გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.04.2019
საქმის ნომერი
160210019002815302
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
05.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/44-19

160210019002815302

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

5 აპრილი, 2019 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო თარაშვილი

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე - (მოპასუხე შეგებებული სარჩელით) ფი-------------–--ვი

წარმომადგენელი - ეს-------–-–--ი

მოპასუხე - (მოსარჩელე შეგებებული სარჩელით) მა----------–--ვა

წარმომადგენელი - ომ----------------–---ი

მესამე პირი -სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)

წარმომადგენელი - ზვ------------ნი

თარჯიმანი - ნა--–-------------ა

დავის საგანი ძირითადი სარჩელით - განქორწინება, არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

დავის საგანი შეგებებული სარჩელით - ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ფი-------------–--ვსა და მა----------–--ვას შორის, 2016 წლის 16 ივნისს რეგისტრირებული ქორწინების (ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი №37163000346, მოწმობის გაცემის თარიღი - 2018 წლის 16 აგვისტო) შეწყვეტა განქორწინებით;

 

1.2 ფი-------------–--ვისთვის 2017 წლის 6 თებერვალს დაბადებულ იუ--ფ ის----–---თან ურთიერთობის წესის განსაზღვრა შემდეგი გრაფიკით: მიეცეს ფი-------------–--ვს თავისი არასრულწლოვანი შვილის მონახულების, სახლში წაყვანის და დატოვების უფლება ყოველი კვირის ხუთშაბათი დღის 17:00 საათიდან კვირა დღის 17:00 საათამდე.

 

2. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა

 

2.1. ფი-------------–--ვისთვის არასრულწლოვანი შვილის, 2017 წლის 6 თებერვალს დაბადებული იუ--ფ ის----–---ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრება, სარჩელის აღძვრის დღიდან, 2019 წლის 8 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

მოსარჩელის პოზიცია ძირითად სარჩელში:

 

მხარეები 2015 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ, ხოლო 2016 წლის 16 ივნისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - იუ--ფ ის----–---ი (დაბადებული 06.02.2017 წელს). მხარეები ცხოვრობდნენ მოსარჩელის მშობლებთან ერთად. შეუღლებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხარეებს ჰქონდათ ნორმალური ცოლ-ქმრული ურთიერთობა. მა----------–--ვა არ იყო დატვირთული სახლის საქმეებით, დაახლოებით 4-5 თვის შემდეგ მან დაიწყო თვითნებობა, უმიზეზოდ, სისტემატურად შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლის მშობლებს, მოსარჩელის მიმართ არ იჩენდა პატივისცემას, სამუშაოდან დაღლილი დაბრუნებული ფიქრატი თვითონ იმზადებდა საჭმელს და თვითონ ირეცხავდა ტანსაცმელს. მოსარჩელემ არაერთჯერ მიუთითა, რომ მასმა ვალდებული იყო შეესრულებინა ელემენტარული სოჯახო საქმეები, თუმცა მან განმარტა, რომ არ შეეძლო მსგავსი საქმეების კეთება. მოპასუხემ მოსარჩელეს წაუყენა პირობა მისი მშობლებისაგან ცალკე, ქირით საცხოვრებლად გადასვლის თაობაზე. ვინაიდან მოსარჩელეს არ გააჩნდა სტაბილური შემოსავალი და მის მშობლებს ჰქონდათ ჯანმრთელობის რთული მდგომარეობა, და ამასთან იგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, მან კატეგორიული უარი განაცხადა ქირით საცხოვრებლად გადასვლაზე. 2018 წლის 26 ივლისს მომხდარი კონფლიქტის შემდეგ მასმამ შეკრიბა თავისი ნივთები და ბავშვთან ერთად მიატოვა ოჯახი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მას შემდეგ რაც მასმამ წაიყვანა ბავშვი იგი ვერ ახერხებს შვილის ნახვას, რადგან ეშინია მისი მხრიდან რაიმე პროვოკაციას არ ჰქონდეს ადგილი, მას კი სურს იზრუნოს შვილზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მომართა სასამართლოს.

 

მოსარჩელის პოზიცია შეგებებულ სარჩელში:

 

მხარეები 2016 წლის 10 აპრილიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ, ხოლო 2016 წლის 16 ივნისიდან - რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - იუ--ფ ის----–---ი (დაბადებული 06.02.2017 წელს). თავდაპირველად მხარეებს ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, თუმცა შემდგომ ფი-------------–--ვს გაუუარესდა ხასიათი, გახდა აგრესიული და მეუღლესთან კონფლიქტისათვის ეძებდა მიზეზს, რის გამოც მხარეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. 2016 წლის 20 აგვისტოს ფი-------------–--ვმა მეუღლე შვილთან ერთად სახლიდან გააგდო, მასმა საცხოვრებლად გადავიდა თავის მშობლებთან. მას შემდეგ მამა შვილის ბედით არ დაინტერესებულა და ბავშვზე ზრუნავს მხოლოდ დედა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ არის უმუშევარი და აქვს ჯანმრთელობის პრობლემა - კერძოდ არ აქვს ერთი თირკმელი, შვილზე მარტო ზრუნვა უჭირს და მიუხედავად მისი არაერთი თხოვნისა, მოპასუხე შვილის რჩენაში ნებაყოფლობით მონაწილეობას არ იღებს. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ასრულებს სხვადასხვა კერძო სამუშაოებს, აგრეთვე სეზონურად სამუშაოდ მიემგზავრება თურქეთში და მისი საშუალო ყოველთვიური შემოსავალი ათასიდან ათას ხუთას ლარამდეა. მას ასევე საკუთრებაში აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართით 1080 კვ.მ, რომელსაც ამუშავებს და მოჰყავს სოფლის პროდუქტები. მიუხედავად მოპასუხის მატერიალური მდგომარეობისა, იგი არ ეხმარება მოსარჩელეს შვილის რჩენა-აღზრდაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მა----------–--ვამ ითხოვა ფი-------------–--ვს თავისი არასრულწლოვანი შვილის 2007 წლის 6 თებერვალს დაბადებული იუ--ფ ის----–---ის რჩენა-აღზრდისათვის, ალიმენტის სახით დაეკისროს ყოველთვიურად 250 ლარის გადახდა, სარჩელის სასამართლოში შეტანის დღიდან მის სრულწლოვანებამდე.

 

3. მოპასუხის პოზიცია ძირითად სარჩელზე

 

3.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო განქორწინების ნაწილში. მან წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელის ოჯახში მას ამუშავებდნენ სოფლის მძიმე საქმეებზე, მეუღლე ცუდად ექცეოდა და არ რთავდა მშობლების მონახულების ნებას. მოპასუხე შვილის გამო იტანდა ასეთ მძიმე ყოფას, თუმცა მოსარჩელემ მაინც გააგდო სახლიდან. მას არასოდეს გამოუთქვამს სურვილი ქირით ცხოვრების თაობაზე, აღნიშნულს მოსარჩელე თავისი საქციელის გასამართლებლად იმოწმებს. მას შემდეგ რაც მასმა მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად ბავშვის მამას ერთხელაც არ გაუწევია მათთვის დახმარება. რაც შეეხება მოთხოვნას ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის ნაწილში, მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელე თავისი უფლების რეალიზებაზე მეტად თავის მოვალეობებზე უნდა აკეთებდეს აქცენტს და მატერიალურ დახმარებას უწევდეს თავის შვილს.

 

მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე

 

ფი-------------–--ვი ნაწილობრივ დაეთანხმა შეგებებულ სარჩელს, განმარტა, რომ ამჟამად არის უმუშევარი, მართალია სამჯერ წავიდა თურქეთში სამუშაოდ საძიებლად, თუმცა ვერაფერი ნახა და იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო საქართველოში, რაც შეეხება მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, ბანკის მიმართ არსებული დავალიანების გადახდის მიზნით აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაასხვისა. მოპასუხემ გამოთქვა მზაობა თავისი არასრულწლოვანი შვილისათვის ყოველთვიურად გადაიხადოს ალიმენტი 70 ლარის ოდენობით.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების მიერ წარმოდგენილი დასკვნის N364-ის (18.03.2019 წ.) მიხედვით, მცირეწლოვანი იუ--ფ მამედოვი ცხოვრობს დედის მშობლების საცხოვრებელ სახლში, რომელიც არის კეთილმოწყობილი, სუფთა და მოწესრიგებული. იუ--ფს აქვს თავისი კუთხე, საწოლი და სათამაშოები, ოჯახის ყველა წევრი ჩართულია ბავშვის აღზრდის საკითხში. ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია მას ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მა-------–ის რაიონული განყოფილების დასკვნაში N945 (13.03.2019 წ) მითითებულია, რომ ფი-------------–--ვი და მისი მშობლები მზაობას გამოხატავენ მცირეწლოვანმა იუ--ფ ის----–---მა კვირაში სამი დღე გაატაროს მათთან, რა დროსაც ისინი მაქსიმალურად იზრუნებენ მის კეთილდღეობაზე. სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, ფი-------------–--ვის საცხოვრებელი სახლი უსაფრთხო და კეთილსაიმედოა მცირეწლოვანისათვის. ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია მან ურთიერთობა იქონიოს ორივე მშობელთან.

 

სასამართლო სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა მიუთითა მამისა და შვილის ურთიერთობის აუცილებლობაზე ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით ნააწილობრივ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და აღნიშნა, რომ მიზანშეწონილია მამისა და შვილის ურთიერთობა მცირეწლოვანების ასაკიდან მოხდეს მისი გრაფიკის გათვალისწინებით შეჩვევის გზით, არ იკვეთება მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის ხელისშემშლელი რაიმე უარყოფითი გარემოება, რაც შეიძლება გახდეს მინიმალური დროით მცირეწლოვანის მონახულების შეზღუდვის საფუძველი. ამასთან, მანვე მიუთითა, რომ სასურველია ბავშვის 3 წლის ასაკამდე მამას მიეცეს მხოლოდ შვილის მონახულების უფლება, წაყვანის უფლების მინიჭების გარეშე, ვინაიდან მამას ხანგრძლივი დროის მანძილზე ურთიერთობა არ ჰქონია თავის შვილთან, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვის 3 წლის ასაკს მიღწევის შემდეგი კვირაში 3 დღით, პარსკევი დღიდან კვირა დღის ჩათვლით ფი-------------–--ვს მიეცეს თავისი მცირეწლოვანი შვილის თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლება.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. მა----------–--ვა (გ--------ვა) და ფი-------------–--ვი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2016 წლის 16 ივნისიდან. მხარეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია, ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. ორივე მხარე თანახმაა განქორწინებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქორწინების მოწმობა

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, შეგებებული სარჩელი, სხდომის ოქმი)

 

4.1.2. მა----------–--ვას და ფიქრატ ისამილოვს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2017 წლის 6 თებერვალს დაბადებული იუ--ფ ის----–---ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა N01171002924

 

4.1.3. მხარეთა ფაქტობრივი დაშორების შემდეგ მა----------–--ვა მცირეწლოვან შვილთან, იუ--ფ ის----–---თან ერთად ცხოვრობს მშობლების სახლში, მისამართზე - ბოლნისის რაიონი, სოფელი სავ-----ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, შეგებებული სარჩელი, სხდომის ოქმი).

 

4.1.4. მცირეწლოვანი იუ--ფ ის----–---ი სკოლამდელი აღზრდის პროცესში არ არის ჩართული. დედის მტკიცებით, მას შემდეგ რაც ბავშვს შეუსრულდება 3 წელი, იგი უზრუნველყოფს მცირელწოვანის სკოლამდელ სააღმზრდელო პროცესში ჩართვას, თუმცა ბოლნისის რაიონის სოფელ სავ-----ში არ ფუნქციონირებს ბაგა-ბაღი, შესაბამისად იუ--ფ ის----–---ი მიყვანილ იქნება ქ.ბოლნისში მდებარე ბაგა-ბაღში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი).

 

4.1.5. მა----------–--ვა არ მუშაობს და არ აქვს ყოველთვიური შემოსავალი. იგი დაავადებულია მარცხენა თირკლმის აგენეზიით (განუვითარებლობა). მას მატერიალურად ეხმარებიან მშობლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, შეგებებული სარჩელი, სხდომის ოქმი).

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

 

4.1.6. ფი-------------–--ვის კმაყოფაზე, გარდა მცირეწლოვანი იუ--ფ ის----–---ისა არიან მისი მშობლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

4.1.7. სოციალური მუშაკის მიერ შესწავლილი იქნა როგორც ფი-------------–--ვის, ასევე მა----------–--ვას ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი, კერძოდ, მცირეწლოვანი იუ--ფ მამედოვი ცხოვრობს დედის მშობლების საცხოვრებელ სახლში, რომელიც არის კეთილმოწყობილი, სუფთა და მოწესრიგებული. იუ--ფს აქვს თავისი კუთხე, საწოლი და სათამაშოები, ოჯახის ყველა წევრი ჩართულია ბავშვის აღზრდის საკითხში. ფი-------------–--ვის საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია. იგი ცხოვრობს მის მშობლებთან ერთად. ფი-------------–--ვი ძირითადად მუშაობს სხვადასხვა სახის სამუშაოებზე და მისი ყველთვიური შემოსავალი დაახლოებით 500 ლარია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნა

 

5. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

5.1. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ფი-------------–--ვი სეზონურად მიემგზავრება სამუშაოდ თურქეთის რესპუბლიკაში და მის საშუალო შემოსავალი შედგენს 1000-დან 1500 ლარამდე. აღნიშნული გარემოება ფი-------------–--ვმა სადავოდ გახადა, წარმოადგინა საქართველოს მოქალაქის პასპორტი და განმარტა, რომ იგი მართლაც წავიდა თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოს საძიებლად, თუმცა უშედეგოდ და მალევე დაბრუნდა უკან. ხოლო მოსარჩელე მა----------–--ვამ ვერ შეძლო ამ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად.

 

5.2. ფი-------------–--ვი არ არის დასაქმებული და მას არ გააჩნია სტაბილური შემოსავლის წყარო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

5.3. ფი-------------–--ვს საკუთრებაში არ აქვს მა-------–ის რაიონის სოფელ ყიზ--–----–ოში მდებარე მიწის ნაკვეთი, ფართით 1080 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარის ახსნა-განმარტება

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

6.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ძირითადი სარჩელით მოპასუხემ ცნო სარჩელი განქორწინების შესახებ, სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო, მცირეწლოვანის საუკეთესო, უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით სასარჩელო მოთხოვნა მცირეწლოვანი შვილის ნახვის დღეების განსაზღვრის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის, ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მა----------–--ვას შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ფი-------------–--ვისათვის სარჩელის აღძვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე დასაკისრებელი ალიმენტი შეიძლება განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1201-ე,1197-ე, 1198-ე, 1200-ე, 1202-ე, 115-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები. ,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-9, მე-18 და 27-ე მუხლები.

 

8. სამართლებრივი შეფასება

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ფი-------------–--ვი და მოპასუხე მა----------–--ვა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2016 წლის 16 ივნისიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად: 1.განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ფი-------------–--ვსა და მოპასუხე მა----------–--ვას შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მა----------–--ვამ სარჩელი ამ ნაწილში ცნო, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს სარჩელის დასაკმაყოფილებლად.

 

8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ ხოლო ამავე მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს ისეთ ქცევის წესს, რომ მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ იუ--ფ ის----–---ი არის მა----------–--ვას და ფი-------------–--ვის შვილი, რომელიც დაიბადა 2017 წლის 6 თებერვალს. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ხოლო მცირეწლოვანი იუ--ფ ის----–---ის ცხოვრობს და იზრდება დედასთან ერთად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დავაში მონაწილე თითოეულმა მხარემ, მათთვის კანონით მინიჭებული უფლების, კონკრეტულ შემთხვევაში მშობლის უფლების განხორციელებისას, უნდა დაიცვას კეთილსინდისიერება და მართლზომიერება სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, რომელიც კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ავალდებულებს მონაწილე სუბიექტებს უფლებები ბოროტად არ გამოიყენონ. ეს უკანასკნელი მათი ზნეობრივი მოვალეობაცაა. აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამოდინარე მოპასუხე მა----------–--ვამ მისთვის მინიჭებული მშობლის უფლება არ უნდა გამოიყენოს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს მეორე მშობლის, ფი-------------–--ვის უფლებას, ურთიერთობა იქონიოს თავის შვილთან.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.

 

საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი -„ბავშვის უფლებათა კონვენცია“ ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.

კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება.

„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.

 

„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის შესაბამისად „ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.“

 

„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

აღნიშნული ნორმის შესახებ ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი #14 (2013 წ.) მითითებულია ბავშვის უფლების შესახებ, მის საუკეთესო ინტერესებს დაეთმოს უპირველესი ყურადღება (მე-3 მუხლის პირველი პუნქტი)*#, მე-60 პუნქტის მე-2 წინადადებაში მიუთითებს, რომ ერთ ან ორივე მშობელთან დაცილებული ბავშვი უფლებამოსილია, „რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს“ (მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი).

 

ბავშვის საუკეთესო ინტერესები, კონვენციის მიხედვით, გულისხმობს მისი ფსიქიკური, გონებრივი, ემოციური, ფიზიკური განვითარების ინტერესს. ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საუკეთესო ინტერესი და მისი შინაარსი უნდა შეფასდეს კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე.

 

ზემოხსენებული სამართლებრივი რეგულაციების განმარტებიდან გამომდინარე, მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესს.

 

მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილი, საერთაშორისოდ აღიარებული უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით. ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული ,,ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.

 

ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მშობელთან ურთიერთობის წესის დადგენისას სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ჰქონდეს მას ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. ,,ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ, როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები“. (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, 31-ე სესია, რეკომენდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 04.10.1979წ)

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v.Poland, no. 17254/11, 15 april 2014)

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში ზავადკა პოლონეთის წინააღმდეგ (Zawadka v. Poland, No 48542/99, 23.06.2005, საბოლოო გახდა 12.10.2005წ), კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია ეროვნული სასამართლოების უმოქმედობა, გადაედგათ ნაბიჯები, რათა მომხდარიყო მომჩივნის - მამის უფლების რეალიზება, იძულებით აღსრულება, ენახა საკუთარი შვილი, როდესაც დედამ უარი განაცხადა დამორჩილებოდა მშობლებს შორის ადრე მიღწეულ შეთანხმებას. საბოლოოდ, მომჩივანმა, დაჰკარგა მუდმივი კონტაქტი ბავშვთან, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ მისი უნარები, ყოფილიყო მშობელი.

 

ამრიგად, ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს, შემცირდეს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. შესაბამისად აღნიშნული უფლების შემცირების, შეზღუდვის ან გამორიცხვისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს შემდეგი გარემოებები: 1. არსებობს თუ არა საკითხის გადაწყვეტის უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალება; 2. არის თუ არა უფლების შესაძლო შეზღუდვა, შემცირება ან გამორიცხვა პროპორციული ზომა და 3. არის თუ არა უფლების შეზღუდვის, შემცირების ან გამორიცხვის აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული.

 

შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შემოწმების საგანია არის თუ არა მცირეწლოვანი იუ--ფ ის----–---ის საუკეთესო ინტერესებში მამასთან ყოფნა, კვირაში სამი დღის განმავლობაში. კვლევის საგანია საკითხი იმის თაობაზე, თუ მამის უფლების განხორციელება მოთხოვნილი ოდენობით რამდენად შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. გადასაწყვეტია საკითხი, როგორ უნდა განისაზღვროს მოსარჩელის ურთიერთობა მცირეწლოვან შვილთან - იუ--ფ ის----–---თან ისე, რომ ამ ურთიერთობამ არ შელახოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები.

 

ბავშვის, იუ--ფ ის----–---ის ჭეშმარიტი ინტერესის დადგენისათვის, მშობლის ბავშვთან გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც მცირეწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

მცირეწლოვანის ასაკი, ცალსახად ადასტურებს ფაქტს იმის თაობაზე, რომ მას ესაჭიროება განსაკუთრებული მოვლა, ყურადღება და გარემო-პირობები. საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით კი არ დასტურდება გარემოება იმისა, რომ მამის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბავშვის ხსენებული, რომელიმე საჭიროების უგულებელყოფას, და რომ მამას აღნიშნულის უზრუნველყოფა დამოუკიდებლად და დედის მეთვალყურეობის გარეშე არ შეუძლია. მოსარჩელის მიერ ურთიერთობისათვის მოთხოვნილი წესი და მისით განსაზღვრული პერიოდულობა, ითვალისწინებს მცირეწლოვანი შვილის შეჩვევის აუცილებლობას მამასთან.

 

საქართველოს კანონმდებლობა, საერთაშორისო სამართლის ნორმები, მკაფიოდ ასახავს და მიუთითებს ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს ბავშვთან მიმართებით, სასამართლო იზიარებს მცირეწლოვანი იუ--ფ ის----–---ის, წარმომადგენლის (სოც. სააგენტოს წარმომადგენლის) პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მიზანშეწონილია მამისა და შვილის ურთიერთობა მცირეწლოვანების ასაკიდან მოხდეს მისი გრაფიკის გათვალისწინებით შეჩვევის გზით, არ იკვეთება მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის ხელისშემშლელი რაიმე უარყოფითი გარემოება, რაც შეიძლება გახდეს მინიმალური დროით მცირეწლოვანის მონახულების შეზღუდვის საფუძველი.

 

შესაბამისად, მცირეწლოვანი იუ--ფ ის----–---ის ნორმალური განვითარებისათვის, მიზანშეწონილია, მას ურთიერთობა ჰქონდეს როგორც ბიოლოგიურ დედასთან, ასევე ბიოლოგიურ მამასთან.

 

მამასა და შვილს შორის სისტემატიური ურთიერთობის არ ქონამ, მისმა გახანგრძლივებამ მამასთან დიდი ხნით დაშორების გამო, მოსალოდნელია გამოიწვიოს იუ--ფ ის----–---ის კიდევ უფრო მეტად გაუცხოება მამის მიმართ, რაც უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქო-ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე.

 

ამდენად, სასამართლო ბავშვის, იუ--ფ ის----–---ის საუკეთესო ინტერესისა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების, იქონიოს მამასთან კონტაქტი, მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ფი-------------–--ვის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, სასამართლოს მოსაზრებით, მამა-შვილს შორის ურთიერთობა უნდა მოხდეს შემდეგი წესის მიხედვით: ფი-------------–--ვს თავის მცირეწლოვან შვილთან იუ--ფ მამედოვთან ურთიერთობისათვის უნდა განესაზღვროს ნახვისა და სახლში წაყვანის შემდეგი წესი: 1) კვირის ყოველ დღეს 16:00 საათიდან 18:00 საათამდე დროის მონაკვეთში, მა----------–--ვას საცხოვრებელ ადგილას ან გასეირნების უფლებით. 2) 3 წლის ასაკიდან (2020 წლის 6 თებერვლიდან) ყოველი კვირის პარასკევი დღის 17:00 საათიდან, კვირა დღის 17:00 საათამდე საკუთარ საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებით და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით. ამასთან ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება ასევე იუ--ფ ის----–---ის სკოლამდელ აღზრდის შესაბამისი განთლების მიღება.

 

8.3. მოსარჩელემ (ძირითადი სარჩელით მოპასუხე) ალიმენტის მოპასუხისათვის (ძირითადი სარჩელით მოსარჩელე) გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო მცირეწლოვანი შვილი, 2017 წლის 6 თებერვალს დაბადებული იუ--ფ ის----–---ი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. მცირეწლოვანი იუ--ფ ის----–---ი ცხოვრობს დედასთან, მა----------–--ვასთან ერთად. მოსარჩელეც და მოპასუხეც ამ ეტაპზე უმუშევრები არიან და არ გააჩნიათ მატერიალური შემოსავალი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს, მცირეწლოვანის საუკეთესო ინტერესისა და სარჩელით წარმოდგენილი დავის საგნის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიაჩნია, სარჩელისა და შეგებებული სარჩელის ერთობლიობაში განხილვა და არსებითად გადაწყვეტა.

 

განსახილველ შემთხვევაში მცირეწლოვანი იუ--ფ ის----–---ის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ბავშვი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.

 

სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს მცირეწლოვანი ბავშვის ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, გარემოებას იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად.

 

შვილების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.

 

ამასთან, სასამართლო, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ მოპასუხე მხარის კმაყოფაზე იმყოფებიან მისი მშობლები. ასევე, ბავშვს აქვს მცირეწლოვანი ასაკიდან გამომდინარე განსაკუთრებული საჭიროებები.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა მცირეწლოვანი ბავშვისათვის უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარით.

 

ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2019 წლის 8 თებერვლიდან (შეგებებული სარჩელის სასამართლოში წარდგენის დღიდან) იუ--ფ ის----–---ის სრულწლოვანებამდე.

 

8.4. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება - ალიმენტის მიკუთვნების შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, ხოლო ,,ზ” ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას.

 

განსახილველ შემთხვევაში მასამა ის----–---ას მიერ დასაბუთებულ იქნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობა. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელის წამომადგენლის შუამდგომლობა საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და 2019 წლის 5 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება ალიმენტის მიკუთვნების ნაწილში მიქცეულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

9. საპროცესო ხარჯები

 

9.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს - 100 ლარს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე ფი-------------–--ვის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით.

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, ხოლო არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნასთან მიმართებით, იგი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისგან, რის გამოც მოსარჩელე ფი-------------–--ვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა. ამასთან, ვინაიდან სარჩელი ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს - მა----------–--ვას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

9.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მა----------–--ვა განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ფი-------------–--ვამ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ამასთან მა----------–--ვას სარჩელი ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად არსებობს მოპასუხე ფი-------------–--ვისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 41-ე, 46-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ფი-------------–--ვის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. შეწყდეს ფი-------------–--ვს (პირადი №28------647) და მა----------–--ვას (ქორწინებამდელი გვარი გ--------ვა, პირადი №1-----54796) შორის, 2016 წლის 16 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი №37163000346, მოწმობის გაცემის თარიღი - 2018 წლის 16 აგვისტო) განქორწინებით;

 

1.2. ფი-------------–--ვს თავის მცირეწლოვან შვილთან, იუ--ფ ის----–---თან (დაბადებული 2017 წლის 6 თებერვალს) ურთიერთობისათვის განესაზღვროს ნახვისა და სახლში წაყვანის შემდეგი წესი:

 

1.2.1. კვირის ყოველ დღეს 16:00 საათიდან 18:00 საათამდე დროის მონაკვეთი, მა----------–--ვას საცხოვრებელ ადგილას ან მცირეწლოვანის გასეირნების უფლებით;

 

1.2.2. მცირეწლოვანის 3 წლის ასაკიდან, (2020 წლის 6 თებერვლიდან) ყოველი კვირის პარასკევი დღის 17:00 საათიდან, კვირა დღის 17:00 საათამდე საკუთარ საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებით და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით;

 

2. მა----------–--ვას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

2.1 დაეკისროს მოპასუხე ფი-------------–--ვს (პირადი №28------647) მცირეწლოვანი შვილის 2017 წლის 6 თებერვალს დაბადებული იუ--ფ ის----–---ის (პ/ნ 016------59) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა 2019 წლის 8 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე;

 

3. დაუბრუნდეს ფი-------------–--ვს (პირადი №28------647) სახელმწიფო ბიუჯეტში (სს "ვითიბი ბანკი", საგადახდო დავალება №0, მიმღების ანგარიში №300093150) 2019 წლის 21 იანვარს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი;

 

4. დაეკისროს მოპასუხე მა----------–--ვას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

5. დაეკისროს ფი-------------–--ვს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

6. მა----------–--ვას წარმომადგენლის შუამდგომლობა - ალიმენტის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ დაკმაყოფილდეს;

 

7. გადაწყვეტილებაზე, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი