განაჩენი

სისხლის სამართლის 29.03.2018
საქმის ნომერი
130100118002376374
დავის ტიპი
265 1 , 236 2
თარიღი
29.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/50-201-

(02709031-001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 მარტი, 201- წელი ხაშური

 

ხაშურის რ-----ული სასამართლო

 

მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ბ----------------–--ლი

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - მ--------------–--ლი

 

ბრალდებული - მ---------------ძე, საქართველოს მოქალაქე, პირადი #4----------- დ---დებული 1----–ლის 2-------------ს, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციის ადგილი: ქ-----–ის რ-----ი, დ--- ა-----, მ----ს ქუჩა #1-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----–ი, ა---------ის ქუჩა #5-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა); 265-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო მოყვანა და კულტივირება)

 

სხდომის სახე - საჯარო

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ მ---------------ძის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

 

1.1. შუამდგომლობის მიხედვით, მ---------------ძეს ბრალად ერაცხება დანაშაულებრივი ქმედებები, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

201- წლის 9 მარტს, ქ-----–ში, ა---------ის ქუჩის #5--ში და ქ-----–ის რ-----ის დ--- ა-----ში, მ----ს ქუჩის #1--ში შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-----–ის რ-----ული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გაჩხრეკილ იქნა მ---------------ძის საცხოვრებელი სახლები და დამხმარე სათავსები, რის შედეგადაც ამოღებულია საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა, კერძოდ, ქარხნული წესით დამზადებული ერთი ცალი 5,56 მმ კალიბრის ვაზნა; ქარხნული წესით დამზადებული 1930-1938 წლების ნიმუშის 12,7 მმ კალიბრის ორი ცალი ვაზნა; ქარხნული წესით დამზადებული 1908 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის ორი ცალი ვაზნა, განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღებისათვის; ქარხნული წესით დამზადებული 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის ერთი ცალი ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,АК-47“, ,,АКМ“, ,,АКМС“, ,,АКМСУ“ მოდელის ავტომატებისათვის, ,,СКС“ მოდელის კარაბინისათვის და სხვა.; 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრის ხუთი ცალი ვაზნა, განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,АК-74“, ,,АКС-74“, ,,АКС-74У“ ავტომატებისათვის, ,,РПК“ ხელის ტყვიამფრქვევისათვის; 1908 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის ორი ცალი ვაზნა, განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღებისათვის; 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრის სამი ცალი ვაზნა, განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის, ,,РПК“ ხელის ტყვიამფრქვევისათვის და სხვა.; ქარხნული წესით დამზადებული ,,МК2А1“ ტიპის ერთი ცალი ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი სასკდომი მუხტით და ერთი ერთეული, ქარხნული წესით დამზადებული, ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილი ,,М204“ ტიპის ამფეთქი ფალია. ზემოჩამოთვლილი ნივთები, რომლებიც მ---------------ძის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ იყო შეძენილი და რომელთა შენახვასაც იგი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ახდენდა, ბალისტიკური და პიროტექნიკური ექსპერტიზების დასკვნის მიხედვით, წარმოადგენს საბრძოლო მსალასა და ასაფეთქებელ მოწყობილობებს. ამავე დასკვნებით, როგორც საბრძოლო მასალა, ისე ასაფეთქებელი მოწყობილობები ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.

 

1.2. მ---------------ძემ უკანონოდ დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი, რომლის კულტივირებას ახდენდა პერიოდულად. 201- წლის 9 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-----–ის რ-----ული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გაჩხრეკილ იქნა მ---------------ძის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე სათავსები, მდებარე ქ-----–ში, ა---------ის ქუჩის №5--ში. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მ---------------ძის მიერ უკანონოდ მოყვანილი და კულტივირებული ნარკოტიკული საშუალების შემცელი მცენარე კანაფი წონით 23,45 გრამი.

 

1.3. მ---------------ძეს ჩადენილი ქმედებისათვის 201- წლის 29 მარტს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 265-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, ქ-----–ში, ა---------ის ქუჩის N5--ში და დ--- ა-----ში, მ----ს ქუჩის N1--ში მდებარე საცხოვრებელი ბინებისა და დამხმარე სათავსების ჩხრეკის ოქმებით, პიროტექნიკური ექსპერტიზის N----- დასკვნით, სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის N--------------- დასკვნით, ბოტანიკურ-ქიმიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით, სასამართლ-ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებებით, ბრალდებულის აღიარებით დასტურდება, რომ მ---------------ძემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედებები.

 

3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. 201- წლის 29 მარტს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ მ---------------ძესა და ხაშურის რ-----ული პროკურატურის პროკურორ ბ----------------–--ლს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება - ბრალის აღიარებით სასჯელის ზომაზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ ბრალდებული გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. ბრალდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით; შედგა ოქმი; საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

3.2. 201- წლის 29 მარტს ხაშურის რ-----ულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ხაშურის რ-----ული პროკურატურის პროკურორმა ბ----------------–--ლმა.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც, მ---------------ძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაითვლება პირობითად; დამატებითი სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს საზიგადოებისათვის სასარგებლო შრომა 1-0 საათის ვადით; მ---------------ძეს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, საბოლოოდ მ---------------ძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, სისხლის სამართლოს კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვლება პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 1-0 (ასოთხმოცი) საათის ვადით. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით მ---------------ძეს, ამავე კანონის მე-3 მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად, 6 (ექვსი) თვის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 (ათი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში_საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები უნდა ჩამოერთვას 5 (ხუთი) წლის ვადით. პროკურორი იმასაც შუამდგომლობს, რომ ნივთიერი მტკიცებულებები, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალებები, საბრძოლო მსალა და სხვა მათთან დაკავშირებული ნივთები უნდა განადგურდეს.

 

3.4. პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც წარმოდგენილ და განხილულ იქნა ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე, დაეთანხმნენ ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი.

 

3.5. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო დარწმუნდა, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით; ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, იგი აცნობიერებს, რომ აქვს უფლება დაცვის და უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე. ასევე აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

3.6. სასამართლო უშუალოდ ბრალდებულისგან დარწმუნდა, რომ მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. ბრალდებულს აქვე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი სამართლიანია. ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს.

 

ამდენად, საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს.

 

5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

5.1. მცენარული მასა წონით 1,71 გრამი; მომინანქრებული ჯამი და მის ზედაპირზე არსებული მწვანე ფერის ნივთიერების დანაშრევი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს 0,00384 გრამის ოდენობით; მცენარის თესლი, წონით 1,48 გრამი, რაც წარმოადგენს მცენარე კანაფის თესლს; ფორმირებული მყარი ნივთიერების ნატეხები, წონით 12,74 გრამი, რაც არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას; მცენარული ნარევი წონით 0,16 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანბინოლს 0,00032 გრამის ოდენობით; მცენარული მასა წონით 17,48 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს 0,0000032 გრამის ოდენობით; მცენარული მასა ნოტიო მდგომარეობაში, წონით 141,63 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინილს 0,0000016 გრამის ოდენობით; საწური მოწყობილიბის და მეტალის კოვზის ზედაპირზე არსებული მცენარული მასების დანაშრევები, წონით 15,13 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს 0,000011 გრამის ოდენობით; მცენარე კანაფი წონით 23,45 გრამი და საბრძოლო მასალა, ასევე სხვა მათთან დაკავშირებული ნივთები უნდა განადგურდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-----–ის რ-----ულ სამმართველოში.

 

5.2. რაც შეეხება ასაფეთქებელ მოწყობილობებს, ქარხნული წესით დამზადებულ ,,МК2А1“ ტიპის ერთ ცალ ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსს სასკდომი მუხტით და ერთ ერთეულ, ქარხნული წესით დამზადებულ, ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილ ,,М204“ ტიპის ამფეთქ ფალიას - ვარგისიანობის დადგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიგონზე ჩაუტარდათ საბრძოლო გამოცდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 274-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. დამტკიცდეს ხაშურის რ-----ული პროკურატურ0ის პროკურორ ბ----------------–--ლსა და ბრალდებულ მ---------------ძეს შორის 201- წლის 29 მარტს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება;

 

3. მ---------------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაითვალოს პირობითად; დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 1-0 საათის ვადით;

 

4. მ---------------ძე ასევე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით;

5. სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, საბოლოოდ მ---------------ძეს სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით; დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 1-0 (ასოთხმოცი) საათის ვადით;

 

6. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

7. მ---------------ძეს 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ბ) 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება, დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, ვ) პასიური საარჩევნო უფლება, ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება ჩამოერთვას 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

8. მითითებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა დაიწყოს გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან.

 

9. ნივთიერი მტკიცებულება მცენარული მასა წონით 1,71 გრამი; მომინანქრებული ჯამი და მის ზედაპირზე არსებული მწვანე ფერის ნივთიერების დანაშრევი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს 0,00384 გრამის ოდენობით; მცენარის თესლი, წონით 1,48 გრამი, რაც წარმოადგენს მცენარე კანაფის თესლს; ფორმირებული მყარი ნივთიერების ნატეხები, წონით 12,74 გრამი, რაც არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას; მცენარული ნარევი წონით 0,16 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანბინოლს 0,00032 გრამის ოდენობით; მცენარული მასა წონით 17,48 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს 0,0000032 გრამის ოდენობით; მცენარული მასა ნოტიო მდგომარეობაში, წონით 141,63 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინილს 0,0000016 გრამის ოდენობით; საწური მოწყობილიბის და მეტალის კოვზის ზედაპირზე არსებული მცენარული მასების დანაშრევები, წონით 15,13 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს 0,000011 გრამის ოდენობით; მცენარე კანაფი წონით 23,45 გრამი და საბრძოლო მასალა, ასევე სხვა მათთან დაკავშირებული ნივთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;

 

10. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

11. განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ხაშურის რ-----ული სასამართლოს მეშვეობით საჩივრით მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართოს საჩივრით განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე

ლალი ბესტავაშვილი