გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #340210017001812561
საქმე #2/129-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
12.04.2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე - გუ-–---------–--ნი
წარმომადგენელი - ფრ-------------–---–ი, მზ---------–---–ი
მოპასუხეები - ლე---------–---–ი, გი-----------–--–--ლი
წარმომადგენელი - ინ---–----–---ძე
მესამე პირები - ალე---------------ძე, გი-----–-ა
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრა
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 24.10.2016 წელს ნოტარიუს ქე----------------–---–ის მიერ გაცმეული №16------6 სააღსრულებო ფურცელი პირგასამტეხლოს ნაწილში და ნაცვლად დღეში 19.20 აშშ დოლარისა მისი ოდენობა დღეში 5 აშშ დოლარით განისაზღვროს, დარიცხვა მოხდეს 2014 წლის 10 ივლისიდან 2016 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდზე კი არა არამედ 2015 წლის 30 ივნისიდან 2016 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდზე.
1.2. ლე---------–---–ისათვის 2014 წლის 10 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდილი ძირი თანხიდან 26 820 აშშ დოლარიდან ძირ თანხაში გადახდილად ჩაითვალოს 6 000 აშშ დოლარი და მოთხოვნის ოდენობა 8 020 აშშ დოლარით განისაზღვროს.
(იხ. სარჩელი და სასამართლოს 21.03.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 11:46:04-11:50:08 სთ)
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 10 აპრილს კრედიტორებს ლე---------–---–ს და ალე---------------ძეს და მოვალე გი-----–-ას შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. გი-----–-ამ ლე---------–---–ისგან სესხად 20 820 აშშ დოლარი, ხოლო ალე---------------ძისგან 6 000 აშშ დოლარი მიიღო. სესხი სარგებლიანი იყო და მისი ოდენობა თვეში 3.5%-ით განისაზღვრა. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი ქონება მდებარე ქ. თბ--–--ი, ბო----------–--–-ის ქუჩა, კორპუ-----, ბი-----6, ს.კ. 01--------------------6. ხელშეკრულების დადების მომენტში გი-----–-ამ კრედიტორებს 1000 აშშ დოლარი სარგებლის სახით გადაუხადა. 2015 წლის 30 ივნისს კრედიტორებს 6 000 აშშ დოლარი ძირი თანხა და 6 232 აშშ დოლარი სარგებელი გადაუხადა. 2014, 2015 და 2016 წლებში მოვალემ კრედიტორებს ჯამში 12 232 აშშ დოლარი გადაუხადა.
2016 წლის 13 ოქტომბერს ლე---------–---–სა და გი-----------–--–--ლს შორის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება დაიდო. გი-----–-ას მიმართ არსებული მოთხოვნიდან 12 800 აშშ დოლარის მოთხოვნა გი-----------–--–--ლს გადაეცა და ლე---------–---–ს 14 020 აშშ დოლარის მოთხოვნა დარჩა, რაც არასწორია, ვინაიდან ლე---------–---–ისგან სესხად მიღებული თანხიდან 6 000 აშშ დოლარი დაბრუნებული ჰქონდა და ამიტომ გივი კომშიაშვილისათვის 12 800 აშშ დოლარის დათმობით ლე---------–---–ს მოთხოვნა 14 020 აშშ დოლარზე კი არა არამედ 8 020 აშშ დოლარზე დარჩება.
მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების დადების შემდგომ გი-----------–--–--ლმა კერძო აღმასრულებელს მიმართა, რომელმაც მოსარჩელეს შეატყობინა, რომ გადასახდელია ძირი თანხა 12 800 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 2014 წლის 10 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე 19.20 აშშ დოლარი. ჯამში კრედიტორის მოთხოვნამ 25 000 აშშ დოლარი შეადგინა. ამას ემატება სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 100 ლარი, დღგ 18 ლარი, რეგისტრაციის საფასური 2 ლარი. თანხის ამოღება იპოთეკის საგნის რეალიზაციით უნდ ამოხდეს.
მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ დღეში ძირ თანხაზე 12 800 აშშ დოლარზე პირგასამტეხლო ყოველი გადაცილებული დღისთვის 19.2 აშშ დოლარი შეუსაბამოდ მაღალია და მისი ოდენობა 5 აშშ დოლარს არ უნდა არემატებოდეს. ამავდროულად, პირგასამტეხლოს დარიცხვა 2014 წლის 10 ივლისიდან კი არა არამედ 2015 წლის 30 ივნისიდან 2016 წლის 11 ნოემბრამდე უნდა მოხდეს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ჯამში 2 475 აშშ დოლარით უნდა განისაზღვროს.
მოსარჩელე მხარემ ლე---------–---–ის მიმართ წარდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ გი-----------–--–--ლთან მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების შემდგომ მოთხოვნის უფლება რჩება 8 020 აშშ დოლარზე და არა 14 020 აშშ დოლარზე. ამიტომ, მისი მოთხოვნის მოცულობა 8 020 აშშ დოლარით უნდა განისაზღვროს.
2. მოპასუხე მხარის და მესამე პირების პოზიცია:
2.1. მოპასუხე გი-----------–--–--ლმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ნასესხები თანხა ჯამში 26 820 აშშ დოლარი კი არა 32 820 აშშ დოლარი იყო, თვეში 3.5% სარგებლის გადახდის პირობით. სესხი 2014 წლის 10 ივლისს უნდა დაბრუნებულიყო, რაც არ განხორციელდა. ამიტომ პირგასამტეხლოს დარიცხვაც ამ პერიოდიდან უნდა მოხდეს. გი-----–-ას 26 820 აშშ დოლარი მხოლოდ ლე---------–---–ისგან ჰქონდა მიღებული და ამ თანხიდან 12 000 აშშ დოლარის ნაწილში მოთხოვნის დათმობა მოხდა. გი-----–-ას 6 000 აშშ დოლარი ალე---------------ძისგან ჰქონდა მიღებული და ის თანხა, რაზეც მხარე უთითებს, ამ ვალდებულების ფარგლებშია გადახდილი და არა ლე---------–---–ის მიმართ არსებული ვალდებულების ფარგლებში.
2.2. მოპასუხე ლე---------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთია, რომ თანხები, რომლებზეც მოსარჩელე უთითებს გი-----–-ას ალე---------------ძისთავის აქვს გადახდილი, რადგან სააღსრულებო წარმოება მის მოთხოვნაზე ადრე დაიწყო. გი-----–-ას ალე---------------ძისთვის 9 120 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. 6 000 აშშ დოლარის გადახდაც ამ ვალდებულების ფარგლებში განხორციელდა.
2.3. მესამე პირმა ალე---------------ძემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გი-----–-ას მისთვის ჯამში 9 120 აშშ დოლარი და 120 ლარი უნდა დაებრუნებინა. აღსრულების პერიოდში გი-----–-ამ 6 000 აშშ დოლარი გადაიხადა, 2015 წლის 30 ნოემბერს აუქციონამდე 20 წუთით ადრე მის ანგარიშზე დამატებით 3 120 აშშ დოლარი და 120 ლარი ჩარიცხა. ამ გადახდებით შესრულდა ვალდებულება, რომელიც გი-----–-ას ხელშეკრულებით მის მიმართ უნდა შეესრულებინა.
2.4. მესამე პირმა გი-----–-ამ შესაგებელი არ წარმოადგინა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2014 წლის 10 აპრილს სანოტარო წესით დადასტურებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გი-----–-ას ალე---------------ძემ 6 000 აშშ დოლარი ასესხა, ხოლო ლე----------–---–მა 26 820 აშშ დოლარი ასესხა. სესხისთვის სარგებელი თვეში 3.5%-ით განისაზღვრა. სესხი სამი თვის ვადით გაიცა და 2014 წლის 10 ივლისამდე უნდა დაბრუნებულიყო. გი-----–-ამ პირველი თვის სარგებელი ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებისას გადაიხადა. ხელშეკრულების მე-5 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის და/ან მასზე დარიცხული სარგებლის ვადაში გადაუხდელობის შეთხვევაში მსესხებელს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე. სესხი უზრუნველყოფილი იქნა გუ-–---------–--ნის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით მდებარე ქ. თბ--–--ი, ბო----------–--–-ის ქუჩა, კორპუ-----, ბი-----6, ს/კ 01--------------------6.
3.1.2. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემდა.
3.2.3. მხარეთა შორის 10.04.2014 წელს დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წლის 30 აპრილს ნოტარიუსმა ქე----------------–---–მა გასცა №150428385 სააღსრულებო ფურცელი კრედიტორის ალე---------------ძის სასარგებლოდ. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემდეგნაირად განისაზღვრა - სესხის ძირითადი თანხა 6 000 აშშ დოლარი, პროცენტის 420 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 9 აშშ დოლარი ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 2014 წლის 10 ივლისიდან აღსრულებამდე, სააღსრულებო ფურცლის საზღაური 100 ლარი, დღგ 18 ლარი, რეგისტრაციის საფასური 2 ლარი. ამავე სააღსრულებო ფურცლის მიხედვით დადგინდა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
3.2.4. 2015 წლის 04 მაისს ლე---------–---–მა, როგორც ალე---------------ძის წარმომადგენელმა განცხადებით კერძო აღმასრულებელს მიმართა და ნოტარიუსის მიერ 30.04.2015 წელს გაცემული №150428385 სააღსრულებო ფურცელი იძულების წესით აღსრულების მიზნით წარადგინა. განცხადების თანახმად აღსასრულებელი მოთხოვნა 9 102 აშშ დოლარს და 120 ლარს შეადგენდა.
3.2.5. 13.10.2016 წელს ლე---------–---–ს და გი-----------–--–--ლს შორის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც ლე---------–---–მა გი-----–-ასათვი გადაცემული 26 820 აშშ დოლარიდან 12 800 აშშ დოლარის ნაწილში მოთხოვნა გი-----------–--–--ლს დაუთმო. ხელშეკრულებით გი-----------–--–--ლს გადაეცა ყველა მოთხოვნა, რაც 12 800 აშშ დოლარის ნაწილში ლე---------–---–ს გი-----–-ას მიმართ გააჩნდა, მათ შორის მოთხოვნები ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით.
3.2.6. 24.10.2016 წელს ნოტარიუსმა ქე----------------–---–მა გასცა №16------6 სააღსრულებო ფურცელი კრედიტორის გი-----------–--–--ლის სასარგებლოდ, რომლითაც აღსასრულებელ ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად - სესხის ძირითადი თანხა 12 800 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 19.2 აშშ დოლარი ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 2014 წლის 10 ივლისიდან აღსრულებამდე, სააღსრულებო ფურცლის საზღაური 100 ლარი, დღგ 18 ლარი, რეგისტრაციის საფასური 2 ლარი. ამავე სააღსრულებო ფურცლის მიხედვით დადგინდა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 26-30);
- მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 21-25);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ. 40-41);
- სააღსრულებო ფურცელი (ტომი I, ს.ფ. 149-151; 169-171);
- განცხადება, მინდობილობა, ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 47, 52-53, 55-58)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქმის განხილვის შედეგად დადასტურდა, რომ მხარეთა შორის 10.04.2014 წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გი-----–-ამ ლე---------–---–ისგან სესხად 26 820 აშშ დოლარი მიიღო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქმეში წარმოდგენილია მხარეთა შორის 2014 წლის 10 აპრილს სანოტარო წესით დამოწმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ლე----------–---–მა გი-----–-ას 20 820 აშშ დოლარი კი არა არამედ 26 820 აშშ დოლარი ასესხა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მითითება სესხად გადაცემული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
3.2.2. საქმის განხილვის შედეგად ვერ იქნა დადასტურებული, რომ გი-----–-ამ ლე---------–---–ის მიმართ ნაკისრი ძირითადი ვალდებულების შესრულების მიზნით 6 000 აშშ დოლარი გადაუხადა.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მხარე ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო გარემოებების არსებობას სარწმუნოდ დაადასტურებენ. მოსარჩელის მხოლოდ ზეპირი განმარტების საფუძველზე სასურველი ფაქტი ვერ დადგინდება და მოსარჩელისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
სასამართლო განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების ნაწილში მტკიცების ტვირთი განაწილებულია აგრეთვე მატერიალური სამართლით. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების მათ შორის ფულადი ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. ამდენად, როგორც პროცესუალური ასევე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმებით დადგენილია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების დადასტურების ტვირთი მოვალეს აკისრია. სადავოობის შემთხვევაში მოვალემ სასამართლოს უნდა წარუდგინოს მტკიცებულება, რომლითაც იგი კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოების დადასტურებას შეძლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურება შესაძლებელია კრედიტორის მიერ გაცემული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით ნაღდი ანგარიშსწორებისას, ან ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი სხვა წერილობითი დოკუმენტი როგორიცაა საბანკო გადარიცხვის მტკიცებულება ანგარიშსწორების უნაღდოდ წარმოებისას.
მოსარჩელე მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც ლე---------–---–ის მიმართ არსებული ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულების თუნდაც ნაწილობრივ შესრულების ფაქტი დადასტურდებოდა. საქმეში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება მხოლოდ ალე---------------ძის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი. ამ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს ალე---------------ძის 12.08.2015 წლის განცხადებაზე, რომლის მიხედვით გი-----–-ამ მას სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხის ნაწილი 6 000 აშშ დოლარი ჩაურიცხა და დარჩენილი ვალდებულება 3 102 აშშ დოლარს და 120 ლარს შეადგენდა. საქმეში წარმოდგენილია ქვითრების მიხედვითაც (ტომი I, ს.ფ. 100-101) გი-----–-ა დარჩენილი ფულადი ვალდებულების შესრულებას ალე---------------ძის მიმართ ახორციელებდა. აგრეთვე, ალე---------------ძის წარმომადგენლის ლე---------–---–ის და გი-----–-ას 30.11.2015 წლის ერთობლივი განცხადების მიხედვით გი-----–-ამ №150428385 სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში სრულად შეასრულა ვალდებულება.
ყველა ეს მტკიცებულება ალე---------------ძის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულებაზე მიუთითებს და ამიტომ ისინი ლე---------–---–ის და გი-----------–--–--ლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად ვერ გამოდგება.
რაც შეეხება გადახდის ქვითრებს, რომელთა მიხედვით გი-----–-ას ლე---------–---–ის ანგარიშზე თანხები აქვს შეტანილი, ამ ქვითრების მიხედვით მთლიანობაში 780 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი დასტურდება და როგორც მოპასუხემ მიუთითა, აღნიშნული წარმოადგენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის ნაწილს, რადგან გი-----–-ას თვეში სარგებლის სახით მისთვის 938.7 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულება, რომლითაც მისი მხრიდან ლე---------–---–ისათვის ხელშეკრულებით გადაცემული ძირი თანხის დაბრუნების მიზნით 6 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი დადასტურდებოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 26-30);
- სააღსრულებო ფურცელი (ტომი I, ს. ფ. 149-151; 169-171);
- ქვითრები (ტომი I, ს.ფ. 31, 33-36);
- ალე---------------ძის განცხადება (ტომი I, ს.ფ. 37);
- ერთობლივი განცხადება (ტომი I, ს.ფ. 38-39).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლო თვლის, რომ სარჩელი მოპასუხე გი-----------–--–--ლის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე ლე---------–---–ის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის და ხარისხის და რაოდენობის ნივთი, ხოლო 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებული იქნას წერილობითი ფორმაც.
სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. ძველი მფლობელი ვალდებულია ახალ მფლობელს გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ყველა საბუთი, რომლებიც ეხება მოთხოვნებსა და უფლებებს, და ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია ამ მოთხოვნებისა და უფლებების გამოყენებისთვის. ძველი მფლობელი ასევე ვალდებულია მოთხოვნის საფუძველზე გადასცეს შემძენს სათანადოდ დამოწმებული საბუთი ამ უფლებისა და მოთხოვნის დათმობის შესახებ. ამ საბუთის დამოწმების ხარჯები დაეკისრება ახალ მფლობელს.
ამავე კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.
ამავე კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 291-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მას მაინც შეუძლია იპოთეკარს წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს, მათ შორის, შესაგებლები ფულად ვალდებულებათა გაქვითვისა და მოთხოვნის გასაჩივრების გამო.
განსახილველ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველს 2014 წლის 10 აპრილს სანოტარო წესით დადასტურებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება წარმოადგენს, რომლის საფუძველზე გი-----–-ას ალე---------------ძემ 6 000 აშშ დოლარი, ხოლო ლე----------–---–მა 26 820 აშშ დოლარი ასესხა. სესხისთვის სარგებელი თვეში 3.5%-ით განისაზღვრა. სესხი სამი თვის ვადით გაიცა და 2014 წლის 10 ივლისამდე უნდა დაბრუნებულიყო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის და/ან მასზე დარიცხული სარგებლის ვადაში გადაუხდელობის შეთხვევაში მსესხებელს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.15%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე. სესხი უზრუნველყოფილი იქნა გუ-–---------–--ნის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. აგრეთვე, საქმეში წარმოდგენილია 13.10.2016 წელს ლე---------–---–სა და გი-----------–--–--ლს შორის დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლე---------–---–მა გი-----–-ასათვი გადაცემული 26 820 აშშ დოლარიდან 12 800 აშშ დოლარის ნაწილში მოთხოვნა გი-----------–--–--ლს დაუთმო. ხელშეკრულებით გი-----------–--–--ლს გადაეცა ყველა მოთხოვნა, რაც 12 800 აშშ დოლარის ნაწილში ლე---------–---–ს გი-----–-ას მიმართ გააჩნდა, მათ შორის მოთხოვნები ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით.
ამდენად, ლე---------–---–ი და გი-----------–--–--ლი წარმოადგენენ იპოთეკარებს, გი-----–-ა წარმოადგენს მოვალეს, ხოლო გუ-–---------–--ნი წარმოადგენს იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრეს და მას, როგორც სამართალურთიერთობის მხარეს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 291-ე მუხლიდან გამომდინარე, უფლება აქვს იპოთეკარებს წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც პირად მოვალეს აქვს, მათ შორის, შესაგებლები რომლითაც შესაძლებელი იქნება ფულადი ვალდებულების ოდენობის განსაზღვრა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სწორედ ასეთი მოთხოვნებით აღძრა სარჩელი და მოითხოვა გი-----------–--–--ლის სასარგებლოდ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და დარიცხვის პერიოდის განსაზღვრა, ხოლო ლე---------–---–ის მიმართ ძირითადი ვალდებულების 8 020 აშშ დოლარის ოდენობით დადგენა მოითხოვა.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 431-ე მუხლის შესაბამისად, თუ მოთხოვნის შესახებ გაცემულია სავალო საბუთი, მაშინ მოვალეს შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად, შეუძლია, მოითხოვოს ამ საბუთის დაბრუნება ან მისი გაუქმება.
აღნიშნულიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების შესახებ დავისას, მოვალეს აკისრია მტკიცების ტვირთი და ვალის გადახდის დადასტურება სათანადო საბუთით უნდა მოხდეს, იგი უფლებამოსილია კრედიტორისაგან მოითხოვოს შესრულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. მსგავსად წესრიგდება ვალის არსებობის დამამტკიცებელი დოკუმენტის _ სავალო საბუთის კრედიტორისაგან გამოთხოვის საკითხიც. ვალდებულება შესრულებულად და შესაბამისად შეწყვეტილად მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, თუ სავალო საბუთი მოვალის მფლობელობაშია.
სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, სადავოობისას ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად როგორიცაა თანხის მიმღების ხელწერილი, თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი და სხვა. ფულადი ვალდებულების სპეციფიკისა და სამოქალაქო ბრუნვის თავისებურების გათვალისწინებით, ყოველი მხარე, ურთიერთობის არსიდან გამომდინარე, თავადვე აგებს პასუხს იმ სამოქალაქო რისკის თაობაზე, რომელიც გარკვეული მოქმედების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების მოუპოვებლობას შეიძლება მოჰყვეს შედეგად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ლე---------–---–ის მიმართ შესასრულებელი ძირითადი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტზე მიუთითა, თუმცა მან ვერ დაასაბუთა ლე---------–---–ის მიმართ წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძვლიანობა. მხარემ განმარტა, რომ ლე---------–---–ის მიმართ შესრულებული აქვს ფულადი ვალდებულების ნაწილი (ძირ თანხაში გადახდილი აქვს 6000 აშშ დოლარი) და მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების დადების შემდგომ მის მიმართ ძირითადი თანხის სახით დავალიანებამ 14 020 აშშ დოლარი კი არა 8 020 აშშ დოლარი შეადგენდა, თუმცა მხარეს რაიმე მტკიცებულება, რომლითაც ძირითადი ვალდებულების შესრულების ფაქტი დადასტურდებოდა სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში, 2014 წლის 10 აპრილს სანოტარო წესით დადასტურებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 13.10.2016 წელს ლე---------–---–ს და გი-----------–--–--ლს შორის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც ლე---------–---–მა 12 800 აშშ დოლარის ნაწილში მოთხოვნა გი-----------–--–--ლს დაუთმო. ხელშეკრულებით გი-----------–--–--ლს გადაეცა ყველა მოთხოვნა, რაც 12 800 აშშ დოლარის ნაწილში ლე---------–---–ს გი-----–-ას მიმართ გააჩნდა, მათ შორის მოთხოვნები ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით. 24.10.2016 წელს კი გასცა №16------6 სააღსრულებო ფურცელი გი-----------–--–--ლის სასარგებლოდ, რომლითაც პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხის მოცულობა ძირითად თანხაზე - 12 800 აშშ დოლარზე დღეში 19.2 აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.15%-ს შეადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს (იხ. სააპელაციო სასამართლოს 24.02.2015 წლის განჩინება საქმეზე №2ბ/3112-14).
მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,15%-ით განისაზღვრა. სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობას, მაგრამ მისი გადახდევინება შემდგომში შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით აქვს სასამართლოს პირაგასმტეხლოს შემცირების უფლება მინიჭებული. ამასთან, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოსთან. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლო ერთგვარად მოვალის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებასაც წარმოადგენს, მაგრამ ის არ უნდა გახდეს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების წყარო. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა, შეუსაბამოდ მაღალია, იგი უნდა შემცირდეს, ვინაიდან პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა იგი უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
პირგასამტეხლოს შემცირების და მისი ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლზე, რომლის მიხედვით სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
განსახილველ შემთხვევაში მხარემ სარჩელში განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე 5 აშშ დოლარს არ უნდა აღემატებოდეს და 2015 წლის 30 ივნისიდან 2016 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდზე მისი ოდენობა 2 475 აშშ დოლარით უნდა განისაზღვროს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლით სასამართლო შეზღუდულია მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებით. სასამართლოს მოთხოვნის შეცვლის ან მისი გადიდების უფლება არ აქვს. ამ უფლებით მხოლოდ მოსარჩელე სარგებლობს. აღნიშნული ნორმა დისპოზოციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა და იგი გულისხმობს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებულია მხარეთა შესაძლებლობა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მატერიალური კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დაცვის მიზნით ყოველი პირი არამარტო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს სარჩელით, არამედ უფლებამოსილია განსაზღვროს დავის საგანი და სასარჩელო მოთხოვნა. სასამართლო ვერ დაეხმარება მხარეს მოთხოვნის ჩამოყალიბებაში და ვერ შეცვლის მოთხოვნას მხარის სასიკეთოდ. ამ უფლებით თავად მოსარჩელე სარგებლობს და ნების ავტონომიიდან გამომდინარე თავად განკარგავს მატერიალურ და საპროცესო უფლებებს.
არნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი უნდა შემცირდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და მისი ოდენობა დღეში 5 აშშ დოლარით განისაზღვროს, რაც ძირითადი თანხის 0,039%-ს შეადგენს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
6.4. რაც შეეხება მოთხოვნას, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდი 2015 წლის 30 ივნისიდან 2016 წლის 14 ნოემბრამდე განისაზღვროს, სასამართლოს აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გადაცემული თანხა 2014 წლის 10 ივლისამდე უნდა დაბრუნებულიყო, რაც გი-----–-ას მხრიდან არ შესრულდა.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ამიტომ, თავდაპირველად პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული ხასიათს, ხოლო დარღვევის შემდგომ იგი მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციის მატარებელია და მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. ამდენად, პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი ვალდებულების დარღვევაა და იგი დარღვევიდან ვალდებულების შესრულებამდე ხორციელდება, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
განსახილველ შემთხვევაში გი-----–-ას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2014 წლის 10 ივლისამდე უნდა შეესრულებინა. ხელშეკრულების მე-5 პუნქტის მიხედვით სესხის და/ან მასზე დარიცხული სარგებლის ვადაში გადაუხდელობის შეთხვევაში მსესხებელს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე. გი-----–-ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულება არ შეასრულა. ვალდებულება ამ დრომდე შეუსრულებელია. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების 2014 წლის 10 ივლისიდან წარმოიშვა და მისი დარიცხვის საფუძველი ვალდებულების სრულ შესრულებამდე არსებობს.
გამომდინარე აქედან, არ არსებობს აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის რაოდენობა დავის საგნის ღირებულების 3%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს შეადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დავის საგნის ფასი ფულადი გადახდევინების შესახებ სარჩელებზე გადასახდელი თანხით განისაზღვრება. ,,ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა – იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 1437 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე 50 ლარი.
მოპასუხე გი-----------–--–--ლის მიმართ წარდგენილი სარჩელით დავის საგნის ღირებულება შემდეგნაირად უნდა განისაზღვროს:
მოსარჩელემ 10.07.2014 წლიდან 30.06.2015 წლამდე პირგასამტეხლოს დარიცხვის უსაფუძვლობაზე მიუთითა, ხოლო 30.06.2015 წლიდან მისი ოდენობის 5 აშშ დოლარით განსაზღვრა მოითხოვა. ამიტომ დავის საგნის ფასი 10.07.2014 წლიდან 30.06.2015 წლამდე პერიოდზე იქნება 7008 აშშ დოლარი (355(დღე)*19.2(აშშდოლარი)=7008), ხოლო 30.06.2015 წლიდან აღსრულებამდე პერიოდისათვის დავის საგნის ფასი იქნება 5183 აშშ დოლარი ((19.2-5)*365=5183). სარჩელი აღძრულია 2017 წლის 20 თებერვალს. საქართველოს ეროვნული ბაკის მონაცემებით ამ დღისთვის დოლარის კურსი ლართან მიმართებით 2.6429 ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, 7008 აშშ დოლარის ნაწილში დავის საგნის ფასი შეადგენს 18 521.44 ლარს, ხოლო 5 183 აშშ დოლარის ნაწილში 13 698.15 ლარს. გი-----------–--–--ლის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის ფასი ჯამში შეადგენს 32 219 ლარს. ამიტომ სახელმწიფო ბაჟი ამ ნაწილში იქნება 966.57 ლარი.
მოპასუხე ლე---------–---–ის მიმართ სარჩელის ფასი 6 000 აშშ დოლარს შეადგენს, რაც კურსით 15 857.4 ლარია, ხოლო სახ. ბაჟი 475.72 ლარი.
ამდენად, ჯამში სარჩელზე ბაჟის სახით გადასახდელი იყო 1 244.76 ლარი. მოსარჩელეს გადახდილი აქვს 1 437 ლარი. ამიტომ მოსარჩელეს ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი თანხა 192.24 ლარი. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე გი-----------–--–--ლის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამიტომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 623.54 ლარის და უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამიტომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 03.02.2017 წლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ (საქმე #1-17) და მოიხსნას დაწესებული შეზღუდვა თბ--–--ის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №16-----9 სააღსრულებო საქმეზე, კრედიტორის გი-----------–--–--ლის სასარგებლოდ დავალიანებული ძირი თანხის 12 800 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5 აშშ დოლარის, სააღსრულებო ფურცლის საზღაურის 100 ლარის, დღგ 18 ლარის და რეესტრში რეგისტრაციის საფასურის 2 ლარის გადახდევინების მიზნით გუ-–---------–--ნის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქალაქი თბ--–--ი, ბო----------–--–-ის ქუჩა, კორპუ-----, ბი-----6, საკადასტრო კოდი 01--------------------6, რეალიზაციის ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 1991, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გუ-–---------–--ნის სარჩელი მოპასუხე გი-----------–--–--ლის მიმართ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შევიდეს ცვლილება ნოტარიუს ქე----------------–---–ის მიერ 2016 წლის 24 ოქტომბერს გაცემულ №16------6 სააღსრულებო ფურცელში და დავალიანებულ ძირ თანხაზე - 12 800 აშშ დოლარზე პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნაცვლად 19.2 აშშ დოლარისა განისაზღვროს 5 აშშ დოლარით (რაც დღეში 0,039%-ს შეადგენს), 2014 წლის 10 ივლისიდან აღსრულებამდე.
3. მოსარჩელე გუ-–---------–--ნის სარჩელი მოპასუხე ლე---------–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხე გი-----------–--–--ლს მოსარჩელე გუ-–---------–--ნის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი ბაჟიდან 623.54 ლარის და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილი ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება;
5. მოსარჩელე გუ-–---------–--ნს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ბაჟი 192.24 ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება №12, რეფერენსი 5187597856, გადახდილი თანხა 1437 ლარი; ბანკი - სს ,,საქართველოს ბანკი“).
6. ნაწილობრივ გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 03.02.2017 წლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ (საქმე #1-17) და მოიხსნას დაწესებული შეზღუდვა თბ--–--ის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №16-----9 სააღსრულებო საქმეზე, კრედიტორის გი-----------–--–--ლის სასარგებლოდ დავალიანებული ძირი თანხის 12 800 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5 აშშ დოლარის, სააღსრულებო ფურცლის საზღაურის 100 ლარის, დღგ 18 ლარის და რეესტრში რეგისტრაციის საფასურის 2 ლარის გადახდევინების მიზნით გუ-–---------–--ნის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქალაქი თბ--–--ი, ბო----------–--–-ის ქუჩა, კორპუ-----, ბი-----6, საკადასტრო კოდი 01--------------------6, რეალიზაციის ნაწილში.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე რომან კუპატაძე