განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1----17
(#0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 აპრილი, 2019 წელი Tbilisi
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის, სოფიო ჩოხელის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების - თ---------------–----------------------–---–ის, ლ--------------ს, ნ---------------ს, მ----------------ს, ან--------ს, რ-------------ს, ი-----–- ქ---------, ზ------------–---–-ს, თ--------–---–---–ის, ლ-–----------–--ის,ბრალდებულების - რ-----------------, კ-----–------–---–---
ადვოკატების - ე------------------–---–----------------–-----–-------------------–--ნის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულების: კ-------------------–------–---–----------------–-------–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: თ---–--–-----------------------------------------------–--------ე კორპუსში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-------–---–-------------------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო;
რ------------------------------ (დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: თ---–--–-----------------------–--------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–---------------------–---------------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
2----–-–----------------–-, დაახლოებით 21 საათსა და 52 წუთზე, კ-----–------–---–- და რ---------------- იმყოფებოდნენ თ---–--–---------------------–--------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ძალის გამოყენებით, გააღეს და შეაღწიეს ვ--–-------------–-–---–-- კუთვნილ ,-----------------------“ მარკის მიკროავტობუსში, სახელმწიფო ნომრით: W------- საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად ცდილობდნენ მანქანის მაგნიტოფონის დაუფლებას, თუმცა განზრახვა ბოლომდე ვერ მოიყვანეს სისრულეში მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვინაიდან შემჩნეულ იქნენ თბილისის ი-----ს--------- ს-----------–--------–-–-------- განყოფილების თანამშრომლების მიერ, რომლებმაც რ----------------------------–------–---–- დააკავეს ადგილზე.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ:
1. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ა) ბრალდების მხარის მტკიცებულებები:
დაზარალებულ ვ--–-------------–-–---–-- ჩვენებით, მუშაობს შ------------------–-- თბილისის ო--------–------------------ში მძღოლის თანამდებობაზე. საკუთრებაში ჰყავს ,-----------------------“ ფირმის თეთრი მიკროავტობუსი, სახელმწიფო ნომრით: W------- რითაც მუშაობს ახმეტის სამარშრუტო ხაზზე. 2----–-–----------------–-, დილიდან იმყოფებოდა სახლში და დაკავებული იყო ავტომანქანის სარემონტო სამუშაოებით. დაახლოებით 17:00 საათზე, დაასრულა სამუშაო, რის შემდეგაც მიკროავტობუსი გააჩერა საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, გზის პირას. ავტომანქანის გაჩერებისას, წინა ორივე კარი ჩაკეტა გასაღებით, ხოლო გვერდითა მარჯვენა დიდი გასაწევი კარი დაკეტა სპეციალური ღილაკით, რაც არ შეუმოწმებია ნამდვილად ჩაიკეტა თუ არა და ავიდა სახლში. საღამოს, დაახლოებით 22:30 საათზე, პოლიციის თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ ადგილი ჰქონდა მისი ავტომანქანიდან მაგნიტოფონის ქურდობის მცდელობის ფაქტს. ადგილზე მისვლისას ნახა, რომ მიკროავტობუსის გვერდითა დიდი გასაწევი კარი იყო ღია მდგომარეობაში. მანქანის ე.წ. ,,ტორპედოდან“ ამოღებული იყო მაგნიტოფონი, ხოლო ე.წ. ,,ბარდაჩოკი“ იყო ღია მდგომარეობაში, საიდანაც ამოყრილი იყო სხვადასხვა ნივთი. მისივე ჩვენებით, მანქანის მაგნიტოფონი ეგდო მიკროავტობუსში წინა სავარძელთან იატაკზე, ხოლო ე.წ. ,,ტორპედოს“ იმ ადგილას, სადაც მაგნიტოფონი იყო ჩაყენებული, მოჩანდა სადენები. მაგნიტოფონის ღირებულება შეადგენს 40 ლარს.
მოწმე ბ-----------------–---–-- ჩვენებით, 2----–-–----------------–-, თანამშრომლებთან: ვ----–--------–---–------------–--–-–---–---–---- და ლ----------------- ერთად მოძრაობდა ს--------- დასახლებაში, კერძოდ №---ე „ა“ კორპუსის მიმდებარედ, რა დროსაც შენიშნა ორი პიროვნება, რომლებიც მოძრაობდნენ საეჭვოდ, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ იყურებოდნენ ყველა გაჩერებულ მანქანაში. ორივე პიროვნება შეჩერდა თეთრი ,-----------------------“ მარკის მიკროავტობუსთან, გამოაღეს კარი და შევიდნენ შიგნით. ამ დროს თავად იმყოფებოდნენ მიკროავტობუსიდან, დაახლოებით 50-70 მეტრის მანძილზე. მიკროავტობუსთან მისვლისას ნახა, რომ ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც აღმოჩნდა ბრალდებული კ-----–------–---–-, გადაწოლილი იყო წინ მძღოლის გვერდით სავარძელზე და მანქანის სათავსოში ეძებდა რაღაცას, ხოლო მეორე ბრალდებული რ---------------- გადაწოლილი იყო სავარძელზე და იყურებოდა აქეთ-იქით. მიკროავტობუსში ავიდა ვ----–--------–---–---- ერთად, რა დროსაც ნახა, რომ ბრალდებულებს ე.წ. ,,ბარდაჩოკი“ ჰქონდათ გადმოწეული, ხოლო მაგნიტოფონი იყო გამოღებული და ეგდო სიჩქარის გადამრთველის უკან. მაგნიტოფონი სავარაუდოდ იყო გამოგლეჯილი, რადგან სადენები იყო გადმოყრილი ბუდიდან. მას შემდეგ, რაც ბრალდებულებს წარუდგინეს თავი, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რ----------------მ სცადა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა, თუმცა მის უკან მდგომმა ე-----–--–-–---–---–-- და ლ--------------- შეძლეს მისი დაკავება, ხოლო ბრალდებულ კ-----–------–---–- დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. რ---------------- და კ-----–------–---–- დაკავების მომენტში იყვნენ თუ არა ნასვამ მდგომარეობაში, ვერ იხსენებს.
მოწმე ე-----–--–-–---–---–-- ჩვენებით, 2----–-–----------------–-, თანამშრომლებთან: ბ-----------------–---–----, ვ----–--------–---–---- და ლ----------------- ერთად მოძრაობდა ს--------- დასახლებაში, რა დროსაც მათი ყურადღება მიიპყრო ორმა საეჭვო პიროვნებამ, რომლებიც გადაადგილდებოდნენ მათგან 50-60 მეტრის მოშორებით და იყურებოდნენ თითქმის ყველა გაჩერებულ მანქანაში. საბოლოოდ, აღნიშნული ორი პიროვნება, რომლებიც აღმოჩნდნენ ბრალდებულები: კ-----–------–---–- და რ----------------, მიუახლოვდნენ ერთ-ერთ გაჩერებულ თეთრ მიკროავტობუსს, დაახლოებით 15-20 წამში გახსნეს მისი კარი და შევიდნენ შიგნით. თანამშრომლებთან ერთად თავადაც მივიდა აღნიშნულ მიკროავტობუსთან, გამოაღო კარი, რომელიც იყო მიხურულ მდგომარეობაში და დაინახა, რომ ბრალდებული კ-----–------–---–- გადაწოლილი იყო მძღოლის გვერდით არსებულ სავარძელზე, სათავსოს, ე.წ. ,,ბარდაჩოკის“ მხარეს და ეძებდა რაღაცას, ხოლო მეორე ბრალდებული რ---------------- გადაწეული იყო მაგნიტოფონის მხარეს, რაც მოხსნილ მდგომარეობაში ეგდო მიკროავტობუსში. ბრალდებული რ---------------- შეეცადა გაქცევას, თუმცა ლ--------------- დახმარებით შეძლო მისი დაკავება. მოწმის განმარტებით, მიკროავტობუსი იყო თეთრი ფერის, სამგზავრო დანიშნულების. მასში პირველები ავიდნენ ბ-----------------–---–- და ვ----–--------–---–-, რომლებმაც მოახდინეს კ-----–------–---–-ს ბრალდებულის სახით დაკავება. მისივე ჩვენებით, მიკროავტობუსში მაგნიტოფონის სადენები იყო გამოგლეჯილ მდგომარეობაში.
მოწმე ვ----–--------–---–-ს ჩვენებით, 2----–-–----------------–-, თანამშრომლებთან: ლ-----------------, ბ-----------------–---–---- და ი-----–--–-–---–---–---- ერთად იმყოფებოდა ს--------- დასახლებაში, №--ა კორპუსის მიმდებარედ, რა დროსაც შეამჩნია ორი საეჭვო პიროვნება, რომლებიც ათვალიერებდნენ მანქანებს და იყურებოდნენ შიგნით. ორივე მათგანი გაჩერდა თეთრი, სამგზავრო დანიშნულების ,-----------------------“ მიკროავტობუსთან, გააღეს მანქანის კარი და შევიდნენ შიგნით. თანამშრომლებთან ერთად თავადაც მივიდა მანქანასთან და ნახა, რომ ბრალდებული კ-----–------–---–- გადაწოლილი იყო მანქანის სათავსოს მხარეს, ხოლო რ---------------- გადაწოლილი იყო ე.წ. ,,ტორპედოს“ მხარეს. სათავსოდან ამოყრილი იყო სხვადასხვა ნივთი, ხოლო მაგნიტოფონი, რომელიც გამოგლეჯილი იყო ბუდიდან, ეგდო ძირს. მოწმის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულებს თავი წარუდგინეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რ----------------მ სცადა გაქცევა, თუმცა თანამშრომლებმა: ლ--------------- და ი-----–--–-–---–---–-- მოახდინეს მისი შეჩერება, ხოლო თავად ბ-----------------–---–---- ერთად, დააკავა კ-----–------–---–-.
მოწმე ლ--------------- ჩვენებით, 2----–-–----------------–-, თანამშრომლებთან: ბ-----------------–---–----, ვ----–--------–---–---- და ე-----–--–-–---–---–---- ერთად მოძრაობდა ს--------- დასახლებაში, რა დროსაც მათი ყურადღება მიიპყრო ორმა საეჭვო პიროვნებამ, რომლებიც გადაადგილდებოდნენ მათგან 40-50 მეტრის მოშორებით და ათვალიერებდნენ ყველა გაჩერებულ მანქანას. საბოლოოდ, აღნიშნული ორი პიროვნება, რომლებიც აღმოჩნდნენ ბრალდებულები: კ-----–------–---–- და რ----------------, მიუახლოვდნენ გაჩერებულ თეთრ მიკროავტობუსს, გააღეს მგზავრებისთვის განკუთვნილი კარი და შევიდნენ შიგნით. თანამშრომლებთან ერთად თავადაც მივიდა აღნიშნულ მიკროავტობუსთან, გამოაღო კარი, რომელიც იყო მიხურულ მდგომარეობაში და დაინახა, რომ ბრალდებული კ-----–------–---–-, რომელიც გადაწოლილი იყო მძღოლის გვერდით არსებულ სავარძელზე, სათავსოში ეძებდა რაღაცას, ხოლო ბრალდებული რ---------------- გადაწოლილი იყო მძღოლის სავარძელზე მაგნიტოფონის მხარეს, რაც მოხსნილ მდგომარეობაში ეგდო მიკროავტობუსში. ბრალდებული რ---------------- შეეცადა გაქცევას, თუმცა ე-----–--–-–---–---–-- დახმარებით შეძლო მისი დაკავება. მისივე ჩვენებით, მიკროავტობუსი იყო თეთრი, სამგზავრო დანიშნულების, რომელშიც მაგნიტოფონის სადენები იყო გამოგლეჯილ მდგომარეობაში.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ბ--------- ი------- ჩვენებით, 2----–-–------------- გასცა ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნა, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის საქმეზე, თბილისში, ს--------- დასახლების №---ე „ა“ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი მიკროავტობუსის „ფორდ ტრანზიტის“, სახელმწიფო ნომრით: W------- გაქურდვის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი ზემოაღნიშნული მიკროავტობუსიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები იდენტურია 0-.0--1--- წელს დაბადებულ ბრალდებულ რ-----------------გან და 2-.0-.1--- წელს დაბადებულ ბრალდებულ კ-----–------–---–-სგან აღებული სუნის კვლის ნიმუშების.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ნ-----------–---–-- ჩვენებით, 2----–-–------------- გასცა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნა, რომლის თანახმად, პაკეტში შტრიხკოდით: ,,----------- და მასში მოთავსებულ კონვერტში, წარწერით: „ანაწმენდი სტერილურ ჩხირზე (სველ და მშრალ) აღებულ იქნა ავტომანქანის უკანა კარის გარე სახელურიდან“ და პაკეტში, შტრიხკოდით: „F---------” და მასში მოთავსებულ კონვერტში, წარწერით: „ანაწმენდი სტერილურ ჩხირზე (სველ და მშრალ) აღებულ იქნა ავტომანქანის უკანა კარის შიდა გამღები სახელურიდან“, მოთავსებულ ნიმუშის ასაღები ჩხირების ბამბიან ბოლოებზე (ობ.№1 და ობ. №2) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია და ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია.
პაკეტში შტრიხკოდით: „F--------“ და მასში მოთავსებულ კონვერტში, წარწერით: „ანაწმენდი სტერილურ ჩხირზე (სველ და მშრალ) აღებულ იქნა ავტომანქანის სალონში არსებული სათავსოს გამღები სახელურიდან“, მოთავსებულ ნიმუშის ასაღები ჩხირების ბამბიან ბოლოებზე გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
პაკეტში შტრიხკოდით: „F---------” და წარწერით: „ამოღებული ერთი მაგნიტოფონი ავტომანქანის სალონში წინა მარჯვენა სავარძლის წინ ფეხსადებიდან“ მოთავსებულ მაგნიტოფონის წინა (პოლიმერულ) ნაწილზე არსებული გენეტიკური პროფილი (ობ. №4) შერეულია, ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია, ხოლო მაგნიტოფონის ვიწრო კიდეებსა და მავთულებზე (ობ. №5) გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ბ---- ნ-------- ჩვენებით, 2017 წლის 22 მარტს გასცა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №--------- დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ მაგნიტოფონის ზედაპირზე ხელის თითის კვლები დვრილოვანი ხაზების სახით არ გამოვლინდა. მოწმის განმარტებით, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად შესაძლებელია, რომ ობიექტზე მოხდეს ადამიანის ხელით შეხება, თუმცა მასზე კვალი არ დარჩეს, რაც დამოკიდებულია ობიექტის ზედაპირზე, გარე ტემპერატურაზე და სხვა მრავალ ფაქტორზე. ობიექტის ბიოლოგიური დამუშავების შემდეგ, მასზე თითის კვალის ამოღება გამორიცხულია. მოცემულ შემთხვევაში კი საკვლევ ობიექტს მანამდე ჩაუტარდა ბიოლოგიური კვლევა, რა დროსაც მოხდა მისი ბიოლოგიურად დამუშავება და როგორც წესი ასეთ დროს საკვლევ ობიექტზე ხელის კვლის აღმოჩენა შეუძლებელია.
მოწმე ი-----–- შ--------- ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა პოლიციის თანამშრომლები. ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მისი ხელმოწერით შედგენილი ოქმების სისწორეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თ---–--–---------------------–--------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ფეხით მოსიარულეთა ბილიკის გვერდით დგას მოთეთრო „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: W------. ავტომანქანას გააჩნია ორი წინა კარი, რომელიც არის დაკეტილ მდგომარეობაში, ხოლო ფანჯრები არის აწეული. ავტომანქანას მარჯვენა მხარეს გააჩნია კარი, რომელიც იღება სპეციალურად მოწყობილი გორგოლაჭების მეშვეობით. ავტომანქანის წინა მხარეს საჭესთან შეინიშნება მართკუთხედი ფორმის ჭრილი, საიდანაც გამოყოფილია ელექტროსადენები, რომლის თავებზეც დამაგრებულია პლასტმასის გადამყვანები. მძღოლის გვერდით ორადგილიან დასაჯდომის წინ ფეხის დასადგამთან აგდია ავტომანქანის მაგნიტოფონი, რომელსაც გააჩნია ელექტროსადენები, რომელთა ბოლოშიც დამაგრებულია პლასტმასის გადამყვანები. აღნიშნულ ორადგილიანი დასაჯდომის მოპირდაპირედ შეინიშნება პლასტმასის ე.წ. ,,პანელში“ ჩამონტაჟებული მცირე სათავსო, რომლის კარიც არის ღია მდგომარეობაში. შემთხვევის ადგილიდან ექსპერტ-კრიმინალისტებმა ამოიღეს ანაწმენდები სტერილურ ჩხირებზე, ხელის კვლები და მიკრონაწილაკები, ხოლო კინოლოგიის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიღეს ორი სუნის კვლის ნიმუში.
ნივთის ამოცნობის ოქმის მიხედვით, ამომცნობმა ვ--–-------------–-–---–-- ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო მარცხნიდან და მარჯვნიდან მეორე, შუა ადგილას განთავსებული მისი კუთვნილი ავტომანქანის მაგნიტოფონი, რომლის მოპარვასაც ცდილობდა ორი მამაკაცი 2----–-–----------------–-, მის საკუთრებაში არსებული ,-----------------------“ მარკის ავტომანქანიდან.
ა) დაცვის მხარის მტკიცებულებები:
მოწმე გ---------–------–---–-- ჩვენებით, ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ბრალდებულებთან: რ----------------სთან და კ-----–------–---–----. საკუთრებაში ჰყავდა თეთრი ,-----------------------“ მიკროავტობუსი, რომელიც ყოველთვის ღია მდგომარეობაში გაჩერებული ჰყავდა ეზოში. აღნიშნულ მიკროავტობუსს ცუდი ამინდის შემთხვევაში, დასაჯდომად იყენებდნენ, როგორც უბნის მაცხოვრებელი ბიჭები, ისე ბრალდებულები: რ---------------- და კ-----–------–---–-. 2----–-–----------------–-, სამსახურიდან დაბრუნებისას შეიტყო, რომ რ---------------- და კ-----–------–---–- მისი მანქანის ნაცვლად, შემთხვევით ჩამსხდარნნან სხვის მანქანაში. მას ბრალდებულებისთვის თავისი მანქანის გასაღები არ გადაუცია, თუმცა მანქანას არასდროს კეტავდა და გასაღები ყოველთვის დატოვებული ჰქონდა მანქანაში.
მოწმე ე----------–---------- ჩვენებით, ბრალდებულებთან: კ-----–------–---–---- და რ----------------სთან აკავშირებს ახლო მეგობრული ურთიერთობა. კარგად იცნობს მის მეზობლად მცხოვრებ გ---------–------–---–--–, რომელსაც საკუთრებაში ჰყავდა თეთრი ,-----------------------“ მარკის მიკროავტობუსი, რომელიც გაჩერებული ჰყავდა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე და ცუდი ამინდის შემთხვევაში, უბნის ბიჭები იყენებდნენ დასაჯდომად. აღნიშნული მიკროავტობუსით არაერთხელ უსარგებლიათ კ-----–------–---–- და რ----------------ს. მიკროავტობუსში იყო დასაჯდომი სავარძლებიც და ელაგა ყუთებიც, რასაც იყენებდნენ დასაჯდომად. მოწმის განმარტებით, მიკროავტობუსი იყო ფურგუნის სტილის, რომელსაც უკანა მხარეს ჰქონდა წარწერა „პური“. ავტომანქანა ძირითადად იყო ღია მდგომარეობაში, თუმცა გასაღები ყოველთვის ჰქონდა მის მესაკუთრეს.
ბრალდებულ რ----------------- ჩვენებით, თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტავს, რომ 2----–-–----------------–-, დილის საათებში, კ-----–------–---–---- ერთად იმყოფებოდა მეტადონის მისაღებად, საიდანაც ერთად წავიდნენ მ--------–---–-------------- მეუღლის სათვალის შესაკეთებლად, ხოლო ამის შემდგომ ვ---------–-- მეტროსთან გააკეთა მობილური ტელეფონი და დაახლოებით 16:00-17:00 საათზე, მივიდა ვ----------- დასახლებაში, სადაც პ--------–------- და სხვა მეგობრებთან ერთად მიიღო დიდი ოდენობით ალკოჰოლური სასმელი და დაახლოებით 20:30 საათზე, გადაწყვიტა სახლში დაბრუნება. გზად, №--ა კორპუსთან დაინახა მისი მეგობრის - გ---------–------–---–-- კუთვნილი თეთრი მიკროავტობუსი, რომელიც ეყენა კორპუსის მიმდებარედ, რომლითაც მანამდეც არაერთხელ უსარგებლია უბნის ბიჭებთან ერთად და ვინაიდან იმ მომენტში თავს გრძნობდა შეუძლოდ, კ-----–------–---–- სთხოვა მიკროავტობუსში დაჯდომა. ნახა, რომ კარი იყო ღია მდგომარეობაში და ავიდნენ მიკროავტობუსში. ასვლისთანავე მიხვდა, რომ შეეშალა ავტომანქანა, ვინაიდან სკამებით იყო შევსებული, რაც არასდროს შეუმჩნევია გ---------–------–---–-- მანქანაში, დააპირა უკან მობრუნება და მანქანიდან ჩასვლა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ბრალდებულის სახით და მოსთხოვეს ძირს დაწოლა. მიკროავტობუსში დაჰყო, დაახლოებით ნახევარი წუთი და მაგნიტოფონი არ შეუმჩნევია.
ბრალდებულ კ-----–------–---–-ს ჩვენებით, 2----–-–----------------–-, დილის საათებში, რ----------------სთან ერთად იმყოფებოდა მეტადონის მისაღებად, საიდანაც წავიდნენ ვაგზლის ტერიტორიაზე, სადაც გააკეთეს რ----ის მეუღლის სათვალე და ამის შემდგომ წავიდნენ მეგობართან დასალევად. უკან დაბრუნებისას რ----------------მ უთხრა, რომ იყო შეუძლოდ და სთხოვა კორპუსთან გაჩერებული მეგობარ გ---------–------–---–-- კუთვნილ მიკროავტობუსში დაჯდომა, რითაც სხვა დროსაც არაერთხელ უსარგებლიათ უბნის ბიჭებთან ერთად ცუდი ამინდის დროს. მიკროავტობუსის კარი იყო ღია მდგომარეობაში, სადაც პირველი ავიდა რ----ი, ხოლო შემდეგ - თვითონ. რ---------------- მიხვდა, რომ შეეშალათ მიკროავტობუსი და აპირებდნენ უკან ჩამოსვლას, რა დროსაც მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც მოახდინეს მათი ბრალდებულის სახით დაკავება.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის, ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რ----------------- და კ-----–------–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ პირის ბრალეულობას. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულების პოზიციას მათი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოსთვის სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, ანდა დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ რომელიმე პირს რაიმე ინტერესი ამოძრავებდა მიეცა მამხილებელი ჩვენება რ----------------- და კ-----–------–---–-ს წინააღმდეგ.
იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, საჭიროა სახეზე გვქონდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. ქურდობა კი, თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი, როდესაც ქმედების ჩადენა შეუმჩნეველი ხდება სხვა პირებისთვის.
იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის, ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის.
რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს, იგი მდგომარეობს თვით დამნაშავის სურვილში - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს. სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს. ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს ან მფლობელს და მაინც სურს ამ შედეგის დადგომა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
სასამართლო განმარტავს, რომ რ----------------- და კ-----–------–---–-ს ქმედება შეიცავს დანაშაულის, კერძოდ, ქურდობის მცდელობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა რ------------- და კ-–------–---–-- მიერ ფარულად სხვისი ქონების დაუფლების მცდელობაში და ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულ ვ--–-------------–-–---–-- საკუთრების უფლებას.
ის ფაქტი, რომ კ-----–------–---–- და რ---------------- წინასწარი შეთანხმებით ცდილობდნენ ვ--–-------------–-–---–-- კუთვნილი მიკროავტობუსიდან მაგნიტოფონის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას, დასტურდება მოწმეების: ბ-----------------–---–-- და ე-----–--–-–---–---–-- ჩვენებით, რომლებმაც სრული სიზუსტით აღწერეს ბრალდებულების მიერ შესრულებული ქმედებები, კერძოდ, მოწმეებმა დარწმუნებით აღნიშნეს, რომ სწორედ კ-----–------–---–- და რ---------------- არიან ის პირები, რომლებიც ცდილობდნენ ს--------- დასახლების №--ა კორპუსის მიმდებარედ გაჩერებული თეთრი მიკროავტობუსიდან მაგნიტოფონის ფარულად დაუფლებას, თუმცა დანაშაულებრივი განზრახვის ბოლომდე განხორციელება ვერ შეძლეს, იქიდან გამომდინარე, რომ შემჩნეულ იქნენ ქურდობის მცდელობის ფაქტზე. მოწმეთა ჩვენებებით, მათ შენიშნეს ორი საეჭვო პიროვნება, რომლებიც გადაადგილდებოდნენ მათგან 50-60 მეტრის მოშორებით, ათვალიერებდნენ გზად გაჩერებულ ყველა ავტომანქანას და საბოლოოდ შეჩერდნენ თეთრი, ,-----------------------“ მიკროავტობუსთან, რომლის კარიც გააღეს რამდენიმე წამში და შევიდნენ შიგნით. გადამოწმების მიზნით მივიდნენ მათთან, რა დროსაც დაინახეს, რომ ბრალდებული კ-----–------–---–- გადაწოლილი იყო მძღოლის გვერდით არსებულ სავარძელზე, ე.წ. ,,ბარდაჩოკის“ მხარეს და ეძებდა რაღაცას, ხოლო მეორე ბრალდებული რ----------------, გადაწოლილი იყო მაგნიტოფონის მხარეს, რომელიც მოხსნილ მდგომარეობაში ეგდო ძირს. მოწმეთა ჩვენებებით, მიუხედავად იმისა, რომ რ----------------მ მათ დანახვაზე სცადა გაქცევა, ორივე პიროვნება დააკავეს ადგილზე ბრალდებულის სახით.
მოწმეების: ბ-------------–---–-- და ე-–-–---–---–-- ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ვ----–--------–---–-ს და ლ--------------- ჩვენებებთან, რომლებმაც მიუთითეს ბრალდებულ რ----------------ზე და კ-----–------–---–--- და განმარტეს, რომ აღნიშნული პირების დაკავება მოხდა ს--------- დასახლების №--ა კორპუსის მიმდებარედ გაჩერებულ თეთრ მიკროავტობუსში, საიდანაც ისინი ცდილობდნენ მაგნიტოფონის ფარულად დაუფლებას, რაც მოხსნილ მდგომარეობაში ეგდო ძირს, ხოლო მისი სადენები იყო გამოგლეჯილ მდგომარეობაში. მოწმეთა ჩვენებებით, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტზე წასწრებისას ბრალდებული რ---------------- შეეცადა ადგილიდან გაქცევას, იგი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა.
ის, რომ ვ--–-------------–-–---–-- კუთვნილი, თეთრი ,-----------------------“ მარკის მიკროავტობუსიდან ადგილი ჰქონდა მაგნიტოფონის ქურდობის მცდელობის ფაქტს, დასტურდება თავად დაზარალებულ ვ--–-------------–-–---–-- ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ 2----–-–----------------–-, ავტომანქანის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდგომ, მიკროავტობუსი გააჩერა საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, გასაღებით ჩაკეტა წინა ორივე კარი, ხოლო გვერდითა მარჯვენა დიდი გასაწევი კარი დაკეტა სპეციალური ღილაკით, ისე რომ არ შეუმოწმებია იყო თუ არა ჩაკეტილი და წავიდა სახლში. საღამოს, დაახლოებით 22:30 საათზე, პოლიციის თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ მისი ავტომანქანიდან ადგილი ჰქონდა მაგნიტოფონის ქურდობის მცდელობის ფაქტს. ადგილზე მისვლისას ნახა, რომ მიკროავტობუსის გვერდითა დიდი გასაწევი კარი იყო ღია მდგომარეობაში, ხოლო მანქანის ე.წ. ,,ტორპედოდან“ ამოგლეჯილი იყო მაგნიტოფონი, რაც ეგდო მანქანაში, ხოლო ე.წ. ,,ტორპედოს“ იმ ნაწილში, სადაც ჩაყენებული იყო მაგნიტოფონი, მოჩანდა სადენები. რაც შეეხება ე.წ. ,,ბარდაჩოკს“, იყო ღია მდგომარეობაში, საიდანაც ამოყრილი იყო სხვადასხვა ნივთი.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ თბილისში, ს--------- დასახლების №---ე „ა“ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსი, სახელმწიფო ნომრით: W------- გაქურდვის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი ზემოაღნიშნული მიკროავტობუსიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები იდენტურია 0-.0--1--- წელს დაბადებულ ბრალდებულ რ-----------------გან და 2-.0-.1--- წელს დაბადებულ ბრალდებულ კ-----–------–---–-სგან აღებული სუნის კვლის ნიმუშების.
ის ფაქტი, რომ ,-----------------------“ მარკის მიკროავტობუსიდან, სახელმწიფო ნომრით: W------- ამოღებული მაგნიტოფონი წარმოადგენდა დაზარალებულ ვ--–-------------–-–---–-- საკუთრებას, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ნივთის ამოცნობის ოქმით, რომლის მიხედვითაც, ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან, ამომცნობმა ვ--–-------------–-–---–-- ამოიცნო მარცხნიდან და მარჯვნიდან მეორე, შუა ადგილას განთავსებული მისი კუთვნილი ავტომანქანის მაგნიტოფონი, რომლის მოპარვასაც ცდილობდნენ 2----–-–----------------–-, მის საკუთრებაში არსებული ,-----------------------“ მარკის ავტომანქანიდან.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, გამოკვლევაზე წარდგენილ მაგნიტოფონის ზედაპირზე ხელის თითის კვლები დვრილოვანი ხაზების სახით არ გამოვლინდა, თუმცა ექსპერტმა ბ---- ნ--------, რომელმაც დაადასტურა აღნიშნული დასკვნის სისწორე, დამატებით განმარტა, რომ მის მიერ გაცემული დასკვნა არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ მითითებულ საგანზე შემხებლობა ჰქონდეს ადამიანს და მასზე არ დარჩეს შეხების კვალი, ვინაიდან ობიექტზე კვალის დატოვება დამოკიდებულია გარემო პირობებზე, საგნის ზედაპირზე, ფორმაზე, ტემპერატურაზე და სხვა მრავალ ფაქტორზე.
სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული ბრალდებულების ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს შემთხვევის დღეს, ანუ 2----–-–----------------–-, იმის გამო, რომ იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში შეეშალათ ავტომანქანა და მათი მეგობრის - გ---------–------–---–-- კუთვნილი მიკროავტობუსის ნაცვლად, შეცდომით ავიდნენ დაზარალებულ ვ--–-------------–-–---–-- მიკროავტობუსში, რა დროსაც მაგნიტოფონის ფარულად დაუფლების განზრახვა არ ჰქონიათ. აღნიშნული ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის, როგორც დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებთან, ასევე არასარწმუნოს და არათანმიმდევრულს ხდის თავად დაცვის მხარის მოწმეების: გ---------–------–---–-- და ე----------–---------- ჩვენებებს, ვინაიდან როგორც მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა გ---------–------–---–ს მართალია საკუთრებაში ჰყავდა თეთრი მიკროავტობუსი, თუმცა ის აშკარად განსხვავდებოდა ვ--–-------------–-–---–-- კუთვნილი მიკროავტობუსისგან, რომელიც განსხვავებით გ--–------–---–-ს კუთვნილი მიკროავტობუსისა, არ იყო ფურგუნის სტილის, ჰქონდა ფანჯრები და უკანა მხარეს არ ჰქონდა პურის აღმნიშვნელი წარწერა, რაც კიდევ უფრო არასარწმუნოს ხდის ბრალდებულთა აპელირებას იმაზე, რომ თითქოს ვ--–-------------–-–---–-- მიკროავტობუსში ავიდნენ შეცდომით. მოწმე გ---------–------–---–-- ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ მიკროავტობუსის გასაღები ყოველთვის დატოვებული ჰქონდა მანქანაში, რასაც არასდროს კეტავდა, წინააღმდეგობაში მოდის ასევე დაცვის მხარის მოწმე ე----------–---------- ჩვენების იმ ნაწილთან, რომელმაც განმარტა, რომ მიკროავტობუსის გასაღები ყოველთვის ჰქონდა მის მესაკუთრეს - გ---------–------–---–--
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და იმის მხედველობაში მიღებით, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა კონკრეტული მიკროავტობუსის გ---------–------–---–-- საკუთრებაში ფლობის ფაქტს და იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ახლო მეგობრულ დამოკიდებულებაში იმყოფებიან ბრალდებულებთან, წინააღმდეგობაში მოდიან არა მხოლოდ ერთმანეთის ჩვენებებთან, არამედ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობასთან და საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან. სასამართლოს მიაჩნია, რომ როგორც ბრალდებულების: რ------------- და კ-–------–---–--, ისე მოწმეების: გ---------–------–---–-- და ე----------–---------- მიერ მიცემული ჩვენებები არის არასარწმუნო, არათანმიმდევრული და სასამართლოს მიერ ისინი გაზიარებული ვერ იქნება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ სწორედ ბრალდებულები: რ---------------- და კ-----–------–---–-, წინასწარი შეთანხმებით ავიდნენ ვ--–-------------–-–---–-- კუთვნილ მიკროავტობუსში, რათა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების გზით დაუფლებოდნენ მანქანის მაგნიტოფონს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის, ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულების: რ----------------- და კ-----–------–---–-ს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს.
ამდენად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულებმა: რ----------------მ და კ-----–------–---–-- ჩაიდინეს ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულებს: რ----------------ს და კ-----–------–---–- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავეთა შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავეთა მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავეთა პიროვნებას, მათი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მათ ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. იმავე კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ნასამართლობა გაქარწყლდება: თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ.
საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------- განაჩენით, კ-----–------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 0- (ხუთი) თვის ვადით. კ-----–------–---–- სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2----–-–--------------
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------- განაჩენით, რ---- რ------- (თ---------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–------------–--------- წერილის თანახმად, რ----------------- მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------- განაჩენით დანიშნული ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, არ არის გადახდილი.
მოცემულ შემთხვევაში, რ----------------- და კ-----–------–---–-ს მიმართ, სახეზე გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლობები, რაც გვაძლევს დანაშაულის რეციდივის შემადგენლობას, ვინაიდან აღნიშნული ქმედება წარმოადგენს განზრახ დანაშაულს, რისთვისაც კანონიერ ძალაში შესული განაჩენებით მსჯავრი დაედოთ რ----------------ს და კ-----–------–---–- და რისთვისაც მათ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონიათ, როდესაც ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული, ვინაიდან რ----------------ს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–------------–--------- წერილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------- განაჩენით დანიშნული ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, არ აქვს გადახდილი, ხოლო კ-----–------–---–-ს მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------- განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის - 0- (ხუთი) თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდიდან - 2----–-–-----------------, არ იყო გასული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის ნასამართლობის გაქარწყლების სამწლიანი ვადა 2----–-–----------------–-, როდესაც მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის 19,177-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი ქმედება. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლობა არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, ან მის შემადგენელ ნაწილს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით დადგენილ ფარგლებში, შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. იმავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის იმავე კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ რ----------------- და კ-----–------–---–-ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულების პიროვნების გათვალისწინებით, მათ სასჯელი უნდა დაენიშნოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით, დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
რ-----------------გან ამოღებული ტანსაცმელი, კ-----–------–---–-სგან ამოღებული ტანსაცმელი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ავტომანქანის ერთი მაგნიტოფონი, რომლებიც ინახება სა---------–----–------------------------------------–---------–-–---------------------------------------------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
კ-----–------–---–-ს სუნის ნიმუში, რ----------------- სუნის ნიმუში, კ-----–------–---–-სგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რ---- თ------------ აღებული ნერწყვის ნიმუში, ორი სუნის ნიმუში, ანაწმენდები და მიკრონაწილაკები, რომლებიც ინახება სა---------–----–------------------------------------–---------–-–---------------------------------------------------–-------------------–---ში, ასევე ხელის კვლები, რაც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ხელის კვლების ამსახველი CD დისკი, რაც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
რ-----------------გან და კ-----–------–---–-სგან ამოღებული ხელის კვლების ნიმუშები, რაც ინახება ს----------–----–---------------------------------------–------------ მონაცემთა ერთიან ბაზაში, შენახულ უნდა იქნეს აღნიშნულ ბაზაში ხელის კვლების შენახვის ვადით, ხოლო შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა, გადატანილი ერთ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ-----–------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0- (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ კ-----–------–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 24 თებერვლიდან - იმავე წლის 30 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის საოქმო განჩინებით, კ-----–------–---–-ს და რ----------------- მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაკისრებული ვალდებულებანი: თბილისის საქალაქო სასამართლოში კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევ დღეს გამოცხადებისა და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობებისა და პასპორტების ჩაბარების თაობაზე, გაუქმდეს, ხოლო ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და პასპორტები დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს - კ-----–------–---–- და რ----------------ს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა, კანონით დადგენილ ვადაში სრულად დაუბრუნდეთ მათ შემტან პირებს.
რ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 0- (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 0- (ხუთი) წლის ვადით, შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------- განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 0- (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ რ----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 24 თებერვლიდან - იმავე წლის 30 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
რ-----------------გან ამოღებული ტანსაცმელი, კ-----–------–---–-სგან ამოღებული ტანსაცმელი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ავტომანქანის ერთი მაგნიტოფონი, რომლებიც ინახება სა---------–----–------------------------------------–---------–-–---------------------------------------------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
კ-----–------–---–-ს სუნის ნიმუში, რ----------------- სუნის ნიმუში, კ-----–------–---–-სგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რ---- თ------------ აღებული ნერწყვის ნიმუში, ორი სუნის ნიმუში, ანაწმენდები და მიკრონაწილაკები, რომლებიც ინახება სა---------–----–------------------------------------–---------–-–---------------------------------------------------–-------------------–---ში, ასევე ხელის კვლები, რაც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ხელის კვლების ამსახველი CD დისკი, რაც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
რ-----------------გან და კ-----–------–---–-სგან ამოღებული ხელის კვლების ნიმუშები, რაც ინახება ს----------–----–---------------------------------------–------------ მონაცემთა ერთიან ბაზაში, შენახულ იქნეს აღნიშნულ ბაზაში ხელის კვლების შენახვის ვადით, ხოლო შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა, გადატანილი ერთ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე