეციალურ მოთხოვნილებებს, რაც ასაკის შესაბამისად უნდა იქნეს დაკმაყოფილებული. ბავშვების სამომავლო კეთილდღეობისა და ინტერესების დასაცავად, მათ ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მამასთან თ-------- ყი-----თან, რომელიც ცხოვრობს სხვა ქალაქში (თბილისში), რაც ართულებს მამასა და შვილებს შორის რეგულარული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ამდენად, სასამართლო თ-------- ყი-----სა და მის შვილებს არსებული პოზიტიური მიჯაჭვულობისა და თბილი ურთიერთდამოკიდებულებიდან გამომდინარე განსაზღვრავს მამა-შვილის ურთიერთობისათვის კონკრეტულ დროის მონაკვეთს (მათ შორის ღამით დარჩენის უფლებით), რომელიც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილშია მოცემული და სავალდებულოა მოდავე მხარეთათვის შესასრულებლად. ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესია ერთ-ერთ მშობლებთან ცხოვრების შემთხვევაში, არ დაშორდეს მეორე მშობელს და მასთან შეინარჩუნოს რეგულარული ურთიერთობები. დამკვიდრებული პრაქტიკით, სასამართლო ადგენს ბავშვების ნახვის დღეებსა და დროის კონკრეტულ მონაკვეთს, რომელთა გონივრულად, უპირატესად, ბავშვების ინტერესების გათვალისწი--ბით გამოყენება, ორივე მშობლის პასუხისმგებლობის საკითხია.
ამდენად საქმეზე დადგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოების, წარმოდგენილი მტკიცებულებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, ჩატარებული ფსიქოლოგის მოსაზრების გათვალისწი--ბით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელე თ-------- ყი-----ის სარჩელი მოპასუხე მა----მ სო---–-ას მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რაც სრულად შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესებს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე მუხლით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევი--ბის სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მა----მ სო---–-ა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოსარჩელე მა----მ სო---–-ას სარჩელი ალიმენტის გადახდის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ასევე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ-------- ყი-----ის შეგებებული სარჩელი. დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების შესაბამისად, მოპასუხე თ-------- ყი-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 104 (ას ოთხი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მა----მ სო---–-ას (პირადი N-----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
1.1. თ-------- ყი-----ს (პირადი N0----------) არასრულწლოვანი შვილების ლა-----ე ყი-----ის (დაბადებული 2--- წლის 0- ოქტომბერს), ნი-- ყი-----ის (დაბადებული 2--- წლის 0--------–-) და ქე-----ნ ყი-----ის (დაბადებული 2--- წლის 3- ნოემბერს) სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად თითოეულ შვილზე ალიმენტის გადახდა 2--- წლის 25 აპრილიდან გადაწყვეტილების გამოცხადებამდე (2-.0-.2--- წელი) 150-150 (ას ორმოცდაათი-ას ორმოცდაათი) ლარის, სულ 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო 2--- წლის 2- მარტიდან თითოეულ შვილზე 2-0 -2-0 (ორასი-ორასი), სულ 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით მათ სრულწლოვანების მიღწევამდე;
2. თ-------- ყი-----ის (პირადი N0----------) შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2.1. თ-------- ყი-----ს (პირადი N0----------) არასრულწლოვან შვილებთან -
ლა-----ე ყი-----თან (დაბადებული 2--- წლის 0- ოქტომბერს) და ნი-- ყი-----თან (დაბადებული 2--- წლის 0--------–-) მიეცეს ურთიერთობის უფლება წაყვანისა და უკან დაბრუნების ვალდებულებით, ყოველი თვის მეორე და მეოთხე კვირის პარასკევი დღის 15:00 საათიდან ან სასწავლო პროცესის დასრულებიდან იმავე კვირა დღის 2-:00 საათამდე;
2.2. თ-------- ყი-----ს (პირადი N0----------) არასრულწლოვან შვილებთან -
ლა-----ე ყი-----თან (დაბადებული 2--- წლის 0- ოქტომბერს), ნი-- ყი-----თან (დაბადებული 2--- წლის 0--------–-) და ქე-----ნ ყი-----თან (დაბადებული 2--- წლის 3- ნოემბერს) მიეცეს ურთიერთობის უფლება წაყვანისა და უკან დაბრუნების ვალდებულებით, ყოველი თვის მეოთხე კვირის პარასკევი დღის 15:00 საათიდან ან სასწავლო პროცესის დასრულებიდან იმავე კვირა დღის 2-:00 საათამდე;
2.3. თ-------- ყი-----ს (პირადი N0----------) არასრულწლოვან შვილებთან -
ლა-----ე ყი-----თან (დაბადებული 2--- წლის 0- ოქტომბერს), ნი-- ყი-----თან (დაბადებული 2--- წლის 0--------–-) და ქე-----ნ ყი-----თან (დაბადებული 2--- წლის 3- ნოემბერს) მიეცეს ურთიერთობის უფლება წაყვანისა და უკან დაბრუნების ვალდებულებით:
ა) ზამთრის არდადეგების პერიოდში 0- იანვრიდან 14 იანვრამდე არასრულწლოვანი ბავშვები ლა-----ე ყი-----ი (დაბადებული 2--- წლის 0- ოქტომბერს), ნი-- ყი-----ი (დაბადებული 2--- წლის 0--------–-) და ქე-----ნ ყი-----ი (დაბადებული 2--- წლის 3- ნოემბერს) იქნებიან მამასთან, თ-------- ყი-----თან;
ბ) ზაფხულის არდადეგების პერიოდში - ივლისის თვეში 2- დღე (დღეების არჩევის პრიორიტეტი ივლისის თვეში მიენიჭოს თ-------- ყი-----ს, რომელმაც არანაკლებ ერთი კვირით ადრე სატელეფონო შეტყობი--ბის („სმს“ შეტყობი--ბის) სახით უნდა აცნობოს მა----მ სო---–-ას შვილების წაყვანის შესახებ);
გ) ზაფხულის არდადეგების პერიოდში - აგვისტოში არასრულწლოვანი ბავშვები იქნებიან დედასთან მა----მ სო---–-ასთან;
დ) ზაფხულის არდადეგების სხვა პერიოდი განისაზღვროს დადგენილი წესის (2.1 და 2.2. პუნქტები) თანახმად ან მხარეთა შეთანხმებით;
2.4. იმ შემთხვევაში თუ თ-------- ყი-----ი ვერ ახერხებს მისთვის განსაზღვრულ პერიოდში შვილებთან ურთიერთობას (ნახვას და წაყვანას), მან აღნიშნულის შესახებ არა ნაკლებ ორი დღით ადრე უნდა აცნობოს მა----მ სო---–-ას სატელეფონო შეტყობი--ბის („სმს“ შეტყობი--ბის) გზით;
2.5. თ-------- ყი-----მა და მა----მ სო---–-ამ უნდა უზრუნველყონ მათთან შვილების ყოფნის დროს სატელეფონო გამართულობა (იგულისხმება უფროსი შვილების ტელეფონის სამუშაო მდგომარეობაში ყოფნა) მშობლების მხრიდან შვილებზე ინფორმაციის მიღების მიზნით;
3. თ-------- ყი-----ს (პირადი N0----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 104 (ას ოთხი) ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწი--ბული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე გიორგი მაისურაძე