გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.04.2019
საქმის ნომერი
611210018002751369
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #611210018002751369

#2/552-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27.03.2019 წ. ქ. მ--------–ი

შესავალი ნაწილი

მ--------–ის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე მანანა მესხიშვილი

სხდომის მდივანი ეკა ნავერიანი

მოსარჩელე - ლ---- ვ--–----

მოსარჩელის წარმომადგენ--–- - ნ--- ა------–---–-

მოპასუხე - ე-–----- რ----------ი

მოპასუხის წარმომადგენ--–- - ნ--–- რ----------ა

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება, განქორწინება,აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

ლ---- ვ--–---- ითხოვს ე-–----- რ----------ისთვის ალიმენტის დაკისრებას და მასთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.

მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

ლ---- ვალიევი და ე-–----- რ----------ი ფაქტობრივ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში იყვნენ 2003 წლიდან. 2015 წლის 4 მაისს ქორწინება დარეგისტრირდა. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი - 2----–-–----------------ს დაბადებული რ---–-- რ----------ი და 2----–-–---------------ს დაბადებული ჰ------ რ----------ი. 2016 წლიდან ლ. ვ--–---- და ე. რ----------ი ფაქტობრივად დაშორდნენ, რის შემდეგაც არასრულწლოვანი შვილები დარჩნენ მოსარჩელესთან. დაშორებამდე უკანასკნ--–- შვიდი წლის განმავლობაში მოპასუხე არსად მუშაობდა და არ ზრუნავდა შვილებზე. დაშორებამდე 12 წლის განმავლობაში ისინი ცხოვრობდნენ ქ. ბაქოში, სადაც მოსარჩელე აგრძელებს ცხოვრებას შვილებთან ერთად, რომლებიც იქ დადიან სკოლა-ლიცეუმში, ხოლო მოპასუხე ცხოვრობს მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ------ში, მშობლების ოჯახში.

 

აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ლ---- ვ--–---- ითხოვს მოპასუხისთვის თითოეული ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150-150 ლარის დაკისრებას ბავშვების სრულწლოვნებამდე, ასევე განქორწინებას.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ ამჟამად ცხოვრობს ქირით, მუშაობს ტანსაცმლის მაღაზიაში გამყიდველად და მისი ხელფასი შეადგენს 300 აზერბაიჯანულ მანათს, რაც დაახლოებით 450 ლარის ექვივალენტია. რაც შეეხება მოპასუხეს, ის მუშაობდა დაცვის პოლიციაში, თუმცა ამჟამად აღარ მუშაობს, პერიოდულად მიდის საზღვარგარეთ.

 

მოსარჩელე ასევე ითხოვდა მშობლის უფლების ნაწილორბივ შეზღუდვას მოპასუხისათვის, რაზეც მხარეები მორიგდნენ 2019 წლის 24 მარტის სასამართლო სხდომაზე. შესაბამისად, ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ე-–----- რ----------ს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო სხდომაზე მისმა წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ე. რ----------ი საქართველოდან წავიდა სამუშაოს საშოვნელად, დაუბარა, რომ იმუშავებდა და ბავშვების პასპორტის აღების საკითხსაც თავად მოაგვარებდა. ის 90 დღეზე მეტი ხანს ვერ დარჩება ვერც აზერბაიჯანში, ვერც თურქეთში და იმ დროისთვის ელის მის დაბრუნებას, ამჟამად სად იმყოფება და აქვს თუ არა სამსახური მისთვის უცნობია. ე. რ----------ი უარს აცხადებს როგორც განქორწინებაზე, ისე ალიმენტის დაკისრებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ლ---- ვ--–---- და ე-–----- რ----------ი 2003 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათი ქორწინება დარეგისტრირდა 2015 წლის 4 მაისს. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი - 2----–-–----------------ს დაბადებული რ---–-- რ----------ი და 2----–-–---------------ს დაბადებული ჰ------ რ----------ი.

მტკიცებულებები:

- დაბადების მოწმობები (ს. ფ. 23, 25);

- ქორწინების მოწმობა (ს. ფ. 21-22).

 

3.1.2. 2016 წლიდან მეუღლეები დაშორდნენ. ლ---- ვალიევი არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობს აზერბაიჯანში, ნაქირავებ ბინაში. ის მუშაობს ტანსაცმლის მაღაზიაში გამყიდველად და მისი ხელფასი შეადგენს 300 აზერბაიჯანულ მანათს. ბავშვები დადიან სკოლა-ლიცეუმში.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-5, 2019 წლის 27 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:33:06-13:34:55 სთ.).

 

3.1.3. ე-–----- რ----------ი ადრე მუშაობდა დაცვის პოლიციაში, თუმცა დღეის მდგომარეობით აღარ მუშაობს. მან დატოვა საქართველო სამუშაოს საძიებლად.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (2019 წლის 27 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:33:06-13:41:18 სთ).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეებს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნ--–-ვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- ვ--–----ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ე-–----- რ----------ს თითოეული შვილის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით უნდა დეკისროს 120 ლარის გადახდა, ამასთან, უნდა შეწყდეს მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე 1197-ე, 1198-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები და ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).

საქართველოს სსკ-ის 1122-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

საქართველოს სკ-ის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირს ეფუძნება, რომელიც ოჯახის შექმნას უნდა ისახავდეს მიზნად. ქორწინებაში ყოფნის ნება აუცილებელი წინაპირობაა არა მხოლოდ დაქორწინებისას, არამედ ქორწინების შენარჩუნებისთვისაც. ნების თავისუფლებიდან გამომდინარე დაუშვებელია პირის იძულება იმყოფებოდეს ქორწინებაში მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. საგულისხმოა, რომ განქორწინებისათვის რაიმე მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობა აუცილებელი არ არის. მიუხედავად თავდაპირველი სურვილისა, თანაცხოვრების პერიოდში შესაძლოა გამოიკვეთოს მთელი რიგი გარემოებები, რაც კონკრეტულ პირთან ერთ ოჯახად ცხოვრებას მეუღლისათვის არასასურველს ხდის.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს განქორწინებას, აცხადებს რომ აღარ სურს ე. რ----------თან რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა. ამასთან, მხარეები 2016 წლიდან ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობენ, მოსარჩელე ცხოვრობს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ხოლო მოპასუხე ცხოვრობს საქართველოში.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ე. რ----------სა და ლ. ვ--–----ს შორის ქორწინება უნდა შეწყდეს განქორწინებით, რადგან მოსარჩელეს აღარ სურს ქორწინებაში დარჩენა, რის გამოც მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

შესაბამისად, მოთხოვნა განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. საქართველოს სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებათა კონვენციის” მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უმთავრესად ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

საქართველოს სსკ-ის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.

კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა.

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ უმუშევრობა არ წარმოადგენს ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს, ვინაიდან მშობელი ვალდებულია ყოველი ღონე იხმაროს და არჩინოს შვილი.

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისათვის სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს დაქირავებულ ბინაში, ბავშვები მის კმაყოფაზე არიან, თავად მუშაობს გამყიდველად და მისი ხელფასი შეადგენს 300 აზერბაიჯანულ მანათს, ხოლო მოპასუხეს არ აქვს სტაბილური სამსახური და ის შემოსავლის მიღებას ცდილობს პერიოდულად საზღვარგარეთ, ამასთან, მის კმაყოფაზე არავინ იმყოფება, და მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მშობლებისა და შვილის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2----–-–----------------ს დაბადებული რ---–-- რ----------ის და 2----–-–---------------ს დაბადებული ჰ------ რ----------ის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, გონივრული და სამართლიანი იქნება 120 ლარის ოდენობით ალიმენტი თითოეული ბავშვისათვის, რომლის გადახდაც მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ 50 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისათვის 150-150 ლარის დაკისრებას, თუმცა მოთხოვნა დაკმაყოფილდა 120-120 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, დაკმაყოფილებული სარჩელის ფასი შეადგენს (120X2X12) 2880 ლარს, რომლის 3%-ია 86,4 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უნდა განახევრდეს. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 43,2 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ---- ვ--–----ს სარჩელი ე-–----- რ----------ის მიმართ განქორწინების და ალიმენტის დაკისრებისა თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. შეწყდეს ლ---- ვ--–----ს (პნ 2----------) და ე-–----- რ----------ს (პნ 2----------) შორის 2005 წლის 4 მაისს რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერის №-------).

 

3. ე-–----- რ----------ს ლ---- ვ--–----ს სასარგებლოდ შვილების - 2----–-–----------------ს დაბადებული რ---–-- რ----------ის და 2----–-–---------------ს დაბადებული ჰ------ რ----------ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით დაეკისროს თითოეული ბავშვისათვის 120 ლარის გადახდა 2018 წლის 6 დეკემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

4. ე-–----- რ----------ს ლ---- ვ--–----ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.

 

5. ე-–----- რ----------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 43,20 ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, მ--------–ის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით, სააპელაციო საჩივრით.

 

7. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარეები უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა. გამოუცხადებლობის შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება 30-ე დღეს.

 

მოსამართლე მანანა მესხიშვილი