გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/28043-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 მარტი, 2019 წელი ქ. თბ--–--ი
შესავალი ნაწილი
თბ--–--ის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე - სს „თ--–---“
წარმომადგენელი - ზ------------
მოპასუხე - შპს „გ----------–----------ე“
წარმომადგენელი - ტ------–------–---–ი
დავის საგანი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „გ----------–----------ეს“ სს „თ--–---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის - 44 989.99 ლარის ანაზღაურება.
სარჩელი შემდეგ ფაქტობრივ საფუძვლებს ემყარება: 2--- წლის 2 ნოემბერს ქ. თ---–--–-, ხუ--------------------ს მიმდებარედ, შპს „გ----------–----------ის“ ტერიტორიაზე სს „თ--–---ს“ კუთვნილ ელექტროგადამცემი მაღალი ძაბვის ანძის ქვეშ დასაწყობებულ პლასტმასის ქოთნებს გაუჩნდა ცეცხლი და ხანძრის შედეგად დაზიანდა ეგხ „ე-–------------------------.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ 2--- წლის 02 ნოემბერს შპს „გა---------“ ტერიტორიაზე სს „თ--–---ს“ კუთვნილი ელექტრო გადამცემი მაღალი ძაბვის ანძის ქვეშ დასაწყობებულ პლასმასის ქოთნებს გაუჩნდა ცეცხლი და ხანძრის შედეგად დეფორმაცია განიცადა ანძის რკინის კონსტრუქციამ.
სს-- ლ----------------–--------–-----------------–-- ექსპერტიზის ერ-------–----------ს 15.11.2--- წლის დასკვნის თანახმად, ქ. თ---–--–-, ლო---------------–---–ი არსებული შპს „გ---------“ ტერიტორიაზე განთავსებული სს „თ--–---ს“ ბალანსზე არსებული 110 კვ.მ ორჯაჭვიანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების, „მა-----------–------------ ანძის საყრდენი კონსტრუქციის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია, აუცილებელია მისი გაძლიერება ან ახალი საყრდენი კონსტრუქციის დამონტაჟება. ამასთან, ექსპერტიზის ბიუროს მიერ ვერ განისაზღვრა ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა.
სს „თ--–---ს“ მიერ შედგენილი გაანგარიშების თანახმად, დაზიანებული ანძის აღდგენის ღირებულება შეადგენს 44 989.99 ლარს.
შპს „გ----------–----------ეს“ გაეგზავნა შეტყობინება სს „თ--–---ს“ მიმართ მიყენებული ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შესახებ, მაგრამ კომპანია უარს აცხადებს მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით გამოძიებას არ დაუდგენია ხანძრის გაჩენაზე პასუხისმგებელი პირი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდა სს „თ--–---ს“ დაზიანებული მაღალი ძაბვის ანძა, რის გამოც განადგურდა მოპასუხის კუთვნილი ქონება. მოპასუხე ორგანიზაცია არ ინახავს აალებად ან/და ფეთქებად ნივთებს, შესაბამისად, შეუძლებელია ხანძარი ღია ნაკვეთზე გამოწვეული ყოფილიყო „გ---------ს“ მიზეზით. მოპასუხე აღნიშნავს ასევე, რომ გაუგებარია მხარის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების საფუძველი, კერძოდ, რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა მოსარჩელემ ფასის განსაზღვრისას, ამასთან, შეესაბამება თუ არა მის მიერ მოცემული ფასები საბაზრო ღირებულებებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „თ--–---ს“ (მოსარჩელე) კუთვნილი ეგხ „ე-–------------------------ (ანძა) მდებარეობს ქ. თ---–--–-, ნ---------------------ში, შპს „გ----------–----------ის“ (მოპასუხე) ტერიტორიაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 03.11.2--- წლის აქტი (ს.ფ.19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2--- წლის 2 ნოემბერს მომხადარი ხანძრის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ანძა. ხანძრის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 03.11.2--- წლის აქტი (ს.ფ 19);
- სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობა (ს.ფ. 20);
- შსს მიმართვის წერილი (ს.ფ.21);
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 23-29).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელის კუთვნილი ანძის დაზიანება გამოიწვია მოპასუხის გაუფრთხილებელმა ქმედებამ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015).
განსახილველი დავა დელიქტიდან გამომდინარეობს. მტკიცების ტვირთი დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ნაწილდება:
1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი;
2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;
3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;
4. მოპასუხე უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი.
განსახილველ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა ის გარემოება, რომ მოპასუხის ქმედებით მიადგა ზიანი, ხოლო მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა პასუხიმგებლობის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხემ მოსარჩელის კუთვნილი ანძის ქვეშ პლასტმასის ქოთნების სათავსი მოაწყო. სადავო არც ის ფაქტია, რომ ხანძართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
საქმეში წარმოდგენილია სს „თ--–---ს“ 03.11.2--- წლის საჰაერო ან საკაბელო ხაზის მექანიკურად დაზიანების აქტი, სადაც აღნიშნულია, რომ 2--- წლის 2 ნოემბერს, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შუალედში, ქ. თბ--–--ში, ხუ--------------------ს მიმდებარედ, შპს „გ----------–----------ის“ ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი და დაზიანდა სს „თ--–---ს“ კუთვნილ ელექტროგადამცემი მაღალი ძაბვის ეგხ „ე-–------------------------. აღნიშნული აქტი შედგენილია სს „თ--–---ს“ საექსპლუატაციო რაიონის უფროსის მიერ, აქტის შედგენას ესწრებოდა ასევე საპატრულო პოლიციის N7-- ეკიპაჟი (ს.ფ. 19).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სს-- - სა----------------–--------------------------------------–--ს ცნობაში აღნიშნულია, რომ 2--- წლის 2 ნოემბერს ხუდადოვის ქუჩის ბოლოში გაჩენილი ხანძრის შედეგად შპს „გა--------–-“ დაიწვა მაღალი ძაბვის ანძის ქვეშ დასაწყობებული პლასტმასის ქოთნები (ს.ფ. 20).
საქართველოს შსს ქ. თბ--–---------–-–--------------------ს გლ-----------–------- სამმართველოს მე-------------–---ს მიმართვის წერილის თანახმად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2--- წლის 2 ნოემბერს მოპასუხის ტერიტორიაზე მოსარჩელის კუთვნილი ელექტრო გადამცემი მაღალი ძაბვის ანძის ქვეშ დასაწყობებულ პლასტმასის ქოთნებს გაუჩნდა ცეცხლი და ხანძრის შედეგად დეფორმაცია განიცადა ანძის რკინის კონსტრუქციამ (ს.ფ. 21).
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ წარმოადგინა საქართველოს შსს ქ. თბ--–---------–-–--------------------ს გლ-----------–------- სამმართველოს წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საქმეზე ჩატარებულია სახანძრო ექსპერტიზა (ს.ფ. 66).
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N--- დადგენილება ადგენს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესს, მათი დაცვის ზონების, ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფების, დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრებს, დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობათა განთავსების და სამუშაოთა წარმოების პირობებს. ამ წესის მიზანია ელექტრული ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა, მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, სანიტარიული ნორმების დაცვა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება.
ამავე დადგენილების 3.1. მუხლის თანახმად, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებად დგინდება საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია 110 კვ-20 მეტრით, ხოლო 4.1 მუხლის შესაბამისად, აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, კერძოდ: ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და მის სიახლოვეს ნებისმიერი სახის ნაგავსაყრელის მოწყობა (...) ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში ნამჯის, ჩალის და თივის ზვინების, ტორფის და შეშის საწყობების მოწყობა, ნებისმიერი დანიშნულებით კოცონის დანთება; ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია მცენარეების, ხეების დარგვა, ღობეების, ცხოველების სადგომების, საკვებისა და სასუქების საწყობების მოწყობა და სხვა.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ უგულებელყოფილია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N--- დადგენილების მოთხოვნები. მოპასუხის მიერ ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონაში, მაღალი ძაბვის ანძის ქვეშ მოწყობილი იქნა პლასტმასის ქოთნების საცავი. საქმეში არ არის წარმოდგენილი მოსარჩელის წერილობითი თანხმობა აღნიშნული საცავის მოწყობაზე. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე ირკვევა, რომ სწორედ ამ საცავს გაუჩნდა ცეცხლი, რასაც შედეგად მოჰყვა ანძის რკინის კონსტრუქციის დეფორმაცია.
მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელის კუთვნილი ანძა დაზიანებული იყო და სწორედ მან გამოიწვია ხანძარი, თუმცა საქმეში ამ მითითების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.
3.2.2. დაზიანებული ანძის აღდგენა შესაძლებელია. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ღირებულებაა 44 989.99 ლარი.
მტკიცების ტვირთი სამოქალაქოსამართლებრივ დავებზე დამოკიდებულია არა პროცესუალურ როლზე, არამედ მოთხოვნის საფუძვლებზე. როგორც უკვე აღინიშნა, სწორედ მოსარჩელეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, თუ რას შეადგენს მისთვის მიყენებული ზიანი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოსარჩელე წარმოადგენს სარწმუნო მტკიცებულებებს ზიანის გასაანგარიშებლად, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე და მან უნდა გააქარწყლოს ეს მტკიცებულებები.
საქმეში წარმოდგენილია სს-- ლ----------------–--------–-----------------–-- ექსპერტიზის ერ-------–----------ს დასკვნა, რომლის თანახმადაც ანძის საყრდენი კონსტრუქციის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. აუცილებელია მისი გაძლიერება ან ახალი საყრდენი კონსტრუქციის დამონტაჟება (ს.ფ. 23).
დასკვნის კვლევით ნაწილში მოცემულია დაზიანებული ელემენტების ჩამონათვალი და განმარტებულია, როგორ შეიძლება საყრდენი კონსტრუქციის გაძლიერება ან ახალი კონსტრუქციის მოწყობა (ს.ფ.24).
აღნიშნული დასკვნით ნათლად დასტურდება, რომ ანძის აღდგენა შესაძლებელია. სწორედ დასკვნის საფუძველზე იქნა შედგენილი სს „თ--–---ს“ მიერ პროექტი და გაანგარიშება, რომლის თანახმადაც დაზიანებული ანძის აღდგენის ღირებულება შეადგენს 44 989.99 ლარს (ს.ფ. 31-32). საქმეში ასევე წარმოდგენილია სს „ა-------ის“ წერილი, საიდანაც დასტურდება, რომ მაღალი ძაბვის ანძის სადგამის ერთი ტონის დამზადების ღირებულებაა 3300 ლარი დღგ-ს ჩათვლით. მოსარჩელემ გამოიყენა ეს ფასი გაანგარიშებისას (ს.ფ. 64).
მოპასუხის მოსაზრებით, უცნობია, შეესაბამება თუ არა მოსარჩელის მიერ მოცემული ფასები საბაზრო ღირებულებებს. სასამართლო განმარტავს, რომ ალტერნატიული პროექტი ან გაანგარიშება უნდა წარმოედგინა მოპასუხეს და მასვე უნდა დაედასტურებინა, რომ შესაძლებელი იყო პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა უფრო დაბალ ფასად. საპირისპირო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის გაანგარიშებას.
სასამართლო ასევე იზიარებს მოსარჩელის მითითებას, რომ სს „თ--–---“ არის ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტი და მის უფლებამოსილებაში შედის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მოწყობა, შესაბამისად, უფლებამოსილი იყო, შეედგინა ანძის აღდგენის პროექტი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 412-ე, 408-ე, 326-ე მუხლები, „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
დელიქტური ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და მიყენებულ ზიანს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სკ-ის 992-ე მუხლი არ განსაზღვრავს ბრალის ფორმას, რომელიც აუცილებელია პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ე.ი. გაუფრთხილებლობით ჩადენილი არამართლზომიერი ქმედება ასევე შეიძლება გახდეს ზიანის ანაზღაურების საფუძველი.
სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა ბრალის ან მისი ფორმების დეფინიციას, თუმცა დოქტრინაში აღიარებულია გაუფრთხილებლობის დაყოფა დაუდევრობად და თვითიმედოვნებად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილი ანძა მდებარეობს მოპასუხის მიწის ნაკვეთზე. მოპასუხემ მოსარჩელის წერილობითი ნებართვის გარეშე ანძის ქვეშ მოაწყო პლასტმასის ქოთნების სათავსი. ხანძრისას ცეცხლი წაეკიდა სწორედ აღნიშნულ ქოთნებს, რამაც გამოიწვია ანძის დაზიანება.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N--- დადგენილება ადგენს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესს, მათი დაცვის ზონების, ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფების, დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრებს, დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობათა განთავსების და სამუშაოთა წარმოების პირობებს. ამ წესის მიზანია ელექტრული ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა, მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, სანიტარიული ნორმების დაცვა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება.
ამავე დადგენილების 3.1. მუხლის თანახმად, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებად დგინდება საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია 110 კვ-20 მეტრით, ხოლო 4.1 მუხლის შესაბამისად, აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, კერძოდ: ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და მის სიახლოვეს ნებისმიერი სახის ნაგავსაყრელის მოწყობა (...) ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში ნამჯის, ჩალის და თივის ზვინების, ტორფის და შეშის საწყობების მოწყობა, ნებისმიერი დანიშნულებით კოცონის დანთება; ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია მცენარეების, ხეების დარგვა, ღობეების, ცხოველების სადგომების, საკვებისა და სასუქების საწყობების მოწყობა და სხვა.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ უგულებელყოფილია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N--- დადგენილების მოთხოვნები. მოპასუხის მიერ ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონაში, მაღალი ძაბვის ანძის ქვეშ მოწყობილი იქნა პლასტმასის ქოთნების საცავი. მან არ გამოიჩინა გონივრული წინდახედულობა: მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ქვეშ მოაწყო აალებადი ნივთიერებისაგან დამზადებული ნივთების საცავი. ცეცხლი წაეკიდა სწორედ ამ პლასტმასის ქოთნებს და ხანძრის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ანძა, შესაბამისად, მოპასუხემ გამოიჩინა დაუდევრობა და სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება, რამაც ზიანის მიყენება გამოიწვია.
მოპასუხე მიუთითებს, რომ გამოძიებას არ დაუდგენია ხანძრის გაჩენაზე პასუხისმგებელი პირი. შესაძლებელია, ქოთნებს ვინმემ წაუკიდა ცეცხლი განზრახ ან გაუფრთხილებლობით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს მოპასუხის დაუდევრობას, შესაბამისად, ეს ფაქტი საკმარისია მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისათვის, ხოლო თუ მომავალში გამოიკვეთება კონკრეტული პირი, ვინც ქოთნებს ცეცხლი წაუკიდა, მოპასუხე უფლებამოსილი იქნება, მოითხოვოს მისგან გადახდილი თანხის ანაზღაურება.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
ვინაიდან დელიქტური პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი ნორმები ზიანის გაანგარიშების სპეციალურ წესებს არ ადგენს, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებით.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Total reparation-ის პრინციპი). ამასთან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა სიტყვა-სიტყვით არ უნდა იქნეს გაგებული და არ ნიშნავს, რომ მოპასუხე ვალდებულია პირადად გამოასწოროს დაზიანება. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა არ ნიშნავს დაუზიანებელი ანძის აღმართვას, არამედ დაზიანებული ქონების მოყვანას იმ მდგომარეობამდე, რაც არსებობდა ზიანის მიყენებამდე. კონკრეტულ შემთხვევაში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა ნიშნავს ანძის აღდგენის ღირებულების ანაზღაურებას მოსარჩელისათვის.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შესაძლებელია, ხოლო აღდგენის ღირებულებაა 44 989.99 ლარი (იხ. 3.2.2 პუნქტი), შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ზემოაღნიშნული თანხის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, შპს ,,გ----------–----------ეს" სს ,,თ--–---ს" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1349.70 ლარის გადახდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.2 თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
შპს ,,გ----------–----------ეს" სს ,,თ--–---ს" სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს ექპერტიზის ჩატარების ხარჯის - 400 ლარის ანაზღაურება. საქმეში წარმოდგენილია აღნიშნული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,თ--–---ს" სარჩელი შპს ,,გ----------–----------ის" მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,გ----------–----------ეს" სს ,,თ--–---ს" სასარგებლოდ დაეკისროს 44 989.99 ლარის ანაზღაურება;
3. შპს ,,გ----------–----------ეს" სს ,,თ--–---ს" სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1349.70 ლარის, ასევე სასამართლოს გარეშე ხარჯის: ექპერტიზის ჩატარების ხარჯის - 400 ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბ--–--ი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბ--–--ი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბ--–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია