გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.04.2019
საქმის ნომერი
421210018002730507
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N4-----------------

N2/224-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18.04.2019 წ. ქ.ყვარელი

შესავალი ნაწილი

ყვარლის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი გვანცა სოლოღაშვილი

მოსარჩელე - ო----- მჭ----–-–---–--

წარმომადგენელი ---------- ბე----–---–--

მოპასუხე -ზ--------ჭ----–-–---–-; მ-------------–-–---–--

წარმომადგენელი - ე------------------–---–-;

მესამე პირი - სსიპ ,,აღ------–---------------–------------

წარმომადგენელი - ს-----------------;

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელის მოთხოვნა: კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 01ოქტომბრის თარიღით შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხოს მოსარჩელის კუთვნილი სარეცხის მანქანა SAMSUNGI-ი, მაცივარი SAMSUNGI-ი და ტელევიზორი HUHDAI. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ გარემოებებზე: მოპასუხე ზ--------ჭ----–-–---–- 2012 წლის აპრილის თვიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ დაეკისრა ალიმენტის გადახდა 2009 წელს დაბადებული შვილის გ------- მჭ----–-–---–-- სასარგებლოდ. აღნიშნულზე ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი და აღსასრულებლად წარმოებაში აქვს კახეთის სააღსრულებო ბიუროს. მოპასუხე ზ--------ჭ----–-–---–- მიუხედავად იმისა, რომ არის უმუშევარი შეძლებისდამიხედვით ეხმარება შვილს, მაგრამ დაუგროვდა გადასახდელი ალიმენტის თანხა. აღმასულებელმა აღწერა მოსარჩელის კუთვნილი ნივთები და დააყადაღა. მოსარჩელე განმარტავს, რომ ამ ნივთების შეძენაში არავითარი წვლილი არ მიუძღვის მის შვილს მოპასუხე ზ--------ჭ---–-–---–-- მოპასუხე ზ--------ჭ----–-–---–- არ ცხოვრობს მასთან და მხოლოდ სტუმრად მოდის პერიოდულად. იგი ცხოვრობს თავის მეორე მეუღლესთან, მ------ ლ-----------, ხაშურის რაიონში. მოსარჩელე ითხოვს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 01ოქტომბრის თარიღით შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხოს მოსარჩელის კუთვნილი სარეცხის მანქანა SAMSUNGI-ი, მაცივარი SAMSUNGI-ი და ტელევიზორი HUHDAI. 2. მოპასუხეების და მესამე პირის პოზიცია: 2.1. მოპასუხე ზ--------ჭ----–-–---–-ა სარჩელი ცნო. 2.2. მოპასუხე მ---- ჯ------–-–---–-- სარჩელის არ სცნო და მოითხოვა დაყადაღების აქტის ძალაში დატოვება. 2.3. მესამე პირმა სსიპ ,,ა--------–---------------–------------- შესაგებელი არ წარმოადგინა. სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელმა განმარტა, რომ სააღსრულებო წარმოება კრედიტორის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომლის ფარგლებში განხორციელდა ნივთების დაყადაღება. შესაბამისად მესამე პირს რაიმე შედავება ნივთების კუთვნილებასთან დაკავშირებით არ გააჩნია. 3. ფაქტობრივი გარემოებები: 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.1.1. კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია №A---------------- სააღსრულებო საქმე, სადაც კრედიტორია არასრულწლოვანი გ------- მჭ----–-–---–-, ხოლო მოვალეს ზ--------ჭ----–-–---–- წარმოადგენს. სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი 2018 წლის 01 ოქტომბერს ყვარლის რაიონის სოფელ ს-----–- გამოცხადდა, სადაც აღწერა და დააყადაღა შემდეგი მოძრავი ნივთები: სარეცხის მანქანა SAMSUNGI-ი - ვერცხლისფერი შავით, მეორადი; მაცივარი SAMSUNGI-ი ვერცხლისფერი ორკარიანი, მეორადი და პლაზმური ტელევიზორი HUHDAI - შავი დიდი ზომის, მეორადი. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: - სარჩელი; - ნივთის აღწერის და დაყადაღების აქტი. 3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.2.1. კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 01 ოქტომბერს შედგენილ ნივთების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს მოსარჩელე ო----- მჭ----–-–---–-- საკუთრებას. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: - - სარჩელი. - -მოპასუხე მ---- ჯ------–-–---–-- შესაგებელი; - - ნივთის აღწერის და დაყადაღების აქტი. - სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა: საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 5. კანონები, სხვა სახის ნორმატიული აქტები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ: 5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; 5.2. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი. 6. სამართლებრივი შეფასება: 6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ამავე კანონის 44-ე უხლის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ ის ქონება, რომელიც მოვალეს ეკუთვნის. ამასთან, კანონის 44-ე მუხლი აწესებს ვარაუდს, რომლის მიხედვით მოვალეს ეკუთვნის ის ნივთები, რომლებსაც მასთან პოულობენ. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ მიუთითა, რომ ყადაღის აქტში ჩამოთვლილი ნივთები მისი საკუთრებაა. მოპასუხე ზ--------ჭ----–-–---–- შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო მოპასუხე მ---- ჯ------–-–---–--, რომელიც სააღსრულებო წარმოების ფარგლებში კრედიტორია, წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. შესაბამისად, სარჩელში მითითებული გარემოება, რომ ყადაღის აქტში მითითებული ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა უდავოდ დადასტურებულ ფაქტობრივი გარემოებას არ წარმოადგენს. 6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა, რომ დაყადაღებული მაცივარი და ტელევიზორი არის მისი შეძენილი და რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, რომელიც არ არის მოვალე და არც ის პირი, რომელმაც შეიძლება პასუხი აგოს ზ--------ჭ----–-–---–-- ფულად ვალდებულებებზე და რაც ნიშნავს იმას, რომ სადავო ნივთებზე ყადაღის დადება არღვევს მოსარჩელის საკუთრების უფლებას. ხოლო რაც შეეხება დაყარაღებულ მაცივარს მოსარჩელემ მტკიცებულება, რომ ეს ნივთი მისია ვერ წარმოადგინა და შესაბამისად მისი ამორიცხვა დაყარაღებული ნივთებიდან არ უნდა მოხდეს. 6.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. წარმოდგენილი სარჩელით სადავო ნივთების ღირებულება 1436 ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება 2 000 ლარს არ აღემატება და ამდენად, მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ საჩივრდება. 7. საპროცესო ხარჯები: 7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის რაოდენობა დავის საგნის ღირებულების 3%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს შეადგენს. მოსარჩელე ო------ მჭ----–-–---–- გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, ამდენად მას უკან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 50 ლარი სახელმწიფო ხაზინიდან. . სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37- 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 264-ე, 265-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. მოსარჩელე ო----- მჭ----–-–---–-- სარჩელი მოპასუხეების ზ--------ჭ----–-–---–-- და მ---- ჯ------–-–---–--, მესამე პირის სსიპ ,,ა--------–---------------–----------- მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 2. გათავისუფლდეს ყადაღისგან კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 01 ოქტომბერის აქტით დაყადაღებული ნივთები მაცივარი SAMSUNGI-ი ვერცხლისფერი ორკარიანი, მეორადი და პლაზმური ტელევიზორი HUHDAI - შავი დიდი ზომის, მეორადი და ამოირიცხოს ყადაღის აქტიდან. 3. მოსარჩელე ო----- მჭ----–-–---–-- სარჩელი მოპასუხეების ზ--------ჭ----–-–---–-- და მ---- ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯ------–-–---–--, მესამე პირის სსიპ ,,ა--------–---------------–----------- მიმართ 2018 წლის 01ოქტომბერს ოქტოოქტომბრის აქტით დაყადაღებული სარეცხის მანქანა SAMSUNGI-ი - ვერცხლისფერი შავით, მეორადის ყადაღისგან განთავისუფლების და დაყადაღებული ნივთებიდან ამორიცხვის ამორიცხვისშესახებ შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. 4. მოსარჩელე ო----- მჭ----–-–---–-(პ/ნ 4----------) დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაში სახელმწიფო ბაჟი 50 ( ორმოცდაათი ლარი) ლარი. ( სს ,,საქართველოს ბანკი'' საგადასახადო დავალება N--, გადახდილი 2018 წლის 20 ნოემბერს, გადამხდელ იო----- მჭ----–-–---–- პ/ნ 4----------) 4----------, სახელმწიფო ბაჟი სამოქალაქო საქმეზე, სახაზინო კოდი 3---------- 01ოტ 5 . გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და სააპელაციო წესით გასაცივრებას არ ე გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე