გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010210017002007163
# 2-2629-2017წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 თებერვალი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე: ე-- ნა--------
წარმომადგენელი: ინ------ ს--–---
მოპასუხე: მა----- ს----------
წარმომადგენელი: ზუ---- ც-–--–---
მესამე პირი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი
წარმომადგენელი: ი--- დ--------
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება
შეგებებული სარჩელი:
მოსარჩელე: მა----- ს----------
წარმომადგენელი: ზუ---- ც-–--–---
მოპასუხე: ე-- ნა--------
წარმომადგენელი: ინ------ ს--–---
მესამე პირი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი
წარმომადგენელი: ი--- დ--------
დავის საგანი: შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, შვილის ნახვის დღეების განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ე-- ნა-------- სასარჩელო განცხადებით მოითხოვს:
- მა----- ს----------ს, მცირეწლოვანი შვილების: ნ--- ს---------ის და გ------- ს---------ის რჩენისათვის, სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე, დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 250-250 ლარის ოდენობით.
სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი არგუმენტებით:
- ე-- ნა-------- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მა----- ს----------სთან. ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - ნ--- ს----------, პ/ნ 6----------, დაბადებული 2--- წლის 2-------------ს და გ------- ს----------, პ/ნ 6----------, დაბადებული 2--- წლის 2-----------ს.
- მოსარჩელე განმარტავს, რომ მეუღლესთან განქორწინების შემდეგ შვილები ცხოვრობენ და იზრდებიან მასთან. ის მუშაობს, მაგრამ მისი შემოსავალი არ არის საკმარისი შვილების აღზრდისა და რჩენისათვის. ნ--- ს---------- სკოლის მოსწაველა, რაც ასევე დამატებით ხარჯებს მოითხოვს. მა----- ს---------- ვალდებულია მონაწილეობას ღებულობდეს შვილების რჩენაში. მიუხედავად არაერთი თხოვნისა, მოპასუხე თავს არიდებს შვილების რჩენას. მოპასუხე მუშაობს ქ. ბათუმის მ----–----–-------- მ--------------------–--ში I-------------------------------–---–-----ს თანამდებობაზე და მისი ხელფასი შეადგენს 1300 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები თანხას - 1040 ლარს. ასევე მა----- ს---------- მუშაობს საქართველოს თ-----–---------------------------–-------–---------------–---------------------------------–-----------------------------------------–--------–---------------------------------–--------------------------–----–------------------------------–--------–-–--–------------------------------დ და მისი ხელფასი არის 250 ლარი. მოსარჩელე თვლის, რომ მოპასუხის შემოსავალი საკმარისია იმისათის, რომ შვილებს ალიმენტის სახით გადაუხადოს თვეში 500 ლარი, თითოეულისათვის 250-250 ლარი.
(იხ. სარჩელი, ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში).
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სარჩელს ცნობს ნაწილობრივ, განმარტავს, რომ:
- განქორწინების შემდეგ შვილები ცხოვრობენ დედასთან ერთად. მან ყოფილ მეუღლეს გადასცა 10 000 აშშ დოლარი და ყოველთვიურად ოფიციალურად უხდიდა (ურიცხავდა) 200 ლარს, ასვევე მონაწილეობას ღებულობდა წვრილმანი ხარჯების გადახდაშიც, მონაწილეობას ღებულობდა შვილების მკურნალობაში და წამლების შეძენაში.
- ასევე მოპასუხე განმარტავს, რომ განქორწინების შემდეგ საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი, მაცივარი, ტელევიზორები და სხვა ნივთები მთლიანად დაუტოვა მოსარჩელე მხარეს.
- რაც შეეხება ალიმენტის ოდენობას, განმარტავს, რომ მართალია მუშაობს და მისი ყოველთვიური შემოსავალი არის ხელფასის სახით არის 800 ლარი, ხელზე იღებს 640 ლარს, დროგამოშვებით აქვს სახელფასო დანამატებიც, მაგრამ ის ვერ შეძლებს ყოველთვიურად 250-250 ლარის გადახდას, რადგან მას აქვს საბანკო ვალდებულებები 6000 ლარის, 300 ლარის და 1775 ლარის ოდენობით, იხდის ბინის ქირას ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით. შესაბამისად თანახმაა ყოველთვიურად გადაიხადოს 100-100 ლარი და ასევე მონაწილეობა მიიღოს ბავშვებთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებშიც.
- მოსარჩელე მუშაობს სკოლაში მ-----------ად, აქვს ხელფასი 320 ლარის ოდენობით, ამჟამად კი მას გაეზარდა ასევე ხელფასი 200 ლარით.
(იხ. შესაგებელი, ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში).
3. მა----- ს---------ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:
მა----- ს----------მ შეგებებული სარჩელი აღძრა ე-- ნა-------ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა:
- არასრუწლოვანი შვილის ნ--- ს---------ის (დაბადებული 2--- წლის 2-------------ს) საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მამის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
- მცირეწლოვანი შვილის გ------- ს---------ის (2--- წლის 2-----------ს) ნახვის დღეების განსაზღვრა, კვირაში ორი დღე ღამისთევის უფლებით. ასევე, თუ სასამართლო არასრუწლოვანი შვილის ნ--- ს---------ის (დაბადებული 2--- წლის 2-------------ს) საცხოვრებელი ადგილად არ განსაზღვრავს მამის საცხოვრებელი ადგილს, მაშინ განისაზღვროს ნახვის დღეები კვირაში ორი დღე ღამისთევის უფლებით.
შეგებებული სარჩელის მოსარჩელე სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
- ე-- ნა--------ს და მა----- ს----------ს ჰყავთ ორი შვილი - ნ--- ს----------, დაბადებული 2--- წლის 2-------------ს და გ------- ს----------, დაბადებული 2--- წლის 2-----------ს. განქორწინების შემდეგ შვილები ცხოვრობენ დედასთან ერთად. მან ყოფილ მეუღლეს გადასცა 10 000 აშშ დოლარი და ყოველთვიურად ოფიციალურად უხდიდა (ურიცხავდა) 200 ლარს, ასვევე მონაწილეობას ღებულობდა წვრილმანი ხარჯების გადახდაშიც, ღებულობდა შვილების მკურნალობაში და წამლების შეძენაში.
- ასევე მოპასუხე განმარტავს, რომ განქორწინების შემდეგ საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი, მაცივარი, ტელევიზორები და სხვა ნივთები მთლიანად დაუტოვა მოსარჩელე მხარეს.
- შვილები იზრდებიან დედასთან. მშობლები შვილებთან ურთიერთობაში თანაბარნი არიან. მოითხოვს არასრუწლოვანი შვილის ნ--- ს---------ის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და დაუდგინდეს გ------- ს---------ის ნახვის დღეები, კვირაში ორი დღე ღამისთევის უფლებით.
- მა----- ს---------- მიუთითებს, რომ მას აქვს კარგი ურთიერთობა შვილებთან, ზრუნავს მათზე და ნ--- ს---------ისათვის უკეთესია, თუ მისი ადგილსამყოფელი იქნება მამის ადგილსამყოფელი, შეუქმნის შესაბამის პირობებს. ბავშვების დედა მუშაობს ს----–-ში მ-----------ად და რა დროსაც უთმობს ბავშვებს, ამდენივე დროის დათმობა შეუძლია ასევე მას, აქვს ამის რესურსი
(იხ. შეგებებული სარჩელი, ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში).
4. შეგებებულ სარჩელზე მოპასუხის პოზიცია:
ე-- ნა--------მ შესაგებლით და მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ:
- ის წინააღმდეგი არაა, რომ შვილები მოინახულოს მამამ და წაიყვანოს მასთან და ჰქონდეს მჭიდრო ურთიერთობა, მითუმეტეს როცა ბავშვები დადიან ბებია ბაბუსთანაც და შაბათ-კვირას ხშირად ატარებენ მამასთან, მაგრამ ის წინააღმდეგია შვილის ნ--- ს---------ის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს მამის მისამართის მიხედვით, რადგან მა----- ს---------- ცხოვრობს ნაქირავებში მარტო, ასევე არა აქვს პირობები, რომ აღზარდოს ნ--- ს---------- თავის საცხოვრებელ ადგილას. მიიჩნევს, რომ შვილები უნდა იზრდებოდნენ ერთად დედის მისამართის მიხედვით.
- განმარტავს, რომ ბავშვებს დედასთან სურთ ყოფნა, მასთან არიან შეჩვეული, ამასთან გაუმართლებლად მიაჩნია მათი ცალ-ცალკე ყოფნა. თვითონ ბავშვებთან ერთად ცხოვრობს და ამავე დროს მის მზეობლად, გვერდით ცხოვრობენ მისი მშობლებიც, რომლებიც ეხმარებიან ბავშვების მოვლასა და აღზრდაში.
- ადასტურებს, რომ მუშაობს ს----–-ში მ-----------ად, თუმცა არ ეთანხმება მოსარჩელეს, რომ ამჟამად მას გაეზარდა ხელფასი 200 ლარით.
- ე-- ნა-------- ასევე განმარტავს, რომ განქორწინების შემდეგ გაყოფა მოხდა იმ თანხის, რომლითაც საცხოვრებელი ფართი სარგებლობით ჰქონდათ აღებული, ასევე მა----- ს----------ს რაიმე საყოფაცხოვრებო ნივთები არ დაუტოვებია.
(იხ. შესაგებელი შეგებებული სარჩელის მიმართ, ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში).
5. მესამე პირის - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია:
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის და წარმომადგენელის ახსნა-განმარტებების თანახმად, არასრუწლოვან ნ--- და გ------- ს----------ების ორივე მშობელი ჩართულია ბავშვების აღზრდაში, განათლების მიღებაში და ყველა საბაზისო საჭიროების უზრუნველყოფაში. ამ ეტაპზე ბავშვები ცხოვრობენ დედასთან, საცხოვრებელში არის კეთილსაიმედო სოციალური გარემო, უზრუნველყოფილია ბავშვების ჯანმრთელობის დაცვა და განათლების მიღება, გათვალისწინებულია მათი ინდივიდუალური საჭიროებები, ბავშვები არასოდეს არ არიან მარტო უმეთვალყურეოდ. ნ--- ს----------ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და ესაჭიროება განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა, ამ მხრივ მნიშვნელოვანია დედის როლი.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეკომენდაციაა ბავშვთან ურთიერთობისას ორივე მშობელი თანაბარი უფლებებით სარგებლობდეს, იმისთვის, რომ შენარჩუნდეს მდგრადი ემოციური კავშირი მშობლებსა და შვილებს შორის და ბავშვების ფსიქიკური ფუნქციონირება ჯანსაღად განვითარდეს, საჭიროა ურთიერთობები გაგრძელდეს მშვიდ კეთილსაიმედო გარემოში, არ იჩხუბონ ყოფილმა მეუღლეებმა ბავშვების თანდასწრებით, არც ერთმა დაპირისპირებულმა მხარემ არ შექმნას ხელოვნური ბარიერები შვილების „გადაბირების“ მიზნით. მშობლებს შორის არსებული ფსიქო-სოციალური დამოკიდებულება არ უნდა გახდეს მშობლებთან ბავშვის გაუცხოების და დაშორების მიზეზი, გონივრულად და მიზანმიმართულად იმუშაონ მშობლებმა ბავშვებთან, რათა მათ შეძლონ აღნიშნული სირთულეების დაძლევა, მშობლებთან ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნება და გაღრმავება.
მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი მხარს უჭერს სასარჩელო მოთხოვნას და განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა ამ ეტაპზე მა----- ს----------ს არ გააჩნია სათანადო საყოფაცხოვრებო პირობები, ამ ეტაპზე შეუძლებელია ნ--- ს---------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის საცხოვრებელი მისამართი.
ფსიქოლოგის დასკვნის თანახმად, ბავშვები ერთმანეთს შეჩვეულნი არიან, ასევე მიჯაჭვულნი არიან დედასთან. გარდა ამისა, გაუმართლებელია ბავშვების ერთმანეთისაგან დაცილება.
არასრულწლოვანებმა - ნ--- ს----------მ და გ------- ს----------მ გასაუბრების დროს აღნიშნეს, რომ სურთ დედასთან ერთად ცხოვრება. ნ--- ს---------- თანახმაა ღამისთევით დარჩეს მამასთან - მა----- ს----------სთან, ხოლო უმცროსი გ------- ს---------- არაა თანახმა ღამისთევით დარჩეს მამასთან. ნ--- ს---------- ამბობს, რომ ორივეს სურს ერთად დედასთან ყოფნა.
6. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
6.1.1. ე-- ნა-------- და მა----- ს---------- განქორწინდნენ 2016 წლის 0---------ს და საქმის განხილვის მომენტისათვის ცხოვრობენ ცალ-ცალკე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
- განქორწინების მოწმობა.
6.1.2. ე-- ნა--------ს და მა----- ს----------ს ჰყავთ ორი შვილი: ნ--- ს----------, პ/ნ 6----------, დაბადებული 2--- წლის 2-------------ს და გ------- ს----------, პ/ნ 6----------, დაბადებული 2--- წლის 2-----------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- შეგებებული სარჩელი და შესაგებელი;
- მხარეთა განმარტებები.
- დაბადების მოწმობები.
