განაჩენი

სისხლის სამართლის 22.01.2019
საქმის ნომერი
330100118002474790
თარიღი
22.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/24-----

(გამოძიების #09----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თე-----------ე,დაცვის მხარე:

ბრალდებულები - ალ--------------–---ი (დაბადებული - 1----–-–-------------------------–----------–----------------–-------------------------------------------–-------------------–--------------–------–----------–--აში),რა-------–-----------ი (დაბადებული - 1----–-–------------------------------–----------–----------------–-------------------------------------------–-------------------------------------------------------------------------ში),ადვოკატები - მა---------ე, თე---------–---ი, ნი-------–------ე,თარჯიმანი - ვი----–-------------ი,კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ალ--------------–---ისა და რა-------–-----------ის მიმართ); 2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ალ--------------–---ისა და რა-------–-----------ის მიმართ); 3. საქართველოს სსკ-ის 24,260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ალ--------------–---ის მიმართ).

 

დისპოზიცია: 1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა (ალ--------------–---ისა და რა-------–-----------ის მიმართ); 2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (ალ--------------–---ისა და რა-------–-----------ის მიმართ); 3. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში დახმარება (ალ--------------–---ის მიმართ).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ალ--------------–---მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი”, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 2018 წლის 26 მარტს, ალ--------------–---მა 150 ლარად მიჰყიდა ქე-----------–----–---–ს ყვითელი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონებით 0,0464გრამი; 0,0638 გრამი და 0,0472გრამი, საერთო წონით - 0,1574გრამი, რაც წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ, ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინის” შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინის’’ საერთო წონა შეადგენს 0,0469 გრამს.

 

1.2. 2018 წლის 4 აპრილს, ალ--------------–---ი რ----- ალ-----------ს დაეხმარა ქე-----------–----–---–ზე 200 ლარად გაესაღებინა 3 ცალ, ლურჯი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, საერთო წონით - 0,2178გრამი, რაც წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ, ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინის“ შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ საერთო წონა შეადგენს 0,1351გრამს.

 

1.3. რა-------–-----------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 2018 წლის 4 აპრილს, რა-------–-----------მა, ალ--------------–---ის დახმარებით 200 ლარად გაასაღა ქე-----------–----–---–ზე 3 ცალ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, საერთო წონით - 0,2178 გრამი, რაც წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ, ნარკოტიკული საშუალება – ,,ჰეროინის“ შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ საერთო წონა შეადგენს -0,1351 გრამს.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.

 

2.4. ალ--------------–---ის მიერ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღებისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში დახმარების, რა-------–-----------ის მიერ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ უკანონოდ შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მოწმე - ქე-----------–----–---–ის ჩვენება, ექსპერტიზის დასკვნები, პირადი ჩხრეკის ოქმები, ამოღების ოქმები, დათვალიერების ოქმები, თანხის მიღების შესახებ ოქმები, მოქალაქის მიერ ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელი ორგანოსათვის ხელშეწყობის შესახებ ოქმი, ფარული ვიდეო ჩანაწერები და მათი გაშიფრული ტექსტები.

 

2.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულების - ალ--------------–---ისა და რა-------–-----------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები (გარდა ქე-----------–----–---–ის ჩვენებისა) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, კერძოდ:

 

2.6. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 26 მარტს შსს ცე-------–---------------–----------–-–-------------------ის ნა-----------------------------------–-------------------–-------------------------–ოს დეტექტივ-გამომძიებლის კა------------–---–ის მიერ ქე-----------–----–---–ისგან ამოღებულ იქნა მოყვითალო პოლიეთილენის ნაჭრებში სამ შეკვრად დაფასოებული მუქი ფერის ნივთიერება. ამოღებული ნივთიერება დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

2.7. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 27 მარტის #6------------- დასკვნის თანახმად, (ექსპერტები - თა------------–---–ი და სო------–-------ა) ექსპერტიზაზე წარდგენილი, 2018 წლის 26 მარტს ქე-----------–----–---–ის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი, 3 ცალ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მქონე მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით წონით: 0.0464 გრამი, 0.0638 გრამი და 0.0472 გრამი, საერთო წონით - 0.1574 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება - ,,ჰეროინის“ შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინის“ საერთო წონა შეადგენს - 0.0469 გრამს.

 

2.8. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 4 აპრილს შსს ცე-------–---------------–----------–-–-------------------ის ნა-----------------------------------–-------------------–-------------------------–ოს დეტექტივ-გამომძიებლის კა------------–---–ის მიერ ქე-----------–----–---–ისგან ამოღებულ იქნა მოლურჯო ფერის პოლიეთილენის ნაჭრებში სამ შეკვრად დაფასოებული მუქი ფერის ნივთიერება. ამოღებული ნივთიერება დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

2.9. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 10 აპრილის #7------------- დასკვნის თანახმად, (ექსპერტები თა------------–---–ი და სო------–-------ა) ექსპერტიზაზე წარდგენილი, 2018 წლის 4 აპრილს ქე-----------–----–---–ის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი, 3 ცალ ლურჯი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მქონე მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით წონით: 0.2178 გრამი წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება - ,,ჰეროინის“ შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინის“ საერთო წონა შეადგენს - 0.1351 გრამს.

 

2.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებებით - ამოღების ოქმებით დგინდება, რომ ქე-----------–----–---–მა საკონტროლო შესყიდვისას ბრალდებულებისგან შეძენილი ნივთიერება წარუდგინა გამომძიებელს, რომელიც ამოღებულ იქნა, ხოლო ექსპერტის დასკვნებით დადგინდა, რომ ქე-----------–----–---–ის მიერ ორივე შემთხვევაში შეძენილი ნივთიერებები წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“.

 

ამოღების ოქმებით დადგენილი ინფორმაციის რეალურობა დადასტურდა მოწმე ქე-----------–----–---–ის ჩვენებით, კერძოდ:

 

2.11. მოწმე ქე-----------–----–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ბრალდებულებს დიდი ხანია იცნობს. ალ--------------–---ი და რა-------–-----------ი საერთო მეგობრისგან გაიცნო. ნარკოტიკების ხშირი მომხმარებელი იყო და ალ--------------–---ისგან სისტემატიურად ყიდულობდა ,,ჰეროინს“ (ერთ ცალად დაფასოებულ ნარკოტიკულ საშუალებაში 50 ლარს იხდიდა). ყოფილა შემთხვევა, რომ ალ--------------–---თან და რა-------–-----------თან ერთადაც მოუხმარია ნარკოტიკული საშუალება. ბრალდებულის თანხით შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას ერთად მოიხმარდნენ, თავისი თანხით შეძენილი ,,ჰეროინი“ კი მიჰქონდა. გამოძიებასთან ნებაყოფლობით ითანამშრომლა და თანხმობა განაცხადა ჩამწერი მოწყობილობით აღჭურვაზე. 2018 წლის 16 მარტს საკონტროლო შესყიდვა ვერ შედგა, რადგან ბრალდებულმა ნარკოტიკების მიყიდვაზე უარი განაცხდეს და თანხა დაუბრუნეს. უთხრეს, რომ პიროვნება ვისგანაც ნარკოტიკებს ყიდულობდნენ სახლში არ დახვდათ. შემდეგ შემთხვევაში ავტომანქანით მივიდა ალ--------------–---თან, რომელსაც ვ----ს ეძახდა და პოლიციის მიერ გადაცემული 150 ლარით შეიძინა 3 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება. ამ შემთხვევაში სახლში მხოლოდ ალ-------ი იმყოფებოდა. შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები პოლიციას გადასცა. აპრილის თვეშიც იგივე განმეორდა - მივიდა ალ-------ის სახლში. ნარკოტიკების შესაძენად მხოლოდ რ-----ა (რა-------–-----------ი) იყო წასული, ის და ალ-------ი სახლში ელოდებოდნენ. რ-----ას (რა-------–-----------ს) გადასცა თანხა და მიიღო 3 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება. 2018 წლის 4 აპრილს შეძენილი ნარკოტიკული საშუალება გადასცა პოლიციას და ბრალდებულებთან ერთად არ მოუხმარია.

 

2.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქე-----------–----–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება არსებითად თანმიმდევრულია, არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და საეჭვო განმარტებებს, ასევე შეესაბამება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის ფარულ ვიდეო ჩანაწერებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმის ჩვენება აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის სტანდარტს და არ წარმოშობს დამატებით კითხვებს მის სანდოობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ქე-----------–----–---–მა დეტალურად განმარტა თუ რა ურთიერთობა ჰქონდა ბრალდებულებთან და რა ინტენსივობით ყიდულობდა მათგან ნარკოტიკულ საშუალებას. ისაუბრა ნარკოტიკული საშუალების შეძენის დეტალებზე, აღნიშნა რა გარემოებებში, ვისგან და რა ფასად იყიდა ნარკოტიკული საშუალები და რა როლს ასრულებდნენ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალების მისთვის მიყიდვის დროს. ქე-----------–----–---–მა განმარტა, რომ ნებაყოფლობით ჩაერთო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში, აღიჭურვა ჩამწერი მოწყობილობით და განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა. მოწმემ დაადასტურა, რომ ბრალდებულებისაგან ნარკოტიკული საშუალების შესაძენად განკუთვნილი თანხა პოლიციის მიერ გადაეცა. ორივე შემთხვევაში შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები გადასცა პოლიციას.

