განაჩენი

სისხლის სამართლის 11.04.2019
საქმის ნომერი
330100117001954140
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №--------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 აპრილი 2--- წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნ--ო ნ-----ია

სხდომის მდივანი თ----- შ--------ე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ---–----- ო------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

1. ბრალდებული - ს----- ა----ს ძე ე-------ა - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე (ქმედების ჩადენის დროს), რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ჩ-------–-------------------------ე

 

ადვოკატი - პ----- მ-----–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

2. ბრალდებული - ი-–---- ა-–------ის ასული მ----------ი - დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ჯ-----------------–--–----------------------------------ში

 

ადვოკატი - დ-------- მ----–----–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

3. ბრალდებული - ც------ გ-------ს ძე ე------ - დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–-------------------- ჩიხი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ც------ ე------სა და ს----- ე-------ას ეპიზოდი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2--- წლის 6 თებერვალს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, რ---------–-----------------ში მდებარე ბარ „ო---------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ს----- ე-------ამ პლასტმასის მილის გამოყენებით და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა ხის ფიცრის გამოყენებით, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვ---- ჭ--–--ეს და ამო მ----------ს, სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები, რა დროსაც ამო მ----------მა და ვ---- ჭ--–--ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2--- წლის 6 თებერვალს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, რ---------–-----------------ში მდებარე ბარ „ო---------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ც------ ე------მ, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მ------ მ-------ეს მიაყენა განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, კერძოდ, ფეხი ჩაარტყა მარცხენა ხელის არეში, რამაც გამიწვია სხივის ძვლის მოტეხილობა, ასევე ქამრით სახის არეში მიაყენა ფიზიკური დაზიანება, რა დროსაც მ------ მ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლო სხდეომაზე დაკითხული დაზარალებულების: მ------ მ-------ის, ვ---- ჭ--–--ისა და ა--- მ----------ის, აგრეთვე გ-------– ყ----–---–ის საჯარო წაკითხული ჩვენებებით დგინდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2--- წლის 6 თებერვალს, ღამის საათებში, დაზარალებულები იმყოფებოდნენ ქ.თბილისში, რ---------–-----------------ში მდებარე ბარ „ო---------–ში“. აღნიშნული ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამო მ----------ისათვის ც------ ე------ს მიერ მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, ინციდენტი მოხდა დაზარალებულებსა და ბრალდებულებს: ს----- ე-------ასა და ც------ ე------ს შორის, რა დროსაც გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დაზარალებულების „პიდარასტებად“ და „კაც-ქალებად“ მოხსენიებით, ს----- ე-------ამ პლასტმასის მილის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ადგილზე ვ---- ჭ--–--ესა და ძირს დაგდებულ ამო მ----------ს მიაყენა დაზიანებები, ც------ ე------მ კი მ------ მ-------ეს ფეხი ჩაარტყა მარცხენა ხელის არეში და ქამრით სახის არეში მიაყენა ფიზიკური დაზიანება. რაც შეეხება ი-–---- მ----------ს, მან ვ---- ჭ--–--ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში. ფიზიკური ძალადობის შედეგად დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი, ვ---- ჭ--–--ეს კი შემოხეული ჰქონდა ტანსაცმელიც. დაზარალებულები ითხოვდნენ შველას და საპატრულო პოლიციაშიც დარეკვას, რა დროსაც ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციამ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური და დაზარალებულები გადაიყვანეს კლინიკაში. დაზარალებულ ვ----–--ის განმარტებით, ს----------სთან ერთად ფიზიკურად უსწორდებოდა კიდევ ერთი უცხო ბიჭი, რომელიც ფიცრის ნაჭერს ურტყამდა მას. დაზარალებულებმა დაადასტურეს, რომ მხოლოდ ც------ ე------ და ს----- ე-------ა (და არა ი-–---- მ----------ი) გამოხატავდნენ მათი გენდერული იდენტობის მიმართ ზიზღს, მოიხსენიებდნენ უცენზუროდ და აგინებდნენ. დაზარალებულებმა აჩვენეს, რომ მოძალადეებისაგან თავდაცვას ცდილობდნენ, რაშიც ასევე დაეხმარნენ ადგილზე შეკრებილი ადამიანები, რომლებიც აშველებდნენ მათ. დაზარალებულებმა დაადასტურეს, რომ ბრალდებულთა ძალადობრივი ქმედებებით გარდა ძლიერი ფიზიკური ტკივილის განცდისა (დაზიანებები საჭიროებდა ხანგრძლივ მკურნალობას), მათ მიადგათ მორალური ზიანიც - მიღებული სტრესისა და შეურაცხყოფის გამო დაჭირდათ ფსიქოლოგის კონსულტაციაც.

 

დაზარალებულთა ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია:

· 2--- წლის 7 თებერვალს დაზარალებულ ვ---- ჭ--–--ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან, რომელსაც თან ერთვის საგამოძიებო მოქმედების დროს გადაღებული ფოტოსურათები (გამომძიებელი ზ--------ე, ექსპერტები: მ.ქ----–---–ი და ნ.მ------–---–ი, მოწმე ვ----–--ე და მისი ადვოკატი ც---------ი).

· 2--- წლის 8 თებერვალს დაზარალებულ გ-------– ყ----–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან, რომელსაც თან ერთვის საგამოძიებო მოქმედების დროს გადაღებული ფოტოსურათები (გამომძიებელი ლ-------–---–ი, ექსპერტები: თ.რ-----–---–ი და ნ.ნ---------ე, მოწმე გ.ყ----–---–ი).

· 2--- წლის 8 თებერვალს დაზარალებულ ა--- მ----------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან, რომელსაც თან ერთვის საგამოძიებო მოქმედების დროს გადაღებული ფოტოსურათები (გამომძიებელი ვ------–--ე, ექსპერტები: თ.რ-----–---–ი და ნ.ნ---------ე, მოწმე ა------------ი და მისი ადვოკატი ც---------ი).

· 2--- წლის 8 თებერვალს დაზარალებულ მ------ მ-------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე, რომელსაც თან ერთვის საგამოძიებო მოქმედების დროს გადაღებული ფოტოსურათები (გამომძიებელი ვ------–--ე, ექსპერტები: თ.რ-----–---–ი და ნ.ნ---------ე, მოწმე მ---------ე და მისი ადვოკატი ც---------ი).

· 2--- წლის 6 თებერვალს, ქ.თბილისში, რ---------–-----------------ში მდებარე ბარ „ო---------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველ ვიდეოჩანაწერთან (გამოკვლეული მხარეთა უშუალო მონაწილეობით სასამართლო სხდომაზე).

 

ამოცნობის ოქმის თანახმად, 2--- წლის 13 თებერვალს, ა--- მ----------მა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ც------ ე------, რომელიც 2--- წლის 6 თებერვალს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, რ---------–-----------------ში მდებარე ბარ „ო---------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მ------ მ-------ეს ურტყამდა ქამარს და ძირს დააგდო (გამომძიებელი ლ-------–---–ი).

 

ამოცნობის ოქმის თანახმად, 2--- წლის 13 თებერვალს, ვ---- ჭ--–--ემ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ც------ ე------, რომელიც 2--- წლის 6 თებერვალს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, რ---------–-----------------ში მდებარე ბარ „ო---------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მ------ მ-------ეს ურტყამდა ქამარს და ძირს დააგდო (გამომძიებელი ლ-------–---–ი).

 

ამოცნობის ოქმის თანახმად, 2--- წლის 13 თებერვალს, მ------ მ-------ემ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ც------ ე------, რომელიც 2--- წლის 6 თებერვალს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, რ---------–-----------------ში მდებარე ბარ „ო---------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მას ურტყამდა ქამარს და ძირს დააგდო (გამომძიებელი ლ-------–---–ი).

 

ამოცნობის ოქმის თანახმად, 2--- წლის 13 თებერვალს, ა--- მ----------მა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ს----- ე-------ა, რომელმაც 2--- წლის 6 თებერვალს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, რ---------–-----------------ში მდებარე ბარ „ო---------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მას და ვ---- ჭ--–--ეს დაარტყა პლასტმასის მილი (გამომძიებელი ლ-------–---–ი).

 

ამოცნობის ოქმის თანახმად, 2--- წლის 13 თებერვალს, ვ---- ჭ--–--ემ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ს----- ე-------ა, რომელმაც 2--- წლის 6 თებერვალს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, რ---------–-----------------ში მდებარე ბარ „ო---------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მას და ა--- მ----------ს დაარტყა პლასტმასის მილი (გამომძიებელი ლ-------–---–ი).

 

ამოცნობის ოქმის თანახმად, 2--- წლის 13 თებერვალს, მ------ მ-------ემ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ს----- ე-------ა, რომელიც 2--- წლის 6 თებერვალს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, რ---------–-----------------ში მდებარე ბარ „ო---------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ---- ჭ--–--ეს და ა--- მ----------ს ურტყამდა პლასტმასის მილს (გამომძიებელი ლ-------–---–ი).

 

ამოცნობის ოქმის თანახმად, 2--- წლის 25 მაისს, გ-------– ყ----–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ი-–---- მ----------ი, რომელმაც 2--- წლის 6 თებერვალს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, რ---------–-----------------ში მდებარე ბარ „ო---------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ---- ჭ--–--ეს ხელი გაარტყა სახეში (გამომძიებელი ზ--------ე).

 

ამოცნობის ოქმის თანახმად, 2--- წლის 25 მაისს, ვ---- ჭ--–--ემ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ი-–---- მ----------ი, რომელმაც 2--- წლის 6 თებერვალს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, რ---------–-----------------ში მდებარე ბარ „ო---------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მას ხელი გაარტყა სახეში (გამომძიებელი ზ--------ე).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ------------ე ც-----–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

პირადი შემოწმებით, 2--- წლის 8 თებერვალს, მოქ. ვ---- ჭ--–--ეს სხეულზე აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანებები ნაჭდევების სახით, სისხლნაჟღენთების და ნაკაწრების სახით (მარჯვნის გულმკერდის უკანა ზედაპირის ზემო მესამედში ბეჭის ხაზზე, მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის გარეთა ზედაპირზე, მარჯვენა წინამხრის ქვემო მესამედის წინა ზედაპირზე, მარჯვენა თვალბუდის გარეთა კუთხესთან, მარჯვენა მტევნის პირველი თითის ძირითადი ფალანგის შიგნითა ზედაპირზე, მარჯვენა დუნდულოს ზედა შიგნითა კვადრატში, მარჯვენა ყურის ნიჟარის წინა ზედაპირზე, მარჯვენა მხრის ზემო მესამედის წინა ზედაპირზე). დაზიანებები როგორც ერთობლიობაში, ისე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად.

 

სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ------------ე ც-----–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

პირადი შემოწმებით, 2--- წლის 8 თებერვალს, მოქ. ამო მ----------ს სხეულზე აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანებები ნაჭდევებისა და ნაკაწრების სახით (მარჯვენა მუხლის სახსრის წინა მარჯვენა ზედაპირზე, მარცხენა წვივის წინა ზედაპირის შუა მესამედში, მარცხენა წინამხრის ქვემო მესამედის გარეთა ზედაპირზე, მარჯვენა მტევნის მეოთხე თითის საფრჩხილე ფალანგის გარეთა ზედაპირზე, ამავე თითის საფრჩხილე ფალანგის წინა ზედაპირზე, მარჯვენა წვივის წინა ზედაპირის შუა მესამედში, მარჯვენა წვივის ქვემო მესამედის გარეთა ზედაპირზე) დაზიანებები როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს, ნაჭდევები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთარდ გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად.

 

სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ------------ე ც-----–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

პირადი შემოწმებით, 2--- წლის 8 თებერვალს, მოქ. გ-------– ყ----–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანებები ნაჭდევების, უსწოროკიდეებიანი ჭრილობის, სისხლჩაქცევის და ნაკაწრის სახით (ცხვირის ზურგზე, მარჯვენა წინამხრის ქვემო მესამედის წინა ზედაირზე, მარჯვენა მტევნის გარეთა ზედაპირზე, მარცხენა ბარძაყის ზემო მესამედის გარეთა ზედაპირზე, მარცხენა ლოყის ლორწოვანზე). დაზიანებები როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულბით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთარდ გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად.

 

სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ------- ბ------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

შპს „გ------------–---------------------------------–---იის ცენტრის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №----ის, პაციენტის გასინჯვის ფურცლის და იდაყვის სახსრის რენტგენოგრაფიის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქ. მ------ მ-------ეს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით კლინიკისათვის მიუმართავს 6.02.17წ 07:15 სთ, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს, დიაგნოზით: სხივის ძვლის თავის მოტეხილობა ცდომით.

 

მოქ. მ------ მ-------ის სასამართლო-სამედიცინო შემოწმებისას შუბლ-თხემის მიდამოში მარცხნივ აღენიშნებოდა ჭრილობა, მარჯვენა მტევნის მიდამოში - ნაკაწრები, მარჯვენა წვივის მიდამოში - ნაჭდევი.

 

10.02.17წ წერილის საფუძველზე გამოძიების მიერ წარმოდგენილი რენტგენოფირი შესწავლილი იქნა თსსუ რდიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ი.ა-----–---–ის მიერ, რომლის 18.02.17წ პასუხის თანახმად, წარმოდგენილ რენტგენოფირზე აღინიშნება სხივის ძვლის თავის მოტეხილობა ფრაგმენტის ცდომით უკან და რადიალურად. რენტგენოგრამაზე ასახული ცვლილება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება მომართვაში მითითებულ დაზიანების მიღების თარიღს 06.02.17წ.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზიანებანი - სხივის ძვლის თავის მოტეხილობის, შუბლ-თხემის მიდამოში - მარცხნივ არსებული ჭრილობის და მარჯვენა წვივის მიდამოში არსებული ნაჭდევი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად. სხივის ძვლის თავის მოტეხილობა მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. შუბლ-თხემის მიდამოში - მარცხნივ არსებული ჭრილობა და მარჯვენა წვივის მიდამოში არსებული ნაჭდევი, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გრეშე. მარჯვენა მტევნის მიდამოში არსებული ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთარდ გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. დაზიანებანი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2--- წლის 6 თებერვალს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ლ------– მ-----–---–მა, ზ---- ნ------ემ, ვ----– ბ----–--ემ, ქ------- კ---–---–---–მა, გ---- პ----------მა და დ----- ტ------–---–მა დაადასტურეს ი.მ----------ის, ს----------ს და ც.ე------ს ბრალდების სს საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

ბრალდებულებმა: ც------ ე------მ და ი-–---- მ----------მა სრულად ცნეს თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დაადასტურეს დაზარალებულთა ჩვენებებში აღწერილი, მათთვის ინკრიმინირებული ქმედებების დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებები.

 

ბრალდებულმა ს----- ე-------ამ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ც------ ე------ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ერთ-ერთ დაზარალებულთან, რაც გადაიზარდა ბრალდებულებსა და დაზარალებულებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში. ჩხუბის დროს ა--- მ----------მა მას ესროლა ვედრო და აღნიშნულის გამო მოუქნია ფეხი, თუმცა არ იცის მოხვდა თუ არა. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ თავდაცვის მიზნით აიღო იქვე, ძირს დაგდებული ჯოხი, მაგრამ იმ ჯოხის გამოყენებით ვ---- ჭ--–--ისა და ა--- მ----------ისათვის ფიზიკური დაზიანებები არ მიუყენებია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია. დანაშაულებრივი ქმედების საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელია პირის განზრახი ქმედება, შედეგი (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხანგრძლივი მოშლით) და მიზეზობივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით - დაზარალებულების: მ---------ის, ვ----–--ის გ.ყ----–---–ისა და ა------------ის ჩვენებებით, აგრეთვე ვიდეოჩანაწერითა და თავად ც------ ე------ს განმარტებით უტყუარად დასტურდება, რომ 2--- წლის 6 თებერვალს მომხდარი კონფლიქტის დროს, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მ------ მ-------ეს ფეხი ჩაარტყა მარცხენა ხელის არეში და ქამრით სახის არეში მიაყენა ჭრილობა, რამაც გარდა ფიზიკური ტკივილისა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მიაყენა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. შესაბამისად, სახეზეა ც------ ე------ს განზრახი ქმედება, მისი ქმედების შედეგი და მიზეზობრივი კავშირი ბრალდებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის არსებობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები კი არ დგინდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ცემა ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა არ უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების განსაკუთრებულ შედეგს, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელია, რომ მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილი არ იწვევს მისი ჯანმრთელობის საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობები, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა, თმებით თრევა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ანუ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მ---------ის, ვ----–--ის გ.ყ----–---–ისა და ა------------ის ჩვენებებით, აგრეთვე ვიდეოჩანაწერით უტყუარად დადგენილია, რომ 2--- წლის 6 თებერვალს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, რ---------–-----------------ში მდებარე ბარ „ო---------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ს----- ე-------ამ პლასტმასის მილის გამოყენებით, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვ---- ჭ--–--ეს და ა--- მ----------ს, სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენა მსუბუქი ხარისხის, მრავლობითი დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით. გარდა დაზარალებულების განმარტებისა, რომ ს----------ს ძალადობრივი ქმედებით განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი, აღნიშნულ გარემოებას ნათლად ადასტურებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დაზარალებულთათვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობა, ხარისხი და ლოკალიზაცია, ამასთან მკვრივი-ბლაგვი საგნით, როგორიცაა პლასტმასის მილი, მრავალჯერადი დარტყმა ცხადია, ფიზიკური ტკივილის გამომწვევია საშუალო ასაკისა და ჯანმრთელობის მქონე ნებისმიერი ადამიანისათვის.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის არსებობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები კი არ დგინდება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულების უტყუარობის კონტექსტში მოწმის ჩვენების სანდოობა შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს მოწმის არაგულწრფელობის, მიკერძოების, მის მიერ შეუსაბამო განცხადებების გაკეთების, მოწმის მიერ ფაქტის აღქმის, დამახსოვრების ან/და გადმოცემის უნარის ნაკლებობის დემონსტრირების, აგრეთვე სხვა ფაქტებთან წინააღმდეგობის გამო. სასამართლო აღნიშნავს, რომ სხდომაზე დაკითხული დაზარალებულების ჩვენებებში არცერთი ზ/აღნიშნული გარემოება არ დაფიქსირებულა, მათი ჩვენებები არის სანდო და გულწრფელი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით - თანმიმდევრული, უფრო მეტიც, 2--- წლის 6 თებერვალს განვითარებული მოვლენების მათ მიერ აღწერილი ვერსიის საიმედოობა გამყარებულია ობიექტური მტკიცებულებებით - ვიდეოჩანაწერითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, შესაბამისად, არ არსებობს მ---------ის, ვ----–--ის, გ.ყ----–---–ისა და ა------------ის ჩვენებებში ეჭვის შეტანის სამართლებრივი საფუძველი.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის ვერსიას იმასთან დაკავშირებით, რომ აგრესიული დაზარალებულების მხრიდან სიტყვიერმა შეურაცხყოფამ და ერთ-ერთის მიერ ბრალდებულის მიმართულებით ნასროლმა საგანმა ჩააგდო ს----- ე-------ა აუციელებლი მოგერიების მდგომარეობაში და განმარტავს შემდეგს.

საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.

აუცილებელი მოგერიება გარდა იმისა, რომ უნდა აკმაყოფილებდეს ხელყოფისა და დაცვის მართლზომიერების პირობებს (ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რეალურობა, იმწუთიერობა და რელევანტურობა), ხელყოფის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელყოფისას გამოყენებული იარაღი და საშუალება, თავდამსხმელის პიროვნება, ხელყოფის ხანგრძლივობა, თავდამსხმელთა რაოდენობა და კონკრეტული ვითარება, კერძოდ: დრო, ადგილი და ა.შ, რა დროსაც განხორციელდა ხელყოფა. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება კი ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ დაზარალებულების: ვ----–--ისა და ა------------ის მიერ ს----------ს მიმართ ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ შეურაცხყოფას და რეალურ თავდასხმას, არც სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის საშიშროება არსებობდა და შესაბამისად, სახეზე არაა არც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა და არც ამ მდგომარეობის ფარგლების გადაცილება. სასამართლო ასევე გამორიცხავს ს----- ე-------ას მხრიდან ვედროს სროლის (რომელიც დაზარალებულთა განმარტებით ბრალდებულს არ მოხვედრია და ამასთან ნასროლი იყო სწორედ ს----------ს ძალადობრივი ქმედების მოგერიების მიზნით) და თუნდაც სიტყვიერი შეურაცხყოფის - გინების პირობებში, ს----- ე-------ას აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ჩაყენებას, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ვერ იქნება დაცული აუცილებელი მოგერიების ერთ-ერთი მთავარი პირობა - უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება, რაც გულისხმობს, რომ მომგერიებლის მოქმედება უნდა იყოს თანაზომიერი, აუცილებლობით განპირობებული თავდაცვითი მოქმედება და არ უნდა წარმოადგენდეს პირის დასჯას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი თითქოსდა შეურაცხყოფილი ს----- ე-------ას მხრიდან. სასამართლო განმარტავს, რომ კონფლიქტის ეტაპობრივი განვითარება და ს----- ე-------ას აქტიური როლი ამ პროცესში, დაზარალებულებისათვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობა და ლოკალიზაცია, ნათლად მიუთითებს ს----- ე-------ას განზრახვაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვ----–--ისა და ა------------ისათვის მიეყენებინა ფიზიკური ტკივილი (სასამართლოს იგივე მოტივაციის საფუძველზე დადასტურებულად მიაჩნია, რომ ც------ ე------მაც ფეხითა და ქამრით მ---------ის მიმართ ძალადობრივი ქმედება განახორციელა განზრახ, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით და იგი არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და არც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის ფარგლების გადაცილებას ჰქონია ადგილი). გარდა ამისა, ბრალდებულის ვერსიის არაგულწრფელობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ თითქოსდა დაზარალებულთა მხრიდან რეალური თავდასხმისა და ფიზიკური შეურაცხყოფის პირობებში, მას არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა, ე.წ. „თავდამსხმელებისათვის“ მიყენებულ დაზიანებებსა და შესაბამისად, მათ მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას კი ნათლად ასახავს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ:

1. ს----- ე-------ამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2--- წლის 6 თებერვალს მოქმედი რედაქცია);

2. ც------ ე------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (2--- წლის 6 თებერვალს მოქმედი რედაქცია).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ს----- ე-------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო სსკ-ის 531 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა გენდერული იდენტობის შეუწყნარებლობის მოტივით.

4.2. ც------ ე------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, ხოლო სსკ-ის 531 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა გენდერული იდენტობის შეუწყნარებლობის მოტივით.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენდერული იდენტობის შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებზე ადეკვატური რეაგირება იმდენად, რამდენადაც ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები, სიძულვილის ენის გამოყენება, გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული უთანასწორო მოპყრობისა და უფლებადარღვევის ფაქტები კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოში, ტრანსგენდერი ადამიანები პრობლემებს აწყდებიან საზოგადოებრივი ცხოვრების არაერთ სფეროში და ცალკეულ შემთხვევებში, იძულებულნი არიან, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოჩინდნენ იმ გარეგნობით, რომელიც არ შეესაბამება მათ გენდერულ თვითაღქმას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შესაძლოა გახდნენ სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლნი, როგორც ეს მოხდა განსახილველ სს საქმეში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ს----- ე-------ასა და ც------ ე------ს მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათისა და სიმძიმის, დაზარალებულთათვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობისა და ხარისხის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება ს----- ე-------ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის, ხოლო ც------ ე------ს მიმართ - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით პირობითი მსჯავრის განსაზღვრის პირობებში, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებს, რომ ს----- ე-------ა ზ--------ის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 4 აპრილის განაჩენით მსჯავრდებული იქნა საქართველოს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I1 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 155 საათის ვადით, რომლის მოხდა ს--------–ოსა და ზ------------ის პრობაციის ბიუროს 2--- წლის 22 მარტის წერილის თანახმად, დაასრულა 2--- წლის 24 მაისს. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ სს საქმეზე ს----- ე-------ას ბრალად ედება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა 2--- წლის 6 თებერვალს, ანუ ზ--------ის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 4 აპრილის განაჩენის გამოტანამდე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----- ე-------ას მიმართ სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

ი-–---- მ----------ის ეპიზოდი

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

 

შუამდგომლობის მიხედვით, ი-–---- მ----------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2--- წლის 6 თებერვალს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, რ---------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-–---- მ----------ამ, ვ---- ჭ--–--ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც ამ უკნასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ი-–---- მ----------ი ზ/აღნიშნული ქმედებისათვის ცნობილი იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ი-–---- მ----------ის მიერ ზ/აღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულთა და თავად ბრალდებულის ჩვენები, ამოცნობის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

2--- წლის 14 მარტს, საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ადვოკატისაგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ბრალდებულ გ---–----- გ---------ასა (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით) და ქ.თბილისის ძ---–-------–--ის რაიოული პროკურატურის პროკურორ გ---–----- ო------–---–ს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე, რომლის მიხედვითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ი-–---- მ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ი-–---- მ----------ის მიმართ ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2--- წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 5 (ხუთი) წელი და 3 (სამი) თვე; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ქალ მსჯავრდებულტა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2--- წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი-–---- მ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი.

 

საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილესთან.

 

ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

2--- წლის 11 აპრილს, საქმის არსებითად განხილვისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მომართა ქ.თბილისის ძ---–-------–--ის რაიოული პროკურატურის პროკურორმა გ---–----- ო------–---–მა ბრალდებულ ი-–---- მ----------თან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და მისი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, რომ სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა გ---–----- ო------–---–მა, ბრალდებულმა ი-–---- მ----------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ-------- მ----–----–--ემ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.

 

სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. გარდა ამისა, ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

სასამართლომ გამოიკვლია, რომ პროკურორმა საპროცესო შეთანხმების დადებამდე დაზარალებულთან გაიარა კონსულტაცია და შეატყობინა მას საპროცესო შეთანხმების დადება, რის შესახებაც პროკურორის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის მასალების და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ.თბილისის ძ---–-------–--ის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---–----- ო------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 225-ე, 258-260, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით, -

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ.თბილისის ძ---–-------–--ის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---–----- ო------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

დამტკიცდეს პროკურორ გ---–----- ო------–---–სა და ბრალდებულ ი-–---- მ----------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ი-–---- მ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ი-–---- მ----------ის მიმართ ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2--- წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 5 (ხუთი) წელი და 3 (სამი) თვე;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2--- წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი-–---- მ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი.

 

ს----- ე-------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ახლადდანიშნული სასჯელი მთლიანად შთანთქოს ზ--------ის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 4 აპრილის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 1 (ერთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთამ, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს----- ე-------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;

ს----- ე-------ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2--- წლის 1 აპრილიდან 2--- წლის 4 აპრილის ჩათვლით (ზ--------ის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 4 აპრილის განაჩენის შესაბამისად).

ც------ ე------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულებს: ი-–---- მ----------ს, ს----- ე-------ას და ც------ ე------ს დაეკისროთ მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მათ ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - 6 (ექვსი) ცალი ლაზერული დისკი (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მსჯავრდებულების: ს----- ე-------ასა და ც------ ე------ს მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

განაჩენი მსჯავრდებულ ი-–---- მ----------ის მიმართ ექვემდებარება გასაჩივრებას საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სხვა შემთხვევაში განაჩენი არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლე ნ--ო ნ-----ია