6.1.3 არასრულწლოვანი ნ--- ს---------- და არასრულწლოვანი გ------- ს---------- ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან - ე-- ნა--------სთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- შეგებებული სარჩელი და შესაგებელი;
- მხარეთა განმარტებები;
- მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა;
6.1.4. ე-- ნა-------ის საცხოვრებელი მისამართია ქ. ბათუმი, გ-------------ს ქუჩა N-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- შეგებებული სარჩელი და შესაგებელი;
- მხარეთა განმარტებები;
- მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა;
6.1.5. ე-- ნა--------ს საცხოვრებელ ბინასთან ახლოს, მეზობლად ცხოვრობენ მისი მშობლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები;
- მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა;
6.1.6. მა----- ს---------- ქირით ცხოვრობს მარტო შემდეგ მისამართზე, ქ. ბათუმი, დ----------------–-ს ქუჩა N1--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები;
- მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა;
6.1.7. ნ--- ს---------- (დაბადებული 2--- წლის 2-------------ს) არის №--ე საჯარო სკოლის მ--- კლასის მოსწავლე. გ------- ს---------- (დაბადებული 2--- წლის 2-----------ს) არის ქ. ბათუმის №- საბავშვო ბაღის აღსაზრდელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები;
- მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
6.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
6.2.1. მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივი გარემოებებია:
- მა----- ს---------ის საცხოვრებელი პირობები და შვილების მოვლის შესაძლებლობა.
- არასრუწლოვანი შვილის ნ--- ს---------ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მამის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
- ბავშვების ნახვის დღეების განსაზღვრა;
- მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავლები;
6.2.2. მხარეები დავობენ ასევე ალიმენტის ოდენობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი ფაქტობრივი გარემოება არაა. იგი სამართლებრივი შეფასების საკითხია.
6.2.3. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობის არაა.
6.2.4. სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტების არსებობას.
6.2.5. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ორივე მხარეზე უნდა გადანაწილდეს თანაბრად. თითოეულმა უნდა დაამტკიცოს, რომ აქვს შვილების აღზრდის სათანადო საცხოვრებელი პირობები. ასევე უნდა დაამტკიცონ, რომ შესწევთ შვილების სათანადო მოვლა-პატრონობის და აღზრდის უნარი. ასვე მხარეებს შორის თანაბრად უნდა გადანაწილდეს შემოსავლებისა და ხარჯების მტკიცების ტვირთი.
6.2.6. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
6.2.7. შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ალიმენტის საკითხის განხილვისას, გარდა შეჯიბრებითობისა, სასამართლოსაც გააჩნია ინკვიზიურობის პრინციპით მტკიცებულების შეკრების უფლება. შვილის საცხოვრებელი ადგილის და ალიმენტის განსაზღვრა განსაკუთრებული საკითხია. შვილები უნდა იზრდებოდნენ მშვიდ გარემოში. მათ საცხოვრებელ ადგილას უნდა არსებობდეს სათანადო აღზრდის, განათლების, კვების, დასვენებისა და განვითარების ყველა წინაპირობა. სწორედ ამიტომაც შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას სასამართლო მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს ვერ დაეყრდნობა. თვითონაც ზრუნავს მტკიცებულებების შეკრებაში. შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას, მშობლებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უჩერდებათ და მათი ინეტერსების დაცვა გადადის სოციალური მომახურების შესაბამის სამსახურზე. სასამართლომ სოციალური მომსახურების სამსახურს დაავალა მშობლების საცხოვრებელი პირობების შემოწმება. სოციალურმა მუშაკმა შეამოწმა ე-- ნა-------ის საცხოვრებელი პირობები და შემოწმების შედეგები ასახა 2018 წლის 20 აპრილის დასკვნაში. სოც. მუშაკმა დაადგინა, რომ ე-- ნა-------- ცხოვრობს ქ. ბათუმში, გ-------------ს ქ. №--ში დაგირავებულ ბინაში შვილებთან ერთად. საცხოვრებელი ბინა არის 54 კვ.მ., შედგება 1 მისაღები-სამზარეულო, 2 საძინებელი ოთახისგან და აბაზანა-ტუალეტისაგან. საცხოვრებელი არის კარგ მდგომარეობაში: შეყვანილია ბუნებრივი გაზი, გათბობა ხდება ცენტრალიზებულად. წესრიგშია კომუნალური და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ოჯახის საკუთრებაშია ყველა სახის საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკა და ავეჯი. ე-- ნა-------- დასაქმებულია და მუშაობს ქ. ბათუმის მ---- საჯარო სკოლაში მ-----------ის თანამდებობაზე და მისი შემოსავალია ხელფასი თვეში 400 ლარი. ე-- ნა-------ის საკუთრებაშია „ო---–-ს“ მარკის მსუბუქი ავტომობილი. ე-- ნა-------ის ოჯახში სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია, ბავშვებისთვის შექმნილია მშვიდი უსაფრთხო გარემო, ბავშვები არასოდეს არ არიან მარტო და უყურადღებოდ, ე--ს სამსახურში ყოფნის დროს ბავშვებთან რჩება ე--ს მშობლები და ე--ს ძმა. ე-- ნა--------ს ჰყავს ძლიერი თანადგომის ქსელი მშობლებისა და მეგობრების სახით. (იხ. სოც. მუშაკის დასკვნა.)
6.2.8. სოც. მუშაკმა შეამოწმა მა----- ს---------ის საცხოვრებელი პირობებიც და შემოწმების შედეგები ასახა 2018 წლის 20 აპრილის დასკვნაში. სოც. მუშაკმა დაადგინა, რომ მა----- ს---------- დასაქმებულია და მუშაობს ქ. ბათუმის მ----–----–--------------------------------------–----------------------------–-------------- სპეციალისტად და მისი ყოველთვიური შემოსავალია ხელფასი 1040 ლარი. მა----- ს---------ის ინფორმაციით, მის საკუთრებაში არ ირიცხება არანაირი სახის ქონება. მა----- ს---------- ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, ქ. ბათუმი, დ----------------–-ს ქუჩა N1---ში, ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე 1 ოთახში (12 კვ.მ.) იქვეა აბაზანა-ტუალეტი. საცხოვრებელ ბინაში შეყვანილია ბუნებრივი გაზი. საცხოვრებელი არის მოწესრიგებული, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მა----- ს----------ს აქვს ძლიერი თანადგომა მშობლებისა და დედმამიშვილების სახით (იხ. სოც. მუშაკის დასკვნა.)
6.2.9. სასამართლო განმარტავს, რომ შვილის აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებში სოციალური მომსახურების სამსახური წარმოადგენს ბავშვთა ინტერესების დამცველ ორგანოს. დასახელებული სამსახური თავისი რესურსის ფარგლებში სწავლობს არასრულწლოვანის საცხოვრებელ პირობებს და სასამართლოს აწვდის შესაბამის რეკომენდაციას. სოც. მუშაკი კანონით განსაზღვრული ის პირია, ვისი მეშვეობითაც სოც. სამსახური ახორციელებს დაკისრებულ მოვალეობას არასრულწლოვანთა ეფექტური აღზრდის საკითხში. შესაბამისად სოც. მუშაკის დასკვნა სასამართლოსათვის სარწმუნო მტკიცებულებაა. დასკვნაში ასახული პირობები იდეალურია. მასში მითითებული მონაცემები მიანიშნებს მასზედ, რომ როგორც ე-- ნა--------ს, ისე მა----- ს----------ს შვილებისთვის შექმნილი აქვს ყველა საცხოვრებელი პირობა. თითოეულ მათგანთან არსებობს შვილების სათანადო აღზრდისა და განვითარების როგორც საყოფაცხოვრებო, ისე ჰიგიენურ-სანიტარული და ეკონომიური პირობები. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ე-- ნა-------ის პირობები გაცილებით უკეთესია. (იხ. სოც. მუშაკის დასკვნა.)
6.2.10. ე-- ნა-------- ამტკიცებს, რომ მა----- ს----------ს, მართალია აქვს შვილების აღზრდის უნარ-ჩვევები, შვილებს აქცევს სათანადო ყურადღებას, მაგრამ მა----- ს----------ს არ აქვს შესაბამისი საცხოვრებელი ბინა, შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობები, ცხოვრობს მარტო, მუშაობს და არ ჰყავს ოჯახში ისეთი ვინმე, ვინც მისი სახლში არყოფნის დროს ნ--- ს----------ს მოუვლის, ასევე ბავშვებს (ძმებს) აქვთ ერთმანეთის მიმართ მიჯაჭვულობა, შესაბამისად ვერ შეძლებს ნ--- ს---------ის სათანადოდ მოვლას, სწორედ ამიტომაც შვილის ნ--- ს---------ის საცხოვრებელი ადგილის მამის მისამართის მიხედვით განსაზღვრა, დაუშვებელია.
ანალოგიურად მა----- ს---------- ამტკიცებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა სათანადოდ მოუაროს შვილებს, ასევე ნ--- ს---------ის საცხოვრებელი მისამართად თუ განისაზღვრება მისი მისამართი, ის აიყვანს ძიძას, ასევე ნ--- ს---------ის მოვლაში დაეხმარება ის ოჯახი, რომელ ოჯახშიც თვითონ ცხოვრობს ქირით. სწორედ ამიტომაც შვილის ნ--- ს---------ის საცხოვრებელი ადგილის მამის მისამართის მიხედვით განსაზღვრა შესაძლებელია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ რთულია მხარეებმა წარმოადგინონ მტკიცებულება მასზედ, რომ ის სათანადო დედაა, ან მამაა და შეძლებს შვილის სათანადო მოვლა-პატრონობას. ასეთ მტკიცებულებას ვერავინ ვერ მოიპოვებს. ეს საკითხი უფრო შეფასებითია. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ასეთი ვარაუდის განვითარების საშუალებას არ იძლევა. თვით სოც. მუშაკის დასკვნაში კი ასეთი მოსაზრება ნავარაუდებიც არაა. (იხ. სოც. მუშაკის დასკვნა.).
6.2.11. ასევე დადგენილია, რომ მა----- ს---------- ცხოვრობს მარტოდ, მაგრამ მარტოობა არ ნიშნავს, მას რომ ის შვილს ვერ აღზრდის. ამ პრობლემის გადალახვა შეიძლება სხვადსხვა ხერხით, მაგ. ძიძას დაქირავებით, გახანგრძლივებულ სკოლაში მიბარებით და ა. შ., რამდენად მნიშვნელოვანია ამ გარემოების გათვალისწინებით შვილის საცხოვრებელი ადგილის გადაწყვეტა, ეს შეფასებითი კატეგორიისაა და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
6.2.12. დადგენილია, რომ ნ--- ს---------ის და გ------- ს---------ის მშობლებთან მათი მიჯაჭვულობის დადგენის მიზნით, ფსიქოლოგმა გამოიკვლია მათი დამოკიდებულებები და ფსიქიკური განცდები მშობლებთან მიმართებაში. ფსიქოლოგმა დაადგინა, რომ ბავშვები გამოხატავენ დედასთან ყოფნის/ცხოვრების სურვილს, ჩანს დედასთან „სანდო მიჯაჭვულობა“. მამასთან გამოხატავენ ხშირი ურთიერთობის სურვილს. ძმები ერთმანეთთან კარგ დამოკიდებულებაში არიან, თავისუფლად, ლაღად და მხიარულად გრძნობენ ერთად თავს, ძმებს შორის ჩამოყალიბებულია თბილი ემოციური კავშირი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მათი ემოციური განვითარებისა და კეთილდღეობისათვის. (იხ. ფსიქოლოგის დასკვნა.).
6.2.13. სადავოა მა----- ს---------ის შემოსავალი და ხარჯები. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მა----- ს---------ის ყოველთვიურად აქვს დაახლოებით 1300 ლარის შემოსავალი. საქმის მასალებით მისი 1300 ლარის შემოსავალი არ დამტკიცდა.
დადგენილია, რომ მა----- ს---------- მუშაობს ქ. ბათუმის მ----–----–-------- მ--------------------–--ში I-------------------------------–---–-----ს თანამდებობაზე და მისი ხელფასი შეადგენს 1300 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები თანხას - 1040 ლარს. ასევე მა----- ს---------- მუშაობს საქართველოს თ-----–--------------------------–-------–---------------–---------------------------------–-----------------------------------------–--------–---------------------------------–-------------------------–----–--------------------------------–---------–-–--–-------------------------------- და მისი ხელფასი არის 189 ლარი. ანუ, ჯამში მისი თვიური შემოსავალია 1229 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. ბათუმის მ----–----–-------- მ--------------------------------------------ს ცნობა;
- საქართველოს თ-----–--------------------------–-------–---------------–------------ უფროსის ბრძანება.
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
6.2.14. მა----- ს----------ს სს „საქართველოს ბანკიდან“ მიღებული აქვს სესხი 6000 ლარი დოლარი 36 თვის ვადით და მის დასაფარად ყოველთვიურად იხდის 208.39 ლარს.
(იხ. ხელშეკრულება).
6.2.15. მა----- ს----------ს სს „კრედო ბანკში“ აღებული აქვს სესხი 903 ლარი 23.06.2019 წლამდე, ყოველთვიური შენატანი 75.25 ლარი.
(იხ. ამონაწერი).
6.2.16. მა----- ს----------ს სს „საქართველოს ბანკიდან“ მიღებული აქვს სესხი 1075.03 ლარი დოლარი 24 თვის ვადით და მის დასაფარად ყოველთვიურად იხდის 46.79 ლარს.
(იხ. ხელშეკრულება, გადახდის გრაფიკი).
6.2.17. ნ--- ს----------ს შპს „მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში“ ჩაუტარდა ოპერაცია მარცხენა თირკმელზე, მა----- ს---------ის მიერ გადახდილი იქნა ოპერაციისა და მკურნალობის საფასური 1003 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
- კალკულაცია.
- სალაროს შემოსავლის ორდერი.
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
6.2.18. მა----- ს---------- ე-- ნა--------ს პერიოდულად პირად ანგარიშზე ურიცხავდა გარკვეულ თანხებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სალაროს შემოსავლის ორდერები.
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
6.2.19. ბათუმის საქალაქო სასასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს დროებითი განკარგულებით, მა----- ს----------ს არასრულწლოვანი შვილების - ნ--- ს---------ის (პ/ნ 6----------, დაბადებული 2-----2--- წელს) და გ------- ს---------ის (პ/ნ 6----------, დაბადებული 2------013 წელს) რჩენისათვის ე-- ნა-------ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა თითეული შვილისათვის 150 – 150 ლარის ოდენობით, ჯამში 300 ლარის გადახდა. დაკისრებული ალიმენტის გადახდის ვალდებულება აითვალა შუამდგომლობის აღძვრიდან - 2018 წლის 02 აგვისტოდან და დროებითი განკარგულების აღსრულების მიზნით ხელფასიდან ყოველთვიურად ექვითება 321 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს ხელფასის დაკავების მოთხოვნა.
- ბათუმის საქალაქო სასასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს დროებითი განკარგულება.
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილად მიჩნეულ გარემოებებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე-- ნა-------ის სარჩელი ალიმენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თავის მხრივ მა----- ს---------ის შეგებებული სარჩელი შვილის ნ--- ს---------ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შვილებთან ურთიერთობის განსაზღვის თაობაზე დაკმაყოფილდეს სრულად.
8. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
- საქართველოს კონსტიტუცია.
- ბავშვის უფლებათა კონვენცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
9. სამართლებრივი შეფასება:
ე-- ნა-------ის სარჩელზე ალიმენტის მოთხოვნა:
9.1. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინების მიზანია არასრულწლოვანი ბავშვების დაცვა. მათთვის იმ სარჩოს მიღების გარანტიის შექმნა, რაც კანონით ერგებათ მშობლებისაგან.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
9.2. საქართველო მიერთებულია “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე და იძლევა გარანტიას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ბავშვთა უფლებების დაცვა საქართვეოს კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.
9.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით: ,,მშობლები მოვალენი არიან აირჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ”.
ამავე კოდექსის 1202-ე მუხლით ,,მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
ეს ვალდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა, მშობლები ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ და არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე”.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს ჰყავთ ორი შვილი - ნ--- ს----------, დაბადებული 2--- წლის 2-------------ს და გ------- ს----------, დაბადებული 2--- წლის 2-----------ს. შვილები ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან ანუ მოსარჩელესთან. მიუხედავად იმისა, რომ მა----- ს---------- არ ცხოვრობს ე-- ნა--------სთან და შვილებთან ერთად, მას შვილების მიმართ ისეთივე უფლებები გააჩნია, როგორც დედას ე-- ნა--------ს. გარდა უფლებისა, მას, როგორც მამას, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილების რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მათ აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. ბავშვის აღზრდა ოჯახის ძირითადი ამოცანაა. ბავშვი ეკუთვნის არა მარტო მშობელს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამიტომ ბავშვის აღზრდა განიხილება, როგორც დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და მიიჩნევა არა მარტო ზნეობრივ, არამედ სამართლებრივ მოვალეობადაც. შვილების აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილების აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. შესაბამისად აღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობის თანხა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულებაა არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის გადაიხადოს ალიმენტი და უზრუნველყოს მათი რჩენა და აღზრდა-განვითარება.
9.4. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, ,,თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას წყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას”.
ამავე კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით”.
საქმის განხილვით დადგინდა, რომ მხარეები ვერ შეთანხმდენ ალიმენტის გადახდაზე. მოსარჩელეს სურს მოპასუხის ვალდებულება ალიმენტის გადახდაში განისაზღვროს თვეში 250-250 ლარით. მიიჩნევს, რომ მოპასუხის შემოსავლის მიხედვით, ალიმენტის სახით 250-250 ლარი გონივრული ოდენობაა. მოპასუხე კი თვლის, რომ ამჟამად შვილების აღზრდასა და რჩენაში მისი საალიმენტო ვალდებულება უნდა განისაზღვროს მხოლოდ 100-100 ლარით, რადგანაც მას გააჩნია ბევრი სასესხო და სხვა ვალდებულებები. შესაბამისად ვერ შეძლებს ალიმენტის სახით მეტის გადახდას. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობაზე მხარეები ვერ თანხმდებიან, ამიტომ ალიმენტის ოდენობა უნდა დაადგინოს სასამართლომ.
9.5. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, როგორც მშობლების ეკონომიური მდგომარეობა, ისე შვილების რჩენისათვის საჭირო თანხის გონივრული ოდენობა. ეკონომიური პრობლემები არ გამორიცხავს მოპასუხის მოვალეობას შვილებთან მიმართებაში მეორე მშობლის ანუ მოსარჩელის თანაბრად მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდაში. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე აქვს საბანკო თუ სხვა ვალდებულებები, ასევე მან უნდა გადაიხადოს ორი შვილის რჩენისათვის ალიმენტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, გონივრულია მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისროს თვეში 200-200 ლარის გადახდა, რაც შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს არასრულწლოვანი შვილების ნორმალურ განვითარებას.
9.6. სასამართლო განმარტავს, რომ შვილის ნორმალური რჩენის, აღზრდისა და განვითარებისათვის საჭიროა სოლიდური თანხები და რომ 200 ლარი არაა საკმარისი შვილის რჩენისა და აღზრდისათვის (მაგ. თუ მოსარჩელე გადაწყვეტს შვილებს ასწავლოს ცურვა და უცხო ენა, მაშინ მას დაჭირდება შვილების შესაბამის წრეებში შეყვანა. ამ ორ ,,ოპერაციას“ თვეში 200 ლარი დიდი ალბათობით არ ეყოფა), მაგრამ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს მშობლების მატერიალური შესაძლებლობებისა და შვილის რჩენისათვის სავალდებულო ხარჯების თანაფარდობის ფარგლებში და არა იმის მიხედვით, თუ რა თანხა სჭირდება შვილს აღსაზრდელად, ან რა თანხა გააჩნია მოპასუხეს შემოსავლის სახით. ასეთ სიტუაციაში თითოეული შვილის რჩენისათვის 200-200 ლარის ალიმენტის სახით დადგენა არის გონივრული. ეს არის, როგორც შვილის რჩენისა და აღზრდისათვის მინიმალური, ასევე მოპასუხის მატერიალური შესაძლებლობის ზღვარზე შერჩეული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მშობლის ეკონომიური მდგომარეობისა და შვილის რჩენისათვის საჭირო თანხების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თვეში 200-200 ლარის გადახდა.
9.7. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილით ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
სარჩელი აღძრულია 2017 წლის 12 ივლისს, შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს 2017 წლის 12 ივლისიდან, რომელსაც უნდა გამოაკლდეს ბათუმის საქალაქო სასასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს დროებითი განკარგულების საფუძველზე, მოპასუხის მიერ გადახდილი ალიმენტის თანხები. შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს დროებითი განკარგულება უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილების გამოცხადების დღიდან.
შეგებებულ სარჩელზე შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილი:
9.8. სასამართლო განმარტავს, რომ 1994 წლის 21 აპრილიდან საქართველო მიერთებულია ბავშვის უფლებათა კონვენციაზე, რომლის პრეამბულაშიც ნათქვამია, რომ ოჯახს, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედს, მისი წევრების, განსაკუთრებით კი ბავშვების ზრდისა და კეთილდღეობის ბუნებრივი გარემოს შესაქმნელად აუცილებელად უნდა გაეწიოს თანადგომა, რათა მან თავის თავზე სრულად აიღოს საზოგადოებრივი ვალდებულებანი. კონვენციის მონაწილე ქვეყნები აღიარებენ, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვი სრულყოფილად უნდა იყოს მომზადებული საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და აღიზარდოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული იდეალების, განსაკუთრებით კი მშვიდობის, ადამიანის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით.
ბავშვის განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა გათვალისწინებულია ბავშვის უფლებათა ჟენევის 1924 წლის დეკლარაციით, 1959 წლის 20 ნოემბერს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ბავშვის უფლებათა დეკლარაციით და აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მისი 23-ე და 24-ე მუხლებით), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მე-10 მუხლით), აგრეთვე ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე სპეციალიზებული დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი დოკუმენტებით. მათში განმარტებულია, რომ ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ისინი ეყრდნობიან დეკლარაციის დებულებებს იმ სოციალური და სამართლებრივი პრინციპების შესახებ, რომლებიც მოიცავს ბავშვების დაცვასა და კეთილდღეობას.
9.9. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველო აღიარებს ბავშვის უფლებათა კონვენციას და ქმნის ყველა პირობას ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში. სავალდებულოა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნას დასახელებული კონვენციის მოთხოვნები.
9.10. სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
9.11. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის პირველი ნაწილით მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილით მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა.
სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლით ,,1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი.
2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს”.
დადგენილია, რომ მხარეები დაშორდნენ ერთმანეთს და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მათი საერთო შვილები ცხოვრობენ ე-- ნა--------სთან, თავის მხრივ ე-- ნა--------სთან ახლოს (გვერდით) ცხოვრობენ მისი მშობლები, მა----- ს---------- ცხოვრობს მარტო ნაქირავებ ბინაში. მშობლები არ არიან შეთანხმებულნი შვილის ნ--- ს---------ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე. მათი დაშორების შემდეგ შვილები დარჩნენ დედასთან და მასთან იზრდებიან დღემდე. ე-- ნა-------- არ ეთანხმება მამის მისამართის მიხედვით შვილის ნ--- ს---------ის გაზრდას და მოითხოვს მათი საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს დედის მისამართის მიხედვით. ის ძირითად აქცენტს აკეთებს შვილის ასაკზე და ასაკიდან გამომდინარე დედის აუცილებლობაზე. ასევე ბავშვების (ძმების) მიჯაჭვულობა სასამართლომ დაადგინა, სოც. მუშაკის მეშვეობით, ასევე პირადად მათთან გასაუბრებით სასამართლო დარწმუნდა ამაში. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მა----- ს---------ის საყოფაცხოვრებო პირობებით ვერ მიიღწევა შვილის ნ--- ს---------ის სათანადო აღზრდისა და რჩენის მიზანი.
9.12. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-9 მუხლზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვი არ უნდა დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ნებისმიერი განხილვის დროს ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში და გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები. პატივსაცემია მშობელს დაცილებული ბავშვის უფლება რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას, როგორც დედა, ასევე მამა სუბიექტურები არიან. მათთვის მთავარია შვილი იზრდებოდეს მასთან. მოდავე მშობლის მიზანია ამ გზით ახლოს იყოს შვილთან, უშუალო ყოველდღიური და ყოველწამიერი ურთიერთობა ჰქონდეს მასთან და ზრუნავდეს მასზე. ასეთი სუბიექტურობა მისასალმებელი და წასახალისებელია, მაგრამ ხშირად მიზნისაკენ სწრაფვა მშობელს ავიწყებს მთავარი მიზნის - შვილის სათანადო აღზრდის სავალდებულოობას. ფიქრობენ, რომ ის უფრო კარგად აღზრდის შვილს, ვიდრე მეორე მშობელი. შვილის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას მშობლის, მხოლოდ საპატიო მიზანი, არაა საკმარისი. სწორედ მათი სუბიექტურობის გამო, მშობლის უფლება - იყოს ბავშვის წარმომადგენელი, შეჩერებულია. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო გადის დედისა და მამის პირადი ინტერესის სფეროდან და გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს მხოლოდ ბავშვის ობიექტურ, უპირატეს ინტრესებს. აღნიშნულის გამო შვილის საცხოვრებელი ადგილის შერჩევა დედის ან მამის ფაქტორის გავლენით, შეცდომაა. საცხოვრებლად არჩეული უნდა იქნას ის მისამართი, სადაც ბავშვი სრულყოფილად მოემზადება საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, სადაც უკეთ აღიზრდება მაღალი ღირებულების იდეალების, მშვიდობის, ადამიანის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით, სადაც უკეთ იქნება დაცული მისი უფლებები, სადაც უკეთესი საცხოვრებელი პირობები იქნება და სადაც უკეთ გაიზრდება საზოგადოების სრულყოფილ წევრად, ასევე სადაც მშვიდად და დაცულად იგრძნობს თავს. თანაბარი პირობებისას, საზოგადოებაში დამკვიდრებული პრაქტიკის გამოყენებით შესაძლებელია, შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას უპირატესობა დედას მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დედის როლის გათვალისწინებით ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა ვერ უზრუნველყოფს იმ მიზნებს, რასაც შვილის აღზრდა გულისხმობს. შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნას საცხოვრებელი ადგილის, ეკონომიური მდგომარეობის, შემოსავლის სტაბილურობის, ოჯახის წევრებზე მიჩვევის, თანატოლებთან ურთიერთობის, ფსიქოლოგიური განცდები და სხვა აუცილებელი საკითხები. ბავშვი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.
შეკრებილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მხარეებს მეტნაკლებად ერთნაირი პირობები აქვთ, მათი ეკონომიური მდგომარეობა და შემოსავალი თითქმის თანაბარია. განსხვავებულია მათი საყოფაცხოვრებო პირობები, ამ მხრივ ე-- ნა--------ს უკეთესი საყოფაცხოვრებო პირობები აქვს. მიუხედავად ამისა, ორივე მათგანს აქვს შვილების სათანადო აღზრდის საშუალება და პირობები. ასეთ სიტუაციაში გამართლებულია შვილი იზრდებოდეს დედასთან. ბიოლოგიური პრინციპის გათვალისწინებით ბუნებრივია, რომ არასრულწლოვანი და მცირეწლოვანი შვილისათვის პირველ რიგში დედის ზრუნვაა აუცილებელი. ამ ასაკში შვილის დედისგან იძულებით დაშორება, მოქმედებს მის ფსიქიკაზე და მის ჩამოყალიბებაზე ახდენს მავნე ზეგავლენას. ბავშვს არ უნდა ჰქონდეს დედის ნატვრის განცდა, ასევე ბავშვებს არ უნდა ჰქონდეთ ერთმანეთის ნატვრის განცდა, მაშინ როდესაც დადგენილია, რომ ძმებს აქვთ საკმაოდ თბილი და კარგი ურთიერთობა. ზუსტად ამ ასაკში სჭირდებათ მათ დედის ხელი, დედის ზრუნვა და სითბო. მითმეტესს დადგენილია, რომ ნ--- ს----------ს და გ------- ს----------ს დედაზე აქვთ მიჯაჭვულობა. ის, რომ მხარეები არ ცხოვრობენ ერთად და აღარ სურთ ოჯახის შენარჩუნება, ეს ერთი დიდი უარყოფითი მომენტია, მაგრამ ამის მიზეზი არ არიან შვილები. მშობლების დაშორებას არ უნდა მოჰყვეს შვილების სულიერი სამყაროს დამახინჯება. თუ მხარეები ერთმანეთს ხელს შეუშლიან შვილებთან ურთიერთობაში, ამით ბავშვებს მიაყენებენ გამოუსწორებელ ზიანს. მხარეებმა უნდა შეიგნონ, რომ შვილების აღზრდის საკითხში თანაბარნი არიან და პატივი სცენ ერთმანეთის როლს შვილის აღზრდის საქმეში. ხშირია შემთხვევა, როდესაც სასამართლო ღებულობს განსხვავებულ გადაწყვეტილებას და არ ითვალისწინებს დედის როლს, შვილის აღზრდის საკითხში. მსგავსი გადაწყვეტილებები სასამართლო პრაქტიკაში ხშირია, მაგრამ ამ გადაწყვეტილებებს საფუძვლად უდევს განსხვავებული მდგომარეობა. ისეთ შემთხვევაში, როცა დედას შვილი არ უნახავს ორი ან მეტი წლის განმავლობაში, არ აქვს საცხოვრებელი პირობები, დაკავებულია ისეთი საქმიანობით, რაც მის მუდმივ გადაადგილებასთან არის დაკავშირებული, ასეთ შემთხვევებში სასამართლო არ ითვალისწინებს დედის როლს და შვილების საცხოვრებელ ადგილს საზღვრავს მამის მისამართის მიხედვით. ასეთი მიდგომა შვილის კეთილდღეობაზე ზრუნვითაა გამოწვეული. წინამდებარე შემთხვევა განსხვავებულია. ნ--- ს---------- და გ------- ს---------- დაჩვეული არიან დედის ყურადღებას, მასთან დაცულად და მშვიდად გრძნობენ თავს, მიჯაჭვულია არიან მასზე და ერთმანეთზე. ამავდროულად ე-- ნა-------- შვილებზე ზრუნავს სათანადოდ. თანაბარი სიტუაციის არსებობისას სასამართლო პატივს სცემს დედის პიროვნებას, მის ადგილს ქართულ საზოგადოებაში, მის ღვაწლს შვილების აღზრდის საკითხში, შვილების აღზრდაში დედის მონაწილეობის აუცილებლობას. ეს მონაწილეობა არ უნდა იყოს ეტაპობრივი. ის მუდმივ ხასიათს უნდა ატარებდეს. ამ საკითხების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ--- ს---------ის საცხოვრებელი ადგილი არ უნდა განისაზღვროს მამის მისამართის მიხედვით. ამით სასამართლო არ აკნინებს მამის როლს შვილების აღზრდის საკითხში, მაგრამ თუ არჩევანის გაკეთებაა საჭირო, მაშინ აუცილებელია ასეთი არჩევანი გაკეთდეს დედის სასარგებლოდ. მამას კანონი არ ზღუდავს შვილებთან ურთიერთობაში და მას უფრო აქვს იმის საშუალება, რომ მოინახულოს შვილები, მათთან ჰქონდეს შეუზღუდავი ურთიერთობა და დედასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს მათ სათანადო აღზრდაში.
აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, მა----- ს----------ს უარი უნდა ეთქვას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნ--- ს---------ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში.
შეგებებულ სარჩელზე შვილებთან ურთიერთობის განსაზღვრის ნაწილი:
9.13. მშობელთა ურთიერთობა შვილებთან ურთიერთობაში, დარეგულირებულია, როგორც საერთაშორისო აქტებით ისე შიდა კანონმდებლობით. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელვანია საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 1197-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ,,შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში“. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით ,,მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით“.
9.14. სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლება არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
9.15. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლით ,,მშობლებს თანაბრად აქვს ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არ აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვთან ურთიერთობა და მის აღზრდაში მონაწილეობის მიღება, მშობლის არა მარტო უფლება, არამედ მოვალეობაცაა, ხოლო დედას, რომელიც თავად ზრდის ბავშვს, უფლება არა აქვს ცალკე მცხოვრობ მამას ხელი შეუშალოს მშობლის უფლება-მოვალეობების განხორციელებაში.
9.16. ”ბავშვთა უფლებათა კონვენციის” მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვების ”ჭეშმარიტი ინტერესი” მოცემულ შემთხვევაში არის ის, რომ შვილებს ორივე მშობელთან ჰქონდეთ ერთნაირი ურთიერთობა. მათთან ურთიერთობის დროს არ უნდა იქნეს დარღვეული მათი, როგორც ბავშვის უფლებები. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს რა იმ გარემოებას, რომ ორივე მშობელი თანაბარწილად არის ვალდებული შვილის აღზრდა-განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. უნდა შეიქმნას ისეთი ურთიერთობა, რაც ბავშვს საშუალებას მისცემს იყოს ორივე მშობელთან მჭიდრო ურთიერთობაში. სწორედ ასეთი ურთიერთობით ხდება ბავშვის სათანადო აღზრდა და ჩამოყალიბება. ბავშვს, რაც უფრო მეტი ურთიერთობა ექნება ორივე მშობელთან, მით მეტად მოხდება მისი პიროვნების სრულფასოვანი ჩამოყალიბება და განვითარება.
9.17. ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ნ--- ს---------- დაბადებულია 2--- წლის 2-------------ს, გ------- ს---------- დაბადებულია 2--- წლის 2-----------ს ანუ საქმის განხილვის მომენტისათვის ნ--- ს---------- დაახლოებით 1- წლისაა, გ------- ს---------- კი 0- წლის. საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნას მათი ასაკი, ოჯახის წევრებზე მიჩვევის, თანატოლებთან ურთიერთობის, ღამე დედის გარეშე სხვაგან დარჩენის ფსიქოლოგიური განცდები და სხვა აუცილებელი საკითხები. მათ შორის ისიც, რომ საკითხის გადაწყვეტისას გათვალისწინებული უნდა იქნას ბავშვის ემოციური მდგომარეობა. ნახვის დღეები ისე უნდა განაწილდეს, რომ მამასაც და დედასაც ჰქონდეთ საშუალება თავისუფალი დრო დაუთმონ შვილებს.
აქვე გასათვალისიწნებელია ის გარემოებაც, რომ ს----–-ში, ბავშვთა ბაღში წასასვლელად მათ ჭირდებათ მომზადება, რაც თავისთავად გარკვეულ დროს მოითხოვს. ამდენად, მამის მიერ ბავშვების თავისთან წაყვანამ არ უნდა შეაფერხოს ბავშვების ს----–-ში, ბავშვთა ბაღში წასაყვანად მათი სათანადო მომზადება, მოწესრიგება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს გამართლებულად და მიზანშეწონილად მიაჩნია რომ მა----- ს----------ს უნდა მიეცეს უფლება შვილებთან იქონიოს ურთიერთობა ყოველი თვის შაბათ კვირას, შემდეგი წესით: შაბათ დღეს, 12 საათიდან წაიყვანოს შვილები თავისთან ღამისთევით და მეორე დღეს-კვირას 15 საათამდე დააბრუნოს დედასთან -მოსარჩელე ე-- ნა--------სთან. სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ბავშვების ნახვის ასეთი წესის განსაზღვრა შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს.
10. საპროცესო ხარჯები:
10.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნაა მა----- ს---------ისათვის ალიმენტის დაკისრება. იგი ალიმენტის ნაწილში ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მა----- ს----------ს დაეკისრა ალიმენტის სახით თვეში 200-200 ლარის გადახდა. მასზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 144 ლარს. მოპასუხემ 100 ლარის ნაწილში სარჩელი სცნო. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის გათვალისწინებით მა----- ს---------- ბაჟის გადახდისაგან იმ ნაწილში უნდა გათავისუფლდეს, რა ნაწილშიც სარჩელი სცნო. სარჩელის დაკმაყოფილების გამო მას გადასახდელად დაეკისრება 72 ლარი.
მა----- ს---------ის სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. მოსარჩელეს ბაჟი გადახდილი აქვს. შეგებებული სარჩელი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში ე-- ნა--------მ არ ცნო. ე-- ნა--------მ სარჩელი ცნო შვილებთან ურთიერთობის განსაზღვრის ნაწილში.
სარჩელი შვილის ნ--- ს---------ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, მოცემულ შემთხვევაში შეგებებულ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, რომელიც ბიუჯეტში უნდა დარჩეს გადახდილად. სარჩელი ე-- ნა--------მ ნაწილობრივ ცნო - ბავშვთან ურთიერთობის განსაზღვის ნაწილში, შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში კი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც 50 ლარის ნაწილში ის გადასახდელი ბაჟისაგან თავისუფლდება.
10.2. რაც შეეხება, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი ანაზღაურების საკითხს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას. კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 2000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.
10.3. მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.3 მუხლი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. მოსარჩელე ე-- ნა--------ს გადახდილი აქვს იურიდიული მომსახურების საფასური 250 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხე მა----- ს----------ს კი - 500 ლარი. კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელზე და შეგებებულ სარჩელზე დავის საგნისა და მოთხოვნათა დაკმაყოფილების პროპორციის გათვალისწინებით, მოპასუხე მა----- ს----------ს მოსარჩელის ე-- ნა-------ის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 250 ლარი, იურიდიული მომსახურებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის სანაცვლოდ, ხოლო მოსარჩელე ე-- ნა--------ს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 100 ლარი, იურიდიული მომსახურებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.
11. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძება გამოყენებული არაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ე-- ნა-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე მა----- ს----------ს მოსარჩელის ე-- ნა-------ის სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების - ნ--- ს---------ის (პ/ნ 6----------, დაბადებული 2--- წლის 2-------------ს) და გ------- ს---------ის (პ/ნ 6----------, დაბადებული 2--- წლის 2-----------ს) რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით, თითოეულისთვის 200 ლარის ოდენობით, მათ სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
1.2. ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგინდეს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2017 წლის 12 ივლისიდან.
1.3. დაკისრებული ალიმენტის თანხებს გამოაკლდეს ბათუმის საქალაქო სასასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს დროებითი განკარგულების საფუძველზე, მოპასუხის მიერ გადახდილი ალიმენტის თანხები.
1.4. ე-- ნა-------ის სარჩელი ალიმენტის სახით 500 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
1.5. გადაწყვეტილების გამოცხადების დღიდან - 2019 წლის 15 თებერვლიდან გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს დროებითი განკარგულება.
2. მა----- ს---------ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2.1. მა----- ს---------ის შეგებებული სარჩელი შვილის - ნ--- ს---------ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2.2. მა----- ს---------ის შეგებებული სარჩელი არასრულწლოვანი შვილების ნახვის დღეების განსაზღვრის შესახებ დაკმაყოფილდეს და მას მიეცეს უფლება შვილებთან იქონიოს ურთიერთობა ყოველი თვის ყოველი კვირის შაბათ-კვირა დღეს, შემდეგი წესით: კვირის შაბათ დღეს, 12 საათიდან წაიყვანოს შვილები - ნ--- ს---------- (პ/ნ 6----------, დაბადებული 2--- წლის 2-------------ს) და გ------- ს---------- (პ/ნ 6----------, დაბადებული 2--- წლის 2-----------ს) თავისთან ღამისთევით და მეორე დღეს-კვირას 15 საათამდე დააბრუნოს დედასთან -მოსარჩელე ე-- ნა--------სთან.
3. მოპასუხე მა----- ს----------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 72 ლარის გადახდა. შეგებებულ სარჩელზე მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, ჩაითვალის სახელომწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. მოპასუხე მა----- ს----------ს მოსარჩელის ე-- ნა-------ის სასარგებლოდ გადახდეს 250 ლარი, იურიდიული მომსახურებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის სანაცვლოდ, ხოლო მოსარჩელე ე-- ნა--------ს მოპასუხის სასარგებლოდ გადახდეს 100 ლარი, იურიდიული მომსახურებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისის, ნიუპორტის ქ. #32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ამ გადაწყვეტილების მეხუთე პუნქტში მითითებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (ბათუმი, ზუბალაშვილების ქ. #30) მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს; ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომელსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78 მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე სალიხ შაინიძე