გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.04.2019
საქმის ნომერი
010210117001666477
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210117001666477

# 2-1/2017

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 თებერვალი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

 

მოსარჩელე - შპს ,,ალ-------- ინ–---- თა------- პ----–---- თი---------" წარმომადგენელი - ვახტანგ ტოროტაძე

 

მოპასუხე - შპს ,,Ta-----’’

წარმომადგენელი - ნინო ლიკუჩოვა, ნათია მიქელაძე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,Ta-----’’ მოსარჩელის შპს ,,ალ-------- ინ–---- თა------- პ----–---- თი---------"-ს სასარგებლოდ დაეკისროს მიწოდებული მასალა-ხელსაწყოების, ავტომანქანის, შესრულებულ სამუშაოთა, ამწე-კრანის იჯარა-დემონტაჟის ღირებულებიდან არგადახდილი ნაწილისა და დასაბრუნებელი საგარანტიო თანხების გადახდა, ჯამში 585784,29 აშშ დოლარისა და 651571,67 ლარის ოდენობით;

1.2. მოპასუხე შპს ,,Ta-----’’ მოსარჩელის შპს ,,ალ-------- ინ–---- თა------- პ----–---- თი---------"-ს სასარგებლოდ დაეკისროს მასალა-ხელსაწყოებისა და შესრულებული სამუშაოებისათვის შეთანხმებულ დარჩენილ დავალიანებაზე - 371254,58 აშშ დოლარზე, 2014 წლის ოქტომბრის თვის ბოლოდან (ბოლო გადახდის თარიღი) პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 0,06%-ის (222 აშშ დოლარი) ოდენობით სარჩელის აღძვრის დღემდე (780 დღე), ჯამში 1731600 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე, მოპასუხე შპს ,,Ta-----’’ მოსარჩელის შპს ,,ალ-------- ინ–---- თა------- პ----–---- თი---------"-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა მიწოდებული მასალა-ხელსაწყოების არგადახდილ ღირებულებაზე - 651571 ლარზე ყოველდღიურად 0,06%-ის ოდენობით (390 ლარი), სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დღეების გაანგარიშებით.

1.3. მოპასუხე შპს ,,Ta-----’’ მოსარჩელის შპს ,,ალ-------- ინ–---- თა------- პ----–---- თი---------"-ს სასარგებლოდ დაეკისროს ამწე-კრანის იჯარისა და დემონტაჟის არგადახდილი ღირებულებიდან - 168740 აშშ დოლარზე, 2015 წლის 31 მარტიდან, პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 0,06%-ის (101 აშშ დოლარი) ოდენობით, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დღეების გაანგარიშებით.

1.4. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ საპროცესო ხარჯების ანაზღაურება.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე შეამცირა 1.1. პუნქტში მითითებული მოთხოვნა და ნაცვლად 585784,29 აშშ დოლარისა, მოითხოვა 539784,29 აშშ დოლარის დაკისრება, ასევე, შეამცირა 1.2. პუნქტში მითითებული მოთხოვნა და პირგასამტეხლოს სახით ნაცვლად 1731600 აშშ დოლარისა, მოითხოვა 150000 აშშ დოლარის დაკისრება. (იხ. სხდომის ოქმი 22.01.2018წ.).

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

1) მხარეებს შორის 2013 წლიდან არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობები, რაც გამოიხატებოდა მოპასუხისათვის ბეტონის კარკასის სტრუქტურული სამშენებლო სამუშაოების შესრულებასა და სხვადასხვა მასალების, მოწყობილობების მიწოდებაში ქ. ბათუმში, რუსთაველის ქუჩა #3--ში, შპს ,,Ta-----’’-ს მშენებარე მრავალფუნქციური შენობის ,,ბა---–------------ს" მშენებლობაზე.

2) 2014 წლის 01 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა აღნიშნული ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება (ანუ ახალი ხელშეკრულება), რომლითაც გაუქმდა მხარეთა შორის ადრე არსებული 12.09.2013წ. ხელშეკრულება. 01.05.2014წ. ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა შორის საბოლოო ბალანსი, რომლითაც დადგინდა დავალიანების არსებობა, მოპასუხის მიერ დავალიანების გადახდის ვალდებულება და გადახდის გრაფიკი. მიღება-გადაცემის შესაბამისი თარიღების შესაბამისი სავალუტო კურსების გათვალისწინებით აისახა 01.05.2014 წლამდე გადაცემული მასალა-ხელსაწყოების, ავტომანქანის, შესრულებულ და აუნაზღაურებელ სამუშაოთა ღირებულება, ჯამში 875106,97 აშშ დოლარის ოდენობით. განისაზღვრა, რომ ეს თანხა მოპასუხეს უნდა გადაეხადა თანაბარწილად 2014 წლის მაისი-სექტემბრის თვეებში ყოველთვიური გადახდებით. 2014 წლის განმავლობაში, მოპასუხემ აღნიშნული თანხიდან გადაიხადა მხოლოდ ნაწილი და 17.10.2014 წლიდან გადასახდელი დარჩა 371254,58 აშშ დოლარი.

3) შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით გადაწყდა, რომ ცალკე გაფორმდებოდა ამწე-კრანის იჯარის ხელშეკრულება, რაც გაფორმდა ინვოისის გამოიწერით და მასზე ორივე მხარემ მოაწერა ხელი. ამწე-კრანის იჯარის გადასახადმა, მის დემონტაჟთან ერთად შეადგინა 168740,00 აშშ დოლარის ოდენობით შეთანხმებული ფასი, მოპასუხეს კი ამ დავალიანების თანხიდან საერთოდ არ გადაუხდია.

4) 17.10.2014წ. დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურის თანახმად, 17.10.2014წ. შედარების ანგარიშის შემდგომაც, 29.10.2014 წელს მოპასუხეს მიეწოდა სამშენებლო მასალა-მოწყობილობები 651571,67 ლარის ღირებულების. მოპასუხეს ამ დავალიანებიდან არ გადაუხდია თანხა.

5) მოპასუხეს ასევე მოსარჩელისათვის დასაბრუნებელი აქვს მიღებული საგარანტიო თანხები, ჯამში 45789,71 აშშ დოლარის ოდენობით.

6) მოპასუხეს ბოლო გადახდა განხორციელებული აქვს 2014 წლის 17 ოქტომბერს და დღეისათვისჯამურად, ძირი დავალიანება შეადგენს 585784,29 აშშ დოლარს და 651517,67 ლარს, მიუხედავად არაერთგზისი მოთხოვნისა, მათ შორის წერილობითი ფორმით, მოპასუხე დარჩენილ დავალიანებას არც სრულად და არც ნაწილ-ნაწილ იხდის.

(იხ. სარჩელი, მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს ,,Ta-----’’ სარჩელის მიმართ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს.

 

მოპასუხე თავის პოზიციას ამყარებს შემდეგი არგუმენტაციით:

 

2.1. 12.09.2013წ. შეთანხმებით, შავი კარკასის ბეტონის სამუშაოების შესახებ ხელშეკრულება მხარეებს შორის ორმხრივად შეწყდა. შეთანხმებით განისაზღვრა საბოლოო ანგარიშსწორება, განისაზღვრა გადახდის გრაფიკი. კომპანია წარმოადგენს აჭარის რეგიონში მსხვილ ინვესტორს, კომპანიის მიმართ მიმდინარე სამართლებრივი შეზღუდვების გამო ვერ განხორციელდა ტრანზაქციები.

2.2. მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულებების ნაწილი შესრულებულია.

2.3. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ მხარეებს შორის ახალი შეთანხმებით გაუქმდა წინა შეთანხმებები და პირობები, ხოლო ახალი შეთანხმება პროცენტებს, საურავს, ჯარიმა/პირგასამტეხლოს არ ითვალისწინებს, მხარეები ამაზე არ შეთანხმებულან. ასევე, მოპასუხის მიერ გადახდილია 103748,38 აშშ დოლარი და 27362,44 აშშ დოლარი, რაც მოსარჩელეს არ აქვს ასახული. შესაბამისად, მოპასუხე სარჩელს საერთოდ არ ცნობს.

(იხ. შესაგებელი, მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეებს შორის სადავო არაა, რომ მხარეებს შორის 2013 წლიდან არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობები, რაც გამოიხატებოდა მოპასუხისათვის ბეტონის კარკასის სტრუქტურული სამშენებლო სამუშაოების შესრულებასა და სხვადასხვა მასალების, მოწყობილობების მიწოდებაში ქ. ბათუმში, რუსთაველის ქუჩა #3--ში, შპს ,,Ta-----’’-ს მშენებარე მრავალფუნქციური შენობის ,,ბა---–------------ს" მშენებლობაზე.

კერძოდ, რომ შპს ,,ალ-------- ინ–---- თა------- პ----–---- თი---------"-მ მოპასუხეს მიაწოდა მასალა-ხელსაწყოები, ავტომანქანა, შეასრულა ბეტონის შავი კარკასის სტრუქტურული სამშენებლო სამუშაოები, გადასცა იჯარით ამწე-კრანი და შემდეგში განახორციელა მისი დემონტაჟი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში;

- 01.05.201წ. შეთანხმება;

- ხელშეკრულების შეწყვეტისას არსებული, მიმდინარე ანგარიში;

- ინვოისები;

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები;

- შედარების ანგარიშები;

 

3.1.2. მხარეებს შორის სადავო არაა სარჩელში მითითებული: მიწოდებული მასალების, მოწყობილობების, ავტომანქანის, იჯარის საზღაურის, ამწე-კრანის დემონტაჟის სამუშაოს, გაცემული საგარანტიო თანხების ოდენობა და ღირებულებები, ფასებზე შეთანხმებები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში;

- 01.05.201წ. შეთანხმება;

- ხელშეკრულების შეწყვეტისას არსებული, მიმდინარე ანგარიში;

- ინვოისები;

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები;

- შედარების ანგარიშები;

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2014 წლის 01 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა სახელშეკრულებო ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც გაუქმდა მხარეთა შორის ადრე არსებული 12.09.2013წ. ხელშეკრულება. 01.05.2014წ. ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა შორის საბოლოო ბალანსი, რომლითაც დადგინდა დავალიანების არსებობა, მოპასუხის მიერ დავალიანების გადახდის ვალდებულება და გადახდის გრაფიკი. მიღება-გადაცემის შესაბამისი თარიღების შესაბამისი სავალუტო კურსების გათვალისწინებით აისახა 01.05.2014 წლამდე გადაცემული მასალა-ხელსაწყოების, ავტომანქანის, შესრულებულ და აუნაზღაურებელ სამუშაოთა ღირებულება, ჯამში 875106,97 აშშ დოლარის ოდენობით. განისაზღვრა, რომ ეს თანხა მოპასუხეს უნდა გადაეხადა თანაბარწილად 2014 წლის მაისი-სექტემბრის თვეებში ყოველთვიური გადახდებით. აქედან მოპასუხეს გადახდილი აქვს 503852,39 აშშ დოლარი, ამას თვითონ მოსარჩელე აღიარებს და არაა სადავო, 875106,97 აშშ დოლარის ოდენობიდან ითხოვს 371254,58 აშშ დოლარის დაკისრებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში;

- 01.05.201წ. შეთანხმება;

- ხელშეკრულების შეწყვეტისას არსებული, მიმდინარე ანგარიში;

- ინვოისები;

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები;

- შედარების ანგარიშები;

 

3.1.4. დადგენილია, რომ ამწე-კრანის იჯარის გადასახადმა, მის დემონტაჟთან ერთად შეადგინა 168740,00 აშშ დოლარის ოდენობა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში;

- 01.05.201წ. შეთანხმება;

- ხელშეკრულების შეწყვეტისას არსებული, მიმდინარე ანგარიში;

- ინვოისები;

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები;

- შედარების ანგარიშები;

 

3.1.5. დადგენილია, რომ 29.10.2014 წელს მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა სამშენებლო მასალა-მოწყობილობები 651571,67 ლარის ღირებულების.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში;

- 01.05.201წ. შეთანხმება;

- ხელშეკრულების შეწყვეტისას არსებული, მიმდინარე ანგარიში;

- ინვოისები;

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები;

- შედარების ანგარიშები;

 

3.1.6. დადგენილია, რომ მოსარჩელეს გაცემული აქვს მიღებული საგარანტიო თანხები, ჯამში 45789,71 აშშ დოლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში;

- 01.05.201წ. შეთანხმება;

- ხელშეკრულების შეწყვეტისას არსებული, მიმდინარე ანგარიში;

- ინვოისები;

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები;

- შედარების ანგარიშები;

 

3.1.7. დადგენილია, რომ მოპასუხე შპს ,,Ta-----’’ არის რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც ქ. ბათუმში, რუსთაველის ქუჩა #3--ში, აწარმოებს მრავალფუნქციური შენობის ,,ბა---–------------ს" მშენებლობას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში;

- ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება;

 

3.1.8. დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს ,,ალ-------- ინ–---- თა------- პ----–---- თი---------" არის თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, ხოლო შპს ,,ალ-------- ინ–---- თა------- პ----–---- თი---------"-ს ბათუმის ფილიალი არის უცხოური საწარმოს ფილიალი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში და მისი დამფუძნებელია შპს ,,ალ-------- ინ–---- თა------- პ----–---- თი---------".

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში;

- ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან;

- დავალების ხელშეკრულება, რწმუნებულება/მინდობილობა;

 

3.1.9. მხარეებს შორის, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. მხარეთა შორის სადავოა:

- აქვს თუ არა დარჩენილი გადასახდელად შპს ,,Ta-----’’-ს შპს ,,ალ-------- ინ–---- თა------- პ----–---- თი---------"-ს მიმართ სარჩელში მითითებული დავალიანების თანხები, მაშინ როცა შპს ,,Ta-----’’ სადავოდ არ ხდის მოსარჩელის მიერ მასზე მასალა-ხელსაწყოების, ავტომანქანის მიწოდებას, სამუშაოთა შესრულებას, ამწე-კრანის იჯარისა და მისი დემონტაჟის, საგარანტიო თანხების მიღების ფაქტობრივ გარემოებებს, აცხადებს, რომ მას ეს თანხები გადახდილი აქვს;

- მხარეები ასევე დავობენ, რომ 01.05.201წ. შეთანხმებით გაუქმდა თუ არა წინა შეთანხმებები და პირობები, ხოლო ახალი შეთანხმება ითვალისწინებს თუ არა პროცენტებს, საურავს, ჯარიმა/პირგასამტეხლოს.

- ასევე, მხარეები დავობენ, რომ მოპასუხის მიერ გადახდილია თუ არა 103748,38 აშშ დოლარი და 27362,44 აშშ დოლარი, და აქვს თუ არა ეს მოსარჩელეს ასახული დავალიანებაში.

 

ფაქტობრივად, სადავო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

4.2. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

ძველი რომის სამართლის ერთერთი პრინციპის მიხედვით არ არსებობს არარსებობის მტკიცებულება. არსებობს მხოლოდ ფაქტის არსებობის მტკიცებულება. ბუნებრივია მოსარჩელეს ასეთი უარმყოფელი მტკიცებულება ვერ ექნება და ვერც მოეთხოვება. პირიქით, მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება მასზედ, რომ მის მიერ გადახდილია მიწოდებული მასალა-ხელსაწყოების, ავტომანქანის, სამუშაოთა შესრულების, ამწე-კრანის იჯარისა და მისი დემონტაჟის ღირებულება და დაბრუნებულია საგარანტიო თანხები იმ ოდენობით, რა ოდენობაზეც მიუთითებს მოსარჩელე და ეს სადავო არაა. თუ მოპასუხე ვერ წარმოადგეს ასეთ მტკიცებულებებს, მიჩნეული იქნება, რომ ასეთ ფაქტს ბუნებაში ადგილი არ აქვს.

 

4.3. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის ნასყიდობის, ნარდობის, იჯარის თაობაზე გარიგებების დადების გამო, მისი საფასურის გადახდის შესახებ მტკიცება უნდა დაეკისროს მოპასუხეს, შპს ,,Ta-----’’-ს. კერძოდ:

- შპს ,,Ta-----’’-მ უნდა დაამტკიცოს, რომ მას, მოსარჩელის მიერ მასზე მიწოდებული მასალა-ხელსაწყოების, ავტომანქანის, შესრულებულ სამუშაოთა, ამწე-კრანის იჯარის საზღაურისა და მისი დემონტაჟის ღირებულება, შეთანხმებული ფასების მიხედვით გადახდილი აქვს, ასევე გადახდილი მოსარჩელის მიერ გაცემული საგარანტიო თანხები. კერძოდ:

4.3.1. რომ გადახდილი აქვს გადაცემული მასალა-ხელსაწყოების, ავტომანქანის, შესრულებულ და აუნაზღაურებელ სამუშაოთა ღირებულება, ჯამში 875106,97 აშშ დოლარის ოდენობით. მიუთითებს რა მოსარჩელე, რომ მოპასუხემ აღნიშნული თანხიდან გადაიხადა მხოლოდ ნაწილი და 17.10.2014 წლიდან გადასახდელი დარჩა 371254,58 აშშ დოლარი, მოპასუხეს ეკისრება 875106,97 აშშ დოლარიდან დარჩენილი 371254,58 აშშ დოლარის გადახდის მტკიცების ტვირთი.

4.3.2. რომ ამწე-კრანის იჯარის გადასახადი, მის დემონტაჟთან 168740,00 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდილი აქვს.

4.3.3. რომ 29.10.2014 წელს მასზე მიწოდებული სამშენებლო მასალა-მოწყობილობების ღირებულება, შეთანხმებული ფასი 651571,67 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს.

4.3.4. რომ მოსარჩელეს გადაუხადა მიღებული საგარანტიო თანხები, ჯამში 45789,71 აშშ დოლარის ოდენობით.

4.3.5. მოპასუხეს ეკისრება ასევე მტკიცების ტვირთი, რომ მის მიერ გადახდილია თუ არა 103748,38 აშშ დოლარი და 27362,44 აშშ დოლარი, რომელიც მისი განმარტებით, მოსარჩელეს ასახული არ აქვს მოთხოვნებში. რათქმაუნდა, ამის მტკიცება ისედაც ევალება, რადგან მოპასუხე მიუთითებს, რომ მას ყველა სახის დავალიანება გადახდილი აქვს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.

 

4.4. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმეები განიხილება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, რაც გულისხმობს პროცესის მიმდინარეობისას მოსარჩელისა და მოპასუხის თანასწორუფლებიანობას, არგუმენტების დასამტკიცებლად თანაბარი საპროცესო საშუალების მიცემას. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოსაზრებები, მოთხოვნები თუ მტკიცებულებები. მხარეები მტკიცებულებების მეშვეობით ერთმანეთს ეჯიბრებიან ფაქტების დადგენაში. სასამართლო ამოწმებს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა სანდოობას, მათ სიმყარეს, დამაჯერებლობას და მათი შეფასებით უყალიბდება შინაგანი რწმენა ამათუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. მიუხედავად მტკიცებულებათა შინაარსისა და მნიშვნელობისა, არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული შეფასება. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

ასევე, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. მხარეები მტკიცებულებებით ერთმანეთს ეჯიბრებიან ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით.

 

4.5. დადგენილია, რომ მხარეები, ურთიერთშორის ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ უნაღდო ანგარიშსწორების საფუძველზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- საგადახდო მოთხოვნები;

 

4.6. მოსარჩელემ წარმოადგინა - 01.05.201წ. შეთანხმება,ხელშეკრულების შეწყვეტისას არსებული, მიმდინარე ანგარიში, ინვოისები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, შედარების ანგარიშები, რომლითაც დგინდება, რომ მან მოპასუხეს მიაწოდა მასალა-ხელსაწყოები, ავტომანქანა, შეასრულა სამუშაოები, მიაწოდა ამწე-კრანი იჯარის საფუძველზე და განახორციელა მისი დემონტაჟი, გასცა საგარანტიო თანხები, რასაც მოპასუხე სადავოდ არ ხდის. მოსარჩელის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, მოპასუხის მიერ შესაბამისი ღირებულებები, საფასური ანაზღაურებული არ არის.

 

მოპასუხემ კი წარმოადგინა საგადახდო დავალებები თანხის გადახდის შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ მოპასუხემ შპს ,,ალ-------- ინ–---- თა------- პ----–---- თი---------"-ს ბათუმის ფილიალს ჩაურიცხა შემდეგი თანხები:

- 08/05/2014წ. - 300000 ლარი;

- 11/06/2014წ. - 139930,73 ლარი;

- 25/06/ 2014წ. - 88430 ლარი;

- 17/10/2014წ. - 95495,32 ლარი;

- 17/10/2014წ. - 31765,69 ლარი;

ჯამში, მოპასუხემ გადაიხადა 755626,74 ლარი, ბოლო გადახდა განხორციელებული აქვს 2014 წლის 17 ოქტომბერს. აღნიშნულ გადახდებს ეთანხმება მოსარჩელეც, თუმცა მიუთითებს, რომ გადაცემული მასალა-ხელსაწყოების, ავტომანქანის, შესრულებულ და აუნაზღაურებელ სამუშაოთა ღირებულება, ჯამში შეადგენდა 875106,97 აშშ დოლარს, საიდანაც მოპასუხეს გადახდილი აქვს 503852,39 აშშ დოლარი და 875106,97 აშშ დოლარის ოდენობიდან ითხოვს დარჩენილი 371254,58 აშშ დოლარის დაკისრებას. დარჩენილი 371254,58 აშშ დოლარის გადახდაზე მოპასუხემ, გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა, დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.

 

მოპასუხემ ასევე წარმოადგინა ანგარიშის ბარათი, რომლის თანახმადაც 2014 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით მას საგარანტიო თანხების გამო ჯამურად ერიცხებოდა დავალიანება 45789,71 აშშ დოლარი, რაც 2018 წლის 01 იანვრის მდგომარეობით მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს. აღნიშნულს დაეთანხმა მოსარჩელის წარმომადგენელიც და მან შეამცირა მოთხოვნა 48000 აშშ დოლარით (587784,29 აშშ დოლარიდან 539784,29 აშშ დოლარამდე). შესაბამისად საგარანტიო თანხების მოთხოვნა აღარ არის დავის საგანი (აღარ არსებობს მოთხოვნა ამ ნაწილში) და მასზე სასამართლო აღარ მსჯელობს.

 

მოპასუხემ ასევე წარმოადგინა სავალუტო საგადახდო დავალებები, რომლითაც დასტურდება, რომ სს ,,ზირაათ ბანკის" მეშვეობით 2014 წლის 17 ოქტომბერს გადაურიცხა მოსარჩელეს 27362,44 აშშ დოლარი და 2014 წლის 25 სექტემებრს 103745,38 აშშ დოლარი. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს ასახული არ აქვს ეს თანხები მოთხოვნებში. მხარეების მიერ წარმოდგენილია ასევე საგადახდო დავალებები, რომელთა თანახმად მოპასუხემ მოსარჩელეს 17/10/2014წ. ჩაურიცხა 95495,32 ლარი და

31765,69 ლარი, რაც სრულად შეესაბამება იმ დროისათვის არსებულ კურს და მოსარჩელეს გათვალისწინებული აქვს ეს გადახდები, არ უარყოფს მის მიღებას და სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ამ თანხებს არ მოიცავს სასარჩელო მოთხოვნები. ამდენად, მოპასუხის ეს არგუმენტაცია ვერ იქნება გაზიარებული.

 

მოპასუხემ, გარდა ზეპირი განმარტებისა, ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომ მას გადახდილი აქვს ამწე-კრანის იჯარის გადასახადი, მის დემონტაჟის საფასურთან ერთად 168740,00 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე ვერ იქნა მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომ მას გადახდილი აქვს მიწოდებული სამშენებლო მასალა-მოწყობილობების ღირებულება 651.571,67 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხეს, დარჩენილი ვალდებულებების ნაწილში, მისი შესრულების შემთხვევაში, რაზედაც ის მიუთითებს, შეეძლო წარმოედგინათ, მინიმუმ, სალაროს გასავლის ორდერები, დადასტურებული მოსარჩელის წარმომადგენლის ხელმოწერებით (ნაღდი ანგარიშსწორებისას), ასევე საგადახდო დავალებები, ჩარიცხვის ქვითრები, საგადასახადო დეკლარაციებიც, სადაც ასახული იქნებოდა ამ ვალდებულებების შესრულება-თანხების გადახდა, რაც გამოდგებოდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მყარი მტკიცებულებების - საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და სასაქონლო ზედდებულების საპირწონედ.

ამდენად, მოპასუხის მიერ სარჩელის უარყოფა არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით, ამიტომ სასამართლომ მთიანად გაიზიარა სარჩელში მითითებული ფაქტორივი გარემოებების არსებობა და მიწოდებული სამშენებლო მასალა-მოწყობილობების ღირებულების - 651.571,67 ლარის, გადაცემული ავტომანქანის, შესრულებულ და აუნაზღაურებელ სამუშაოთა ღირებულების, 875106,97 აშშ დოლარიდან დარჩენილი 371254,58 აშშ დოლარის და ამწე-კრანის იჯარის გადასახადის, მის დემონტაჟის საფასურთან ერთად 168740,00 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების არსებობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის შემცირებიდან გამომდინარე, ჯამურად შეადგენს 539784,29 აშშ დოლარს. ანუ, მოპასუხემ ვერ დაამტკიცა დარჩენილი დავალიანების - 651.571,67 ლარის და 539784,29 აშშ დოლარის გადახდის ფაქტები. აღნიშნული დასტურდება ასევე ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი 01.05.201წ. შეთანხმებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი);

- 01.05.201წ. შეთანხმება;

- საგადახდო დავალებები, ანგარიშის-შედარების ბარათები, საგადასახადო ანგარიშფაქტურები, ინვოისები/სასაქონლო ზედდებულები;

 

4.7. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის სადავო გარემოებები - 01.05.201წ. შეთანხმებით გაუქმდა თუ არა წინა შეთანხმებები და პირობები, ხოლო ახალი შეთანხმება ითვალისწინებს თუ არა პროცენტებს, საურავს, ჯარიმა/პირგასამტეხლოს, - წარმოადგენს აღნიშნული შეთანხმების შინაარსის გარკვევის საკითხს, რასაც მხარეები განსხვავებულად განმარტავენ და გარკვეულწილად წამოადგენს შეფასების საკითხს. ასევე შესაფასებელია მხარეებს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობები, თუ რა სახის სამართლებრივი ურთიერთობები არსებობდა მათ შორის.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 01.05.201წ. შეთანხმებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის ადრე არსებული, ბაბილონის თაუერის პროექტის ფარგლებში, შავი კარკასის ბეტონის სამუშაოების შესახებ 12.09.2013წ. ხელშეკრულება შეწყდეს. ამ შეთანხმებით, მოპასუხე წოდებულია, როგორც ,,დამსაქმებელი", ხოლო მოსარჩელე - ,,კონტრაქტორი". მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამშენებლო მოედანზე დარჩენილ მასალებს, აღწურვილობას შეიძენს ,,დამსაქმებელი"-მოპასუხე. ასევე, განისაზღვრა მხარეთა შორის საბოლოო ბალანსი, რომლითაც დადგინდა დავალიანების არსებობა, მოპასუხის მიერ დავალიანების გადახდის ვალდებულება და გადახდის გრაფიკი. მიღება-გადაცემის შესაბამისი თარიღების შესაბამისი სავალუტო კურსების გათვალისწინებით აისახა 01.05.2014 წლამდე გადაცემული მასალა-ხელსაწყოების, ავტომანქანის, შესრულებულ და აუნაზღაურებელ სამუშაოთა ღირებულება, ჯამში 875106,97 აშშ დოლარის და 573655,38 აშშ დოლარის საავანსო ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა მოსარჩელისათვის შესრულების გარანტიის და საავანსო გარანტიის წერილები. შეთანხმებაში მითითებულია გრაფიკის შესახებაც, თუ როგორ განახორციელებდა მოპასუხე გადახდებს. შეთანხმებაში არსად არაა მითითებული იმის თაობაზე, რომ თუ მოპასუხე დაარღვევდა ვალდებულებებს, გადაიხდის ჯარიმას/პირგასამტეხლოს ან რაიმე საურავს. შეთანხმებაში არაა რაიმე დათქმა იმის თაობაზეც, რომ ვალდებულების დარღვევისას მოპასუხეს დაეკისრებოდა ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ან რაიმე სხვა მიუღებელი სარგებლის სახით. ამდენად, ამ ნაწილში შეთანხმება არ არის ბუნდოვანი, ვერ განიმარტება სხვანაირად და ეჭვსაც არ იწვევს. დადგენილია ასევე, რომ მხარეებს არ წარმოუდგენიათ მათ შორის ადრე არსებული, ბაბილონის თაუერის პროექტის ფარგლებში, შავი კარკასის ბეტონის სამუშაოების შესახებ 12.09.2013წ. ხელშეკრულება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების, ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,ალ-------- ინ–---- თა------- პ----–---- თი---------"-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ:

- მოპასუხე შპს ,,Ta-----’’-ს მოსარჩელის შპს ,,ალ-------- ინ–---- თა------- პ----–---- თი---------"-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 539 000 აშშ დოლარისა და 651.571,67 ლარის გადახდა.

- მოსარჩელე შპს ,,ალ-------- ინ–---- თა------- პ----–---- თი---------"-ს სარჩელის ნაწილში - მასალა /ხელსაწყოებისა და სამუშაოებისათვის აშშ დოლარებში შეთანხმებულ ნარჩენ დავალიანებაზე - 371.254,58 აშშ დოლარზე, 2014 წლის ოქტომბრის თვის ბოლოდან ყოველთვიურად საურავების სახით 0,06%-ის, ასევე გადაცემული მასალა/ხელსაწყოების არგადახდილ ღირებულებაზე 651.571,67 ლარზე 0,06%-ი ოდენობით ყოველდღიურად დაკისრების შესახებ, სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე პერიოდისათვის, - მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.

- მოსარჩელეს, სარჩელის ნაწილში - ამწე-კრანის იჯარისა და დემონტაჟის არგადახდილი ღირებულებიდან - 168.740,00 აშშ დოლარზე, 2015 წლის 31 მარტიდან საურავების სახით 0,06%-ის ოდენობით ყოველდღიურად დაკისრების შესახებ, სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე პერიოდისათვის, - მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალხმრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ახალ მოთხოვნას ქმნის. ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამასთან, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა.

 

ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ მოქმედებების შესრულებას და, ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარებას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ და აღნიშნული გარიგებით გათვალისწინებული მოთხოვნის მიზანია ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა და ამდენად, ვალის აღიარება არ არსებობს. აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი ასევე გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. (იხ., სუს 08.11.2011წ.-ის გადაწყვეტილება Nას-839-890-2011).

 

7.2. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 01.05.201წ. შეთანხმებით მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ აღიარა ვალის მასალა/ხელსაწყოებისა და შესრულებული სამუშაოებისათვის დარჩენილი დავალიანების - 371.254,58 აშშ დოლარის ოდენობით არსებობის ფაქტი. აღნიშნული შეთანხმება ეყრდნობა მხარეებს შორის ადრე არსებულ, ბაბილონის თაუერის პროექტის ფარგლებში, შავი კარკასის ბეტონის სამუშაოების შესახებ 12.09.2013წ. ხელშეკრულებას, რომელიც შინაარსობრივად ნარდობის ხელშეკრულებაა, სადაც ვალი წარმოიშვა მოპასუხის - დამკვეთის - ,,დამსაქმებლის" დაკვეთის საფუძველზე მოსარჩელის - შემსრულებლის - ,,კონტრაქტორის" მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგად, რომლის საზღაურიც დამკვეთის მიერ სრულად არ ანაზღაურებულა და ამ ვალდებულების არსებობას ეთანხმება დამკვეთი. ამდენად, ზემოაღნიშნული შეთანხმებით, დადასტურებულია მასალა/ხელსაწყოებისა და შესრულებული სამუშაოებისათვის დარჩენილი დავალიანების - 371.254,58 აშშ დოლარის ოდენობით ვალდებულების არსებობა და მის გადახდას ეთანხმება მოპასუხე. ამდენად, მოთხოვნის ამ ნაწილში გამოყენებულ უნდა იქნეს მატერიალური სამართლის ნარდობის ნორმები.

 

რაც შეეხება 01.05.201წ. შეთანხმებით აღიარებულ, ამწე-კრანის იჯარისა და დემონტაჟის არგადახდილი ღირებულებიდან (168.740,00 აშშ დოლარი) გამომდინარე დავალიანების არსებობას, უნდა აღინიშნოს, რომ თავისი ბუნებით ეს დავალიანებაც გამომდინარეობს იმავე, მხარეებს შორის ადრე არსებულ, ბაბილონის თაუერის პროექტის ფარგლებში, შავი კარკასის ბეტონის სამუშაოების შესახებ 12.09.2013წ. ხელშეკრულებიდან და წარმოადგენს ნარდობიდან გამომდინარე ვალდებულებას, და არა იჯარის ხელშეკრულებიდან, როგორც ამას უწოდებს მოსარჩელე. შესაბამისად, მოთხოვნის ამ ნაწილშიც გამოყენებულ უნდა იქნეს მატერიალური სამართლის ნარდობის ნორმები.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს დღემდე არ აქვს ანაზღაურებული როგორც მასალა/ხელსაწყოებისა და შესრულებული სამუშაოებისათვის დარჩენილი დავალიანება - 371.254,58 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე ამწე-კრანის ,,იჯარისა და დემონტაჟის" არგადახდილი ღირებულება - 168.740,00 აშშ დოლარი. ჯამში, მხრეებს შორის არსებული 12.09.2013წ. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ოდენობა შეადგენს 539 000 აშშ დოლარს. მოპასუხემ - დამკვეთმა ვერ დაამტკიცა ვალდებულების შესრულება.

 

7.3. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის 651.571,67 ლარის გადახდას. იგი თავის მოთხოვნას აფუძნებს 01.05.2014წ. შეთანხმებაზე, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამშენებლო მოედანზე დარჩენილ მასალებს, აღჭურვილობას შეიძენს ,,დამსაქმებელი"-მოპასუხე. სადავო არაა, რომ მოპასუხემ შეიძინა ეს აღჭურვილობა, მასალები, გადაეცა მას. სადავო არაა ასევე მისი ღირებულება, მხარეთა მიერ ერთობლივად განსაზღვრული საფასური, მოპასუხემ იკისრა მისი გადახდის ვალდებულება. ეს ვალდებულება არ გამომდინარეობს მხარეთა შორის არსებული, 12.09.2013წ. ნარდობის ხელშეკრულებიდან. 01.05.2014წ. შეთანხმება ამ ნაწილში ახალი გარიგებაა, მხარეებმა ერთობლივად, მოშალეს რა 12.09.2013წ. ნარდობის ხელშეკრულება, აქვე შეთანხმდნენ, რომ რომ სამშენებლო მოედანზე დარჩენილ მასალებს, აღჭურვილობას შეიძენს მოპასუხე. ანუ, ადგილი აქვს მხარეთა შორის ნასყიდობის გარიგების დადებას, რომლითაც მოპასუხემ - მყიდველმა იკისრა ვალდებულება, რომ შეიძენდა ამ ქონებას, ხოლო მოსარჩელე - გამყიდველი მყიდველს გადასცემდა ქონებას. მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის ფასსა და გადახდის დროსა და წესზე. ნასყიდობა შედგა, მოსარჩელემ გადასცა ნასყიდობის საგანი, რაც მიიღო მყიდველმა და ეს სადავო არაა. სადავოა ვალდებულების შესრულება - ნასყიდობის საფასურის გადახდა, მოპასუხემ - მყიდველმა ვერ დაამტკიცა ვალდებულების შესრულება.

 

7.4. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს ნარდობისა და ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ადრე არსებული ნარდობის ხელშეკრულებიდან და შემდეგ ახალი გარიგების - ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

 

7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური”. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელემ შეასრულა სამუშაოები თავისი მასალით, მას შეთანხმებული საფასური სრულად არ მიუღია. მოპასუხე - ,,შემკვეთი" ვალდებულია აუნაზღაუროს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამდენად, სარჩელი ამ ნაწილში დასაბუთებული და საფუძვლიანია.

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის ფასსა და გადახდის დროსა და წესზე. ნასყიდობა შედგა, მოსარჩელემ გადასცა ნასყიდობის საგანი, რაც მიიღო მყიდველმა და ეს სადავო არაა. სადავოა ვალდებულების შესრულება - ნასყიდობის საფასურის გადახდა, მოპასუხემ - მყიდველმა ვერ დაამტკიცა ვალდებულების შესრულება. ამდენად, სარჩელი ამ ნაწილშიც დასაბუთებული და საფუძვლიანია.

 

7.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად კი დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ეს ნორმა განამტკიცებს ვალდებულების დროულად (შეთანხმებულ ვადაში) შესრულების პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს შესრულების ვადა, ვალდებულება ამ ვადაში უნდა შესრულდეს, მოვალემ არ უნდა გადააცილოს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას.

 

7.7. მოპასუხემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რაზედაც ის ამყარებს თავის შესაგებელს, პოზიციას. ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები. ამდენად, მოპასუხემ, მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, ვერ შეასრულა თავიანთი საპროცესო ვალდებულება.

 

7.8. დადგენილია, რომ 01.05.2014წ. შეთანხმება არ ითვალისწინებს ვალდებულებების დარღვევის გამო საურავის, ჯარიმა/პირგასამტეხლოს, პროცენტის დაკისრებას. მხარეებს ამის თაობაზე რაიმე დათქმა, პირობა არ განუსაზღვრავთ. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულს არც 12.09.2013წ. ნარდობის ხელშეკრულება ითვალისწინებდა, რაც მხარეებმა ორმხრივად შეწყვიტეს და ეს ხელშეკრულება მხარეების მიერ არ წარმოდგენილა. თუ მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამ ხელშეკრულებაზე აფუძნებს, მაში ის იყო ვალდებული მის წარმოდგენაზე. გარდა აღნიშნულისა, მხარეებმა 01.05.201წ. შეთანხმებით მოშალეს რა 12.09.2013წ. ნარდობის ხელშეკრულება, დარჩენილი დავალიანება განსაზღვრეს და არ გაუთვალისწინებიათ პირგასამტეხლოს ვალდებულებები არც 12.09.2013წ. ნარდობის ხელშეკრულებაზე დაყრდნობით და არც ახალი გარიგებით - 01.05.2014წ. შეთანხმებით.

 

მოსარჩელე მოითხოვს:

- მოპასუხე შპს ,,Ta-----’’ მოსარჩელის შპს ,,ალ-------- ინ–---- თა------- პ----–---- თი---------"-ს სასარგებლოდ დაეკისროს მასალა-ხელსაწყოებისა და შესრულებული სამუშაოებისათვის შეთანხმებულ დარჩენილ დავალიანებაზე - 371254,58 აშშ დოლარზე, 2014 წლის ოქტომბრის თვის ბოლოდან (ბოლო გადახდის თარიღი) პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 0,06%-ის (222 აშშ დოლარი) ოდენობით სარჩელის აღძვრის დღემდე (780 დღე), ჯამში 1731600 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე, მოპასუხე შპს ,,Ta-----’’-ს მოსარჩელის შპს ,,ალ-------- ინ–---- თა------- პ----–---- თი---------"-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა მიწოდებული მასალა-ხელსაწყოების არგადახდილ ღირებულებაზე - 651571 ლარზე ყოველდღიურად 0,06%-ის ოდენობით (390 ლარი), სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დღეების გაანგარიშებით.

- მოპასუხე შპს ,,Ta-----’’-ს მოსარჩელის შპს ,,ალ-------- ინ–---- თა------- პ----–---- თი---------"-ს სასარგებლოდ დაეკისროს ამწე-კრანის იჯარისა და დემონტაჟის არგადახდილი ღირებულებიდან - 168740 აშშ დოლარზე, 2015 წლის 31 მარტიდან, პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 0,06%-ის (101 აშშ დოლარი) ოდენობით, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დღეების გაანგარიშებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეებს შორის საურავის, ჯარიმა/პირგასამტეხლოს შესახებ რაიმე შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილში დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

 

რაც შეეხება პროცენტთან/სარგებელთან დაკავშირებით, თუმცა სარჩელი არ ეყრდნობა ამ საფუძვლებს, სასამართლო მაინც აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”. განსახილველ შემთხვევაში სასესხო ურიერთობები არ არსებობს და რაიმე გარიგება პროცენტთან დაკავშირებით რომც ყოფილიყო, ეს მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ საფუძველს ვერ წარმოშობდა.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოსარჩელე არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას ვალდებულებების დარღვევის გამო, რათა ემსჯელა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ,,ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო”.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად (ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის), ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი (ზიანი, რომელზედაც ვრცელდება ანაზღაურების მოვალეობა), ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოპასუხეებისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამდენად, სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის მისი ანაზღაურება მოთხოვნების დაკმაყოფილების პროპორციულად.

 

საპროცესო ხარჯები მხარეებს შორის განაწილდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად. კერძოდ:

- მოპასუხე შპს ,,Ta-----’’-ს მოსარჩელის შპს ,,ალ-------- ინ–---- თა------- პ----–---- თი---------"-ს სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (5000 ლარი) 4125 ლარის ანაზღაურება, ასევე, მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (150 ლარი) 25 ლარის ანაზღაურება, ჯამში 4150 ლარის გადახდა.

- მოსარჩელე შპს ,,ალ-------- ინ–---- თა------- პ----–---- თი---------"-ს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 875 ლარი ჩაეთვალოს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში. კერძოდ, უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ,,ალ-------- ინ–---- თა------- პ----–---- თი---------"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე შპს ,,Ta-----’’-ს მოსარჩელის შპს ,,ალ-------- ინ–---- თა------- პ----–---- თი---------"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 539 000 აშშ დოლარისა და 651.571,67 ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელე შპს ,,ალ-------- ინ–---- თა------- პ----–---- თი---------"-ს სარჩელის ნაწილში - მასალა /ხელსაწყოებისა და სამუშაოებისათვის აშშ დოლარებში შეთანხმებულ ნარჩენ დავალიანებაზე - 371.254,58 აშშ დოლარზე, 2014 წლის ოქტომბრის თვის ბოლოდან ყოველთვიურად საურავების სახით 0,06%-ის, ასევე გადაცემული მასალა/ხელსაწყოების არგადახდილ ღირებულებაზე 651.571,67 ლარზე 0,06%-ი ოდენობით ყოველდღიურად დაკისრების შესახებ, სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე პერიოდისათვის, - მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვას.

 

4. მოსარჩელეს, სარჩელის ნაწილში - ამწე-კრანის იჯარისა და დემონტაჟის არგადახდილი ღირებულებიდან - 168.740,00 აშშ დოლარზე, 2015 წლის 31 მარტიდან საურავების სახით 0,06%-ის ოდენობით ყოველდღიურად დაკისრების შესახებ, სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე პერიოდისათვის, - მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვას.

 

5. საპროცესო ხარჯები მხარეებს შორის განაწილდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად. კერძოდ:

- მოპასუხე შპს ,,Ta-----’’-ს მოსარჩელის შპს ,,ალ-------- ინ–---- თა------- პ----–---- თი---------"-ს სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (5000 ლარი) 4125 ლარის ანაზღაურება, ასევე, მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (150 ლარი) 25 ლარის ანაზღაურება, ჯამში 4150 ლარის გადახდა.

- მოსარჩელე შპს ,,ალ-------- ინ–---- თა------- პ----–---- თი---------"-ს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 875 ლარი ჩაეთვალოს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

6. საქმეზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში, უცვლელი.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N30) მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: სალიხ შაინიძე