განაჩენი

სისხლის სამართლის 01.03.2019
საქმის ნომერი
330100118002597909
თარიღი
01.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3----18

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1 მარტი, 2019 წელი ქ. თ---–---

 

თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ონიანი და ნატო დანელია

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გრ-----–---–------ე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - გი----------–------ი, გი------------------–---–ი, ვი----–------------ნი

 

ბრალდებული - და--------------–---–ი, დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. ქ--------, რ----------–---–----------------------ში; დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–------------------------ში.

 

კვალიფიკაცია/დისპოზიცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები (მითვისების წაქეზება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების წაქეზება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).

 

ბრალდებული - გი-------------ე, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: მ–--------------–-------------.

 

კვალიფიკაცია/დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები (მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2017 წლის აპრილიდან გი-------------ე მუშაობდა შპს „ს–-------------------“ და ინდ. მეწარმე „თ--------–-“ ინკასატორის თანამდებობაზე. 2018 წლის 2-------, და--------------–---–მა წააქეზა გი-------------ე მიეთვისებინა ინდ. მეწარმე „თ---------“ კუთვნილი თანხა და თანაბრად გაეყოთ ის, რასაც გი-------------ე დათანხმდა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2018 წლის 2-------, გი-------------ის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა რა ინდ. მეწარმე „თ---------“ კუთვნილი თანხა 101 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც უნდა მიეტანა ქ. თ---–---, ი---------------------------ში მდებარე შპს „რ--------------–-“, მისი ეროვნულ ვალუტაში გადაცვლის მიზნით, წინასწარშეთანხმებული გეგმის თანახმად, და--------------–---–მა და გი-------------ემ მოაწყვეს ყაჩაღური თავდასხმის ინსცენირება, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს დაახლოებით 101 000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც და--------------–---–ი დიდი ოდენობით თანხასთან ერთად მიიმალა, ხოლო გი-------------ემ პოლიციას შეატყობინა, თითქოს ყაჩაღურად დაესხნენ თავს და გასტაცეს თანხა.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა და--------------–---–ის მხრიდან გი-------------ის წაქეზება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიეთვისებინა ინდ. მეწარმე „თ-------------“ კუთვნილი თანხა 101 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2017 წლის აპრილიდან გი-------------ე მუშაობდა შპს „ს–-------------------“ და ინდ. მეწარმე „თ------------–-“ ინკასატორის თანამდებობაზე. გი-------------ემ გადაწყვიტა მიეთვისებინა ინდ. მეწარმე „თ-------------“ კუთვნილი თანხა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2018 წლის 2-------, გი-------------ემ წინასწარმოფიქრებული ყაჩაღური თავდასხმის ინსცენირებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ინდ. მეწარმე „თ-------------“ კუთვნილი 101 000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც პოლიციას შეატყობინა, რომ დააყაჩაღეს.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. მითვისების წაქეზება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების წაქეზება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ

 

3.1.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები (მათ შორის ექსპერტიზის დასკვნები), თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, სანდოობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა და--------------–---–ის დამნაშავედ ცნობისთვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

3.1.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულ გი-------------ის ჩვენებით დგინდება, რომ დაკავებამდე მუშაობდა შპს „ს–---------------–-“ და ინდ. მეწარმე „თ-------------“ კომპანიაში ინკასატორის პოზიციაზე. 2018 წლის 2------- იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, ფულადი თანხა მიჰქონდა ქ. თ---–--–-, ი------------ გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ--------------–-“. მოწმე თითქმის მისული იყო ბოლო ობიექტზე, რა დროსაც სამსახურის კუთვნილი „ნ------–-----ს“ ფირმის ა/მანქანის (რითაც გადაადგილდებოდა მოწმე) უკანა მხარეს ჩაუჯდა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელმაც ხელები დაუბა პლასტმასის სარტყელის იგივე ხამუთების გამოყენებით და მისი ნების საწინააღმდეგოდ დაეუფლა ფულად თანხას. მოწმის განმარტებით, აღნიშნული პირი რომ ყოფილიყო და--------------–---–ი, დიდი ალბათობით იცნობდა.

 

3.1.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (2.0-.2018 წ.) დგინდება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ა/მანქანა „ნ------–-----დან“ ამოღებულ იქნა სუნის კვალის ნიმუში, აგრეთვე პლასტმასის სარტყელი იგივე ხამუთები და მიკრონაწილაკები.

 

3.1.4. ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებით დგინდება, რომ 2018 წლის 7 ივნისს გამომძიებელმა ზვ---------–-–---–მა დადგენილებით მიმართა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რათა დაედგინათ საქმეში ნივთმტკიცების სახით ამოღებულ პლასტმასის სარტყელზე იგივე ხამუთებზე, ასევე ა/მანქანა „ნ------–-----დან“ აღებულ ანაწმენდებზე იყო თუ არა ადამიანის გენეტიკური პროფილი (დნმ) და დადებით შემთხვევაში, იყო თუ არა იდენტური და--------------–---–ის გენეტიკური პროფილისა, თუმცა საქმის განხილვისას ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც აღნიშნულ კითხვებს გასცემდა პასუხს.

 

3.1.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ალ----------------–--–--ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 2-------, ტაქსისტობდა კუთვნილი „მ----------ს“ ფირმის ა/მანქანით, სახ. ნომრით O--------. დაახლოებით 14:00-დან 14:30 საათამდე პერიოდში იგი გაჩერებული იყო ქ. თ---–--–-, ლ----------- ქუჩაზე, რა დროსაც მასთან მივიდა მამაკაცი, რომელსაც ეცვა მუქი გრძელმკლავიანი ე.წ. „კაპიშონიანი“ ქურთუკი და თავზე ეხურა კეპი. აღნიშნულმა მამაკაცმა მას სთხოვა ქ. თ---–--–-, ვ---- პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე წაყვანა. დანიშნულების ადგილზე მიყვანის შემდეგ, მგზავრმა მოწმეს გადაუხადა მგზავრობის საფასური, რის შემდეგ ამ პირთან კონტაქტი აღარ ჰქონია. იმავე საღამოს მას დაუკავშირდნენ პოლიციის განყოფილებიდან და დაიბარეს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე. მანვე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედება ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო და--------------–---–ი. მოწმემ აგრეთვე დაადასტურა მისი ა/მანქანიდან სუნის ნიმუშის აღების ფაქტი.

 

3.1.6. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (03.0-.2018 წ.) დგინდება, რომ ალ----------------–--–--ემ აღწერა 2018 წლის 2-------, მისი გადაადგილების მარშუტი, მას შემდეგ, რაც კუთვნილ „მ----------ს“ ფირმის ტაქსიში ჩაუჯდა საქმეში ბრალდებულად ცნობილი ერთ-ერთი პირი.

 

3.1.7. პირის ამოცნობის ოქმის (03.0-.2018 წ.) თანახმად, ალ----------------–--–--ემ ამოიცნო და--------------–---–ი, როგორც ის პირი, ვინც 2018 წლის 2-------, ქ. თ---–--–-, ლ----------- ქუჩიდან წაიყვანა ი------------ გამზირზე არსებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ----------------“ სათაო ოფისთან.

 

3.1.8. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ გამომძიებელმა ზვ---------–-–---–მა ალ----------------–--–--ის მონაწილეობით დაათვალიერა შპს „რ------------------“ გამოთხოვილი ინფორმაცია. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისას მასში აღმოჩნდა ორი ცალი საქაღალდე წარწერით №1 და №2. საქაღალდე №1-ის გახსნისას მასში აღმოჩნდა ორი ცალი ვიდეო-ფაილი, მათგან პირველი ვიდეო-ფაილის ჩანაწერი მოიცავს 2018 წლის 14:20 საათიდან 14:48 საათამდე პერიოდს. ვიდეო-ფაილში დაფიქსირებულია ქ. თ---–---, ი---------------------------ში მდებარე შპს „რ---------------“ მიმდებარე ტერიტორია, რომელიც მოიცავს საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს. ვიდეო-ფაილის ჩანაწერში 14:22:55 საათზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს ვ---- პარკის მხრიდან ჩნდება მუქი ლურჯი „მ----------ს“ ფირმის ა/მანქანა, რომლის სახურავზეც წინა მხარეს შუა ნაწილში დამაგრებულია ყვითელი ტაქსის ნიშანი. 14:22:59 საათზე ხსენებული ა/მანქანა ჩერდება გზის სავალი ნაწილის განაპირა მარჯვენა მხარეს. ალ----------------–--–--ის განმარტებით აღნიშნული ა/მანქანა ეკუთვნის მას და სწორედ მითითებული მანქანით გადაადგილდებოდა 2018 წლის 2------- მისთვის უცნობ მგზავრთან ერთად ლ----------- ქუჩიდან ი------------ გამზირის მიმართულებით. 14:23:08 საათზე გზის სავალი ნაწილიდან სწორედ იმ ადგილზე, სადაც გაჩერებული არის ა/მანქანა „მ----------“ ტაქსის ნიშნით, საფეხმავლო ბილიკზე გადმოდის მამაკაცი, რომელსაც ტანთ აცვია მოკრემისფრო-მოლურჯო ზედა და მუქი შარვალი, ხოლო თავზე ახურავს კეპი. მამაკაცს მარჯვენა ხელში უჭირავს მუქი ზურგჩანთა. 14:23:24 საათზე აღნიშნული მამაკაცი კეპზე იფარებს ე.წ. „კაპიშონს“ და მოძრაობას აგრძელებს შპს „რ---------------“ შესასვლელი კარის მიმდებარედ. 14:23:30 საათზე მამაკაცი მარჯვენა ხელში არსებულ ზურგჩანთას იკიდებს მარცხენა მხარეს და აგრძელებს მოძრაობას ნელი ნაბიჯებით. 14:23:43 საათზე მამაკაცს ორივე ხელი მოთავსებული აქვს ქურთუკის ჯიბეებში და მოძრაობს ვ---- პარკის მიმართულებით, ხსენებულ მამაკაცს სახეზე აქვს მუქი წვერი. ალ----------------–--–--ის განმარტებით ვიდეო-ფაილში დაფიქსირებული მამაკაცი არის სწორედ ის პირი, ვინც 2018 წლის 2-------, ქ. თ---–--–-, ლ----------- ქუჩაზე ჩაისვა თავისი მართვის ქვეშ მყოფ ა/მანქანაში და წაიყვანა ი------------ გამზირზე არსებულ შპს „რ---------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ამავე საქაღალდეში არსებული მეორე ვიდეოჩანაწერის დათვალიერების შედეგად საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია ნანახი არ ყოფილა.

 

3.1.9. საქაღალდე №2-ში აღმოჩნდა ორი ცალი ვიდეო-ფაილი. პირველი ვიდეო-ფაილი მოიცავს 2018 წლის 2-------- 14:20 საათიდან 14:27 საათამდე პერიოდს. მითითებულ ვიდეო-ფაილში 14:22:55 საათზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს ჩნდება ვ---- პარკის მხრიდან მოძრავი ლურჯი „მ----------ს“ ფირმის ა/მანქანა, რომლის სახურავზეც წინა მხარეს შუა ნაწილში დამაგრებულია ყვითელი ფერის ტაქსის ნიშანი, ა/მანქანაში უკანა სავარძელზე მარჯვენა მხარეს ზის მგზავრი. ალ----------------–--–--ეს განმარტებით, ვიდეო-ფაილში დაფიქსირებული მამაკაცი არის სწორედ ის პირი, ვინც 2018 წლის 2-------, ქ. თ---–--–-, ლ----------- ქუჩაზე ჩაისვა თავისი მართვის ქვეშ მყოფ ა/მანქანაში და წაიყვანა ი------------ გამზირზე არსებულ შპს „რ---------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე. 14:23:39 საათზე ჩანაწერში ზურგის მხრიდან ჩნდება მოკრემისფერო-მოლურჯო ზედაში და მუქ შარვალში ჩაცმული მამაკაცი, რომელსაც თავზე ახურავს ე.წ. „კაპიშონი“ და კეპი, ხოლო მარცხენა მხარზე გადაკიდებული აქვს მუქი ზურგჩანთა. მითითებული მამაკაცი ნელი ნაბიჯით გადაადგილდება შპს „რ---------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ვიდეო-ჩანაწერის დასრულების დრომდე დგას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებისთვის განკუთვნილი ადგილის უკან. ალ----------------–--–--ის განმარტებით, ვიდეო-ფაილში დაფიქსირებული მამაკაცი არის სწორედ ის პირი, ვინც 2018 წლის 2-------, ქ. თ---–--–-, ლ----------- ქუჩაზე ჩაისვა თავისი მართვის ქვეშ მყოფ ა/მანქანაში და წაიყვანა ი------------ გამზირზე არსებულ შპს „რ---------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე. მეორე ვიდეო-ფაილი მოიცავს 2018 წლის 2-------- 14:27 საათიდან 14:50 საათამდე პერიოდს. მითითებულ ვიდეო-ფაილში 14:27 საათიდან 14:47 საათამდე პერიოდში №1 ვიდეო-ფაილის ჩანაწერში ასახული მამაკაცი კვლავ დგას შპს „რ---------------“ მიმდებარედ განთავსებულ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერების უკან, რის შემდეგაც ტოვებს მიმდებარე ტერიტორიას, მისი გადაადგილება ჩანაწერში აღარ ჩანს. ზემოაღნიშნულ ვიდეო-ფაილის ჩანაწერებში დაფიქსირებული მამაკაცი, რომელსაც ტანზე აცვია მოკრემისფრო-მოლურჯო ზედა და თავზე აფარია ღია ე.წ. „კაპიშონი“ და კეპი, არის სწორედ ის პირი, ვინც 2018 წლის 2-------, ქ. თ---–--–-, ლ----------- ქუჩიდან თავისი მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანით წაიყვანა ი------------ გამზირზე. ვიდეო-ჩანაწერში შპს „რ---------------“ მიმდებარედ საავტომობილო გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს ჩნდება ვ---- პარკის მხრიდან მოძრავი თეთრი ა/მანქანა, რომელსაც კარებზე აქვს ლათინური წარწერა “S---”, ა/მანქანას უკანა შუშა აქვს დაბურული, ა/მანქანა მოძრაობს ი------------ გამზირზე უნივერსიტეტის მიმართულებით. ამით შპს „რ---------------გან“ გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერება დასრულდა.

 

3.1.10. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ გამომძიებელმა ზვ---------–-–---–მა ალ----------------–--–--ის მონაწილეობით დაათვალიერა სილამაზის სალონ „ლ-------------“ გამოთხოვილი ინფორმაცია. პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა ერთი ცალი DVD-R დისკი. დისკის გახსნისას მასში აღმოჩნდა ერთი ცალი ვიდეო-ფაილი, რომელიც მოიცავს 2018 წლის 2-------- 14:50 საათიდან 14:55 საათამდე პერიოდს. ვიდეო-ფაილის ჩანაწერში დაფიქსირებულია ქ. თ---–---, ი--------–---- ქუჩა №6--ში მდებარე სილამაზის სალონ „ლ----------“ მიმდებარე ტერიტორია და საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, სადაც მოძრაობს ა/მანქანები. 14:52:38 საათზე სილამაზის სალონ „ლ----------“ მიმდებარედ საფეხმავლო ბილიკზე ჩნდება მამაკაცი, რომელსაც ტანზე აცვია მოკრემისფერო-მოლურჯო ზედა (ქურთუკი), მუქი შარვალი, ხოლო თავზე ახურავს კეპი და ე.წ. „კაპიშონი“. მამაკაცს მარცხენა ხელში უკავია მუქი ჩანთა. აღნიშნულ მამაკაცზე ალ----------------–--–--ემ განმარტა, რომ არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც მან 2018 წლის 2------- ლ----------- ქუჩიდან მისი მართვის ქვეშ მყოფი „მ----------ს“ ფირმის ა/მანქანით გადაადგილა ი------------ გამზირზე, შპს „რ---------------“ მიმდებარე ტერიტორიამდე, 2018 წლის 3------- კი ამოიცნო მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედება ამოცნობის დროს.

 

3.1.11. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ გამომძიებელმა ზვ---------–-–---–მა დაათვალიერა საკონდიტრო მაღაზია „ა------------“ გამოთხოვილი ინფორმაცია. პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა ერთი ცალი DVD-R დისკი, სადაც აღმოჩნდა ერთი ცალი ვიდეო-ფაილი, რომელიც მოიცავს 2018 წლის 2-------- 18:45 საათიდან 18:55 საათამდე პერიოდს. ვიდეო-ფაილის ჩანაწერში დაფიქსირებულია ქ. თ---–---, ი--------–---- ქუჩა №5--ში მდებარე საკონდიტრო მაღაზია „ა---------“ მიმდებარე ტერიტორია და საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, სადაც მოძრაობს ა/მანქანები. ვიდეო-ფაილის ჩანაწერის 18:48:40 საათზე ი--------–---- ქუჩა №5--ს მიმდებარედ საავტომობილო გზაზე ჩნდება პ-----–---–---–-- გამზირიდან ი--------–---- ქუჩაზე მოძრავი თეთრი „ნ------–-----ს“ ფირმის ა/მანქანა, რომელსაც მარცხენა მხარეს აქვს ლათინური წარწერა “f----------”. მითითებული ა/მანქანა ნელი სვლით აგრძელებს ი--------–---- ქუჩა №5--ში მდებარე საკონდიტრო მაღაზია „ა---------“ მიმდებარედ საავტომობილო გზის სავალი ნაწილის მარჯვენა განაპირა მხარეს, რის შემდეგაც ქრება კადრიდან.

 

3.1.12. (ფონო) ვიდეოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებით დგინდება, რომ 2018 წლის 2-----–--- გამომძიებელმა ზვ---------–-–---–მა დადგენილებით მიმართა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რათა დაედგინათ საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერები იყო თუ არა მონტაჟი, ჩაწერილი იყო თუ არა ისინი უწყვეტ რეჟიმში და აღნიშნული ვიდეოჩანაწერები ხომ არ იყო გადაწერილი სხვა ვიდეოჩანაწერზე, თუმცა საქმის განხილვისას ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც აღნიშნულ კითხვებს გასცემდა პასუხებს.

 

3.1.13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გი-------–-------ს ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 2-------, ტაქსისტობდა კუთვნილი „ჰ--------------“ ფირმის ა/მანქანით სახ. ნომრით J--------. დაახლოებით 15:00 საათზე, გადაადგილდებოდა ქ. თ---–--–-, ი--------–---- ქუჩაზე, რა დროსაც გააჩერა ერთმა მამაკაცმა და სთხოვა მეტროსადგურ „ღ--------–--“ მიმდებარე ტერიტორიაზე წაყვანა. მოწმის განმარტებით, მის მგზავრს თავზე ეხურა კეპი და ჰქონდა წვერი, მასვე ხელში ეკავა მოშავო ჩანთა ან პარკი, თუმცა შიგნით რა იდო მოწმეს არ დაუნახავს. დანიშნულების ადგილზე მიყვანისას აღნიშნულმა მამაკაცმა მას გადაუხადა მგზავრობის საფასური. ამის შემდეგ მას დაუკავშირდნენ პოლიციის განყოფილებიდან. მოწმის გადმოცემით, მან მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში: გამოკითხვაში, საგამოძიებო ექსპერიმენტსა და ამოცნობაში. მოწმემ დაადასტურა, რომ მან მისთვის წარდგენილი პირებიდან ვერ ამოიცნო ზემოაღნიშნული მგზავრი. მანვე მონაწილეობა მიიღო კუთვნილი ა/მანქანის დათვალიერებაში, რა დროსაც ამოღებულ იქნა სუნის კვალის, ანაწმენდის და მიკრონაწილაკების ნიმუშები.

 

3.1.14. პირის ამოცნობის ოქმის (03.0-.2018 წ.) თანახმად, გი-------–------მა ვერ შეძლო იმ პირის ამოცნობა, ვინც 2018 წლის 2-------, ქ. თ---–--–-, ი--------–---- ქუჩიდან დაახლოებით 15:00 საათისთვის თავისი ა/მანქანით წაიყვანა გურამიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

3.1.15. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (03.0-.2018 წ.) დგინდება, რომ გი-------–------მა მიუთითა 2018 წლის 2-------, მისი გადაადგილების მარშუტი.

 

3.1.16. ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- დასკვნითა და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ მა----------------ს ჩვენებით დგინდება, რომ ა/მანქანა „ნ------–-----დან“, ა/მანქანა „ჰ-----------------“ და ა/მანქანა „მ----------დან“ ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ და--------------–---–ისგან (დაბადებული 16.0-.1---) აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

 

3.1.17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თა-----–-----მ განმარტა, რომ თავისი მამიდაშვილი - და--------------–---–ი ბოლოს ნახა თავის სახლში (სავარაუდოდ შემთხვევის დღეს, ზუსტი თარიღი მოწმეს არ ახსოვს), როდესაც მან შესანახად მიიტანა ფულადი თანხა 8500 აშშ დოლარის ოდენობით. მოწმის თქმით, ამ ფაქტში უჩვეულო არაფერი შეუნიშნავს, რადგან მსგავს შემთხვევას (როდესაც მის მიერ შენახულ იქნა და--------------–---–ის მიერ მიტანილი სოლიდური თანხა, მათ შორის, ბინის გაყიდვის შედეგად აღებული თანხა) არაერთხელ ჰქონია ადგილი. მოწმემ დაადასტურა, რომ ფულადი თანხის გადაცემისას და--------------–---–მა განუმარტა, რომ აღნიშნული ფული იყო თავისი მობილურების მაღაზიისთვის განკუთვნილი, რის გამოც მოწმე დეტალებში აღარ ჩაძიებია. ამის შემდეგ, და--------------–---–მა მას სთხოვა ა/მანქანა, საგურამოში საქმეზე წასასვლელად, რაც დაუბრუნა დაახლოებით 4 საათის შემდეგ. მოწმის განმარტებით, მისი მხრიდან და--------------–---–ისთვის ა/მანქანის თხოვების ფაქტს ჰქონდა ხშირი ხასიათი. აღნიშნული ფაქტიდან მეორე დილით, მასთან სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ამოიღეს და--------------–---–ის მიერ მისთვის გადაცემული ფულადი თანხა.

 

3.1.18. ბინის ჩხრეკის ოქმით (03.0-.2018 წ.) დგინდება, რომ მა----------------–---–-ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ იქნა 8500 აშშ დოლარი, რომელიც ნებაყოფლობით წარადგინა აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე მა----------------–---–-ს შვილმა - თა-----–-----მ.

 

3.1.19. 3.1.6. და 3.1.18 პუნქტებში მითითებული საგამოძიებო მოქმედებათა ოქმების სისწორე დაადასტურა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამომძიებელმა - გი--------------მ.

 

3.1.20. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემავალი და გამავალი ზარების, აგრეთვე მოკლე ტექსტური შეტყობინებების დეტალური ამონაწერის თანახმად, გი-------------ესა და და--------------–---–ს შორის კავშირი არ დგინდება.

 

3.1.21. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა და---------------–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა ოქმების სისწორე.

 

3.1.22. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულ და--------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ქ. თ---–--–-, სავაჭრო ცენტრ „კ--------–-“, სადაც აქვს კუთვნილი მობილური ტელეფონების მაღაზია. აღნიშნული მაღაზიიდან ჰქონდა კარგი შემოსავალი, რის გამოც ახერხებდა გარკვეული დანაზოგის გაკეთებას. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 2-------, დილის საათებში წავიდა სამსახურში, რა დროსაც თან წაიღო წინა დღეს სახლში მიტანილი ფულადი დანაზოგი. თანხის წაღება მოწმემ ახსნა შემდეგნაირად: მან ერთ-ერთი მომხმარებლისგან, შეიტყო გასაქირავებელი კომერციული ფართების შესახებ, რომელიც მდებარეობდა ქ. თ---–--–-, ი------------ გამზირზე, ე.წ. „პ-----–--“ შენობასთან. მას, საკუთარი ბიზნესის გაფართოების მიზნით გაუჩნდა აღნიშნული კომერციული ფართის დაქირავების სურვილი, შესაბამისად, აუცილებელი იყო თან ჰქონოდა ფულადი თანხა. მოწმის განმარტებით, მას შემდეგ, რაც იგი მოემსახურა დილით მისულ ერთ-ერთ მომხმარებელს, გაემართა ქ. თ---–--–-, ლ----------- ქუჩაზე კონკრეტული მედიკამენტის შესაძენად, იქიდან კი „მ----------ს“ ფირმის ტაქსით გადაადგილდა ქ. თ---–--–-, ი------------ ქუჩის მიმართულებით. ი------------ გამზირზე, დაახლოებით ე.წ. „პ-----–--“ შენობასთან მოწმე ჩამოვიდა ტაქსიდან და გადაიხადა მგზავრობის საფასური. შემდეგ ფეხით განაგრძო გადაადგილება, რათა მოეძებნა გასაქირავებელი ფართი. რამდენიმე წუთში მან მიაგნო აღნიშნული კომერციული ფართის მეპატრონის ნომერს, რომელიც გამოკრული იყო კომერციული ფართის შესასვლელთან. მოწმემ დაადასტურა, რომ იგი მობილური ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა გასაქირავებელი ფართის მეპატრონეს, რომელმაც განუცხადა, რომ იმ დღეს ვერ მოახერხებდა მისთვის ფართის ჩვენებას და შეხვედრა გადადეს მომდევნო დღისთვის. მოწმის თქმით, ამის შემდეგ იგი წავიდა ქ. თ---–--–-, სანზონაში მცხოვრებ ბიძაშვილთან - თა-----–-----სთან, სადაც ამ უკანასკნელს შესანახად გადასცა 8 500 აშშ დოლარი, თავისთვის კი დაიტოვა 1100 აშშ დოლარი და 500 ლარამდე, რაც შეიძლება დასჭირვებოდა ბეს მისაცემად, იმ შემთხვევაში, თუ ნახავდა ალტერნატიულ ფართს. მოწმის თქმით, თა-----–-----ს ფულის გადაცემისას ზედმეტი კითხვები არ გასჩენია, ვინაიდან ეს არ ყოფილა მისთვის ფულის ჩაბარების პირველი შემთხვევა. ამის შემდეგ, იგი თა-----–------ ა/მანქანით წავიდა საგურამოში არსებულ ერთ-ერთ ეკლესიაში და დაესწრო ლოცვას, იქიდან კი მოძღვართან ერთად წამოვიდა უკან - თა-----–-----სთან სახლში, სადაც დაჰყვეს რამდენიმე საათი, ბოლოს კი დაბრუნდნენ სახლში. მოწმის განმარტებით, დილის საათებში იგი იმყოფებოდა რესტორნების ქსელ „მ------–-–-“, სადაც შესვლიდან რამდენიმე წუთში თავზე დაადგა ორი პირი და ისე, რომ პასუხი არ გაუციათ მის შეკითხვაზე - თუ ვინ იყვნენ და რა უნდოდათ, ძალის გამოყენებით გაიყვანეს რესტორნიდან და ჩასვეს ა/მანქანაში, სადაც უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციის განყოფილებიდან. მიუხედავად მოწმის დაჟინებული მოთხოვნისა, გაერკვიათ საქმის ვითარებაში, აღნიშნული პირები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ მას, უფრო მეტიც, ისინი ფიზიკურადაც კი გაუსწორდნენ (თავში ურტყამდნენ ხელებს). გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უთხრეს, რომ გადაიყვანდნენ პოლიციის განყოფილებაში, სადაც გაარკვევდნენ საქმის ვითარებაში. მოწმის განმარტებით, პოლიციის განყოფილებაში მისვლისას, იგი ჩაიყვანეს ნულ სართულზე არსებულ ერთ-ერთ ოთახში, სადაც კვლავ მიაყენეს შეურაცხყოფა: აგინებდნენ, ურტყამდნენ და ემუქრებოდნენ, რომ მის ცოლს და ბავშვს დამართებდნენ იმავეს, რაც მას დამართეს. მოწმის გადმოცემით, მან რეალურად აღიქვა პოლიციელების მხრიდან მისი და ოჯახის წევრების მისამართით გაჟღერებული მუქარა, რის გამოც ისე, რომ არ წაუკითხავს გამომძიებლის მიერ დაბეჭდილი ჩვენება, ხელი მოაწერა მას. მოწმემ ასევე ნაძალადევად მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში (სადაც პოლიციელები უთითებდნენ, რომ ხელი გაეშვირა გარკვეული მიმართულებით და უღებდნენ სურათებს) და სხვა საგამოძიებო მოქმედებებში. მოგვიანებით, მასთან შევიდა ადვოკატი, თუმცა იმის გამო, რომ თავდაპირველად იგი ეგონა პოლიციელების აგენტი, ბოლომდე არ გაუმხილა სიმართლე. მოგვიანებით მას მოუყვა ყველაფერი, რა დროსაც ადვოკატმა ურჩია, რომ სასამართლოში მისი პირველი წარდგენის სხდომაზე დაეფიქსირებინა მომხდარი ფაქტის თაობაზე. ჩვენების მიცემისას მოწმემ დაადასტურა გი-------------ესთან ნაცნობობა. მათ აკავშირებდათ საერთო ეკლესია და მოძღვარი. მოწმის თქმით, 2018 წლის 2----------- რამდენიმე დღით ადრე ნახა გი-------------ე (მოწმემ მას საერთო მოძღვართან გაატანა ზეთი და სებისკვერი), რომელმაც მიაკითხა სამსახურთან და იქიდან ა/მანქანით წაიყვანა სახლში.

 

3.1.23. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაცვის მხარის მოწმის ნი-----------–-–---–-ს ჩვენებით დგინდება, რომ არის და--------------–---–ის მეუღლე. მოწმის განმარტებით, სავარაუდოდ შემთხვევის დღეს, მასთან სახლში პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებიც ეძებდნენ მის მეუღლეს. მოწმის კითხვაზე, თუ რით იყო განპირობებული და--------------–---–ის ძებნა, პოლიციის თანამშრომლებმა უპასუხეს, რომ მან დააყაჩაღა ბანკი. ამის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებმა მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა, რა დროსაც ეძებდნენ ფულად თანხას და ქურთუკს, რაც ვერ იპოვნეს. ჩვენების მიცემისას მოწმემ დაადასტურა, რომ იცნობს თა-----–-----ს, რომელიც და--------------–---–ის ნათესავია. მისთვის, როგორც და--------------–---–ის მეუღლისთვის ცნობილი იყო თა-----–-----სთან შენახული ფულის შესახებ, რადგან აღნიშნული ფული შეაგროვა მისმა მეუღლემ საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად. თა-----–-----სთან ფულის შენახვა მოწმემ ახსნა საკუთარი ბინის დაუცველობით.

 

3.1.24. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაცვის მხარის მოწმე ზა------------–--ის ჩვენებით დგინდება, რომ არის და--------------–---–ის ნათესავი. მოწმის განმარტებით, და--------------–---–ი მასთან ხშირად ინახავდა გარკვეული ოდენობის ფულად თანხას. საჭიროების შემთხვევაში მისთვისაც ხშირად უსესხებია ფული.

 

3.1.25. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.

 

3.1.26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

3.1.27. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა შეფასებისათვის საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილი კუმულაციურად ადგენს სამ გარემოებას, რომლის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. შესაბამისად, მტკიცებულება შესაძლებელია აკმაყოფილებდეს აღნიშნულ ნებისმიერ ორ პირობას, მაგრამ მესამე კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის გამო, არ იქნეს გათვალისწინებული განაჩენის დადგენისას. ამდენად, სასამართლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ „ძირითად“ მტკიცებულებებს შეაფასებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და იმსჯელებს მათი უტყუარობის ხარისხზე.

 

3.1.28. და--------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად ბრალდების მხარის „ძირითად“ და „უტყუარ“ მტკიცებულებას, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში წარმოადგენდა შპს „რ------------------“, სილამაზის სალონ „ლ-------------“ და საკონდიტრო მაღაზია „ა------------“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, ალ----------------–--–--ისა და გი-------–-------ს (ტაქსის მძღოლები) ჩვენებები, ამოღების ოქმი და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ამდენად, სასამართლო უპირველესად მიმოიხილავს აღნიშნულ მტკიცებულებებს და დაადგენს აკმაყოფილებენ თუ არა ისინი ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ მტკიცებულებათა თვისებრივ სტანდარტს. მოწმე ალ----------------–--–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 2-------, დაახლოებით 14:00-დან 14:30 საათამდე პერიოდში კუთვნილი ტაქსით ლ----------- ქუჩიდან ქ. თ---–--–-, ვ---- პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანა მამაკაცი, რომელსაც ეცვა მუქი გრძელმკლავიანი ე.წ. „კაპიშონიანი“ ქურთუკი და თავზე ეხურა კეპი. დანიშნულების ადგილზე მიყვანის შემდეგ, ამ პირთან კონტაქტი აღარ ჰქონია. გამოძიების ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების დროს, ალ----------------–--–--ემ ამოიცნო და--------------–---–ი, როგორც მისი მგზავრი. მოწმემ გამოძიების ეტაპზე შპს „რ------------------“ და სილამაზის სალონ „ლ-------------“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისას მიუთითა, რომ ვიდეოჩანაწერზე ასახული პირი იყო და--------------–---–ი. აღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო თავდაპირველად მართებულად მიიჩნევს განმარტოს, თუ რა დგინდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერების დათვალიერების შედეგად.

 

3.1.29. შპს „რ------------------“ გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ 2018 წლის 2-------, 14:22 საათზე შპს „რ---------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩნდება მუქი ლურჯი „მ----------ს“ ფირმის ა/მანქანა, ყვითელი ტაქსის ნიშნით. აღნიშნული ტაქსიდან გადმოდის მუქი ქურთუკითა და თავზე კეპით მოსილი მამაკაცი, რომელსაც მარჯვენა ხელში უკავია ზურგჩანთა. ტაქსიდან გადმოსვლის შემდეგ, აღნიშნული მამაკაცი გადაადგილდება შპს „რ---------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში აგრეთვე ჩანს, თუ როგორ ჩნდება შპს „რ---------------“ მიმდებარედ თეთრი ა/მანქანა, რომელსაც კარებზე აქვს ლათინური წარწერა “S---”. ა/მანქანა მოძრაობს ი------------ გამზირზე უნივერსიტეტის მიმართულებით. სავარაუდოდ იგივე პირი ფიქსირდება 14:52 საათზე სილამაზის სალონ „ლ-------------“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისას, ქ. თ---–--–-, ი--------–---- ქუჩა 6--ში. ვიდეოჩანაწერში არ ჩანს აღნიშნულ პირსა და ი------------ ქუჩაზე არსებულ შპს „რ---------------“ მიმდებარედ მოძრავ თეთრი ა/მანქანას შორის რაიმე კავშირი. რაც შეეხება საკონდიტრო მაღაზია „ა------------“ გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერს, აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით, 18:48 საათზე ი--------–---- ქუჩა №5--ს მიმდებარედ ჩნდება ნელი სვლით მომავალი თეთრი „ნ------–-----ს“ ფირმის ა/მანქანა.

 

3.1.30. სასამართლო განმარტავს, რომ 3.1.29. პუნქტში მითითებული მტკიცებულების შინაარსის შეფასება არ იძლევა მის უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველს შემდეგ გარემოებათა გამო: 1. ზემოაღნიშნულ ვიდეოჩანაწერებში არსებობს დროის ცდომილება, რაც ბადებს ეჭვს მის უტყუარობასთან მიმართებით, კერძოდ, შპს „რ------------------“ გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული დრო არის 14:22 საათი, სილამაზის სალონ „ლ-------------“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის დრო - 14:52 საათი, ხოლო საკონდიტრო მაღაზია „ა------------“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის დრო - 18:48 საათი. სასამართლოს შეფასებით, იმისთვის, რომ დროის ეს ცდომილება არ გახდეს სადავო გარემოება მონტაჟის თვალსაზრისით, აუცილებელია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გაფანტავს ყოველგვარ ეჭვს მტკიცებულების არასანდოობასთან მიმართებით. საგულისხმოა, რომ (ფონო) ვიდეოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნის მიუხედავად, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გასცემდა პასუხს კითხვებზე: იყო თუ არა საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერები მონტაჟი და ჩაწერილი იყო თუ არა ისინი უწყვეტ რეჟიმში. სწორედ ამ კითხვებზე პასუხის მიღების შემდეგ მიეცემოდა სასამართლოს ვიდეოჩანაწერების უტყუარ მტკიცებულებად შეფასების შესაძლებლობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში მოკლებულია. ამასთან ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ვიდეო ჩანაწერების ხარისხი არ იძლევა მითითებული პირის ისეთ ფიზიკური მონაცემების გარჩევის შესაძლებლობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ მასზე გამოსახული პირი უტყუარად არის ბრალდებული და--------------–---–ი. 2. ზემოაღნიშნულ ვიდეოჩანაწერებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ არის დანაშაულის ნიშნების შემცველი. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი უტყუარად დადასტურებულად მივიჩნევთ, რომ ვიდეოჩანაწერზე მითითებული პირი, რომელიც გადაადგილდება შპს „რ---------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე, არის და--------------–---–ი, შეუძლებელია იმის დადასტურებულად თქმა, რომ მან გი-------------ესთან წინასწარი შეთანხმებით მოაწყო ყაჩაღობის ინსცენირება. იმ ფაქტს, რომ და--------------–---–ი მართლაც იმყოფებოდა ქ. თ---–--–-, ი------------ გამზირზე, არც თავად ბრალდებული ხდის სადავოდ და ჩვენების მიცემისას ახსნა მისი იმ ტერიტორიაზე ყოფნის მიზეზი.

 

3.1.31. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლოსთვის განსაკუთრებულ ყურადსაღებია ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- დასკვნა, რომლის თანახმად ა/მანქანა „ნ------–-----დან“, ა/მანქანა „ჰ-----------------“ და ა/მანქანა „მ----------დან“ ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ და--------------–---–ისგან (დაბადებული 16.0-.1--- წ.) აღებული სუნის კვალის ნიმუშის. სასამართლო განმარტავს, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ბრალდებულ და--------------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად გამოყენება, რაც საფუძვლად დაედება მის დამნაშავედ ცნობას, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მისი ბრალეულობა დადასტურებული იქნებოდა სხვა პირდაპირი მტკიცებულებითაც, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულება უნდა შეფასდეს არა მხოლოდ იზოლირებულად, ცალკე აღებული, არამედ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და შესაფასებელი მტკიცებულების მტკიცებულებითი ძალა, წონა, რელევანტურობა, სარწმუნოობა და დამაჯერებლობა იმის მიხედვით უნდა განსაზღვროს, თუ რამდენად ემთხვევა/შეესაბამება მისი შინაარსი სხვა მტკიცებულებებს პირდაპირ ან არაპირდაპირ. მოცემულ შემთხვევაში, ცალკე აღებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, არ შეიძლება უტყუარად ადასტურებდეს და--------------–---–ის მხრიდან ყაჩაღობის ინსცენირების მოწყობას და დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისებას. დაცვის მხარის ვერსიით, ფაქტი, რომ ა/მანქანა „ნ------–-----დან“ აღებული სუნის კვალის ნიმუში აღმოჩნდა და--------------–---–ის სუნის კვალის ნიმუშის იდენტური, შეიძლება გამომდინარეობდეს იქიდან, რომ და--------------–---–ი რამდენიმე დღით ადრე შეხვდა გი-------------ეს და სწორედ ამ უკანასკნელის „ნ------–-----ს“ ფირმის სამსახურებრივი ა/მანქანით გადაადგილდა. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ექსპერტის დაკითხვისას მხარეთა მიერ არ გამოკვეთილა ის გარემოება, რამდენად შესაძლებელი იყო ა/მანქანაში, პირის რამდენიმე დღით ადრე ყოფნის შედეგად დარჩენილიყო მისი სუნის კვალი. დაცვის მხარემ სასამართლოს სხვა ა/მანქანებიდან ამოღებულ სუნის კვალის ნიმუშის იდენტურობასთან მიმართებითაც შესთავაზა თავის ვერსია (იხ. და--------------–---–ის ჩვენება პუნქტი 3.1.22.), რაც სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების შედეგად არ გამორიცხავს მის ნამდვილობას.

 

3.1.32. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ბრალდების მხარის ვერსიას, რომ თითქოს და--------------–---–მა ყაჩაღობის ინსცენირებით მითვისებული თანხის ნაწილი - 8 500 აშშ დოლარი წაიღო თავის მამიდაშვილთან - თა-----–-----სთან. ბრალდების მხარის აღნიშნული ვერსია გამყარებული იყო ამოღების ოქმითა (ამოღების ოქმის თანახმად, თა-----–------გან ამოიღეს იგივე ოდენობის თანხა) და მოწმე გი-------–-------ს ჩვენებით, რომლის თანახმად, 2018 წლის 2-------, დაახლოებით 15:00 საათისთვის, მან ი--------–---- ქუჩიდან მეტროსადგურ „ღ--------–--“ მიმართულებით გადაიყვანა მგზავრი, რომელსაც თავზე ეხურა კეპი და ხელში ეკავა მოშავო ჩანთა ან პარკი, თუმცა შიგნით რა იდო მოწმეს არ დაუნახავს. სასამართლო მიუხედავად იმისა, რომ გი-------–------მა ამოცნობის დროს ვერ ამოიცნო და--------------–---–ი, ამ ფაქტზე ყურადღებას აღარ შეაჩერებს, ვინაიდან და--------------–---–ის მიერ თა-----–-----სთან ფულის მიტანის ფაქტი, მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენდა. დავას წარმოშობს აღნიშნული ფულის წარმომავლობა, კერძოდ, ბრალდების მხარის ვერსიით, 8 500 აშშ დოლარი არის სწორედ იმ ფულის ნაწილი, რაც და--------------–---–მა გი-------------ესთან ერთად წინასწარი შეთანხმებითა და ყაჩაღობის ინსცენირების მოწყობით მიითვისა. საგულისხმოა, რომ თა-----–------გან ამოღებული ფულადი თანხა 8 500 აშშ დოლარის ოდენობით, არ შეიცავს რაიმე დამახასიათებელ ნიშან-თვისებას, რაც განასხვავებდა მას სხვა ფულისგან. შესაბამისად, ცალსახად დადასტურებულად იმის თქმა, რომ თა-----–------გან ამოღებული ფული წარმოადგენს და--------------–---–ის მიერ მითვისების შედეგად დაუფლებული თანხის ნაწილს, შეუძლებელია. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც და----------------–---–-ს მხრიდან არაერთხელ ჰქონია ადგილი, საკუთარი ბიზნეს საქმიანობიდან გამომუშავებული სოლიდური თანხის თა-----–------თვის მიბარების ფაქტს. სასამართლო განმარტავს, რომ განსხვავებული ვითარება გვექნებოდა, თუკი ამოღებული ნივთი/საგანი იქნებოდა იმგვარი ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისების მატარებელი, რომელიც გაუადვილებდა მესაკუთრეს მის ამოცნობას (მაგალითად: საფულე, ტელეფონი, ბეჭედი და სხვა). ამ კუთხით საყურადღებოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ბრალდებული ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. პირის გამართლების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მითითებულია ის გარემოება, რომ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული „ვალიუმის“ და აფთიაქის დაყაჩაღების შედეგად მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული „ვალიუმის“ იდენტურობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ არსებობდა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება, საქმე № 570აპ-16, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 14).

 

3.1.33. განსახილველი დანაშაულის მსგავსს სისხლის სამართლის საქმეებში, ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, სასამართლო განსაკუთრებით მნიშვნელობას ანიჭებს ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რადგან აღნიშნული დასკვნით შესაძლებელია დადგინდეს ჰქონდა თუ არა პირს მისთვის ბრალად შერაცხულ დანაშაულთან კავშირი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გი-------------ემ განმარტა, რომ დაყაჩაღების მომენტში მას თავდამსხმელმა ხელები დაუბა პლასტმასის სარტყელით იგივე ხამუთებით. აღნიშნული ფაქტი თავის მხრივ დაადასტურეს ფაქტის უშუალო შემსწრე მოწმეებმაც. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოსთვის აუცილებელია იმის დადგენა, იყო თუ არა ნივთმტკიცების სახით ამოღებულ პლასტმასის სარტყელზე იგივე ხამუთებზე ადამიანის გენეტიკური პროფილი (დნმ) და დადებით შემთხვევაში, იყო თუ არა იდენტური და--------------–---–ის გენეტიკური პროფილისა. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ კითხვაზე პასუხი, საწყის ეტაპზე გამოძიების ინტერესის სფეროსაც წარმოადგენდა, რის დასტურადაც შეიძლება მივიჩნიოთ 2018 წლის 7-------- დადგენილება ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლის თანახმად, გამომძიებელმა მიმართა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და დაუსვა შემდეგი კითხვები: ნივთმტკიცების სახით ამოღებულ პლასტმასის სარტყელზე იგივე ხამუთებზე, ასევე ა/მანქანა „ნ------–-----დან“ აღებულ ანაწმენდებზე იყო თუ არა ადამიანის გენეტიკური პროფილი (დნმ) და დადებით შემთხვევაში, იყო თუ არა იდენტური და--------------–---–ის გენეტიკური პროფილისა. მიუხედავად ამისა, საქმის განხილვისას ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც აღნიშნულ კითხვებზე გაცემული პასუხით ნათელს მოჰფენდა სადავო ფაქტობრივ გარემოებას. ბიოლოგიური ექსპერტიზის წარუდგენლობის მიზეზად ბრალდების მხარემ მიუთითა ექსპერტიზის ჩატარების ხანგრძლივ ხასიათზე და განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნა და--------------–---–ის ბრალდების დასადასტურებლად აუცილებელ მტკიცებულებას არ წარმოადგენდა. სასამართლოსთვის მიუღებელია ბრალდების მხარის აღნიშნული პოზიცია იმდენად, რამდენადაც მართლმსაჯულების აღსრულებისას, შეჯიბრებითი პროცესის პარალელურად მის უპირველეს მოვალეობად მიიჩნევს, მტკიცებულებათა უტყუარობის ხარისხის შეფასებას, ხოლო საპირისპირო შემთხვევაში პირის მსჯავრდების გამორიცხვას.

 

3.1.34. და--------------–---–ის სასიკეთოდ მიუთითებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემავალი და გამავალი ზარების, აგრეთვე მოკლე ტექსტური შეტყობინებების დეტალური ამონაწერი, რომლის თანახმად, გი-------------ის და და--------------–---–ის ერთმანეთთან დაკავშირების ფაქტი არ დგინდება. დანაშაულებრივ ფაქტთან და--------------–---–ის შემხებლობას გამორიცხავს დაქტილოსკოპიური და ქიმიური ექსპერტიზების დასკვნებიც.

 

3.1.35. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სასამართლოს შეფასებით, ატარებენ ირიბ ხასიათს, რაც პირდაპირი მტკიცებულებების არ არსებობის ფონზე, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. სასამართლო განმარტავს, რომ საზოგადოების ინტერესში შედის არამხოლოდ საკუთრების უფლების დაცვისა და მისი შეზღუდვის შემთხვევაში, ჩამდენ პირთა მიმართ ადეკვატური ღონისძიებების გატარება, არამედ უპირველესად, შესაბამის მტკიცებულებათა არ არსებობის ფონზე, პირის მსჯავრდების გამორიცხვა. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების არასაკმარისობის და უტყუარობის კრიტერიუმის დაუძლევლობის გათვალისწინებით, გამორიცხულია და--------------–---–ისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების (საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლით) დადასტურება. ამასთან, ვინაიდან სახეზე არ გვაქვს მითვისების როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები, სასამართლო აღარ იმსჯელებს და--------------–---–ისთვის ბრალად წარდგენილ მაკვალიფიცირებელ ნიშნებზე.

 

3.1.36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, და--------------–---–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3.2. მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

3.2.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ გი-------------ის მიერ განხორციელებული საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედების დასადასტურებლად/უარსაყოფად, მხარეებმა სასამართლოს წარმოუდგინეს მოწმეების - ვა--------------–-–---–ის, თ-------------, ზვ---------–-–---–ის, გუ-----------–---–ის, რუ-----------–-------ს, ვე--------------ის, ნა---------–-ს, მა-------------–---ს, ნა------------–---–ის, ნი---------ის, მი----–-–---–--ის, გი-------------ის და და--------------–---–ის ჩვენებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; ამოღების ოქმი და თემატური რევიზიის დასკვნა. მხარეთა მიერ საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ბრალდებულ გი-------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.

 

3.2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვა--------------–-–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ არის შპს „ს–------------------“ დამფუძნებელი და დირექტორი, ასევე მისი მეუღლის თ------------- სავალუტო-სალომბადრე ორგანიზაციის ხელმძღვანელი/მენეჯერი. მოწმის განმარტებით, მისი ქვისლი - გი-------------ე დასაქმებული იყო მისი და მისი მეუღლის კომპანიებში და ჰქონდა შემდეგი ფუნქცია-მოვალეობები: მას ფილიალიდან ფილიალში უნდა წაეღო გარკვეული დოკუმენტაციები და ეწარმოებინა თანხის ინკასაცია. დაკისრებული მოვალეობის შესრულების დროს, მოწმე ყოველთვის იყო კონტაქტზე გი-------------ესთან, რათა ეკონტროლებინა სიტუაცია და მიეცა მითითება, თუ სად და რამდენი თანხა უნდა წაეღო. ყველა დეტალს ეუბნებოდა კონკრეტულ სიტუაციაში, რადგან წინასწარ გაწერილი გეგმა არ ჰქონიათ. მოწმის განმარტებით, გი-------------ე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაადგილდებოდა „ნ------–-----ს“ ფირმის თეთრი ა/მანქანით. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 2-------, გი-------------ეს ინდ. მეწარმე „თ-------------“ კომპანიიდან (მდებარე: ქ. თ---–---, გ-–------------------–---–-- ქუჩა) ა----------- გამზირზე უნდა წაეღო თანხა 65 020 აშშ დოლარი და 30 000 ევრო, საიდანაც 30 000 ევრო უნდა გადაეხურდავებინა 34 980 დოლარად (მასვე დამატებით ჰქონდა 1000 დოლარი). ჯამური თანხა 101 000 აშშ დოლარი 15:00 საათისთვის უნდა მიეტანა ქ. თ---–--–-, ი------------ გამზირზე არსებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ----------------“ სათაო ოფისში. მოწმემ დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს გი-------------ისთვის გადაცემული ფულადი თანხა იდო კონკრეტული ბანკის სარეკლამო პარკში. პარკი იყო ამოტრიალებულ მდგომარეობაში, რათა გამომწვევი არ ყოფილიყო (მოწმის განმარტებით, როდესაც პარკს აქვს ბანკის რეკლამა, გამომწვევია). დაახლოებით 15:00 საათი სრულდებოდა, როდესაც მოწმე დაუკავშირდა გი-------------ეს, რომელმაც უთხრა, რომ წუთი-წუთზე შევიდოდა დანიშნულების ადგილას. მალევე მას დაუკავშირდა ქ. თ---–--–-, ა----------- გამზირზე არსებული სავალუტო პუნქტის თანამშრომელი ზე---- და ჰკითხა მშვიდობა ჰქონდათ თუ არა, რამაც გამოიწვია მისი გაკვირვება. მოწმის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, ზე----მ უთხრა, რომ ვიღაცას აედევნენ, რის გასარკვევადაც მასთან მისული იყო პოლიცია, რათა დაეთვალიერებინათ სამეთვალყურეო კამერით გადაღებული ჩანაწერი. ამ ფაქტმა მოწმე ძალიან აანერვიულა, რის შემდეგაც უმალვე გადაურეკა გი-------------ეს, თუმცა დაკავშირება ვერ შეძლო. შემდეგ დარეკა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ----------------“ სათაო ოფისში ხაზინის უფროსთან, სადაც უთხრეს, რომ გი-------------ე იქ არ მისულა. ამის შემდეგ იგი პირდაპირ წავიდა პოლიციაში. ჩვენების მიცემისას მოწმემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო ორგანოში გი-------------ის ქცევაზე - დანაშაულებრივი ფაქტის განხორციელებიდან დაახლოებით 4 საათის შემდეგ, გი-------------ე აცხადებდა, რომ არ ახსოვდა ითხოვდა თუ არა მისგან დამყაჩაღებელი ფულს, ასევე ის ფაქტი, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ--------------–-“ მისატანი ფულადი თანხა ედო ა/მანქანის სალონის უკან მხარეს. მოწმის თქმით, გი-------------ეს ფული როგორც წესი წინა სავარძელთან ქვემოთ ედო, სწორედ ამან გამოიწვია მისი გაკვირვება. მოგვიანებით მას უთხრეს, რომ გი-------------ე დააკავეს სავარაუდო მითვისების ფაქტზე. მოწმემ დაადასტურა, რომ მისი ოჯახისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც 2018 წლის 2-------- მდგომარეობით შეადგენდა დაახლოებით 250 000 ლარს, დღეის მდგომარეობითაც ასანაზღაურებელია.

 

3.2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ------------- ჩვენებით დგინდება, რომ თავის მეუღლესთან - ვა--------------–-–---–თან ერთად მართავს საკუთარ სავალუტო-სალომბარდე ორგანიზაციას სახელწოდებით ინდ. მეწარმე „თ------------“. მისი მეუღლის საკუთრებაშია აგრეთვე შპს „ს–-----------------“. აღნიშნულ კომპანიებში ინკასატორის პოზიციაზე დასაქმებული ჰყავთ თავისი დის ქმარი - გი-------------ე, რომელიც გადაადგილებისას სარგებლობდა კომპანიების კუთვნილი ა/მანქანით. 2018 წლის 2-------, ინდ. მეწარმე „თ-------------“ კომპანიიდან, რომელიც მდებარეობს ქ. თ---–--–-, ო---------–---–-- ქუჩაზე, გი-------------ემ ვა--------------–-–---–ის დავალების შესასრულებლად, კონვერტაციის მიზნით გაიტანა 30 000 ევრო და 66 020 აშშ დოლარი, რომელიც მას გადასცა მოლარე-ოპერატორმა ნა---------–მა. მოწმემ დაადასტურა, რომ გი-------------ისთვის გადაცემულ თანხას ათავსებდნენ პარკში. ისინი ძირითადად „თ------------- პარკებს იყენებენ. მოწმის განმარტებით, გი-------------ეს დაკონვერტირებული თანხა (თუმცა რა ვალუტაში მოწმე ვერ იხსენებს) უნდა დაებრუნებინა იმავე დღეს, რაც არ განუხორციელებია. მოგვიანებით, მოწმემ თავისი მეუღლისგან შეიტყო გი-------------ის „დაყაჩაღების“ თაობაზე.

 

3.2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნა---------–მა განმარტა, რომ მუშაობს ქ. თ---–--–-, ო---------–---–-- გამზირის №9-ში მდებარე ორგანიზაცია ინდ. მეწარმე „თ------------–-“ მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. 2018 წლის 2-------, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მასთან მივიდა გი-------------ე, რომელსაც ინკასირების მიზნით გაატანა 66 020 აშშ დოლარი და 30 000 ევრო (აღნიშნული თანხიდან გი-------------ეს უნდა მოეხდინა 1000 აშშ დოლარით ნაკლები თანხის კონვერტაცია, თუმცა რა ვალუტაში მოწმისთვის უცნობია). მოწმემ დაადასტურა, რომ აღნიშნული ფულადი თანხა, რომელსაც წესისამებრ ათავსებდნენ კონკრეტული ბანკების სარეკლამო პარკებში, მან ვა--------------–-–---–თან შეთანხმების შედეგად, უშუალოდ გადასცა გი-------------ეს. თანხის გადაცემის ფაქტს ესწრებოდნენ მისი თანამშრომლები - თ------------ და მა-------------–--ე. მოწმემ მოგვიანებით შეიტყო გი-------------ის დაყაჩაღების შესახებ, თუმცა რამდენიმე დღეში გაარკვიეს, რომ ადგილი ჰქონდა ყაჩაღობის ინსცენირებას.

 

3.2.5. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მა-------------–--ემ.

 

3.2.6. მოწმეებმა: ვა--------------–-–---–მა, თ------------მ, ნა---------–მა და მა-------------–--ემ განმარტეს, რომ გი-------------ეს ფული ყოველთვის დაჰქონდა კონკრეტული ბანკების სარეკლამო პარკებით. ვა--------------–-–---–ის ჩვენების თანახმად კი დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს გი-------------ისთვის გადაცემული ფულადი თანხა იდო ამოტრიალებულ პარკში, რადგან წარწერის გამო ყურადღება არავის მიექცია.

 

3.2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნა------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ქ. თ---–--–-, ა----------- გამზირის №1---ში მდებარე სავალუტო ჯიხურში მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. 2018 წლის 2-------, დღის პირველ ნახევარში, მასთან მივიდა გი-------------ე, რომელსაც 30 000 ევრო დაუკონვერტირა აშშ დოლარებში, რამაც დაახლოებით შეადგინა 34 880 აშშ დოლარი.

 

3.2.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულ გი-------------ის ჩვენებით დგინდება, რომ დაკავებამდე მუშაობდა შპს „ს–-----------------“ და ინდ. მეწარმე „თ-------------“ კომპანიაში ინკასატორის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედიოდა ერთი სავალუტო პუნქტიდან მეორეში თანხების გადატანა და დაკონვერტირება, დავალებას ყოველთვის აძლევდა ვა--------------–-–---–ი (იგი წინასწარ გაწერილი გეგმით არასოდეს მოქმედებდა). გამომდინარე იქიდან, რომ მოწმეს დიდ თანხებთან ჰქონდა შეხება, მომეტებული საფრთხის გამო წუხილი გაანდო თავის ქვისლს - ვა--------------–-–---–ს, რომელიც მეუღლე თ------------სთან ერთად ხელმძღვანელობდა ზემოაღნიშნულ კომპანიებს, სადაც მოწმე იყო დასაქმებული. მიუხედავად ამისა, ვა--------------–-–---–მა უსაფრთხოების ღონისძიების გაძლიერების კუთხით არაფერი იღონა, რის გამოც მუდმივად ჰქონდა დაუცველობის განცდა. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 2------- იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, ვა--------------–-–---–ის დავალებით, ქ. თ---–--–-, გ-–----–- არსებული ინდ. მეწარმე „თ-------------“ კომპანიიდან თანხა თავდაპირველად უნდა მიეტანა ქ. თ---–--–-, ა----------- გამზირზე არსებულ ერთ-ერთ სავალუტო პუნქტში, ხოლო შემდეგ ქ. თ---–--–-, ი------------ გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ--------------–-“. მოწმე თითქმის მისული იყო ბოლო ობიექტზე, რა დროსაც დაურეკა ვა--------------–-–---–მა, რომელსაც უთხრა, რომ მალევე შევიდოდა ობიექტზე. მოწმის განმარტებით, დანიშნულების ადგილზე მისვლისას მან ე.წ. პარკირების ადგილის არ არსებობის გამო, ა/მანქანა გააჩერა სხვა ადგილას. მოწმეს წესისამებრ პარკში მოთავსებული ფულადი თანხა ედო მისი სავარძლის უკანა მხარეს, რათა სხვა პირთათვის ა/მანქანაზე არსებული დაბურული მინების გათვალისწინებით, შეუმჩნეველი ყოფილიყო. კითხვაზე, თუ რა ფერის პარკში ედო ფული, მოწმემ განმარტა, რომ არ ახსოვს. ამის შემდეგ მოწმემ დააპირა ა/მანქანიდან გადასვლა და გააღო ცენტრალური საკეტი. ადვოკატის შეკითხვაზე, იგი აპირებდა ფულის აღებას, რა დროსაც უკანა მხარეს ჩაუჯდა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელმაც მკაცრად უთხრა, რომ უკან არ გაეხედა და შეეცვალა ა/მანქანაში არსებული შიდა სარკის მიმართულება, რათა მისი ვინაობა მოწმისთვის გაურკვეველი დარჩენილიყო. პარალელურად, უცნობმა მამაკაცმა მოწმეს უკანა მხარეს მიადო „რაღაც“ და უთხრა დაექოქა ა/მანქანა და წასულიყო მისი მითითებისამებრ. პროკურორის შეკითხვაზე, გი-------------ემ განსხვავებულად უპასუხა თავდამსხმელის ა/მანქანაში ჩაჯდომის მომენტთან დაკავშირებით, კერძოდ, განმარტა, რომ სწორედ იმ დროს ჩაუჯდა თავდამსხმელი, როდესაც აპირებდა ა/მანქანიდან გადასვლას და ფული ხელში ეჭირა. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, მოწმემ თავდამსხმელის მოთხოვნის შესაბამისად ა/მანქანა გააჩერა ქ. თ---–--–-, ი--------–---- ქუჩაზე. აღნიშნულმა პირმა მოწმეს მოსთხოვა მობილური ტელეფონი და ა/მანქანის გასაღები, რაც მიაწოდა მოწმემ. ამის შემდეგ „ყაჩაღმა“ (ასე მოიხსენიებს მოწმე მისთვის უცნობ მამაკაცს) მას პლასტმასის სარტყელის იგივე ხამუთების გამოყენებით ხელები დაუბა, თვითონ კი გადავიდა ა/მანქანიდან და წავიდა. მოწმის თქმით, „ყაჩაღს“ ჰქონდა საშუალო ტანის აღნაგობა და ეცვა ე.წ. „კაპიშონიანი“ ქურთუკი. ა/მანქანიდან გადასვლის დროს მოწმე იყურებოდა პირდაპირ, თუმცა მან ვერ დაინახა ამ პირს ჩანთა ეკიდა ზურგზე თუ პარკი ეკავა ხელში. ამის შემდეგ იგი გაათავისუფლეს მისთვის უცნობმა ქალბატონებმა. იმ ფაქტს, რომ იმ მომენტში არ ეტყობოდა ნერვიულობა, მოწმე ამართლებს თავისი უნარით - მაქსიმალურად გაუწიოს თავს კონტროლი მსგავს სიტუაციებში. შემთხვევის ადგილზე უმალვე მივიდა საპატრულო ეკიპაჟიც. კითხვაზე, თუ რა გადახდა თავს, მოწმე ყველას პასუხობდა რომ დააყაჩაღეს. ამის შემდეგ მოწმე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც გამომძიებელმა აჩვენა და--------------–---–ის სურათი და ჰკითხა იცნობდა თუ არა მას. გამომძიებელს მოწმემ დადებითად უპასუხა, თუმცა საპასუხო კითხვის ნაცვლად, მოწმეს უთხრეს, რომ დალოდებოდა. ამის შემდეგ, იგივე სურათი აჩვენეს მოწმის მეუღლეს, რაზეც მსგავსად მოწმისა, უპასუხა, რომ სურათზე მითითებულ პირს ერქვა დ------, თუმცა მისი გვარი არ ახსოვდა. მოწმემ დაადასტურა, რომ მოგვიანებით იგი შეიყვანეს ცალკე ოთახში, სადაც პოლიციელები აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ხელით შეხებასაც კი ჰქონდა ადგილი, ძირითადად თავში ურტყამდნენ ხელს და სთხოვდნენ იმის აღიარებას, რაც არ ჩაუდენია. მოგვიანებით, მოწმემ ზეწოლის გამო მოაწერა ხელი რაღაც ფურცელს (სავარაუდოდ ჩვენებას). მოწმის განმარტებით, იგი პოლიციელების ნებას დაჰყვა მხოლოდ იმის გამო, რომ იმედი ჰქონდა ყველაფერი მალე დამთავრდებოდა. მოწმის თქმით, იგი გათენებამდე ჰყავდათ პოლიციის განყოფილებაში, ხოლო 2018 წლის 3-------, გამთენიისას გაიყვანეს საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად, სადაც ასევე ზეწოლის პირობებში მიუთითა გარკვეული ადგილები. ამის შემდეგ იგი დააბრუნეს პოლიციის განყოფილებაში, ხოლო მოგვიანებით გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. მოწმის თქმით, ამ დრომდე მისთვის პოლიციელებს არანაირი უფლება განუმარტავთ. ბრალდებულ გი-------------ის განმარტებით, მას და--------------–---–თან აკავშირებდა საერთო ეკლესია და მოძღვარი, თუმცა ახლო მეგობრები არასოდეს ყოფილან. ბოლოს ერთმანეთს შეხვდნენ 2018 წლის 2----------- რამდენიმე დღით ადრე, რა დროსაც და--------------–---–მა მას საერთო მოძღვართან გაატანა ზეთი და სეფისკვერი. მოწმის განმარტებით, ის „ყაჩაღი“ რომ ყოფილიყო და--------------–---–ი დიდი ალბათობით იცნობდა.

 

3.2.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რუ-----------–-------მ განმარტა, რომ 2018 წლის 2-------- მდგომარეობით მუშაობდა ქ. თ---–--–-, ი--------–---- ქუჩაზე არსებულ შპს „ა-------–-“. ხსენებულ დღეს მასთან მივიდა ერთი ქალბატონი და უთხრა, რომ გარეთ გაჩერებულ ა/მანქანაში მიბმული იყო მისთვის უცნობი მამაკაცი. აღნიშნულმა ქალმა მამაკაცის გასათავისუფლებლად მას სთხოვა დანა. მოწმის განმარტებით, იგი ხსენებულ ქალთან ერთად გავიდა გარეთ, სადაც დაინახა ღვედზე სქელი პლასტმასის სარტყელით იგივე ხამუთით მიბმული მამაკაცი. მოწმემ დაადასტურა, რომ იქ მყოფმა ერთმა გოგონამ გაათავისუფლა თავისუფლებაშეზღუდული მამაკაცი. ამის შემდეგ საქმეში ჩაერთო პოლიცია. საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე მოწმემ თავად ა/მანქანაში დაბმული მამაკაცისგან შეიტყო, რომ იგი დააყაჩაღეს უცხო პირებმა, რომლებიც ახორციელებდნენ ძალადობას, კერძოდ, ჩხვლეტდნენ რაღაცას.

 

3.2.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვე--------------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 2------- იმყოფებოდა ქ. თ---–--–-, ი--------–---- ქუჩაზე არსებულ საკონდიტრო მაღაზია „ა-------–-“, რა დროსაც შევიდა მისთვის უცნობი ქალბატონი, რომელმაც თქვა, რომ გარეთ ვიღაც დააყაჩაღეს და ითხოვდა მის დახმარებას. მოწმის განმარტებით, გარეთ გასვლის შემდეგ, მათ დაინახეს, რომ იქვე მდგარ თეთრ ა/მანქანაში იჯდა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელსაც ხელები პლასტმასის სარტყელით იგივე ხამუთებით ჰქონდა მიბმული ღვედზე. აღნიშნული მამაკაცი ყვიროდა, რომ ის დააყაჩაღეს და ითხოვდა დახმარებას. მოწმემ დაადასტურა, რომ მან და შპს „ა---------“ მომსახურე პერსონალმა დაზარალებულს გაუწიეს დახმარება, რაც გამოიხატა დანის გამოყენებით პლასტმასის სარტყელის იგივე ხამუთების გადაჭრაში. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა პოლიცია.

 

3.2.11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი ზვ---------–-–---–ი, რომელმაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა მოცულობითი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და დაადასტურა მათი სისწორე. დამატებით, დაცვის მხარის შეკითხვაზე, მოწმემ მკაფიოდ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს გი-------------ე დაზარალებულისთვის დამახასიათებელ მომეტებულ ემოციურ მდგომარეობაში არ ყოფილა.

 

3.2.12. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (2.0-.2018 წ.) დგინდება, რომ ქ. თ---–--–-, ი--------–---- ქუჩის №5--ს მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს ბორდიურზე გაჩერებულია თეთრი „ნ------–-----ს“ ფირმის ა/მანქანა. ა/მანქანის წინა მარჯვენა კართან ასფალტის ზედაპირზე მოთავსებულია ორი, ხოლო ა/მანქანის სახურავზე - ერთი ცალი პლასტმასის სარტყელი იგივე ხამუთი. საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს განთავსებულია საკონდიტრო მაღაზია „ა--------“, რომლის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულია ორი ცალი სათვალთვალო ვიდეო-კამერა, რომელთაგან ერთი უყურებს პ-----–---–---–-- ქუჩიდან ჩამომსვლელ მიმართულებას, ხოლო მეორე - ი--------–---- ქუჩიდან მ------------ ქუჩისკენ არსებული გზის მიმართულებას. იქვე განთავსებულია სილამაზის სალონი, რომლის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეო-კამერები ასახავს პ-----–---–---–-- ქუჩიდან ი--------–---- ქუჩაზე მოძრაობის მიმართულებას. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ა/მანქანა „ნ------–-----დან“ ამოღებულ იქნა სუნის კვალი ნიმუში, აგრეთვე პლასტმასის სარტყელი იგივე ხამუთები, მიკრონაწილაკები.

 

3.2.13. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაცვის მხარის მოწმე ნი---------ის ჩვენებით დგინდება, რომ არის გი-------------ის მეუღლე. მოწმის განმარტებით, მისი მეუღლე მუშაობდა შპს „ს–-----------------“ და ინდ. მეწარმე „თ------------–-“ ინკასატორის პოზიციაზე. მის მოვალეობაში ერთი სავალუტო პუნქტიდან მეორეში თანხების გადატანა და დაკონვერტირება შედიოდა. გამომდინარე იქიდან, რომ გი-------------ეს დიდ თანხებთან ჰქონდა შეხება, მოწმე ხედავდა მომეტებულ საფრთხეს, რის თაობაზეც წუხილი გაანდო თავის სიძეს - ვა--------------–-–---–ს, რომელიც მოწმის დასთან ერთად ხელმძღვანელობდა ზემოაღნიშნულ ორ კომპანიას, თუმცა რეაგურება არ მოჰყოლია. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 2-------, გი-------------ემ შვილები დატოვა სკოლაში და წავიდა თავის საქმეებზე. მოწმესა და მის მეუღლეს შორის ბოლო სატელეფონო კონტაქტი შედგა დაახლოებით 13:30 საათზე, რა დროსაც შეთანხმდნენ მოგვიანებით შეხვედრაზე. დაახლოებით 17:00 საათისთვის მოწმემ გადაწყვიტა მეუღლესთან დაკავშირება, თუმცა ამ უკანასკნელს მობილური ტელეფონი გათიშული ჰქონდა. მოგვიანებით, თავისი დისა და სიძისგან შეიტყო გი-------------ის დაყაჩაღების ამბავი, რის შემდეგაც ძირითად დროს პოლიციაში ატარებდა. მოწმის განმარტებით, პოლიციის განყოფილებაში მისი მეუღლის მიმართ განხორციელდა ზეწოლა. მოწმის თქმით, გამთენიისას გი-------------ე გამოიყვანეს პოლიციის განყოფილებიდან, რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე და იყო განერვიულებული.

 

3.2.14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაცვის მხარის მოწმე მი----–-–---–--ის ჩვენებით დგინდება, რომ არის გი-------------ის ქვისლი. მოწმის განმარტებით, გი-------------ე მუშაობდა ვა--------------–-–---–ის კომპანია „ს–---------------–-“ ინკასატორის პოზიციაზე. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იგი გადაადგილდებოდა სამსახურის კუთვნილი თეთრი „ნ------–-----ს“ ფირმის ა/მანქანით. ვინაიდან დიდ თანხებთან ჰქონდა შეხება, გი-------------ე თავს გრძნობდა დაუცველად, რის დასტურადაც არაერთხელ უთხოვია ვა--------------–-–---–ისთვის უსაფრთხოების ზომების გამკაცრება, თუმცა ამაოდ. მოწმის თქმით, ინკასაციის დროს, გი-------------ე ფულად თანხას ა/მანქანაში ათავსებდა ხან საკუთარი (მძღოლის) სავარძლის გვერდით, ხან კი უკანა მხარეს. ამგვარი ხერხით იგი თავს იცავდა დაყაჩაღებისგან. 2018 წლის 2------- მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული შეიტყო მისი კოლეგისგან, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ წავიდა პოლიციის განყოფილებაში.

 

3.2.15. 2018 წლის 1--------------- დათარიღებული თემატური რევიზიის დასკვნით დგინდება, რომ 2018 წლის 2-------, ინდ. მეწარმე „თ----------------“ ფულადი თანხა 66 020 აშშ დოლარისა და 30 000 ევროს ოდენობით გაცემულ იქნა გი-------------ეზე.

 

3.2.16. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. აღნიშნული სტანდარტი გამორიცხავს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

3.2.17. სასამართლომ იხელმძღვანელა აღნიშნული სტანდარტის შესაბამისად, შეაფასა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილად მიაჩნია, რომ გი-------------ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

3.2.18. მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ გი-------------ეს, რომელიც მუშაობდა შპს „ს–-----------------“ და ინდ. მეწარმე „თ-------------“ კომპანიაში ინკასატორის პოზიციაზე, 2018 წლის 2-------, კონვერტაციის მიზნით ერთი ობიექტიდან მეორე ობიექტზე გადაჰქონდა დიდი ოდენობით ფულადი თანხა. სადავო კითხვას წარმოადგენს შემდეგი: მიითვისა თუ არა გი-------------ემ ინდ. მეწარმე „თ-------------“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა? აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გასაცემად სასამართლოსთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების პარალელურად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავად გი-------------ის ჩვენება, რომელიც თავის მხრივ ხასიათდება ურთიერთწინააღმდეგობრიობითა და არადამაჯერებლობით, რაც საბოლოო ჯამში უკარგავს მას სანდოობას. მეტი თვალსაჩინოებისთვის სასამართლო დეტალურად მიმოიხილავს, თუ რა გახდა გი-------------ის ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველი.

 

3.2.19. ჩვენების მიცემისას ბრალდებულმა გი-------------ემ განმარტა, რომ დანაშაულებრივი ფაქტის განხორციელების მომენტში და მის შემდეგ, მას არ ეტყობოდა ნერვიულობა, რადგან ასეთ შემთხვევაში აქვს საკუთარი ემოციის მართვის უნარი. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვა--------------–-–---–მა, რომელიც მართალია დანაშაულის უშუალო შემსწრე პირი არ ყოფილა, თუმცა წარმოადგენს პირდაპირ მოწმეს ამ კონკრეტულ ფაქტთან მიმართებით, განმარტა, რომ დანაშაულებრივი ფაქტის განხორციელებიდან დაახლოებით 4 საათის შემდეგ, გი-------------ე აცხადებდა, რომ არ ახსოვდა ითხოვდა თუ არა თავდამსხმელი ფულს. იმ ფაქტს, რომ გი-------------ე დაზარალებულისთვის დამახასიათებელ ემოციურ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა ადასტურებს შემთხვევის ადგილზე მყოფი გამომძიებელი ზვ---------–-–---–იც. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს უჩნდება კითხვა: თუკი გი-------------ეს სტრესულ სიტუაციაში სრულად შეუძლია გააკონტროლოს საკუთარი ემოცია, რამ შეუშალა ხელი რომ დაემახსოვრებინა ფაქტი - მოითხოვა თუ არა „ყაჩაღმა“ ფულადი თანხა ან დაემახსოვრებინა მისი ფიზიკური აღწერილობა. გი-------------ის პასუხს - რომ ვერ დაინახა თავდამსხმელს ჩანთა ეკიდა ზურგზე თუ პარკი ეკავა ხელში, გამორიცხავს მისივე განმარტებას იმის თაობაზე, რომ თავდამსხმელი მისი დაბმის შემდეგ, გადავიდა ა/მანქანიდან და წავიდა პირდაპირი მიმართულებით. მართალია, გი-------------ეს იმ შემთხვევაში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა შეზღუდული ჰქონდა, თუმცა მას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სტრესულ სიტუაციაში მაქსიმალურად აკონტროლებს საკუთარ ემოციას, შეეძლო მიედევნებინა თვალი გზად მიმავალი (სასამართლო მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ გი-------------ის განმარტებით თავდამსხმელი კი არ გაიქცა, არამედ გადავიდა ა/მანქანიდან და წავიდა პირდაპირი მიმართულებით) თავდამსხმელისთვის, რაც მოცემულ შემთხვევაში იქნებოდა ლოგიკური. სასამართლოს შეფასებით, გი-------------ეს თავდამსხმელის ფიზიკური აღწერილობის დანახვა, მისივე განმარტებიდან გამომდინარე შეეძლო თავად ა/მანქანაში ყოფნის პერიოდშიც, მიუხედავად ფულის აღების ფაქტთან დაკავშირებით მისი არაერთგვაროვანი პასუხისა. ადვოკატის მიერ დასმულ შეკითხვაზე გი-------------ემ განმარტა, რომ ა/მანქანაში სწორედ იმ დროს ჩაუჯდა „ყაჩაღი“, როდესაც აპირებდა ფულის აღებას, ხოლო პროკურორის ანალოგიური შინაარსის კითხვაზე განმარტა, რომ თავდამსხმელი ა/მანქანაში ჩაუჯდა მას შემდეგ, რაც გახსნა ცენტრალური საკეტი და ფული აიღო ხელში. სასამართლოს იმ პირობებში, როდესაც ბრალდებული უარყოფს თავდამსხმელის მხრიდან ფულის გადაცემის მოთხოვნას, უჩნდება ლოგიკური კითხვა, თუ როგორ მოხდა ფულის გადაცემა თავდამსხმელისთვის? აღნიშნული ფაქტიც თავის მხრივ, საანდოობას უკარგავს გი-------------ის ჩვენებას.

 

3.2.20. სასამართლო აღნიშნავს, რომ გი-------------ის ჩვენების არადამაჯერებლობას კიდევ უფრო ხაზს უსვამს მისივე განმარტება იმის თაობაზე, რომ არ იცოდა რა ფერის პარკში ედო ინდ. მეწარმე „თ-------------“ კომპანიიდან წამოღებული ფულადი თანხა. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვა--------------–-–---–მა, თ------------მ, ნა---------–მა და მა-------------–--ემ განმარტეს, რომ გი-------------ეს ფული ყოველთვის დაჰქონდა კონკრეტული ბანკების სარეკლამო პარკებით. მოცემულ სიტუაციაში, როდესაც გი-------------ეს ფული ყოველთვის (გასათვალსწინებელია, რომ იგი აღნიშნულ კომპანიებში მუშაობდა 1 წლის განმავლობაში და ყოველდღიურად უწევდა თანხის ინკასაცია) დაჰქონდა ერთი და იმავე პარკებით, სასამართლოს უჩნდება ლოგიკური კითხვა: რას ემსახურება მისი მხრიდან ხსენებულ კითხვაზე პასუხის გაუცემლობა? ხომ არ არის აღნიშნული ქმედება საქმეზე ობიექტური გარემოებების დადგენის ხელის შეშლით მიზნით განპირობებული?

 

3.2.21. სასამართლოსთვის აგრეთვე არაარგუმენტირებულია გი-------------ის განმარტება ფულადი თანხის უსაფრთხოების ინტერესებიდან, მისი აუცილებლად უკანა სავარძელზე მოთავსების თაობაზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ა/მანქანის სალონი შიგნიდან იკეტებოდა, ამასთან, ვა--------------–-–---–ის განმარტებით, შემთხვევის დღეს გი-------------ისთვის გადაცემული ფულადი თანხა იდო ამოტრიალებულ პარკში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე. სასამართლოს შეფასებით, ამ შემთხვევაში არ არსებობს რაიმე ობიექტური მიზეზი, რაც მიუთითებს, რომ ა/მანქანის სალონის წინა ნაწილში დადებული თანხა იქნებოდა საფრთხის შემცველი.

 

3.2.22. და ბოლოს, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დანაშაულებრივი ფაქტის განხორციელების პერიოდში, ბრალდებულ გი-------------ის მიერ შემთხვევის ადგილზე მყოფ პირებთან გაკეთებულ განცხადებას. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რუ-----------–-------მ განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც მან და ორმა ქალბატონმა გაათავისუფლეს პლასტმასის სარტყელით იგივე ხამუთებით დაბმული გი-------------ე, ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ იგი დააყაჩაღეს მისთვის უცხო პირებმა. საგულისხმოა, რომ გი-------------ის აღნიშნული განმარტება, ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე მის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას, რა დროსაც იგი მიუთითებდა, რომ თავს დაესხა მხოლოდ ერთი „ყაჩაღი“ და არა რამდენიმე პირი.

 

3.2.23. სასამართლო 3.2.19-3.2.22. პუნქტებში მითითებული მსჯელობის შედეგად მიიჩნევს, რომ გი-------------ე ურთიერთსაწინააღმდეგო და არადამაჯერებელი ჩვენებით ცდილობს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, ვინაიდან ინდ. მეწარმე „თ-------------“ კომპანიის კუთვნილ თანხაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრებოდა.

 

3.2.24. რაც შეეხება ქმედების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განხორციელებას, მართალია ობიექტური დამკვირვებლის პერსპექტივიდან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ გი-------------ე შესაძლოა არ მოქმედებდა მარტო, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოდგენილა.

 

3.2.25. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს და--------------–---–ისა და გი-------------ის მიერ სასამართლო განხილვისას გაკეთებულ განმარტებაზე, რომ საგამოძიებო ორგანოში აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მათი მისამართით ადგილი ჰქონდა არაადამიანურ/დამამცირებელ მოპყრობას. აღნიშნული საკითხის შეფასებისას სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ პრინციპზე - როდესაც პირი წამოჭრის დასაბუთებულ პრეტენზიას, რომ იგი პოლიციის ან სხვა სახელმწიფო მოხელის მხრიდან სერიოზულ არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა უკანონოდ და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგოდ, ეს დებულება, კონვენციის პირველ მუხლთან ერთად – რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს ზოგადი ვალდებულებაა, „თავისი იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყოს ამ კონვენციით ... განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები“ – გულისხმობს, რომ უნდა ჩატარდეს ოფიციალური გამოძიება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Gäfgen v. Germany №22978/05, §117.) „სასამართლოს როლს არ წარმოადგენს იმის განმარტება, თუ რა ტიპის მტკიცებულებაა მისაღები. კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს არის შემდეგი: იყო თუ არა სამართალწარმოება, მათ შორის მტკიცებულებათა მოპოვების გზა, მთლიანობაში სამართლიანი. ეს მოიცავს განსახილველი უკანონობისა და, თუკი კონვენციით დაცული კიდევ ერთი უფლების დარღვევის საკითხი დგას, აღმოჩენილი დარღვევის ბუნების შესწავლას. საქმის მასალებში იმ ჩვენებათა დაშვება, რომლებიც მე-3 მუხლის დარღვევით იქნა მოპოვებული, საქმის წარმოებასთან მიმართებით ავტომატურად განაპირობებს მე-6 მუხლის დარღვევას“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Mindadze and Nemsitsveridze v. Georgia), №21571/05 01/0-/2017; §139). სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას მხედველობაში არ იღებს და--------------–---–ისა და გი-------------ის მხრიდან გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას, უფრო მეტიც, მისი პროცესუალური უფლებების გათვალისწინებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსაც კი არ ითვალისწინებს, თუმცა ამის საფუძველი და--------------–---–ის და გი-------------ის მიმართ რაიმე სახის არასათანადო მოპყრობის ფაქტის დადგენა არ გამხდარა, ვინაიდან ამის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, საქმის მასალებში არ ყოფილა წარმოდგენილი. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის განმარტება, არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნიდან გამომდინარე, არის ცალკე გამოძიების საგანი.

 

3.2.26. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გი-------------ემ ჩაიდინა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ინდ. მეწარმე „თ-------------“ კუთვნილი 101 000 აშშ დოლარის მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მითვისებისათვის. აღნიშნული მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დანაშაულის სუბიექტს უფლება აქვს ქონება ჰქონდეს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში და მისი ქმედება მიმართული უნდა იყოს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არსებული ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისკენ. პირი (დანაშაულის სუბიექტი) ქონების მართლზომიერ მფლობელობას ან გამგებლობას უნდა ახორციელებდეს სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობის ან სპეციალური დავალების საფუძველზე. ამდენად, თუ ნივთი არ იმყოფება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, ქმედება მითვისებად ვერ დაკვალიფიცირდება. მითვისება გულისხმობს აქტიურ მოქმედებას, რომელიც გამოიხატება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ამოღებაში მისი კანონიერი მესაკუთრისგან და მის დაუფლებაში საკუთარი თავის სასარგებლოდ. დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას - პირს შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, ამასთან, უნდა ითვალისწინებდეს, რომ ამ მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს მესაკუთრისათვის აღნიშნული ზიანის მიყენება. ქმედების მითვისებად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

 

4.2. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გი-------------ემ ჩაიდინა მითვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და დიდი ოდენობით. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში დაკითხული ნა---------–-ს ჩვენებით, რომელიც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, დასტურდება, რომ 2018 წლის 2------- მან გი-------------ეს ინკასირების მიზნით გაატანა 66 020 აშშ დოლარი და 30 000 ევრო. ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს თ------------მ და მა-------------–--ემ. 2018 წლის 2-------, ინდ. მეწარმე „თ----------------“ 66 020 აშშ დოლარისა და 30 000 ევროს ოდენობით ფულადი თანხის გი-------------ეზე გაცემის ფაქტი დასტურდება 2018 წლის 1--------------- დათარიღებული თემატური რევიზიის დასკვნითაც. მოწმე ნა------------–---–ის ჩვენებით კი დგინდება, რომ 2018 წლის 2-------, გი-------------ეს 30 000 ევრო დაუკონვერტირა აშშ დოლარებში, რამაც დაახლოებით შეადგინა 34 880 აშშ დოლარი. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით ნათლად დასტურდება, რომ გი-------------ემ, რომელიც მუშაობდა ინდ. მეწარმე „თ-------------“ კომპანიაში ინკასატორის პოზიციაზე, სამსახურებრივად მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული ზემოაღნიშნული კომპანიის კუთვნილი თანხა, საერთო ჯამში 101 000 აშშ დოლარის ოდენობით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

 

4.3. მართალია, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა და--------------–---–ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ერთი მხრივ არ გამორიცხავს გი-------------ის მიერ დანაშაულის სხვა თანამზრახველთან ერთად ჩადენას, თუმცა აღნიშნულის გონივრულ ეჭვს მიღმა დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გი-------------ეს უნდა ამოერიცხოს ბრალად წარდგენილი მაკვალიფიცირებელი ნიშანი - ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

4.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 2-------, გი-------------ემ წინასწარმოფიქრებული ყაჩაღური თავდასხმის ინსცენირებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ინდ. მეწარმე „თ-------------“ კუთვნილი 101 000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც პოლიციას შეატყობინა, რომ დააყაჩაღეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

5.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობით დგინდება.

 

5.3. სასამართლო განმარტავს, რომ გი-------------ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულების პიროვნება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გი-------------ისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, სასამართლო თავის დისკრეციას გამოიყენებს მხოლოდ სასჯელის ზომასთან მიმართებით.

 

5.4. სასამართლო სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრისას სამართლიანობის, პროპორციულობის და თანასწორობის პრინციპებთან მიმართებით, ითვალისწინებს გი-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მომეტებული საშიშროების მატარებელი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რასაც თან ახლდა პოლიციისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (გი-------------ე ყაჩაღობის ინსცენირებით დაუფლა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას, რომელიც მოძიებული ვერ იქნა), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე და ურყევ სურვილს ჩაედინა დანაშაული, რაც გამოიხატა ყაჩაღობის ინსცენირების დაგეგმვასა და მოწყობაში, ხოლო შემდგომ, საგამოძიებო ორგანოს შეცდომაში შეყვანისა და კვალის არევის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში) ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (ანგარებით, დამსაქმებელი ნათესავის ფულადი თანხის დაუფლებას), მის ოჯახურ მდგომარეობას (ჰყავს მცირეწლოვანი შვილები), აგრეთვე მის პიროვნებას (მართალია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გი-------------ის უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა, თუმცა დაზარალებულისა და ბრალდებულის ნათესაური კავშირის გათვალისწინებით, ჩადენილი დანაშაული ბრალდებულის მორალურ ღირებულებებზეც ნეგატიურად მეტყველებს) და მიიჩნევს, რომ გი-------------ეს ზემოთ ხსენებული პრინციპებიდან გამომდინარე, სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. ამასთან, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას აუცილებლად მიიჩნევს გი-------------ისთვის თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამოართვას მაქსიმალური ვადით. სასამართლოს მოსაზრებით, გი-------------ისთვის დანიშნული სასჯელი იქნება მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შესაბამისი, რეალური და პროპორციული საშუალება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მისაღწევად.

 

6. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სამი ცალი პლასტმასის სარტყელი იგივე ხამუთი და ანაწმენდები, აგრეთვე სუნის კვალის ნიმუში და მიკრონაწილაკები; ალ----------------–--–--ის ა/მანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, მიკრონაწილაკები, ხელის კვალის ნიმუში და ანაწმენდები; გი-------–-------ს ა/მანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, მიკრონაწილაკები, ხელის კვლები და ანაწმენდები; და--------------–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, სუნის ნიმუში და ხელის კვალის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;

· და--------------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული საფულე, ფულადი თანხა, ბარათები, მართვის მოწმობა, გასაღებები, მობილური ტელეფონი, ტანსაცმელი; გი-------------ისგან ამოღებული ა/მანქანა; მა----------------–---–-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 8 500 აშშ დოლარი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;

· 3 (სამი) ცალი ელექტრონული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

და--------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მსჯავრდებულ და--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

და--------------–---–ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

გი-------------ეს ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება და ამ ნაწილში გამართლდეს.

 

გი-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

გი-------------ეს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 3 (სამი) წლის ვადით.

 

გი-------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 3 ივნისიდან.

 

მსჯავრდებულ გი-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სამი ცალი პლასტმასის სარტყელი იგივე ხამუთი და ანაწმენდები, აგრეთვე სუნის კვალის ნიმუში და მიკრონაწილაკები; ალ----------------–--–--ის ა/მანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, მიკრონაწილაკები, ხელის კვალის ნიმუში და ანაწმენდები; გი-------–-------ს ა/მანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, მიკრონაწილაკები, ხელის კვლები და ანაწმენდები; და--------------–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, სუნის ნიმუში და ხელის კვალის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

· და--------------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული საფულე, ფულადი თანხა, ბარათები, მართვის მოწმობა, გასაღებები, მობილური ტელეფონი, ტანსაცმელი; გი-------------ისგან ამოღებული ა/მანქანა; მა----------------–---–-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 8 500 აშშ დოლარი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;

· 3 (სამი) ცალი ელექტრონული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი