გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/18817-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელზე მოპასუხე) - მ------ ბ-----------ა, თ----- ბ-----–--ე
მოპასუხე (შეგებებული სარჩელის ავტორი) - ო----- ჰ----- ჰ----- ჰ, ნ--–------------ე, შპს „ო-----ო“
წარმომადგენელი - შ------- კ--–-----ი (შპს „ო-----ო“) ნ-----------–--ე (ნ--–------------ე)
დავის საგანი - თანხის დაკისრება
შეგებებული სარჩელის დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ--–------------ეს, ო----- ჰ----- ჰ----- ჰ-ს და შპს „ო-----ო“-ს მ------ ბ-----------ას და თ----- ბ-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროთ 3 800 ლარის გადახდა;
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: შპს „ო-----ო“-ს წარმომადგენლებმა, აღნიშნული კომპანიის დირექტორმა ნ--–------------ემ და მესაკუთრე ო----- ჰ----- ჰ----- ჰ-მ 2018 წლის 21 თებერვალს დადეს იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება თ----- ბ-----–--ესა და მ------ ბ-----------ასთან. აღნიშნული ხელშეკრულებით შპს „ო-----ო“-ს წარმომადგენლები კისრულობდნენ ვალდებულებას, რომ გადასცემდნენ აღნიშნული კომპანიის მიერ გაცემულ სესხებს რწმუნებულებს, ხოლო რწმუნებულები კისრულობდნენ ვალდებულებას აღნიშნული სესხები დაემუშავებინათ და მოლაპარაკების გზით, სასამართლო თუ აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით დაებრუნებინათ შპს „ო-----ოსთვის“, ხოლო რწმუნე-ბულებს ხელშეკრულებაში მითითებული 4.1. პუნქტით გათვალისწინებული ანაზღა-ურება უნდა მიეღოთ, კერძოდ, მომსახურების ანაზღაურება განისაზღვრა შპს „ო-----ოს“ მიერ გაცემული სესხებიდან, დაბრუნებული ძირი თანხის 20%-ით, სესხზე დარიცხული პროცენტითა და ჯარიმის გადახდით, რომელიც დამქირავებელმა უნდა გადაიხადოს, ასევე 4.2 პუნქტი კიდევ უფრო ნათლად განმარტავს ანაზღაურების საკითხის, კერძოდ, სესხის სრულად დასაფარი თანხა დარიცხული იქნება რწმუნე-ბულის მ------ ბ-----------ას ანგარიშზე, საიდანაც ყოველი თვის ბოლო კალენდარულ რიცხვში გადაერიცხება შპს „ო-----ოს“ სესხის ძირი თანხის კუთვნილი 80%.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული კომპანიის დავალება შეადგენდა შემდეგს, კომპანიის დირექტორის ნ--–------------ის მიერ გადმოგზავნილ იქნა ექსელის პროგ-რამაში დამუშავებული მსესხებლის სია დეტალური ინფორმაციით, სესხები გაცემული იყო როგორც ლარში ასევე დოლარში, კერძოდ, მსესხებლების მიერ გადასახდელი თანხა ლარის ვალუტაში შეადგენდა 32 575 ლარს, საიდანაც მოსარჩელეების გასამრჯელო შეადგენდა 6 515 ლარს, ხოლო დოლარის ვალუტაში შეადგენდა 13 666 აშშ დოლარს, რომელიც ლარის ექვივალენტში წარმოადგენს 33 208 ლარს, საიდანაც მოსარჩელეების გასამრჯელო შეადგენდა 6 641 ლარს, საერთო ჯამში თ----- ბ-----–--ესა და მ------ ბ-----------ას ანაზღაურება შეადგენდა 13 156 ლარს.
1.2. შეგებებული სარჩელის სასარჩელო მოთხოვნა
1.2.1. მ------ ბ-----------ას ო----- ჰ----- ჰ----- ჰ-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1200 ლარის გადახდა.
შეგებებული სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2018 წლის 05 აპრილს მ------ ბ-----------ამ ხელწერილით იკისრა ვალდებულება, რომ მის ანგარიშზე ო----- ჰ----- ჰ----- ჰ-ს მიერ შეცდომით ჩარიცხულ 1200 ლარს არაუგვიანეს 30/04/2018 წლისა დაუბრუნებდა მოსარჩელეს. აღნიშნული თანხა მოპასუხეს დღემდე არ ჩაურიცხავს. შესაბამისად, ითხოვს 2018 წლის 05 აპრილის ხელწერილის შესაბამისად, მ------ ბ-----------ას დაეკისროს ო----- ჰ----- ჰ----- ჰ-სთვის 1200 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სარჩელთან დაკავშირებით:
2.1.1. მოპასუხე ნ--–------------ემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, შესაგებელში აღნიშნულია, რომ როდესაც შედგა ხელშეკრულება „იურიდიული მომსახურეობის შესახებ“ თავად იყო შპს „ო-----ო“-ს დირექტორი, თუმცა დამფუძნებელმა გაათავისუფლა დაკავებული პოზიციიდან, შესაბამისად, არანაირი კავშირი კომპანიის საქმიანობასთან არ აქვს. ამასთან, მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების დამრღვევი მხარე არის შპს „ო-----ო“ და მისი დამფუძნებელი ო----- ჰ----- ჰ----- ჰ. თავად, ვინაიდან აღარ არის კომპანიის დირექტორი არც მის ფინანსურ ვალდებულებებზეა პასუხისმგებელი.
2.1.2. მოპასუხე ო----- ჰ----- ჰ----- ჰ როგორც თავად, ისე როგორც კომპანიის დამფუძნებელმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშ-ნულია, რომ 2018 წლის 21 თებერვალს ხელშეკრულება გაფორმდა მხოლოდ ქართულ ენაზე, ო----- ჰ----- ჰ----- ჰ ვერ ფლობს ქართულ ენას, მას მომსახურების ხელშეკრულებაზე, რომელიც 2018 წლის 21 თებერვლით არის დათარიღებული ხელი მოაწერინეს სანოტარო ბიუროში, მას შემდეგ რაც ნოტარიუსმა ხელშეკრულების ინგლისური თარგმანი დაამოწმა. თუმცა, შემსრულებელს სათანადო წესით დამოწმე-ბული მინდობილობა არ გადასცემია. მოსარჩელეები არ არიან კომპანიის თანამშრომ-ლები და მათ საქმის წარმოებისთვის ესაჭიროებოდათ ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა.
მოპასუხის განმარტებით, დამკვეთმა ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვა იმის გამო, რომ აღმოაჩინა შემსრულებლის მიერ თანხების არასწორი მოთხოვნის მცდელობა კომპანიის კრედიტორების მიმართ. კერძოდ, შპს „ო-----ო“-ს ერთ-ერთ მსესხებელს თ-------------------ს უკვე გადახდილ სესხზე დამატებით მოთხოვეს 1200 ლარის გადახდა, რომელიც მან ჩარიცხა კომპანიის დამფუძნებლის ანგარიშზე, ხოლო მოსარჩელე მ------ ბ-----------ას მოთხოვნით აღნიშნული 1200 ლარი გადაირიცხა მისსავე ანგარიშზე ო----- ჰ----- ჰ----- ჰ-ს მიერ. მოგვიანებით, როდესაც მოპასუხეებმა მოითხოვეს მოსარჩელისგან კრედიტებში უკეთ გარკვევა, მ------ ბ-----------ამ ო----- ჰ-----ს დაუწერა ვალის აღიარების ხელწერილი, რომლითაც ვალდებულება იკისრა 1200 ლარი დაებრუნებინა 2018 წლის აპრილის ბოლოსთვის.
მოსარჩელის მიერ დამკვეთისათვის გაწეული მომსახურება გამოიხატა მსესხებლებთან სატელეფონო კონტაქტით, და ამ გზით რა თანხებიც მსესხებლებს შემსრულებლებმა გადაახდევინეს 1027.76 ლარიდან, 899 ლარი - დარჩა შემსრულებელს, ხოლო 128.96 ლარი გადაერიცხა შპს-ს. იმ მომსახურებაში რაც სატელეფონო კომუნიკაციას გულისხ-მობს, 899 ლარი საკმაოდ გონივრული გასამრჯელოა და სარგებლის გარდა აღნიშნული მომსახურებით თვითონ შემსრულებლებს არ განუცდია რაიმე სახის ზიანი. ამასთან, სარჩელით ვერ დასტურდება რა სახის მომსახურება გაუწიეს დამკვეთს შემსრუ-ლებლებმა. რაც შეეხება 5 000 ლარს პირგასამტეხლოს, რომელიც ყოველგვარ გონივრულ სტანდარტებს სცდება, აღნიშნული შემსრულებლის მიერ შედგენილი ხელშეკრულების მიხედვით მხარეს ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა, ხელშეკრულების პირობები კი დარღვეული დამკვეთის მხრიდან არ ყოფილა. ამიტომ გაუგებარია რა თანხის გადახდას ითხოვს მხარე. ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილი განაპირობა შემსრულებელთა არაკეთილსინდისიერმა ქცევამ კომპანიის მოვალეების მიმართ, რაც მათ მიერ შედგენილ ვალის აღიარების ხელწერილიდანაც ნათლად ჩანს. ხელშეკრულების შეწყვეტა არ ნიშნავს ვალდებუ-ლების დარღვევას ავტომატურად და მხარეებს შორის ვალდებულების დამრღვევად მხოლოდ მოსარჩელე მ------ ბ-----------ა შეიძლება ჩაითვალოს, რომელმაც ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და 1200 ლარი დღესაც არ დაუბრუნებია.
2.2. შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით
2.2.1. მოპასუხე მ------ ბ-----------ამ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ ო----- ჰ----- ჰ----- ჰ-მ უხეშად დაარღვია შეთანხმება, რაც გამოიხატა მის მიერ მ------ ბ-----------ასთვის დოკუმენტაციის გადაუცემლობაში, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა თანხების ამოღება მსესხებლიდან. შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში კი ო----- ჰ----- ჰ----- ჰ პირობას დებდა გადაიხდიდა 5 000 ლარს. ამასთან, მოპასუხე მის სასარჩელო მოთხოვნაში უთითებს, რომ 1200 ლარი ჩაითვალოს 5 000 ლარის ანგარიშში, შესაბამისად, მ------ ბ-----------ას სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოირიცხება ო----- ჰ----- ჰ----- ჰ-ს სარჩელის დაკმაყოფილება. მითითებული გარემოების გათვალისწინებით მოპასუხე სარჩელს მიიჩნევს უსაფუძვლოდ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 21 თებერვალს შპს „ო-----ო“-ს, ნ--–------------ეს და ო----- ჰ----- ჰ-----ს ჰ-ს შორის დაიდო იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.
ხელშეკრულების 2.4. პუნქტით, დავალების შესასრულებლად, დამქირავებლის მიერ, უფლებამოსილ პირზე, როგორც წარმომადგენელზე, 2018 წლის 21 თებერვალს, 3 თვის ვადით გაიცა მინდობილობა, ყველა ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების უფლებით.
ხელშეკრულების 3.2. პუნქტით, დამქირავებელი ვალდებულია თავისი ხარჯით უზრუნველყოს იურისტი მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ყველა საჭირო საქმიანი დოკუმენტით, გადაიხადოს საქმისათვის საჭირო სასამართლო, თუ სასამართლო გარეშე სხვა ხარჯები.
ხელშეკრულების 4.1. პუნქტით, მომსახურეობის ანაზღაურება განისაზღვრა შპს „ო-----ო“-ს მიერ გაცემული სესხებიდან, დაბრუნებული ძირი თანხის 20%-ით, სესხზე დარიცხული პროცენტითა და ჯარიმის გადახდით, რომელიც დამქირავებელმა უნდა გადაიხადოს. 4.2. პუნქტით, სესხის სრულად დასაფარად განკუთვნილი თანხა დარიცხული იქნება რწმუნებულის ანგარიშზე, საიდანაც ყოველი თვის ბოლო კალენდარულ რიცხვში გადაერიცხება შპს „ო-----ო“-ს სესხის ძირი თანხის კუთვნილი 80%.
ხელშეკრულების 5.1. პუნქტით, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, დამქირა-ვებლები იურიდიული პირი შპს „ო-----ო“, ფიზიკური პირები - ო----- ჰ----- ჰ----- ჰ და ნ--–------------ე სოლიდარულად გადაიხდიან პირგასამტეხლოს, 5 000 ლარს რწმუნებულის სასარგებლოდ.
ხელშეკრულების 6.1 პუნქტით, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მასზე ხელმოწერის მომენტიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება ქართულ და ინგლისურ ენაზე (ს.ფ. 20 - 27)
3.1.2. 2018 წლის 05 აპრილს შპს „ო-----ო“-ს დირექტორმა - ნ--–------------ე და მესაკუთრე ო----- ჰ----- ჰ----- ჰ-მ შეუწყვიტეს ხელშეკრულება რწმუნებულებს - მ------ ბ-----------ას და თ----- ბ-----–--ეს, ვინაიდან, აღარ იყვნენ თანახმა შეესრუ-ლებინათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 4.1. პუნქტი, ამასთან, გათავისებული ქონდათ ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების შეწყვეტა (ს.ფ. 28 - 30)
3.1.3. 2018 წლის 05 აპრილს მ------ ბ-----------ას მიერ შედგენილ იქნა ხელწერილი, სადაც მითითებულია, რომ ვინაიდან მის კუთვნილ ანგარიშზე ჩაირიცხა შეცდომით ო----- ჰ----- ჰ----- ჰ-ს თიბისი ბანკის ანგარიშიდან თანხა 1200 ლარის ოდენობით, იღებს ვალდებულებას აღნიშნული თანხა გადარიცხულ იქნას იმავე ანგარიშზე 2018 წლის 30 აპრილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელწერილი (ს.ფ. 160 - 162)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „ო-----ო“-ს, ნ--–------------ის და ო----- ჰ----- ჰ----- ჰ-ს მიერ არ დარღვეულა 2018 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულების პირობები;
3.2.2. მ------ ბ-----------ას დავალიანება ო----- ჰ----- ჰ----- ჰ-ს მიმართ შეადგენს 1 200 ლარს;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალ-წარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, მხარეები სარგებლო-ბენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვ-ნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლის-თვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერი-ალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალში მტკიცებულებათა სახეებად განსაზღვრულია მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტთა დასკვნა. ამავე კოდექსის 105-ე მუხლით კი დადგენილია წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების სტანდარტი, კერძოდ, განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ძირითადი სარჩელით მოსარჩელეები პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლად მიიჩნევენ, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტას. ამასთან, ხელშეკრულების 3.2. პუნქტის დარღვევას, რომლის თანახმადაც, დამქირავებელი ვალდებულია თავისი ხარჯით უზრუნველყოს იურისტი მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ყველა საჭირო საქმიანი დოკუმენტით, გადაიხადოს საქმისათვის საჭირო სასამართლო თუ სასამართლო გარეშე სხვა ხარჯები.
სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულს, ვინაიდან მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 5.1. პუნქტი პირგასამტეხლოს დაკისრებას დამქირავებლისათვის ითვალისწინებს ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში. ძირითადი სარჩელით მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს თუ ხელშეკრულების რა პირობა იქნა დარღვეული მოპასუხეთა მიერ.
რაც შეეხება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელწერილის შედგენით მ------ ბ-----------ამ იკისრა მის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება.
სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ქმნის ახალ მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა შეიძლება სადავოც კი იყოს, ვალის არსებობის აღიარება მაინც წარმოშობს შესრულების ვალდებულებას, ხოლო კრედიტორს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შესაბამისად გათვალისწინებული ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ვალის აღიარება ახალი ხელშეკრულებაა, ამდენად ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილ ყველა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, პირველ რიგში კი სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნებს, ანუ მხარეები უნდა შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე.
წარმოდგენილი ხელწერილით მ------ ბ-----------ამ წერილობითი ფორმით აღიარა ვალის არსებობა, გამოთქვა მისი დაფარვის ნება და მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების წესსა და ვადებზე, ამდენად, სადავო დოკუმენტი შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მოთხოვნებს.
ამასთან, მოპასუხე არ უარყოფს წარმოდგენილი ხელწერილის ნამდვილობას. თუმცა მასზე ხელისმოწერას უკავშირებს დამქირავებლის მხრიდან შექმნილ გამოუვალ მდგომარეობას. თუმცა, შეჯიბრებითობის პრინციპისა და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მასზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მას გარდა ახსნა-განმარტებისა, არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. შესაბამისად, ვალდებულების შესრულების სადავო-ობისას მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას ამ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ------ ბ-----------ას დავალიანება ო----- ჰ----- ჰ-----ს მიმართ შეადგენს 1 200 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება ქართულ და ინგლისურ ენაზე (ს.ფ. 20 - 27);
- ხელშეკრულების შეწყვეტა (ს.ფ. 28 - 30);
- ხელწერილი (ს.ფ. 160 - 162)
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა - განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ მ------ ბ-----------ასა და თ----- ბ-----–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ო----- ჰ----- ჰ----- ს- შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 341-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ძირითად სარჩელთან დაკავშირებით:
6.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოსარჩელეები ითხოვენ 2018 წლის 21 თებერვლის იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 3 800 ლარის გადახდას.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, სასამართლოს მსჯელობის დაირღვა თუ არა დამქირავებლის მხრიდან ხელშეკრულების პირობები, რაც თავის მხრივ განაპირო-პბებდა პირგასამტეხლოს ამოქმედების საფუძველს.
დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდე-ბულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ფაქტი, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხეთა მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევის ფაქტი. ხელშეკრუ-ლების შეწყვეტა კი შეუძლებელია მიჩნეულ იქნეს ხელშეკრულების პირობების დარღვევად.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკისრების საფუძველი.
6.2. შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:
6.2.1. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკ-რულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელ-დება ასევე წინარე ხელშეკრულებაზეც.
სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია ვალის აღიარების ხელწერილი.
6.2.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებ-ლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინ-დისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას. ვალდებულების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულების სტანდარტი მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მიმართაც. ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისათვის დროის განსაზღვრა, ნიშნავს მხარეთა ინტერესს აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწი-ნებულ დროში შესრულების მიმართ მტკიცებას არ საჭიროებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 05 აპრილის ხელწერილით მ------ ბ-----------ამ აღიარა, რომ მის კუთვნილ ანგარიშზე ო----- ჰ----- ჰ----- ჰ-ს მიერ შეცდომით ჩაირიცხა 1 200 ლარი და აღნიშნულს დააბრუნებდა 2018 წლის 30 აპრილს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ერთმანეთისაგან განსხვავდება მარტივი, კაუზალური და აბსტრაქტული აღიარება. მათი საერთო ნიშანი ისაა, რომ ისინი ადასტურებენ/ წარმოშობენ მოთხოვნის არსებობას, თუმცა, იურიდიული თვალსაზრისით გააჩნიათ განმასხვავებელი ნიშან-თვისებები. მარტივი აღიარება სახეზეა მაშინ, როდესაც მოვალე ცალმხრივად ადასტურებს არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას და გაცნობიერე-ბულად გამოთქვამს მზაობას, შეასრულოს იგი (დაპირება). კაუზალური ვალის აღიარება ასევე მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისაკენ და ბუნებრივია, უნდა შეიცავდეს დაპირების ელემენტს, ამასთან, იგი შეიძლება არ იყოს ცალმხრივი (მხარეთა ორმხრივი შეთანხმება არსებული ვალდებულების შესრულების დამატებით ვადაზე, სხვა შესრულების მიღებაზე და სხვა) (იხ. სუსგ ას-572-531-2017).
მოპასუხის მიერ შესრულებული ხელწერილი წარმოადგენს სწორედ ვალის აღიარების ხელშეკრულებას და მას წარმოუშობს მოსარჩელის მიმართ თანხის გადახდის ვალდებულებას.
შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ------ ბ-----------ას ო----- ჰ----- ჰ----- ჰ-ს სასარგებლოდ ეკისრება 1 200 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდი-საგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, ძირითადი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ვინაიდან შეგებებულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 ლარი, მ------ ბ-----------ას შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ------ ბ-----------ას და თ----- ბ-----–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. ო----- ჰ----- ჰ----- ჰ-ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს:
მ------ ბ-----------ას ო----- ჰ----- ჰ----- ჰ-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1 200 ლარის გადახდა;
3. მ------ ბ-----------ას ო----- ჰ----- ჰ----- ჰ-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 50 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე