გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.04.2019
საქმის ნომერი
330210018002713990
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
15.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/32635-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 მარტი, 2019 წელი თბილისი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე - ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ლაზარაშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,თ-----------”

წარმომადგენელი - ს------------------ა

 

მოპასუხე - თ---------- ჩ-----–--ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. თ---------- ჩ-----–--ეს სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 9 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 6293.19 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 4995.54 ლარი, პროცენტი - 658.98 ლარი, ჯარიმა - 627.04 ლარი და დაზღვევა - 11.63 ლარი;

 

თ---------- ჩ-----–--ეს სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 6 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 9 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4995.54 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 23.5%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 97.82 ლარს;

 

1.2. თ---------- ჩ-----–--ეს სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 13 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 800.01 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 448.91 ლარი, პროცენტი - 81.92 ლარი და ჯარიმა - 269.18 ლარი;

 

თ---------- ჩ-----–--ეს სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 6 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2018 წლის 13 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 448.91 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 13.46 ლარს;

 

1.3. თ---------- ჩ-----–--ეს სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 12 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 3031.20 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1500 ლარი, პროცენტი - 447.81 ლარი და ჯარიმა - 1083.39 ლარი;

 

თ---------- ჩ-----–--ეს სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 6 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2018 წლის 12 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2019 წლის 12 თებერვლამდე, ყოველთვიურად 75 ლარის გადახდა;

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

სს ,,თ----------სა“ და თ---------- ჩ-----–--ეს შორის 2017 წლის 9 სექტემბერს ინტერნეტბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის N6-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 5500 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 23.5%-ით, კრედიტის ვადა - 2021 წლის 15 სექტემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით. სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

მხარეებს შორის არსებულ ურთიერთობა წესრიგდება სს "თ-----------ს" ოფიციალურ ვებგვერდზე w------------- განთავსებული "ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ" ხელშეკრულებით, რომლის 16.8 პუნქტი პირდაპირ უთითებს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე მსესხებლის მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში. პირგასამტეხლოს ოდენობა კი განისაზღვრება ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად, რომელიც ასევე განთავსებულია ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და რომელთაც აქვთ მტკიცებულებითი ძალა ამავე ხელშეკრულების შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ტარიფების მიხედვით, ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს 20 ლარს და 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

2017 წლის 9 სექტემბერს თ---------- ჩ-----–--ის მიერ მოხდა საკრედიტო ლიმიტის ათვისება 5500 ლარის ოდენობით, შემდგომ მოხდა სესხის თანხის ნაწილობრივ დაბრუნება, იგულისხმება, რომ არსებობს მოპასუხისაგან ამ თანხის გადახდის ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში თ---------- ჩ-----–--ის მიერ რამდენჯერმე მოხდა ნაკისრი ვალდებულების შესრულება. ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას (სსკ-ს 361 მუხლი),საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა და 2018 წლის 16 აპრილის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა. 2018 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 6293.19 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 4995.54 ლარი, პროცენტი - 658.98 ლარი, ჯარიმა - 627.04 ლარი და დაზღვევა - 11.63 ლარი.

ასევე, სს „თ----------სა“ და თ---------- ჩ-----–--ეს შორის 2018 წლის 13 იანვრს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი T------------- 500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „თ-----------ს" ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 1 ლარი, ამას დამატებული 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ მე-5 დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 13 რიცხვი. ხელშეკრულება დაირღვა და 2018 წლის 10 აპრილის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის არსებული დავალიანების დაკისრება. 2018 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 800.01 ლარის ოდენობით. საიდანაც ძირი თანხაა 448.91 ლარი, პროცენტი - 81.92 ლარი და ჯარიმა - 269.18 ლარი.

სს „თ----------სა“ და თ---------- ჩ-----–--ეს შორის 2018 წლის 12 თებერვალს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბ----ა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებლზე გაიცა კრედიტი 1 500 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ყოველთვიური საკომისიო - 75 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა - 365 დღე (2019 წლის 12 თებერვლამდე). კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო 2018 წლის 12 მარტიდან 12 შენატანის განხორციელებით, ყოველი თვის 12 რიცხვში საკომისიოს - 75 ლარის გადახდით, ხოლო კრედიტის ორი თანხისა და ბოლო თვის საკომისიოს (240 ლარის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო კრედიტის ვადის ბოლოს, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილების დღეს არსებული ნარჩენი ორი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ხელშეკრულება დაირღვა და 2018 წლის 12 აპრილის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა, 2018 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 3031.20 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1500 ლარი, პროცენტი - 447.81 ლარი და ჯარიმა - 1083.39 ლარი.

საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს. რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის მიუღებელი შემოსავლის და კისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე თ---------- ჩ-----–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის და დაზღვევის თანხის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის ნაწილში სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მისი შემცირება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს ,,თ----------სა“ და თ---------- ჩ-----–--ეს შორის 2017 წლის 9 სექტემბერს ინტერნეტბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის N6-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 5500 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 23.5%-ით, კრედიტის ვადა - 2021 წლის 15 სექტემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 20-21, 48 )

- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ (ს.ფ. 21-37);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. სს „თ----------სა“ და თ---------- ჩ-----–--ეს შორის 2018 წლის 13 იანვრის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება #O--------, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი T------------- 500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „თ-----------ს" ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 1 ლარი, ამას დამატებული 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ მე-5 დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 13 რიცხვი.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 39-42);

-ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ 43);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 48)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.3. სს „თ----------სა“ და თ---------- ჩ-----–--ეს შორის 2018 წლის 12 თებერვალს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #6--------------, რომლის საფუძველზეც ბ----ა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებლზე გაიცა კრედიტი 1 500 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ყოველთვიური საკომისიო - 75 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა - 365 დღე (2019 წლის 12 თებერვლამდე). კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო 2018 წლის 12 მარტიდან 12 შენატანის განხორციელებით, ყოველი თვის 12 რიცხვში საკომისიოს - 75 ლარის გადახდით, ხოლო კრედიტის ორი თანხისა და ბოლო თვის საკომისიოს (240 ლარის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო კრედიტის ვადის ბოლოს, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილების დღეს არსებული ნარჩენი ორი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, გადახდის ისტორია (ს.ფ. 44-47);

-ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 48 );

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.4. მსესხებელმა დაარღვია საბანკო კრედიტის N6-------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2018 წლის 16 აპრილის შემდეგ აღარ განუხორციელებია თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ;

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გადახდის ისტორია (ს.ფ. 21);

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 48);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.5. მსესხებელმა დაარღვია 2018 წლის 13 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2018 წლის 10 აპრილის შემდეგ აღარ განუხორციელებია თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ;

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 43);

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 48);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.6. მსესხებელმა დაარღვია 2018 წლის 12 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2018 წლის 12 აპრილის შემდეგ აღარ განუხორციელებია თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ;

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გადახდის ისტორის (ს.ფ. 47);

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 48);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,თ-----------ს’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-868-ე, 873-ე მუხლები;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსასაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი;

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები შეთანხმებული არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე. კერძოდ, დადგენილია, რომ სს"თ----------სა“ და თ---------- ჩ-----–--ეს შორის:

 

- 2017 წლის 9 სექტემბერს ინტერნეტბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის N6-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 5500 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 23.5%-ით, კრედიტის ვადა - 2021 წლის 15 სექტემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით.

 

- 2018 წლის 13 იანვრის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი T------------- 500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „თ-----------ს" ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 1 ლარი, ამას დამატებული 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ მე-5 დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 13 რიცხვი.

 

- 2018 წლის 12 თებერვალს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბ----ა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებლზე გაიცა კრედიტი 1 500 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ყოველთვიური საკომისიო - 75 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა - 365 დღე (2019 წლის 12 თებერვლამდე). კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო 2018 წლის 12 მარტიდან 12 შენატანის განხორციელებით, ყოველი თვის 12 რიცხვში საკომისიოს - 75 ლარის გადახდით, ხოლო კრედიტის ორი თანხისა და ბოლო თვის საკომისიოს (240 ლარის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო კრედიტის ვადის ბოლოს, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილების დღეს არსებული ნარჩენი ორი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

6.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

ზემოთ დასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმის განხილვაში მონაწილე პირებს - მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები და ამ უფლებათა დაცვის საშუალებები. მოსარჩელის უფლებაა აღძრას საქმე, განსზაღვროს სარჩელის საგანი, საფუძველი და ა.შ. ანალოგიურად ვრცელდება პროცესის დისპოზიციურობა მოპასუხეზე, რომელსაც დასახელებული პრინციპის ფარგლებში შუძლია ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ სს ,,თ-----------ს“ სასარჩელო მოთხოვნები ცნო ნაწილობრივ: 2017 წლის 9 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 4995.54 ლარის, პროცენტის - 658.98 ლარის და დაზღვევის - 11.63 ლარის დაკისრების ნაწილში; 2018 წლის 13 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - ძირითადი თანხის - 448,91 ლარის და პროცენტის - 81.92 ლარის ნაწილში; ხოლო 2018 წლის 12 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - ძირითადი თანხის - 1500 ლარის ნაწილში, ასევე პროცენტის 447.81 ლარის ნაწილში (იხ. 05.03.19.წ სასამართლო სხდმის ოქმი) რის გამოც სს ,,თ-----------ს“ სასარჩელო მოთხოვნები ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანხმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თვისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამეტხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რომლის წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ხოლო მეორე ფუნქცია მისი მდგომარეობს განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას, ბანკის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს არაგონივრულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ სს ,,თ-----------ს” მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ:

 

- 2017 წლის 9 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 10-ჯერ და განისაზღვროს 62.7 ლარით.

 

- 2018 წლის 13 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 10-ჯერ და განისაზღვროს 26.9 ლარით.

 

- 2018 წლის 12 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 135 ლარით.

 

6.4. რაც შეეხება კონკრეტული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევის გამო მოპასუხისათვის, მიუღებელი შემოსავლის სახით, თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნებს, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის თანახმად: ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ''წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს'' (პურე ეცონომიც ლოსს), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (თოტალრეპარატიონ-ის პრინციპი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესიც, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით; მით უფრო როდესაც მოსარჩელე მხარე საბანკო დაწესებულებას წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა დანაწესის საფუძველზე, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, რის გამოც მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. თ---------- ჩ-----–--ეს სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს:

 

- 2018 წლის 13 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ #O-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 448.91 ლარზე, 2018 წლის 6 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ვალდებულების შესრულებამდე (მაგრამ არა უმეტეს სამი წლისა) წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 13.46 ლარს.

 

- 2018 წლის 12 თებერვლის #6-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2018 წლის 6 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) მაგრამ არა უმეტეს 2019 წლის 12 თებერვლამდე (ხელშეკრულების მოქმედების ვადისა), ყოველთვიურად 75 ლარის გადახდა.

 

ხოლო რაც შეეხება, 2017 წლის 9 სექტემბრის საბანკო კრედიტის N6-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 4995.54 ლარზე, 2018 წლის 6 ნოემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე წლიური 23.5% სარგებლის გადახდის დაკისრებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თ---------- ჩ-----–--ეს უნდა დაეკისროს სესხის ძირ თანხაზე - 4995.54 ლარზე, 2018 წლის 6 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ვალდებულების შესრულებამდე წლიური 23.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 97.82 ლარს, მაგრამ არა უმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა _ 2021 წლის 15 სექტემბრამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე ურს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები სრულად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს ,,თ-----------ს“ მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 497.64 ლარის ოდენობით, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამასთან, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სს ,,თ----------ს” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ცნობის პროპორციულად - 250.26 ლარის ოდენობით, მოპასუხეს სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 122.39 ლარის ანაზღაურება სასამართლო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად; მოსარჩელეს ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი _ 66.53 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ოდენობა უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი 50 ლარისა და საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,თ-----------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. თ---------- ჩ-----–--ეს სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 9 სექტემბრის საბანკო კრედიტის N6-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 5728.85 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 4995.54 ლარი, პროცენტი - 658.98 ლარი, პირგასამტეხლო - 62.7 ლარი და დაზღვევა - 11.63 ლარი;

 

1.2. თ---------- ჩ-----–--ეს სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს საბანკო კრედიტის N6-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 4995.54 ლარზე, 2018 წლის 6 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ვალდებულების შესრულებამდე წლიური 23.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 97.82 ლარს, მაგრამ არა უმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა _ 2021 წლის 15 სექტემბრამდე.

 

1.3. თ---------- ჩ-----–--ეს სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 13 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ #O-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 557.73 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 448.91 ლარი, პროცენტი - 81.92 ლარი, პირგასამტეხლო - 26.9 ლარი;

 

1.4. თ---------- ჩ-----–--ეს სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 13 იანვრის #O-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 448.91 ლარზე, 2018 წლის 6 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ვალდებულების შესრულებამდე (მაგრამ არა უმეტეს სამი წლისა) წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 13.46 ლარს.

 

1.5. თ---------- ჩ-----–--ეს სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 12 თებერვლის #6-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 2082.81 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1500 ლარი, პროცენტი - 447.81 ლარი, პირგასამტეხლო - 135 ლარი;

 

1.6. თ---------- ჩ-----–--ეს სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს - 2018 წლის 12 თებერვლის #6-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2018 წლის 6 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) მაგრამ არა უმეტეს 2019 წლის 12 თებერვლამდე (ხელშეკრულების მოქმედების ვადისა), ყოველთვიურად 75 ლარის გადახდა.

 

2. თ---------- ჩ-----–--ეს სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის (497.64 ლარი) ნაწილის - 122.39 ლარის ანაზღაურება, ასევე სარჩელის უზრუნველყოფაზე გაწეული 50 ლარისა და საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის ანაზღაურება;

 

3. მოსარჩელე სს ,,თ----------ს” დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (497.64 ლარი) რომელიც გადახდილია 05.11.18წ. სს "თ----------ში", საგადასახადო დავალება #-)) _ 250.26 ლარი, ასევე ზედმეტად გადახდილი 66.53 - ლარი;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო მამულაშვილი