გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.04.2019
საქმის ნომერი
080210017001991552
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1853-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16.04.2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

მოსარჩელე - სს „კრ----------ი“

წარმომადგენელი - ნ----ა კუ------ე

მოპასუხე - ნ--- მი------–---–ი, მ-----არ მი------–---–ი, ქ------ნ ქ-------ე, ნ-------ა ერ----–---–ი.

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეებზე: ნ--- მი------–---–ი, ქ------ნ ქ-------ე, მ-----არ მი------–---–ი და ნ-------ა ერ----–---–ზე სოლიდარულად, სს „კრ----------ის“-ს სასარგებლოდ დავალიანების - 18.928.34 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრება.

 

1.2. მოპასუხეებზე: ნ--- მი------–---–ი, ქ------ნ ქ-------ე, მ-----არ მი------–---–ი და ნ-------ა ერ----–---–ზე სოლიდარულად, სს „კრ----------ის“-ს სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 567.85 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარის, მოსარჩელის მიერ გადახდილი საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადების - 11 ლარის, სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის განცხადების დაკმაყოფილების შემდეგ გადახდილი საბანკო ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაციის - 200 ლარის, გადასახდელად დაკისრება.

 

1.3. სარეალიზაციოდ მიქცეულ იქნეს იპოთეკით დატვირთული, ნ--- მი------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, ქუჩა ლ----------------, (ყოფ.№--) დაზუსტებული ფართობი : 1307.00 კვ.მ) ს/კ N 0------------------.

 

დავის არსი:

 

მოსარჩელის განმარტებით, 20---–-–----------------ს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო“-სა და მოპასუხე ნ--- მი------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილია 2----–-–---------------ის იპოთეკის №2--------------- ხელშეკრულებით საჯარო რეესტრში რეგისტრაციის №8----------- (დამოწმებული საჯარო რეესტრის მიერ 20---–-–----------------ს).

 

სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულების მოქმედების ვადაში და ფარგლებში 20---–-–----------------ს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 15,000.00 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი 60 თვით, 0.74% თვიური საპროცენტო სარგებლით. სსკ 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. ხელშეკრულების 3.15-პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 2 ლარისა შემდეგ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა 0.27%-ის ოდენობით 150 დღის განმავლობაში.

 

სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია იპოთეკის ხელშეკრულებით (მესაკუთრე ნ--- მი------–---–ი პ/ნ 6----------) და 20---–-–----------------ს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებებით, რომლითაც თავდებებმა ქ------ნ ქ-------ემ, მ-----არ მი------–---–მა და ნ-------ა ერ----–---–მა იკისრეს კრედიტორის წინაშე სოლიდარული ვალდებულება დაფარონ მსესხებლის დავალიანება, თუ მსესხებელი ვერ გადაიხდის და/ან დაარღვევს გრაფიკით დადგენილი გადასახადების გადახდას, მათ იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ისინი (თავდებები) ვალდებულნი არიან თვითონ გადაიხადონ ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.

 

20---–-–----------------ს სესხის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს: „გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელი თანხისა და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა“. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხისა და თავდებისათვის ცნობილია, რომ დაარღვიეს ნაკისრი ვალდებულება, გაეგზავნათ ასევე გაფრთხილებებიც არსებული დავალიანების დაფარვაზე, მოპასუხეების მიერ ჯეროვნად, დათქმულ დროს, ადგილას და ოდენობით არ შესრულდა მათ მიერ ნაკისრი ვალდებულება.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია.

 

2.1. მოპასუხეებმა წარმოადგინეს შესაგებელი, რომლითაც ნაწილობრივ, ძირი თანხის 13,111.32 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში ცნეს სარჩელი.

 

სასამართლო სხდომაზე ნ--- მი------–---–მა განმარტა, რომ 20---–-–----------------ს მასსა და სს „კრ----------ს“ შორის გაფორმდა სესხის ხაზის მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილია 2----–-–---------------ის იპოთეკით.ხელშეკრულების საფუძველზე სს „კრ----------ისგან მან ისესხა 15, 000.00 აშშ დოლარი 60 თვით, 0.74% თვიური საპროცენტო სარგებლით.

მოპასუხის განმარტებით, მის მიერ დარღვეული იქნა სესხის გადახდის დადგენილი გრაფიკი, რაც გამოწვეული იყო მისი რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

მოპასუხეები სხვა ნაწილში არ ეთანხმებიან სარჩელს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 20---–-–----------------ს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო“-ს და მოპასუხე ნ--- მი------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილია 2----–-–---------------ის იპოთეკის №2--------------- ხელშეკრულებით საჯარო რეესტრში რეგისტრაციის №8----------- (დამოწმებული საჯარო რეესტრის მიერ 20---–-–----------------ს).

 

სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულების მოქმედების ვადაში და ფარგლებში 20---–-–----------------ს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 15,000.00 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი 60 თვით, 0.74% თვიური საპროცენტო სარგებლით. სსკ 623 მუხლის მიხედვით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. ამასთან, სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. სესხის ხელშეკრულების 3.8-პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით არა უმეტეს 150 დღის განმავლობაში.

მტკიცებულება:

- სესხის ხელშეკრულება

- სესხის დაფარვის გრაფიკი.

 

3.1.2. დადგენილია, რომ 20---–-–----------------ს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებებით, რომლითაც თავდებმა პირებმა: ქ------ნ ქ-------ემ, მ-----არ მი------–---–მა და ნ-------ა ერ----–---–მა იკისრეს კრედიტორის წინაშე სოლიდარული ვალდებულება დაფარონ მსესხებლის დავალიანება, თუ მსესხებელი ვერ გადაიხდის და/ან დაარღვევს გრაფიკით დადგენილი გადასახადების გადახდას, მათ იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ისინი (თავდებები) ვალდებულნი არიან თვითონ გადაიხადონ ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.

მტკიცებულება:

- თავდების განცხადებები

- თავდებობის ხელშეკრულებები

 

3.1.3. დადგენილია, რომ მოპასუხეებს - შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედომ’’ გაუგზავნა გაფრთხილება აღებული ვალდებულების შესრულების თაობაზე.

მტკიცებულება:

- გაფრთხილება აღებული ვალდებულების შესრულებაზე

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დადგენილია, რომ მოპასუხეების - დავალიანება შეადგენს 18,928.34 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 13,111.32 აშშ დოლარი; პროცენტი - 4,698.03 აშშ დოლარი; სიცოცხლის დაზღვევა - 612.50 აშშ დოლარი; ჯარიმა ძირზე - 206.30 აშშ დოლარი; საკომისიო 250.37 აშშ დოლარი; 49.82 აშშ დოლარი არის 5% ჯარიმა ძირზე.

მტკიცებულება:

სესხის გადახდის გრაფიკი.

 

3.2.4. სადავოა სესხზე დარიცხული პროცენტი, ჯარიმა, დაზღვევა, საკომისიო;

მტკიცებულება: შესაგებელი, მოპასუხეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.5. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხეების მითითებას სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე და განმარტავს შემდეგს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეს მის მიმართ გააჩნია დავალიანება ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხეები შესაგებელში ნაწილობრივ აღიარებენ დავალიანებას ძირი თანხის ნაწილში.

 

მოპასუხე, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების გასაქარწყლებლად შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებებით. სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.

 

სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სსს კოდექსის 102-ე და იმავე კოდექსის 103-ე მუხლები განსაზღვრავენ, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი). სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სესხის ძირის 13,111.32 ლარის ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადასტურებულია მოპასუხეების ვალდებულებები მოსარჩელის წინაშე, რაც მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 411-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

 

6.3. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

-მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის საფუძველი გახდა 20---–-–----------------ს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო“-ს და მოპასუხე ნ--- მი------–---–ს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილია 2----–-–---------------ის იპოთეკის №2--------------- ხელშეკრულებით საჯარო რეესტრში რეგისტრაციის №8----------- (დამოწმებული საჯარო რეესტრის მიერ 20---–-–----------------ს).

 

სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულების მოქმედების ვადაში და ფარგლებში 20---–-–----------------ს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 15,000.00 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი 60 თვით, 0.74% თვიური საპროცენტო სარგებლით.

სსკ 623 მუხლის მიხედვით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. ამასთან, სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. სესხის ხელშეკრულების 3.8-პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით არა უმეტეს 150 დღის განმავლობაში.

 

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

-სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელ ნ--- მი------–---–ს და შემდეგ მის თავდებ პირებს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხეების მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სესხის ძირის 13,111.32 ლარის ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის, მიერ სრულად იქნა შესრულებული მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამდენად, მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის 13,111.32 ლარის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

ამდენად, სარჩელი სესხზე დარიცხული პროცენტის 4,698.03 აშშ დოლარის დავალიანების დაკისრების ნაწილში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6...განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

ამავე კოდექსის 418.1 მუხლით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო.

დადგენილია, რომ -მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის საფუძველი გახდა 20---–-–----------------ს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო“-ს და მოპასუხე ნ--- მი------–---–ს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილია 2----–-–---------------ის იპოთეკის №2--------------- ხელშეკრულებით საჯარო რეესტრში რეგისტრაციის №8----------- (დამოწმებული საჯარო რეესტრის მიერ 20---–-–----------------ს).

სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით არა უმეტეს 150 დღის განმავლობაში. სარჩელის სასამართლოში წარმოდგენისას ჯარიმა განისაზღვრა 206.30 აშშ დოლარით.

- საქართველოს საკასაციო სასამართლომ ანალოგიური კატეგორიის საქმეზე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „პაცტა სუნტ სერვანდა-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

-საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

- სასამართლო დავის გადაწყვეტისას ეყრდნობა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძირითად დებულებებს, ასევე ხელმძღვანელობს დადგენილი სასამართლო პრაქტიკით და მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მოთხოვნის ფარგლებში, რადგან ბანკი, როგორც სამოქალაქო სამართალურთიერთობის სუბიექტი და როგორც საკრედიტო ორგანიზაცია, ორიენტირებულია მოგების მიღებაზე, რაც მისთვის აუცილებელი, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და თუ არ მოხდება საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება, ასეთ შემთხვევაში იგი, როგორც კერძო სამართლის სუბიექტი, შეწყვეტს ფუნქციონირებას.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელით მოთხოვნილია ჯარიმა 206.30 აშშ დოლარის ოდენობით, რაც სესხის ძირი თანხის 13,111.32 აშშ დოლართან მიმართებით, სამართლიანად უნდა ჩაითვალოს და არ არსებობს მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება სარჩელს პირგასამტეხლოს სახით 49.82 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, უსაფუძვლოა, რადგან ერთ სასესხო პროდუქტზე, ორმაგი ჯარიმის მოთხოვნა, სასამართლოს საბაზრო ბრუნვის კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე, უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია.

 

მოთხოვნა საფუძვლიანია იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში, რადგან სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლით - უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნას გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ნ--- მი------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი მდებარე: ქ. ქუთაისი, ქუჩა ლ----------------, (ყოფ.№--) დაზუსტებული ფართობი : 1307.00 კვ.მ) ს/კ N 0------------------.

მოხმობილი სამართლის ნორმების თანახმად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა, დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, ნ--- მი------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქ. ქუთაისი, ქუჩა ლ----------------, (ყოფ.№--) დაზუსტებული ფართობი: 1307.00 კვ.მ) ს/კ N 0------------------ რეალიზაციის ნაწილში, ხოლო თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიქცეულ იქნას მოპასუხეების- თავდები პირების - მ-----არ მი------–---–ი, ქ------ნ ქ-------ე, ნ-------ა ერ----–---–ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ, მოთხოვნის ნაწილში, რადგან სსს კოდექსის 463-ე მუხლით - თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 1366.93 ლარი, ასევე დადგენილია, რომ მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა ნაწილობრივ, კერძოდ, ძირი თანხის 13,111. 32 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ცნეს სარჩელი. შესაბამისად, ამ ნაწილში გადახდილი ბაჟი 393.33 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ანგარიშიდან 3--------, საგადახდო დავალება №0--. 30.06.2017 წელი. გადამხდელის ბანკი სს ,,საქართველოს ბანკი“, ხოლო მოპასუხეები უნდა გათავისუფლდნენ ამ ნაწილში სახ. ბაჟის გადახდისაგან.

 

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს 5767.2 აშშ დოლარის ნაწილში. ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 173.00 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა გადახდეთ მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარჩელზე უარის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 49.82 აშშ დოლარის 1.49 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, სსს კოდექსის 55.2 მუხლის საფუძველზე უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე 442.76 ლარის მოთხოვნის ნაწილში გაიხმო სარჩელი. ამ ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 100 (ასი) ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ანგარიშიდან 3--------, საგადახდო დავალება №0--. 30.06.2017 წელი. გადამხდელის ბანკი სს ,,საქართველოს ბანკი“

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სსს კოდექსის 199.1 მუხლის საფუძველზე უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს სს ,,კრ----------ის” სარჩელი.

 

2. მოპასუხეებს: ნ--- მი------–---–ს, მ-----არ მი------–---–ს, ქ------ნ ქ-------ეს და ნ-------ა ერ----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი - 13,111.32 აშშ დოლარი, პროცენტი - 4698.03 აშშ დოლარი, ჯარიმა - 206.30 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 612.50 აშშ დოლარი, საკომისიო - 250.37 აშშ დოლარი.

 

3. მოპასუხეებს: ნ--- მი------–---–ს, მ-----არ მი------–---–ს, ქ------ნ ქ-------ეს და ნ-------ა ერ----–---–ს მოსარჩელე სს ,,კრ----------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სასამართლო ხარჯების - სახელმწიფო ბაჟის -173.00 აშშ დოლარის (გადახდის დროისათვის არსებული კურსით), სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების - 50 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადების -11 ლარის და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაციის - 200 ლარის გადახდა.

 

4. მოსარჩელე სს ,,კრ----------ს” დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟი - 393.33 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (გადახდის დროისათვის არსებული კურსით) ანგარიშიდან 3--------, საგადახდო დავალება №0--. 30.06.2017 წელი. გადამხდელის ბანკი სს ,,საქართველოს ბანკი“.

მოსარჩელე სს ,,კრ----------ს” დაუბრუნდეს 100 (ასი) ლარი ანგარიშიდან - 3--------, საგადახდო დავალება №0--. 30.06.2017 წელი. გადამხდელის ბანკი სს ,,საქართველოს ბანკი“

 

5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 173.00 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (გადახდის დროისათვის არსებული კურსით), მოპასუხეებს; ნ--- მი------–---–ს, მ-----არ მი------–---–ს, ქ------ნ ქ-------ეს და ნ-------ა ერ----–---–ს სოლიდარულად გადახდეთ მოსარჩელე სს ,,კრ----------ის” სასარგებლოდ.

 

6. სარჩელზე უარის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 1.49 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, სსს კოდექსის 55.2 მუხლის საფუძველზე ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

7. მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, სარეალიზაციოდ მიქცეულ იქნეს იპოთეკით დატვირთული, ნ--- მი------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე: ქ. ქუთაისი, ქუჩა ლ----------------, (ყოფ.№--) დაზუსტებული ფართობი: 1307.00 კვ.მ) ს/კ N 0------------------.

თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიქცეულ იქნეს მოპასუხეების, თავდები პირების; მ-----არ მი------–---–ის, ქ------ნ ქ-------ის და ნ-------ა ერ----–---–ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

 

9.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე