გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.03.2019
საქმის ნომერი
080210018002432356
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
22.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

0802100-8002432356

№2/1504-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22.0-.20-9 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - ნ----------–--ე;

წარმომადგენელი- მ--–------------------ე, გ-------------–--ე, ნ-----–--------–--ე;

მოპასუხე - ქ----------------ე, მ-----–---------ე;

წარმომადგენელი- ნ--------------ე, გ-----------–--ე, ი--------------–--ე;

დავის საგანი- სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ცვლილება შევიდეს 2008 წლის 0- თებერვალს ნოტარიუს დ---------–--–---–ის მიერ გაცემულ #2-183 სამკვიდრო მოწმობაში და 20-3 წლის 21 იანვრის ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში #1--------, ცნობილი იქნას დედის ქ--------------ის დანაშთი ქონების 1/3 ნაწილის მემკვიდრედ, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდეს მ-----–---------ის საკუთრებაში არსებული შენობა #2 ფართის 96,92 კვმ-ის 1/3 ნაწილის და ქ----------------ის საკუთრებაში არსებული #2 ფართის 88,0- კვმ-ის 1/3-ის ნაწილის მესაკუთრედ.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: დედა - ქ--------------ე, გარდაიცვალა 2004 წლის 27 მაისს. დედის გარდაცვალებიდან გამომდინარე მის დაკრძალვასა და სასაფლაოს მოწყობის ხარჯებში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა. ქ--------------ეს დარჩა სამი შვილი, პირველი რიგის მემკვიდრე მოსარჩელე - ნ----------–--ე, მოსარჩელის ძმა - გ-------–---------ე და მოსარჩელის და - ნ--------------ე. დედის გარდაცვალების შემდეგ მის დანაშთ ქონებას მდებარე ქალაქ ქუთაისში, წ-------–-----------ში, ს/კ 0-.0-.0-.2--, როგორც მესაკუთრე და პირველი რიგის მემკვიდრე ნ----------–--ე ფლობდა და განაგებდა თავის დედმამიშვილებთან ერთად. სამოქალაქო რეესტრის საინფორმაციო ბარათით დასტურდება, რომ ის ნამდვილად ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე და დღესაც იქ განაგრძობს ცხოვრებას. მოსარჩელის განმარტებით, მისთვის ცნობილი გახდა, 2008 წლის 0- თებერვალს, ძმის - გ-------–---------ის მიერ მემკვიდრეობის მთლიანად აღდგენის ფაქტის შესახებ, რომელსაც ნოტარიუსისათვის დაუმალავს სხვა მემკვიდრეების შესახებ. მოსარჩელე ნ----------–--ის ძმა - გ-------–---------ე ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ რ--------–-, გარდაიცვალა 20-2 წლის 17 ივლისს. მის დანაშთ ქონებაზე მდებარე ქ. ქუთაისში, წ-------–-----------ში, ს/კ 0-.0-.0-.2--, 20-3 წლის 21 იანვარს მემკვიდრეობა აღიდგინა შვილებმა ქ----------------ემ და მ-----–---------ემ, რომლებიც ასევე ცხოვრობენ ქ. რ--------–-, კ---------------------ში. აღნიშნული ფაქტების შესახებ მოსარჩელისათვის, მისივე განცხადებით, ახლა გახდა ცნობილი რის გამოც გადაწყვიტა მოლაპარაკების გზით აღედგინა მისი დარღვეული უფლებები, დედის დანაშთ ქონებაზე 1/3 წილთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ. (იხ. სარჩელი, იხ.სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ქ----------------ემ და მ-----–---------ემ სარჩელი არ ცნეს. წარმოადგინეს, როგორც მოთხოვნის გამომრიცხველი, ისე მისი განხორციელების ხელისშემშლელი (ხანდაზმულობის) შესაგებელი და განმარტეს, რომ მოსარჩელე ნ----------–--ის დედა და მოპასუხეების - ქ------------------–----------ეების ბებია - ქ--------------ე ნამდვილად გარდაიცვალა 2004 წლის 27 მაისს. ქ--------------ის დაკრძალვასა და სასაფლაოს მოწყობის ხარჯებში ნ----------–--ეს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია. მოპასუხეთა განმარტებით, ქ--------------ე დაასაფლავეს, მისი 200 კაციანი ქელეხის სუფრა, ორმოცი და წლისთავი მოეწყო მხოლოდ ვაჟიშვილის გ-------–---------ის ხარჯით. ქ--------------ე დაიკრძალა საფიჩხიის სასაფლაოზე, სადაც დასვენებული იყო მისი მანამდე გარდაცვლილი მეუღლე მ-----–---------ე და უკვე არსებობდა 4 ადგილიანი კეთილმოწყობილი საფლავი. მოგვიანებით, საფლავზე არსებული თეთრი მარმარილოს წარწერიანი ქვები შვილიშვილმა გ-------------–--ემ შეცვალა მცირე ზომის წარწერიანი გრანიტის ქვებით.

 

ნ----------–--ე აწ გარდაცვლილ ს---–----------–--ესთან დაქორწინების შემდეგ 1975 წლიდან, ოჯახით გადავიდა ქ. ქუთაისში, წ-------–-----------ში, საერთო სარგებლობის ეზოში ცალკე მდებარე მეორე საცხოვრებელ სახლში, რომელიც მას წილის სახით გამოუყო დედამ - ქ--------------ემ. ეს სახლი 1983წ. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ქ--------------ემ საკუთრებაში გადასცა ნ----------–--ეს. ამავე მისამართზე არსებულ პირველ საცხოვრებელ სახლში დარჩნენ მშობლები და მათი შვილი: გ-------–---------ე და ნ--------------ე. მოპასუხემ აღნიშნა, რომ ქ--------------ე განაწყენებული იყო ნ----------–--ეზე. ქ--------------ე ისე გარდაიცვალა, რომ ნ----------–--ეს არ დალაპარაკებია.

 

ტექბიუროს არქივის მონაცემებით, ნ----------–--ის საცხოვრებელი სახლია „B“ (ამჟამად შენობა №1), ხოლო ქ--------------ის საცხოვრებელი სახლია „A“ (ამჟამად შენობა №2). ნ----------–--ის საცხოვრებელი სახლი (შენობა №1) 20-6 წლის 04 ივლისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა ნ----------–--ის შვილს გ-------------–--ეს და სახლის უფლებრივი მდგომარეობა ამჟამად უცვლელია.

 

ქ--------------ის საცხოვრებელი სახლი (შენობა №2), მისი გარდაცვალების შემდეგ (27.05.2004წ.), 0-.02.20-8წ. სანოტარო სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, საკუთრებაში გადაეცა შვილს- გ------რ ჩ-------ეს.

 

გ------რ ჩ--------- გარდაცვალების შემდეგ (17.07.20-2წ.) ქ. ქუთაისში, წ-------–-----------ში მდებარე №2 საცხოვრებელი სახლი, 21.0-.20-3წ. სანოტარო სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, საკუთრებაში გადაეცა გ-------–---------ის შვილებს - ქ------- და მ-----–---------ეებს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან და ცხოვრობენ ქ. დონის რ--------–-.

 

კუთვნილი უძრავი ქონება 14.0-.20-8წ. ხელშეკრულების საფუძველზე გაიყო ცალკე საკუთრებად, რეალურად და ამჟამად ქ----------------ის საკუთრებაში ირიცხება შენობა №2-ის ნაწილი №II, საერთო ფართით 88,0- კვ.მ., ხოლო მ-----–---------ის საკუთრებაში ირიცხება შენობა №2-ის ნაწილი №I, საერთო ფართით 96,62 კვ.მ.

 

№2 შენობაში (საცხოვრებელი სახლი) ქ------- და მ-----–---------ეების სანოტარო მინდობილობის საფუძველზე იმყოფება და ამავე უძრავ ქონებას ფლობს და განაგებს მამიდა ნ--------------ე.

 

ქ--------------ეს დარჩა სამი შვილი პირველი რიგის მემკვიდრეები: ნ----------–--ე, გ------ლ და ნ--------------ეები, ამათგან ნ----------–--ე 1975 წლიდან თავისი ოჯახით გადავიდა ცალკე სახლში საცხოვრებლად, რომელიც მას საკუთრებაში გადასცეს მშობლებმა და ამის შემდეგ ნ----------–--ეს მშობლებთან (სახლი „A“, №2) აღარ უცხოვრია.

 

დედის - ქ--------------ის, არც გარდაცვალების (27.05.2004წ.) და არც 1975 წლის შემდეგ (რაც ცალკე გამოყოფილ სახლში ოჯახით გადავიდა) ნ----------–--ეს ქ. ქუთაისში, წ-------–-----------ში მდებარე ქ--------------ის საცხოვრებელ სახლში (სახლი „A“, №2) ფაქტობრივად აღარ უცხოვრია. ნ----------–--ე გათხოვების შემდეგ „გაამზითვეს“ და იგი 1975 წლიდან დღემდე ცხოვრობს ამავე მისამართზე არსებულ მეორე საცხოვრებელ სახლში (სახლი „B“, №1). მართალია, მიწის ნაკვეთი ირიცხება თანასაკუთრებაში, მაგრამ ორთავე საცხოვრებელი სახლი ცალ-ცალკე, საკმაოდ მოშორებით დგას, ერთმანეთისგან სრულიად იზოლირებულია და მათ ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ, წ-------–-- ქუჩის მხრიდან საერთო შესასვლელი ჭიშკრის გარდა.

 

მოსარჩელე ნ----------–--ეს №2 საცხოვრებელი სახლის კარების გასაღები არც დედის, ქ--------------ის სიცოცხლეში და არც მითუმეტეს მისი გარდაცვალების შემდეგ არასოდეს ჰქონია სარგებლობაში. აქედან გამომდინარე, ნ----------–--ე ობიექტურად იყო მოკლებული სამკვიდროში შემავალი რაიმე მოძრავი ნივთის დაუფლების შესაძლებლობას სამკვიდროს გახსნიდან, ანუ ქ--------------ის გარდაცვალებიდან, 6 თვის ვადაში და ასეთი არც რეალურად მომხდარა.

 

აწ გარდაცვლილ ქ--------------ის სამკვიდრო უძრავ-მოძრავ ქონებას ან მის ნაწილს ნ----------–--ე ფაქტობრივი ფლობით არ დაუფლებია, ეს ქონება მის სარგებლობაში არასოდეს ყოფილა და მისი მართვა ან მოვლა-პატრონობა არ მოუხდენია, როგორც მესაკუთრეს და პირველი რიგის მემკვიდრეს. კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში ან საერთოდ მას არ განუხორციელებია რაიმე სხვა ისეთი ქმედება, რომელიც დაადასტურებდა, რომ გააჩნდა დედის სამკვიდროს მიღების სურვილი. ასეთი ქმედება განახორციელა მხოლოდ გ-------–---------ემ, რომელმაც ფაქტობრივი ფლობითა და მართვით სრულად მიიღო დედის სამკვიდრო აქტივი, დედის გარდაცვალებისთანავე და ამით წარმოეშვა მასზე საკუთრების უფლება.

 

ნ----------–--ის სარჩელზე თანდართულ საბუთებში მოიპოვება მხოლოდ გ-------–---------ის მიერ ქ--------------ის სამკვიდროზე მოწმობის მიღების დროს ნოტარიუს დ---------–--–---–ისათვის წარდგენილი 16.0-.2008წ. №33 ცნობა, რომელიც გაცემულია ქ. ქუთაისის მერიის „ქალაქ-მუზეუმის“ ტერიტორიული ორგანოს. აღნიშნული ცნობის თანახმად, ქ--------------ე გარდაცვალებამდე მუდმივად ცხოვრობდა ქ. ქუთაისში, წ-------–------------ში და მასთან ერთად ამავე მისამართზე ცხოვრობდა და შემდგომაც განაგრძო ცხოვრება მხოლოდ მისმა შვილმა გ-------–---------ემ.

 

მოპასუხეთა განმარტებით, ნ----------–--ე და ნ--------------ე დედის, ქ--------------ის გარდაცვალების შემდეგ 2004 წელს შეთანხმდნენ, რომ მათ ფაქტობრივი ფლობა-მართვით ან ნოტარიუსთან განცხადების შეტანით არ მიეღოთ დედის სამკვიდრო და ასეთი განეხორციელებინა მხოლოდ მათ ძმას - გ-------–------–--ეს. ორივე დამ იმთავითვე იცოდნენ გ-------–---------ის მიერ ნოტარიუს დ---------–--–---–ისაგან 0-.02.2008წ. სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ, ისევე როგორც ქ------- და მ-----–---------ეების მიერ ნოტარიუს მ------------–---–ისაგან 21.0-.20-3წ. სამკვიდრო მოწმობის მიღების თაობაზე, მაგრამ არც ერთ მათგანს რაიმე პრეტენზია არ განუცხადებია. უფრო მეტიც, ნ----------–--ე, მისი შვილი გ-------------–--ე და ნ--------------ე პირადად მონაწილეობდნენ ორთავე სამკვიდრო მოწმობის გაცემისათვის საჭირო საბუთების შეგროვებასა და შესაბამისი ნოტარიუსებისათვის წარდგენაში.

 

ანალოგიურს ადასტურებს ის გარემოება, რომ 11.02.2008 წლის შემდეგ, რაც გ-------–---------ემ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა საკუთრების უფლება დედის, ქ--------------ისაგან მემკვიდრეობით მიღებულ უძრავ ქონებაზე, ს/კ №0-.0-.0-.2---ით რეგისტრირებული თანასაკუთრების მიწის ნაკვეთის წილზე და ამავე მიწის ნაკვეთზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე (შენობა №2), ისევე როგორც 12.08.20-3წ. შემდეგ, რაც ამავე უძრავ ქონებაზე ქ------- და მ-----–---------ეებმა საჯარო რეესტრში დაირეგისტრირეს საკუთრების უფლება, როგორც აწ გარდაცვლილი მამის გ-------–---------ის სამკვიდრო ქონებაზე, მოსარჩელე ნ----------–--ეს 19.02.2008 წლიდან, წლების მანძილზე არაერთხელ, პირადად და უშუალოდ აქვს სხვადასხვა განცხადებით მიმართული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის, მოთხოვნილი აქვს სხვადასხვა ცვლილების რეგისტრაცია და რამდენჯერმე აქვს მიღებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლებიდანაც ნათლად ჩანდა, რომ 0-.02.2008წ. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე გ-------–---------ეს დარეგისტრირებული ჰქონდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება და ასეთი უფლება ქ--------------ის სახელზე საჯარო რეესტრში აღარ ირიცხებოდა.

 

აწ გარდაცვლილი გ-------–---------ე წლების წინ იმყოფებოდა და მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში, მაგრამ მან დედის, ქ--------------ის სამკვიდრო ქ. ქუთაისში ფაქტობრივი ფლობითა და მართვით მიიღო კანონიერად და გარდაიცვალა ქ. ქუთაისში, 17.07.20-2 წელს.

 

მოპასუხეები აღნიშნავენ, რომ გარდაცვლილი მამის, გ-------–---------ის დანაშთ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისი, წ-------–-----------ში, ს/კ №0-.0-.0-.2--, შვილებმა - ქ------- და მ-----–---------ეებმა მემკვიდრეობა აღიდგინეს 21.0-.20-3 წელს და მათზე გაიცა შესაბამისი სანოტარო სამკვიდრო მოწმობა.

 

სამკვიდრო მოწმობაში მითითებულია, რომ „სამკვიდრო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა მამკვიდრებელს, გ-------–---------ეს, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერით, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0-.0-.0-.2--, განცხადების რეგისტრაცია №8820-30-3081-16.0-.20-3 11:37:40, მომზადების თარიღი: 17.0-.20-3.

 

სამკვიდრო უძრავი ქონება, რაც საკუთრებაში მიიღეს და დაირეგისტრირეს ქ------- და მ-----–---------ეებმა, იყო უფლებრივად უნაკლო, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.02.2008წ. და 16.08.20-3წ. გადაწყვეტილებები, რომელთა საფუძველზე სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში აღირიცხა, გ-------–---------ის სახელზე 2008 წელს და შემდეგ ქ------- და მ-----–---------ეების სახელზე 20-3 წელს, მოსარჩელის მხრიდან სადავოდ გამხდარი არ არის.

 

ნ----------–--ესთან და მის შვილთან, გ-------------–--ესთან - ქ------- და მ-----–---------ეების და მათი მამიდის, ნ--------------ის კონფლიქტი დაიწყო საერთო ეზოს გამოყოფის მოთხოვნის გამო, რასაც ნ----------–--ე და გ-------------–--ე არ ეთანხმებიან. მოპასუხეებმა აღნიშნეს, რომ ნ----------–--ემ საკუთარ დას, ნ--------------ეს თვითნებურად ჩაუკეტა ქ------- და მ-----–---------ეების საცხოვრებელ სახლში შესასვლელი კარები, როგორც პირველ, ისე მეორე სართულზე და თითქმის 1 თვის მანძილზე აღარ უშვებდა შიგნით, რაც აღიკვეთა პოლიციის ჩარევით.

 

ნ----------–--ემ მოცემული სამოქალაქო სარჩელი დედის სამკვიდროდან 1/3 წილის მოთხოვნით ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 04.05.20-8 წელს, ანუ მე-4 დღეს, რაც ქ-------, მ-----– და ნ--------------ეებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 30.04.20-8 წელს აღძრეს სამოქალაქო სარჩელი ნ---- და გ-------------–--ეების წინააღმდეგ, უძრავ ნივთზე ხელშეშლის აღკვეთისა და თანასაკუთრების მიწის ნაკვეთიდან წილის რეალურად გამოყოფის შესახებ. (იხ. შესაგებელი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2004 წლის 27 მაისს გარდაიცვალა მოსარჩელე ნ----------–--ის დედა ქ--------------ე; ქ--------------ეს დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე- ნ----------–--ე (ჩ-------ე), ნ--------------ე და გ-------–---------ე.

 

ნ---- ჩ-------ე, 1973 წლის 0- ნოემბერს დაქორწინდა ს---–----------–--ეზე და რეგისტრირებული ქორწინების საფუძველზე მიენიჭა გვარი- ხ----–---;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-გარდაცვალების მოწმობა;

-დაბადების მოწმობები;

-ქორწინების მოწმობა;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. ნ----------–--ე ცხოვრობს ქ. ქუთაისში, წ-------–--------------ში. ქ--------------ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ განცხადება სანოტარო ორგანოსათვის არ წარუდგენია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. ქ--------------ის მემკვიდრე, ნ--------------ე ცხოვროს ქ. ქუთაისში, წ-------–--------------ში. ასევე ნ--------------ეს ქ--------------ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, სამკვიდროს მიღების მოთხოვნით სანოტარო ორგანისათვის არ მიუმართავს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. უდავოა, რომ გ-------–---------ე ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში, ქ. რ--------–-, რომელიც 20-2 წლის 17 ივლისს გარდაიცვალა ქ. ქუთაისში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-გარდაცვალების მოწმობა;

 

3.1.5. 1977 წლის 17 დეკემბრიდან, ნ----------–--ე რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. ქუთაისში, წ-------–--------------ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საინფორმაციო ბარათი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ქ--------------ის გარდაცვალების დროს, მის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, წ-------–--------------ში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ტექნიკური ინვენტარიზაციის ბარათი.

 

3.2.2. ქ. ქუთაისის, მერიის „ქალაქ მუზეუმის„ ტერიტორიული ორგანოს მიერ 2008 წლის 16 იანვარს გაცემული ცნობის მიხედვით, ქ--------------ე გარდაცვალებამდე მუდმივად ცხოვრობდა ქ. ქუთაისში, წ-------–--------------ში, „მასთან ერთად ამავე მისამართზე ცხოვრობდა და განაგრძობს ცხოვრებას შვილი გ-------–- ჩ-------ე„.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მერიის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობა;

 

3.2.3. დადგენილია, რომ 1983 წლის 29 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ქ--------------ემ- შვილს ნ----------–--ეს საკუთრებაში გადასცა ქ. ქუთაისში, წ-------–--------------ში მდებარე უძრავი ქონება. ხელშეკრულების მიხედვით, უძრავი ქონების სასარგებლო ფართს შეადგენდა 10-,66 კვმ, მათ შორის 2 საცხოვრებელი ოთახი ფართით 68,33 კვმ, დამხმარე ფართი 38,33 კვმ. სამეურნეო ფართი 100,96 კვმ- განლაგებული საერთო სარგებლობის 1042 კვმ მიწის ნაკვეთზე (ეზოში ორის სახლია).

 

ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული უძრავი ქონება, ნ----------–--ემ 20-6 წლის 04 ივლისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრებაში გადასცა შვილს- გ-------------–--ეს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-29.12.1983წ ჩუქების ხელშეკრულება;

-04.07.20-6წ ჩუქების ხელშეკრულება;

 

3.2.4. დადგენილია, რომ 2008 წლის 0- თებერვალს ნოტარიუს დ---------–--–---–ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე გ-------–---------ემ, როგორც ქ----------------ის პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, მათ შორის უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, წ-------–--------------ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-0-.02.2008 წ #2-183 სამკვიდრო მოწმობა;

 

3.2.5. ასევე დადგენილია, რომ 20-3 წლის 21 იანვარს ნოტარიუს მ------------–---–ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მ-----–---------ემ და ქეთევან ჩ-------ემ, როგორც გ-------–- ჩ--------- პირველი რიგის მემკვიდრეებმა, საკუთრებაში მიიღეს სამკვიდრო ქონება, მათ შორის უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, წ-------–--------------ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-21.0-.20-3 წ #1-------- სამკვიდრო მოწმობა;

-ამონაწერი საჯარო რეესტრდან;

 

3.2.6. 20-8 წლის 14 მარტის უძრავი ქონების გაყოფის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, მ-----–---------ის და ქ----------------ის საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთასში, წ-------–--------------ში (შენობა #2, საერთო ფართი 184,68 კვმ) გაიყო და საჯარო რეესტრში უძრავი ქონების: 1). ნაწილი #I- საერთო ფართით 96,62 კვმ-ის მესაკუთრედ დარეგისტრირდა მ-----–---------ე, ხოლო 2). ნაწილი #II- საერთო ფართის 88,0- კვმ-ის მესაკუთრედ დარეგისტრიდა ქეთევან ჩ-------ე;

 

19.0-.20-8წ საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, დასტურდება, რომ ქ. ქუთაისში, წ-------–--------------ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ: 0-.0-.0-.2--) შენობა #1-ის (საერთო ფართით 331,5 კვმ) მესაკუთრეა გ-------------–--ე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი წარმოადგენს თანასაკუთრებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-უძრავი ქონების გაყოფის შესახებ ხელშეკრულება;

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.2.7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მოსარჩელე ნ----------–--ე, დედის ქ--------------ის გარდაცვალების შემდეგ კანონით გათვალისწინებულ 6 თვიან ვადაში ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა სამკვიდრო ქონებას. მას არც ნოტარიუსისათვის მიუმართავს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“. ამავე კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრობითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების მოვალეობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი მოწმეთა ჩვენებებით ასევე არ დასტურდება, რომ მოსარჩელე ნ----------–--ე მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში დაეუფლა სამკვიდრო ქონებას. კერძოდ 20-9 წლის 17 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–------ემ განმარტა, რომ ნ----------–--ის შვილი გ-------------–--ე მისი სიძეა, შესაბამისად მის ოჯახს კარგად იცნობს. იცნობდა ქ--------------ეს, მისი განმარტებით ის ქ--------------ის დაკრძალვის ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას. იმყოფებოდა, როგორც ქ--------------ის ორმოცზე, ასევე წლისთავზე. ქ--------------ის გარდაცვალებისას, შვილი გ-------–- ჩ-------ე საქართველოში არ იმყოფებოდა და დედის გარდაცვალებიდან დაახლოებით მეოთხე დღეს ჩამოვიდა. ქ--------------ის დაკრძალვის პროცესში, გარდაცვლილის შვილები აქტიურობდნენ: ნ--------------ე, გ-------–- ჩ-------ე, ნ----------–--ე და ქ--------------ის შვილიშვილი - გ-------------–--ე. შვილიშვილმა გ-------------–--ემ გაუკეთა და მოაწყო ქ--------------ის სასაფლაო, რაშიც დაახლოებით 150-200 ლარი გადაიხადა. ქ--------------ის საცხოვრებელ სახლში- შესასვლელში, პირველ სართულზე შვილიშვილმა გ-------------–--ემ დააგო იატაკი. ნ----------–--ემ ქ--------------ის გარდაცვალების შემდეგ რა ნივთები წაიღო, მისთვის ცნობილი არ არის. მეუღლის გადმოცემით, მისთვის ცნობილია, რომ ნ----------–--ე დედის გარდაცვალების შემდეგ ხშირად დადიოდა დედის საცხოვრებელ სახლში, ხოლო ვინ გააგრძელა ქ--------------ის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება მისთვის ასევე ცნობილი არ არის.

 

მოწმე მ--------------–--–---–ის (მეზობელი) ჩვენებით, ქ--------------ის გასვენების დღეს მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა საქმეებში. ქ--------------ის საცხოვრებელ სახლში ქ------ გარდაცვალების შემდეგ ნ--------------ემ გააგრძელა ცხოვრება. გ-------–---------ე პერიოდულად ჩამოდიოდა ქ--------------ის სახლში. ნ----------–--ემ დედის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონებაში გააგრძელა თუ არა ცხოვრება, დედის ქ--------------ის რაიმე ნივთი მიიღო თუ არა, ასევე ქ--------------ე ვისი ხარჯით დაიკრძალა მისთვის ცნობილი არ არის.

 

მოწმე ნ--------------ს (მეზობელი) ჩვენებით, იგი იცნობდა ქ--------------ეს და ავადმყოფობისას სწორედ ის უკეთებდა ნემსებს. ქ--------------ე გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ნ--------------ესთან ერთად. ნ----------–--ე ცხოვრობდა გვერდით სახლში, თუმცა ხშირად სტუმრობდა დედას და დას. დედას ორივე შვილი უვლიდა. როცა ღამით ნემსის გასაკეთებლად გადადიოდა ქ--------------ესთან, იქ მხოლოდ ნ--------------ე და ქ--------------ე ხვდებოდა. ღამით ნ----------–--ე ქ--------------ის საცხოვრებელ სახლში არ დაუნახავს. მისთვის არ არის ცნობილი, ნ----------–--ე დედის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა თუ არა რაიმე ნივთს.

 

მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა, ა----------------------, მ---------–--ემ, დ---------------–---მ, კ-----–-----------ემ, ე--------------------, მ--------–-------მ, ა---------------–---–მა განმარტეს, რომ ქ--------------ემ ნ----------–--ეს აჩუქა საცხოვრებელი სახლი, ქ--------------ის დაკრძალვის, ორმოცის და წლისთავის ხარჯები სრულად გადაიხადა გ-------–---------ემ. დედის გარდაცვალების შემდეგ ნ--------------ემ და გ-------–---------ემ გააგრძელეს ქ--------------ის სახლში ცხოვრება. ნ----------–--ე კი თავისი ოჯახით ცხოვრობდა ცალკე გვერდით სახლში. ნ----------–--ე დადიოდა დედის საცხოვრებელ სახლში, თუმცა ამ სახლს ნ--------------ე პატრონობდა, ნ--------------ე იხდიდა გადასახადებს. ნ----------–--ეს ქ--------------ის სახლიდან არ წაუღია, არანაირი ნივთები. ქ--------------ის გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებელ სახლში ნ--------------ემ გააგრძელა ცხოვრება. ნ----------–--ე რაიმე ნივთს ქ--------------ის გარდაცვალების შემდეგ არ დაპატრონებია. გ-------–- ჩ-------ე საქართველოში მუდმივად არ ცხოვრობდა. ქ--------------ეს ოქროს სამკაულები ჰქონდა, რაც გარდაცვალებამდე გააჩუქა. ოქროს ბეჭედი, თავის სიცოცხლეშივე აჩუქა გ-------–---------ის შვილს, თავის შვილიშვილს. ნ----------–--ეს თავისი ოჯახი ჰქონდა და წლებია ცხოვრობდა ცალკე თავის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ქ--------------ე დაკრძალულია საფიჩხიის სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით, საფლავი იყო ძველი შეძენილი, ქ------ გარდაცვალების შემდეგ შვილიშვილმა გ-------------–--ემ საფლავზე ძველი ქვა შეცვლა ახლით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

ნ----------–--ის მიერ სათანადო მტკიცებულებებით, ვერ იქნა დადასტურებული, ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მან დედის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მიიღო სამკვიდრო მასა, ხოლო მოპასუხემ კი კვალიფიციური შესაგებლით უარყო მოსარჩელის მოთხოვნა.

 

ნ----------–--ე საქმეში წარმოდგენილი ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ ადასტურებს ქ--------------ის სამკვიდრო ქონების კანონით დადგენილ ვადაში დაუფლების ფაქტს. ის გარემოება, რომ ქ--------------ის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე ნ----------–--ის შვილის გ-------------–--ის მიერ შეცვლილი იქნა ძველი საფლავის ქვა ახლით, ნ----------–--ის მიერ სამკვიდროს მიღებად ვერ ჩაითვლება. შვილიშვილის გ-------------–--ის მიერ თუნდაც ბებიის ქ--------------ის გასვენებაში დახმარება, საფლავის ქვის მოწყობა, ქელეხის სუფრის მომზადებაში და სხვა ამგვარ საქმიანობაში მონაწილების მიღება, ნ----------–--ის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლებას არ ასაბუთებს.

 

საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ნ----------–--ე დაეუფლა დედის 2004 წლის 27 მაისს გარდაცვლილი ქ--------------ის სამკვიდროს 6 თვის ვადაში. მოსარჩელეს ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მოსარჩელის განმარტება, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ დამ ნ--------------ემ მას გადასცა დედის ტანისამოსი და სხვა ნივთები, მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა (ნ----------–--ის და) ნ--------------ემ უარყო, აღნიშნულ სადავო ფაქტებს მოსარჩელე ვერ ადასტურებს. სხვა მტკიცებულება კი გარდა ახსნა-განმარტებისა, რომელიც სადავოობის შემთხვევაში ვერ მიიჩნევა სადავო ფაქტის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ნ----------–--ეს არ წარმოუდგენია. მოსარჩელემ მოძრავი ნივთების კუთვნილების, ასევე, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის პერიოდში მათი მიღებისა და დაუფლების ფაქტი სარწმუნოდ ვერ დაადასტურა, შესაბამისად ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის რეალიზება;

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას, რომ სარჩელი 2008 წლის სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანის მოთხოვნის თაობაზე ხანდაზმულია. მოპასუხის მტკიცებით, ნ----------–--ემ დედის სამკვიდრო ქონებიდან 1/3 წილი მოითხოვა 10 წლის ვადის გასვლის შემდეგ. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის სახელზე წარდგენილი 2008 წლის 19 თებერვლის განცხადებით ნ----------–--ემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებისა და დამატების შეტანა უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისში, წ-------–--------------ში, რაც დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით. 2008 წლის 22 თებერვლის ამონაწერით დასტურდება, რომ შენობა #1-ის მესაკუთრეა ნ----------–--ე, ხოლო #2-ის მესაკუთრეს გ-------–---------ე წარმოადგენდა, სადაც მითითებულია, რომ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა 2008 წლის 0- თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, თუმცა ნ----------–--ეს წლების მანძილზე არ მოუხდენია რეაგირება და სამკვიდრო მოწმობა სადავოდ არ გაუხდია.

 

მხარეებმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ახსნა-განმარტებისას და პაექრობისას მიუთითეს ისეთ ფაქტებსა და გარემოებებზე, რომელზედაც არაფერი იყო თქმული, არც სარჩელში და ასევე არც მოსამზადებელ სხდომაზე. სასამართლო განმარტავს, რომ მთავარ სხდომაზე მითითებული გარემოებები, წარმოადგენს ახალ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის განცხადებაც მხარეებს შეეძლოთ საქმის მომზადების სტადიაზე. ამდენად, ამ ეტაპზე არ არსებობს ახალი ფაქტების მიღების სამართლებრივი საფუძველი, გამომდინარე იქედან, რომ სახეზე არ არის სასამართლოში საქმის მომზადებისას მათი მიუთითებლობის საპატიო მიზეზი. საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა დაცვითი პოზიციები სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებებით უნდა შემოიფარგლოს, გამონაკლისს წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან იმგვარი ფაქტის მიღება, რომლის მითითებაც საქმის მომზადების ეტაპზე მხარეს ობიექტურად არ შეეძლო (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219- მუხლი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა წარმომადგენლების სამართლებრივი პოზიციების გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ----------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 130--ე, 1328-ე, 1336-ე, 1424-ე, 1433-ე, 1433-ე, 1421-ე, 128-ე, 130-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ----------------ის გარდაცვალებით, 2004 წლის 27 მაისს გაიხსნა სამკვიდრო. გარდაცვალების მომენტისათვის მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ : შვილები, ნ----------–--ე, გ-------–---------ე და ნ--------------ე. მამკვიდრებლის სამკვიდრო მასას შეადგენდა უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისში, წ-------–--------------ში.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სს კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ ნ----------–--ეს დედის ქ--------------ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, სამკვიდროს მიღების მოთხოვნით სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით არ მიუმართავს.

 

მოსარჩელე ნ----------–--ე არის 2004 წლის 27 მაისს გარდაცვლილი ქ--------------ის პირველი რიგის მემკვიდრე, თუმცა მხოლოდ ეს გარემოება არ არის სამკვიდროზე პირის უფლებების განსაზღვრისათვის საკმარისი საფუძველი. სამკვიდრო რომ მემკვიდრის გახდეს, მემკვიდრემ იგი უნდა მიიღოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს მიღების ორი გზაა დადგენილი (სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421.2. მუხლის მიხედვით, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1421.3. მუხლის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

 

6.3. აღნიშნული ნორმების შინაარსის მიხედვით, სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რომლითაც მემკვიდრე გამოხატავს ნებას მიიღოს და მართოს სამკვიდრო ქონება, როგორც საკუთარი, რადგან მემკვიდრეობის მიღების მიზანია სამკვიდროზე საკუთრების უფლების მოპოვება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. სამკვიდროს მიღება სწორედ ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც მემკვიდრე გამოხატავს ნებას საკუთრებაში მიიღოს მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება. შესაბამისად სამკვიდროს ფლობა ნიშნავს სამკვიდრო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის განხორციელებას, რაც შეიძლება გამოიხატოს სამკვიდრო უძრავი ქონებით სარგებლობაში, ამ ქონებაში ცხოვრების ფაქტით, მისი მოვლა-პატრონობით, გაქირავებით, სამკვიდროში არსებული მოძრავი ნივთების დაუფლებასა და სარგებლობაში. სამკვიდროს დაუფლება ნიშნავს სამკვიდრო ქონების, როგორც საკუთარი ქონების ფლობას და სარგებლობას.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება და დამოკიდებულია მემკვიდრის ნება-სურვილზე, განმსაზღვრელია გამოხატა თუ არა ნება მემკვიდრემ და რა გზით მოხდა მისი ნების განხორციელება. სამკვიდროს მიღების საკითხის დადგენისას განმსაზღვრელია იურიდიული მნიშნელობის მქონე შემდეგი ელემენტები: სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული მოქმედებები და ამგვარი ნების გამოვლენა სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში.

 

სამკვიდროს მიღებად ითვლება მემკვიდრის ისეთი მოქმედებები, რაც აშკარად მიუთითებს მის ნებას მართოს ან ისარგებლოს სამკვიდრო ქონებით. შესაბამისად, სამკვიდროს მიღებულად აღიარებისათვის უნდა დადგინდეს, რომ მემკვიდრე დაუფლებულია მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებულ ნივთს, უნდა დადგინდეს რომ ქონებაზე უფლებები ეკუთვნოდა მამკვიდრებელს. სამკვიდროს მიღებაზე მიუთითებს მემკვიდრის ისეთი მოქმედება, რაც სამკვიდროს მიმართ, როგორც მესაკუთრის დამოკიდებულებაზე მიუთითებს. სამკვიდროს დაუფლების დროს მემკვიდრემ მისი აქტიური ქმედებით უნდა გამოავლინოს ნება, რომ მას სურს მონაწილეობა სამკვიდროს მართვაში, მის მოვლა-პატრონობაში და არა მხოლოდ სამკვიდრო ქონებაში რამდენიმე დღე ყოფნაში და მამკვიდრებლის დაკრძალვის ან მის გარდაცვალების გამო აუცილებელ სხვა ტრადიციულ ცერემონიებში მონაწილეობაში, რადგან ამით მემკვიდრე არ ავლენს მთელი სამკვიდროს მიმართ მისი როგორც მესაკუთრის ინტერესს.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება. მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა. (მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების მიღება, განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა და სხვა.

 

მოცემულ დავაზე სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ნ----------–--ეს დედის ქ--------------ის სამკვიდრო, ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია. არც მოსარჩელის განმარტებით და არც მოწმეთა ჩვენებებით არ იკვეთება სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე, ნ----------–--ის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა მამკვიდრებლის რაიმე ნივთს, ქონებას. ის ფაქტობირვი გარემოება, რომ ქ--------------ის გარდაცვალების შემდეგ შვილიშვილმა გ-------------–--ემ მოუწყო საფლავის ქვა, მონაწილეობა მიიღო ქელეხის სუფრის მომზადებაში და სხვა ამგვარ საქმიანობაში, ნ----------–--ის სამკვიდროს ფაქტობრივ ფლობას ვერც ადასტურებს და მოსარჩელის მიერ საკვიდროს მიღებად ვერ ჩაითვლება.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ქეთო ჩუბნიძის მამკვიდრებლის, ნ----------–--ეს სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია, შესაბამისად არ არსებობს სადავო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანის და მისი მესაკუთრედ აღიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

სსამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნ----------–--ე არ წარმოადგენს ქ--------------ის სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეს, შესაბამისად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

 

6.4. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. სს კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის არგუმენტს, მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულობის ფაქტის მითითების თაობაზე, და განმარტავს, რომ მამკვიდრებელი ქ--------------ე გარდაიცვალა 2004 წელს. დადგენილია, რომ ერთ-ერთმა მემკვიდრემ გ-------–---------ემ სამკვიდრო ქონება მიიღო 2008 წლის 0- თებერვალს და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება დაარეგისტრირა 2008 წლის 11 თებერვალს. დადგენილია, ასევე რომ 2008 წლის 19 თებერვალს ნ----------–--ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურს - ქ. ქუთაისში, წ-------–--------------ში მდებარე უძრავი ქონების საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების და დამატების შეტანის, ასევე საჯარო რეესტრიდან ამონაწერის გაცემის მოთხოვნით. აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2008 წლის 22 თებერვალს. 22/02/2008 წლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ქ. ქუთაისში, წ-------–--------------ში მდებარე უძრავი ქონების შენობა #1-ის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ნ----------–--ე, ხოლო #2 შენობის მესაკუთრეს წარმოადგენს გ-------–---------ე, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია, ნოტარიუს დ.ხიმშიაშვილის მიერ 2008 წლის 0- თებერვალს გაცემული #2-183 სამკვიდრო მოწმობა. ამდენად სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას, რომ ნ----------–--ისათვის 2008 წლის თებერვალში ცნობილი გახდა - უძრავ ქონებაზე გ-------–---------ის მიერ სამკვიდროს მიღების და შესაბამისი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე, ხოლო ნ----------–--ემ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანის და უძრავ ქონების წილზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მომართა 20-8 წლის 04 მაისს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად კი სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სსკ 55.2. მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ნ----------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოსარჩელეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 450 ლარის ოდენობით უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში ნ----------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20-8 წლის 13 სექტემბრის განჩინებით (საქმე #2/ბ-674) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ყადაღა მოეხსნას მოპასუხეების მ-----–---------ის (პ/ნ 6---------) და ქ------- ქუბინიძის (პ/ნ 6---------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 1/3 წილს, მდებარე: ქ.ქუთაისი, ა-–-------–----------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-.0-.0-.2--; (მ-----–---------ის წილი, N2 შენობა, ფართი: 96,92 კვმ, შენობა N2 და ქ----------------ის ფართით 88,0-);

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნ----------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20-8 წლის 13 სექტემბრის განჩინებით (საქმე #2/ბ-674) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ყადაღა მოეხსნას მოპასუხეების მ-----–---------ის (პ/ნ 6---------) და ქ----------------ის (პ/ნ 6---------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 1/3 წილს, მდებარე: ქ.ქუთაისი, ა-–-------–----------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-.0-.0-.2--; (მ-----–---------ის წილი, N2 შენობა, ფართი: 96,92 კვმ, შენობა N2 და ქ----------------ის ფართით 88,0-);

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე