გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.03.2019
საქმის ნომერი
190210118002675748
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-2749-18

(საქმე N190210118002675748)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 მარტი 2019 წ. ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე

 

მოსარჩელე - სს ,,ლ-------------ი”

წარმომადგენელი - ლ--–- გ-------

 

მოპასუხეები - გ------- გ------–--ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს გ------- გ------–--ეს სს „ლ-------------ი“-ს სასარგებლოდ N17282580 სესხზე დაეკისროს 2500 ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული სარჩელის უზრუნველყოფის და სახელმწიფო ბაჟის -100 (50+50) ლარის გადახდა.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2017 წლის 11 ოქტომბერს გ------- გ------–--ეზე მისი მოთხოვნის საფუძველზე გაიცა N17282580 ლიბერთი ექსპრესი 2500 ლარის ოდენობით. აღნიშნული სესხის პირობები განთავსებულია სს „ლ-------------ი“-ს ვებ-გვერდზე და მოპასუხე საბანკო კრედიტის აღების შესახებ განაცხადის წარდგენისას ხელმოწერით აცხადებს თანხმობას „ელექტრონული და სხვა არხების საშუალებით მიღებული კრედიტის/ოვერდრაფტის/საგანგებო ავანსის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებზე“, რომელიც განთავსებულია ბანკის ვებ-გვერდზე, მათ შორის კრედიტის წლიურ და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე, ფინანსურ ხარჯებსა და სხვა. სესხის გაცემა ამავდროულად დასტურდება სასესხო ამონაწერით. სესხის გააქტიურება შესაძლებელია ელექტრონულად, დისტანციური არხების მეშვეობით.

 

გ------- გ------–--ეს ამ პერიოდამდე არ დაუბრუნებია სესხის სახით აღებული თანხა ბანკისთვის.

 

2018 წლის 08 ოქტომბრის მდგომარეობით, მოპასუხის გ------- გ------–--ის დავალიანება სს „ლ-------------ი“-ს მიმართ N17282580 სესხზე შეადგენს 4962.98 ლარს, თუმცა სს „ლ-------------ი“ სარჩელით ითხოვს მხოლოდ ძირი თანხის 2500 ლარის დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გ------- გ------–--ემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 11 ოქტომბერს გ------- გ------–--ეზე მისი მოთხოვნის საფუძველზე გაიცა N17282580 ლიბერთი ექსპრესი 2500 ლარის ოდენობით. აღნიშნული სესხის პირობები განთავსებულია სს „ლ-------------ი“-ს ვებ-გვერდზე და მოპასუხე საბანკო კრედიტის აღების შესახებ განაცხადის წარდგენისას ხელმოწერით აცხადებს თანხმობას „ელექტრონული და სხვა არხების საშუალებით მიღებული კრედიტის/ოვერდრაფტის/საგანგებო ავანსის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებზე“, რომელიც განთავსებულია ბანკის ვებ-გვერდზე, მათ შორის კრედიტის წლიურ და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე, ფინანსურ ხარჯებსა და სხვა. სესხის გაცემა ამავდროულად დასტურდება სასესხო ამონაწერით. სესხის გააქტიურება შესაძლებელია ელექტრონულად, დისტანციური არხების მეშვეობით.

მტკიცებულება: ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ( ს.ფ. 16-33).

 

3.1.2. გ------- გ------–--ეს ამ პერიოდამდე არ დაუბრუნებია სესხის სახით აღებული თანხა ბანკისთვის. 2018 წლის 08 ოქტომბრის მდგომარეობით, მოპასუხის გ------- გ------–--ის დავალიანება სს „ლ-------------ი“-ს მიმართ N17282580 სესხზე შეადგენს 4962.98 ლარს, თუმცა სს „ლ-------------ი“ სარჩელით ითხოვს მხოლოდ ძირი თანხის 2500 ლარის დაკისრებას.

მტკიცებულება:

- ამონაწერი სასესხო ანგარიშიდან ( ს.ფ. 34);

- ცნობა დავალიანების შესახებ ( ს.ფ. 35).

 

3.1.3. მოპასუხე მხარე ინფორმირებულია აღნიშნულ დავალიანებებთან დაკავშირებით, თუმცა ნებაყოფლობით არ ხდება თანხის დაბრუნება.

მტკიცებულება:

- გაფრთხილების წერილი, თანდართული ფოსტის გზავნილით (ს.ფ. 36,37).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ლ-------------ის” სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი და 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 327-ე, 361-ე, 405-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.

 

მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე გ------- გ------–--ემ ცნო სარჩელი სრულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,ლ-------------ის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა საბანკო კრედიტის სახით.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,ლ-------------ის'' მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაცემული იქნა კრედიტი. მოვალეს მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულება შესრულებული არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა და მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.

 

დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხა მოპასუხე მხარემ სრულად მიიღო. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო სრულად, შესაბამისად, გადახდილი ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

 

გ------- გ------–--ეს უნდა დაეკისროს სს ,,ლ-------------ს" სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამიტომ ძალაში უნდა დარჩეს მოპასუხე გ------- გ------–--ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე გ------- გ------–--ეს (პ/ნ 3----------) აეკრძალა შემდეგ საბანკო დაწესებულებებში: სს "თიბისი ბანკი"- ს/კ: 204 854 595, სს "საქართველოს ბანკი"- ს/კ: 204 378 869, სს "ბაზისბანკი"- ს/კ: 203 841 833, სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია"- ს/კ: 202 906 427, სს "ბანკი ქართუ"- ს/კ: 204 891 652, სს "პროკრედიტ ბანკი"- ს/კ: 204 851 197, სს "სილქ როუდ ბანკი"- ს/კ: 201 955 027, სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი- საქართველო"- ს/კ: 202 359 009, სს "ზირაათ ბანკი საქართველო"- ს/კ: 202 057 610, სს "იშ ბანკი საქართველო"- ს/კ: 404 496 611, სს "ტერაბანკი"- ს/კ: 204 546 045, სს "ხალიკ ბანკი საქართველო"- ს/კ: 205 236 537, სს "პაშა ბანკი საქართველო"- ს/კ: 404 433 671, სს "ფინკა ბანკი საქართველო"- ს/კ: 205 235 262, სს "კრედო ბანკი"- ს/კ: 205 232 238, საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხის 2500 ლარის განკარგვა, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო), ასევე სახელფასო და სოციალური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით გასაცემისა. ასევე, აღნიშნული აკრძალვით მოპასუხეს არ შეეზღუდა უფლება საბანკო ანგარიშებზე შეასრულოს საბანკო გადარიცხვის ოპერაცია მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულების დაფარვის მიზნით;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს სს ,,ლ-------------ის" სარჩელი მოპასუხე გ------- გ------–--ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

 

2. მოპასუხე გ------- გ------–--ეს დაეკისროს N17282580 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის” სასარგებლოდ - 2500 ლარის გადახდა.

 

3. გ------- გ------–--ეს დაეკისროს სს ,,ლ-------------ს" სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

4. მოსარჩელე სს ,,ლ-------------ს" დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 10 ოქტომბერს (საგადახდო დავალება #5148151758) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგ ანგარიშზე: სახაზინო კოდი - 300063150.

 

5. უცვლელად დარჩეს მოპასუხე გ------- გ------–--ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი