განაჩენი

სისხლის სამართლის 11.04.2019
საქმის ნომერი
820100119002905559
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100119002905559

№1-81/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 აპრილი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე

 

პროკურორი - რ----- ბ---–----ე

 

ბრალდებულები - გ------ თ---------ე, გ--–- თ---------ე

ადვოკატი - მან-------------ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173080219001 საქმე,ბრალდებული: გ------ თ---------ის მიმართ

მამის სახელი: შ-----

დაბადებული: 3--------- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო,პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: სა–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: არ მქონე

მცხოვრები: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ქ-------------, ქუჩა №4, სახლი №10

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი;

 

ბრალდებულ გ--–- თ---------ის მიმართ,მამის სახელი: შ-----

დაბადებული: 0--------- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო,პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: სა–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებელი

ნასამართლეობა: არ მქონე

მცხოვრები: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ქ-------------, ქუჩა №4, სახლი №10

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ გ------ თ---------ის მიმართ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 07 თებერვალს დაახლოებით 23:05 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, გ------ თ---------ემ ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრ, რძალს, მ------ მ-------ეს ხელების სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასამართლომ გ--–- თ---------ძის მიმართ დაადგინა:

 

2. 2019 წლის 07 თებერვალს დაახლოებით 23:05 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, გ--–- თ---------ემ თოფით სიცოცხლის მოსპობთ დაემუქრა მისივე ოჯახის წევრ, რძალს, მ------ მ-------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვიაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

3. ბრალდებულებმა გ------ თ---------ემ და გ--–- თ---------ემ თავი სრულად სცნეს დამნაშავედ, ამავდროულად მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

5.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 12 მარტის №001636219 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მ------ მ-------ეს აღენიშნებოდა ხაზოვანი ფორმის ნაჭდევი-ნაკაწრი მარცხენა მტევნის I თითის არეში, დაზიანება განვითარებულია რაიმე მახვილი საგნის წყვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

6. დაზარალებულმა მ------ მ-------ემ განაცხადა, რომ იგი ცხოვრობს მეუღლის გი------ თ---------ის ოჯახში, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ქ-------------ში. მათთან ერთად ოჯახში ცხოვრობდნენ მეუღლის მშობლები და ძმები. 2019 წლის 07 თებერვალს, მეუღლის ძმამ, გ------ თ---------ემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო გ--–- თ---------ე მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში. მისივე განმარტებით ამ ეტაპზე იგი შერიგებულია ბრალდებულებთან და არ მოითხოვს მათ დასჯას.

 

7. ბრალდებულმა გ------ თ---------ემ დაადასტურა მ------ მ-------ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.

 

8. ბრალდებულმა გ--–- თ---------ემ დაადასტურა მ------ მ-------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი.

 

9 .საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

10. ამდენად, დაზარალებულის ჩვენებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ------ მ-------ე არის გ--–- და გი------ თ---------ეების რძალი, ისინი ცხოვრობდნენ ერთ ოჯახში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

11. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ

 

ბრალდებულმა გ------ თ---------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ბრალდებულმა გ--–- თ---------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვიაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

სამართლებრივი შეფასება:

 

12. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------ თ---------ემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

 

გ--–- თ---------ემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვიაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

13. გ------ თ---------ეს და გ--–- თ---------ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.

 

14. გ------ თ---------ეს და გ--–- თ---------ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, დაზარალებულის შერიგება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც ხელყოფს ადამიანის ხელშეუხებლობას, ასევე მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რომლის მსხვერპლი აღმოჩნდა ოჯახის წევრი რძალი, რითაც ბრალდებულები დაუპირისპირდნენ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყვეს ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, რითაც ხელჰყვეს ოჯახში თანასწორუფლებიანობა და მშვიდი თანაცხოვრება, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ქმედების განმსაზღვრელი მოტივი იყო პირადი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ოჯახის წევრებისადმი და მოქალქეობრივი მოვალეობებისადმი ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით საკუთარი უპირატესობის წარმოჩენა, რითაც ბრალდებული დაუპირისპირდა ოჯახში და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, ისეთი ფორმებით, რაც საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ წესებს ეწინააღმდეგება, რაც დასაგმობია, რადგანაც სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია ცალკეულმა პირებმა თავის თავზე აიღონ სხვა პირის დასჯა და ანგარიშსწორება, ვინაიდან უგულებელყოფილი იქნება კანონის უზენაესობა.

 

სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ძალადობრივი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშული. გ------ თ---------ე და გ--–- თ---------ე არა არიან ნასამართლევი, არ არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი დამამძიმებელი გარემოებები, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელის სახედ ჯარიმის მინიმუმზე მაღალი ზომით დანიშვნა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.ბრალდებული გ------ თ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 260 (ორას სამოცი) საათი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გ------ თ---------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობაში ყოფნის დრო, 2019 წლის 08 თებერვლიდან 2019 წლის 13 თებერვლის ჩათვლით, 6 დღე და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 230 (ორას ოცდათი) საათის ვადით;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 01 (ერთი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.

 

2.ბრალდებული გ--–- თ---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გ------ თ---------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობაში ყოფნის დრო, 2019 წლის 08 თებერვლიდან 2019 წლის 13 თებერვლის ჩათვლით, 6 დღე და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდათი) საათის ვადით;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 02 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.

 

3.გაუქმდეს მსჯავრდებულ გ------ თ---------ის და გ--–- თ---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო და მოეხსნას ყადაღა გ------ თ---------ის მიმართ აღკვეთი ღონისძიების 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად და გ--–- თ---------ის მიმართ აღკვეთი ღონისძიების 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, (ჯამში 8 000 ათასი ლარის ღირებულების ნაწილში) გი------ თ---------ის (---------------) და უმ--- თ---------ის (პ/ნ 6----------) სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ 8 000 (რვა ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას, მდებარე: რაიონი ხელვაჩაური, სოფელი ქ----- ჯ-----, (დაზუსტებული ფართობი 2500.00) ს/კ 2------------

 

4.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

5.საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დანაშაულის ჩადენის იარაღი, "ИЖ-18-Е " მოდელის №K14067 სანადირო თოფი - საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე უსასყიდლოდ გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს, ხოლო ერთი ცალი DVD დისკი - დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით;

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ხვიჩა კიკილაშვილი