განაჩენი

სისხლის სამართლის 08.02.2019
საქმის ნომერი
130100119002814478
დავის ტიპი
276 1
თარიღი
08.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-6-2019

(038221118001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

8 თებერვალი, 2019 წელი ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - რ-----------–ია

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - ქ---------------ი

 

ბრალდებული - ჯ--–----–------ია, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დაბადებული 1--- წლის 2----–--ს, რეგისტრირებული წ--–------ის რაიონის სოფელ ნ-------ში, ფაქტობრივად მცხოვრები შემდეგ მისამართზე: რ-------ი, მ----------------------------------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია)

 

სხდომის სახე - საჯარო

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ჯ--–----–------იას მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.საპროცესო შეთანხმების არსი:

 

1.1. შუამდგომლობის მიხედვით, ჯ--–----–------იას ბრალად ერაცხება დანაშაულებრივი ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 22 ნოემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ხაშურის რაიონის სოფელ ხ–---ს მიმდებარედ მოძრაობდა ,,აუდი ა6“-ს მარკის ავტომანქანა, რომლის სახელმწიფო სარეგისტრაციო სანომრე ნიშანია ,------------ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა მძღოლი ჯ--–----–------ია; მან ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა - გადავიდა გზიდან და შეეჯახა გამწვანების ზოლში არსებულ ხეს, რის შედეგადაც ავტომანქანის მგზავრმა შ--–------–-------–---–----ძემ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

1.2. ჯ--–----–------იას ჩადენილი ქმედებისათვის 2018 წლის 29 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის #------ დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის #--------- დასკვნით, მოწმეთა და დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის აღიარებით, ნივთიერი მტკიცებულებით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ჯ--–----–------იამ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. 2019 წლის 8 თებერვალს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ ჯ--–----–------იასა და ხაშურის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–იას შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება - ბრალის აღიარებით სასჯელის ზომაზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ ბრალდებული გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. ბრალდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი. საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

3.2. 2019 წლის 8 თებერვალს ხაშურის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ხაშურის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–იამ ბრალდებულ ჯ--–----–------იასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც ჯ--–----–------იას, სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

3.4. პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენების ნაწილში დაზუსტდა სასამართლო სხდომაზე, დაეთანხმნენ ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი.

 

3.5. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო დარწმუნდა, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით; ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, იგი აცნობიერებს, რომ აქვს უფლება დაცვის და უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე. ასევე აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

3.6. სასამართლო უშუალოდ ბრალდებულისგან დარწმუნდა, რომ მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. ბრალდებულს აქვე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი სამართლიანია. ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს.

 

ამდენად, საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს.

 

5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოძიების ეტაპზევე, შეზღუდვების გარეშე, დაუბრუნდა მესაკუთრეს. სათანადო ხელწერილი ერთვის საქმეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 274-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. დამტკიცდეს ხაშურის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–იასა და ბრალდებულ ჯ--–----–------იას შორის 2019 წლის 8 თებერვალს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, დაზუსტებული პირობით.

 

3. ჯ--–----–------ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და, სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;

 

4. დანიშნული სასჯელის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

5. ჯ--–----–------იას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით საჩივრით მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართოს საჩივრით განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე

ლალი ბესტავაშვილი