გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.04.2019
საქმის ნომერი
140310018002599960
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002599960

საქმე № 3/222-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 აპრილი, 2019 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო გერგაული

სხდომის მდივანი ნინო არაბული

მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - გ------- ქ----–-----ე

მოპასუხე - შპს ,,ი----ი“

დირექტორი - თ----- ხ-------–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე - შპს ,,ი----ს“ (ს.კ 4--------, იურიდიული მისამართი: კასპის მუნიციპალიტეტი, სოფელი თ----) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 5 551 (ხუთი ათას ხუთას ორმოცდათერთმეტი ) ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ მიუთითა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22 დეკემბრის №2767 განკარგულების შესაბამისად, სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს ,,ი----ს“ შორის, 2016 წლის 11 იანვარს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, კასპის რაიონში, სოფელ თ----სში მდებარე 31 754.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების ს/კ: 6-.0-.5-.1--).

2016 წლის 11 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.1 ქვეპუნქტით, მყიდველმა იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებაზე უზრუნველეყო უალკოჰოლო სასმელების და ბოსტნეულის, ხილის, კაკლის ან მცენარეთა სხვა ნაწილების გადამუშავების პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2(ორი) წლის ვადაში. ამავე ხელშეკრულების 3.1.2 ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარის ვალდებულებას წარმოადგენდა ხელშეკრულების 3.1.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 254 032 ლარის ინვესტიციის განხორციელება. 3.1.2 ქვეპუნქტის ,,ა“ პუნქტით დადგინდა, რომ ინვესტიციის არანაკლებ 25%(63 508 ლარი) უნდა განხორციელებულიყო - განკარგულების გამოცემიდან 1 წლის განმავლობაში. შესაბამისად, დადგინდა შესრულების ვადა - არაუგვიანეს 22.12.2016წ. ხოლო, ამავე ქვეპუნქტის ,,ბ“ პუნქტის თანახმად - ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი - განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში.

ნასყიდობის ხელშეკრულების 6.4 პუნქტით გათვალისწინებულ იქნა, რომ 3.1.2 ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს დაეკისრებოდა პირსგასამტეხლო დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.5 ქვეპუნქტის შესაბამისად, მყიდველის ვალდებულებას წარმოადგენდა, ხელშეკრულების 3.1.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრაფიკის თითოეული ეტაპის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამყიდველისთვის წარედგინა აუდიტორული/საექსპერტო დასკვნა, რომელიც მომზადებული უნდა ყოფილიყო ,,საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორცილებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორიული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მიერ და რომელსაც უნდა აესახა ხელშეკრულების 3.1.1 და 3.1.2 ქვეპუნქტებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება. ხელშეკრულების 3.1.5 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ბოლო ვადად განისაზღვრა 23.01.2017 წ. (არასამუშაო დღეების გათვალისწინებით).

ზემოაღნიშნული ვალდებულების დარღვევისთვის (3.1.5 ქვეპუნქტი) ხელშეკრულების 6.7 ქვეპუნქტით კი განისაზღვრა პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით დარღვევიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 5 სექტემბრის №4/45815 წერილით, ამავე წლის 8 დეკემბრის №4/62665 წერილით, 2017 წლის 30 იანვრის №4/4419 წერილით შპს ,,ი----ს“ ეცნობა 2016 წლის 11 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ და ხელშეკრულების 3.1.5 თანახმად, ეთხოვა სააგენტოში დეტალური ინფორმაციის წარდგენა ნაკისრი ვალდებულებათა შესრულების მდგომარეობის შესახებ, რისთვისაც მიეცა გონივრული ვადა.

გამომდინარე იქიდან, რომ მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულებულა, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 თებერვლის №1/1-449 ბრძანებით ცალმხრივად მოიშალა სააგენტოსა და შპს ,,ი----ს“ შორის 2016 წლის 11 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რის თაობაზეც მხარეს ეცნობა სააგენტოს 2017 წლის 27 თებერვლის №4/9411 წერილით და ამასთან, მიეცა ვადა დაკისრებული პირგასამტეხლოს ნებაყოფლობით გადახდის შესახებ.

