გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/942-18
N200210018002662212
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 აპრილი, 2019 წელი ქ. თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - მარინე ცერცვაძე
მოსარჩელე - თ-------ე ა-–----–---–ი
წარმომადგენელი - ფ--------- ლ-–--–--–ი
მოპასუხე - ვ----–ი ჩ-------ი
დავის საგანი - ქონებრივი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ვ----– ჩ-------ს დაეკისროს თ-------ე ა-–----–---–ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 9972 ლარის ოდენობით გადახდა (ავტომობილის დაზიანების, თ--–--ის საჯარიმო ავტოსადგომის ხარჯის).
1.2. ვ----– ჩ-------ს დაეკისროს თ-------ე ა-–----–---–ის სასარგებლოდ სარჩელის მომზადებისათვის გაწეული ხარჯი 1839 ლარის (წარმომადგენლის მომსახურების, სასამართლო ბაჟის) ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 01 ივლისს ა-----ის რაიონის სოფელ ქ---ო ა-–---ში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა თ-------ე ა-–----–---–ისა და ვ----– ჩ-------ის მონაწილეობით, რა დროსაც მატერიალური ზიანი მიიღო თ-------ე ა-–----–---–მა, კერძოდ, დაზიანდა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა B-----, სახელმწიფო ნომრით A--------, რომელიც ევაკუირებული იქნა თ--–--ის საჯარიმო ავტოსადგომზე. მიუხედავად თ-------ე ა-–----–---–ის არაერთგზის და მისი წარმომადგენლის მცდელობისა ვ----– ჩ-------ი ბოროტად თავს არიდებს, თ-------ე ა-–----–---–ისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
2. მოპასუხის პოზიცია:
ვ----– ჩ-------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ ნამდვილად 2018 წლის 01 ივლისს ა-----ის რაიონის სოფ. ქ---ო ა-–---ში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა თ-------ე ა-–----–---–სა და ჩემი მონაწილეობით, რა დროსაც დაზიანდა როგორც ჩემი, ისე მოპასუხის ავტომანქანა. მე არ ვეთანხმები თ-------ე ა-–----–---–ისათვის ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობას. იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოპასუხემ ავტოავარიის შედეგად ავტომანქანის დაზიანებით განიცადა 9492 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი, მას სარჩელზე დართული აქვს სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს მიერ გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, სასაქონლო მიღება-ჩაბარების აქტი #3--------- და სალაროს შემოსავლის ორდერი #15365790. წარმოდგენილი სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით და სასაქონლო მიღება-ჩაბარების აქტი #3----------ით მოპასუხის კუთვნილი დაზიანებული ავტომობილის აღდგენითი ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 9492 ლარს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება. სისიხლის სამართლის საქმის მასალების, მათ შორის კომპლექსური ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის #------------ 26.07.2018 თანახმად მოპასუხის კუთვნილ ავტომობილს ,,ბმვ” სხ. #A-------- შეჯახების შედეგად დაზიანებული ჰქონდა: წინა ბამპერი, წინა მოპირკეთება, ძრავის სახურავი, მარჯვენა წინა ფრთა, წინა საქარე მინაზე აღენიშნება ბზარები, ჩამსხვრეულია წინა მარჯვენა მაშუქი, წინა მარჯვენა საბურავი დაშვებულია, საბურავზე აღენიშნება დაზიანება წრის სახით, ხოლო დანარჩენი საბურავები დაბერილია. დაუჯერებელია, რომ ამ დაზიანებების აღდგენას დასჭირდეს 9492 ლარი. ფასები არის გაბერილი. სამწუხაროდ მე ვარ 11 ჯგუფის ინვალიდი, დანიშნული მაქვს და ვღებულობ მნიშვნელოვნად გამოხატული შშ სტატუსით სოც. პაკეტს თვეში 100 ლარის ოდენობით.
მოპასუხე მხარემ შესაგებელში წარმოდგენილი შუამდგომლობა კომისიური სასაქონლო ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე მოხსნა და აღარ წარმოადგინა.
მოპასუხე ვ----– ჩ-------მა სარჩელი ცნო მხოლოდ 480 ლარის ნაწილში.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2018 წლის 01 ივლისს ა-----ის რაიონის სოფელ ქ---ო ა-–---ში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა თ-------ე ა-–----–---–ისა და ვ----– ჩ-------ის მონაწილეობით, რა დროსაც 9492 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი მიიღო თ-------ე ა-–----–---–მა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ლ----------------–--------–-----------------–---------------------------–--------ოს მიერ გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 18-29)
- სასაქონლო ექსპერტიზის მიღება-ჩაბარების აქტი #3---------, სალაროს შემოსავლის ორდერი #15365790 (ს.ფ. 31-33)
3.2.2.ვ----– ჩ-------ის მიმართ, თ--–--ის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- განაჩენი (ს.ფ.
3.2.3. სსიპ ,,ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს’’ მიერ, ჩატარდა სასაქონლო ექსპერტიზა, რომლის თანახმად თ-------ე ა-–----–---–ისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 9 492 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სსიპ ლ----------------–--------–-----------------–---------------------------–--------ოს მიერ გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.18-29)
- სასაქონლო ექსპერტიზის მიღება-ჩაბარების აქტი #3--------- (ს.ფ. 17)
- თ--–--ის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული განცხადების პასუხი #1/221-18 (ს.ფ. 30)
- სალაროს შემოსავლის ორდერი #15365790 (ს.ფ. 32)
3.2.4. ავტოავარიის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო თ-------ე ა-–----–---–ის ავტომანქანა ევაკუირებული იქნა თ--–--ის საჯარიმო ავტოსადგომზე, სადაც მომსახურების მიზნით 2018 წლის 29 აგვისტოს გამოტანისას თ-------ე ა-–----–---–მა გადაიხადა 480 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა თ--–--ის საჯარიმო ავტოსადგომიდან (ს.ფ. 31)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოტივაციო ნაწილი:
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 992-ე, 408-ე, 409-ე, 412-ე, 414-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართალურთიერთობა წარმოიშვა ზიანის მიყენების (დელიქტის) საფუძველზე;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სასამართლო განმარტავს, რომ არასახელშეკრულებო ზიანი (დელიქტი) წარმოიქმნება უშუალოდ სამართალდარღვევდან. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამ პირობების ერთობლიობა სავალდებულოა ზიანის იურიდიული შემადგენლობისათვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არის ნორმის შემადგენლობის ყველა ის პირობა, რაც აუცილებელია ზიანის დაკისრებისათვის. კერძოდ, დადასტურებულია ის ფაქტი, რომ მოპასუხე მხარის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, მოხდა სისხლის სამართლის დანაშაული გათავალისწინებული საქართველო სსკ-ს 276 მეორე ნაწილით, რამაც გამოიწვია მოსარჩელე მხარისათვის ზიანის 9492 ლარის მიყენება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარეს სსიპ სსიპ ლ----------------–--------–-----------------–---------------------------–--------ოში სასაქონლო ექსპერტიზის ჩასატარებლად გადახდილი აქვს 1140 ლარი (იხ.ს.ფ.32).
მოსარჩელე მხარემ თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება, რითაც დადასტურებული იქნებოდა მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი- 400 ლარის ოდენობით, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად
თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 259-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ-------ე ა-–----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.მოპასუხე ვ----– ჩ-------ს მოსარჩელე თ-------ე ა-–----–---–ის სასარგებლოდ ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისროთ 9972 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ვ----– ჩ-------ს მოსარჩელე თ-------ე ა-–----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სსიპ სსიპ ლ----------------–--------–-----------------–---------------------------–--------ოში სასაქონლო ექსპერტიზის ჩასატარებლად გადახდილი 1140 ლარის გადახდა.
ასევე მოპასუხე მხარეს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 250,60 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელე თ-------ე ა-–----–---–ს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 48,60 ლარი.
4.არ დაკმაყოფილდეს თ-------ე ა-–----–---–ის სარჩელი მოპასუხისათვის ადვოკატის ხარჯის 400 ლარის დაკისრების თაობაზე.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში (მდებარე ქ. თელავი, აღმაშენებლის 41) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარინე ცერცვაძე