 

2.13. ამდენად, სასამართლოს მოწმე ქე-----------–----–---–ის ჩვენება სარწმუნოდ მიაჩნია და მას გამოიყენებს ალ--------------–---ისა და რა-------–-----------ის მიმართ განაჩენის გამოტანისას, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.

 

2.14. სასამართლო ასევე ყურადღებას შეაჩერებს მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ ფარულ ვიდეო ჩანაწერებზე, კერძოდ:

 

2018 წლის 26 მარტის ფარული ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ქალბატონი მოძრაობს ავტომანქანით სოფლის ორღობეში,აჩერებს ერთ-ერთი მშენებარე სახლის წინ და გადადის ავტომანქანიდან. სახლის კართან ხვდება ახალგაზრდა მამაკაცი (ალ--------------–---ი). შედიან სახლში. საუბრობენ ქე-----------–----–---–ი და ალ--------------–---ი:

 

ქე-----------–----–---–ი: „ხომ წახვალ?“; ალ--------------–---ი: „აქვე გინდა გავიკეთო?“; ქე-----------–----–---–ი: „ის არა, რომ მოვალ მერე კიდევ ორი ცალი. უთხარი შენ? დაელაპარაკე, რომ ესე, ესე მინდაო?“; ალ--------------–---ი: „კი“; ქე-----------–----–---–ი: წამოგყვე? წამოვიდე მეც? ალ--------------–---ი: „სად?“; ქე-----------–----–---–ი: „იქ“; ალ--------------–---ი: „არა“. ქე-----------–----–---–ი: „აბა, დაგელოდო?...“

 

ოთახში შედის მამამაკაცი და ესაუბრება ალ--------------–---ს აზერბაიჯანულად. ალ--------------–---ი: „რას შვრები? რისი გაკეთება გინდა?“; მამაკაცი: „როგორ მოვიქცეთ?“; ალ--------------–---ი: „რამდენი აქვს, რამდენი უნდა?“. ალ--------------–---ი გადის ოთახიდან და შედის სხვა ოთახში, ქალბატონი გაჰყვა მას და ჰკითხა, თუ ვინ არის მამაკაცი. ალ--------------–---მა უთხრა, რომ მისი თანამშრომელია.

 

ქე-----------–----–---–ი: „გული გამისკდა, შემეშინდა. იცის ამან მე რომ მინდა?“ ალ--------------–---ი: „არა. როგორ გავაკეთებ ეხლა?“. ქე-----------–----–---–ი: (აძლევს ფულს ჰა, 150-თია, ანუ, 3 ცალი და მერე მოვალ, 2 ცალი უთხარი. დიდი დრო უნდა?“; ალ--------------–---ი: „არ ვიცი“. ქე-----------–----–---–ი: „რა იყო, რა დაიბენი იმასავით?“.

 

ვიდეოჩანაწერის მიხედვით, მამაკაცის ავტომანქანით მიდის ალ--------------–---ი, რამდენიმე წუთში ბრუნდება და ესაუბრება ქე-----------–----–---–ს:

 

ქე-----------–----–---–ი: „მაიტა“. მერამდენედ უნდა ჩაყლაპო? დიდებია?“; ალ--------------–---ი: „კი, ნორმალურია“; ალ--------------–---ი პირიდან თავის მუჭში აგდებს ცელოფნის პარკში გამოკრულ პატარა შეკვრას და აძლევს ქე-----------–----–---–ს. ქალბატონი ხსნის და ეუბნება, რომ უნდა ნახოს როგორებია. ქე-----------–----–---–ი ესაუბრება ალ--------------–---ს: ქე-----------–----–---–ი: „რამხელებია, ბიჭო, 10 კაცი არიან, გაიგე? 10 ადამიანი, ეყოფათ?“; ალ--------------–---ი: „არ ვიცი“; ქე-----------–----–---–ი: „ისევ ის არის, თუ სხვა ფაქტია?“; ალ--------------–---ი: „ის არის“; ქე-----------–----–---–ი: „ისა?“ ალ--------------–---ი: „ერთი ადამიანის არის, ჰო;“ ქე-----------–----–---–ი: „იმ ბიჭის, ჰო?“ ალ--------------–---ი: „აჰა“.

 

ქე-----------–----–---–ი პარკიდან იღებს და ათვალიერებს სამ ჩეკად დაფასოებულ სავარაუდოდ ნარკოტიკულ ნივთიერებას. მამაკაცი ეუბნება, რომ პარკში ჩადოს, რაზეც ქალბატონი პასუხობს, რომ არ უნდა. გადიან ეზოში. ეწევიან სიგარეტს. ქალბატონი ჯდება ავტომანქანაში და მამაკაცს ეუბნება, რომ ხაზზე იყოს და დაურეკავს. ემშვიდობება.

 

2.15. 2018 წლის 4 აპრილის ვიდეოჩანაწერის თანახმად, კადრში ჩანს, რომ ქალბატონი მოძრაობს ავტომანქანით, გარკვეული დროის შემდეგ აჩერებს მანქანას, გადადის, შედის სახლის ეზოში და ესაუბრება ალ--------------–---ს:

 

ქე-----------–----–---–ი: „ვაიმე, ვკვდები, როგორა ხარ? /გადაკოცნა მოვიდა?“; ალ--------------–---ი: „ჰა?“; ქე-----------–----–---–ი: „მოვიდა?...“

 

ქე-----------–----–---–ი შედის ოთახში, სადაც დგას მაგიდა, სკამები და საწოლები, კედელზე აზერბაიჯანის დროშა კიდია. გარკვეული დროის შემდეგ ოთახში შემოდის მამაკაცი (ალ--------------–---ი), ესაუბრება ქე-----------–----–---–ს, რის შემდეგაც იღებს ტელეფონს და საუბრობს აზერბაიჯანულად:

 

ალ--------------–---ი: „სად ხარ? მოსულია და შენ გელოდება, აქ არის“. პაუზის შემდეგ საუბარს აგრძელებს ქალთან, ალ--------------–---ი: „რამდენი გითხრა სამუშაო. ./?/“ ქე-----------–----–---–ი: „სამი ცალი?“; ალ--------------–---ი: „სამსახურში როგორი?/“; ქე-----------–----–---–ი: „მინიმუმ 50-თი“; ალ--------------–---ი: „რა 50?“; ქე-----------–----–---–ი: „50 ლარი“; ალ--------------–---ი: „ერთხელ დღეში?“; ქე-----------–----–---–ი: „მინიმუმ, 100-150: რა არი?“; ალ--------------–---ი: „ხო, იმ დღეს საიდან აიღო შენ 200 ლარი“; ქე-----------–----–---–ი: „აქედან რო მიმაქ, მარტო კი არა ვარ“. ალ--------------–---ი: „რა მარტო, ერთად გავუკეთოთ სხვა“; ქე-----------–----–---–ი: „სხვა ხო მიმაქვს“. ეს ალ--------------–---ი: „რა სხვა?“ ქე-----------–----–---–ი: „ორი ცალი, ერთი ცალი. ხვალე მიგზავნიან ფულს. ხან ვინ მიგზავნის, ხან ვინ. არაბები ხვალე 500$ ველოდები, რა ვიცი. ვნახოთ.“

 

ალ--------------–---ი კვლავ საუბრობს ტელეფონზე, აზერბაიჯანულად: ალ--------------–---ი: „არ მოდიხარ? აქ არის და შენ გელოდება.

 

ოთახში შედის რა-------–-----------ი, ესაუბრება ალ--------------–---ს აზებაიჯანულად. რა-------–-----------მა მიაწოდა ხელში ქალს შეკვრა, რომელმაც გამოართვა, ჭრაჭუნა თეთრ ცელოფანში გახვეული შეკვრა.

 

ქე-----------–----–---–ი: „სამი ცალია? ხსნის, ცელოფანში დევს რამოდენიმე მუქი ფერის შეკვრა ე.წ. ბაში. ბიჭო, ხო ისეთია?“; რა-------–-----------ი: „ჰა?“; ქე-----------–----–---–ი: ხო ისეთია?“; რა-------–-----------ი თავს უკრავს თანხმობის ნიშნად.

 

ქე-----------–----–---–ი: „ეს რამხელა პარკია“. ეს არის, ეს. /ხელში უჭირავს პარკიდან ამოღებული მუქი ფერის ქაღალდში დაფასოებული ე.წ. ბაშები. ათვალიერებს. ხელში ათამაშებს გაგიკეთო გინდა?“; ალ--------------–---ი: „არ მინდა. ერთი ორი, სამი კაცი გითხარა კიდე გინდა? კი ცუდად არის პრობლემა არა არი, არ მინდა“. ქე-----------–----–---–ი: „ვაზმი“ ბიჭო რა, /ქალი აძლევს რა-------–-----------ს ქაღალდის ფულის კუპიურას, რომელიც ართმევს და დებს მაგიდაზე...“

 

2.16. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფარული ვიდეოჩანაწერებით ცალსახად დგინდება, ალ--------------–---ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და ქე-----------–----–---–ზე უკანონო გასაღების ფაქტი. ჩანაწერებში ნათლად ჩანს თუ როგორ გადასცა 2018 წლის 26 მარტს ალ--------------–---მა ქე-----------–----–---–ს ნარკოტიკული საშუალება, რის სანაცვლოდაც მიიღო ფულადი თანხა. 2018 წლის 4 აპრილის ჩანაწერებით კი უტყუარად დგინდება, რომ ალ--------------–---ი დაეხმარა ქე-----------–----–---–ს ნარკოტიკული საშუალების შეძენაში, კერძოდ: ქე-----------–----–---–ი მივიდა ალ--------------–---თან და სთხოვა ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარება. ალ------- ი-----–---ი მობილური ტელეფონის საშუალებით ორჯერ დაუკავშირდა მის მეგობარს - რა-------–-----------ს და უთხრა, რომ ელოდებოდა ქე-----------–----–---–ი და მისულიყო. რამდენიმე წუთში რა-------–-----------ი მივიდა ალ--------------–---ის სახლში, მიიტანა სამ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, გადასცა ქე-----------–----–---–ს და სანაცვლოდ მიიღო ფულადი თანხა.

 

2.17. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 26 სექტემბრის #4----------- დასკვნის თანახმად, (ექსპერტი გ. გ---------):

 

1. გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები;

 

4) სს N09---------- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ N2 პაკეტში არსებულ დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: Rec1_0001“ ამოღებულ ფოტოსურათზე და გამოკვლევაზე წარმოდგენილ რა-------–----------------–-----------ის ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება;

 

5) სს N09---------- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ N4 პაკეტში არსებულ დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: Rec1_0001 ამოღებულ ფოტოსურათზე და გამოკვლევაზე წარმოდგენილ ალ------- ფე------------------–---ის ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

 

2.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დგინდება, რომ 2018 წლის 26 მარტისა და 2018 წლის 4 აპრილის ვიდეოჩანაწერები არ შეიცავს მონტაჟის ნიშნებს და მასში დაფიქსირებული არიან ბრალდებულები - ალ--------------–---ი და რა-------–-----------ი.

 

2.19. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განმახორციელებელი ორგანოსათვის ხელშეწყობის შესახებ, 2018 წლის 16 მარტის ოქმის თანახმად (გამომძიებელი კა------------–---–ი), ქე-----------–----–---–მა მცხ. ქ. თბ--–---------------------------–-----------------------------ში, თანხმობა განაცხადა ნებაყოფლობით ჩაერთოს ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის მომზადებასა და განხორციელებაში, ალ--------------–---ისა და რა-------–-----------ის დანაშაულში მხილების მიზნით.

 

2.20. თანხის გადაცემის შესახებ ოქმების თანახმად, 2018 წლის 26 მარტს გამომძიებელ კა------------–---–ის მიერ ქე-----------–----–---–ს გადაეცა ფულადი თანხა 150 ლარი (3 ცალი ორმოცდაათლარიანი კუპიურა ნომრით: F------------------------------), ხოლო 2018 წლის 4 აპრილს 200 ლარი (2 ცალი ას ლარიანი კუპიურა ნომრით: A---------------------).

 

2.21. სასამართლო აღნიშნავს, რომ თანხის გადაცემის შესახებ ოქმები, ასევე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განმახორციელებელი ორგანოსათვის ხელშეწყობის შესახებ ოქმი ადასტურებენ ქე-----------–----–---–ის განმარტებას სამართალდამცავ ორგანოებთან ნებაყოფლობითი თანამშრომლობის შესახებ. ასევე ამყარებს მის ჩვენებას, სადაც განმარტავს, რომ მან ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება შეიძინა გამოძიების მიერ მისთვის გადაცემული თანხით.

 

2.22. ბრალდებულმა ალ--------------–---მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ქე-----------–----–---–ს ორი წელია იცნობს, იგი მისი დეიდაშვილის მეგობარია. ქე-----------–----–---–ი მის სოფელში ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებას და მოიხმარდა. ქე------თან ერთად თვითონაც ხშირად მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს. როდესაც ქე-----------–----–---–ი მის სახლში მიდიოდა, ნარკოტიკებს მასაც სთავაზობდა და ერთად მოიხმარდნენ. ზაფხულის თვეში (რიცხვი არ ახსოვს) ერთად წავიდნენ ნარკოტიკის შესაძენად. ნარკოტიკს ხან მისი (ალ--------------–---ის), ხანაც ქე------ის ფულით ყიდულობდნენ, სახლში ბრუნდებოდნენ და ერთად მოიხმარდნენ. დარჩენილი ნარკოტიკული საშუალება ქე-----------–----–---–ს მიჰქონდა. მისთვის ნარკოტიკი არ მიუყიდია. რა-------–-----------ი მისი ძმაკაცია. ქე-----------–----–---–ს, რა-------–-----------ს და მას (ალ--------------–---ს) ერთად არაერთხელ მოუხმარიათ ნარკოტიკი. არ ეთანხმება ბრალდების იმ ნაწილს, სადაც აღნიშნულია, რომ რა-------–-----------ს დაეხმარა ქე-----------–----–---–ისთვის ნარკოტიკების მიყიდვაში. უარყოფს ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულ გარემოებას, სადაც ჩანს რომ იგი ქე-----------–----–---–ს გადასცემს ნარკოტიკს, ხოლო მისგან იღებს თანხას. ბრალდებულის განმარტებით, მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. ერთად მოხმარების შემდეგ დარჩენილ ნარკოტიკს ინაწილებდა ქე------თან ერთად. დარჩენილი ნარკოტიკული საშუალება ყველა შემთხვევაში ნაწილდებოდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა ვისი შეძენილი იყო. ბოლო დღესაც შეიძინეს ნარკოტიკი, ქე------ი უცნაურად იქცეოდა, შეეკითხნენ რატომ იყო აფორიაქებული და რატომ არ მოიხმარდა მათთან ერთად ნარკოტიკულ საშუალებას, რაზეც უპასუხა, რომ მეგობრები ელოდებოდნენ და ნარკოტიკული საშუალება მთლიანად წაიღო. რადგან ნარკოტიკი ნაყიდი ჰქონდათ, ქე------მა ფული გადაიხადა, რითაც სხვა ნარკოტიკი შეიძინეს.

 

2.23. ბრალდებულმა რა-------–-----------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ იგი ნარკოტიკული საშუალების სისტემატიური მომხმარებელია. ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც ედავებიან იყიდა საკუთარი ფულით, მის მეგობარ ალ--------------–---ს ნარკოტიკული შიმშილი („ლომკა“) ჰქონდა და გადაწყვიტა ნარკოტიკების მასთან ერთად მოხმარება. მივიდა მის სახლში, სადაც დახვდა ქე------ი. მან უთხრა, რომ ნარკოტიკები სჭირდებოდა. უპასუხა, რომ ნარკოტიკებს არ ყიდიდა, არამედ ყიდულობდა და მოიხმარდა. შესთავაზა ერთად მოეხმარათ, რაზედაც ქე------მა უარი განაცხადა და სთხოვა მთლიანად გაეტანებინათ მისთვის, ფულს გადაუხდიდა, რითაც სხვა ნარკოტიკული საშუალების შეძენას შეძლებდნენ. ქე------ს ნარკოტიკი თვითონ მისცა, მაგრამ გასაყიდად არ მიუწოდებია. ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ იგი სამ შეკვრას გადასცემს ქე-----------–----–---–ს, ხოლო სანაცვლოდ ფულს იღებს, სინამდვილეს არ შეესაბამება. ფული ნამდვილად მიაწოდა ქე------მა, მაგრამ არ აუღია. ეგონა მისი მეგობრისთვის უნდა გადაეცა. ბოლოს აღნიშნული თანხა ქე-----------–----–---–მა წაიღო.

 

2.24. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულების ალ--------------–---ისა და რა-------–-----------ის მიერ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გაცხადებულ ფაქტობრივი გარემოებებს (სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ ნარკოტიკული საშუალება არ გაუსაღებიათ და ალ--------------–---ი არ დახმარებია რა-------–-----------ს ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში), ვინაიდან აღნიშნული არ შეესაბამება როგორც მოწმე ქე-----------–----–---–ის ჩვენებას, ასევე მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს (მათ შორის ფარულ ვიდეო ჩანაწერებს). ქე-----------–----–---–მა სასამართლო სხდომაზე ცალსახად აღნიშნა, რომ 2018 წლის 26 მარტს ალ--------------–---მა 150 ლარად მიჰყიდა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, ხოლო 2018 წლის 4 აპრილს დაეხმარა მას ნარკოტიკების შეძენაში, დაურეკა მის მეგობარ რა-------–-----------ს, რომელმაც რამდენიმე წუთში მიუტანა სამ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რაშიც 200 ლარი გადაუხადა. ქე-----------–----–---–ის აღნიშნული განმარტება ერთმნიშვნელოვნად დასტურდება 2018 წლის 26 მარტისა და 2018 წლის 4 აპრილის ფარული ვიდეო ჩანაწერებით. პირველ ჩანაწერში ცალსახად ჩანს, რომ ალ--------------–---მა ქე-----------–----–---–ს გადასცა ნარკოტიკული საშუალება, რის სანაცვლოდაც აიღო 150 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში დაურეკა მეგობარ რ--------–-----------ს, რომელმაც რამდენიმე წუთში მიიტანა მის სახლში ნარკოტიკული საშუალება, გადასცა ქე-----------–----–---–ს და სანაცვლოდ მიიღო 200 ლარი. რაც შეეხება ფარული ვიდეოჩანაწერების ავთენტურობასა და სისწორეს, აღნიშნული მხარეთა მიერ ეჭვქვეშ არ დამდგარა. ამასთან, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ვიდეოჩანაწერებში რაიმე სახის მონტაჟის კვალი არ შეინიშნება და მათში მონაწილე პირთა იერსახე იდენტურია ბრალდებულების იერსახისა.

 

2.25. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ შეასრულა მისი მოვალეობა და სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა, ალ--------------–---ისა და რა-------–-----------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების, ასევე ალ--------------–---ის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში დახმარების ფაქტები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენაში და შენახვაში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების (შეძენა/შენახვა) უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე. ეს ხერხებია: გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა სხვა ნივთში, გასესხება, ვალის გადახდა (პირს ემართა სხვისი ფული და კრედიტორს ფულის ნაცვლად ვალში მისცა ნარკოტიკული საშუალება).

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით (ასევე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით) ცალსახად დადასტურდა ალ--------------–---ისა და რა-------–-----------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტები. უტყუარად დადასტურებულია, რომ 2018 წლის 26 მარტს ალ--------------–---მა ქე-----------–----–---–ს გადასცა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რაშიც ამ უკანასკნელმა გადაიხადა 150 ლარი. ასევე, 2018 წლის 4 აპრილს რა-------–-----------მა ალ--------------–---ის თხოვნით ამ უკანასკნელის სახლში მიიტანა უკანონოდ შეძენილი და შენახული სამ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც გადასცა ქე-----------–----–---–ს 200 ლარის სანაცვლოდ. შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია თითქოს ბრალდებულებს ნარკოტიკული საშუალება არ გაუსაღებიათ, სასამართლოს სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულად მიაჩნია. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულთა მიერ ქე-----------–----–---–ისთვის ნარკოტიკული საშუალების უსასყიდლოდ გადაცემის ვერსია უარყოფილია საკმაოდ მაღალი მტკიცებულებითი ძალის მქონე ფარული ვიდეო ჩანაწერებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისთვის ნარკოტიკული საშუალების გასაღებას წარმოადგენს მისი სხვა პირისთვის უსასყიდლოდ გადაცემაც, შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც თუ ასეთი გარემოებები დადასტურებული იქნებოდა მტკიცებულებების ერთობლიობით ბრალდებულთა ქმედებების სამართლებრივი კვალიფიკაცია არ შეიცვლებოდა.

 

3.3. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. ამავე დანართის (ნუსხის) 189-ე გრაფაში მითითებული ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინი“ 0,2 გრამამდე ითვლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ალ--------------–---მა ქე-----------–----–---–ს გადასცა საერთო წონით 0.0469 გრამი, ხოლო რა-------–-----------მა საერთო წონით 0.1351 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რაც არ აღემატება ზემოაღნიშნული ნუსხით განსაზღვრულ 0,2 გრამს და წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობას.

 

3.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ალ--------------–---მა და რა-------–-----------მა ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, რისთვისაც ისინი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ.

 

3.5. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ალ--------------–---ის ქმედების დაკვალიფიცირება, როგორც ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში დახმარება სწორია, თუმცა მითითება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლზე არასწორი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

3.6. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 24-ე მუხლი მოიცავს თანამონაწილეთა დეფინიციას (განსაზღვრავს მის სახეებს). აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამხმარეა ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას.

 

3.7. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ალ--------------–---ი 2018 წლის 4 აპრილის ეპიზოდში უშუალოდ კი არ მონაწილეობდა დანაშაულის ჩადენაში, არამედ დაეხმარა რა-------–-----------ს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებაში, რითაც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას, კერძოდ: 2018 წლის 4 აპრილს ქე-----------–----–---–ი მივიდა ალ--------------–---თან და უთხრა, რომ სჭირდებოდა ნარკოტიკული საშუალება. ალ--------------–---მა ორჯერ დაურეკა რა-------–-----------ს, უთხრა, რომ ქე-----------–----–---–ი ელოდებოდა, მიიყვანა საკუთარ სახლში და მის თვალწინ რა-------–-----------მა ნარკოტიკული საშუალება თანხის სანაცვლოდ გადასცა ქე-----------–----–---–ის. აღსანიშნავია, რომ ვიდეჩანაწერის თანახმად, რამდენიმე დღით ადრე ჯერ კიდევ 16 მარტს ქე-----------–----–---–ი მიმართავს ალ--------------–---ს და ეუბნება, რომ ,,რ-----ას“ ვერ უკავშირდება და სთხოვს დახმარებას. ამდენად, ალ--------------–---ის მიერ ფაქტობრივად განხორციელებული ქმედებები წარმოდგენს დახმარებას, რამაც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას (მისი ქმედება ამ კონკრეტულ ეპიზოდში წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის აუცილებელ პირობას).

 

3.8. საქართველოს სსკ-ის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ორგანიზატორის, წამქეზებლისა და დამხმარის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი იმავდროულად დანაშაულის თანაამსრულებლები იყვნენ.

 

3.9. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ალ--------------–---ის, როგორც დამხმარის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა (2018 წლის 4 აპრილის ეპიზოდი) უნდა განისაზღვროს და სასჯელი დაენიშნოს სსკ-ის 25-ე მუხლზე მითითებით, ნაცვლად 24-ე მუხლისა.

 

3.10. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ალ--------------–---მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში დახმარება, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლითაც ალ--------------–---ს და რა-------–-----------ს მსჯავრი უნდა დაედოთ სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე ვადით, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი - ექვსიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ალ--------------–---ისა და რა-------–-----------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი სახე და ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.5. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

4.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ალ--------------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები უტყუარად არ დგინდება. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები ასევე არ გააჩნია რა-------–-----------ს.

 

4.7. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ალ--------------–---ს და რა-------–-----------ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში დახმარება, რაც უხეშად არღვევს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრულ წესს და არის მაღალი საშიშროების მატარებელი, მით უფრო, ნარკოტიკული საშუალების სახეობის (ჰეროინი) გათვალისწინებით), დანაშაულის ჩადენის სახესა და ხერხს (ალ--------------–---მა და რა-------–-----------მა უკანონოდ შეიძინეს, შეინახეს და ქე-----------–----–---–ზე უკანონოდ გაასაღეს ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, ასევე ალ--------------–---ი დაეხმარა რა-------–-----------ს ქე-----------–----–---–ისთვის 200 ლარად მიეყიდა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“), ბრალდებულების პირად და ეკონომიკურ პირობებს (ალ--------------–---ის პირადი და ეკონომიკური პირობების შესახებ ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება, ხოლო რა-------–-----------ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები - არის მძიმე ნეფროლოგიური ავადმყოფი), ალ--------------–---ს და რა-------–-----------ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება/შემოსავლის მიღება) და მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე ალ--------------–---ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 25,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო რა-------–-----------ს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ალ--------------–---ის და რა-------–-----------ის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულების პიროვნებების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დანიშნული სასჯელები სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

4.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

4.9. ამდენად, ალ--------------–---ს და რა-------–-----------ს სასჯელი უნდა განესაზღვროთ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

4.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 აგვისტოს #0-------- დასკვნის თანახმად, ნევროლოგის მიერ ჩატარებული გამოკვლევებით, ბრალდებულ რა-------–-----------ს დაუდგინდა დიაგნოზი: თირკმელების ქრონიკული დაავადება (V სტადია), ტერმინალი #18.5, ჰემოდიალეზზე დამოკიდებულება Z99.2.

 

რა-------–-----------ი ნეფროლოგიური თვალსაზრისით მძიმე ავადმყოფია და სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნების მიზნით ესაჭიროება თირკმელჩანაცვლებითი თერაპია, უწყვეტად შერჩეული რეჟიმით და გრ-----ით.

 

4.11. საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით .... შემდეგი საფუძვლის არსებობისას: ა) მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას - მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.

 

საქართველოს სსსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისგან გაათავისუფლოს მსჯავრდებული, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მტკიცებულებით - ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ რა-------–-----------ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები - ნეფროლოგიური თვალსაზრისით არის მძიმე ავადმყოფი (ესაჭიროება თირკმელჩანაცვლებითი თერაპია, უწყვეტად შერჩეული რეჟიმით და გრ-----ით), თუმცა არ დგინდება სსსკ-ის 283-ე და 284-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები - რომ ავადმყოფობა ხელს უშლის სასჯელის მოხდას ან მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის. ამდენად, არ არსებობს რა-------–-----------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი.

 

5.ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:

 

§ დისკები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

§ ნარკოტიკული საშუალება სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;

 

§ ფულადი თანხა და პირადი ნივთები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ალ--------------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 25,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 25,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 25.260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ალ--------------–---ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. ალ--------------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. ალ--------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 7 მაისიდან.

 

5. ალ--------------–---ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

6. რა-------–-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით რა-------–-----------ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

8. რა-------–-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

9. რა-------–-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 7 მაისიდან.

 

10. რა-------–-----------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

11. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

§ დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

§ ნარკოტიკული საშუალება სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

§ ფულადი თანხა და პირადი ნივთები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.

 

12. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი