განაჩენი

სისხლის სამართლის 11.03.2019
საქმის ნომერი
330100118002638913
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

(0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 მარტი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლების - თ---------------ს და ა----------------–--,თარჯიმანის - ე-–----------–---ის,ბრალდებულის - ა--------–---ის,მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ----------------- მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა საქმე ა--------------------–----ს (პ/ნ 1----------) - დაბადებულის 1--- წლის 2---------ს, ქ. თბილისში, რეგისტრირებულის მისამართზე: ბ---–---------------------ი; ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ბო-–---------------------- - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით და საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

ა--------–---ს ბრალად ედება ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, ასევე ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით.

ყოველივე ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 7 ივლისს, ღამის საათებში, ა--------–---მა უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, მო----------------ი #------------–- მდებარე მ----–------–---ის საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ა--------–---მა სამზარეულოს დანა ყელზე მიადო მ----–------–---ს და მოსთხოვა ფულის და ოქროს გადაცემა.

2018 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 04:00 საათზე, ა--------–---მა უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, გ-----------------–---–ის ქ------------------–- მდებარე ქ-------------–-ს საცხოვრებელ სახლში და ფარულად დაეუფლა საცხოვრებელ ბინაში განთავსებულ, ქ-------------–-ს კუთვნილ ,,სონი იქსპერია“-ს და ,,ჰუავეი Y5”-ს ფირმის მობილურ ტელეფონებს, ზარდახშას მასში მოთავსებული სამკაულებით, პარფიუმერიის ჩანთას, სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებას და ხელჩანთას, მასში მოთავსებული პლასტიკური ბარათებით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ქ-------------–ს მიადგა ჯამში 850 (რვაას ორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ა--------–---მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით და საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილია საქმე, გამოიკვლია ბრალდების მტკიცებულებათა ნაწილი და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილ ბრალდებაში ა--------–---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის. კერძოდ:

დაზარალებულმა მ----–------–---მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი ცხოვრობს ქ. თბილისში, მო----------------ი #------------–-, დასთან - ა-–------–-----ან და 5-–-–-- დისშვილთან ერთად. 2018 წლის 7 ივლისს, დაახლოებით დილის 03:30 საათზე, იგი გააღვიძა ბრალდებულმა ა--------–---მა, რომელსაც მაშინ არ იცნობდა. ამ დროს მისი და სახლში არ იმყოფებოდა, სამსახურში იყო წასული, ხოლო თვითონ დისშვილთან ერთად იწვა საწოლში. ა--------–---მა მას მარჯვენა ხელი პირზე ააფარა, ხოლო მარცხენა ხელით მისი სამზარეულოს შავტარიანი დანა მიადო ყელზე. მან დაზარალებულს ფული და ოქრო მოსთხოვა და ეუბნებოდა არ ეყვირა, რომ ბავშვს არ გაეღვიძა. ბრალდებულმა მას ხელი დაუჭირა და საძინებლიდან გამოიყვანა მისაღებ ოთახში. მან კიდევ რამდენჯერმე ჰკითხა თუ სად ჰქონდა ფული და ოქრო. მ----–------–---მა უპასუხა, რომ არც ფული და არც ოქრო მას არ ჰქონდა, ამის შემდეგ ბრალდებული გადავიდა აგრესიაზე. კითხვების დასმისას მას დაზარალებულის ხელი ჰქონდა გადაგრეხილი და დანა ყელზე ჰქონდა მიდებული. მან ასევე ჰკითხა, თუ ფული და ოქრო არ ჰქონდა, მაშინ ასეთ სახლში რატომ ცხოვრობდა, რაზეც ი-–----ა უპასუხა, რომ იპოთეკით ჰქონდა ბინა შეძენილი და ამის გამო ბანკში ჰქონდა ვალები. ა--------–---ს ამ დროს თავზე და პირზე პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული, რომელიც იყო დაზარალებულის დისშვილის. მოძრაობის დროს მას რამდენჯერმე ჩამოეწია სახიდან ეს პირსახოცი, რა დროსაც სახე გამოუჩნდა. მოგვიანებით მან გამომძიებელს აღუწერა მისი გარეგნული ნიშნები. ვ--–---ს ტანზე მოკლემკლავიანი, მომდგარი, ღია მომწვანო ფერის მაისური ეცვა, ხოლო ქვევით - ნაჭრის შარვალი და მუქი ფერის ფეხსაცმელი. იგი დაზარალებულს ასევე ეკითხებოდა თუ რას შესთავაზებდა მას ფულისა და ოქროს ნაცვლად, რის გამოც ი-–---ს შეეშინდა და დაიწყო ტირილი. მან ი-–---ი დივანზე მიაგდო და დაიწყო შარვლის ჩახდა. მათ შორის სექსუალურ კავშირს ადგილი არ ჰქონია. თავდამსხმელს არაქართული აქცენტი ჰქონდა. იმ ღამეს ქარი იყო, რის გამოც აივანზე ყვავილის ქოთანი გადმოვარდა, რომლის ხმაზეც ბრალდებული შეშინდა და გაიქცა. დანა და პირსახოცი მან თან წაიღო. დაზარალებულმა მოგვიანებით გაარკვია, რომ ბრალდებულს წაღებული ჰქონდა მისი დის მობილური ტელეფონი და თანხა. აივნის კარი იმ დროს დაკეტილი იყო, ხოლო სახლის შესასვლელი კარი - ღია, რადგან საკეტი ჰქონდა გაფუჭებული. დაზარალებულმა თავდამსხმელის წასვლის შემდეგ ჯერ პოლიციაში დარეკა, ხოლო მერე თავის დასთან. ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცავები, რომლებმაც ჩაატარეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. სამძებრო ძაღლის მეშვეობით, კორპუსის უკან აღმოჩენილი იქნა პირსახოცი და დანა. დაზარალებულმა ასევე გამოძიების ეტაპზე ამოიცნო ა--------–---ი.

დაზარალებულმა ქ-------------–მა სასამართლოს მოახსენა, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, გ-----------------–---–ის ქ------------------–-, რომელიც ერთსართულიანი ბინაა. 2018 წლის 7 ივლისს, ღამის საათებში იგი თავის ოჯახის წევრებთან, კერძოდ: მეუღლესთან - მ------------------თან, შვილთან - ე-–---------–თან, უმცროს შვილთან და დედამთილთან - თ-------ე ღ-------ესთან და მაზლთან - გ---- ღ-------ესთან ერთად სახლში იმყოფებოდა. ღამის პერიოდში მათ ყველას ეძინათ. როდესაც გაიღვიძა, სახლში შეცვლილი არაფერი ჩანდა, თუმცა შემდეგ შეამჩნია, რომ ტუმბოზე არ იდო მისი კოსმეტიკის ჩანთა. თავდაპირველად იფიქრა, რომ კოსმეტიკის ჩანთას მისმა დედამთილმა შეუცვალა ადგილი, თუმცა დედამთილის თქმით, მას ხელი არ უხლია მისი კოსმეტიკისთვის. ცოტა ხანში მან ვერც თავისი ,,სონი იქსპერია“-ს ფირმის ტელეფონი მოძებნა. თავის შვილს სთხოვა ზარი გაეშვა მის ტელეფონზე, რათა მოეძებნა სად იყო. ამ დროს ვერც მისმა შვილმაც იპოვა თავისი ,,ჰუავეი Y5”-ს ფირმის ტელეფონი. აღმოჩნდა, რომ მისი ტელეფონიც დაკარგული იყო. მიხვდნენ, რომ ღამის საათებში მათ ბინაში ვიღაც იყო შესული, რომელმაც ხსენებული ნივთები მოიპარა. ასევე მან აღმოაჩინა, რომ მეორე უჯრიდან ვერცხლის ბეჭედი და საყურეები იყო წაღებული. დედამთილმა მოგვიანებით მას უთხრა, რომ ღამის საათებში, დაახლოებით 04:00-05:00 საათების პერიოდში ოთახში რაღაც ჩრდილი დაინახა, რომელიც სამზარეულოში გავიდა და მერე აღარ დაბრუნდა. ზაფხულობით ფანჯარა სულ ღია აქვთ, რადგან მათთან ძალიან ცხელა, ხოლო გისოსები არ აქვთ დაყენებული. ხსენებულ დღეს ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები, რომლებმაც ჩაატარეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება და დაკითხეს ისიც. მიყენებული ზიანი დაახლოებით 700 ლარამდე შეადგენს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, 2018 წლის 7 ივლისს, 04:50-08:50 საათების პერიოდი, ქ. თბილისი, მო----------------ი, #------------–- დათვალიერდა მ----–------–---ის საცხოვრებელი ბინა. ბინის აივანზე გდია ყვავილის ქოთნები. დათვალიერების შედეგად ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა სუნის ნიმუშები, ანაწმენდები და ხელის კვლები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ქ. თბილისი, მო----------------ი, კორპუსი #------იმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 10 მეტრში, ღობესთან ნანახი იქნა ერთი ცალი შავ ტარიანი დანა და ერთი ცალი პირსახოცი, რომელიც მ----–------–---ის განმარტებით არის მისი სახლიდან გამოტანილი სამზარეულოს დანა და პირსახოცი. ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული დანით ცდილობდა პიროვნება ფულის და ოქროს გატაცებას და ასევე აღნიშნული პირსახოცით ჰქონდა სახე დაფარული. ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა შავ ტარიანი დანა, რომელსაც პირზე აქვს გასახსნელი და ხერხისებური პირი. აღნიშნული დანა გდია მო----------------ი, კორპუსი #------იმდებარე ტერიტორიაზე, ღობის გალავანთან ნიადაგის ზედაპირზე. ამოღებული დანა მოთავსდა მუყაოს ყუთში და დაილუქა ერთ ცალ სპეც. პაკეტში, რაზედაც დაესვა სისხლის სამართლის საქმის ნომერი, თარიღი და შესაბამისი ხელმოწერები. ასევე იქვე რამდენიმე მეტრში დაახლოებით 7-8 მეტრში ნიადაგის ზედაპირზე გდია ფერადი პირსახოცი, სადაც დატანილია ნახატები. ექსპერტების მიერ ასევე ამოღებულ იქნა აღნიშნული პირსახოცი (ტომი I, ს.ფ. 4-9).

სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ექსპერტები რ------------–-–---–ი და ლ-–----------- და გამომძიებელი გ--------------ა, რომლებმაც დაადასტურეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მათი მონაწილეობა, ოქმის ავთენტურობა და კანონიერება.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 7 ივლისს, 18:20-19:15 საათების პერიოდში მოწმე ა---------–-----ის ჩვენების დაზუსტების მიზნით ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ა---------–-----ემ გამოძიებას მიუთითა ს-------ის ქუჩისა და ნ--------–---–ის ქუჩის კვეთაზე, სადაც მან 2018 წლის 7 ივლისს, ღამის საათებში თავის ჩვენებაში ნახსენები პიროვნება ჩაისვა მანქანაში. ამის შემდეგ გაემართნენ მ----–-------------თან, სადაც ა---------–-----ის განმარტებით, ხსენებული პიროვნება ჩამოვიდა მისი ავტომანქანიდან და წავიდა (ტომი I, ს.ფ. 41-44).

ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 7 ივლისს, 19:30-20-35 საათების პერიოდში დათვალიერდა მოწმე ა---------–-----ის კუთვნილი ,,ოპელის“ ფირმის ავტომანქანა ,,ა---------“, სახ. ნომრით U--------. აღნიშნული ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლის ზედაპირიდან კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუში. ასევე მიკრონაწილაკები სამ ცალ წებოვან ფირზე ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომის საზურგიდან და თავის მისაყრდნობის ზედაპირიდან. ხელის კვლები ერთ ცალ დ/ფირზე ავტომანქანის წინა მარჯვენა კარის გამღები ბერკეტის შიდა ზედაპირიდან (ტომი I, ს.ფ. 45-49).

სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ექსპერტები ს----------------- და ი-----–--------–-ძე და გამომძიებელი ნ---------------ე, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მათი მონაწილეობა, ოქმის ავთენტურობა და კანონიერება.

პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, 2018 წლის 12 ივლისს, 15:40-16:00 საათების პერიოდში, ქ. თბილისში, მ----–--------------- მიმდებარე ტერიტორიაზე პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა ა--------–---ს, რის შედეგადაც ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათი, რომლებიც დაილუქა ცალ-ცალკე სათანადო წესით (ტომი I, ს.ფ. 124-130).

2018 წლის 12 ივლისის პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ მ----–------–---მა ამოიცნო ა--------–---ი, რომელიც მან ნახა 2018 წლის 7 ივლისს თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც ამ უკანასკნელმა დანის მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხისა და ძვირფასეულობის გადაცემა, თუმცა ხსენებულმა პიროვნებამ ხმაურზე დატოვა საცხოვრებელი ბინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა (ტომი I, ს.ფ. 164-169).

ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 12 ივლისს, 23:17 საათზე, ისანი-ს-------ის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში დაკავებული იქნა ა--------–---ი. ა--------–---ის დაკავება მოხდა მას შემდეგ რაც იგი ამოიცნო თვითმხილველმა. დაკავება მოხდა კანონის სრული დაცვით, რაიმე იძულებას და წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია (ტომი I, ს.ფ. 170-175).

2018 წლის 16 აგვისტოს ოდოროლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, მო----------------ი #9,,ა“, ბინა #6-ში მ----–------–---ის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: ბინის მისაღებ ოთახში უჯრებიანი კომოდის წინ ლამინირებული იატაკის ზედაპირიდან, საძინებელ ოთახში საწოლის გვერდით ლამინირებული იატაკის ზედაპირიდან და სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე, ა---------–-----ის კუთვნილი ავტომანქანა ,,ოპელ ასტრა“-ს სახ. ნომრით U---------ს წინა მარჯვენა სავარძლიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ა--------------------–----საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის (ტომი II, ს.ფ. 126-129).

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი გ-----------------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თბილისი, გ-----------–---–----------------------ში მდებარე თ-------–ე ღ-------ის საცხოვრებელი სახლი. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები, ერთი წყვილი ფეხსაცმელი, ხოლო ნ--------–---–ის ქუჩა #5---ის კორპუსის უკანა ეზოდან, ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ნაქურდალი ნივთები, კერძოდ: 11 ცალი სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალება, ექვსი ცალი მზის სათვალე, ერთი ცალი პლასტმასის ზარდახშა, ორი ცალი პლასტმასის ნაწილები, ერთი ცალი პლასტმასის საგანი, ერთი ცალი ფანქრის სათლელი, ორი ცალი პლასტიკური ბარათი, ერთი ცალი ქლიბი და ერთი ცალი მკვნეტარა. ამავე ადგილიდან ამოღებული იქნა ორი ცალი შავი და წითელი ნაჭრის თმის შესაკრავი, ერთი ცალი შეფუთული წვერის საპარსის პირი, მაკრატლის მსგავსი საგანი, ბამბუკის თავებიანი ჩხირი და ერთი ცალი მცირე ზომის პლასტმასის საგანი (ტომი II, ს.ფ. 178-197).

2018 წლის 7 ივლისის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ქ-------------–-ს მონაწილეობით დათვალიერდა მის მიერ წარდგენილი მობილური ტელეფონის ყუთი. ყუთი არის კვადრატის ფორმის, მარცხენა კუთხეში საფირმო დასახელებით ,,SONY”, ასევე ყუთზე გამოსახულია მობილური ტელეფონი. ქვედა მარცხენა კუთხეში აქვს წარწერა ,,Xperia c”. მობილური ტელეფონის ყუთი არის თეთრი, მუყაოს ქაღალდის. ყუთს გარედან მიმაგრებული აქვს სტიკერი, რომელზედაც იკითხება მობილური ტელეფონის იმეი კოდი: 3-------------- (ტომი II, ს.ფ. 205-212).

2018 წლის 12 ივლისის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ქ-------------–-ს მონაწილეობით დათვალიერდა მის მიერ წარდგენილი მისი შვილის ე-–---------–ის მობილური ტელეფონის ყუთი. ყუთი არის წითელი ფერის. წინა მხარეს წარწერით ,,huawei Y5”. ყუთის გვერდიდან მიკრული აქვს სტიკერი, რომელზედაც იკითხება იმეი კოდები: IMEI1 8-------------- და IMEI 2 8-------------- (ტომი II, ს.ფ. 214-221).

2018 წლის 16 აგვისტოს ოდოროლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე, ქ. თბილისში, ნ--------–---–--------------–------ში მდებარე მოქალაქე თ-------ე ღ-------ის საცხოვრებელი ბ--------- გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: ბინის სამზარეულოში ფანჯრის რაფის ზედაპირიდან და საძინებელ ოთახში კომოდის წინ ლამინირებული იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე წარმოდგენილი ა--------------------–----სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის (ტომი II, ს.ფ. 238-240).

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი გ-----------------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

მოწმეებმა ნ----------------------------------–---–------–-----------------------------–---–---------------------------------–--------------------------------------------------–-–---–-- სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ და მონაწილეობა მიღებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტურობის თაობაზე.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების ნაწილი (მოწმეების ა---------–-----ის, ს------------–----------–--------------------–-----------------–---------–------------------–---–-------------------–----–---–----------------------------------------------------------------------------------------- ჩვენებები) არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებით და ურთიერთშეჯერებით სასამართლო მიდის იმ დასკვნამდე, რომ ა--------–---ის მიერ ბრალადშერაცხული ქმედებების ჩადენის ფაქტი დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობა ხელყოფს ერთდროულად ადამიანის საკუთრებას და ჯანმრთელობას, რაც გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით და რასაც თან ახლავს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა.

სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარა, ფსიქიკური ძალადობა უნდა იყოს რეალური, იმწუთიერი, რაც შესაძლოა გამოიხატოს სიტყვიერად, ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის დემონსტრირებით, ჟესტიკულაციით და ა.შ. რაც მთავარია დაზარალებული ამ ყველაფერს უნდა აღიქვამდეს რეალურად და მიიჩნევდეს, რომ თუ ქონების დაუფლებაში შეეწინააღმდეგება თავდამსხმელს, მან შესაძლოა მუქარა რეალურად განახორციელოს.

ამასთან, ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულების შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება, რაც იმას გულისხმობს, რომ იგი დამთავრებულად ითვლება ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება.

მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, გამოკვლეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა (ამოცნობისა და დათვალიერების ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებით) ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობით დადასტურდა, რომ 2018 წლის 7 ივლისს, ღამის საათებში, ა--------–---მა უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, მო----------------ი #------------–- მდებარე მ----–------–---ის საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ა--------–---მა სამზარეულოს დანა ყელზე მიადო მ----–------–---ს და მოსთხოვა ფულის და ოქროს გადაცემა.

გარდა ამისა, საქმეზე გამოკვლეული მასალებით დადასტურდა ა--------–---ის მიერ ჩადენილი ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოება - ბინაში უკანონო შეღწევით.

რაც შეეხება ქურდობის ეპიზოდს, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა--------–---მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ პუნქტებით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) გათვალისწინებული ქმედება;

წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ა--------–---ის ბრალეულობა. კერძოდ, სასამართლოში დაკითხული დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებიდან და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით (დათვალიერების ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მასალებით) დადასტურდა, რომ 2018 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 04:00 საათზე, ა--------–----ა უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, გ-----------------–---–ის ქ------------------–- მდებარე ქ-------------–-ს საცხოვრებელ სახლში და ფარულად დაეუფლა საცხოვრებელ ბინაში განთავსებულ, ქ-------------–-ს კუთვნილ ,,სონი იქსპერია“-ს და ,,ჰუავეი Y5”-ს ფირმის მობილურ ტელეფონებს, ზარდახშას მასში მოთავსებული სამკაულებით, პარფიუმერიის ჩანთას, სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებას და ხელჩანთას, მასში მოთავსებული პლასტიკური ბარათებით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

სასამართლო სარწმუნოდ და საფუძვლიანად ვერ მიიჩნევს დაცვის მხარის მიერ გამოთქმულ პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის თაობაზე, რადგან იგი არ შეესაბამება საქმეში არსებულ მასალას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა--------–---მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით.

საქართველოს სსსკ-ის კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

სასამართლო განმარტავს, რომ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანი¬სათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელო¬ვანი და უმაღლესი საფეხურია, ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩე¬ნის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მოცემულ შემთხვევაში მთავარი აქცენტი ეჭვის ხარისხზეა გადატანილი და არა ვარაუდზე. ასევე ამ დროს ყურადღება გადატანილია არა მოსამართლეზე, არამედ `ობიექტურ პირზე. რომელიც ობიექტური, მიუკერძოებელი, ნეიტრალური დამკვირვებელია. მოცემული მტკიცებულებითი სტანდარტი ნიშნავს იმას, რომ ობიექტურად დამკვირვებელ პირს (ამ შემთხვევაში მოსამართლეს) სასამართლოში გამოკვლეუ¬ლი მტკიცებულებების შედეგად ცალკეული ფაქტების არსებობაში, ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში და ამ უკანასკნელის ბრალეულობაში გონივრუ¬ლი ეჭვის საფუძველიც არ უნდა გააჩნდეს.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცებას მათემატიკური სიზუსტით. გონივრულია ეჭვი თუ ის ეფუძნება ლოგიკას, საღ აზრს, მსჯელობას, მიზეზს და გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც საშუალო სტატისტიკურ გონიერ ადამიანს გაუჩნდებოდა მტკიცებულებათა აწონ-დაწონვის შედეგად.

ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ ა--------–---მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) და საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ პუნქტებით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) გათვალისწინებული ქმედებები.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

ა--------–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ნასამართლობა, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა--------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით და საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს:

საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით;

საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ პუნქტებით, - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა--------–---ს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

ა--------–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 12 ივლისიდან.

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ორი ცალი სუნის ნიმუში, ანაწმენდები ათ ცალ სტერილურ ჩხირზე, სამი ცალი ხელის კვალი, ხუთი ცალი ხელის კვალი, ერთი ცალი დანა, ერთი ცალი პირსახოცი, მ----–------–---ისგან აღებული ხელის კვლების ნიმუში, ალ------–-----გან აღებული ხელის კვლების ნიმუში, ა---------–-----ის კუთვნილი ა/მანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის კვალის ნიმუში და მიკრონაწილაკები სამ ცალ წებოვან ფირზე, ხელის კვლები ერთ ცალ დაქტილო ფირზე, ექსპერტის მიერ დანიდან აღებული ანაწმენდები, ა--------–---ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუში, ა--------–---ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში და ა--------–---ისგან აღებული ხელის კვლების ნიმუში, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

2. ა--------–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ,,სამსუნგ“-ის ფირმის მობილური ტელეფონი და ,,საქართველოს ბანკის“ მასტერ ქარდ პლასტიკური ბარათი, - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ა--------–---ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

3. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად გადაღებული ფოტოსურათები გადატანილი 2 ცალ ლაზერულ დისკზე, ა---------–-----ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას გადაღებული ფოტოსურათები გადატანილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ა---------–-----ის კუთვნილი ა/მანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები გადატანილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, 8 ცალი ლაზერული დისკი დალუქული 7 პაკეტად, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე

ლ. ორკოდაშვილი