გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.04.2019
საქმის ნომერი
421210118002592374
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 421210118002592374

(2/160-2018)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19.04.2019 წელი ქ. მარტვილი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე

სხდომის მდივანი - მელანო შალამბერიძე

მოსარჩელე - სს ,,კ-------------“

მოსარჩელის წარმომადგენელი - ან–--–- ლე-----ა

მოპასუხე - ბე--- ნა-----ა

მოპასუხე - ნა----–---- ნა-----ა

მოპასუხე - ხვ--- ქვ---–---ა

მოპასუხე - რა---- ფუ-–----ა

მოპასუხე - მუ------- და---–-ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება სოლიდარულად

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს: ბე--- ნა-----ას, ნა----–---- ნა-----ას, ხვ--- ქვ---–---ას, რა---- ფუ-–----ას და მუ------- და---–-ას სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროს 2015 წლის 26 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან #20----------C გამომდინარე არსებული დავალიანების 3 412.25 (სამიათას ოთხას თორმეტი ლარის და 25 თეთრი) ლარის გადახდა მოსარჩელე სს ,,კ-------------“-ს სასარგებლოდ.

1.2. მოპასუხეებს: ბე--- ნა-----ას, ნა----–---- ნა-----ას, ხვ--- ქვ---–---ას, რა---- ფუ-–----ას და მუ------- და---–-ას სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის და ხარჯების, სულ 385 ლარის გადახდა;

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა ბე--- ნა-----ამ, ნა----–---- ნა-----ამ, ხვ--- ქვ---–---ამ, რა---- ფუ-–----ამ და მუ------- და---–-ამ შესაგებელში სასარჩელო მოთხოვნა ცნეს ნაწილობრივ, მათ განმარტეს, რომ სარჩელში მითითებული პროცენტები და ჯარიმები არის შეუსაბამოდ მაღალი და მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეებმა ბე--- ნა-----ამ, ნა----–---- ნა-----ამ და მუ------- და---–-ამ სრულად სცნეს სასარჩელო მოთხოვნა - 3 412.25 ლარის გადახდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 . უდავო ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ საქმეზე დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 26/11/2015 წელს სს ,,კ--------------“ და ბე--- ნა-----ას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ გასცა კრედიტი 10 500 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით და 2.33% ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით. ასევე სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხა.

 

3.2.2. ზემოაღნიშნული კრედიტის უზრუნველსაყოფად გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხეებმა: ნა----–---- ნა-----ამ, ხვ--- ქვ---–---ამ, რა---- ფუ-–----ამ და მუ------- და---–-ამ იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებით აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ.

 

3.2.3. მოპასუხეების მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები და მიუხედავად ბანკის წერილობითი თუ ზეპირი გაფრთხილებისა არ ხორციელდება დავალიანების დაფარვა, რაც ამ დროისათვის შეადგენს 3 412.25 ლარს.

მათ შორის: ძირითადი თანხა - 2 795.45 ლარი

პროცენტი - 268.95 ლარი

სიცოცხლის დაზღვევა - 87.70 ლარი

ჯარიმა - 260.15 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება;

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

- თავდებობის ხელშეკრულებები;

- ცნობა ფინანსური ვალდებულებების შესახებ;

- გაფრთხილების წერილები;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,კ-------------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 867-868-ე, 891-ე,463-464-ე, 895-ე,898-ე, 873-ე,417-418-ე, 902-ე,131-ე, 361-ე, 623-ე, 411-ე, მუხლებით,6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე, კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხე ბე--- ნა-----აზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო კრედიტის დაბრუნება მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ნა----–---- ნა-----ამ, ხვ--- ქვ---–---ამ, რა---- ფუ-–----ამ და მუ------- და---–-ამ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრეს სრული პასუხისმგებლობა ბე--- ნა-----ას მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. თავდებობის ხელშეკრულებებში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, ბე--- ნა-----ასთან ერთად ნა----–---- ნა-----ას, ხვ--- ქვ---–---ას, რა---- ფუ-–----ას და მუ------- და---–-ას სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილია ბანკთან დადებული თავდებობის საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.

 

იმავე კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

 

განსახილველ შემთხვევაში, თავდების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია 16 325.25 ლარით, ანუ იმაზე მეტით, ვიდრე ბე--- ნა-----ას ვალდებულებაა, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტისა და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ჩათვლით. ძირითადი მოვალის მიერ კრედიტის გადახდის ვადის გადაცილებისა და დავალიანების წარმოშობის თაობაზე თავდები პირები ინფორმირებულნი იყვნენ. ამდენად, თავდებ პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თანხა, დავალიანების მოცულობის პროპორციულად, არ არის შეუსაბამოდ მაღალი და შესაბამისად, არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეთა მხრიდან არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გადახდის გრაფიკის შესატყვისად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენს საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვინაიდან, მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, 2015 წლის 26 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ,,კ-------------“-ს სასარგებლოდ მოპასუხეებს ბე--- ნა-----ას, ნა----–---- ნა-----ას, ხვ--- ქვ---–---ას, რა---- ფუ-–----ას და მუ------- და---–-ას სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 3 412.25 ლარის გადახდა, საიდანაც 2 795.45 ლარი არის ძირითადი თანხა, 268.95 ლარი არის პროცენტი, 87.70 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 260.15 ლარი არის ჯარიმა.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

ვინაიდან მოპასუხეებმა დაადასტურეს მოპასუხის წინაშე საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეუსრულებელი ვალდებულების 3 412.25 ლარის არსებობის ფაქტი, ზემოთ მითითებული ნორმის შესაბამისად, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართლით აღიარებულ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რომელიც ხელშეკრულების დადების თავისუფლებასთან ერთად მოიცავს ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლებასაც. ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და დადონ მათთვის სასურველი პირობებით, თუნდაც კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ხელშეკრულება. ნების გამოვლენის მეშვეობით მხარეები მიზნად ისახავენ გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევას. ისინი არა მხოლოდ შედეგებზე თანხმდებიან, არამედ წესებზეც, რომელსაც უნდა დაემორჩილონ ამ სამართლებრივი შედეგის მისაღწევად.

 

კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, გარდა დადგენილი გამონაკლისებისა, კანონი არ ითვალისწინებს ხელშეკრულების დადების ვალდებულებას, მხარეები თვითონ ირჩევენ ხელშეკრულების მეორე მხარეს, მათთვის სასურველ კონტრაჰენტს, თვითონვე თანხმდებიან ხელშეკრულების ყველა საკითხზე და უფლება აქვთ ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხის ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.2-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებმა სასამართლოს მთავარ სხდომამდე სრულად სცნეს სარჩელის მოთხოვნა სესხის ხელშეკრულების ძირის თანხის - 2 795.45 ლარი, პროცენტის - 268.95 ლარის, სიცოცხლის დაზღვევის 87.70 ლარის და ჯარიმის - 260.15 ლარის მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, ისინი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების სულ - 282 ლარის გადახდა, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

2018 წლის 16 აგვისტოს მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სს ”კ-------------”-ს წარმომადგენლის ან–--–- ლე-----ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აეკრძალა მოპასუხე რა---- ფუ-–----ას (პ/ნ 2----------) მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, (მდებარე: მარტვილი, სოფელი სა-–-----, საკადასტრო კოდი - N 41.1-.3-.0--) გასხვისება და ყველანაირი ვალდებულებით (უფლებრივად) დატვირთვა.

 

განსახილველ შემთხვევაში რამდენადაც მოსარჩელე მხარე არ შუამდგომლობს მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მას აქვს სამართლებრივი ინტერესი ძალაში დარჩეს მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 39-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-367-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ”კ-------------”-ს სარჩელი მოპასუხეების: ბე--- ნა-----ას (პ/ნ 2----------) ნა----–---- ნა-----ას (პ/ნ 2----------), ხვ--- ქვ---–---ას (პ/ნ 2----------), რა---- ფუ-–----ას (პ/ნ 2----------) და მუ------- და---–-ას (პ/ნ 2----------) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

1.1. მოპასუხეებს: ბე--- ნა-----ას (პ/ნ 2----------) ნა----–---- ნა-----ას (პ/ნ 2----------), ხვ--- ქვ---–---ას (პ/ნ 2----------), რა---- ფუ-–----ას (პ/ნ 2----------) და მუ------- და---–-ას (პ/ნ 2----------), სს ”კ-------------”-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 3 412.25 (სამიათას ოთხას თორმეტი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხეებს: ბე--- ნა-----ას (პ/ნ 2----------) ნა----–---- ნა-----ას (პ/ნ 2----------), ხვ--- ქვ---–---ას (პ/ნ 2----------), რა---- ფუ-–----ას (პ/ნ 2----------) და მუ------- და---–-ას (პ/ნ 2----------), სს ”კ-------------”-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების, ჯამში 282 (ორას ოთხმოცდაორი) ლარის გადახდა.

 

2. სს ”კ-------------” (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 2018 წლის 15 აგვისტოს სს ,,კ-------------ს“ მეშვეობით № 327678 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 103 (ას სამი) ლარი.

3. განემარტოს მოპასუხეებს, რომ მათ გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მარტვილის მაგისტარტი სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მარტვილის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლევან ნუცუბიძე