სააგენტოს 2017 წლის 2 ოქტომბრის №4/50952 წერილით, შპს ,,ი----მა“ მიიღო კიდევ ერთი შეხსენების წერილი დაკისრებული პირგასამტეხლოს თაობაზე, თუმცა, შპს ,,ი----ის“ მიერ ვალდებულება არ შესრულებულა, რაც დასტურდება სააგენტოს საფინანსო სამსახურის 2018 წლის 8 თებერვლის №12973 წერილით.

ხელშეკრულების 3.1.2 ქვეპუნქტის ,,ა“ პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, ხელშეკრულების 6.4 პუნქტის საფუძველზე, შპს ,,ი----ს“ ეკისრება პირგასამტეხლო დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის (63 508 ლარი) თანხის 0.1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან (23.12.2016 წ.) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის ჩათვლით (23.02.2017 წ. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა - 63), რაც ჯამში შეადგენს 4 0001 (ოთხი ათას ერთი) ლარს.

ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულების 3.1.5 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ბოლო ვადა იყო 23.01.2017 წ. (არასამუშაო დღეების გათვალისწინებით), რაც შესრულებული არ არის, შპს ,,ი----ს“ ეკისრება პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან (24.01.2016 წ.) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის ჩათვლით (23.02.2017 წ. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა - 31), რაც ჯამში შეადგენს 1 550 (ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს ,,ი----ს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 5 551 ( ხუთი ათას ხუთას ორმოცდათერთმეტი) ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე, შპს ,,ი----ის“ დირექტორი თ----- ხ-------–ი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს ,,ი----ს“ შორის, 2016 წლის 11 იანვარს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს ,,ი----ს“ გადაეცა კასპის რაიონში, სოფელ თ----სში მდებარე 31 754.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც უნდა აეშენებინა საწარმო, აბორიგენული ხილსიგან უნდა გაეკეთებინა წვენები და მურაბები. შპს ,,ი----ს“ ამავე ხელშეკრულებით ევალებოდა ინვესტიციის მოზიდვა, თუმცა მთავრობისგან არ მიეცა საშუალება, რომ ინვესტორებისთვის მიეწოდებინა შესაბამისი ინფორმაცია. მან არაერთხელ მიმართა ეკონომიკის სამინისტროს ,,აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში, რათა უზრუნველეყო ბიზნესის გეგმის დაფინანსება შეთანხმების თანახმად. თუმცა, არ გააჩნდა წერილების ასლები. ეკონომიკის სამინისტროს მითითებით მან დადო საგარანტიო ხელშეკრულება და სამინისტროში შეიტანა 30 000 ლარი, რომელიც სესხის სახით აიღო ბანკისგან. აღნიშნული თანხა ეკონომიკის სამინისტროს უკან არ დაუბრუნებია.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22 დეკემბრის №2767 განკარგულების შესაბამისად, სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს ,,ი----ს“ შორის, 2016 წლის 11 იანვარს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, კასპის რაიონში, სოფელ თ----სში მდებარე 31 754.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების ს/კ: 6-.0-.5-.1--).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22 დეკემბრის №2767 განკარგულება;

2016 წლის 11 იანვარს ნასყიდობის ხელშეკრულება;

ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

 

3.2. 2016 წლის 11 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.1 ქვეპუნქტით, მყიდველმა იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებაზე უზრუნველეყო უალკოჰოლო სასმელების და ბოსტნეულის, ხილის, კაკლის ან მცენარეთა სხვა ნაწილების გადამუშავების პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2(ორი) წლის ვადაში. ამავე ხელშეკრულების 3.1.2 ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარის ვალდებულებას წარმოადგენდა ხელშეკრულების 3.1.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 254 032 ლარის ინვესტიციის განხორციელება. 3.1.2 ქვეპუნქტის ,,ა“ პუნქტით დადგინდა, რომ ინვესტიციის არანაკლებ 25%(63 508 ლარი) უნდა განხორციელებულიყო - განკარგულების გამოცემიდან 1 წლის განმავლობაში. შესაბამისად, დადგინდა შესრულების ვადა - არაუგვიანეს 22.12.2016 წ. ხოლო, ამავე ქვეპუნქტის ,,ბ“ პუნქტის თანახმად - ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი - განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში.

ნასყიდობის ხელშეკრულების 6.4 პუნქტით გათვალისწინებულ იქნა, რომ 3.1.2 ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს დაეკისრებოდა პირსგასამტეხლო დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2016 წლის 11 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება;

 

3.3. ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.5 ქვეპუნქტის შესაბამისად, მყიდველის ვალდებულებას წარმოადგენდა, ხელშეკრულების 3.1.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრაფიკის თითოეული ეტაპის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამყიდველისთვის წარედგინა აუდიტორული/საექსპერტო დასკვნა, რომელიც მომზადებული უნდა ყოფილიყო ,,საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორცილებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორიული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მიერ და რომელსაც უნდა აესახა ხელშეკრულების 3.1.1 და 3.1.2 ქვეპუნქტებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება. ხელშეკრულების 3.1.5 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ბოლო ვადად განისაზღვრა 23.01.2017 წ. (არასამუშაო დღეების გათვალისწინებით).

ზემოაღნიშნული ვალდებულების დარღვევისთვის (3.1.5 ქვეპუნქტი) ხელშეკრულების 6.7 ქვეპუნქტით კი განისაზღვრა პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით დარღვევიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2016 წლის 11 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება;

 

3.4 სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 5 სექტემბრის №4/45815 წერილით, ამავე წლის 8 დეკემბრის №4/62665 წერილით, 2017 წლის 30 იანვრის №4/4419 წერილით შპს ,,ი----ს“ ეცნობა 2016 წლის 11 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ და ხელშეკრულების 3.1.5 თანახმად, ეთხოვა სააგენტოში დეტალური ინფორმაციის წარდგენა ნაკისრი ვალდებულებათა შესრულების მდგომარეობის შესახებ, რისთვისაც მიეცა გონივრული ვადა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 5 სექტემბრის №4/45815 წერილი;

სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 დეკემბრის №4/62665 წერილი;

სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 იანვრის №4/4419 წერილი;

 

3.5 სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 თებერვლის №1/1-449 ბრძანებით ცალმხრივად მოიშალა სააგენტოსა და შპს ,,ი----ს“ შორის 2016 წლის 11 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რის თაობაზეც მხარეს ეცნობა სააგენტოს 2017 წლის 27 თებერვლის №4/9411 წერილით და ამასთან, მიეცა ვადა დაკისრებული პირგასამტეხლოს ნებაყოფლობით გადახდის შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 თებერვლის №1/1-449 ბრძანება;

სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 თებერვლის №4/9411 წერილი;

3.6 სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 ოქტომბრის №4/50952 წერილით, შპს ,,ი----მა“ მიიღო კიდევ ერთი შეხსენების წერილი დაკისრებული პირგასამტეხლოს თაობაზე, თუმცა, შპს ,,ი----ის“ მიერ ვალდებულება არ შესრულებულა, რაც დასტურდება სააგენტოს საფინანსო სამსახურის 2018 წლის 8 თებერვლის №12973 წერილით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 ოქტომბრის №4/50952 წერილი;

სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საფინანსო სამსახურის 2018 წლის 8 თებერვლის №12973 წერილი;

ჩაბარების დასტური.

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შპს ,,ი----ს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 5 551 (ხუთი ათას ხუთას ორმოცდათერთმეტი ) ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი, 251-ე მუხლის მე-2 ნაწილი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტი, 65-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 317-ე, 316-ე და 361-ე მუხლები. ”სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.3. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22 დეკემბრის №2767 განკარგულების შესაბამისად, სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს ,,ი----ს“ შორის, 2016 წლის 11 იანვარს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, კასპის რაიონში, სოფელ თ----სში მდებარე 31 754.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების ს/კ: 6-.0-.5-.1--).

2016 წლის 11 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.1 ქვეპუნქტით, მყიდველმა იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებაზე უზრუნველეყო უალკოჰოლო სასმელების და ბოსტნეულის, ხილის, კაკლის ან მცენარეთა სხვა ნაწილების გადამუშავების პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2(ორი) წლის ვადაში. ამავე ხელშეკრულების 3.1.2 ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარის ვალდებულებას წარმოადგენდა ხელშეკრულების 3.1.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 254 032 ლარის ინვესტიციის განხორციელება. 3.1.2 ქვეპუნქტის ,,ა“ პუნქტით დადგინდა, რომ ინვესტიციის არანაკლებ 25%(63 508 ლარი) უნდა განხორციელებულიყო - განკარგულების გამოცემიდან 1 წლის განმავლობაში. შესაბამისად, დადგინდა შესრულების ვადა - არაუგვიანეს 22.12.2016 წ. ხოლო, ამავე ქვეპუნქტის ,,ბ“ პუნქტის თანახმად - ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი - განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში.

 

ნასყიდობის ხელშეკრულების 6.4 პუნქტით გათვალისწინებულ იქნა, რომ 3.1.2 ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს დაეკისრებოდა პირსგასამტეხლო დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

6.4. კანონი ”სახელმწიფო ქონების შესახებ” აწესრიგებს საქართველოს ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რის საფუძველზეც გადაეცა აღნიშნული სახელმწიფო ქონება (უძრავი ქონება) შპს ,,ი----ს“ ნასყიდობის ხელშეკრულებით, რათა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებაზე უზრუნველეყო უალკოჰოლო სასმელების და ბოსტნეულის, ხილის, კაკლის ან მცენარეთა სხვა ნაწილების გადამუშავების პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2(ორი) წლის ვადაში. ამ შემთხვევაში სწორედ საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით დაიდო ხელშეკრულება. ამ მიზნის გათვალისწინებით, აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

6.5 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები, ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მეორე ნაწილით თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.7 მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა პირობები, რომლის თანახმად ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.5 ქვეპუნქტის შესაბამისად, მყიდველის ვალდებულებას წარმოადგენდა, ხელშეკრულების 3.1.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრაფიკის თითოეული ეტაპის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამყიდველისთვის წარედგინა აუდიტორული/საექსპერტო დასკვნა, რომელიც მომზადებული უნდა ყოფილიყო ,,საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორცილებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორიული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მიერ და რომელსაც უნდა აესახა ხელშეკრულების 3.1.1 და 3.1.2 ქვეპუნქტებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება. ხელშეკრულების 3.1.5 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ბოლო ვადად განისაზღვრა 23.01.2017 წ. (არასამუშაო დღეების გათვალისწინებით).

ზემოაღნიშნული ვალდებულების დარღვევისთვის (3.1.5 ქვეპუნქტი) ხელშეკრულების 6.7 ქვეპუნქტით კი განისაზღვრა პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით დარღვევიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

ამავე კოდექსის 419-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მოითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას მოპასუხე მხარისათვის. რაც სასამართლოს მიაჩნია, რომ საფუძვლიანია, რადგან შპს ,,ი----ს“ არ შეუსრულებია ხელშკრულების პირობები და უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო, რაც შეეხება მის ოდენობას, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არის გონივრული და შესაბამისად, შპს ,,ი----ს“ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 5 551 (ხუთი ათას ხუთას ორმოცდათერთმეტი) ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება სარჩელზე წარმოებს ”სახელმწიფო ბაჟი შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგარან არანაკლებ 100 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის მიხედვით დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის გადასახდელი თანხით.

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

მოპასუხე შპს ,,ი----ს“ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-5, მე-12, 251, მე-19 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-53-ე მუხლებით, 243-ე, 244-ე, 364-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე - შპს ,,ი----ს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 5 551 (ხუთი ათას ხუთას ორმოცდათერთმეტი ) ლარის გადახდა.

 

3. მოცემულ საქმეზე შპს ,,ი----ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ნინო გერგაული