განაჩენი

სისხლის სამართლის 01.05.2019
საქმის ნომერი
010100118002646751
დავის ტიპი
126 1
თარიღი
01.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 0101001-8002646751

საქმე #1-869/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნათია ზოიძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ ზ-----------–--–--ის

ადვოკატის _ პ------------ის

ბრალდებულის - შ--–-------------ს

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171110818016 საქმე:

 

ბრალდებულ შ--–-------------ს მიმართ

მამის სახელი: ო------

დაბადებული: 1-.0-.1--- წელს

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს

ნასამართლობა: მქონე

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ--------------------------------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;

 

საქართველოს სსკ-ის 111,143 მუხლის პირველი ნაწილი;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა :

 

1. 2018 წლის 11 აგვისტოს, შ--–-------------მ, ქ. ბ------–-, ზ-------------------------------------ში, თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, თავის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ე-–--- გ-------ეს, ხელების დარტყმით სახის არეში და სხეულზე მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი:

 

2. დაზარალებულ ე-–--- გ-------ის მიერ გამოძიებისას მიცემული ჩვენებით, რომელიც სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, დაზარალებულის საზღვარგარეთ ყოფნის გამო გამოქვეყნდა არსებითი განხილვისას, ირკვევა, რომ 2018 წლის 11 აგვისტოს, ქ. ბ------–-, ზ-------------------------------------ში ყოფნისას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ შ--–-------------მ ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა, მარჯვენა ხელი მთელი ძალით დაარტყა მარცხენა თვალში, შემდეგ კი ხელებით ურტყამდა თავსა და სხეულზე. მოქნეული ხელი ცხვირშიც მოხვდა და სისხლი წასკდა. დარტყმისას განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. დაზიანებები აშკარად ეტყობოდა სახის არეში და მკლავებზე.

 

3. მოწმე ა-–-------------–------- მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ე-–--- გ-------ე მისი დედაა, შ--–------------- კი ამ უკანასკნელის არარეგიტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე. 2018 წლის 11 აგვისტოს ზ.---------------------------ში მდებარე სახლში ყოფნისას ა---------მ გ-------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ცემის თვითმხილველი, მართალია, თავად არ იყო, მაგრამ შ--–--ს სახლიდან გამოსული დედის სახეზე და სხეულზე კარგად დაინახა ცემის კვალი. ჩალურჯებული ჰქონდა თვალი, სილურჯეები ჰქონდა ნიკაპზე, ყბაზე, ყურზე.

 

4. მოწმე ი------------ის ჩვენებით, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, ასევე დასტურდება 2018 წლის 11 აგვისტოს ზ.-------------------------- -ში მდებარე სახლში მყოფი ე-–--- გ-------ის სხეულზე სხვა და სხვა სახის დაზიანებების არსებობა, რაც საკუთარი თვალით იხილა მ-------ემ, კერძოდ, გ-------ეს ორივე თვალის არე შესივებული და ჩალურჯებული ჰქონდა, ხელებზე და კისრის მიდამოში ასევე ემჩნეოდა სილურჯე. დაზარალებულის გადმოცემით, ცემის შედეგად სწორედ ა---------მ მიაყენა დაზიანებები სხეულზე.

 

5. მოწმე ზ-------------------ემ, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, სასამართლოს განუმარტა, რომ 2018 წლის 11 აგვისტოს საღამოს საათებში განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ-----------ესთან ერთად მივიდა ზ.-------------------------- -ში მდებარე შ--–-------------ს საცხოვრებელ სახლთან, სადაც შეტყობინების თანახმად, ა--------- ძალადობას ახორციელებდა მეუღლის მიმართ. ადგილზე დახვდათ ე-–--- გ-------ის შვილი ა-–-------------–-------, რომელმაც დაუდასტურა, რომ სახლში მყოფი ა--------- დედამისის ე-–--- გ-------ის მიმართ ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას. როდესაც შეძლეს და ა---------ს ბინის კარი გააღებინეს, დაინახეს ა---------სთან ერთად ბინაში მყოფი ე-–--- გ-------ე, რომელსაც სახეზე, ყელზე და ხელებზე აშკარად ემჩნეოდა ფიზიკური ზემოქმედების კვალი.

 

6. ანალოგიური განმარტებები მისცა სასამართლოს მოწმედ დაკითხულმა გ-----------ემ, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა.

 

7. 2018 წლის 11 აგვისტოს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბ------–-, ზ-------------------------------------ში, საიდანაც ამოღებული იქნა აგური, თმის გროვა, ბალიშის პირი და პირსახოცი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით.

 

8. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 24 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №006662218 დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემების შესაბამისად, ე-–--- გ-------ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში: მარცხენა თვალ-ბუდის არეში ორივე ქუთუთოზე მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი, ასეთივე სისხლნაჟღენთი მარჯვენა მხრის ზედა მესამედში, ასევე შუა მესამედში, კისრის მარჯვენა გარეთა ზედაპირზე და მარჯვენა ყურის ნიჟარის არეში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

9. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 20 დეკემბრის ბიოლოგიური ექსპერტიზის №008610618 დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ ბალიშის პირზე და პირსახოცზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლის, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ე-–--- გ-------ეს.

 

10. საქმეში წარმოდგენილია ე-–--- გ-------ის სახეზე და სხეულზე არსებული დაზიანებების ამსახველი ფოტო-ცხრილი. ფოტოებზე კარგად ჩანს გ-------ის სახის, კისრის, მხრის არეში არსებული დაზიანებები.

 

11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

12. როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, ბრალდებული შ--–------------- და დაზარალებული ე-–--- გ-------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები არიან, ჰყავთ საერთო შვილიც. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად და სახეზეა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება), 118-ე (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება) ან 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით) გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

13. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა შ--–-------------მ 2018 წლის 11 აგვისტოს, ქ. ბ------–-, ზ-------------------------------------ში, თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, თავის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ე-–--- გ-------ეს, ხელების დარტყმით სახის, კისრის, მხრების არეში მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

 

2. სასამართლომ დაადგინა :

 

14. 2018 წლის 11 აგვისტოს, შ--–-------------მ, ქ. ბ------–-, ზ-------------------------------------ში, თავის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ე-–--- გ-------ეს უკანონოდ შეუზღუდა ქმედების თავისუფლება, განახორციელა მის მიმართ ფიზიკური იძულება - სცემა, ასევე ფსიქიკური ზემოქმედება - დაემუქრა, მოსთხოვა სხვა მამაკაცთან ინტიმური ურთიერთობის აღიარება, აიძულა დარჩენილიყო ბინაში, შესაბამისად, განაცდევინა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

იძულება - ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

 

15. საქმის არსებითი განხილვისას, სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოში არყოფნის გამო, გამოქვეყნდა დაზარალებულ ე-–--- გ-------ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები, რომელთა თანახმად, 2005 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება შ--–-------------სთან, ჰყავთ საერთო შვილი - ა----- ა---------. 2009 წლიდან გაემგზავრა იტალიაში სამუშაოდ, ხოლო 2012 წელს, როდესაც დაბრუნდა, შ--–-- საქართველოში არ იმყოფებოდა, ერთმანეთთან მხოლოდ სატელეფონო კავშირი ჰქონდათ. 2014 წელს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ა--------- დააპატიმრეს ადამიანის დაჭრის გამო. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2017 წელს, რის შემდეგაც აღადგინეს ურთიერთობა, შერიგდნენ, თუმცა შეთანხმდნენ, რომ მუდვივად ერთად არ იცხოვრებდნენ მანამ, სანამ ა--------- სამსახურს არ დაიწყებდა. 2018 წლის 10 აგვისტოს წავიდა შ--–--სთან სახლში, რომელიც მდებარეობს გ----------------------ში, საუბრობდნენ, რა დროსაც მოულოდნელად ა---------მ ეჭვიანობის სცენა გამართა და დაჟინებით ითხოვდა მისგან ეთქვა ჰქონდა თუ არა სხვა პირთან სექსუალური ურთიერთობა ცალკ-ცალკე ცხოვრების პერიოდში. ყველანაირად შეეცადა დაერწმუნებინა, რომ მსგავსი ურთიერთობა არავისთან ჰქონია, მაგრამ ა--------- არ მშვიდდებოდა, გახდა აგრესიული, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, არ მისცა სახლიდან წასვლის უფლება, უთხრა, რომ სანამ არ გაამხელდა ვისთან ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა, მასთან ერთად დარჩებოდა ბინაში. არ მისცა ტელეფონით სარგებლობის საშუალება. დილით როდესაც გაიღვიძეს, სიტუაცია არ შეცვლილა, თვითონ ა--------- სადღაც წავიდა, ბინის კარი გარედან ჩაკეტა და აუკრძალა არა თუ კართან მისვლა და საშველად ვინმეს მოხმობა, არამედ ოთხიდან გასვლაც კი, რასაც დაემორჩილა და მიუხედავად შ--–--ს სახლში არყოფნისა, ადგილიდან არ დაძრულა. ა--------- მალე დაბრუნდა ბინაში, ამის შემდეგ კი ისევ წავიდა, რათა გ-------ის სამსახურში მისულიყო და გაეფრთხილებინა, რომ იმ დღეს ე-–--- სამსახურში ვერ მივიდოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ა---------ს სახლში დაბრუნების შემდეგ, დაახლოებით 16:00 საათზე დაურეკა შვილმა, ა-–-------------–-------მ, შ--–--ს ნებართვით დაელაპარაკა მას, თუმცა ამ უკანასკნელის შიშით არაფერი უთქვამს მის ქმედებებზე. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, როდესაც ა---------ს ჩაეძინა, იხელთა დრო, აიღო ტელეფონი და ალექსანდრას მიწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება "ორჯონიკიძეზე ვარ და მიშველეო". სმს-ის შემდეგ დაურეკა შვილმა, თუმცა საუბრისას ვერაფერი უთხრა შ--–--ს საქციელთან დაკავშირებით იმის შიშით, რომ ამ უკანასკნელს არ გაეგონა. მალე ალექსანდრა ბინაში მივიდა, კარი შ--–--მ გაუღო და დაელაპარაკა, შ--–--ს მუქარით შეშინებულმა თვითონაც სთხოვა შვილს წასულიყო ბინიდან. ალექსანდრა წავიდა, მაგრამ მალე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. თავდაპირველად შ--–-- არც მათ უღებდა კარს, ეზოდან გაიგონა ალექსანდრას, ასევე თავისი ძმის ცოლის ი------------ის ხმა. ვიღაცამ ბინის ფანჯარა ჩაამტვრია, რის შემდეგ ა---------მ კარი გააღო, ბინაში შესულმა პოლიციის თანამშრომლებმა შ--–-- დააკავეს, გ-------ეს კი სთხოვეს განყოფილებაში გაყოლოდა და ჩვენება მიეცა მომხდარი ფაქტის ირგვლივ.

 

16. მოწმე ა-–-------------–-------მ სასამართლოს განუმარტა, რომ ე-–--- გ-------ე მისი დედა, შ--–------------- კი დედამისის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეა. მათ საერთო შვილიც ყავთ. რამდენიმეწლიანი დაშორების შემდეგ, ე-–---მ და შ--–--მ ბოლო პერიოდში აღადგინეს ურთიერთობა. დღის განმავლობაში დედა შვილებთან ერთად იყო, საღამოობით კი შ--–--სთან მიდიოდა და რჩებოდა. 2018 წლის 10 აგვისტოს, ე-–--- შ--–--სთან დარჩა ღამით. 11 აგვისტოს ტელეფონით დაურეკა მას, ესაუბრა, ე-–---ს თქმით სამსახურში იყო, თუმცა დაახლოებით ერთ საათში მიწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ იყო ორჯონიკიძის ქუჩაზე მდებარე სახლში და დახმარებოდა. მივიდა მითითებულ ბინაში დედის მოსაკითხად. კარი ა---------მ გაუღო და უთხრა, რომ დედამისი სამსახურში იყო წასული, თუმცა ფაჯრიდან დაინახა ნაცემი დედა. დარეკა პოლიციაში, ასევე დაურეკა ბიძას - გიორგი გ-------ეს და ბიცოლას - ი------------ეს, მათაც სთხოვა შ--–--ს ბინასთან მისვლა. თვითონაც არსად წასულა, ბინასთან ელოდებოდა პოლიციელების და ნათესავების მისვლას. მაქსიმუმ ნახევარ საათში პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, ავიდნენ ბინაში, მოვიდნენ ბიძა და ბიცოლაც. იმის გამო, რომ შ--–------------- ბინის კარს არ აღებდა, ქვით ჩაამტვრიეს ფანჯარა, რის შემდეგ ა---------მ კარი გააღო, პოლიციის თანამშრომლებმა ის ადგილზე დააკავეს. ბინაში მყოფი ე-–--- გ-------ე ნაცემი იყო, სახეზე აშკარად ეტყობოდა სილურჯეები.

 

17. მოწმე ი------------ის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების თანახმად, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, ირკვევა, რომ ე-–--- გ-------ე მისი მულია. წლების წინ ე-–--- და შ--–------------- დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ურთიერთობა მოაგვარეს. 2018 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 18 საათზე მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ე-–---ს შვილი, ა-–-------------–------- და აუწყა, რომ შ--–--ს გ----------------------ში მდებარე თავის ბინაში ყავდა ე-–--- გამოკეტილი და ძალადობდა მასზე. მეუღლესთან ერთად მაშინვე წავიდა მითითებულ მისამართზე, მათი მისვლისას ორი პოლიციელი ა---------ს ბინის კარზე აკაკუნებდა, მაგრამ კარს არავინ აღებდა, ამიტომ ეზოში დაგდებული აგური აიღო და ბინის ერთ-ერთი ფანჯარა ჩაამტვრია, რის შემდეგაც შ--–--მ კარი გააღო. მ-------ე ბინაში შევიდა და შეშინებული და ნაცემი ე-–--- გამოიყვანა. ე-–---ს გადმოცემით შ--–--მ დააბრალა საყვარლის ყოლა და სცემა, მოითხოვდა მისგან ეღიარებინა ეს ფაქტი და გარეთ არ უშვებდა.

 

18. მოწმე ზ-------------------ემ, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, სასამართლოს განუმარტა, რომ 2018 წლის 11 აგვისტოს საღამოს საათებში განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ-----------ესთან ერთად მივიდა ზ.-------------------------- -ში მდებარე შ--–-------------ს საცხოვრებელ სახლთან, სადაც შეტყობინების თანახმად, ა--------- ძალადობას ახორციელებდა მეუღლის მიმართ. ადგილზე დახვდათ ე-–--- გ-------ის შვილი ა-–-------------–-------, რომელმაც დაუდასტურა, რომ სახლში მყოფი ა--------- დედამისის ე-–--- გ-------ის მიმართ ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას. დააკაკუნეს კარზე, თუმცა ა--------- კარს არ აღებდა. ე-–--- გ-------ის ნათესავმა ქალმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა ბინასთან, აგური ისროლა და ფანჯარა ჩაამტვრია, რის შემდეგაც ა---------მ კარი გააღო. ა---------სთან ერთად ბინაში მყოფ ე-–--- გ-------ეს სახეზე, ყელზე და ხელებზე აშკარად ემჩნეოდა ფიზიკური ზემოქმედების კვალი.

 

19. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო განხილვისას მოწმედ დაკითხულმა გ-----------ემ, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა.

 

20. ა-–-------------–-------ს მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმის თანახმად, მობილურში მოთავსებულია სიმ.ბარათი 5-----------. აღნიშნულ ნომერზე ე-–--- გ-------ეს ნომრიდან - 5-----------, 2018 წლის 1- აგვისტოს 17:37 საათიდან 18:02 საათამდე მიწერილი აქვს რამდენიმე მოკლე ტექსტური შეტყობინება : "მისვეეეტორჯონი", შემდეგი სმს-ები კი შეეხება ა-----სთვის (ე-–--- გ-------ის და შ--–-------------ს შვილი) თმის შეჭრის ამბის გადმოცემას, თუ როდის მივიდა ის სახლში, ვინ ჭრის და რითი ჭრის თმას და ა.შ. პარალელურად მეორდება თხოვნა ორჯონიკიძის (იგივე გამსახურდიას) ქუჩაზე მისვლის და შველის შესახებ.

 

21. 2018 წლის 11 აგვისტოს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბ------–-, ზ-------------------------------------ში, აღწერილია ოთახების განლაგება და მათი მდგომარეობა დათვალიერების მომენტში. დათვალიერებისას ამოღებული იქნა აგური, თმის გროვა, ბალიშის პირი და პირსახოცი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით.

 

22. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 24 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №006662218 დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემების შესაბამისად, ე-–--- გ-------ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

23. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 20 დეკემბრის ბიოლოგიური ექსპერტიზის №008610618 დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ ბალიშის პირზე და პირსახოცზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლის, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ე-–--- გ-------ეს.

 

24. ზემოთმითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულის მიერ მასზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მათ დამნაშავედ ცნობას.

 

25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.

 

26. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.

 

27. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში.

 

28. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებაც - ბრალდებულ შ--–-------------ს ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტო-ილუსტრაცია.

 

29. ბრალდებულმა შ--–-------------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ შერიგების შემდეგ ის და გ-------ე ხშირად იყვნენ ერთად, საღამოობით ე-–--- მიდიოდა მასთან სახლში და რჩებოდა, ასე მოხდა 2018 წლის 10 აგვისტოსაც. შეთანხმებისამებრ, საღამოს ე-–--- მივიდა გ----------------------ში, ბინა N1-ში არსებულ ბინაში, სადაც შ--–-- ელოდა. ერთად ყოფნისას, კამათი მოუხდათ პირად საკითხზე, ამიტომ ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებს. გამიზნულად არა, თუმცა ადასტურებს, რომ შელაპარაკებისას ადგილი ჰქონდა გ-------ეზე ხელით შეხებას, რის შედეგად მან დაზიანება მიიღო სახეზე. სწორედ ამის გამო ერთად გადაწყვიტეს, რომ მეორე დღეს გ-------ე სამსახურში არ წასულიყო, რის თაობზეც ა---------მ გააფრთხილა მისი თანამშრომლები. გარდა ამისა, გ-------ეს განუცხადა, რომ იმ დელიკატური თემის შესახებ, რომლის გამოც უთანხმოება მოუხდათ, აუცილებლად დაელაპარაკებოდა და შეატყობინებდა გ-------ის ძმას, გიორგის. ფიქრობს, რომ სწორედ ამის თავიდან ასარიდებლად მისწერა შეტყობინება გ-------ემ თავის ქალიშვილს, რომელმაც ბინასთან პოლიცია მიიყვანა და საბოლოოდ ყველაფერი ა---------ს დაკავებით დასრულდა. კატეგორიულად გამორიცხავს გ-------ისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. არც ტელეფონით სარგებლობა დაუშლია მისთვის. რამდენჯერმე გავიდა კიდეც ბინიდან, ე-–--- სახლში მარტო რჩებოდა და აბსოლუტურად თავისუფლად შეეძლო თუნდაც მეზობლებისთვის ეთხოვა შველა. სახლი, რომელშიც იმყოფებოდნენ, მდებარეობს ორსართულიანი, ე.წ. იტალიური ტიპის საცხოვრებლის მეორე სართულზე და არ წარმოადგენს პრობლემას აივნის საშუალებით სახლიდან წასვლა, ისევე როგორც საშველად ვინმეს მოხმობა.

 

30. დაცვის მხარის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმის და ფოტო-ცხრილის მიხედვით, ბინა, სადაც შემთხვევა მოხდა, მდებარეობს ე.წ. იტალიურ ეზოში ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე. მარცხენა მხარეს მდებარე აივანი გამოყოფილია საერთო აივნიდან და მასზე გადის ბინის ერთ-ერთი ფანჯარა ისე, რომ სავსებით შესაძლებელია ფანჯრიდან აივანზე გადასვლა და შესასვლელი კარის გვერდის ავლით ბინის დატოვება.

 

31. ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ სასამართლოში წარმოდგენილი, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი სასამართლოს უქმნის საფუძვლიან რწმენას, რომ შ--–-------------ს მიერ ე-–--- გ-------ის მიმართ ჩადენილია სსკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება - იძულება.

 

32. აღნიშნულ დასკვნას სასამართლო აკეთებს, შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:

 

33. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შ--–------------- და ე-–--- გ-------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები არიან, ჰყავთ საერთო შვილი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეწყვეტილი ურთიერთობა, რაც გ-------ის საზღვარგარეთ ყოფნას, შემდეგ კი ა---------ს პატიმრობას უკავშირდებოდა, კვლავ აღადგინეს. დაზარალებულის შვილმა, ა-–-------------–-------მ განმარტა, რომ დედა დღის განმავლობაში შვილებთან იყო, საღამოს კი შ--–--სთან დასარჩენად მიდიოდა. 2018 წლის 10 აგვისტოს გ----------------------ში მდებარე ბინაში იმყოფებოდნენ ერთად, რა დროსაც უთანხმოება მოუხდათ, რისი მიზეზის დასახელებისგან თავს იკავებს ბრალდებული, დაზარალებულის ჩვენების თანახმად კი ა---------მ ეჭვიანობის სცენა გამართა და კატეგორიულად მოსთხოვა დაესახელებინა პირი, ვისთანაც მათი ცალკ-ცალკე ყოფნის პერიოდში ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა, უკანონოდ შეუზღუდა ქმედების თავისუფლება, განახორციელა მის მიმართ ფიზიკური იძულება - სცემა, ასევე ფსიქიკური ზემოქმედებაც - ცდილობდა რა პასუხი მიეღო სხვა პირთან სექსუალური კავშირზე, არ იჯერებდა დაზარალებულის განმარტებებს ასეთი პირის არარსებობის შესახებ და დაჟინებით, აგრესიულად მოითხოვდა პასუხს იმავე კითხვაზე. მეტი ზემოქმედების მოხდენის მიზნით, განუცხადა, რომ მასთან ერთად იქნებოდა იმ ბინაში, სანამ არ გაამხელდა სავარაუდოდ არსებული სექსუალური პარტნიორის ვინაობას. შესაბამისად, აიძულა დარჩენილიყო იქ, ვიდრე თვითონ ა--------- არ მისცემდა წასვლის საშუალებას და განაცდევინა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

 

33. სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იძულება არის ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

 

34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის 2014 წლის 26 მარტის N№202აპ-13 გადაწყვეტილებაში, პალატამ განმარტა, რომ ქმედების იძულებად დაკვალიფიცირების შემთხვევაში: - "დასჯად ქმედებას წარმოადგენს ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ფსიქიკური იძულება შეიძლება გამოიხატოს მუქარაში, ხოლო ამ დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა, თუ პირს აიძულებენ, შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან მისგან თავის შეკავება მისი უფლებაა და კანონით მისი გადასაწყვეტია ამ მოქმედებას განახორციელებს თუ არა. ამდენად, ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, რომ შეზღუდვა იყოს უკანონო, ხოლო ქმედება - მსხვერპლის ნება-სურვილის საწინააღმდეგო". საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეში მსჯავრდებულის ქმედებები (მუქარა, გინება, კარზე ფეხის დარტყმა) წარმოადგენდა დაზარალებულის ფსიქიკურ იძულებას, მისი ნების საწინააღმდეგოდ, შერიგებოდა ყოფილ მეუღლეს და ნაგირავებ სახლში ეცხოვრა მასთან ერთად. შესაბამისად, სახეზე იყო მსჯავრდებულის განზრახი ქმედება, რომელიც უშუალოდ მიმართული იყო დაზარალებულის ფსიქიკური იძულებისაკენ, შეესრულებინა მოქმედება (შერიგებოდა და ეცხოვრა მასთან ერთად), რომლის განხორციელება ან მისგან თავის შეკავება დაზარალებულის უფლებას წარმოადგენდა.

 

35. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეშიც, ბრალდებულის ისეთი ქმედებები, როგორიცაა გ-------ის მიმართ მუქარა, მისი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, წარმოადგენს ფსიქიკურ და ფიზიკურ იძულებას, რომლის მიზანი იყო აეძულებინა დაზარალებული საკუთარი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ ბრალდებულთან ესაუბრა სექსუალურ პარტნიორზე, მასთან ერთად დარჩენილიყო ბინაში. ამდენად, სახეზეა ბრალდებულის განზრახი ქმედება, რომელიც უშუალოდ მიმართული იყო დაზარალებულის ფსიქიკური იძულებისაკენ, შეესრულებინა მოქმედება, რომლის განხორციელება ან მისგან თავის შეკავება დაზარალებულის უფლებას წარმოადგენდა და განეცადა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. საბოლოოდ, ნათესავების და პოლიციის ჩარევის შედეგად გახდა შესაძლებელი იძულების შეწყვეტა და ე-–--- გ-------ისთვის ბრალდებულის მიერ შეზღუდული ქმედების თავისუფლების აღდგენა.

 

36. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით სრულად დადასტურდა ბრალდებულ შ--–-------------ს მიერ თავისი ოჯახის წევრის - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ე-–--- გ-------ის მიმართ იძულების ჩადენა, რა დროსაც უკანონოდ შეუზღუდა ქმედების თავისუფლება, ამყოფებდა ისეთ ადგილას, სადაც ყოფნა, ქმედების თავისუფლად განხორციელების პირობებში, არ წარმოადგენდა მის ნებას, განახორციელა მის მიმართ ფიზიკური იძულება - სცემა, ასევე ფსიქიკური ზემოქმედება - დაემუქრა, მოსთხოვა სხვა მამაკაცთან ურთიერთობის აღიარება, აიძულა დარჩენილიყო ბინაში, შესაბამისად, განაცდევინა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

 

37. საქართველოს სსკ-ის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

38. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი.

 

39. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულემა შ--–-------------მ ოჯახის წევრის - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ე-–--- გ-------ის მიმართ ჩაიდინა იძულება.

 

40. საქმის განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

41. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა" დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

42. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედების ამგვარი კვალიფიკაციითვის ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

43. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა შ--–-------------ს მიერ სსკ-ის 111 , 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

კვალიფიკაციის შეცვლა:

 

44. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2018 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 00:40 საათიდან 19:10 საათამდე დროის პერიოდში, შ--–-------------მ, ქ. ბ------–-, ზ-------------------------------------ში, თავის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ე-–--- გ-------ეს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, კერძოდ, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ ჩაკეტა საცხოვრებელ ბინაში შესასვლელი კარი და ფანჯრები და უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილ ე-–--- გ-------ეს არ აძლევდა უფლებას ესარგებლა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონით, ასევე არ აძლევდა საშუალებას გასულიყო საძინებელი ოთახიდან, რომ მას არ მოეხმო ვინმე საშველად ან არ გაქცეულიყო.

 

45. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღნიშნულ ამ კვალიფიკაციას და მასში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს, შემდეგი საფუძვლით:

 

46. როგორც დაზარალებული ე-–--- გ-------ის, ისე მოწმეების - ა-–-------------–-------ს, ი------------ის ჩვენებებით დასტურდება, გუგუაძე და ა--------- წლების განმავლობაში არარეგისრტირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, ჰყავთ შვილიც. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთად აღარ ცხოვრობდნენ, თუმცა ბოლო დროს აღადგინეს ურთიერთობა, შერიგდნენ და ყოველდღიურად ურთიერთობდნენ. გ-------ე დღის განმავლობაში შვილებთან იყო, საღამოობით შ--–--ს სახლში მიდიოდა და მასთან ერთად ატარებდა დროს. 2018 წლის 10 აგვისტოსაც, შეთანხმებისამებრს, თავად მივიდა გ----------------------ში მდებარე ბინაში და რაიმე ძალდატანებას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია. წყვილს შორის უთანხმოება ბინაში ყოფნისას წარმოიშვა, ამისი საფუძველი კი ბრალდებულის ეჭვიანობა გახდა, სცემა გ-------ეს და დაჟინებით მოითხოვდა მისგან დაესახელებინა პირი, ვისთანაც სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა მასთან შერიგებამდე. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ ბინიდან არ გაუშვებდა. დაზარალებულის ჩვენების თანახმად, ბრალდებულმა, რომელიც რამდენჯერმე გავიდა ბინიდან, მისი არყოფნისას აუკრძალა არა თუ კართან მისვლა და საშველად ვინმეს მოხმობა, არამედ ოთხიდან გასვლაც კი, რასაც დაემორჩილა და მიუხედავად შ--–--ს სახლში არ ყოფნისა, ადგილიდან არ დაძრულა. სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის ჩვენების აღნიშნული ნაწილი ნაკლებად დამაჯერებელია და გაზიარების შესაძლებლობას არ იძლევა, რადგან ნებისმიერი თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის, რომელსაც ბინაში გადაადგილება შეზღუდული არ აქვს, ყველაზე ხელსაყრელი მომენტი სცადოს თავის დაღწევა, მშველელის მოხმობა, სწორედ მოძალადის სახლში არყოფნის მომენტია. ორსართულიანი, ე.წ. იტალურ ეზოში მდებარე სახლის პირობებში, როდესაც გვერდით ბინაში მეზობლები ცხოვრობენ (საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ვიზგენ ტატევოსიანი სწორედ ამავე სახლში, ა---------ს ბინის გვერდით ბინაში მცხოვრები პირია) ხმამაღალი დაყვირებითაც შესაძლებელია სხვების ყურადღების მიქცევა. საყურადღებოა დაცვის მხარის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმი და ფოტო-მასალაც, რომელშიც ჩანს, რომ ბინის მარცხენა მხარეს მდებარე აივანი გამოყოფილია საერთო აივნიდან და მასზე გადის ბინის ერთ-ერთი ფანჯარა ისე, რომ სავსებით შესაძლებელია ფანჯრიდან აივანზე გადასვლა და შესასვლელი კარის გვერდის ავლით ბინის დატოვება. მითითებულ ფანჯარას არ აქვს გისოსები. მოწმე ა-–-------------–-------მ თავის ჩვენებაში დაადასტურა, რომ ბინიდან გასვლა შესაძლებელია შესასვლელი კარის გვერდის ავლით, უშუალოდ აივნიდან.

 

47. ამდენად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოება, რომ ა--------- გ-------ეს არ აძლევდა საშუალებას გასულიყო საძინებელი ოთახიდან, რომ არ მოეხმო ვინმე საშველად ან არ გაქცეულიყო, არ დასტურდება საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით. შ--–-------------ს ბინაში არყოფნისას, რასაც მინიმუმ ორჯერ ჰქონდა ადგილი, როგორც ამას ბრალდებული და დაზარალებული ადასტურებენ, სურვილის შემთხვევაში, თავისუფლების რეალურად აღკვეთის პირობებში, დაზარალებულს, რომელმაც იმ მომენტისთვის კარგად იცოდა, რომ ა--------- მის მოქმედებებს ვერ ხედავდა, შეეძლო საძინებლიდან გასვლა სხვა ოთახში, დაყვირებაც და საშველად მოხმობაც, ან სულაც ჩამტვრევა უგისოსო ფანჯრის შუშის და ფეხის ერთი გადაბიჯებით გადასვლა აივანზე, იქიდან - კიბეზე და შემდეგ ეზოში.

 

48. რაც შეეხება ბრალდების შემადგენელ კიდევ ერთ ელემენტს - ტელეფონით სარგებლობის აკრძალვას, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი განმარტება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაში ფიქსირდება. ამასთან, სახეზეა ამ უკანასკნელის მიერ მობილური ტელეფონიდან გაგზავნილი სმს შეტყობინებები შვილთან, ა-–-------------–-------სთან. ა-–-------------–-------ს მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმის თანახმად, ე-–--- გ-------ეს 2018 წლის 11 აგვისტოს 17:37 საათიდან 18:02 საათამდე მიწერილი აქვს რამდენიმე მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც გადმოცემულია თხოვნა ორჯონიკიძის (იგივე გამსახურდიას) ქუჩაზე ყოფნის და შველის შესახებ. აღნიშნულის პარალელურად კი მიწერილია სმს-ები, რომლებიც, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა, თავისუფლებააღკვეთილმა ადამიანმა დაწეროს. მაგ: სმს-ები შეეხება ბავშვისთვის თმის შეჭრის ამბის გადმოცემას, თუ როდის მივიდა ის სახლში, ვინ ჭრის და რითი ჭრის თმას და ა.შ. აღნიშნულ გარემოებას დაზარალებული თავის ჩვენებაში ხსნის იმით, რომ შესაძლოა შეტყობინებები ა---------ს წაეკითხა და ისევ ეძალადა მასზე, თუმცა ამის პარალალურად მიუთითებს, რომ სმს-ებს მაშინვე შლიდა. მართლაც, შეტყობინებები ამოღებულ იქნა ა-–-------------–-------ს და არა დაზარალებულის მობილური ტელეფონიდან. ჩნდება კითხვა, როგორ შეძლებდა ა--------- მიწერისთანავე წაშლილი სმს შეტყობინებების ნახვას და რამდენად რეალურად არსებობდა საფრთხე, რომელსაც თავის ჩვენებაში მიუთითებს დაზარალებული.

 

49. სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით.

 

50. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამავე მუხლის 24-ე ნაწილის მიხედვით, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

51. ამდენად, კანონი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მოწმის მიერ სწორედ სასამართლოსთვის მიცემულ ინფორმაციას, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ მიცემულს, როგორც მტკიცებულებითი ძალის მქონეს. როგორც უკვე აღინიშნა ბრალდების მხარემ ვერ შეძლო საქმის არსებითი განხილვისას წარმოედგინა სასამართლოსთვის დაზარალებული ე-–--- გ-------ე.

 

52. სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. ამდენად, გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაცია, კანონის ამ ჩანაწერის სიტყვა-სიტყვითი განმარტების თანახმად, სხვა პირდაპირი და ამ მტკიცებულებებთან ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების გარეშე, ვერ იქნება გამოყენებული გამატყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

53. განსახილველ საქმეზე ე-–--- გ-------ე არ დაკითხულა საქმის არსებითი განხილვისას, შესაბამისად, სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობაში, უშუალოდ შეამოწმოს მისი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისსამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადებულიყო. სასამართლო პრაქტიკა იცნობს არც თუ იშვიათ შემთხვევებს, როდესაც სასამართლო განიხლვისას გამოცხადებული მოწმე, სასამართლოს აძლევს მანამდე მიცემული ჩვენებისგან განსხვავებულ ჩვენებას.

 

54. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია გაიზიაროს ე-–--- გ-------ის ჩვენების ის მომენტები, რაც დასტურდება სასამართლო განხილვისას გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებითაც. შესაბამისად, ვერ მოხდება გათვალისწინება მხოლოდ გამოქვეყნებულ ჩვენებაში მითითებული გარემოებისა, რაც არ დასტურდება სხვა მტკიცებულებით ან/და წინააღმდეგობაში მოდის სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულ ფაქტებთან.

 

55. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ წარმოდგენილა ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ შ--–-------------მ უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ოჯახის წევრს - ე-–--- გ-------ეს. ბრალდების მხარის ეს ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

 

56. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

57. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

58. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

59. "ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას" (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

60. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის" მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

61. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

62. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ--–-------------ს მიმართ სსკ-ის 111 ,143-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი კვალიფიკაცია - არასწორია, უნდა შეიცვალოს ბრალდებულების სასიკეთოდ და მის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 111 ,150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

სამართლებრივი შეფასება :

 

63. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შ--–-------------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის წევრის - ე-–--- გ-------ის მიმართ იძულება, რა დროსაც ამ უკანასკნელს უკანონოდ შეუზღუდა ქმედების თავისუფლება, განახორციელა მის მიმართ ფიზიკური იძულება - სცემა, ასევე ფსიქიკური ზემოქმედება - დაემუქრა, მოსთხოვა სხვა მამაკაცთან ურთიერთობის აღიარება, აიძულა დარჩენილიყო ბინაში, შესაბამისად, განაცდევინა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ამდენად, ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები :

 

64. შ--–-------------ს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება სსკ-ის 531 მეორე ნაწილის თანახმად, თავად წარდგენილი ბრალდების არსში მდგომარეობს.

 

65. შ--–-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია დაზარალებულთან შერიგება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

66. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

67. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

68. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

69. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

70. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

71. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

72. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

73. სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი, დანაშაულის ჩადენის დღეს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 80-დან 150 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

74. სსკ-ის 150 მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

75. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ--–-------------ს, რომელიც ნასამართლევია განზრახი დანაშაულებისთვის, შესაბამისად, სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით - 1 წლის ვადით; სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ასევე მუხლის სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით - 1 წლის ვადით. საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის შთანთქმის პრინციპის საფუძველზე.

 

76. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში ბრალდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს შ--–-------------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :

 

77. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული აგური, თმის გროვა და ე-–--- გ-------ისგან აღებული სისხლის ნიმუში, რომლებიც ინახება პოლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - უნდა განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ბალიში და პირსახოცი, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ CD დისკზე, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება პოლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - უნდა დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებულ შ--–-- ო------ს ძე ა---------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ბრალდებული შ--–-- ო------ს ძე ა--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროისათვის მოქმედი რედაქციით) და 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქას მეორე თანაბარი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, შ--–-------------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

შ--–-------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 11 აგვისტოდან.

 

ნივთმტკიცებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული აგური, თმის გროვა და ე-–--- გ-------ისგან აღებული სისხლის ნიმუში, რომლებიც ინახება პოლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ბალიში და პირსახოცი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ CD დისკზე, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება პოლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი