გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 031210016001367409
№ 2/108-2016წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 იანვარი, 2019 წელი ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
მაგისტრატი სასამართლო ქობულეთის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ზინაიდა აბაშიძე
მოსარჩელე - შპს “მა---------------ტი“
წარმომადგენელი - თე---------------ძე
მოპასუხე - და-----–----–--ლი, თე-----------ძე
თე-----------ძის წარმომადგენელი - მე----–------ძე
დავის საგანი -თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს “მა---------------ტმა“ სარჩელი აღძრა და-----–----–--ლის და თე-----------ძის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 833 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით რეალიზაცია გაუკეთდეს ავტომანქანას, შემდეგი მონაცემებით -,,OPEL ASTRA G" , სარგისტრაციო ნომერი BA855AC, გამოშვების წელი 1998 წ, ტიპი-ჰეტჩბეკი, ფერი-რუხი, ძრავის მოცულობა - 1364, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო NWOLOTGF08X5142125),მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
14.03.15 წ. მოსარჩელესა და ფიზიკურ პირს და-----–----–--ლს შორის გაფორმდა სალომბარდო ხელშეკრულება N15/03/15, რომლის თანახმადაც და-----–----–--ლმა აიღო სესხი 700 აშშ დოლარი. მსესხებელზე სესხი გაიცა ერთი წლის ვადით 14.03.16 წ-მდე. სესხის უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენს მსესხებლის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა "OPEL ASTRA G" , სარგისტრაციო ნომერი BA855AC, გამოშვების წელი 1998 წ, ტიპი-ჰეტჩბეკი, ფერი-რუხი, ძრავის მოცულობა-1364, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო NWOLOTGF08X5142125, ხელშეკრულების 3.3. პუნქტით სესხი გაცემული იქნა 6%. 4.3. პუნქტით მსესხებელი ვალდებული იყო წინასწარ ყოველთვიურად, ყოველი თვის 14 რიცხვში, კრედიტორზე გადაეხადა 42 დოლარის ექვივალენტი ლარში და ყოველ მე-3 თვეს მართვის საკომისიო 14 დოლარის ექვივალენტი ლარში. 3.4. პუნქტით მსესხებლის მიერ სესხის ან სესხის პროცენტის დაგვიანების შემთხვევაში მსესხებელს კრედიტორის სასარგებლოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, სესხის ოდენობის 0.5%-3.5 დოლარის ექვივალენტი ლარში.
14.03.15 წ მოსარჩელესა და ფიზიკურ პირს - თე-----------ძეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N15/03/15, რომლის თანახმადაც თე-----------ძე მოსარჩელის წინაშე ვალდებულებას ღებულობდა სოლიდარული ვალდებულებით უზრუნველყო და-----–----–--ლსა და მოსარჩელეს შორის 14.03.15 წ გაფორმებულ N15/03/15 სალომბარდო ხელშეკრულებაში არსებული ვალდებულებები. მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ მოპასუხეები არ ასრულებდნენ სესხით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რის გამოც მოსარჩელის მიმართ წარმოეშვათ დავალიანება 833 აშშ დოლარის ოდენობით (აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სესხის ძირი თანხაა 700 აშშ დოლარი, რაც შეეხება პროცენტს და პირგასამტეხლოს, მოსარჩელე არ მოითხოვს და სარჩელით ითხოვს მხოლოდ ძირი თანხის და სარგებელის დაკისრებას).
მიუხედავად კრედიტორის არაერთი მოთხოვნისა, მსესხებელმა გადამალა მისი მართვის ქვეშ მყოფი, სესხის უზრუნველყოფის საგანი ავტომანქანა - "OPEL ASTRA G" და არ წარმოადგინა იგი კრედიტორთან. მოპასუხეები არ ასრულებენ 14.03.15 წ მოსარჩელესთან გაფორმებულ N15/03/15 სალომბარდო და თავდებობის ხელშეკრულების პირობებს. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 833 დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა, დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, რეალიზაცია გაუკეთდეს სესხის უზრუნველყოფის საგანს (ა/მანქანა ,,OPEL ASTRA G", სარგისტრაციო ნომერი BA855AC, გამოშვების წელი 1998 წ, ტიპი-ჰეტჩბეკი, ფერი-რუხი, ძრავის მოცულობა-1364, ტრანსპორტის საიდენტ. NWOLOTGF08X5142125) დაკისრებული თანხის ამოსაღებად, მისი ამოღება მოხდეს მოპასუხეების ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი პირადი ქონებიდან.
და-----–----–--ლმა არ შეასრულა სესხის დაფარვის ვალდებულება და სესხის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე. და-----–----–--ლმა უზრუნველყოფის საგანი - ავტომანქანა გადამალა და მოსარჩელეს არ წარუდგინა.
მოსარჩელე მხარემ სასამართლო სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა ავტომანქანის რეალიზაციის ნაწილში და განმარტა, რომ ხსნის სასრჩელო მოთხოვნას ავტომანქანის რეალიზაციის ნაწილში, რითაც ითხოვდა დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით რეალიზაცია გაუკეთდეს ავტომანქანას, შემდეგი მონაცემებით -,,OPEL ASTRA G" , სარგისტრაციო ნომერი BA855AC, გამოშვების წელი 1998 წ, ტიპი-ჰეტჩბეკი, ფერი-რუხი, ძრავის მოცულობა - 1364, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო NWOLOTGF08X5142125).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. და-----–----–--ლს შესაგებელი არ წარმოადგინა.
2.1. და-----–----–--ლმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტავს, რომ მას აქვს დარჩენილი ძირი თანხა 600 აშშ დოლარი და თანახმაა ეს თანხა გადაიხადოს ეტაპობრივად. რაც შეეხება ავტომანქანას, განმარტავს, რომ ავტომანქანა დაზიანდა ავარიის დროს და გადაყვანილი იქნა საჯარიმოზე. მას არ უსარგებლია აღნიშნული ავტომანქანით. რაც შეეხება ყოველტვიურ შენატანს მან განმარტა, რომ ის ექვსი თვის განმავლობაში იხდიდა ყოვეტვიურ შენატანს. ასევე მის მიერ გადახდილი იქნა პროცენტი 80 აშშ დოლარი და საჯარიმოს თანხა 100 აშშ დოლარი, რაც იყო ძირი თანხა, შესაბამისად მას აქვს დარჩენილი ძირი თანხა 600 აშშ დოლარი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმეები განიხილება დისპიზიციურობის პრინციპის დაცვით. დისპოზციურობის პრინციპი გულისხმობს არა მხოლოდ მხარეებისათვის საპროცესო უფლების მინიჭებას, არამედ იგი გულისხმობს საპროცესო მოვალეობის დაკისრებასაც. ერთერთი ასეთი მოვალეობაა მოპასუხემ წარმოადგინოს შესაგებელი. შესაგებლის წარმოუდგენლობა საქ.სსკ-ის 232I-ე მუხლის საფუძველზე იწვევს მოპასუხის საწინააღმდეგო იურიდიულ შედეგს, რაც მასში გამოიხატება, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობისას სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულებად ითვლება. და-----–----–--ლმა შესაგებელი არ აღნიშნული გაგებული უნდა იქნას მათ მიერ სარჩელში მითითებული ფაქტების დადასტურებად.
2.3. მოპასუხე თე-----------ძის წარმომადგენელი არ ეთანხმება სარჩელს და განმარტავს, რომ ვინაიდან მოსარჩელის მხრიდნ არ მომხდარა თავდების ინფორმირება დაუყონებლივ, იმის თაობაზე, რომ ძირითადი მსესხებელი არღვევდა ხელშეკრულებას და არ იხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას, რაც გათვალისწინებულია თავდებობის ხელშეკრულებაში, მოსარჩელეს არ წარმოეშობა უფლება მოპასუხეს თავდებს მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება, შესაბამისად მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უდნა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 4.03.15 წ. მოსარჩელესა და ფიზიკურ პირს და-----–----–--ლს შორის გაფორმდა სალომბარდო ხელშეკრულება N15/03/15, რომლის თანახმადაც და-----–----–--ლმა აიღო სესხი 700 აშშ დოლარი. სესხს სარეგებელის სახით უნდა დარიცხვოდა თვეში სესხად გაცემული თანხის 6 %. მსესხებელი ვალდებული იყო ყოველი თვის 14 რიცხვში სესხის დაფარვის მიზნით გადაეხადა 42 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, ყოველ მესამე თვეს კი მართვის საკომისიო 14 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხისა და სესხის უზრუნველყოფის ხელშეკრულება;
3.1.2. სესხის დაფარვის ვადების დარღვევისათვის გათავლისწინებული იქნა პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ოდენობის 0.5%, ანუ 3.5 აშშ დოლრის ექვივალენტი ლარის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხისა და სესხის უზრუნველყოფის ხელშეკრულება;
3.1.3. სესხის უზრუნველყოფის მიზნით მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ და-----–----–--ლი მოსარჩელეს გადაუფორმებდა ავტომანქანას - ა/მანქანა "OPEL ASTRA G" , სარგისტრაციო ნომერი BA855AC, გამოშვების წელი 1998 წ, ტიპი-ჰეტჩბეკი, ფერი-რუხი, ძრავის მოცულობა-1364, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო NWOLOTGF08X5142125, სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში შპს “მა---------------ტს“ უფლება ექნებოდა გაესხვისებინა ავტომანქანა და მიღებული თანხით დაეფარა სესხის დავალიანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხისა და სესხის უზრუნველყოფის ხელშეკრულება;
3.1.4. საქმეში არაა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მაგრამ მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ შეთანხმებისამებრ ავტომანქანა აღირიცხა მოსარჩელის სახელზე. თუმცა ავტომანქანა შეთანხმებისამებრ და-----–----–--ლის მფლობელობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები;
- სესხისა და სესხის უზრუნველყოფის ხელშეკრულება;
3.1.5. მხარეთა შეთანხმებით, თუ ავტომანქანა, დავალიანების დასაფარად არ იქნება საკმარისი, თანხის ამოღება უნდა მოხდეს და-----–----–--ლის ნებისმიერი ქონებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები;
- სესხისა და სესხის უზრუნველყოფის ხელშეკრულება;
3.1.6. 14.03.15 წ მოსარჩელესა და ფიზიკურ პირს - თე-----------ძეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N15/03/15, რომლის თანახმადაც თე-----------ძე მოსარჩელის წინაშე ვალდებულებას ღებულობდა სოლიდარული ვალდებულებით უზრუნველყო და-----–----–--ლსა და მოსარჩელეს შორის 14.03.15 წ გაფორმებულ N15/03/15 სალომბარდო ხელშეკრულებაში არსებული ვალდებულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის ხელშეკრულება;
3.1.7 ხელშეკრუელბით და-----–----–--ლი ვალდბეული იყო სესხის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევაში კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე წარედგინა კრედიტორისათვის. და-----–----–--ლმა ავტომანქანა კრედიტორს არ წარუდგინა. მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ ავტომანქანა ავარიის შემდეგ გადაყვანილი იქნა საჯარიმოზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხისა და სესხის უზრუნველყოფის ხელშეკრულება;
- მხარეთა განმარტებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხე და-----–----–--ლი სადაოდ ხდის ძირი თანხის ოდენობას. მოპასუხე თე-----------ძე სადაოდ ხდის თავდებზე ვალდებულების მოთხოვნის უფლებას. სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად თანხის დაკისრების ნაწილში. მოპასუხეებმა მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურონ 833 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_საქართველოს კონსტიტუცია;
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეებს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე ეკისრებათ სესხად გაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნების მოვალეობა. სასამართლო განმარტავს, რომ თუ და-----–----–--ლმა მოსარჩელისაგან აიღო სესხი და შეთანხმებულ ვადაში არ დაფარა, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. ანალოგიურად ვალდებულების დარღვევად უნდა შეფასდეს თავდები პირის მიერ სესხის გადაუხდელობა. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის იმ პირობების შესაბამისად დაბრუნება, რაზეც მხარეები არიან შეთანხმებულნი.
მოპასუხე ამტკიცებს, რომ მას დარჩენილი აქვს ძირი თანხა 600 აშშ დოლარი, ვინაიდან მის მიერ მოხდა ძირი თანხის 100 აშშ დოლარის გადახდა, მოსარჩელე მხარე აღნისნულის თაობაზე განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული 100 აშშ დოლარი, 80 აშშ დოლარი ჩაითვლა პროცენტში და საჯარიმო თანხაში, მითუმეტეს, რომ მოსარჩელემ იმთავითვე შეამცირა თანხა და სარჩელით მოითხოვა 833 აშშ დოლარის გადახდა და არა მთლიანი პროცენტის და სარგებელის.
მოპასუხე მხარეს არანაირი მტკიცებულება (ქვითარი, საგადახდო დავალება, ხელწერილი და ა.შ არ წარმოუდგენია).
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. მხარეთა მიერ შეთანხმებული გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში სესხზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.
6.3. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.
დადგენილია, რომ შპს“მა---------------ტსა“ და და-----–----–--ლს შორის ვალდებულება წარმოიშვა სალომბარდო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ 1 წლის ვადით დათა ლაზისვილს ასესხა 700 აშშ დოლარი. სესხს სარეგებელის სახით უნდა დარიცხვოდა თვეში სესხად გაცემული თანხის 6 პროცენტი. მსესხებელი ვალდებული იყო ყოველი თვის 14 რიცხვში სესხის დაფარვის მიზნით გადაეხადა 42 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, ყოველ მესამე თვეს კი მართვის საკომისიო 14 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა, ამიტომ მხარეებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.
6.4. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლება მათ ვალდებულება შესრულებულად. სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ დათა ლაზისვილისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ მუჰამედ თურღულ დუმანი ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა გადახდის გრაფიკში მითითებული ოდენობით და დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მუჰამედ თურღულ დუმანმა დაარღვია ვალდებულება და შეწყვიტა სესხის დაფარვა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მას გადასახდელი დარჩა ძირი თანხა 700 აშშ დოლარი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, და-----–----–--ლი ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.
დადგენილია და მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება სასყიდელიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი - ყოველთვიურად 6 %-იანი სარგებლის დარიცხვა. და-----–----–--ლს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მას ხელშეკრულებით ეკისრებოდა ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება. მოპასუხემ სარგებელი არ გადაიხადა, ასევე მოსარჩელის მხრიდან არ მომხდარა პირგასამტეხლოს დარიცხვა, შესაბამისად გადასახდელი დარჩა, როგორც ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული სარგებელი. და-----–----–--ლი გადასახდელი აქვს სარგებელი 133 აშშ დოლარი. ამ ნაწილშიც სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაუბრუნებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ სესხის თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას, მსესხებელი გადაიხდის ჯარიმას ნარჩენი სესხის 0.5 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
დადგენილია, რომ და-----–----–--ლმა არ შეასრულა თავისი ვალდებულება და სესხი მასზე დარიცული პროცენტით არ გადაიხადა დროულად. მას გადასახდელი აქვს ძირითადი თანხა 700 აშშ დოლარი და პროცენტი 133 აშშ დოლარი.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”. ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ და-----–----–--ლთან დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ თავდებობის ხელშეკრულება თე-----------ძესთან. მან იკისრა ვალდებულება ერთად აგონ პასუხი სესხის ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 893-ე და 895-ე მუხლმა დაადგინა, რომ თავდებმა პირმა ძირითად მევალესთან ერთად ან მის გარეშე პასუხი აგოს იმ ვალდებულებებზე იმ ფარგლებში, რა ვალდებულების შესრულებაზეც განაცხადა თავდებობა.
დადგენილია, რომ და-----–----–--ლმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი. ის ვალდებულება, რაც მოსარჩელის მიმართ მას აქვს, უნდა გავრცელდეს თავდები პირის მიმართაც. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში, როგორც და-----–----–--ლის ასევე თე-----------ძის მიმართ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 100 ლარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,მა---------------ტის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ;
2. და-----–----–--ლს და თე-----------ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 833.98 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
3. შპს ,,მა---------------ტის" სასარგებლოდ და-----–----–--ლს და თე-----------ძეს სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 25 ლარი;
4. შპს ,,მა---------------ტს" (ს/კ 4--------) დაუბრუნდეს მის მიერ 12.04.2016 წ, /საგადახდო დავალებით N12, სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (გადახდილია 100 ლარი) - 50 ლარი. (გადამხდელის დასახელება - შპს ,,მა---------------ტი" (ს/კ 4---------- გადამხდელის ბანკი - სს ,,საქართველოს ბანკი”; ანგარიში/სახაზინო კოდი - 300713150; მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მეშვეობით (ქობულეთი, თავისუფლების ქ.№21);
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოში ქობულეთის მუნიციპალიტეტში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე