გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.03.2019
საქმის ნომერი
330210018002758057
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
01.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/35756-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

0- მარტი, 20-9 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დალი აბჟანდაძე

სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი

მოსარჩელე ი--------------–--ე

წარმომადგენელი ბ----------–---–ი

მოპასუხე ე-–-------------ი

დავის საგანი ალიმენტის ოდენობის შემცირება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-5 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე N2/2-----14) ი--------------–--ისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის - 480 ლარის შემცირება და მოსარჩელისათვის არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–----------------ს დაბადებული ა------------------–--ის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან, 2--- წლის 11 დეკემბრიდან, მის სრულწლოვანების მიღწევამდე;

 

სარჩელის საფუძვლები:

 

ი--------------–--ეს (პ/ნ 0----------) და ე-–-------------ს (პ/ნ 6---------) 2----–-–----------------ს შეეძინათ შვილი ა------------------–--ე (პ/ნ 0----------).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-5 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე N2/2-----14), ი--------------–--ეს, შვილის - ა------------------–--ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად 480 (ოთხასორმოცი) ლარის ოდენობით, რომელსაც იხდიდა გადაწყვეტილების გამოტანიდან ყოველთვიურად. ბოლო პერიოდის განმავლობაში აღნიშნული თანხის გადახდა მოსარჩელისთვის წარმოუდგენელი გახდა, რადგან მას შეუმცირდა შემოსავალი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, მამის გარდაცვალების შემდგომ კი 2----–-–---------------რიდან, რომელიც დახმარებას უწევდა მოსარჩელეს ოჯახის მატერალურად უზრუნველყოფაში, საგრძნობლად გაუარესდა ი--------------–--ის ეკონომიური მდგომარეობა, მის კმაყოფაზე არის დედა, რომელიც ავადმყოფობის გამო საჭიროებს მედიკამენტებს. მოსარჩელის განმარტებით ბიზნესისთვის აიღო სესხი, მაგრამ იმის გამო, რომ იურიდიულ პირს არ ჰქონდა შემოსავალი, ბანკმა გააკეთა რესტრუქტურიზაცია, ვერც ამ შემთხვევაში იხდის სესხს და არის მძიმე მდგომარეობაში. მოსარჩელის ფინანსური მდგომარეობა შეიცვალა, თითქმის ბოლო ორი წელია საგრძნობლად შემცირდა მისი შემოსავლები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ე-–-------------მა სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 20-5 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სამართლიანი შეფასების შედეგად განისაზღვრა დაკისრებული ალიმენტის შესაბამისი ოდენობა. მოსარჩელე სრულიად უსაფუძვლოდ ითხოვს ალიმენტის ოდენობის შემცირებას, ამასთან, შემცირებული ალიმენტის სახით მითითებული ოდენობა არ არის საკმარისი ბავშვის არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველსაყოფადაც.

მიუხედავად იმისა, შეიცვალა თუ არა მოსარჩელის ფინანსური მდგომარეობა და წარმოიშვა გარემოება, რომელიც ზღუდავს ალიმენტის გადახდის შესაძლებლობას, მშობელის ვალდებულება, გასწიოს აუცილებელი ხარჯები შვილის რჩენა - აღზრდისთვის უცლელი უნდა დარჩეს. მოპასუხე აღნიშნავს, რომ ი--------------–--ე სრულიად უსაფუძვლოდ ითხოვს ალიმენტის შემცირებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ე-–-------------ი არ არის დასაქმებული შვილის მცირეწლოვნების გამო და იხდის საცხოვრებელი ბინის ქირას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს გააჩნია წილი რამდენიმე ბიზნესში, შესაბამისად კრედიტის გადახდა და ოჯახის წევრების რჩენა არ ქმნის იმ მდგომარეობას, რომ მას აღარ შესწევს უნარი გადაიხადოს ალიმენტი და შეასრულოს მშობლის როგორც მორალური, ასევე კანონისმიერი (შვილის რჩენის) ვალდებულება, ამასთან, კრედიტი აღებული აქვს არა ი--------------–--ეს, არამედ შპს ,,ა-------------------“-სს და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. სესხის ოდენობა აღემატება 100000 ლარს, შესაბამისად ნათელია, რომ შპს ,,ა-------------------“ წარმატებით ფუნქციონირებდა და შემოსავალიც ჰქონდა, რადგან კომერციული ბანკი წინააღმდეგ შემთხვევაში არ გასცემდა ამ ოდენობის სესხს.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ ძალაში უნდა დარჩეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-5 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე N2/2-----14), რომლის თანახმადაც, ი--------------–--ეს შვილის - ა------------------–--ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად 480 (ოთხასორმოცი) ლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვნების მიღწევამდე, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, თუმცა თანახმაა შეუმცირდეს სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ალიმენტის ოდენობა 350 ლარამდე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ფაქტობრივი თანაცხოვრების პერიოდში ე-–-------------ს და ი--------------–--ეს შეეძინათ შვილი - 2----–-–---------------ერს დაბადებული ა------------------–--ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-5 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ( იხ.ს.ფ. 20-21)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)

 

3.1.2. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 0-.04.20-5 წ. ბიულოგიური (გენეტიკური) დასკვნის თანახმად, ი--------------–--ე (პ/ნ 0----------) არის 2----–-–----------------ს დაბადებული ა------------------–--ის (პ/ნ 0----------) ბიოლოგიური მამა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 0-.04.20-5 წლის ბიოლოგიური (გენეტიკური) დასკვნა (ი.ხ.ს.ფ. 23-30)

 

3.1.3. ი--------------–--ე (დაბადებული 1----–-–-----------–ი, პ/ნ 0----------) და თ--------–--–--ე (დაბადებული 1----–-–-------------ი, პ/ნ 2----------) დაქორწინდნენ 2----–-–------------–ს, (აქტის ჩანაწერი №0----------)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი №0----------. (იხ.ს.ფ 32)

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სარჩელი,სხდომის ოქმი)

 

3.1.4. ი--------------–--ეს (პ/ნ 0----------) და თ--------–--–--ეს (პ/ნ 2----------) ჰყავთ სამი შვილი: 2----–-–------------ს დაბადებული ნ-----–-------------–--ე (პ/ნ 0----------), 2----–-–-----------ს დაბადებული ბ-----------------–--ე (პ/ნ 0----------) და 2----–-–-------------ს დაბადებული ნ-------------–--ე (პ/ნ 0----------);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობის აქტის ჩანაწერი №0----------. (იხ.ს.ფ. 33)

- დაბადების მოწმობა №0----------. (იხ.ს.ფ. 34)

- დაბადების მოწმობა №0----------.. (იხ.ს.ფ 35)

 

3.1.5. ი--------------–--ის მამა შ--------------–--ე (პ/ნ 0----------), გარდაიცვალა 2----–-–---------------ერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა №0---------- (ი.ხ.ს.ფ 36)

 

3.1.6. შპს ,,N-------------–--------–---–------“ მიერ, 0--1--2--- წ. გაცემული სამედიცინო დოკუმენტის - ფორმა №IV-100/ა-ის მიხედვით, ი--------------–--ის დედის - გ----–----------–--ის დიაგნოზია არტერიული ჰიპერტენზია, ეროზიული გასტროდუოდენტი, კოლინჯის დივერტიკულოზი აბსცესის და პერფორაციის გარეშე, დივერტიკულიტი ქოლანგიტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს“ N-------------–--------–---–------“ მიერ გაცემული ცნობა. (იხ.ს.ფ. 37)

 

3.1.7. 2--- წლის 10 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულება №2------------------------------ის მიხედვით, სს ,,ბ----------“ და შპს „ა-------------------“-სს (დირექტორი ი--------------–--ე) შორის დაიდო საკრედიტო ხელშკრულება, სადაც მსესხებლის მიერ მისაღები თანხის ოდენობა შეადგენს 106465 ლარს, ხანგრძლივობა 1--0-.2--- წლიდან - 1--0-.2020 წლამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკრედიტო ხელშეკრულება №2----------------------------- (იხ.ს.ფ 44-54)

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (სარჩელი,სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 20-5 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების თანახმად, ი--------------–--ეს ე-–-------------ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–------------------------–- ა------------------–--ის რჩენა-აღზრდისთვის ალიმენტი ყოველთვიურად 480 (ოთხასორმოცი) ლარის ოდენობით, 20-4 წლის 31 დეკემბრიდან, ბავშვის სრულწლოვნების მიღწევამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 20-5 წლის 30 აპრილის, დაუსწრებელი გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 20 - 21);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)

 

3.2.2. 20-5 წლის 20 ივნისის, მორიგების აქტის, მიხედვით ე-–-------------ი და ი--------------–--ე მორიგდნენ შემდეგ პირობებზე: ი--------------–--ე არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–------------------------–- ა------------------–--ის რჩენა-აღზრდისთვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 350 (სამასორმოცდაათ) ლარს გადაიხდის, არაუგვიანეს 28 რიცხვისა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 20-5 წლის 30 აპრილის, დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20-5 წლის 20 ივნისის მორიგების აქტი (იხ. ს.ფ.22).

 

3.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 21.0-.20-9 წლის ინფორმაციით, ი--------------–--ეს (პ/ნ 0----------) და ე-–-------------ს (პ/ნ 6---------1) 2--- წლის 0- იანვრიდან შემოსავლები არ უფიქსირდებათ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 21.0-.20-9 წლის გამოთხოვილი ინფორმაცია. (იხ.ს.ფ.93)

 

3.2.4 სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ე-–-------------ი არის დასაქმებული C----------------ში და მის ხელზე ასაღებ ხელფასს წარმოადგენს 1200 ლარი. მოპასუხემ გარემოება სადავოდ გახადა, მოსარჩელემ კი ვერ შეძლო მისი დადასტურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, ხოლო მარტოოდენ მხარის ახსნა-განმარტება, სადავოობის შემთხვევაში, ვერ მიიჩნევა სანდო სამართლებრივი ღირებულების მქონე მტკიცებულებად.

 

3.2.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს, რომ მოსარჩელე ი--------------–--ის მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში წარმოდგენილია სს ,,თ------------“ ამონაწერი (20.06.20-5წ.-18.04.20-6წ. პერიოდისათვის) ე-–-------------ის ანგარიშიდან, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოს მიერ, 20-5 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ი--------------–--ეს გააჩნდა მატერიალური შესაძლებლობა და ა------------------–--ეს ურიცხავადა ყოველთვიურად 500 ლარს, ხოლო შემდეგ, 20-5 წლის 20 ივნისის მორიგების აქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 350 (სამასორმოცდაათ) ლარის გადახდაზე, რასაც ასრულებდა.

 

საქმეში არსებული სს ,,ბ----------“ და შპს „ა---------------------“ -სს (დირექტორი ი--------------–--ე) შორის, დადებული საკრედიტო ხელშეკრულების (№2-----------------------------) მიხედვით დასტურდება, რომ სასამართლოს მიერ, 20-5 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ (საქმე #2/ 2-----14), 2--- წლის 10 იანვარს, მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშკრულება, სადაც მსესხებლის მიერ მისაღები თანხის ოდენობა შეადგენდა 106465 ლარს, ხანგრძლივობა 1--0-.2--- წლიდან - 1--0-.2020 წლმდე, ხოლო მსესხებლის მიერ გადასახდელი თანხა წარმოადგენს ყოველთვიურად 5,188.07 ლარს. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ შპს „ა------------------ი +-, რომლის დირექტორიც არის ი--------------–--ე ვერ იხდის კრედიტს ან არ აქვს შემოსავალი. რაც შეეხება სასამართლოს მიერ შემოსავლების სამსახურიდან 20-9 წლის 21 იანვარს გამოთხოვილ დოკუმენტს, რომლითაც ი--------------–--ეს 2--- წლიდან მიღებული შემოსავლები არ უფიქსირდება, ვერ იქნება მხარის მატერიალური მდგომარეობის გაუარესების დამადასტურებელი მტკიცებულება, ვინაიდან სასამართლომ 2--- წლის 14 დეკემბრის მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან, 2--- წლის 0- იანვრიდან გამოითხოვა ინფორმაცია არა შპს „ა------------------ი +--ის შემოსავლების შესახებ, არამედ ი--------------–--ის მიერ მიღებული ყველანაირი შემოსავლისა და შემოსავლის წყაროს შესახებ, როგორც ფიზიკური პირის, ასევე არსებობის შემთხვევაში როგორც ინდივიდუალური მეწარმის და როგორც მეწარმე სუბიექტის მიერ მიღებული დივიდენდების შესახებ, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ საწარმოს, რომლის დირექტორს წარმოადგენს მოსარჩელე არ აქვს შემოსავალი და ვერ ასრულებს ბანკის მიმართ საკრედიტო ვალდებულებას, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე,“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე, 1231-ე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე, 153-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე ი--------------–--ემ მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, შეიცვლა მისი ოჯახური მდგომარეობა, რამაც გამოიწვია ფინანსური სახსრების შემცირება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ალიმენტის დადგენილი ოდენობის შეცვლა, მისი შემცირების გზით უკავშირდება შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობას: 1. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა; 2. ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუარესდეს, მაგ: შემოსავლების შემცირება; 3. ოჯახური მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, რაც გულისხმობს კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდას 4. შემცირებული ალიმენტის ოდენობა მეორე მშობლის, ამ შემთხვევაში დედის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

 

სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის, გარემოებათა შეცვლის შემთხვევაში იგი ექვემდებარება გადაანგარიშებას. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, დაუშვებელია ალიმენტის ოდენობის ცვლილება განხორციელდეს იმ ფარგლებში, რომელიც ხელყოფს ბავშვის ინტერესებს და ვერ უზრუნველყოფს მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნას, ანუ ცვლილების - ალიმენტის შემცირების შემთხვევაში, ალიმენტის მინიმალური ოდენობა უნდა იქნეს დადგენილი თუ შენარჩუნებული.

 

სასამართლომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხის განხილვისას უნდა გამოიკვლიოს, თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების დროიდან მისი შემცირების მოთხოვნის დაყენებამდე და თუკი ცვლილება არსებობს, შეაფასოს არის თუ არა იგი ისეთი ხასიათის, რომ საფუძვლად დაედოს ალიმენტის ოდენობის შემცირებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

 

მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე დავისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებებიდან დადგენილია, რომ ა------------------–--ე წარმოადგენს არასრულწლოვანს, დადის ბაღში. იგი ცხოვრობს დედასთან, ე-–-------------თან ერთად, რომლის დასაქმების ფაქტიც საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 20-5 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ე-–-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ი--------------–--ეს ე-–-------------ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის – 2----–-–---------------ერს დაბადებული ა------------------–--ის რჩენა – აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი - 480 (ოთხას ოთხმოცი) ლარის ოდენობით 20-4 წლის 31 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. ამავე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში, მითითებულია, რომ მოსარჩელის განმარტებით, 20-5 წლისათვის ი--------------–--ე იყო რამდენიმე იურიდიული პირის დამფუძნებელი და დირექტორი, ჰქონდა სოლიდური შემოსავალი.

 

20-9 წლის 21 იანვარს შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის #2--------- -ის მიხედვით, ი--------------–--ეს და ე-–-------------ს 2--- წლიდან მიღებული შემოსავლები არ უფიქსირდებათ.

 

მოსარჩელის განმარტებით მისი ფინანსური მდგომარეობა შეიცვალა, თითქმის ბოლო ორი წელია საგრძნობლად შემცირდა შემოსავლები, ბიზნესისთვის აიღო სესხი, მაგრამ იმის გამო, რომ იურიდიულ პირს არ ჰქონდა შემოსავალი, ბანკმა გააკეთა რესტრუქტურიზაცია, ვერც ამ შემთხვევაში იხდის სესხს და არის მძიმე მდგომარეობაში. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოებების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია, 2--- წლის 10 იანვრის სს ,,ბ----------ა“ და შპს ,,ა-------------------“-სს შორის დადებული საკრედიტო ხელშკრულება, რომელსაც ხელს აწერს მოსარჩელე ი--------------–--ე როგორც შპს ,,ა-------------------“-ის დირექტორი, შესაბამისად სასამართლო სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს მოსარჩელის მიერ მითითებულ იმ გარემოებას, რომ მას შემოსავალი საერთოდ არ გააჩნია. საქმის მასალებით არ დასტურდება იმ გარემოების თაობაზე, რომ მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა, რის დასადასტურებლადაც მან წარმოადგინა სს ,,ბ----------“ და შპს „ა-------------------“-სს (დირექტორი ი--------------–--ე) შორის, დადებული საკრედიტო ხელშეკრულება, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულებით დასტურდება, რომ მსესხებლის მიერ მისაღები თანხის ოდენობა შეადგენდა 106465 ლარს, ხანგრძლივობა 2 წელი, ხოლო მსესხებლის მიერ გადასახდელი თანხა ყოველთვიურად - 5,188.07 ლარს. რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ვერ იხდის კრედიტს და არ აქვს შემოსავალი მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

რაც შეეხება ალიმენტგადამხდელის ოჯახური მდგომარეობის შეცვლას, მოსარჩელის განმარტებით, მას ჰყავს უმუშევარი მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი, ჰყავს მის კმაყოფაზე დედა, რომელსაც ავადმყოფობის გამო სჭირდება მედიკამენტები.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ შპს ,,ა-------------------“-ის მიერ, რომლის დირექტორსაც წარმოადგენს მოსარჩელე, საბანკო კრედიტის აღება არ ნიშნავს, რომ მოსარჩელე გადახდისუუნაროა, საკრედიტო ხელშეკრულების დადება მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება, რომ ალიმენტის დაკისრების შემდგომ წარმოიშვა ისეთი ახალი გარემოება, რომელიც აშკარა გავლენას ახდენს მოსარჩელის, როგორც ალიმენტვალდებული პირის გადახდისუუნარობაზე.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მის კმაყოფაზე მყოფი დედის ყოფნის ფაქტი, ვინაიდან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისას სარჩენ პირთა წრე განისაზღვრება არა სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმით და მასში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირები, რომელთა რჩენა პირის კანონისმიერი ვალდებულება და რომლებსაც სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ (არიან ქმდუუნაროები, არ ეძლევათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება პენსიის ან სხვა გასაცემელის სახით), ხოლო მოსარჩელის მიერ აღნიშნული გარემოება ვერ იქნა დადასტურებული ვერანაირი მტკიცებულებით. საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის #100/ა-ს მიხედვით, მოსარჩელის დედა - გ----–----------–--ე არის პენსიონერი, შესაბამისად მას ეძლევა სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება პენსიის სახით.

 

ამდენად, სასამართლო დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების, ბავშვის ინტერესის და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის კმაყოფაზე არიან ასევე არასრულწლოვანი შვილები: 2----–-–------------ს დაბადებული ნ-----–-------------–--ე 2----–-–-----------ს დაბადებული ბ-----------------–--ე და 2----–-–-------------ს დაბადებული ნ-------------–--ე სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირება, მაგრამ არა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით. ალიმენტის ოდენობის ნაწილობრივი შემცირება, არასრულწლოვანის ასაკიდან გამომდინარე საჭიროებებისა და მოთხოვნილებების მხედველობაში მიღებით, არ შეიძლება შეფასდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების ხელყოფად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. არასრულწლოვანის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. გაზრდილია ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობაც შექმნილი ეკომონიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ამასთან მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ არ შეიძლება შეილახოს არც ერთი მხარის კანონით დაცული უფლებები და ინტერესები. ა------------------–--ე მცირეწლოვანია, მას აქვს ასაკიდან გამომდინარე მოთხოვნილებები და საჭიროებები, რაც ყოველდღიურ ყოფაში მატულობს, შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხე მხარე, სტაბილურად მაღალი შემოსავლის არქონის ფონზე, ალიმენტის მოთხოვნილი ოდენობით შემცირების შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ფინანურ სახსრებს.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს არასრულწოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ბავშვის ინტერესების საზიანოდ ალიმენტის ოდენობის შეცვლას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ შეცვლილი სახით მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა 100 (ასი) ლარი, საკმაოდ მცირეა დღეის მდგომარეობით მცირეწლოვანისათვის აუცილებელ ხარჯებთან მიმართებით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტვალდებულის დროებითი უმუშევრობაც კი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბავშვი საცხოვრებლად იმყოფება დედასთან და მამის ვალდებულება შემოფარგლულია მხოლოდ ალიმენტის გადახდით, მას არ უწევს დამატებითი ხარჯების გაწევაში მონაწილეობა და მთლიანი ზრუნვა გადადის იმ მშობელზე, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს.

 

ამასთან, სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალ-გასავლებისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (), რაც გაზრდილია 20-5 წლის მონაცემთან შედარებით და საშუალო მომხმარებლისათვის 20-9 წლის თებერვლის თვისათვის შეადგენს - 179.1 ლარს და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი, მინიმალური პირობების შექმნას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დადგენის შემდეგ, ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს 130 (ასთი) ლარით და მისი ოდენობა სარჩელის აღძვრიდან, 2--- წლის 11 დეკემბრიდან განისაზღვროს 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელე ი--------------–--ის მიერ სარჩელთან მიმართებით სახელმწიფო ბაჟის სახით 152 (ას ორმოცდათორმეტი) ლარის გადახდა, საიდანაც მოსარჩელე ი--------------–--ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 83.6 (ოთხმოცდასამი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის ოდენობით, ხოლო, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო ელენე სხირტლაძემ სარჩელი ცნო ალიმენტის 350 ლარის გადახდის ნაწილში, ი--------------–--ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 68.4 ლარიდან - 23.4 (ოცდასამი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი, სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციული სახელმწიფო ბაჟი - 45 (ორმოცდახუთი) ლარის ოდენობით დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე, 38-39-ე, 41-ე 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ი--------------–--ის სარჩელი ე-–-------------ის მიმართ ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. ი--------------–--ეს არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–---------------ერს დაბადებული ა------------------–--ის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-5 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ( სამოქალაქო საქმეზე #2/2-----14), დაკისრებული ალიმენტი 480 (ოთხას ოთხმოცი) ლარი შეუმცირდეს 130 (ას ოცდაათი) ლარით და მისი ოდენობა განისაზღვროს ყოველთვიურად 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2--- წლის 11 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

2. ი--------------–--ის მიერ სარჩელის წარდგენისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 45 (ორმოცდახუთი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. ი--------------–--ეს დაუბრუნდეს ბ----------–---–ის მიერ 11/12/2---წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 152 (ას ორმოცდათორმეტი) ლარიდან - 107 (ას შვიდი) ლარი (საგადასახადო დავალება #0, გადამხდელის ბანკი სს ,,თიბისი ბანკი“, სახაზინო კოდი 300773150).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დალი აბჟანდაძე